შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მი სი მალატ (სვანურად) ''4 თავი"


4-09-2015, 01:30
ავტორი Be_the_ONE
ნანახია 3 857

- მომიცადე თეკლე, უშგულში მივდივარ და შენ სკოლამდე წაგიყვან.- ოთახში ალექსადრეს ხმა გაისმა.
არსად დაგეკარგოთ ეს თეკლე შენ და მართას - მალევე გეგამ გამოამჟღავნა თავისი ხასიათი. ალექსანდრესთვის უარის თქმას ვაპირებდი, სკოლა მაინც ახლოა-თქო, მაგრამ გეგას ხმამ შემაჩერა, რაც შეიძლება მომხიბვლელად გავუღიმე და ღიმილით მივუგე: - მადლობა ალექსანდრე, აბა ზოგიერთები ისე დაიბოღმნენ, რომ მხოლოდ შხამს აფრქვევენ. დავინახე როგორ გადაურბინა ფერებმა გეგას, რაღაცის სათქმელად პირიც გააღო, მაგრამ მე და ალექსანდრე უკვე ეზოში ვიყავით.
- როგორ ახერხებ, რომ გეგას არ აყვები და თან სულ აჩუმებ? მასწავლე რა - რამის ყელი გამოიღადრა ალექსანდრემ და ისეთი სასაცილო სახე მიიღო, რომ მეც გულიანად გამაცინა.
-რა ვიცი აბა, რაც ვიცოდი შენ და მართა ბებიასაც გითხარით. უბრალოდ თქვენ მის ჭკუაზე დადიხართ და ეგაა. - მშვიდად მივუგე ალექსანდრეს და გამახსენდა რომ ჩემი ცხელი შოკოლადების მარაგი ამოწურვის პირას იყო. უშგულში ბევრი საქმე გაქვს ? - ინტერესით ვკითხე ალექსანდრეს და თან გავიფიქრე როგორ შემეპარებინა ჩემი ცხელი შოკოლადების შესახებ.
- არც ისე. პროექტის საბოლოო ვერსია უნდა გადავაგზავნო და ჩემს ძველ მეგობარს შევხვდე. რატომ გაინტერესებდა ?
-ძალიან მერიდება,მაგრამ სოფელში არ იყიდება და ცხელი შოკოლადები რომ დაგაბარო? ჩემი მარაგი იწურება და ამის გარეშე ერთ დღესაც ვერ ვძლებ. - მგონი შრეკის კატის თვალებით მივუგე და პასუხის მოლოდინში თაფლისფერ თვალებში ჩავაჩერდი.
-ვაიმე - ალექსანდრე ბოლო ხმაზე ახარხარდა. მერე, გოგო, ამ ცხელ შოკოლადებს ამხელა შესავალი რათ უნდოდა. კარგი რა, მე მეგონა მეგობრები ვიყავით და დავიჯერო მეგობრებსაც ასე სთხოვ რამეს. - მკაცრი სახით მომიგო, მაგრამ მაინც გადაურბინა სახეზე ღიმილმა.
-მადლობა ალექსანდრე. იცოდე რაც მოგივა სულ იყიდე, აი ფული, 30 ლარიანს ვაწოდებდი, როდესაც ალექსანდრემ მართლა შეკრა წარბები.
-არ გრცხვენია. ახლა მართლა მაბრაზებ.
-ალექსანდრე ისედაც რაღაცას გაბარებ და ახლა ესეც.
-ჩათვალე რომ ჯიუტი თხის მორჯულების გასამრჯელოა. ისე როდის უნდა მიხსნა გეგას ზურგით ტარებისგან? არა ბაზარი არაა, ჩემი ძმაა და მთელი ცხოვრება არ დავიღლები მისი ტარებით, მაგრამ მისთვის უკეთესია ახალი მდგომარეობა გაიაზროს და ბრძოლა დაიწყოს.
-კარგი ალექსანდრე, ჯერ ცოტა ადრეა მგონი და ზეგიდან რამე მოვიფიქროთ. - ჩაფიქრებულმა მივუგე ალექსანდრეს და სკოლასთანაც მოვედით. ალექსანდრეს დავემშვიდობე და ჩემი მეთორმეტე კლასელებისკენ გავწიე. ბავშვებს მივესალმე და გაკვეთილიც დავიწყეთ. დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ვმეცადინეობდით, შემდეგ კომპიუტერში ჩაწერილი ფილმი ვნახეთ ინგლისურად, ცოტა განვიტვირთეთ და ფილმზე მსჯელობას მოვყევით.
-ასე თუ გავაგრძელეთ მთელ საქართველოში ყველაზე მაგრად გვეცოდინება ინგლისური. მადლობა თეკლე- სიხარულით მომიგო ლილემ.
-არაფრის ჩემო კარგო. ჩვენ ხომ უკვე მეგობრები ვართ. - ბავშვებს გავუღიმე, დავალებები ჩავანიშნე, მიუხედავად გაბრიელის ბუზღუნისა, ამდენი რა ამბავიაო. საბედნიეროდ, სკოლის ეზოში ტელეფონი კარგად იჭერდა და მშობლებსაც მოვესიყვარულე. მერე ბელს დავურეკე და ჩემი ამბები მოვუყევი. ჩემი ანაბელის გარეშე ყველაზე მეტად მიჭირს, მანაც თავისი სიახლეები გამაცნო და პირობა დამადებინა, რომ საახალწლო არდადეგებზე მაინც დავბრუნდებოდი თბილისში.
დაახლოებით 2 საათისკენ მართა ბებიას სახლისკენ გავწიე, გზადვე შემომეგება მართა ბებია. -ბებია, მე ჩვენს ნათესავთან მივდივარ. მარტოხელა ქალია, ცუდად ყოფილა და პატარა საგზალი მიმაქვს. გეგა სახლშია და თქვენ ისადილეთ. ალექსანდრე ვახშმამდე არ მოვა. შვილო სადილის გამზადება ვეღარ მოვამზადე და ბოდიში.
-არ გრცხვენია მართა ბებია. ნუ ღელავთ, მშვიდად წადით,მე გავამზადებ სადილს. - ბებიას დავემშვიდობე და ეზოს კარი შევაღე.
-გამარჯობა, დივანზე წამომჯდარ გეგას მივესალმე, რომელსაც თვალი ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა.
-მოკლედ ფიქრსაც აღარ მაცლიან საკუთარ სახლში. არ გინდა შენს სახლში დაბრუნდე და შეეშვა ამ კეთილი სამარიტელის თამაშს - რამდენიმე წამის შემდგომ მომიგო და განსაკუთრებულად გამოკვეთა საკუთარი სახლი. თითქოს მივეჩვიე მის უხეშობას, მაგრამ მისმა სიტყვებმა მაინც ძალიან მატკინა გული. უხმოდ დავტოვე მისაღები და სამზარეულოსკენ გავწიე. სადილი მოვამზადე და დივნის წინ მოთავსებულ პატარა მაგიდაზე გავაწყვე სუფრა. უხმოდ მივუჯექი ჩემს თეფშს და ოსტრი გადავიღე. ეს კერძი ყველაზე მეტად მიყვარდა და კარგიც გამომდიოდა. მადიანად შევექეცი და თან გეგას გავხედე, რომელსაც მხოლოდ ახლაღა ეკადრა საჭმლის გადაღება.ჩემი ყველა მეგობარი გიჟდებოდა ჩემს ამ კერძზე და რატომღაც გეგასგანაც დაველოდე თუნდაც ერთ სიტყვას, რომლითაც აღნიშნავდა მის აზრს. შენ თუ ისეთივე მასწავლებელი ხარ, როგორი მზარეულიც, დაღუპულა ჩვენი თაობა. რომ არ მშიოდეს, ერთ ლუკმასაც არ შევჭამდი, ისეთი უგემურია - მშვიდი სახით დაიწყო გეგამ. აი აქ კი მიმტყუნა ნერვებმა. ჯერ ჩემს კერძს შეეხო და მერე ჩემს პროფესიას, თავს არ ვიქებ, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რა დონეზე ვფლობ ჩემს პროფესიას და ჯერ-ჯერობით შენიშვნა არ მეკუთვნის, მითუმეტეს სრულიად უცხო პირისგან. კარგი არც გაძალებ ჭამას - მაქსიმალურად მშვიდი სახე მივიღე, კერძი ავაცალე და სამზარეულოში გავიტანე. საღამომდე მე ჩემს კომპიუტერს ვეჯექი და ტესტებს ვადგენდი სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისათვის. საბედნიეროდ, სკოლაში პრინტერი გვქონდა. გეგას რაღაც წიგნი გადაეშალა და მას კითხულობა, იმდენად შეკრული წარბებით იჯდა, რომ აშკარად გაბრაზებული იყო, თუმცაღა არც მე ვიყავი ნაკლებად გამწარებული. ბოლოს მაინც ვერ მომითმინა გულმა და სიტყვები თავისით მომწყდა: თუ გშია, მაცივარში დილანდელი შამია(სიმინდის ბურღულის ფაფა შიგ ჩალაგებული სულგუნის ნაჭრებით). მეგონა ისევ უხეშად მიპასუხებდა რამეს, მაგრამ მისმა ნათქვამმა საოცრად გამაოცა: იყოს შენს ოსტრს შევჭამ, თუ, რა თქმა უნდა, გამოიმეტებ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს მაინც წამკბინა, მისგან ამის გაგება მიღწევას ნიშნავდა და უზომოდ გამიხარდა, რომ ნელ-ნელა გეგა დათმობებს სწავლობდა.

---------------------------------------------------------------
ბავშვებო მადლობა თითოეული კომენტარისთვის. love იმედია, ახლაც გამიზიარებთ თქვენს აზრს პერსონაჟებსა და მოთხრობაზე. feel



№1  offline მოდერი ლილიანა

მოვლენები განავუთარე,კატგად წერ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2 სტუმარი თეა

საინტერესოა:-):-)

 


№3  offline წევრი ErTi MeOcnEbe Gogo

კარგიაა,მაგრამ ის ვერ გავიგე გოგო კესანედ რო გაგვაცანი და ეხლა ყველა თეკლას ეძახის belay
--------------------
ლიკა.ხარებოვი

 


№4  offline წევრი Be_the_ONE

ლილიანა
მოვლენები განავუთარე,კატგად წერ


მადლობა smile

თეა
საინტერესოა:-):-)

მადლობა ^_^


ErTi MeOcnEbe Gogo
კარგიაა,მაგრამ ის ვერ გავიგე გოგო კესანედ რო გაგვაცანი და ეხლა ყველა თეკლას ეძახის belay

ახლა ვნახე, ბოდიში შეცდომისთვის :( პირველი თავის მერე დიდი დრო ვერ ვწერდი და ამერია sad დარჩეს თეკლედ პირველ თავს ჩავასწორებ ისევ smile

 


№5  offline მოდერი sopiko

დამ დაამ :-D რიგორ ველოდებოდი ამ თავს. საოცრად კარგია. თეკლას პერსონაჟი ძალიან მომწონს, გეგას მდგომარეობას სწორად უდგება, ყველაფრის დათმობით მისი დაავადება პროგრესირდება. ასევე ალექსანდრეც სხვა ხერხით ცდილობს , უნდა ყველა სურვილი შეუსრულოს და თავი სრულყოფილად აგრძნობინოს. იმედი მაქვა გეგა ბრძოლის უნარს დაიბრუნებს. აი, შენ კი უნიჭიერესი ხარ, ახალბედა რომელიც შემდგომში დიდ წარმატებას მიაღწევს <3

 


№6  offline წევრი Be_the_ONE

sopiko
დამ დაამ :-D რიგორ ველოდებოდი ამ თავს. საოცრად კარგია. თეკლას პერსონაჟი ძალიან მომწონს, გეგას მდგომარეობას სწორად უდგება, ყველაფრის დათმობით მისი დაავადება პროგრესირდება. ასევე ალექსანდრეც სხვა ხერხით ცდილობს , უნდა ყველა სურვილი შეუსრულოს და თავი სრულყოფილად აგრძნობინოს. იმედი მაქვა გეგა ბრძოლის უნარს დაიბრუნებს. აი, შენ კი უნიჭიერესი ხარ, ახალბედა რომელიც შემდგომში დიდ წარმატებას მიაღწევს <3


სოფი მადლობა love ვერ წარმოიდგენ იმდენად სასიამოვნოა, შენი ხედვის წაკითხვა პერსონაჟების საქციელზე feel ასე მგონია ჩემს აზრებს კითხულობ, იმდენად წვდები მათი თითოეული ქცევის მიზეზს lol მი სი მალატ love

 


№7  offline წევრი coco girl

ეს ნახე! ამდენი ხანი ვუცდიდი მოთხრობის დადებას და არ დაუდია. 2 დღეა არ შემოვსულვარ და რომ შემოვდივარ მხვდება 2 თავი ! :3 ( ყურადღება არ მომაქციო ვბურტყუნებ) :D ხოდა, რომ ვნახე სიხარულისგან თავი თეთნულდს ავარტყი (ვმაიმუნობ) :D
ძალიან მომწონს შენი წერის სტილი. ისე გადმოსცემ, თითქოს რეალურად ხედავდე ამ ამბავს.
ასე გააგრძელე. ( მიყვარხარ) :*
P.S სვანურადაც თუ არ გითხარი ისე რაა მამული! - მი სი მალატ !!! <3
P.S.S ეს ჯიუტი თხა მოდაში მოვიდა აშკარად :D არადა მე რო ვწერდი ამ სათაურით მოთხრობას ყველას უკვირდა ეს სახელი :D

დიდის დიდის პატივით და მოწიწებით ქე იცი ვინც ვარ :D

 


№8 სტუმარი natia

auuh ai dzn kargia momwons da vici win kidev uketesi tavebi melodeba

 


№9  offline წევრი Be_the_ONE

coco girl
ეს ნახე! ამდენი ხანი ვუცდიდი მოთხრობის დადებას და არ დაუდია. 2 დღეა არ შემოვსულვარ და რომ შემოვდივარ მხვდება 2 თავი ! :3 ( ყურადღება არ მომაქციო ვბურტყუნებ) :D ხოდა, რომ ვნახე სიხარულისგან თავი თეთნულდს ავარტყი (ვმაიმუნობ) :D
ძალიან მომწონს შენი წერის სტილი. ისე გადმოსცემ, თითქოს რეალურად ხედავდე ამ ამბავს.
ასე გააგრძელე. ( მიყვარხარ) :*
P.S სვანურადაც თუ არ გითხარი ისე რაა მამული! - მი სი მალატ !!! <3
P.S.S ეს ჯიუტი თხა მოდაში მოვიდა აშკარად :D არადა მე რო ვწერდი ამ სათაურით მოთხრობას ყველას უკვირდა ეს სახელი :D

დიდის დიდის პატივით და მოწიწებით ქე იცი ვინც ვარ :D


შენ არ იცი მე როგორ მაინტერესებდა შენი აზრი შემდეგ თავებზე wink ("ისე გადმოსცემ, თითქოს რეალურად ხედავდე ამ ამბავს.") - უზომოდ მიხარია, რომ ის, რის ჩადებასაც მოთხრობაში ვცდილობ, შენამდე აღწევს lol გეგა მართლა ჯიუტი თხაა :დ
მაჴვმარ love love love

natia
auuh ai dzn kargia momwons da vici win kidev uketesi tavebi melodeba

მადლობა feel ვეცდები მართლაც უკეთესი თავები დავწერო lol

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent