შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყეული ღამეები[2]


5-09-2015, 00:08
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 051

აკანკალებული ხელით დებს ნინი ჩანგალს,ნელი მოძრაობით დგება მაგიდიდან და ნიჟარაში აწყობს ჭურჭელს,შემდეგ დედას უახლოვდება და მაგიდას ალაგებს.
-მე გავრეცხავ-უღიმიდის დედასა და დეიდას.
სამზარეულოში მხოლოდ წყლის ურიტმო ხმა ისმის,ფანჯრები დაკეტილია და უხერხულ სიჩუმეს მანქანის ხმაურიც კი ვერ არღვევს,საათის წიკ-წაკი ვერაფერზე ახდენს გავლენას.მაიას სახე შებინდებია,როგორც ამინდმა იცის ხოლმე შემოდგომის წვიმებისას,როცა ღრუბლები სინათლეს ერკინება და ასპარეზიდან ჩამოშორებას ცდილობს.
ნანი და მაის ერთდროულად გადიან „ლოჯში“.სახეზე ორივეს უხერხულობა აკრია და უხმაუროდ სხდებიან დივანზე,რომლის მდოგვისფერი გადასაფარებელი ამ ორ ქალთა შინაგან მდგომარეობაზე მეტყველელბს.ფსიქოლოგიც კი ვერ ჩასწვდება,ალბათ,რას გრძნობს ქალი,რომელიც ქმარმა მოღალატედ შერაცხა და სახლიდან გამოაგდო და ქალი,რომელიც დიდი ხანია,რაც გამწარებული მიყვება ცხოვრების ურითმო გზას.
-დავასრულე-სიჩუმეს ნინი არღვევს და დედის გვერდით ჯგება.ნანის სახის გამომეტყველება ნელ-ნელა იცვლება,ჯერ კიდევ დილას სულ სხვანაირი შესახედაობის იყო ქალი,ახლა კი უფრო ფერმკრთალი გამხდარა,თითქოს მხრებზე ახალი ტვირთი დაადგეს.მგონი,რაღაცას ხვდება ქალი.რაც არ უნდა,იყოს მაინც ქალია,აქვს ქალური ინტუიცია,რომლით მუდამ ერთი ნაბიჯით წინ უძღვის მამაკაცებს.
-დავურეკო ნუგზარს,თუ თქვენ დაელაპარაკებით-ოთახში მყოფთათვის უხერხულ თემას ეხება ნანი.დედა-შვილი კრთება და ხმას არ იღებს.ალბათ,მომდევნო ნაბიჯს ელოდებია,რომელსაც ნანი გადადგამს.ან მეტი რა უნდა თქვას ქალმა.ამ წამს არ შესთავაზა დახმარება.რა მისი ბრალია,რომ გულებში ვერ უძვრება ხალხს,რომელი წინასწარმეტყველი ისაა.
-იცით..-დაბალი ხმით იწყებს ნინი,ეს გაუბედა თხუთმეტი წლის გოგონა,მაგრამ მაშინვე ცრემლები იპყრობს მის თვალებს და ჩერდება.ნანი გაოცებით უყურებს თვალებდაკვესებულ ნინის და დას,რომელსაც თვალები რაღაცისთვის მიუშტერებია და დახრილი წამწამებით თითქოს სევდის განელებას ცდილობს.
-არ მესმის რა ხდება თქვენს თავს.ბაჩო წავიდა და იქნებ ახლა მაინც გამარკვიოთ იმ ოჯახურ ცხოვრებაში,რომელსაც ნუგზარი უძღვება-ნანის ხმაში ოდნავი ბრაზი გაერია.
-ოხ,ნან,შენიც გეყოფა-ცრემლნარევი ხმით დაიწყო ქალა და მუცელზე დაიხედა,რომელიც ჯერ კიდევ არ ეტყობოდა.თუმცა,რა დროს მისი ორსულობის გასაჯაროება იყო.როცა ნაყოფი მხოლოდ და მხოლოდ ერთი თვის იქნებოდა.“ყველაფერი იმ ჩხირის ბრალია“-უკმაყოფილოდ გაიფიქრა ქალმა.ბავშვები ქალიშვილობის დროიდანვე უყვარდა,მაგრამ ნუგზარმა ხომ ცოცხლად დამარხა.სწავლა არააო! ბავშვები არაო! მაშ რაო? რაო და კუხნა და ნინიო!
ქალი თავიდან უკმაყოფილობას კი გრძნობდა სწავლის არგაგრძელების გამო,მაგრამ ბოლოს შეეჩვია,თან თვლიდა,რომ მისთვის ქმარი და ოჯახი პირველ პლანზე იდგა.ეს ასეც იყო,მაგრამ ამ ბოლო დროს ნუგზარი ისე იქცევა,რომ ყველაფერზე აუყარა გული.სითბო რაა ხომ სულ აღარ ახსოვს მას.შვიდი თვეა ცოლისთვის ნაზადაც კი არ გაუღიმია,იმ კოცნაზე ხომ ზედმეტია საუბარი,რომელსაც შინ მოსული ჩუქნიდა ხოლმე მეუღლეს.მხოლოდ ერთხელ იყვნენ ერთად,ერთი თვის წინ,და ესეც მაიასთის საბედისწეროდ დასრულდა.
იმ დილას რომ გაიღვიძა და გვერდით მეუღლის სუნთქვა გაიგო,სახე კი გაუცისკროვნდა და სიამოვნების მძაფრმა შეგრძნებამ დაუბრუნა მის სხეულს ენერგია,იქნებ მაშინ ჯერ კიდევ ჰქონდა ქმრის დაბრუნების იმედი,მაგრამ მალევე ისიც გაუქრა.დიახ,გაქრა წავიდა სადღაც,უკვალოდ გადაიკარგა!
-შენ ჩემი და ხარ,ნუ გავიწყდება ხოლმე.ცხოვრება რასაც მოგვიტანს,ერთად უნდა გავუმკლავდეთ,ეს არის ჩვენი,ნათესავთა ხვედრი! დიახ,ერთმანეთს უნდა ამოვუდგეთ მხარში და ერთად დავძლიოთ ცხოვრების მიერ მოტანილი ყოველი განსაცდელი-დამაჯაერებლად დაიწყო ნანიმ.მართლაც შესანიშნავად მეტყველებს.ბუღალტერია და თანაც წარმატებული,მაგრამ ეს ცხოვრებაში არ უშლის ხელს.ნუგზარის სტერეოტიპს ამსხვრევს ნანი,ქალს კარიერა ცხოვრებას უნგრევსო.
-მადლობელი ვარ.ნეტავ,იცოდე,მხოლოდ ეს სიტყვებიც კი ჩემთვის როგორი შვებაა!-დას მუხლზე ხელი მადლობის ნიშნად მოუსვა და მზერა გაუსწორა.
-მე გავალ-დაიბნა ნინი და ფეხზე წამოდგა.ეტყობოდა,რომ მათთვის მოსმენა არ უნდოდა.ისის არანაკლებ იტანჯებოდა,მამას სულ აღარ აინტერესებდა.გუშინ,საბოლოოდ, გამოაჩინა კაცმა რეალური სახე,დედა სასოწარკვეთილი იჯდა დის გვერდით და თვალსაც კი ძლივს უსწორებდა ნანის საბრალო ქალი.
-კარგი შვილო-ნაღვლიანი ღიმილით შეხედა გოგონას და მზერით ანიშნა,კარგი გადაწყვეტილებააო.ნინიმ ფეხაკრეფით დატოვა ოთახი.სამზარეულოში შეიყუჟა და უღიმრამოდ დაიწყო მუსიკების მოსმენა.ამის ხასიათზე ნამდვილად არ იყო,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.არ უნდა მოესმიდა დედის და დეიდის საუბრისთვის.ეს გოგონას უდრეკი გადაწყვეტილება გახლდათ,გადაწყვეტილება,რომელსაც ვერ შეაქცევდა ზურს.
-ორსულად ვარ!-ასლუკუნდა ქალი და დის რეაქციას დაელოდა.ნანის ჯერ გაერიმა,იფიქრა,რა შტერია ეს ჩემი დაო,მაგრამ მალევე გაუქრა კმაყოფილების მომგვრელი განწყობა და გაახსენდა ბაჩო,რომელიც მასთან ერთად ათი წლის მანძილზე ცდილობდა ბავშვის ყოლას.გაახსენდა როგორი სასოწარკვეთილება ეუფლებოდა ყოველი უშედეგო მცდელობის შემდეგ.
-ანუ ნუგზარს არ გაუხარდა-გაახსენდა,რომ ნუგზარს მეტი შვილის ყოლა არ უნდოდა.
-დიახ,არ უნდოდა და,ამიტომ..-სიტყვებს ვეღარ მოუყარა თავი და დას მიესვენა.ისევ ტიროდა საბრალო და ისევ ვერ აოკებდა გულის ურიტმო ფეთქვას.კრთოდა და ოფლი წურწურით ჩასდიოდა მკერდში,რომლიც უმისამართო მოძრაობა მაიჩნის ნაჭრიდანაც კი ჩანდა.
-ყველაფერი გასაგებია.გადაუვლის და დაგირეკავს-დის დამშვიდებას შეეცადა და თან ფიქრობდა,ნეტავ,მე ვიყო ორსულადო.რას არ გაიღებდა ქალი ერთი შვილისთვის,მხოლოდ ერთი ჩვილისთვის ნახევარ სიცოცხლეს გასცემდა.მისთვის ბავშვები ყველაფერი იყო.ისე ადევნებდა ხოლმე ეზოში სხვისი შვილების ჟრიამულს თვალს,რომ ცრემლებს ვერ იკავებდა.რაც არ უნდა უგულო ყოფილიყავი თვალთანაგ ერთ ეულ ცრემლს მაინც გამოგსტყუებდათ ნანის ნაღლიანი სახე.
-არა,ეს არ მოხდება!-ფეხზე წამოდგა და ოთახში წრის დარტყმა დაიწყო.ისეთი ვნებააშლილი იყო და სასოწარკვეთილი,რომ გეგონებოდა მიცვალებულს არტყამს წრესო.ნეტავ,გარდაცვლილი ყოფილიყო მის წინ და არა მისი და,როემელიც მოსამართლესავით უყურებდა,უყურებდა და მის თვალებში სიმართლის მარცვალს ეძებდა.
-დამშვიდდი,გთხოვ-მუდარით ახედა ქალს და ისევ ნუგზარის მკაცრი მზერა გაახსენდა.ადრეც ხშირად უფიქრია,ჩემი და ასეთ ქმარს როგორ უძლებსო.თავიდანვე არ მოსწონდა დისქმარი,მაგრამ მაიას ამას არადროს აგრძნობინებდა.
-არა,ვერ დავმშვიდდები.არაფერი მაქვს,გესმის არაფერი და ეს უნამუსო იმასაც მართმევს,რაც დღემდე შემომრჩა.ჩემს ღირსებას ეხება,გესმის?-ბრაზისგან თვალებს აკვესებდა ქალი და თან ოფლს დის მოწვდილ ცხვრისახოცით იწმენდდა.
-რას გულისხმობ? ის ხომ არასდროს ჩაიდენდა მსგავს სისაძაღლეს..-ხმა აუკანკალდა ნანის და თავისი გაჭირვება სულ გადაავიწყდა.რაც არ უნდა ყოფილიყო,ბაჩოს ის მუდამ უყვარდა და აფასებდა საყვარელ ცოლს.
-ის შვიდი თვეა სვამს,ლოთია,გესმის?-ხმას აუწია და შემდეგ ჩვეულებრივი ტემბრით განაგრძო..-წამლებს ხომ იკეთებს? სახლში თითქმის არ ატარებს დროს...-შერცხვენილმა წარმოთქვა და უკან გაიწია,მიბრუნდა კედლისკენ,რომ დას მისი სახე არ დაენახა.ადრე ამ ყველაფერზე ხმას ვერ იღებდა.ნანიმ ეს იცოდა,მაგრამ ჯერ კიდევ ვერ დაეზუსტებინა,მაგრამ ახლა,როცა ატირებული და სასომიხდილი და ედგა წინ.
-შენ ამაზე არასდროს საუბრობდი..მხოლოდ ჭორის დონეზე ვიცოდი-დიახ,ის მართალი იყო.ქმარს მაია არასდროს შეურაცყოფდა ხალხის თვალში.არ უნდოდა,რომ სხვას სცოდნოდა მისი ოჯახური უბედურების შესახებ.იქნებ ეგონა,რომ ამით რამეს გამოასწორებდა? იმედი აცოცხლებდა ამდენ ხანს,ახლა კი სრულიად უმწეო იდგა დის წინ,რათა ყველაფრისთვის ფარდა აეხადა.
-დიახ,რადგან არ მინდოდა..უბრალოდ არ შემეძლო-ცრემლების ნიაღვარი მოსდიოდა მაიას და დას თვალებში ძლივს უყურებდა...-ის ასევე ბორდელში დადიოდა და მუდამ იქ ათენებდა.ამ დროის მანძილზე არც მომკარებია.მხოლოდ ერთი თვის წინ,როცა გალეშილი მთვრალი დაბრუნდა,შემომივარდა ოთახში და...-ისევ გაუწყდა ხმა და დას თვალი აარიდა.როგორ უჭირდა ქმარზე საუბარი!-ახლა კი მეუბნება,რომ ვუღალატე,არ ახსოვს..ადრე თავად ამბობდა და ამტკიცებდა,მთვრალს მომხდარი არ ახსოვსო,მაგრამ ახლა ჩემი მოსმენაც არ უნდა..იმ დღეს თმით მათრია და გამომაგდო..ნინიმ, დედაჩემიაო, და მასაც დაუხურა სახლის კარი..მეტი უბედურება რა უნდა მომხდარიყო? არაფერი მაქვს,არაფერი-ქალი ბღაოდა და თმას იწეწდა,ხელებს ასავსავებდა და თვალებიდან ცრემლებს იწმენდდა..
ნანი ფეხზე წამოდგა და დას უხმოდ გადაეხვია.მისთვის ეს ყველაფერი ისეთი მოულოდნელი იყო,რომ ენის წვერზეც კი ვერ ადგებოდა სიტყვა,რომლითაც დის ნუგეშს შესძლებდა.ან ვის შეეძლო მისი დამშვიდება.მაია სწორედ ის დედა ლომი იყო,რომელსაც შვილები წაართვეს და,შესაძლოა,მასზე ბევრად უბედურიც კი.
^^
-ამის დედაც მ*******..იმ წყევული ღამის დედაც,როცა მისი ეშმაკის ნაშიერი ჩაისახა-გამწარებიც ყვიროდა კაცი და ბოლთას სცემდა,თან ამასაც არ კმაობდა,რაც კი გზად შეხვდებოდა ფეხს კრავდა-ეშმაკმა დასწყევლოს დღე,როცა იმ კახპას ფეხი შემოვადგმევინე ჩემს უმწიკვლო ოჯახში-საკუთარი ოჯახი და სახლი სუფთა ეგონა,მაგრამ ეს არ იყო მართალია.ვინც ახლოდან იცნობდა მას,იცოდა სიმართლე,მასზე ყველაფერი იცოდა,მაგრამ ვინ გაუბედავდა მდიდარ ნუგზარს რამის კადრებას!
მშობლები კიდევ კარგი რამდენიმე წლის წინ დაეღუპა ავარიაში,თორემ ახლა ისე შეუშლიდნენ ხელს,რომ თავისუფლების წყურვილს ვერ დაიკმაყოფილებდა,ვერ მოექცეოდა ცოლს ისე,როგორც სათამაშოს და შვილს მამობაზე უარს ვერ განუცხადებდა.ახლა მისთვის არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა,უღალატა თუ არა ცოლმა,უყვარდა და სჭირდებოდა თუ არა ნინის ის,ახლა მისთვის მხოლოდ და მხოლოდ ბოჰემური ცხოვრების სიტკბო აინრსებობდა ,მრავალჯერ ჰქონდა ნაგემი,მაგრამ მაინც ვერ მიეღწია სასურველ წერტილამდე და,ამიტომ გამალებით იბრძოდა მისთვის.მეგობრებიც აღარ აინტერესებდა,მხოლოდ ორი ძმაკაცი ჰყვდა,რომლებიც უცოლონი იყვნენ და ზუსატად მისი თვალით უყურებდნენ წინ გადაშლილ ცხოვრებას,რომელიც სულ არ იყო ნათელი,პირიქით რაღაც მუქი ლაქებით იყო დასვრილი ისე,როგორც ქალიშვილის ზეწარი მუქი სითხით.
-გაგიმარჯოს,ძმა-ღია კარებში შემოვიდა ანდრო და ფეხის ბოთლი დასწია-რას შვრები,ძმა?გააგდე ეგ მეძავი,არა?-ირონიულად ჩაიცინა.ეტყობოდა,რომ ნუგზარის ოჯახის სიახლეები უკვე იცოდა.განა გუშინ არ დაურეკა და ამცნო ახალი ამბები ძმაკაცმა!
-აბა,რა ძმა.სად არის გიორგი?-მეორე განუყრელი ძმაკაცი,რომ ვერ დაინახა უხერხულად შეათვალიერა ანდრო და ინტერესით ჰკითხა.
-თურქეთში გადასულა რაღაც საქმეზე და,ამიტომ მარტო მოგვიწევს კაიფი.რას გავაწყობთ,არა? ახალი ნემსები ვიყიდე,ც მოვინატე.მართალია,მიგბეზრდა,მაგრამ ეს განსაკუთრებულია.ახალი საქონელიაო,ასე მითხრეს,რას იტყვი?
-იმ წყეული ღამის დედაც...-უნდა გაეგრძელებინა,მაგრამ ანდრომ გააჩერა.
-დაწყნარდი,იმ კახპას ღმერთი არ გაახარებს-ისე წარმოთქვა,თითქოს ღმერთის რამე გაეგებოდა.ბოლოს როდის იყო ტაძარში ისიც კი არ ახსოვს.ღვთის სახელი რომ დაიმახსოვრა ისიც გასაკვირია!
-ღმერთი არა...-დაიყვირა და ბოთლს ფეხი წაკრა..-სასმელია ღმერთი,ნარკოტიკი და სასმელი.რაიმე ძლიერი შემიყვანე-ვენა აჩვენა ანდროს და სიმწრისგან ჩაიცინა..-წყეული ღამეები-წაიდუდღუნა,სანამ კაიფში ყველაფერს ლამაზ ფერებში დაინახავდა.
^^
-ნინი,რამეს შეჭამ?-ნანი დეიდამ ჰკითხა დისშვილს და თბილი მზერა ესროლა.გოგონა ხასითზე ვერ იყო.რამდენიმე საათი ერთ ადგილას იჯდა და მუსიკასაც კი ვერ უდებდა გულს.ელენესაც კი გაუთიშა ტელეფონი.არადა,როგორ ინერვიულებდა დაქალი!
-არ მშია-უემოციოდ დააშტერდა ტელეფონის ეკრანს და თვალები დაძაბა.
-არ შეიძლება უნდა ჭამო-ქალი თავისას აგრძელებდა და თან რაღაცას ხმაურიანად კბეჩდა.არც იყო იყო გუნებაზე,მაგრამ თავის ხელში აყვანას ცდილობდა.“რას არ გავუძელი და კიდევ გავუძელებ“-იიმედებდა თავს და დისშვილს ნუგეშის მომცემი თვალებით უცქერდა.
-არ შემიძლია და შემეშვი,გთხოვ-ნინი ფეხზე წამოდგა და სააბაზანოში გავიდა.ცივი წყლის წვეთებმა ოდნავ მაინც გაუნათეს დაბინდული გონება,თითქოს უწინდელი ენერგია და სილაღე დაუბრუნეს საბრალო გოგონას.წყალი ელამუნებოდა მის ნაზ სხეულს და თითქოს სიცოცხლის სიხარულს უბრუნებდა.
სააბაზანოდან გამოსული ლოგინზე დაეშვა და ახედა ჭერს,რომელიც ისეთივე თეთრი იყო,როგორიც მის ოთახში.დიახ,ისეთივე თეთრი,მაგრამ ნინის ეუცხოებოდა ის.თითქოს ლაქებს ამჩნევდა მასზე და გუნებას უარესად იფუჭებდა.“ასე არ უნდა მომხდარიყო“-იმეორებდა გულში და ელენეს ნომერს უღიმღამოდ უყურებდა.ბოლოს,გადაწყვიტა დაერეკა.დიახ,დაურეკავდა,მაგრამ რას ეტყოდა,მამამ სახლიდან გამომაგდოო.ელენეს მასთან ერთად დასვენებას გეგმავდა და,ალბათ,ახლაც ამიტომ ურეკავს.
ელენეს ნომერს თითი შეეხო და დარეკვას დააჭირა.გული უფრო აუფანცქალდა,მაგრამ არ შეიმჩნია.
-რატომ არ მპასუხობდი?-უკმაყოფილოდ ჰკითხა დაქალმა.
-რაღაც პრობლემები გვაქვს-დაკონკრეტებას არ აპირებდა,მაგრამ რამე ხომ უნდა ეთქვა.აბა,რას ეტყოდა,ფეხი მოვიტეხე და საავადმყოფოში ვწევარო!
-შემიძლია დაგეხმარო.ხომ,იცი,რომ მომავალ კვირას ანტალიაში მივდივართ?-გოგონას არ უნუგეშებია დაქალი.პირდაპირ საქმეზე გადავიდა,ეტყობოდა,რომ ნინის ავტომოპასუხე ძალიან ჩრდილავდა.
-ამაზე ახლა ვერ დაგელაპარაკები-სევდიანად წარმოთქვა და თმა უკან გადაიწია.იცოდა,რომ თავის ნათქვამა იყო ელენე,მაგრამ ახლა ეს არ ადარდებდა.
-აბა,როდის?-გაბრაზებით ჰკითხა გოგონა.მის ხმაში ბრაზი იგრძნობოდა და ეს მეგობრის სიცივით იყო გამოწვეული.მათ ხომ დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს,მეგობრობა,რომელიც ბაღიდან მოდის და დღემდე უკვალავთ ცხორვების გზას.
-ნეტავ,იცოდე,რა ხდება ჩემთან...-ცრემლები ძლივს შეიკავა,თორემ მაშინვე ასლუკუნდებოდა და მერე ვერც დედის შფოთვარება უშველიდა და ვერც დეიდის კალთა!
-ჩვენ არაფერი გვქონდა დასამალი-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.ეტყობოდა,რომ რაღაცას გრძნობდა.
-ეს ადრე იყო-თვალიდან წყვილი ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე ნინის და ელენეს სახე წარმოიდგინა,სახე,რომელიც მომხდარს ძლიერ განიცდიდა.“ის ხომ ასეთი მგრძნობიარეა“-გაიფიქრა და გოგონას პასუხს დაელოდა.
___
ესეც მეორე თავი.
ველოდები შეფასებეს,ჩემო ლამაზებო.



№1  offline მოდერი ჯია

მდაააჰ..
რთული თემაა, მეც ვაპირებ მსგავს საკითხებს შევეხო, მაგრამ შენ ძალიან მძიმე ფორმები აგირჩევია..
არ ვიცი რა კომენტარი გავაკეთო.
ველი შემდეგს!

 


№2  offline წევრი lamazi gogona

veli shemdegs mainteresebs dzaan

 


რთული რეალობა... მალე დადე.

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

ჯია
მდაააჰ..
რთული თემაა, მეც ვაპირებ მსგავს საკითხებს შევეხო, მაგრამ შენ ძალიან მძიმე ფორმები აგირჩევია..
არ ვიცი რა კომენტარი გავაკეთო.
ველი შემდეგს!

შეყვარებული გოგონა
რთული რეალობა... მალე დადე.

lamazi gogona
veli shemdegs mainteresebs dzaan

love love

 


№5  offline წევრი TIME

dzalian sainteresoaa mec veli shemdegs.warmatebebi♥♥♥

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

TIME
dzalian sainteresoaa mec veli shemdegs.warmatebebi♥♥♥

მადლობ.. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent