შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება მშვენიერია ანუ სამყარო ადამიანების გარეშე


5-09-2015, 13:29
ავტორი beli
ნანახია 2 561

" საკუთარი თავის პოვნა შეუძლებელია, შესაძლებეია მხოლოდ საკუთარი თავის შექმნა"

ვეძებთ თუ ვქმნით საკუთარ თავებს? რა გამოდის, საკუთარი პიროვნების ძერწვის პროცესში, პრობლემის შემქნელნიც თავად ვართ? არა, ეს ეწინააღმდეგება ადამიანურ კანონებს. უფრო იოლად ვიმართლებთ თავს თუ ვიტყვით რომ ვეძებთ! და მაშინ, როცა ჩევნს წარმოსახვაში არსებული დედამიწად წოდებული ბურთის მასშტაბი სულ უფრო და უფრო იზრდება, იქამდე სანამ არსებულ რეალობას, საკითხავ რეალობას არ დავუბრუნდებით, ადგილს მხოლოდ ერთი კითხვა იკავებს, რას ვეძებთ ამხელა სამყაროში, სადაც მაგ მცირედს, ქვიშის მარცვლისოდენა ჭეშმარიტებას მილიარდობით ადამიანი უშედეგოდ დაეძებს, ღირს კი ძებნა? ძებნა იმისა რაც არ ვიცით? მაგრამ ალბათ მაინც ჯობია ვეძებდეთ, რადგან თავს სურვილისამებრ მხოლოდ ირეალურ სამყაროში ქმნიან, რისთვისაც რეალობის ღრმა წვდომით გაფრენა ან ჰალუცინატორების დახმარებაა საჭირო. ამიტომაც ეძებდა ელენი, ფსიქოლოგის კაბინეტში გამომწყვდეული, სადაც მონოტონურად იმეორებდა, რომ უკვე აღარ შეეძლო თავსგასული ყოფიერება და იჯდა უმწეობის უკანასკნელი წვეთით აღსავსე, სულის გამოუვალი მდგომარეობით გამწარებული და ეძებდა, თავისებურად, მაგრამ მაინც ეძებდა..
-საკუთარი თავის საუკეთესო ფსიქოლოგი თავად ხარ ელენ !
უმეორებდა ასაკს კარგა მიღწეული ფსიქოლოგი, თუმცა ელენის შიგნით დატრიალებული ხანძრის მინელება არც ისე მარტივი საქმე იყო.
-მიშველე სარა, უნდა მიშველო !.. უნდა მიშველო !..
ბუტბუტებდა ელენი უფრო თავისთვის ვიდრე სარასთვის.
-მე შემიძლია გულდასმით გისმინო და გაპოვნინო გზა, რომელიც საკუთარ თავთან მიგიყვანს, რასაც ვერავინ გაივლის შენ გარდა
-მაპატიე სარა, თავზე კონტროლს ვკარგავ, მგონია რომ ცხოვრების ქარიშხალს ვებრძვი სინამდვილეში კი უფლებას ვაძლევ გამანადგუროს.
-ცხოვრებას თავისი კანონები აქვს ელენ, რომელთაც გვერს ვერ ავუვლით
უპასუხა დაბალი ხმით და თვალები დახარა, სინანულით იმისა რომ, ცხოვრების ყველა კანონი მთელი სიმძაფრით იგრძნო.
ფსიქოლოგის შუბლზე მოგონებებისაგან გაჩენილმა ხაზებმა მიახვედრეს, რომ მის სულში დალექილი წარსული ამოატივტივა, თავი დამნაშავედ იგრძნო და თემა აღარ გაუგრძელებია, სანაცვლოდ კი მისი ოთახის შესწავლას მიჰყო ხელი, თვალებმა ჯერ სადა კომფორტული, ხის ფაქტურით გაწყობილი ოთახი აღიქვეს, რამაც სასიამოვნო იმპულსები მთელ სხეულს მოსდო, შემდეგ კი წიგნების თაროზე, რომელიც მთელ კედელს დაპატრონებოდა ერთ უჩვეულოდ საპატიო ადგილზე მყოფ გაცრეცილ ძველ დღიურისმაგვარ წიგნაკზე შეჩერდნენ, გამოცდილ ფსიქოლოგს მისი ცხოველი ინტერესი არ გამოჰპარვია და როდესაც ინტერესის ობიექტს ელენის მზერით მიაგნო სახეზე გულწრფელი ღიმილი აღებეჭდა..
-ხშირად, როდესაც ადამიანები გამოუვალ სიტუაციაში არიან, ხსვნას ვერ ხედავენ, ან ვერ ირჩევენ გამოსავლის გზებიდან რომელიმეს, ჩვენმა ქვეცნობიერმა ყოველთვის იცის რაც გვჭირდება, რაც გვიხსნის და ჩვენგან დამოუკიდებლად, თავადაც რომ არ ვიცით ისე, თავდასახსნელი გზისკენ გვიწევს მეგზურობას.
-გამოდის შენ ქვეცნობიერს მიაწერ იმას რასაც ხალხი იღბლად, ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებად, ბედად, ფორტუნად მიიჩნევს
-ხო ელენ, ჩემთვის ეგ ყველაფერი ქვეცნობიერია, რომელსაც არ ვიცნობთ, აი მაგალითად წიგნაკი რომელზეც მზერა შეაჩერე, ჩემს პაციენტს ეკუთვნოდა, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა და ზუსტად ვიცი, რომ შენშიც მოახდენს ძირეულ ძვრებს.
ეს სიტყვები მკაფიოდ წარმოთქვა ისე რომ, მზერა ელენისთვის არ მოუშორებია და სავარძელს ნაჩვევი სხეული ძლივს წამოსწია, ნელა მივიდა წიგნების კარადასთან და სათუთად გადაუსვა ხელი დროის მძლავრობით გახუნებულ ფურცლებს. საკმაო დუმილისა და სარას დაკვირვების შემდეგ აუტანლობის პიკს მიღწეული სიჩუმე ელენმა დაარღვია
-მაგ ჩანაწერებმა შეცვალეს შენი ცხოვრება?
-აზროვნება და ფასეულობები კი თუმცა ცხოვრების შეცვლა უკვე გვიანი იყო ელენ
-ამბობენ ცხოვრების შეცვლა ყოველთვის შეიძლებაო
უთხრა გამწყრალმა და აშკარად შეეტყო მსგავსი გაცვეთილი ფრაზებით ყელს ზემოთ რომ იყო და მოთმინების ფიალაც გვარიანად რომ იყო გადავსებული.
-ოპტიმისტი ხალხის სიტყვებია ან ისეთების ცხოვრებაში საბედისწერო შეცდომა, რომ არ დაუშვიათ და არ განუცდიათ ის თუ რას ნიშნავს ცხოვრების შეუწცვლელობა..
უპასუხა სარამ ისე რომ ხელით წიგნაკის შესწავლა არ შეუწყვეტია..
-ბევრი უშვებს მაგრამ ცვლის ცხოვრებას
-მაშინ ეგ არ გამოდის საბედისწერო, თუ მისი შეცვლა შესაძლებელია
-ზედმეტად მძაფრად გიგრძვნია ეგ საბედისწეროობა სარა, მაგრამ თუ თავებს თავად ვქმნით ძებნის ნაცვლად გამოდის შეგვძლებია ბედისწერის თავად წერა..
-ჩემი ცხოვრების ნახევარი ფსიქოლოგი ვარ ელენ, უამრავ ადამიანს შევხვდერივარ ცხოვრების მანძილზე ათასგვარი მნიშნელოვანი თუ უმნიშვნელო ტკივილით, ისინი კარგავდნენ და ეძებდნენ თავებს.. ისინი ყოველთვის ეძებდნენ და არასოდეს ქმნიდნენ იმდენად შეუძლებლად მიაჩნდათ ბედის თავად წერა.. მათ არ შეეძლოთ იმიტომ რომ გონება აიძულეს საკუთარი უძლურება შეესისხლხორცებინათ ამიტომაც ძებნა გაითავისეს, ყოველი წარუმატებელი მცდელობა კი ჩემს თვალწინ გოდებით ააკრეს ცხოვრებას, საკუთარი დანაშაული ცხოვრებას გადაულოცეს.. არ არსებობს ადამიანზე ძლიერი და ამავდროულად სუსტი არსება, ჩვენ თითქმის ყველაფერს ვიმორჩილებთ გონებისა და გულის გარდა წლების მანძილზე მხოლოდ ორ ადამიანს შევხვდი ჩემი მსგავსი ბედით, ერთი შენ ელენ და მეორე ამ ჩანაწერების ავტორი, რომელმაც შექმნა საკუთარი თავი იმდენად ძლიერი იყო, იმდენად სწამდა .. შენ გზაგასაყარზე ხარ, არჩევანის გაკეთების პირას დგახარ ან ძებნა ან შექმნა, ერთ-ერთ გზას უნდა დაადგე მაგრამ გახსოვდეს როცა ნაბიჯს გადადგამ უკან დასახევი გზა სამუდამოდ დაიხურება..
-შენ შექმენი შენი თავი?
-მე შემეძლო, საბოლოოდ კი გამოცდილებით დამაჯილდოვა განგებამ, ყველა ვინც არ იბრძვის მისი ბოლო უდიდესი გამოცდილება, მაგრამ საკითხავია ჯილოდა თუ ყველაზე მძიმე ტვირთი
-გესმოდეს და ვერ ცვლიდე ალბათ ყველაზე მძიმე ტვირთია რისი ტარებაც გვიწევს..
აღარაფერი უპასუხია, თავის დამჭკნარ ხელებს დასცქეროდა და საოცარ სულიერ სიახლოვეს განიცდიდა ელენთან, ეს იყო შემთხვევა როდესაც ფიქოლოგისა და პაციენტის ურთიერთობა იმდენად ორმხრივი იყო რომ ამ ურთიერთობით ორივე მკურნალობდა.. კარგა ხნის დუმილის შემდეგ სარამ დაბეჯითებით უთხრა ელენს რომ ჯობდა სეანსების გარემო შეეცვალა, ერთი თვით მოწყვეეოდნენ ჩვეულ ყოფიერებას და ჩანაწერების კითხვით, გზაჯვარედინზე მდგათ სწორი არჩევანი გაეკეთებინათ, მიეღოთ ცხოვრების გამოწვევები და ცხოვრების გამტყუნების ნაცვლად მისი სიმშვენიერე ბოლომდე აღექვათ.. ელენი გააოცა საოცრად მკაცრი ქალის ამგვარმა სირბილემ თუმცა მაგ სირბილის მიზეზს ეხლა უკვე ხვდებოდა, მათ ბედს ერთი ვარსკვლავი განაგებდა, ადამიანებში კი ყოველთვის იწვევს სიბრალულის, სულ მცირე სიხარულის განცდასაც კი რომ არსებობს მეორე, ზუსტად მისნაირი, ეს იყო სარას სიმკაცრის მსხვრევის მიზეზი, ის ცდილობდა აერიდებინა ელენი შეცდომებს რომელთა მახეშიც საკმაოდ მწარედ გაება უწინ..
-ცხოვრება ახსენე სარა, ცხოვრება რომელსაც ყოველი ადამიანი თავის ტალახს აკრავს, მყრალ მასას ქმნის, ალბათ იმიტომ რომ ცხოვრებას ყველაზე მნიშვნელოვანი თავის მართლების უნარი არ გააჩნია, ადამიანები კი მარტივ საკბილოს ხელიდან არასოდეს ვუშვებთ, ცხოვრება მშვენიერებითა საავსე, ხოლო ყოველი არასიმშვინიერის სათავეები კი თავად ვართ..
განაგრძობდა ელენი რომელსაც სარამ მოულოდნელად გააწყვეტინა
-ისიც ასე ფიქრობდა.
-ქალის ნაწერია?
-ორი მეტეორსჩამოყოლილი ადამიანის
ამოიოხრა მთელი გრძნობით და ცრემლმა თვალებიდან ლავიწამდე გზა სრაფად გაიკვლიეს
-როგორ დასრულა მათი ამბავი?
მოუთმენლობა შეეპარა ხმაში ელენს.
-როცა გაიგებ, მიხვდები გზაჯვარედინზე გასაკეთებელ არჩევანასაც.
ელენი ფიქრთა ლაბირინთში შესული დაიკარგა, ერთიანად მოწყდა სამყაროს და აშლილ ფიქრებს თავი ბოლომდე ანდო, კიდევ დიდხანს იწნანწალებდა ერთიანად აბურდულ აზრებში რომ არა სარას ჩუმი ხმა.
-იცი რა ჰქვია? "ცხოვრება მშვენიერია ანუ სამყარო ადამიანების გარეშე"
სათაურის გაგონებისას ელენის ბაგე ღიმილმა გააპო, სასიამოვნო ღიმილმა და კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას თუმცა სიტყვები გაუმჟღავნებლად შეახმნენ პირზე, სიჩუმე კი ჩემი ტელეფონის სასიამოვნო მელოდიამ გაარღვია, ..ჰარი.. გაიფიქრა და გულმა დარტყმები გაახშირა.
-ჩემი წასვლის დროა სარა,
-შეხვედრამდე ელენ, გახსოვდეს გულს უსმინო, ქვეცნობიერი გულით გესაუბრება, მისი მოსმენა და გაგება უნდა ისწავლო
პასუხად ელენმა მხოლოდ გაუღიმა და დასწრაფოდ დატოვა ოთახი, საჩქაროდ დაუწყო ტელეფონს ძებნა, რომელიც ჯიუტად არ წყვეტდა რეკვას, როგორც იქნა იპოვა..
-ჰარი
-სად ხარ ელენ ამდენი ხანი
-სარასთან ვიყავი
-როგორ ჩაიარა?
-ჩვენს ადგილას შევხვდეთ და გიამბობ ყველაფერს
-კარგი საყვარელო, იქ დაგელოდები, მიყვარხარ !
-მეც მიყვარხარ ჰარი
-გკოცნი
-ჰარი
-გისმენ პატარავ
-ცხოვრება მშვენიერია ანუ სამყარო...
-ადამიანების გარეშე
სასიამოვნოდ გაოცდა ელენი ჰარიმ მის მიერ დაწყებული ფრაზა რომ დაასრულა
-რამ გაგაოცა პატარავ, დაგავიწყდა ერთმანეთის აზრების კითხვა ჩვენისთანა წყვილისთვის ჩვეული ამბავი რომ არის?
-ჰარი
-დაგელოდები ელენ.
გრძნობდა, მთელი სხეულით გრძნობდა რაღაც ახლის დასაწყისში რომ იდგა, მაგრამ იმდენად დიდი იყო სურვილი შეცვლისა რომ შიში უკვალოდ უქრებოდა, ერთადერთი რაც სურდა იყო ის რომ ცხოვრების სიმშვენიერე ბოლომდე აღექვა, უნდოდა შეუძლებელი შეეძლო და მოშორებოდა ბრბოს ჰარისთან ერთად, ბრბოს რომელიც ტალახს აკრავდა ცხოვრებას. ვერ იგრძნო ფიქრებში გართული როგორ მიადგა სამსახურს, თუმცა დროს რომ დააკვირდა მიხვდა თუ რა სწრაფად უვლია, საჭესთან სიჩქარის შეგრძნება დაეკარა მიზანმიმართული ნაბიჯებით აირბინა სამსაურის კიბეები და ისე რომ თანამშრომლების ინტერესით სავსე მზერისთვისაც არ მიუქცევია ყურადღება სამუშაო მაგიდას მიადგა, ბავშობიდან ოცნებობდა ვეტერინარობაზე და ოცნება რეალობად ექცა თუმცა ეგო მხოლოდ ცხოველებით არ დაკმაყოფილდა და ახდენილი ოცნება მწრაფლ სხვა ოცნებით ჩაანაცვლა, უხალისოდ შეამოწმა დატოვებული შეტყობინებები, მიუხედავად იმისა რომ იცოდა ყველა მშობლებს ეკუთვნოდა - მთელი ცხოვრებაა გპასუხობთ, უკვე საკმარისია. გაიფიქრა უხალისოდ და ნივთების მილაგებას შეუდგა, საათს რომ დახედა უკვე რვა ხდებოდა, ჩანთას ხელი დაავლო და მანანის გასაღებს დაუწყო ძებნა, მიეჩქარებოდა იქ სადაც ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო, როგორც კი საჭესთან დაჯდა ჰარის შეტყობინება მიიღი..
-მანქანიდან გადმოდი ძვირფასო
-ჰარი, აქ საიდან?
-ჩუ, მინდა ერთად წავიდეთ
უხმოდ გაყვა უკან, თან ირგვლივ იხედებოდა, ვინმე ხომ არ უყურებდათ
-ჰარი
-აქ არა პატარვ, იქ ვისაუბრებთ ყველაფერზე, მაგრამ ეს არ დასრულდება იცოდე
უთხრა და ჩაკიდებულ ხელებზე მიუთითა
-არასოდეს
დაიბურტყუნა ელენმა და თავი ბოლომდე ანდო მას ვინც ფილტვებს ბედნიერებით უვსებდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent