შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა გოგო, მიყვარხარ! (9)


5-09-2015, 21:33
ავტორი მარუშკა
ნანახია 3 487

მეორე დღე. ისევ სასტვენების გამაყრუებელი ხმა. ისევ დამთხვეულივით წამომხტარი გიგა, უკმაყოფილო ხმამაღალი შაძახილები კოტეჯებიდან, გინებ-გინებით გამოსული ბავშვები გარეთ, და უფროსის მკაცრი სახე.
-ბავშვებო, დღეს ბუნებაში წავალთ და პატარა პიკნიკს მოვაწყობთ, ოღონდ ეს შუადღისით. მანამდე ანას (ხელი ახალი გოგოსკენ გაიშვირა) მინდა ვინმემ აქაურობა დაათვალიერებინოს. ქისტაური. მოდი აქ.
გიგამ ნაღვლიანი თვალებით შეხედა ნინეს და უფროსთან მივიდა.
-შენ დაათვალიერებინებ ყველაფერს და დაახლოებით ერთ საათში, აქ იყავით. ყველა ვარჯიშს შეუდგეს! ათი წრე ტყეში! მალე!
-აუუუ!
-რა ტვინი წაიღეთ!
-შეგვჭამა რა!
-გქვენი დედაც!
-ათი წრეთქო ტყეში, მალე!
ბავშვები ლანძღვით შევარდნენ ტყეში და ისე სწრაფად გაქუსლეს რომ, ირგვლივ მტვრის ბუღი დააყენეს. მხოლოდ ნინე იდგა ისევ კოტეჯების წინ.
-ნინე რატომ არ შედიხარ?
მაგრამ, ნინე ისევ იმ ადგილას იდგა და ანას და გიგას ჩაჭიდებულ ხელს უყურებდა. გიგამ ვერც კი შენიშნა, როდის ჩასჭიდა ხელი ანამ მაგრამ, რომ დაინახა ნინე რასაც უყურებდა, ელდანაკრავივით შეუშვა ხელი. ნინეც ტყეში შევარდა, თუმცა, სამივემ, გარეთ მდაგრმა, ჩუმი ქვითინი გაიგონა.
გიგა მასთან გაყოლას აპირებდა როცა, უფროსმა გააჩერა.
-სიყვარულობანას დრო, მერეც გექნებათ. წაიყვანე ეხლა ეს გოგო და დაათვალიერებინე აქაურობა.
გიგა და ანა გზას გაუდგნენ. გიგა ისე მოკლედ პასუხობდა ყველაფერზე რომ, მეტი არ შეიძლებოდა.
-ერთი წამი მოიცა, ვერ გავიგე ეს ჩემი ბანაკია, ხო?
-ხო, რავი, სულერთია ჩემთვის ვისია.
-მომისმინე, ერთი შენი მცდარი მოქმედება და აქედან რო შენი მტირალა შეყვარებულიანად გაგისვრიან, ეგეც ხო კარგად იცი?
-ეგრე არ დაუძახო. ეგრე არ დაუძახო თორე, ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ იცოდე! ხეს მიაკრა და სახე ახლოს მიუტანა.
-კიდევ ერთხელ, რომ დავინახავ რომ, ესეთ სისულელეს ჩაიდენ, რაც მოგივა შენ თავს დააბრალე. სულ ფეხებზე, ვინ ხარ და ვაფშე ვისი ბანაკია. გასაგებია?
ამ დროს ნაბიჯების ხმა მოისმა და ანაც ტუჩებზე წვდა გიგას, ისე რომ აღარ უშვებდა. ისედაც ქვითინით მიმავალი ნინე, ამ სანახაობამ სულ გააცოფა, ფეხებზე დაიკიდა მთელი ეს ვარჯიში და ანასთან გაცოფებული მივარდა.
-ახლა კარგად მომისმინე, პრანჭია გოგო! ამ ბიჭს ხედავ? ეს ჩემი შეყვარებულია და ჩემ გარდა არავის აქვს უფლება რომ, აკოცოს, ჩაეხუტოს ან მოეფეროს. მასაც მხოლოდ მე ვუყვარვარ! ესეც გაიგე, იმედია. კიდევ ერთხელ, ამ ბიჭთან ერთად დაგინახავ, და მაგ თმებს სათითაოდ დაგაპუტავ გასაგებია? აღარ გაეკარო.
ნინემ ისევ ტირილი დაიწყო და საპირისპირო მხარეს გაიქცა. გიგას ეჭვიც არ ეპარებოდა რომ, დაიკარებოდა, ამიტომ ანას მოუბრუნდა:
-ხო კარგად გაიგე, რაც გითხრა? ექსკურსია დამთავრდა პრანჭიავ, კარგად იყავი.
-რა ქაჯი შეყვარებული ყოლია, ღმერთო ჩემო.
გიგა ტყეში გიჟივით შევარდა.
-ნინე! ნინე!!! სად ხარ!
ამ დროს ქვემოთ დაიხედა და მძინარე ნინე დაინახა.
,,ჩაეძინა? კოტეჯში წავიყვან"
ნელა აკოცა და ხელში აიყვანა. კოტეჯში რომ შევიდნენ, მაშინვე საწოლზე წამოაწვინა. ამ დროს ნინესაც გაეღვიძა.
-გიგა? აქ როგ...
-მე მოგიყვანე.
-ააააა.
-ნი, ჩემზე გაბრაზებული ხარ?
-არა, ჩემზე ნაწყენი უფრო ითქმის.
-რატო?
-ნეტავ რატომ? შენ რომ დაინახო, ვინმე რომ მკოცნის, არ გეწყინება?
-მეწყინება კი არა, ერთ საათში, იმ ვიღაცის მშობლები, შვილის სხეულის ნაწილებს მიიღებენ ნაწილ-ნაწილ. გასაგებია? თანდათან უფრო და უფრო ახლოს მიდიოდა გიგა ნინესთან. მკლავზე წაავლო ხელი და უთხრა:
-არავის აქვს უფლება შეგეხოს.
-გიგა.
-ამას ვინც იზამს საიქიოს გზაზე დავაყენებ.
-გიგა მკლავი...
-შენს შეხებას არავის არ ვაპატიებ.
-გიგა მტკივა!
-წამო, ფისო. პიკნიკზე უნდა წავიდეთ.
-ჯერ ბოდიში მომიხადე! მოჩვენებითი სერიოზულობით დაემუქრა ნინე.
-ბოდიში?
გიგამ წელზე ხელი შემოხვია, ტუჩებზე წვდა და საწოლზე დაეხეთქნენ. გიგა გაუჩერებლად კოცნიდა ტუჩებზე და ყელზეც გადადიოდა. ნინე ისევ ფისოსავით კრუტუნებდა. გიგამ თავი მის ყელში დატოვა:
-ფისოო.
-ხო.
-მიღებულია ბოდიში?
-აჰ, ხოო. კი.
-ჩემი ფისუნია. შენ რატო არ მკოცნი? არ მოგწონს ჩემი კოცნა?
-გიგა! რომ არ მომწონდეს ეხლა აქ არ იქნებოდი.
-მორჩა, მე აღარ გაკოცებ!
-გიგაა...
-რა გიგა! თუ არ მოგწონს მითხარი და წავალ!
ნინე სწრაფად წამოდგა და კარისკენ წავიდა როცა, ისევ გიგას ხმამ გააჩერა.
-სად მიდიხარ ფისუნია. მართლა კი არ გაგიბრაზდი.
მაგრამ ნინეს თვალები რომ დაინახა გაოგნდა:
-ნინ, შენ რა ტირილს აპირებ?
-მე... მე შენ ა...არ მო...გწონს ჩე...მთან ერთ...ად ყოფნ...ა და ჩე...მი მო...შორება გი...ნდა. იც...ოდი რომ... გა...გავბრაზდე...ბოდი. მ...მერე ანა...სთაბ წა...ხვალ.
-აუუ, რა ანა გოგო, გაგიჟდი, შენ მერე ანასთან როგორ უნდა წავიდე! შენ როგორ უნდა გაგიბრაზდე, ჩემი პატარა. რატო ხარ ესეთი გულჩვილი? მე ხო არაფერი მითქვამს შენთვის ჩემო ლამაზო. ხო იცი რო არასდრის არ გაწყენინებ. ხო? ეხაც რამე თუ გეწყინა, ბოდიშს გიხდი კარგი. ნუ ტირი, ნინე ნუ შემშალე, სისულელის გამო, რატო მიბრაზდები? მოიცა, პატარა გოგო, შენ რა ეჭვიანობ?
-ხ...ოო! ვე...ჭვიანობ იმი...ტომ რომ...მ...
-ღმერთო ეს გოგო არ შემომეჭამოს. ვიზე ეჭვიანობ ნინ, ანაზე? უკანასკნელი ბ****ვით რო იქცევა? ნინ შენ რო გიყურებ ანა კი არა, ყველა და ყველაფერი მავიწყდება, ანა ვინ ჩემი ფეხებია. ხო იცი რო მარტო შენ მიყვარხარ? ხო იცი?
-ა...რაა. მითხარი რა.
-პატრა გოგო, მიყვარხარ!
ნინეს გაეცინა და გიგას, თავი მხარზე დაადო. ბიჭმაც დაუყოვნებლივ შემოხვია ხელები და მჭიდროდ მიიკრა გულზე.
-ხო დაწყნარდი პატარა? წამო, ეხა გარეთ გავიდეთ.
-შენ გადი. მე ცოტა ხანში გამოვალ.
-ცუდად ხო არ ხარ?
-არაა.
-კაი. მალე გამო იცოდე.
-ხო, გამოვალ.
ნინემ სახეზე ცივი წყაი შეისხა და გარეთ გავიდა. გიგა კოტეჯზე მიყუდებული ელოდებოდა.
-მოდი, უკან დავჯდეთ კაი?
-კარგი.
მთელი მგზავრობის დროს ენა არ გაუჩერებიათ. ნუ გიგას ალბათ ტუჩები არ გაუჩერებია. მგონი ადგილი არ დაუტოვა გოგოს, სადაც არ უკოცნია. ნინეც მორცხვად ხრიდა თავს და მას გიგას მკერდში რგავდა. ამაზე გიგა იცინოდა და ნინეც უფრო წითლდებოდა.
-ბავშვებო, მოვედით!
ბავშვებმა ფანჯრიდან საოცარი ადგილი დაინახეს. ეს იყო საოცრად განათებული კორდი, რომელსაც გარს ხეები ერტყა.
ბავშვები ჯერ აზრზე ვერ მოდიოდნენ.
-აუ რა სილამაზეა!
-ეეეე, მაგარი ადგილია ტოო!
-მალე გადავიდეთ რა!
-როგორც იქნა მოვედით!
ნინე აღფრთოვანებული ჩანდა.
-გიგა, რა ლამაზია, არა?
-ხო ძაან. მარა შენ უფრო ლამაზი ხარ.
-გიგაა! ამხელა ხმაზე საჭირო არ არის!
-რა, არა?
-კაი რა.
-გადმოდით ბავშვებო!
ბავშვებიც ისე მალე ჩაცვივდნენ, 5 წუთში სუფრავ გაშლილი იყო და ბავშვებიც ადგილზე ისხდნენ.
-გიგა, გინდა გავისეირნოთ?
-სად? სიცილით ჰკითხა გიგამ.
-ტყეში. მხრების ჩეჩვით უპასუხა ნინემ.
-შენ რაღაც ამ ტყეებისკენ მიდრეკილება გაქვს, ხო იცი!
-ხო, რა ვიცი.
-კაი წამო.
ტყეში ღრმად რომ შევიდნენ, ნინემ ქვას ფეხი წამოკრა და მიწაზე გაიშხლართა.
-ნი, კარგად ხარ?
-აუუ! აუ ფეხი!!!
-პატარა, ძაან გტკივა?
-...
-მაჩვენე ფეხი.
ნინეს მუხლი ჰქონდა გაჭრილი და თქრიალით მოსდიოდა სისხლი.
-წამო, გაგიყვან, მოდი.
ნინემ გიგას ერთი ხელი კისერზე, მეორე კი წელზე მოხვია და ბარბაცით წამოდგა ფეხზე.
-ნინე, აგიყვან ხელში.
-არა, გიგა. უბრალოდ დაგეყრდნობი, კარგი?
-კაი. მოდი.
ნინე ყოველ ნაბიჯზე ტკივილისგან კვნესოდა.
-ნინე...
-არა. ცოტაც და...
-ნინე, ძაან გტკივა.
-გთხოვ რა... მალე გავიდეთ.
გიგამ სიტყვის თქმაც აღარ დააცადა,ისე აიტაცა ხელში.
-გიგაა! დამსვიი!! კარგი რააა!
გიგამ მეტი კომფორტისთვის, ნინე მხარზე მოიგდო და ღიღინ-ღიღინით გაუდგა გზას. ნინეც გაჩუმდა და კისერზე შემოხვია პატარა ხელები. ტყიდან რომ გავიდნენ, უფროსი მათ მივარდა.
-რა ხდება? რა სჭირს?
-ტყეში წაიქცა და...
-აი, აქ დასვი. ელე! ელე მოდი აქ!
-გისმენ.
-აი ამ გოგოს, ფეხზე ხომ ვერ უმკურნალებდი?
-მოტეხილი აქვს. საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ.
-აუ არა! არ მინდა საავადმყოფოში! გთხოვთ რა!
-რას ქვია არ გინდა, მოტეხილი გაქვს და თაბაშირში მე ვერ ჩაგისვამ.
-გიგაა... უთხარი რა რამეე.
-ნინ, ხო გინდა რო მოგირჩეს?
-კი.
-ხოდა გაყევი საავადმყოფოში.
-მერე შენ?
-მეც იქ ვიქნები.
-მაპატიეთ ახალგაზრდავ, მაგრამ ვერ იქნებით. თქვენ ბანაკში დარჩებით.


***
მეგობრებო, ესეც დაპირებული მეცხრე თავიიი❤️ საწყალი ნინე, ცოტა ხნით გიგასთან განშორება მოუწევს... ვნახოთ ამ დროში რა მოხდება❤️ :დდ
ყყყვვვეეეელლლააანნნიიი ძძძააალლლიიიააანნნ მმმიიიყყყვვვააარრრხხხააარრრთთთ!!❤️



№1  offline წევრი მარუშკა

ფოტო რატომ შემიცვალეს?? O.O

 


№2  offline წევრი kora

ძალიანაც ნუ დატანჯავ ახლა ამ პატარა გოგოს, ცოდოა :( ველოდები ახალ თავსსს
--------------------
kira.G

 


№3  offline წევრი cisa

რა საყვარლები არიაან :* დიდ ხანს არ დაშორო რაა <3

 


№4 სტუმარი Nagshwar

Tohcudown! That's a really cool way of putting it!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent