მი სი მალატ (სვანურად) "5 თავი"
გეგამ უხმოდ მიირთვა საჭმელი და ამასობაში ბებიაც დაბრუნდა, მაგრამ უკვე მოსაღამოვებული იყო და ცხოველების დაბინავების დრო უწევდა, ამიტომ მალევე დაგვტოვა და ცხოველების დაბინავებას შეუდგა. მე ჩემს ტესტებს მივუბრუნდი, როდესაც რეალობაში გეგას ხმამ დამაბრუნა: -ბოდიში წეღანდელისთვის, მართლა გემრიელი იყო, მაგრამ... გაოცებისაგან კინაღამ ყბა ჩამომივარდა, მაგრამ ვეცადე არაფერი შემემჩნია და მშვიდად მივუგე:-არაუშავს, ხანდახან ყველა ვართ ცუდ ხასიათზე და სხვებზე ვიყრით ჯავრს, თითქოს ასე ვმშვიდდებით. - მართალია. საოცრად ნაღვლიანი ხმით დამეთანხმა გეგა, იმდენად დარდიანი გამომეტყველებით, რომ თავი ვეღარ შევიკავე და ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, პირდაპირ ვაჯახე. - რატომ არ გინდა მკურნალობის დაწყება? შანსი ყოველთვის არსებებს თუნდაც პატარა და, შესაბამისად, უნდა იბრძოლო. იმ წუთასვე ვინანე ჩემი სიტყვები, როგორც კი მისი ჩაწითლებული თვალები და დაძარღვული ხელები შევამჩნიე, ერთი ღრმად ამოისუნთქა, თითქოს ამ ამოსუნთქვას ამოაყოლა ყველა გავლილი გასაჭირი და, ალბათ, ისე, რომ ვერც თვითონ მიხვდა, თავისი გულის კუნჭულში ჩამალული ყველაზე ღრმა და ყოვლისმომცველი შიში გამიზიარა. - იცი, ახლა, სულ სადღაც რაღაც იმედი მაინც მაქვს რომ გავივლი, თუ მოვინდომებ, მაგრამ წარმოიდგინე, საბუთების პასუხები უარყოფითი რომ აღმოჩნდეს, მთლიანად დაკარგავს ჩემი ცხოვრება აზრს. ახლა კი წყალწაღებულივით სულ პატარა ხავსს მაინც ვეჭიდი. მე იცი... არ მინდოდა... - ვერც მივხვდი, ისე ავბლუღუნდი. თითქოს იმ წუთას სულ სხვა კუთხით დამანახვა გეგამ თავისი მდგომარეობა, სწორედ იმ წამს ჩავწვდი, რომ შეუძლებელია სხვა ადამიანის ბუნება შეიცნო, თუ წამით მაინც მისი სულის კუნჭული არ გაგიღეს, ამ წუთას კი გეგამ მთელი სიცხადით მიჩვენა რეალობა მისი თვალთახედვიდან. ალბათ, მეც ისევე შემეშინდებოდა, როგორც მას... არაფერია, დაივიწყე - კვლავ მკაცრი სახით მომიგო, თითქოს მიხვდა, რომ ჩემთან იმაზე მეტად გაიხსნა ვიდრე აპირებდა და კვლავ მომაშორა მზერა. ბებია - შორიდან ალექსანდრეს მხიარული ხმა გაისმა და მალევე შემოაღო ოთახის კარი, იმდენად აჟიტირებული იყო, რომ ჯერ გეგას ეტაკა და ჩაეხუტა, მერე კი მე. რა ხდება? - ოდნავ გაღიზიანებული ხმით იკითხა გეგამ. რა ხდება და, ის პროექტი, რომელზეც ნახევარი წელი ვმუშაობდით, დამკვეთებს ძალიან მოეწონათ, კონტრაქტიც გავაფორმეთ და სხვა კომპანიებისგანაც მივიღეთ შემოთავაზება. - საზეიმო ხმით გამოაცხადა ალექსანდრემ, ოთახში არტისტულად დატრიალდა და ბებიას ძახილით ეზოსკენ გასწია. ცოტა ხანშივე დატვირთული ალექსანდრე და მართა ბებია დაბრუნდნენ. უზარმაზარი პარკი გამომიწოდა და ხმამაღლა მითხრა: ესეც შენი ცხელი შოკოლადები, მაგრამ იცოდე წაგართმევ თუ შენს ეშმაკობებს არ მასწავლი... პირობა პირობაა. გამეცინა, ისე ნეტა როგორ გაუგეს ერთმანეთს გეგამ და ალექსადრენ,ალბათ, მართალია მოსაზრება პლუსის და მინუსის შესახებ. რა პირობა ? - გეგამ მაშინვე იკითხა, მაგრამ, საბედნიეროდ, მართა ბებიამ დამიძახა და მეც მას მივყევი. *** გეგას ჩამოსვლიდან სამი კვირა გავიდა უკვე. უცნაურია, მაგრამ შევეჩვიე მის მწარე კომენტარებსაც. ხანდახან მგონია, რომ გაორმაგება სჭირს, ერთ წამს თითქოს ჩვეულებრივ გვესაუბრება, მეორე წამს კი ისევ დაბოღმილ არსებად იქცევა, რომელიც მზადაა ყველა და ყველაფერი გაამწაროს და სიამოვნება სხვების ტანჯვისგან მიიღოს. საწყალი ალექსანდრე ისევ ზურგით დაათრევს, მაგრამ ხვალიდან უკვე შვებულება უმთავრდება და გეგასაც ნელ-ნელა მოუწევს ეტლით სარგებლობა.აბა ვერც მე ავწევ და ვერც მართა ბებია. ალექსანდრეს გამოვემშვიდობეთ, მართა ბებიამ სულ კოცნა, გეგამ უბრალო მადლობა მიუგდო, ალბათ, ეტლის ამბავს განიცდიდა და მაშინვე წიგნში ჩარგო თავი. აბა, ძმა რომ ჩამოვალ, ცოტა მხიარულად დამხვდი, თორემ ასეთი სიუჟმურე ხასიათში გადაგივა და მერე რაღა გვეშველება - ალექსანდრემ გეგას უხასიათობა არ შეიმჩნია და წასვლისას კვლავ მის გამხიარულებას შეეცადა. ეზოში ვიყავით,როდესაც მე მომიბრუნდა: კი ხარ ღირსი ეს ცხელი შოკოლადები წავიღო, მაგრამ ჩემს კეთილ გულს რა ვუთხარი. ასე მხიარულად გავაცილეთ ალექსანდრე და მისაღებ ოთახში დავბრუნდით. საღამომდე მართა ბებია ეზოში დაფუსფუსებდა, სექტემბერი უკვე დასასრულისკენ წასულიყო და ზამთრისთვის მზადებაც აქტიურ ფაზაში გადადიოდა, ამიტომ იმ საღამოს მე და გეგა კვლავ მარტო დავრჩით. მინდოდა საუბრის დაწყება, მაგრამ თითქოს ჩვენი ბოლო შედარებით განგრძლივი საუბარი კვლავ თავს მახსენებდა და არაფრით არ მინდოდა, რომ გეგასთვის კვლავ ისევ განცდები გამახსენებინა. ამიტომ საღამო სიჩუმეში გავლიეთ, არც მას გამოუჩენია ინიციატივა და ორივე ჩვენს საქმეს ვაკეთებდით. ის, როგორც ყოველთვის, კითხულობდა ან ხატავდა. მე მეორე დღისათვის დავალებებს ვარჩევდი, დრომ თვალის შეუმჩნევლად გაირბინა და როცა მართა ბებია დაბრუნდა საკმაოდ გვიანი იყო. ვივახშმეთ და მალევე მართა ბებია გამოაცხადა: ძილის დროა... ვიცოდი, რომ წინ საკმაოდ რთული წუთები გველოდა, მაგრამ გეგას საქციელმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. როგორც კი ეტლი დაინახა, მაშინვე აყვირდა: მოაშორეთ ეგ საზიზღრობა, არ ჩავჯდები, რით ვერ შეიგნეთ! შემეშვით! ამ დივნიდან ფეხის მომცვლელი არ ვარ, მერე თითქოს გაიაზრა, რაც თქვა და ირონიითა და ჩამწყდარი ხმით შენიშნა, ფეხის თორე წინ გარბიან... მართა ბებიამ უღონოდ შემომხედა, თითქოს შველას ჩემში ეძიებდა, მაგრამ მეც ვერ მივხვდი, როგორ დაგვეთანხმებინა გეგა. მისაღები დავტოვეთ და სამზარეულში წავედით, ბებია შენ დაელაპარაკე, იქნებ როგორმე დაგიჯეროს... -რამდენად გამომივა არ ვიცი, მაგრამ ვცდი - მართა ბებიას წუხილით შეწუხებულმა მეც დასევდიანებულმა მივუგე და დივანზე წამოწოლილ გეგას მივუჯექი. -იცი ხანდახან ბავშვით იქცევი, უსუსური ბავშვით, რომელსაც ყურადღება აკლია და მზადაა, ყველაფერზე წავიდეს, რათა სხვების ყურადღება დაიმსახუროს. უნდა იბრძოლო, ახალი ცხოვრების ამ ეტაპს ალღო აუღო და ნელ-ნელა ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლი. ვიცოდი, რომ მასზე ეს სიტყვები საპირისპიროდ იმოქმედებდა და თვითონვე მოითხოვდა ეტლს. მართლაც როგორც კი ეს სიტყვები დავამთავრე, ეგრევე გაბრაზებული ხმით მართას დაუძახა: - მართა, მოიტანე ის ოხერი ეტლი, მე ჩემს ოთახში დავიძინებ. ვიცოდი, რომ გავაბრაზე, მაგრამ ჩემთთვის გამომეტებულმა სიტყვებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა: შეიძლება მე ბავშვივით ვიქცევი, უსუსური ბავშვივით, მაგრამ შენგან განსხვავებით,მე ჩემს საკუთარ სახლში ვარ და არა სამადლოდ შეკედლებული. დაიმახსოვრე ამ სახლის პატრონი მე ვარ და როცა მინდა მაშინ მოგისვრი.... ვიგრძენი, როგორ მებლანდებოდა თვალები ცრემლებისგან, ამიტომ ოთახი დაუყოვნებლივ დავტოვე. რა მეწყინა, ხომ ვიცოდი მისი ამ ხასიათის შესახებ, მაგრამ თავი ვერ შევიკავე, ერთიანად მომაწვა მშობლებისა და მეგობრების მონატრება, ჩემი სახლის სურნელი და გულამოსკვნით ავტირდი. მეწყინა, სულის ტკივილამდე მეტკინა მისგან ამ სიტყვების მოსმენა, მე ხომ ის, მართა ბებიაც და ალექსანდრეც ჩემს ოჯახად მივიღე, და თუ რაიმე გამეკეთებინა, მხოლოდ მისი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. გამთენიისას ჩამეძინა, დილით, რა თქმა უნდა, უძილობაც მეტყობოდა და ჩაწითლებული თვალებიც, წამიერად მომეჩვენა, რომ გეგა ჩემი თვალების დანახვისას შეკრთა, მაგრამ მალევე ირონიული მზერა მომაპყრო და საბოლოოდ დავრწმუნდი, წინანდელი ფიქრი მოლანდება უფრო იყო, ვიდრე რეალობა. უმადოდ ვჭამდე, როდესაც ოთახში შეშფოთებული მართა ბებიას ხმა გაისმა: ბებია, რა გჭირს, ფერმკრთალი ხარ და არც არაფერს ჭამ ? - შეშფოთებული სახით მომაჩერდა მართა ბებია. ხმის ამოღებას ვაპირებდი, როდესაც გეგამ დამასწრო: - რა უნდა სჭირდეს, ალბათ, მიხვდა, რომ ზედმეტია და ფიქრობს ახლა ვის შეეკედლოს. გეგა! - მართა ბებიამ დასჭექა და მე მომიბრუნდა დასამშვიდებლად, მაგრამ იმ წუთას, ზუსტად ვიცოდი, რომ ამ სახლში წამიც ვეღარ გავჩერდებოდი, თუნდაც მართა ბებიას გამო. ჩემი ოთახისკენ წავედი და ბარგის ჩაბარგებას შევუდექი. - ბებია, არაფერია არ უსმინო, ცხელ გულზე გეუბნება - მამშვიდებდა მართა ბებია და ჩემს შეჩერებას ცდილობდა, მაგრამ მე ვეღარ ვახერხებდი დამშვიდებას. - არ შემიძლია, მართა ბებია ჩამოსვლის დღიდან ჩემზე აქვს გართულება, ალექსანდრეც ხომ იყო, მაგრამ მასთან არასოდეს გამოუკვეთას ჩემი სახლი, როცა მინდა გაგადებ. გამიგე ბებია, ვეღარ გავჩერდები, მაპატიე - ტირილით მოვეხვიე მართა ბებიას და დარჩენილი ტანსაცმელიც ჩავაბარგე. კიბეზე ჩამოვდიოდი, როდესაც გეგას მზერა შემეჩეხა, უცნაურად ჩაფიქრებულიყო. მერე მზერა ჩემს ჩემოდანს გაუშტერა და გაკვირვებულმა შემომხედა, მაგრამ იმ წუთას მხოლოდ იმ სახლის დატოვება და საერთოდ თბილისში დაბრუნება მინდოდა. სკოლაში გაკვირვებული მზერა შემავლეს მასწავლებლება, მაგრამ ახლა მათთვის არ მეცალა, ისედაც პირველ გაკვეთილზე შემაგვიანდა, რომელიც მეთორმეტესთან მქონდა. - რა ხდება თეკლე? გვტოვებ ? - ერთხმად ამოხდათ ლილეს, გაბრიელსა და ელენეს. არ გაგიშვებთ - წარბები შეკრეს და გაბუტულები მომაჩერდნენ. --------------------------------------------------------- დიდი მადლობა მათ, ვინც კითხულობთ და თქვენი კომენტარებით მახარებთ იმედია, მოგეწონებათ ეს თავი, ცოტა აირია სიტუაცია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.