გოგონა საროსკიპოდან _ ''არც ისე მშვენიერია ცხოვრება'' (6)
სანდრი დარცხვენილი იჯდა უკანა სავარძელზე და ხმას ვერ იღებდა. არარ იცოდა რა ექნა ან ეთქვა. მეგობრების ჩამსვების როლსი ყოფნა ყველაზე დიდი სატანჯველი იყო მისთვის. აღარ იცოდა როგორ გაესწორებინა მათთვის თვალი. აღარ იცოდა ბოდიშის მოხდა იყო თუ არა ამ სიტუაციაში საკმარისი. თავი დამნაშავედ იგრძნო. უნდოდა მანქანა გაეჩერებინა და ძირს გადმომხტარიყო. მერე კი ისე სორს გაქცეულიყო ვეღარასდროს ენახათ. ბიჭებს ხმა არ გაუღიათ ისე მივიდნენ სახლამდე. გიორგის უფრო მეტად ეტყობოდა გაბრაზება. ბოლო ბოლო ხმის ამოღება გაბედა -გიო მაპატიე რა არ მინდოდა უბრალოდ ისეთი მთვრალი ვიყავი მე თვითონაც არ მესმოდა რას ვაკეთებდი. ისიც კი არ მახსოვს როდის ვუთხარი მარის შესახებ...ვიცი თავის მართლება ცემი მხრიდან არაა საკმარისი ,მაგრამ მინდა იცოდე ეს განზრახ არ გამიკეთებია და არც მარის საწინაარმდეგო მაქვს რამე. -ვიცი ,რომ განზრახ არ გაგიკეთებია და გგონია ახლა მაგაზე ვფიქრობ? იმაზე ვფიქრობ გავიგო რა ჯანდაბა დაგემართა. ვერ ხვდები ,რომ თავს იღუპავ? როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას? იმათი რომ მეშინოდეს ამ ამბავში საერთოდ არ გავერეოდი -გეყოთ ახლა მარიც აქ არის და ნუ გააგებინებთ რაც მოხდა თორემ თავს დამნაშავედ იგრძნობს. გიორგი უხმოდ შევიდა შიგნით . მარი ბიჭებს მიესალმა და ყავა შესთავაზა რაც რამდენიმე წუთში უკვე მოტანილი ჰქონდა. -მარი როგორ ხარ? _თემის შეცვლა სცადა ნოდარმა. -გმადლობ კარგად. იცით ჩემს მეგობარს მივწერე ,რომ ჩემზე არ ინერვიულოს. სულ მაფრთხილებდა არავის ენდოო ,მაგრამ არ დავუჯერე. მინდა იცოდეს ,რომ კარგად ვარ. - გთხოვ შენი ადგილსამყოფელი არავის უთხრა_გააფრთხილა გიორგიმ -როგორც თქვენ მეტყვით ისე მოვიქცევი. ამ დროს გიორგის ტელეფონმა დარეკა. -დედაცემია უნდა ვუპასუხო. _გარეთ გავიდა და ცოტა ხანში უკან მობრუნდა -მოხდა რამე? _იკითხეს მეგობრებმა -ნიას ისევ ისტერიკები მოუწყვია. მსახურს ჩემთან ვერ დაურეკავს და დედაჩემი მიუყვანია. -წადი გიო ნიას მიხედე აქ ჩვენ ვართ და ყველაფერი კარგად იქნება. _ დააიმედა ნოდარმა. გიორგის წასვლის მერე სანდრიც წავიდა. ნოდარიც მალე ავიდა დასაძინებბლად მარტო ვარო. მარიმ ლეპტოპი ითხოვა და საწოლში შეწვა ლელას შემოსვლის მოლოდინში. გიორგიმ სახლის კარი ,რომ შეარო ნია მართლა გიჟს გავდა. მაშინვე მისკენ გამოიქცა და მუშტები დაუშინა. ბიჭმა ძლივს შეძლო მისი გაკავება. -მატყუარა და მოღალატე ხარ. კიდევ იმართლებ თავს? შენი ცოლი ორსულადაა შენ კი სახლშიც კი არ მოდიხარ. აქ მარტო ვაგდივარ და პატრონი არ მყავს . რომ მოვკვდე ვერავინ გაიგებს. -ნუ ამბობ სისულელეებს. ასი მსახურია სახლში მარტო როგორ ხარ? -მსახურები არ მჭირდება შენ მჭირდები... -უნდა გაიგო ,რომ შენი ორსულობის გამო სახლში ვერ დავჯდები. დამღალე უკვე ნია...მართლა დამღალე... -ეს იმიტომ ხდება ,რომ არ გიყვარვარ არც მე და არც ჩვენი შვილი. -შვილი ,რომ გიყვარდეს ამდენს არ იყვირებდი და ნუ ცდილობ ბავშვით მანიპულირებას ეს არ გამოგივა იცოდე _შეუტია გიორგიმ მაგრამ დედამისმა მხარზე მოქაჩა თავი დაანებეო._ყველაფერს აქვს საზღვარი ნია. ყველაფერს... ან წესიეერად მოიქცევი ან ამ სახლიდან ისევ წავალ და უკან ვერ დამაბრუნებ. -გიო შეეშვი უარესად ნუ ანერვიულებ. _სთხოვა ქალმა -ზევით აიყვანე დედა და დააწვინე. შენც დარჩი უკვე გვიანია. ნია დედამთილს გაუძალიანდა ,მაგრამ ბოლოს მაინც დაემორჩილა. გიორგიმ სასმელი დაისხა და დივანზე წამოოწვა. ათას რამეზე ფიქრობდა მათ შორის მისი და ნიას მომავალზე და ქორწინებაზე , რომელიც უკვე თვეები იყო აღარ არსებობდა. ფიქრობდა ბავშვზე , რომლის არსებობა ჯერ წესიერად ვერ გაეცნობიერებინა ,მაგრამ უკვე უყვარდა. მხოლოდ ის იცოდა ,რომ ამ ქორინებას მომავალი ნამდვილად არ ქონდა. ნია ის ნია აღარ იყო რომელიც წლების წინ გაიცნო. ის უკვე სხვა ადამიანი იყო ,რომელსაც არაფერი აღარ ესმოდა. მარი უკვე თვლემდა ფეისბუქზე მესიჯი ,რომ მიიღო. მასინვე გაშალა და ლელას მონაწერი იყო ''-სად დაიკარგე გოგო. იცი რამდენი გეძებე? სახლშიც მოვედი და შენმა ძმამ ლამის მცემა და ისე გამომაგდო. სახლიდან გაიქცაო. ხომ არ გაგიჟდი ახლა რას აკეთებ?'' მარიმ მოკლედ უამბო თავს რაც გადახდა. ბიჭების შესახებაც ბევრი ესაუბრა და დაარწმუნა ,რომ მათთან არაფერი უჭირდა. -თუ რამე დაგწირდეს მომწერე -კარგი. შეგეხმიანები ,მაგრამ გთხოვ არავის უთხრა ჩემს შესახებ -უნივერსიტეტში რას აპირებ? -არც კი ვიცი , ვნახოთ შეიძლება ეს კურსი გაისად დავიწყო. გიორგის დივანზე ჩასძინებოდა. გამთენიისას დედამ გააღვიძა -რომელი საათია? -რვა ხდება საყვარელო -მოხდა რამე? -მინდოდა ნიაზე დაგლაპარაკებოდი. -დედა არ გინდა. უკვე დავიღალე . -გთხოვ ეცადე ნორმალურად მოექცე. მის გვერდით მეტი დრო გაატარე. ძალიან ნერვიულობს და ეს ბავშვისთვის ცუდია. თუ ნიასთვის არა შენი შვილისთვის მოიქეცი ასსე.გთხოვ გიო მასზე ძალიან ვღელავ. არც კი ვიცი როგორ მოვიქცე. ვიცი ,რომ მეტისმეტს შვება ,მაგრამ შეეცადე გაუგო. -კარგი დედა ვეცდები. ახლა ავალ და შხაპს მივიღებ. შენ არ ინერვიულო ნიას მე მივხედავ გიორგიმ ერთი კვირა თითქმის სახლში გაატარა. ნიას გვერდიდან არ მოსცილებია. საჭმელიც კი თავისი ხელით მოჰქონდა. გოგონა შეიძლება ითქვას დამშვიდდა. სანდრი მასთან დალაპარაკებას ცდილობდა ,მაგრამ ვერა და ვერ მოახერხა. სახლსი ისეთმა მარტოობამ დაისადგურა გიორგის უკვე სული ეხუთებოდა. ამდენი ხნის მანძილზე ბიჭები მხოლოდ რამდენჯერმე ნახა. ისიც მასინ როცა თავად მოდიოდნენ სტუმრად. ნიასთვის ტკბილეული მოჰქონდათ და ანებივრებდნენ. არც გიო აკლებდა ყურადღებას და მზრუნველობას. თითქოს მათთან ბედნიერი უნდა ყოფილიყო ,მაგრამ მაინც მარტო იყო. ფიქრებით სულ სხვაგან იყო და არა იმ სახლში. მიუხედავად მისი დიდი ყურადღებისა ერთ დილით ნიამ ისევ გაიგიჟა თავი. ამჯერად იმას აბრალებდა ჩემთან მოვალეობის მოხდის მიზნით ხარო. გიორგის ყელში ამოუვიდა. ლანგარი საწოლზე დაუტოვა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მართალია ნია დიდხანს ეძახდა , მაგრამ უკან არ მობრუნებულა. პირდაპირ ნოდარის სახლისკენ აიღო გეზი. ახლა ბიჭები უნდა ენახა და დალაპარაკებოდა. გიორგის წასვლიდან ცოტა ხანში სანდრი მოვიდა. რომ გაიგო მისი მეგობარი შინ არ იყო ნიასთან უფრო თამამად დაიწყო საუბარი. დაემუქრა ან სიმარტლეს თვითონ იტყვი ან ამას მე გავაკეთებო. კიდევ დიდხანს აპირებდა მასთან საუბარს ,მაგრამ გიორგის დედა მოვიდა და თავი ისე მოაჩვენა თითქოს მოსანახულებლად იყო მოსული. მარი დივანზე იჯდა და ლელას სწერდა ფეისბუქზე ეზოში მანქანის ხმა ,რომ გაიგონა. მოსაცმელი მოიხურა ,რომელიც გასულ კვირას ნოდარმა სხვა ტანსაცმელებთან ერთად უყიდა და კარი გააღო. გიორგი ,რომ დაინახა გაუკვირდა და თან გაუხარდა. მაშინვე გადაკოცნა და მიესალმა. -ნოდარი სახლშია? -ცოტა ხნის წინ წავიდა. ახლაც მეგონა რამე დარჩა და მობრუნდათქო -საწყენია საუბარი მინდოდა მასთან -შემოდი -შენ როგორ ხარ? რა ხდება აქ ახალი? ნოდარს კი ველაპარაკებოდი, შენზეც ვეკითხებოდი ... ისიც მითხრა საყიდლებზე ,რომ წაგიყვანა. -ჰო. ყველაფერი კარგადაა ჩემზე ნუ ღელავ და...შენი ცოლი როგორაა? ხომ ყველაფერი კარგად მიდის? -არ მკითხო არ მინდა მაგაზე საუბარი . ისედაც ნერვებმოშლილი ვარ... -გინდა მაგარი ყავა? იცი მსახური მაღაზიებში წავიდა პროდუქტების საყიდლად ,მაგრამ მე მოგიმზადებ ... -კარგი , სიამოვნებით დავლევ და იქნებ ნოდარიც მალე მოვიდეს. მარიმ გაუღიმა და სამზარეულოში გაიქცა დაპირებული ყავის მოსატანად. გიორგი ფეხზე წამოდგა. უნდოდა სასმელი დაესხა. დივანს წამოედო და მარის მოსაცმელი ძირს გადმოვარდა. ის იყო ასაღებად დაიხარა მარიც მოვიდა ფინჯნით ხელში. -აი შენი ყავაც ... გონს მოგიყვანს... გიორგი გამოუცნობად მიაშტერდა გოგონას და მოსაცმელი ხელში შეათამაშა. -მაპატიე , აქ არ უნდა დამეტოვებინა_თქვა მარიმ. ფინჯანი მაგიდაზე დადო და ზედა გამოართვა. მოსაცმელი მოქაჩა ,მაგრამ გიორგის ხელი არ გაუშვია. მარიმ გაიღიმა და თვალი გაუსწორა. -არც კი ვიცი რას ვაკეთებ ,მაგრამ..._მარი დაიბნა და უკან დაიხია ,მაგრამ გიორგიმ წელზე წვდა და მისკენ მიიზიდა.დაბნეულობის მიუხედავად არ შეწინაარმდეგებია. _არც კი ვიცი რას ვაკეთებ..._გაიმეორა გიორგიმ_ როცცა აქ არ ვიყავი ყოველთვის ვგრძნობდი აფორიაქებას. შენთან კი საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ. დავიღალე ყველასგან და ყველაფრისგან. ასე ცხოვრება აღარ შემიძლია. არ ვიცი ,რატომ მაგრამ ამ ერთი კვირის მანძილზე მახსენდებოდი და ვცდილობდი ნანატრი სიმშვიდე ასე მეპოვნა. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ ,მაგრამ შენ სხვანაირი ხარ... სულ სხვანაირი...არავის ჰგავხარ და ამიტომაც ვგრძნობ ამ ყველაფერს. არ ვიცი რატომ მაგრამ როცა მივხვდი რა ხდებოდა შენს თავს იმ წამიდან მაქვს სურვილი დაგიცვა და განსაცდელს აგარიდო. არ ვიცი ეს რატომ ხდება ...არ ვიცი ,მაგრამ ის ვიცი,რომ ახლა შენი კოცნა მჭირდება. იმისთვის ,რომ უკეთ გავხდე. გიორგი ნაზად შეეხო მის ტუჩებს და როცა მიხვდა ,რომ გოგონა არ ეწინააღმდეგებოდა უფრო ძლიერად აკოცა. უფრო ძლიერად მიიზიდა მისკენ და ლამის ხელში აიყვანა.თითქოს მისთვის დრო გაჩერდა. ისე გაჩერდა ,რომ გაგრძელებას აღარ აპირებდა. -შენ ცოლი გყავს და შვილს ელოდები _ხმადაბლა წარმოთქვა მარიმ -მაგრამ მე მაინც აქ ვარ. იქ იმ სახლში ნიას გვერდით სული მეხუთება. ცუდად მხდის. ვგრძნობ როგორ ინადგურებს თავს და მეც მანადგურებს. მე კი არ მინდა ,რომ გავნადგურდე. შენთან ყოფნა მინდა. უკვე ფეხებს პირდაპირ ამ სახლში მოვყავარ. დღესაც ასე მოხდა. ჩემდაუნებლიედ მომიყვანა აქ ამოუცნობმა სურვილებმა. -ეს დაუჯერებელია... -ვიცი...არც მე მჯერა ,რომ ამას ახლა მე ვამბობ ,მაგრამ გეფიცები ასეთი სიმართლე ჩემს დღეში არ მითქვამს. ვცდილობ გავჩუმდე ,მაგრამ ხომ ხედავ ვერ ვჩუმდები. -ჩემი გმირი ხარ. ჩემი გადამრჩენელი. ყოველ ღამე სიზმარში შენს სახეს ვხედავ. იმიტომ , რომ სხვისი დანახვა არ მინდა. სულ ის მომენტი მიდგას თვალწინ ჩემს ოთახში ,რომ შემოხვედი და მიხსენი იმ საშინელებისგან რასაც იქ მიმზადებდნენ. არ შემიძლია შენი დავიწყება იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული ადამიანი ხარ ამ სამყაროში. გიორგიმ ისევ აკოცა გოგონას და ხელში აიყვანა. მარის მისთვის თვალი არ მოუცილებია. საწოლზე დასვა და გაუღიმა. -იცი? ჩვენ ორი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან _თქვა გიორგიმ -რა? -შენ მე გადაგარჩინე...შენ კი მე ...ჩვენ ერთმანეთი გადავარჩინეთ. შენ მე ნიასგან გადამარჩინე. შენ მე გაგიჟებისგან გადამარჩინე. მინდა იმ სიმშვიდეს დავეპატრონო რასაც თან ატარებ. შენ სულ სხვა სამყარო ხარ ჩემთვის და მინდა ამ სამყაროში შემომიშვა. არასოდეს მინახავს როგორ იცინი და ახლა მინდა ვნახო. -კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს ღარიბულ სამყაროში ..._გაიცინა გოგონამ -ღარიბულ? ღარიბულ სამყაროში მე ვცხოვრობდი წლების მანძილზე. უემოციო და ღირებულებას მოკლებულ სამყაროში. სადაც არც სითბო ყოფილა და არც სიყვარული. არც შენნაირი გოგონები . არც შენსავით გულწრფელი ადამიანები. შენ იმდენად საოცარი გოგო ხარ თვითონაც არ იცი. გიორგიმ ისევ აკოცა და სვიტერი გადააძრო. შიშველ სხეულზე მამაკაცის შეხება პირველად იგრძნო და გააჟრჟოლა. თითქოს შეეშინდა ,მაგრამ არა... როგორ შეეძლო იმ ადამიანის მიმართ შიში ეგრძნო ,რომელმაც მას ცხოვრება და მომავალი აჩუქა. რომელმაც გადაარჩინა. მოძებნა,შეიფარა და ახლა ყველანაირად მისი საკუთრება იყო. რომ შეშლებოდა ალბათ იმ სიცოცხლესაც აჩუქებდა ,რომელიც მანვე დაუბრუნა იმ ბინძურ ადგილას. ის იყო ერთადერთი ცხოვრების საჩუქარი ,რომელიც ცხოვრებამ მისთვის გამოიმეტა. აქამდე სხვა არავინ და არაფერი არ არსებულა მისთვის. ახლა ის იყო მისი ოჯახიც, მხნელიც და თავშესაფარიც. შეეძლო მის მკერდზე ისე დაეძინა ,რომ არაფერზე ეფიქრა და არაფერზე ენერვიულა. ისეთი შეგრზნება ჰქონდა ,რომ სამყაროს თავზე გადაიფრენდა. გიორგი ისე ძლიერად უჭერდა მკლავებს ,რომ თითქოს არ უნდოდა სადმე გაქცეოდა. -უნდა წახვიდე გთხოვ. ნოდარი რომ მოვიდეს რას იფიქრებს_თქვა მარიმ და გიორგის მკერდიდან წამოხტა._ან მსახური ,რომ დაბრუნდეს? -კარგი რა რატომ გინდა ეს ერთადერთი ბედნიერი წუთები ჩამაშხამო...მოდი ჩემთან და დაწყნარდი ..._მაჯაში სტაცა ხელი და მისკენ მიზიდა. მარის გაეცინა ,მაგრამ ისევ გაექცა. ტანსაცმელი ესროლა ჩაიცვიო და ოთახის დალაგება დაიწყო. -ახლავე ადექი და შეპასუხება არ გაბედო. ნოდართან ნუ შემარცხვენ თორემ გეფიცები ამ სახლიდან წავალ... კარგი ჰო. ვდგები და მივდივარ. გიორგიმ სწრაფად ცაიცვა და თან დრო და დრო მარის კოცნიდა. -ქვემოთ ჩადი მე აქაურობას მივაწესრიგებ და ჩამოვალ_გიორგი დაემორჩილა. მარიმ სწრაფად გადაიცვა ტანსაცმელი. ზეწრები გადააძრო და ნაგვის ყუთში ჩატენა. მერე ახლები გადააკრა და ყველაფერი დაალაგა. ის იყო ქვევით ჩასვლას აპირებდა ,რომ ნოდარის მანქანის ფარებმა ეზო გაანათა. ____ ბოდიში დაგვიანებისთვის ჩემო კარგებო. მიყვარხართ და ველოდები თქვენს შეფასებებს <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.