გევედრები,ეცადე მიცნო ( 3 )
-ნიკო არ დაგავიწყდეს ხვალ დილით 7 საათზე გავდივართ,-თავის ოთახში შემავალს დააწია სიტყვები გოგიმ და გვერდით მოკალათებულ ცოლს მიუბრუნდა-საუკუნეა ბორჯომში არ ვყოფილვარ,კარგი რამე მოიფიქრეს არა?თან დავისვენებთ თან გავერთობით-თქვა და ტელევიზორის პულტს დაწვდა,რომ სხვა არხზე გადაერთო. -ჰო მეც მომენატრა გემრიელი დასვენება,იქედან,რომ ჩამოვალთ ჩვენს სოფელშიც წავიდეთ,ნათესავები მოვინახულოთ,მოდი გოგონებიც წავიყვანოთ,რას იტყვი?-თავისი იდეით კმაყოფილმა გაიღიმა ლელამ -რატომაც,არა,მშვენიერი აზრია ............................................... ოთახში შესვლისთანავე საწოლის თავს ზურგით მიეყრდნო,ლეპროპი მუხლებზე მოიკალათა და სკაიპი ჩართო. -როგორ ხარ ძმაო?კარგია ხომ სამშობლოში?-ხმის ამოღებაც კი არ დააცადა ბავშვობის მეგობარმა -უმაგრესია ლევან,აი ჩამოხვალ შენც და გამოცდი. ლევანიც ქართველი იყო,რომელიც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ლონდონში,ჩასვლისთანავე დამეგობრდნენ,ის ხშირად სტუმრობდა სამშობლოს ნიკოსგან განსხვავებით. -სამსახურში რა ხდება ,ხომ არ დაგეტყოთ უჩემობა? -გავუძლებთ არ იდარდო,შენ ეგ მითხარი დაგადგა საშველი,ნახე სოფო? -კი ძმაო-სახეზე ბედნიერმა ღიმილმა გადაურბინა -აბა როგორია? -ულამაზესი -ვირტუალური ურთიერთობა სხვაა და ფიზიკური სხვა -შესაძლოაბ ლეო მაგრამ მე იმდენად კარგად ვიცნობ მას შინაგანად რომ მხოლოდ ცნობისმოყვარეობა იყო მისი ვიზუალურად ნახვა და არა გადმწყვეტი -როგორია ისეთი როგორიც წარმოგედგინა წერილებიდან თუ სხვანაირი? -ცოტა სხვანაირი-წამიერმა სინანულმა გაიელვა მის ხმაში -მაინც? -მე უფრო მეტად სერიოზული,დინჯი და მორცხვი მეგონა,მაგრამ მთლად ასეც არ ყოფილა,მაგრამ ეს მხოლოდ ერთი დღის შთაბეჭდილებაა,იქნებ ნერვიულობის ბრალი იყო,ხო მართლა კიდევ ერთი ჩემი ბავშვობის მეგობარი ვნახე თამრო,ჩვენ სამნი სულ ერთად ვიყავით,ხომ გახსოვ,რომ გიყვებოდი? -კი,კი,ის როგორი გოგო დაგხვდა? -როგორი?-წამერად ჩაფიქრდა,სახეზე კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა-ძალიან თბილია,თავმდაბალი,ნაზი -ეეე ისე აღწერე ხომ არ ჩამოვიდე გასაცნობათ?-წარბები აათამაშა -მოკეტე სისულელებს ნუ ლაპარაკობ-ნიკოს მისი ხუმრობა არ ესიამოვნა -ხო კარგი რას ბრაზდები,წავედი მე დილით ადრე უნდა ავდგე,ხვლ დაგირეკავ -კაი მეც წავედი დილით 7 სათძე უნდა ავდგე ,აბა დროებით ძმაო-ლეპტოპი დახურა,იქვე მდგარ ტუმბოზე გადადო,ფეხების მკვეთრი მოძრაობით ორივე ფეხსაცმელი გაიხადა და ტანსაცმლიანად გადაწვა საწოლზე. ......... ყველანი ეზოში მოგვროვილიყო,მხოლოდ ნიკოს ელოდებოდნენ,რომელიც სახლიდან ბარგს ეზიდებოდა,გოგონები მანქანაზე მიყრდნობილნი ჭორაობდნენ -მეგონა ყველაზე მაგარი ბიჭი ამ ქვეყანაზე ლაშა იყო მაგრამ რაც ეს ბიჭი დავინახე ყველა გადავხაზე-ისე ჩაილაპარაკა თითქოს ფეხსაცმელს არჩევდა -ვერ გავიგე?ხომ ამბობდი რომ მე და ლაშაც ერთმანეთი გვიყვარსო? -მართალი ხარ ვამბობდი,აი დრეიდან კი ასე ვიტყვი ლაშას ვუყვარვართქო,ასეთი ბიჭი გამოჩნდა ჰორიზონტზე თოჯინა და რას მიქვია ლაშა? თამროს ხმა არ ამოუღია,შოკირებული იყო,წამიერად სუნთქვა შეეკრა,ისე ძლიერდ მოაწვა სახეზე სიბრაზე. -ისე თოჯინა შენ უნდა გემადლიერებოდა ,ასეთი პრინცი,რომ გავიცანი,ჩემი მხსნელი და მაშველი ხარ რა -ყველასი საკუთარი თავის გარდა-სიმწრისაგან ჩუმად ჩაილაპარაკა და თვალზე მომდგარი ცრემლი ჩუმად მოიწმინდა ნიკოც მორჩა ჩამობარგებას. -ხალხნო წუთიწუთზე მანქანა,მოვა გუშინ დავრეკე და დავიქირავე,ასე რომ ვინ იმგზავრებს ჩემთან ერთად-დაღლილი მძიმედ სუნთქავდა,წელში გაიმარტა და ყველას თვალი მოავვლო,საბოლოოდ კი სოფოზე შეჩერდა -მე-ადგილზე შეხტა ეს უკანასკნელი და ფრიადოსანი მოსწავლესავით ოთხი თითი მაღლა ასწია -ძალიან კარგი-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა-შენ რას იზამ თამრო წამოხვალ ჩვენთან ერთად?-ახლა მას მიუბრუნდა -იყოს მამას გამოვყვები-მორიდებით ჩაილაპარაკა,არ უნდოდა საკუთრი თვი ასეთ ტანჯვაში ჩაეგდო -ისე ხო თამს წამო რა,თუ შენ არ წამოხვალ არც მე ჩავჯდები ნიკოსთან ამის გამგონეს კაცს სახე დაუსერიოზულდა და სოფოს ნაწყენი თვალები მიანათა -კარგი წამოვალ-ყოველთვის სხვების კეტილდრეობაზე და გახარებაზე ფიქრობდა -კარგით ჩვენ წინ წავალთ თქვენ უკან მოგვყევით-შემოსძახა მერაბმა და უფროსები ერთ მანქანაში მოკალათდნენ,ხოლო ახალგაზრდები ნიკოს ნაქირავებ მანქანაში. -რა არის თოჯინა ეს?ბარემ მონაზონივით გამოწყობილიყავი-სოფომ ხმადაბლა გადაულაპარაკა აათვალიერა გრძელ შარვალში და უმკლაო როლინგში გამოწყობილი თამრო და უკმაყოფილოდ გააქნია თავი.გოგონამ მხოლოდ ნაზად მშვიდი სახით გაუღიმა და ისევ ფანჯრისაკენ გაიხედა -რას ერჩი სოფ მშვენირად აცვია-საუბარში ნიკოც ჩაერთო -ბევრად კარგია როცა ისე აცვია როგორც მე ვურჩევ ხომმე,მაგრამ არა ეს ხომ წმინდანია-სიცილი ატეხა და მსუბუქი მუჯლუგუნი გაჰკრა მისი კრიტიკის ადრესატს -საკმარისია სოფო-ეწყინა მისი უადგილო შენიშვნები -აბა ვინ უყვარს ნაზუქები?მალე ჩუმათელეთში შევალთ ვიყიდოდთ?-უცებ საუბარი სხვა თემაზე გადაიტანანიკომ,რომ დაძაბულობა გაფანტულიყო -კი კი მინდა ვიყიდოთ-თითქოს არაფერი მომხდარა,ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა სოფო და ადგილზე აცქმუტდა.. ათი ხდებოდა ლიკანში,რომ ჩავიდნენ.კერძო სამ სართულიანი სახლი მხოლოდ ამათ ექირავებინათ,თითო სართულზე თითო ოჯახი.ირგვლივ სასიამოვნო სურნელი ტრილებდა,წიწვოვანი ტყის,სუფთა ჰაერის და ყვავილების ნაზავი.სახლი კრემისფრად იყო შეღებილი,სამივე სართულს წინა და უკანა მხირდან აივნები ჰქონდა,ეზო სულ სიმწვანეში იყო ჩაფლული,სახლის უკან კი წიწვოვანი ტყვე იყო. -რა ლამაზია აქაურობა-ახტაცებას ევერცერთი ვერ ფარავდა. მალე დალაგდნენ,პირველზე ნიკოს ოჯახი,მეორეზე სოფოს ხოლო მესამეზე თამროს ოჯახი მოთავსდა.ერტ საათძე მეტი ბარგის ამოლაგებას და მოშნაურებას მოუნდნენ.12 საათისათვის ყველანი უკვე ეზოში ფანჩატურის ქვეშ მოკალათებულიყო,ზოგი მაგიდასთან და ზოგიც ჰამაკში. -დღეს ნამგზავრები ვართ,დაღლილები,ხოდა მოდი გავიდეთ სადმე ვჭამოთ,სახლში მომზადება არ გვიხსენოთ-ერთხმად გამოუცხადეს დიაახლისებმა სამზარეულოს ბოიკოტი.წინააღმდეგი არავინ იყო.ამიტომ ახლომდებარე კაფესკენ გაემართნენ. -ასე ამბობენ,საზრვარგარეთ მყოფი ქართველები მალე ივიწყებენ მშობლიურ ენასო-სანამ შეკვეთა მოვიდოდა საუბარი წამოიწყო ქეთინომ -მართალია შორს ვიყავი მაგრამ ჩემი გული ყოველთვის აქ იყო-თქვა და სოფოს გახედა-და არც ჩემი ქართული დამივიწყია -ჩვენ სახლში ყოველთვის ქართულად ვლაპარაკობდით-სიამაყით წარმოსთქვა ლელამ და იქვე მდგარი მსხლის წვენი თავის ჭიქაში ჩამოასხა. -სხვათაშორის ჩვენც-მერაბის სიტყვებზე ყველას გულიანად გაეცინა პ.ს. ველოდები თქვენს კომენტარებს,განსაკუთრებით კი შენიშვნებს,მაინტერესებს თქვენი აზრი პერსონაჟებზე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.