გევედრები,ეცადე მიცნო ( 4 )
-თამს გძინავს?-ფრთხილად შეაღო მეგობრის საძინებლის ოთახი და ჩამრთველს დაუწყო ძებნა -არა შემოდი უბრალოდ ვისვენებდი,ჩამრთველი შენგან მარჯვნივაა-თხელ პლედში გახვეული სავარძელში მოკალათებული შეიშმუშნა და წამოჯდა სოფომ შუქი აანთო,მეორე სავარძელს დაწვდა და მეგობრისკენ მიაჩოჩა,მის წინ კომფორტულად მოთავსდა,სავარძელზე ფეხები აკეცა,თმროს პლედს დაწვდა და ნახევარი თავად გადაიფარა -თოჯინა ვერ მოვისვენე ლაპარაკი მინდა-ადგილზე აცქმუტდა -მოხდა რამე?-ცუდის მოლოდინით დაიძაბა -არაფერი,უბრალოდ ნიკოზე მინდოდა მეტქვა,იცი ძალიან მომწონს,ძალიან,რა თვალები აქვს,რა ტუჩები,რა ღიმილი -ხასიათით ბევრად უკეთესია -ეგ არ ვიცი მაგრამ მისმა გარეგნობამ კი დამატყვევა,მაგრამ ასე მგონია ცოტა მეტიჩარაა,ხომ იცი არა ?როგორც სჩვევიათ სიმპო გოგოებს და ბიჭებს-გულიანად გადაიკისკისა -არა სოფ,ნიკო ასეთი არაა -შენ რაღაც ზედმეტად უთანაგრძნობ და მხარს უჭერ,ერთი გამოტყდი ხომ არ გიყვარს?-მუცეზე უჩქმიტა და გამომცდელად მიაცქერდა-თუმცა მეც გეკითხები შენ ხომ წმინდანი ხარ და არავინ შეგიყვარდება-კიდევ ერთხელ გადაიკისკისა და ვერც მიხვდა რომ მისმა სიტყვებმა თამროს გულში ცეცხლი აუგუზგუზა-მეც ვთქვი რა,შენ ხომ თავს არასოდეს კარგავ ჩემსავით,შენი სიყვარული მხოლოდ წიგნებია-სოფო არადა არ ჩერდებოდა -და შენ გიყვარს ნიკო?-მძიმედ გადაყლადა ნერწვი და მისი ცრემლებიც მას გააყოლა -ჰაჰაჰაჰ,მე არავინ მიყვარს ძვირფასო,ეს ბიჭებს უყვართ სოფო,ისე ხუმრობა იქეთ და მართლა მომწონს -და ლაშა? მთელი დღეა ან გირეკავს ან გიმესიჯებს და შენც პასუხობ -ის სათადარიგოა -სოფო ხვდები რომ არასწორად მსჯელობ? -რას თამრო?მომკალი და შენსავით ვერ ვიქნები,არავის იკარებ არავინ შენ არ გიყვარს -კარგი ,აღარ ვილაპარაკოთ ამაზე,რომელი საათია ახლა? - 9 საათია უფროსები ეზოში სხედან ნიკო სადაა არ ვიცი,ისე დავიღალე და წავალ მეც წამოვწვები -კარგი,მე ცოტას წავიკითხავ და მერე დავიძინებ-ორივე წამოდგა და კარებისკენ წავიდნენ.სოფო წავიდა,თამრო თავის ხელჩანთას დაწვდა და მისი საყვარელი რომანი ამოაძვრინა-"კაცი,რომელიც იცინის",კარზე ისევ კაკუნი გაისმა -შემოდი სოფ,დაგავიწყდა რამე?-უკანმოუხედავათ გასძახა და სავარძლისკენ გაემართა -შეიძლება?-კართან ნიკო იდგა,წამით მისი ხმის გამგონეს სუნტქვა შეეკრა,თავი ხელში აიყვანა ა მისკენ შებრუნდა -რათქმაუნდა შემოდი-და ხელით იქვე მდგარ სავარძელზე ანიშნა,რომ დამჯდარიყო,ნიკომ სკამი ზურგიტ შემოატრიალა და როგორც მხედარი ისე მოსკუპტა მასზე -მე და შენ სალაპარაკოდ ვერ მოვიცალეტ,რამდენი წელი გავიდა არ გვინახია ერთმანეთი არ გვილაპარაკია,აბა როგორ ხარ,რას საქმიანობ,რას აკეთებ? -კარგად ვარ-ნაზად გაიღიმა და თავი დახარა,როგორც სჩვევია ხოლმე-ვემზადები სასწავლებლად -ხოო?და სად აბარებ? -გოლდსმიტზის უნივერსიტეტში -ხუმრობ?ეგ ხო ლონდონშია,რატომ არაფერი ვიცოდი თუ ჩემს ქალაქში მოდიოდი სასწავლებლად? -მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა შენთვის -ხოდა გამოგივდა კიდეც და რაზე აბარებ? -არქიტექტურაზე -მართლა?-აღფრთოვანებას ვერ მალავდა ნიკო-იცი მეც ამ პროფესიის და თან ეგ სასწავლებელი დავამთავრე -ვიცი-ბედნიერი იყო თამრო -თამრო რატომ არასოდეს არ მომწერე?-მტკივნეულ თემას შეეხო -რომ მომეწერა ისე მიპასუხე4ბდი როგორც სოფოს სწერდი? -არ ვიცი,ალბათ ისე ხშირად ვერა -აი ხედავ მოდი ამაზე არ ვილაპარაკოთ,ეს მითხარი სოფო მართლა გიყვარს?-პასუხის მოლოდინში ისე დაძაბა.რომ სუნთქვაც კი შეწყვიტა და ხარბად დააცქერდა ნიკოს ფიქრებში გადავარდნილ სახეს,რომელზეც კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა -შენ კარგად იცი ბავშვობაში როგორ მომწონდა,მაგრამ ის წლებმა იმ ყოველდღიურმა მიმოწერამ,ის სულ სხვა კუთხით დამანახა,რომელ მხარესაც არ ვიცნობდი,ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა,აუცილებლობა,მე მასზე ყველაფერი ვიცი დარწმუნებული ვარ ისიც ასეა,თუმცა ვერ წარმომედგინა თუ ასეთი ლამაზი იქნებოდა-ნიკოს სიტყვებში იგრძნობოდა თუ რამდენად გულწრფელი და სიყვარულით სავსე იყო მისი დამოკიდებულება,თუ რამდენად ძვირფასი იყო ეს გატარებული წლები და ურთიერთობა,თუმცა ვაი რომ სიმართლე არ იცოდა -ჰო ჩვენი სოფიო მართლაც ულამაზესია-მიუხედავად მისი ცანცარობისა მეგობარი ძალიან უყვარდა -იცოდე ლონდონში რომ ჩამოხვალ ჩემი სტუმარი უნდა იყო-მისი სიტყვები უფრო მომთხოვნი იყო ვიდრე თხოვნა -კეთილი-კმაყოფილმა უპასუხა თამრომ და კარისაკენ მიმავალს უკან აედევნა,ნიკო უცებ შედგა და უკან მოიხედა -თამს ....კარგად გეძახის სოფო,,,,თუ თოჯინა?ეს უფრო გიხდება-თითქოს მის თავს დაეთანხმა ოდნავ დააქნია თავი დასტურად-თოჯინა შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ,კარგი მოსაუბრე,მე მინდა,რომ ჩემი მეგობარი იყო,იქნები ჩემი მეგობარი?-და მარჯვენა ხელი გაუწოდა "მეგობრობა" გულში გაიმეორა ეს სიტყვები დანამული თვალებით გაუღიმა და მის მარჯვენას მტკიცედ ჩამოართვა ხელი,საბედნიეროდ მამაკაცს არ შეუმჩნევია მისი ცრემლისაგან მოციმციმე თვალები სწრაფად დატოვა ოთახი და კარი ზურგს უკან მიიხურა.ალბათ ერთი წუთიც არ იქნებოდა გასული,რომ კარზე ისევ დააკაკუნეს,ნიკო იყო -მეგობარო,სტიმული მომცა შენთან ლაპარაკმა,ხვალვე ვეტყვი სოფოს რომ მიყვარს-არც კი დალოდებია მის პასუხს ისევ გაიხურა კარი და გაუჩინარდა. თამრო რაღაც წამები გახევებული გაოგნებული იდგა და არ ინძრეობა,მის სულსა და გულში ორთაბრძოლა იყო გამართული ,გული ხან ბაგაბუგობდა ხან კი სულ შეწყვეტდა არსებობას.ბარბაცით მიუახლოვდა საწოლს,მძიმედ ჩამოჯდა მის კიდეზე,იქვე მიგდებული ბალიში ხელში მჭიდროდ მობღუჯა და სახე რაც შეეძლო ღრმად ჩაფლო შიგნით,მერე კი ყრუდ გაისმა მისი არაადამიანური ღმული ........... მეორე დილით ახალგაზრდები ადრიანად ადგნენ გოგირდის აბანოებზე უნდოდათ წასვლა.სოფო კუპალნიკებზე შემოცმული ხალათით და პლოსტებით გამოტანტალდა -სოფო გაგიჟდი?ასე აპირებ წამოსვლას?-გაოცებული თამრო თან საყვედურობდა თან ირგვლივ მიმოიხედა ხომ არავინ უყურებსო -მერე რა იქ ხომ მაინც ასე უნდა ჩავიდე-გულუბრყვილოდ გაიკრიჭა -სულელო იქამდე 5 კილომეტრია და ფეხით ვაპირებთ წასვლას,ასე გინდა იტანტალო გზაში?რას იფიქრებს ნიკო შენზე?შებრუნდი გამოიცვალე და ესენი ჩანთით წამოიღე -კარგი რა თოჯინა,ნუ ხარ ასეთი მონაზონი-გულმოსული აბურტყუნდა მაგრამ მაინც დაუჯერა და გამოსაცვლელად შებრუნდა. -ღმერთო რა სილამაზეა რა სიმწვანე-აღტაცებას ვერ ფარავდა გზადაგზა ბუნების შემხედვარე ნიკო და თამრო,სოფო კი ტელეფონს ჩასჩერებოდა და ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა -ნახე რა ლამაზი ყვავილებია იმ ფერდობზე-ყვავილებისაკენ მიახედა თამრომ -გინდა დაგიკრიფო?-პასუხს არც კი დალოდებია იქვე დააგდო მისი ზურგჩანთა და ციცაბო ფერდობს ფოფხვით აუყვა,ამის შემხედვარე ორივე თამროს და სოფოს სიცილი აუტყდა,რამოდენიმე წუთში ნიკო სირბილით დაეშვა და ორივე ხელში თითო-თითო თაიგულები ეჭირა -ეს თოჯინას-ჯერ თამროს გაუწოდა-ეს კი ჩემს სიყვარულს სოფოს-და ცერემონიალურად ცალფეხზე მდგარმა მიაწოდა მინდვირს ყვავილების კონა თამრომ სიმწრისაგან თვალები დახუჭა,ამ ყველაფერის დანახვა საშინლად არ უნდოდა,ორივე ხელი მაგრამ მომუჭა,ისე რომ ცალ ხელში ჩაბღუჯულ პაწაწინა ყვავილებს ფოთლები დასცვივდა და წვენი გაადინა. -რაა?ვინ ვარ?-ისე გაიოცა თითქოს ეს ამბავი მისთვის უცხო იყო -მიყვარხარ სოფო და მინდა ჩემი ცოლი გახდე-ფეხზე წამოდგა და გარკვევით ლამის დამარცვლით გაუმეორა სიტყვები "ღმერთო დამეხმარე,ღმერთო ამატანინე,გაუძელი თამრო,ცოტაც გაუძელი"-თვალებდახუჭული გულში ბუტბუტით ევედრებოდა უფას მხარდაჭერას და საკუთარ თავს მხნეობას. -როგორ დაემთხვა ჩვენი გემოვნება ერთმანეთს-აკისკისდა სოფო და კაცს ყელზე ჩამოეკიდა,ნიკო ბედნიერი იყო,კმაყოფილმა ღმრად ამოისუნთქა და ქალს მჭიდროდ შემოხვია ხელები თამრომ საკუთარ თავში ძალები მოაგროვა,მარტლაც,რომ მოაგროვა ,ოდნავ ჩაახველა სიმხნევისათვის,თვალები გაახილა -გილოცავთ ჩემო კარგებო-ორივესთან მივიდა და სათითაოდ გადაკოცნა ორივე-მიხარია თქვენი ამბავი-სახეზე ნაძალადევი ღიმილი აიკრა -მადლობა თოჯინა-ბედნიერი იხუტებდა სოფო მეგობარს-უი მგონი შენი ტელეფონი რეკავს-უთხრა და ჩანთაში ახმაურებულ ტელეფონზე ანიშნა. ტელეფონს დახედა,არ ესიამოვნა იმ ნომრის დანახვა რომელიც ეკრანზე დაინახა -ვინ იყო?-მისი სახე არ გამოპარვია ნიკოს -ერთი ბიჭია,ჩვენ თოჯინაზეა გაგიჟებით შეყვარებული,გიგი ქვია,ეს კი ახლოსაც არ იკარებს,დაადნო და დააწამა აპოლონივით კაცი,არადა რა ბიჭია,ან რა ოჯახი,ფულიანიცაა-სოფო ენს არ აჩერებდა -სოფო საკმარისია-უკვე მოთმინების ფიალა ევსებოდა -მე მოვაგვარებ ამას-უცებ წამოიძახა სოფომ და თამროს ხელში ჩაბღუჯული ტელეფონი გამოგლიჯა-ალო გისმენთ -რას აკეთებ სოფო-აშკარად არ მოეწონა მისი საქციელი ნიკო -სოფო მაწყენინებ,გათიშე-უკვე ცრემლები მოადგა თვალებზე თამროს -ჰო,მე ვარ გიგი სოფო-თითქოს მას არ ეკუთვნოდა საყვედურები უდარდელად გააგრძელა მუსაიფი გიგისთან-ხო თამრო ეზოშია ტელეფონი ოთახში დარჩა....იცი ჩვენ ბორჯომში,ლიკანში ვისვენებთ.......,რას ამბობ,შენც?რა კარგია,ამოგვიარე საღამოს,......სად ვცხოვრობთ?აი ხიდთან რომ კორპუსია ლიკანში ხომ იცი?აი მაგის უკან სამსარტულიან სახლში,....კარგი გელოდებით-და ტელეფონი გათიშა,კმაყოფილი თავისი ნამოქმედარით გაბადრული სახით გახედა ორივეს,მაგრამ მას არავინ უცინოდა,თამრო ტირობა ხოლო ნიკო თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა .................... პ.ს.ჩემო საყვარლებო ველი თქვენს კომენტარებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.