შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკრთალი ნათელი წერტილები "3"


7-09-2015, 21:50
ავტორი მორი-ელი
ნანახია 1 927

* * *
-რა კარგი ამინდია არა?
-საუცხოო!
-ახლა ხომ მარტო ვართ,ასეთი მომენტები ცოტა თუ მახსოვს ჩვენს ცხოვრებაში
-რამე გაინტერესებს?-ჰკითხა მან და მიაცქერდა
-რამ შეგცვალა
-არ შევცვლილვარ,მე ისევ მე ვარ,უბრალოდ . . .
-უბრალოდ ეს ჩემი აზრია,რომ შენ გამოსწროდი
-ალბათ,გინდა სახლში წავიდეთ?
-ვიყოთ,სახლში ყოფნა აღარ შემიძლია
-კარგი როგორც გინდა-თავი დახარა ილიამ,დაჰყვა დის ნებას,რადგან ხედავდა როგორი ბედნიერი იყო ის.თავადაც უკეთ გრძნობდა თავს.ბექას შემაწუხებელი ხმაც აღარ ესმოდა და არც ვინმე ცდილობდა მისთვის რაიმის,თუნდაც ფიქრების აკრძალვას.რა სისულელეა ფიქრების აკრძალვა,მაგრამ ბექა იმდენად იყო მიჩვეული ამ სამსახურს,მისი მიტოვება გონებაშიც არ დასდიოდა.
-ბექაზე გაბრაზებული ხარ?-როდესაც ილიამ დის შეკიხვა მოისმინა,გაკვირვებულმა შეხედა,ნინელის მისთვის არასოდეს უკითხავს,მის რომელიმე ძმაკაცზე,ყოველვის იმას ამბობდა,სრულებით არ მაინტერესებსო.
-არა რაიყო?
-ნუ მატყუებ,თავად მითხრა,რომ ყველაფერი უკეთესად იყოო,მაგრამ ახლა ილია შეიცვალა,რაც მე არ მომწონსო
-შენ მოწონს?
-რას გულისხმობ?
-იმას,რომ ბექამ თვითონაც არ იცის რას ლაპარაკობს,მისი სურვილები დიდი ხანია ჩემთვის მიუღებელია და ვერ ვიგებ რატომ ცდილობს,უარესობისკენ წარმაროს ყველაფერი.
-თქვენ ხომ ბავშვობიდან იცნობთ ერთმანეთს,რატომ სანდრო არ ცდილობს იგივეს.
-ყველა ადამიანი ერთნაირად ვერ იაზროვნებს,სანდრო ძალიან კარგია,არც იმის თქმა მინდა ბექა ცუდია,მაგრამ ამ ბოლო დროს მისი სიკარგე სადღაც გაქრა.
-არ მესმის თქვენი.მეგობრობა არ გააფუჭო ელენეს გამო
-აჰა,თურმე რაში ყოფილა საქმე.
-ბექამ ყველაფერი მითხრა
-როდის მოასწრო?-გაღიზიანებას ვერ ფარავდა უკვე და გარეთ ყოფნის სურვილიც მალევე წაუხდა.
-სანამ გარეთ გამოვიდოდით.დამირეკა.
-თქვენ შორის რამე ხდება?
-სერიოზუად მეკითხები?-გაფითრდა ნინელი და მორიდებით დახარა თავი-საუბრის თემას ცვლი?
-არა,უბრალოდ შეგრძნება დამეუფლა,რომ ორივე მიტევთ და ჩემ გრძნობებს არაფრად აგდებთ-სიმწრით გაეღიმა ილიას და ნაბიჯს უმატა-არ გინდა შინ?-ჰკითხა უკან მყოფ ნინელის და გაჩერდა და რომ დაწეოდა.
-ნუ გწყინს,წავიდეთ,მაგრამ ვილაპარაკოთ,გთხოვ
-რაზე?შენ ხომ მოგეწონა ჩემი ცვლილება,აზრი რატომ შეიცვალე
-არ შემიცვლია,ძალიან მიხარია,მაგრამ არ მიდა შენ და ბექას ურთიერთობა გაგიფუჭდეთ.
ნამდვილად რაღაც ხდება-ჩაილაპარაკა თავისთვის.
-რაზე ამბობ?
-არაფერზე,ეს ისე უბრალოდ ვთქვი,ტაქსის გაგიჩერებ.
-არ მინდა,ფეხით წავალ.
-შორია,ჯერ კიდევ სუსტად ხარ
-არ მინდა, გთხოვ!
-კარგი,დროებით-დასცილდა დას და სირბილით წავიდა მანქანამდე,როდესაც ჩაჯდა ტელეფონის ხმა მოესმა,მაგრამ რეაგირება არ მოუხდენია,ძრავი ჩართო და ადგილს მოსწყდა.

* * *
რა საშინელებაა,თავს ყველაზე უბედურ ადამიანად,რომ გრძნობ-რას გულისხმობ?-მისი გული ვეღარაფრს იტანს.საკუთარ თავსაც კი.-ავადვე უნდა მოაგვაროს ეგ პრობლემა-,კი მაგრამ თავს ვერაფეს უხერხებს.აღარც ბექაა მის გვერდით,ლამისა ნინელიც დაკარგოს,თუმცა ნინელი აქამდეც არ ჰყოლია,არც დედა,არც მამა,არც და.
-სადრო ყოვეთვის გვავიწყდება.-სანდრომ იცის რაც უნდა გააკეთოს,ამჯერად. შეაძლებელია,რომ ყველაფერი მან მოაგვაროს,ბექა კი ვერ ხვდება რამხელა დანაშაული აქვს მისი მეგობრის წინაშე.

სითბო რომელიც სახელწოდება მეგობრობით გსმენიათ,გაქრა.
სიყვარული?მასზე ლაპარაკიც ზედმეტია,ყველაფერი ჩაქვრა,გაფერმკრთალდა.

ვერასოდეს იგრძნობს ადამიანი,შენს ტკივილს,თუკი მას ეს ტკივილი არ განუცდია.ბექა

ვერასოდეს გააცნობიერებს ილიას განცდებს,რადგან მას დარდი არასოდეს უგრძვნია.

-ნინელი,ილია სადაა?რატომ არ მოვიდა?-ჰკითხა ეკამ შვილს
-მე ჩემით წამოვედი,ის საქმეზეა წასული
-რატომ გახდა ასეთი მოუცლელი,აქამდე მთვრალს მაინც ვხედავდი და ახლა საერთოდ ვეღარ ვხედავ,შვილის ნატრული გავხდი,ნუთუ მისი ლოთობა გამიხდა სანატრებელი,ღმერთო გვაშორე.
-დედა!-მიუგო ნინელიმ-მე მირჩევნია ჩემი ძმა ფხიზელი იყოს და სულ ვერ ვნახო,ვიდრე მთვრალი და მასთან ხმის ამოღება ვერ შევძლო.დამერწმუნე გაგვაოცებს.ის კიდევ შეიცვლება,ახლა უბრალოდ ცვლილებასთან შეჩვევა უჭირს.
-ღმერთმა გისმინოს-.აემღვრა თვალები ეკას.
-ყველაფერი უკეთ იქნება,წავალ მე წამოვწვები დავიღალე
-არაფერს შეჭამ?
-არა,მადლობ.-ნინელი ოთახში შევიდა,ეკამ კი ილიას დაურეკა,მაგრამ ზარი უპასუხოდ დარჩა.იმედგაცრუებული ქალი სამზარეულოში შევიდა და საქმე განაგრძო.გული კარგს არ უგრძნობდა,მაგრამ ცდილობდა საქმეში გადაეტანა ყურადღება.

* * *
გალეშილი სხეული მიყრდნობილი იყო კედელს და ფშვინავდა,როდესაც ცოტა სიფხიზლე იგრძნო თვალები გაახილა დ რუდუნებით გადადგა ნაბიჯი.ბარბაცით გაუყვა ქუჩას,სადაც სამარისებული სიჩუმე იყო.მთვრალი მილასლასებდა და თავისთვის ბუტყუნებდა,როდესაც ვიღაცამ ჩაუარა,ისე თითქოს,არც არსებობდა.იგი შეკრთა,ცოტახნით გამოერკვა,მაგრამ მალევე მიეცა უგონებობას.ფეხების გრეხვით განაგრძო სიარული ფეხებში სისველე,რომ იგრძნო უკან დაიხია და ფართოდ გაახილა თვალები.ზღვის ნაპირთან იყო,გაოცებული იყურებოდა აქეთ-იქით,როგორ აღმოჩნდა აქ.ძლივძლიობით ჩამოჯდა ნაპირთან და ძირს გაწვა.
გაოცებისგან ხმას ვერ იღებდა,მისი ტელეფონი კი განუწყვეტლივ რეკდა,მაგრამ ყურს არ იბერტყავდა,თვალები დაეხუჭა და მალევე ჩათვლიმა.

-აქ რა ჯანდაბა გინდა?-უყვიროდა ნახევრად მძინარეს ბექა,ისეთი შეგრძნება ჰქონა,ვიღაც ჩაბღაუწებულიყო მის სხეულს და მიათრევდა სადღაც,მართლაც ბექას ხელი ჰქონდა ჩავლებული მის მაისურზე და მიჰყავდა,თან გაბრაზებული ყვიროდა,ცოფებს ყრიდა-რა ადამიანი ხარ,ტელეფონს რატომ არ პასუხობ,ყველა ფხზეა შენს გამო.-ლამის ეცემა,მაგრამ მოთმინება ჯერ კიდევ ჰყოფნიდა,ღვთის წყალობით.ილია კი ბაიბურში არ იყო რა ხდებოდა,ბექას ხმაც კი დაგუბულად ესმოდა,ხან არც კი,ასე ეგონა სიტყვებს ყლაპავსო.-დამუნჯდი?-ჰკითხა დამშვიდებული ხმით და მისი მარჯვენა ხელი მხარზე გადაიდო-მე უკვე დამღალე,ვინ თქვა,რომ ადამიანები სწორდებიან,შენ არაფერი გამოგასწორებს,პირიქით,ყველაფერი ელენეს ბრალია.-ელენეს გაგონებაზე ილიამ ვეღარ შეიკავა თავი და ბექას უღრიალა
-შემეშვი,არავის გადარდებთ ჩემი თავი,ცოტახნით მარო ყოფნა მინდოდა,ელენეს კიდევ ნუ იხსენიებ ცუდად,თორემ. . .
-მცემ?მის გამო საკუთარ ძმაკაცს ცემ?
-ისიც ჩემია-ამოიგმინა წამხდარმა და ფეხები მოეკეცა,ეგონა სისხლძარღვები ჩასწყდა
-რატომ ? იქნებ მას ჰყავს ქმარი,შვილი,იქნებ ჰყავს შეყვარებული-მისი გული კედლებს მოაწვა და ლამის გარეთ გამოსკდა,ძლიერად დაიწყო ფეთქვა და ილიას სისხლი ტვინში მოაწვა,საფეთქლებს ბაგაბუგი აუტყდა და თვალებზე სიმძიმე იგრძნო,ძლივსღა ახელდა.
-სახლში წავალ,ლაპარაკის სურვილი არ მაქვს,უბრალოდ იცოდე,რომ ის ჩემთვისაა და ვერავინ წამართმევს.-მკაფიოდ წარმოთქვა და ფეხების გრეხვით წავიდა,ბექას აღარც უცდია მიშველებოდა,ხელი ჩაიქნია და ლასლასით გაჰყვა უკან.შიში მაინც ჰქონდა,რომ ილია დაეცემოდა.ფეხებს ძლივს ადგამდა ასფალტზე.
-იმის ცოდნდა,რაც მე ვიცი ალბათ ჭკუიდან გადაგიყვანს-მიუგო უკან მყოფმა ბექამ და ილიას რეაქციას დაელოდა.
-რა იცი?-მოუბრუნდა ისიც და მიაცქერდა,რაიმის გაგების სურვილით.
-მისთვის არსებობს ადამიანი,რომელიც შენ არ ხარ.
-ამით რისი თქმა გინდა?-თვალებში ელვასავით გაუარა და ბექას მიუახლოვდა.
-შეყვარებულია-მიუგო დაზუსტებით მან და გვერდი აუქცია,ილიამ ხელი ჩაავლო პერანგში და გააჩერა
-რა იცი?-ჰკითხა და ხელები გადააჯვარედინა.
-ვიცი.საიმედო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია.
-მაგ წყაროს ბექა ხოარ ჰქვია?-ცინიზმით აღსავსემ მიუო და სიცილი აუვარდა,ისეთი სიმწრით იცინოდა,ასე ეგონებოდათ კაცი მოკლა და ჭკუიდან შეიშალაო.
-არა.გვეყოს.წავიდეთ შინ-ხელი მოკიდა და ძალდატანებით გადაადგმევინა ნაბიჯები.



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

რატომღაც მგონია რომ ცოტა წელავ..ერთსა და იმავეს უბრუნდები ხოლმე.შემდეგში გაითვალისწინე.
ჩანაფიქრი კარგია.
ველოდები შემდეგს.

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

drunkinlove
რატომღაც მგონია რომ ცოტა წელავ..ერთსა და იმავეს უბრუნდები ხოლმე.შემდეგში გაითვალისწინე.
ჩანაფიქრი კარგია.
ველოდები შემდეგს.

გავითვალისწინე <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3  offline წევრი Imagination

ოოოჰ. დავეთანხმებიწინა.კომენტარის ავტორს ნუ წელავ და საინტერესოა რავიცი.ყოჩაღი რო ხრ მაგი იცი შენც. ))

 


№4  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

blue
ოოოჰ. დავეთანხმებიწინა.კომენტარის ავტორს ნუ წელავ და საინტერესოა რავიცი.ყოჩაღი რო ხრ მაგი იცი შენც. ))

მალობაა >დდდდ <3 ჩემო გოგო
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent