შემიყვარე თუ გაბედავ (23)
გავშეშდი,გავდნი,გავშრი,გავცივდი,არ ვიცი ყველაფერი ერთად მომივიდა ამ სიტყვების გაგონების შემდეგ.ალბათ საბა ყვიროდა სად წადიო მაგრამ იმ მომენტში წამიერი ჰიპნოზივით მქონდა.ცოტნეა ცუდადოო...სულ ეს სიტყვები მიტრიალებდა თავში.უცებ გამოვფხიზლდი და ტელეფონი ავიღე,ხელები მიკანკალებდა და ძლივს ვიჭერდი. –საბა რა მითხარიი?!–ვთქვი ხმის კანკალით. –ნუკა,ცოტნე არის ცუდად,ძალიან მძიმედაა. –რა მოხდა!!!!–გიჟივით ვიყვირე. –ავარია. –რააა,საბა ხომ გადარჩება!–უკვე ტირილის პიკზე ვიყავი. –... –საბა მეთქი!! –არ ვიცი ნუკა ძალიან მძიმედ არის. –არ შემიძლია მას ვერ დავკარგავ–ვუთხარი ნერვიული ხმით და ტელეფონი გავთიშე.უცებ წამოვვარდი.აცრემლებული თვალებით ბარგის ჩალაგება დავიწყე,რაც შეიძლებოდა ჩქარა.მამაჩემი შემოვარდა ჩემს ხმაზე. –ნუკაა,რა ხდება რას აკეთებ? –ვკვდები მამა ვკვდები.–ვუთხარი ტირილით. –წესიერად ამიხსენი რა ხდება რაა? რატო ალაგებ ტანსაცმელებს? –მამა ვკარგავ მას ვკარგავ,ვინც უზომოდ მიყვარს. –კი მაგრამ ვის ნუკა,რას ამბობ? ვერაფერი გავიგე!!!–მითხრა მკაცრი ტონით.შემდეგ აქეთ–იქით სირბილი შევწყვიტე,მამასთან მივედი ჩავიმუხლე და ტირილს ვუმატე.მამაც ჩაიმუხლა და თავი ამაწევია. –მა რახდება,რატომ ტირი ამიხსენი–მითხრა მშვიდად,მე კი ვერ ვწყნარდებოდი. –მამა ცოტნეს ვკარგავ,ჩემს სიყვარულს,ავარიაში მოყვა და ძალიან მძიმედ არის–უფრო ავტირდი.მამა ჩამეხუტა. –ცოტნე დადიანი?–ეს რომ თქვა გაკვირვებული სახით შევხედე. –ვიცი ნუკა,დედაშენმა მომიყვა–ვიცოდი რომ დედა ეტყოდა,მაგრამ მე არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი. –.... –ისიც ვიცი როგორ განიცადე დაშორება–მითხრა და თავი ამაწევინა–მა,ვიცი რომ ძალიან გიყვარს და ისიც რომ ცოტნე კარგი ბიჭია და ისეთ რამეს არ გააკეთებს,უმიზეზოდ რაც შენ გულს გატკენს. –მადლობა მა–ვუთხარი და მთელი ძალით ჩავეხუტე–ერთხელ დავკარგე და კიდევ ვერ დავკარგავ. –ვიცი მა ვიცი.მიდი ჰე მალე მორჩი,მე ბილეთების საკითხს მოვაგვარებ–მითხრა და გამიღიმა.ნუ რა ჯიგარი მამა მყავს,ძალიან გამეხარდა რომ ყველაფერს გაგებით მოეკიდა. –ძალიან მიყვარხარ მაა ძალიან–ვუთხარი და კიდევ ჩავეხუტე. –მეც მეც ძალიან ძალიან,ჰე მიდი ნუღარ იგვიანებ და მეც მალე მოვალ.–მითხრა და გავიდა. მე უცებ წამოვვარდი და განვაგრძე ტანსაცმელების ჩალაგება.ჩავიცვი სპორტულები,ბოტასები და თმა ავიკარი.რამოდენიმე საათში მამაც მოვიდა.მართალია სწავლა ჯერ ბოლომდე დამთავრებული არ იყო მაგრამ ეგ ნამდვილად არ მადარდებდა.აეროპორტში წავედით.გული ამოვარდნილი მქონდა. –მა იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ და ყველაზე მაგარი მამა ხარ–ვუთხარი და დიდი ხანი ჩავეხუტე. –მეც ჩემო პატარა გოგონა,სწორი გადაწყვეტილებაა,შენ ეხლა ცოტნეს ჭირდები. –ვიცი მა.კაი წავედი აბა დროებით,შენ როდის ჩამოხვალ? –არ ვიცი ალბათ ერთ თვეში ან კიდევ მერე. –კაი–ვუთხარი და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე. დაიწყო ჩემი ხანგრძლივი მგზავრობაც.გული მწყდებოდა მამას რომ ვტოვებდი მაგრამ ახლა სრულიად გონება დადიანზე მქონდა გადართული.მგზავრობის დროს ერთი სიკვდილი გადავიტანე,ისე ვნერვიულობდი.ყველაფერი ცუდი ვიფიქრე რავ კი შეიძლებოდა.თასი კითხვა მქონდა რომლის პასუხებიც გაურკვეველი იყო.ნეტა ეხლა როგორ არის? ოო,როგორ მენატრებოდა და ვერ წარმოვიდგენდი მის უმოქმედო მდგომარეობაში დანახვას.მგზავრობა ჩემთვის ძალიან გაიწელა.ჩასვლისაც მეშინოდა,არ ვიცოდი როგორი სურათი დამხვდებოდა.ცოტნეს დაკარგვა წარმოვიდგინე და ტირილი დავიწყე.ჩემდა უნებურად მეფიქრებოდა და გონებას ვაიძულებდი რომ კარგ რამეზე ეფიქრა.სრულიად ძალაგამოცლილი და გამოფიტული ჩავედი საქართველოში,ჩემს ქვეყანაში რომლის ჰაერიც ასე ძალიან მიყვარს.არაფრის თავი არ მქონდა,საჭმელიც არ მქონდა წესიერად ნაჭამი,არც მადა,უბრალოდ მინდოდა ცოტნეს ნახვა,მისი თვალების ნახვა,რომელიც უკიდეგანოდ ღრმაა და სიმშვიდით სავსე.აეროპორტში დედაჩემი და დიტო დამხვდნენ.წავედი და ორივეს ტირილით გადავეხვიე.ეს იყო მონატრების უაზროდ ძლიერი გრძნობა რომელსაც სიტყვებით ვერ გამოხატავ,მის გამოსახატავად მხოლოდ გრძნობებია საჭირო.დედაჩემიც ატირდა. –ჩემო სიცოცხლე როგორ მომენატრე ვერ წარმოიდგენ–მითხრა და მიმიხუტა.მეც რაც ძალა მქონდა შერჩენილი ჩავეხუტე. –მეც ძალიან დეე,უზომოდ მომენატრეთ ყველა. –ჩემო პრინცესა როგორი გაფერმკთალებული ხარ ეს შავგვრემანი გოგო–მითხრა დიტომ და თავზე ხელი გადამისვა. –არაუშავს დიიტ,მეშველება–სევდიანი ღიმილით გავუღიმე. –დედა ცოტნესთან წამიყვანეთ,ახლავეე–ვთქვი ხმამაღლა. –კი დედა მაგრამ ცოტა მაინც დაისვენე,ჭამე. –არა,არაფერი არ მინდა წამიყვანეთ,მასთან წამიყვანეეთ–ტირილს უფრო ვუმატე. –წამოდი წავიდეთ–თქვა დიტომ,ჩემოდნები აიღო და მანქანისკენ წავედით. გზაში ხმა არ ამომიღია.ისე ვიყავი ლაპარაკის თავიც არ მქონდა,მხოლოდ ის მინდოდა რომ ჩემს დადიანთან მალე მივსულიყავით.როგორც კი დიტომ მანქანა გააჩერა,პირდაპირ საავადმყოფოში შევვარდი.უკან გამომეკიდნენ.გიჟივით დავრბოდი. ანერვულებულმა ვიკითხე,მესამე სართული მითხრეს.ავირბინე,დერეფნებში გიჟივით ვაცეცებდი თვალებს.უკან არც გამიხედავს,არც არაფერი მესმოდა უბრალოდ მივრბოდი და ვეძებდი,ვეძებდი ჩემს ცოტნეს.შემდეგ დერეფანში კოსტანტინე შევნიშნე,კიდევ იყო იქ ხალხი მაგრამ პირდაპირ მასთან მივვარდი.განადგურებული სახე ქონდა.მივედი და ტირილით ვიყვირე. –სად არის ცოტნეე!!!–კოსტანტინემ თავი აწია,გაკვირვებულმა შემომხედა,ჩემთან მოვიდა და ხელები მომკიდა. –ნუკააა...აქ როგორ საიდაან... –მითხარი სად არის ცოტნეეე–ვიყვირე ძალაგამოცლილმა,ვიყვირე არა უფრო დავიკნავლე,მგონი ხმაც ჩამწყდომოდა. –საოპერაციოდ ყავთ შეყვანილი,ძალიან მძიმედაა–ეს სიტყვები გავიგე და შემდეგ მხოლოდ ის მახსოვს რომ დედაჩემი ყვიროდა.გული შემიწუხდა.ამდენი ნერვიულობოსგან,უჭმელობისგან და ალბათ დაღლილობისგანაც.როდესაც თვალი გავახილე პალატაში ვიწექი.დედა იქვე იჯდა. –დედა,უნდა ავდგე,კარგად ვარ–ვუთხარი და ადგომა დავაპირე.თავი საშინლად მტკიოდა. –ნუკა არც გაბედო,ძალიან სუსტად ხარ–უცებ მომვარდა და ადგომა არ მაცადა. –კი მაგრამ დედა ცოტნე უნდა ვნახოო. –ვერ ნახავ ნუკააა.ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა.–თავი უღონოდ დავდე ბალიშზე. –წავალ მე საჭმელს მოგიტან,აარაფერი გიჭამია და გულიც მიტომ შეგიწუხდა–დედას თავი დავუქნიე.ახლა ძალების შემატება ყველაზე მეტად მჭირდებოდა. –ადგომაც არ გაბედო დიტო შემოვა–მითხრა და გავიდა. –როგორ ხარ ჩემო პრინცესა?–გავიგე დიტოს ხმა. –ეხლა კარგად დიიტ. –როგორ შეგვაშინე. –ვიცი ვიცი.დიტო როგორ მოხდა ავარია?! –.... –დიტოო,მითხარი!! –ნუკა არაა საჭირო... –დიტო რა მნიშვნელობა აქვს ხომ მაინც გავიგებ,მითხარი! –მარტო იჯდა მანქანაში,კლუბიდან წამოვიდა,ჩვენც ვიყავით მაგრამ იმ მომენტში გასული ვიყავით და ვერ შევნიშნეთ როგორ გავიდა.ოდნავ ნასვამი იყო,მთაწმინდაზე მიდიოდა,როგორც ყოველ საღამოს,შემდეგ იქ ნამდვილად არ ვიცი რამოხადა მაგრამ აშკარად დიდი ავარია მოუვიდა.გზიდან გადაუხვევია და ხეს შეეჯახა,ხრამში გადავარდნას სასწაულად გადარჩა. ამ ყველაფესრ რომ ვისმენდი გული მიკვდებოდა,ცრემლები დაუკითხავად მომდიოდა.ალბათ ჩვენს ადგილზე მიდიოდა,ისევ და ისევ ერთი წლის შემდეგაც კი.ჩემი დადიანი,მომაწვა და უფრო ავტირდი. –აი ხომ გითხარი ნუკა არ იყო ამის მოყოლა საჭირო–მითხრა დიტომ და ახლოს მოვიდა. –არა საჭირო იყო,უნდა მცოდნოდა–ვუთხარი და ცრემლები მოვიწმინდე.მალე დედაც მოვიდა.უმადოდ ვჭამე და შემდეგ ჩამეძინა.როდესაც გავიღვიძე პალატაში არავინ იყო.უცებ ავდექი და გარეთ გავვარდი.სულ სხვა დერეფანში ვიყავი,ამიტომ როგორც ვიცოდი მესამე სართულზე წავედი,მაგრამ ვერავინ ვერ ვნახე,მგონი დავიკარგე და მთლიანად ავირიე ამ ერთნაირი დერეფნებით.შემდეგ ვიღაც ექიმი დავინახე და მისკენ წავედი. –გამარჯობათ ექიმო. –გაგიმარჯოს. –ექიმო,ავარიაში მოხვედრილ ცოტნე დადიანს რომ გუშინ ოპერაცია უკეთდებოდა სად არის ახლა ხომ არ იცით?–ვკითხე ანერვიულებულმა. –ცოტნე დადიანი.... –დიახ ექიმო.–პასუხის მოლოდინში გული ამომივარდა. –თუ არ ვცდები,აი ამ დერეფნის ბოლოში რომ პალატაა იქ წევს–უუჰ,ამოვისუნთქე რაც მთავარია ის გავიგე რომ ცოცხალია. –დიდი მადლობა ექიმო–ვუთხარი ექიმს,გავუღიმე და საჩქაროდ იმ პალატისკენ გავიქეცი. როდესაც დერეფნის ბოლოს მივედი დიტო დავინახე,იჯდა და ვიღაც ქალს ელაპარაკებოდა.ეს ცოტნეს დედა უნდა ყოფილიყო რადგან გავდა იმ მშვიდი და შავი თვალებით.მის სახეზე აღიწერებოდა ის დიდი ტკივილი რაც გადაიტანა.მათკენ წავედი. –გამარჯობათ–მივესალმე. –გაგიმარჯოს შვილო–მითხრა და თბილად გამიღიმა.დიტო წამოხტა. –ნუკა რატო ადექი,შენ ხო ვერ გაგაჩერებთ რა ერთ ადგილას. –ეგ შენ კარგად იცი დიტო.ოპერაციამ როგორ ჩაიარა?ცოტნეს ნახვა მინდა. –ოპერაცია მართალია ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა მაგრამ კარგად ჩაიარა,არ ინერვიულო ნუკა,ყველაფერი კარგადაა–მითხრა ცოტნეს დედამ და ხელი დამადო.მეც თბილად გავუღიმე. –მადლობა ღმერთს,ცოტნეს დაკარგვას ვერ გადავიტანდი–ვთქვი და თვალები ამიცრემლიანდა. –რაც მთავარია ყველაფერმა კარგად ჩაიარა.პალატიდან კონსტანტინე გამოვიდა. უცებ მასთან მივედი. –როგორ არის? –კარგად ნუკა,ჩაეძინა.შენ როგორ ხარ? –მე კარგად,მადლობა.შეიძლება რომ შევიდე? –შედი მაგრამ არ გააღვიძო. –არა არა,უბრალოდ მინდა რომ დავინახო მეტი არაფერი.–კონსტანტინემ გამიღიმა და მანიშნა შედიო. მეც შევედი.შევედი და დავინახე,დავინახე ჩემი დადიანი,დავინახე ის რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში სიგიჟემდე მენატრებოდა,დავინახე ის ასეთ უმწეო მდგომარეობაში.ეძინა,სახე დაკაწრული ქონდა,თავი შეხვეული.მე ძალიან მიმძიმდა მის ასეთ მდგომარეობაში ნახვა მაგრამ სიხარულით მიძგერდა გული რომ მე მის წინ ვიდექი და ის ცოცხალი იყო,არ გამწირა ბედმა და არ წამართვა ჩემი დადიანი.უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი როდესაც თვალი გაახილა.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.