წყეული ღამეები[6]
საბრალოს არასდროს მოსდიოდა თვალში ქმრის ძმაკაცები,განსაკუთრებით,ანდრო,მაგრამ ამის გამკეთებელი არასდროს ეგონა.ბოლოს ფეხი ზემოთ ასწია და კაცს მუცლის ქვემოთ უთავაზა.არ ეგონა როდესმე თუ გაბედავდა ამას,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.მუცელზე უფათურებდა კაცი ხელებს,როცა ისე მაგრად დაარტყა,რომ შელახულღირსებიანი იატაკზე დაეცა.მაიას პირზე აეფარებიან ხელები და გაშმაგებული კიოდა.“აი,რატომ მომიყვანა ამ ზედმეტად ცარიელ ადგილას.როგორი სულელი ვარ“-გამოფხიზებულმა ტირილი დაიწყო და იატანზე დაეცა. მაგრამ,როცა შენიშნა ანდრო,რომელიც წამოდგომას ცდილობდა,წამოიწია და კარებისკენ გაიქცა,ქუჩას შეუერთდა და უკან გაიხედა,ანდრო არ ჩანდა.“ალბათ,დარჩა იქ“-გაიფიქრა და „ტაქსი“ გააჩერა,დის სახლში უნდოდა წასვლა,მაგრამ ვერ შეძლო.გაახსენდა კარის მეზობელი ნათია,რომელთანაც საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა.სახლის გასაღები ნუგზარის ჯიბიდან ამოეღო,ამიტომ შეეძლო თავისუფლად შესულიყო ქმრის ბინაში.ნუგზარის ბინის მისამართი უთხრა მძღოლს და თხუთმეტ წუთში უკვე კარის პირდაპირ იდგა.თრთოლვამ აიტანა და გაახსენდა ის დღე,როცა პირველად შედგა ნაბიჯი ბინაში.მაშინ როგორი აღფრთოვანებული იყო,როგორ ნერვიულად უფართხალებდა გული..ახლაც ახსოვს მაშინ რას გრძნობდა.ბოლო ვიზიტიც გაახსენდა.როგორი ატირებული და შერცხვენილი მიდიოდა.პირველად,როცა შედგა ფეხი ნუგზარის ოჯახში განა იფიქრება ასეთ აღსასრულის შესაძლებლობას! მისთვის ეს წარმოუდგენელი იყო.ახლა კი იდგა და შიგნით ვერ შედიოდა,გასაღებსაც ვერ დებდა ჭრილში.აკანკალდა და კედელს მიეყრდნო.ამოუტივტივდა მოგონებები,რომლებიც ამ სახლთან აკავშირებდა,ბედნიერიც და უბედურიც.სასიამოვნო გრძნობები და შეგრძნებები,პირველი შვილის სიხარული და საბოლო დამცირება..ეს ყველაფერი მის წინ იყო,ამ კარის მიღმა ხვდებოდა წარსულის სიმწარეს,ბედნიერება,ადრენალინს...მაგრამ მხოლოდ დასაწყისსა და დასასრულზე ფიქრობდა,სხვა რამის გააზრებაც კი არ შეეძლო.რა მოხდა შუაში? ნუთუ,ეს დიდი ინტერვალი იყო? რა თქმა უნდა.არა,არ იყო,უბრალოდ მას ამაზე ფიქრი არ შეეძლო.მისი ოცნებები და მიზნები დამარხულიყო,მისი ყოველივე ოცნება დასრულდა და დარჩა გაქვავებულ და გაყინულ სხეულში,სხეულში,რომელსაც საავადმყოფოში ბალზამირების მძაფრი სუნი ასდიოდა.ის ხომ აღარ იყო იმ მოსიყვარულე და საამაყო მეუღლის სურნელი,რომელიც წარსულში დარჩენილიყო,სადღაც გადაკარგულიყო.ის შვიდი თვის წინ ჩაიკარგა და ახლა საბოლოოდ დააუსვა წერტილი მათ 16 წლისა და რამდენიმე თვიან თანაცხოვრებას.“ნუთუ,ეს სიმართლეა?“-ქალს ისეთი შეგრძნება დაუფლებოდა,თითქოს ცოცხალი ნაწილი მოაჭრეს,იდგა გაქვავებული და უყურებდა შავ კარებს.ლაბირინთი ეგონა ეს შავი უმოძრაო სხეული.“ნუთუ,ეს ისაა,რამაც გამაუბედურა?არა,არა“-თავისთვის ჩურჩულებდა და უფრო ძლიერად ეკვროდა კარებს. ნახევარი საათი იდგა გაშეშებული,თითქოს ქმრის პაროდიას აკეთებსო.ერთ დროს ეუბნებოდა,სიცოხხლეზე მეტად მიყვარხარო,მაგრამ მერე..რა მოხდა მერე? სასმელის სუნად ყარდა ხოლმე ბორდელიდან დაბრუნებული,მხოლოდ ქალებზე ფიქრობდა და ბოლო შვიდი თვის განმავლობაში სახლში ერთხელაც კი არ უსაუზმია,არც უსადილია,მხოლოდ ერთი-ორჯერ უვახშმია.სახლში მოსულს ამ ყველაფერთან ერთად სექსის საშინელი სუნი ასდიოდა.ს ყველაფერი კი მაიასთვის სრულიად ამაზრზენი იყო! ფიქრებში ჩამოწეწილმა ტანსაცმლის შეხედვამ გამოაფხიზლა.დაიხედა და ანდროს წარმოუდგა თვალწინ.“ეს ამბავი დასამარდება,ვერავინ გაიგებს ამას.არ დავუშვებ“-გაიფიქრა უდრეკაც და კარები ძლივს გააღო.ნახევარი საათის ტრიალის შემდეგ უბიძგა შავ ბნელეთის სხეულს და შიგ შეათრია.მთელი სახლი არეული იყო.არა,ეს არეულობაზე ბევრად მძაფრი რამ გახლდათ.ნემსები ძირს ეყარა და წამლების სუნად ყარდა ოთახი,ლუდის მობნეული ბოთლები და საშინელი შმორის სუნი.აბლაბუდები და მტვერი...მოშვებული წყალი და ძირს დაყრილი ზეწრები.“არა,არა“-ატირდა ქალი და თავის ოთახში შევიდა.“ის ჩემი აღარაა“-წამოიძახა და მიათვალიერ-მოათვალიერა გარემო,რომელსაც ვეღარ ცნობდა.“არ არსებობს“-ცრემლების ნიაღვარი მოსდიდიოდა,მკერდში ისეთ მძაფრ ტკივილს გრძნობდა,რომ ვერც კი აღწერდა.“გული მტკივა“-საკუთარ თავს დიაგნოზი გამოუტანა და ნუგზარის სურათი ძირს დააგდო,გაბრაზებულმა და გაცეცხლებულმა ჩარჩოს მოდებული მინა ჩაამტვრია,შემდეგ ფანჯარა გამოაღო და უგონოდ დაეცა ძირს. ^^ -ამდენ ხანს სად არის?-ექვსი საათი ხდებბოდა,როცა ნანიმ და მოიკითხა და იმ ოთახში შევიდა,სადაც ნინი იჯდა და წიგნს კითხულობდა.გოგონა დამშვიდებული სახით ადევნებდა თვალს არარსებულ გარემოს და ეღიმებოდა.“ალბათ,რამე სასიამოვნოს კითხულობს“-გაიფიქრა ნანი,თითქოს გული დასწყდა,რომ ხელი შეუშალა,მაგრამ რა ექნა.იქნებ ეს კითხა გადამწყვეტი და საბედისწეროც კი გამომდგარიყო. -დედაჩემი?!-მხრები აიჩეჩა და დეიდის შეშინებულ სახეს შეხედა-გაფითრებული ჩანხარ?-მზრუნველად აათვალიერა ნანი და გაუღიმა.ეს უკანასკნელი საიდან მოვიდა თავადაც ვერ ხვდებოდა,შემდეგ წამიერად წამოდგა ფეხზე და ნანის მზერა გაუსწორა. -დილიდან წასულია და ტელეფონსაც არ იღებს.ნახევარი საათია,რაც მასთან დაკავშირებას ვცდილობ-აკანკალებული ხმით შეხედა დისშვილს და ლოგინზე ჩამოჯდა.გამოსავალს თითქოს ნინის თვალებში ეძებდა,მაგრამ რა უნდა ეპოვა,ამ გამოუცდელ თხუთმეტი წლის გოგონას თვალებში. -მეც დავურეკავ-ტელეფონს დასწვდა და ათჯერ მაინც სცადა დაკავშირება,მაგრამ მაია არ პასუხობდა ან როგორ შესძლებედა ამას,როცა უგონოდ იწვა ძირს,გონება დაეკარგა და ამქვეყანისგან თავის დასაღწევად სიზმრების ხიზანი გახდა! -ამის დედაც-ნანი ფეხზე წამოდგა და თავის ოთახში გავიდა,ხუთ წუთში ემოციადაკარგული ნინის წინ იდგა და რაღაცას უთანხმდებოდა,თუმცა მისი მზერა მეტს ამბობდა,ვიდრე სიტყვებ.ეს უკანასკნელი იმედით იყო გაჟრენთილი,მისგან უშნაარსო ნუგეში მოდიდოა,ხოლო თვალები მისი მდგომარეობის ზუსტი სარკე იყო,თითქოს მდინარედ მოვლენილიყო საზოგადოება მოწყვეტილ ადამიანისთვის. მეც გამოგყვებიო,ანიშნა ნინიმ და უკან გაჰყვა დეიდას.ნანიმ ფარდულიდა ნ მანქანა გამოეყვანა,რომელსაც მუდამ გარეთ ტოვებდა,მაგრამ წინა იმ დღეს დაებინავებინა,არსად ვარ წასასვლელიო. გვერდით მიუჯდა დეიდას და ჰორიზონს აჭრელებული თვალებით მიაშტერდა.“ნუთუ,ეს რა არის?“-მისი მზერიდან ჩანდა ფარული კითხვა,რომლითაც საკუთარ თავს არ ასვენებდა გოგონა. -სად მივდივართ?-ათი წუთის გასვლის შემდეგ ჰკითხა ნანის,რომელიც დაფეთებული ეჯიკავებოდა საჭეს ისე,რომ გეგონებოდა არ ემორჩილებაო.ქალს არაფერი უპასუხია.თითქოს გუმანით გრძნობდა სად იყო მაია.ნაცნობ ქუჩას მიუახლოვდა და ნაცნობ ეზოში შეიყვანა მანქანა.მინი მის თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა და გრძნობდა შიშს,რომელსაც მოსალოდნელი რეალობა იწვევდა. საჭე ერთხელად დაატრიალა და მანქანა გააჩერა.“ღმერღო ჩემო“-გოგონამ სახეზე ხელები აიფარა-სად მოვედით?-ისეთი გულუბრყვილო მზერა ჰქონდა,რომ გეგონებოდა სიმართლე არ იცოდა.თავი კოშარში წარმოიდგინა მანქანიდან გადმოსვლისას და ნაცნობ აივანს ახედა.“შუქი ანთებულია“-ამის გაფიქრება და აკანკალება ერთი იყო,სასომიხდილი აესვენა კიბეებზე.ამას მარტო ვერ შესძლებდა,მაგრამ დეიდის მკაცრი და ანერვიულებული მზერა სიტყვის თქმის უფლებასაც არ აძლევდა.გოგონას ერთი ასოს წარმოთქმაც არ შეეძლო. ჯერ ნანი მიდიოდა,მის უკან კი ნინი,რომელიც ფეხებს ძლივს იმორჩილებდა.ეტყობოდათ,რომ ლიფტის არსებობა სულ გადავიწყდებოდათ,ურიტოდ ანაცვლებდნენ საფეხურებს ერთმანეთს და გულის ცემა უფრო ჩქარდებოდა.ნინის ესმოდა დეიდის აჩქარებული სუნთქვა და,ალბათ,ჩემიც ესმისო,ფიქრობდა გოგონა. ^^ სახეწაშლილი და გალეშილი ქუჩაში მიყრდნობოდა კედელს გაბღენძილი ანდრო და თვალებს ზემოთ არ სწევდა,თითქოს ბნელეთში ყოფნის პირობა ჰქონდა დადებული.“ამის დედაც“-ფიქრობდა და წინ მიიწევდა.ერთ მომენტში სინდისის ქეჯნაც კი იგრძნო.ამაზე ამორალობა რა უნდა ყოფილიყო.გარდაცლილი ძმაკაცის ცოლის გაუპატიურებას ცდილობდა მაშინ,როცა ნუგზარის სხეული საიქიოს ყინულივით დამადნობელი სხივები ჯერ არ მოსდებოდა. უსე უგზაოუკვლოდ მიაბიჯებდა წინ,რომ გეგონაბეოდა გზააბნეული ბავშვი,რომელიც დედამ უწესობისთვი დასაჯა,გეგონებოდა სახლიდან გამოქცეული პატარა ბიჭია,რომელიც ქუჩაში ეძებს ნუგეშშო. „არა,არა და არა..გიორგის მაინც დავურეკავ“-ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან იმ ფიქრებით,რომ ძმაკაცი აიღებსო,მაგრამ ეს უკანსნელი ისევ გამორთული ჰქონდა მის ძმაკაცს.ბარში შევიდა ისედაც გალეშლი მთვრალი და ლუდი შეუკვეთა,შემდეგ ჩამოჯდა და ისევ მომხდარზე დაიწყო ფიქრი.თითქოს ეს უკანასკნელი იყო რაღაც მჟავე სითხე,რომელიც სამოსზე დამჩნეოდა,თითქოს არ უნდოდა ვინმეს შეემჩნია ის საქციელი,რომელიც ლაქასავით აკროდა სახეზე.გეგონებოდა,შეიცვალაო.მართალც ასე იყო,გაციებული სახიდან თვალები ძლივს მოუჩანდა,უპეები ამობერვოდა და მათში ჩაკარგული შავი თვალები,ნიკაპი თითქოს წინ წამოწეოდა. ერთი საათი თითქოს არაფერია,მაგრამ ზოგჯერ ერთ წამშიც კი წყდება ცხოვრება,წყდება აწმყოც და მომავალიც.შვიდი საათი იყო,როცა ნინი და ნანი ნუგზარის სახლის ღია კარებთან იდგნენ და შესვლას ვერ ბედავდნენ.არ იცოდნენ რა დახვდებოდათ შიგ.ხმასაც კი ვერ იღებდნენ და აკანკალებულნი ერთმანეთს ეკვროდნენ. ვინ იცის რას გრძნობდა ორი კარებთან გაშეშებული ქალი? ვინ იცის რას ფიქრობდნენ და როგორ უცვივდებოდათ ძლივს შენახული ნუგეშისმომცემი სიტყვები უფსკრულში. როგორც იქნა,გამბედაობა მოიკრიფეს და ზღურბს გადააბიჯეს.მხოლოდ სიჩუმესა და სიმყრალეს გრძნობდნენ და ერთმანეთს ნაპერწკალგაქრობილი თვალებით უყურებდნენ.იმ მოხუცებს მოგაგონებდნენ,რომლებთაც ცხორვების სიყვარულის ნაპერწკალი გაჰქრობოდათ და ბუხრის ცეცხლის მიღმა ეძებნენ ამ უკანასკნელს. ნანი და ნინი იქნებ წინ გადაშლილ უფსკრულში ეძებდე შვებას? -დედა..-ძირს დაეცა და გონებადაკარგულს მაიას შეხედა,აათვალიერა ქალი და ტირილით დაუძახა ნანის,რომელიც ჯერ კიდევ შემოსასვლეს ვერ გასცილებოდა-სასწრაფოს დაურეკე,გული აქვს წასული...-მიზეზი არ იცოდა და მის ძებნას არც ჰქონდა აზრი.ანერვულებული და გაოგნებული ხმით დაელაპარაკა ნანი მოპასუხეს,შემდეგ ნინის ტირილს გაჰყვა და მივიდა იმ ოთახამდე,სადაც გულწასული მაია იწვა,ნინი კი მის გვერდით მუხლებს დაყრდნობილიყო და ცრემლებს აფრქვევდა. მაიამ სასწრაფოს მოსვლამდე მოიყვანა და გონს და ლოგინზეც კი დააწვინა.ექიმებმა ნერვიულობის ბრალიაო და მალევე წავიდნენ.რაღაც დამამშვიდებელი დატოვეს და კარგად ყოფნა უსურვეს ქალს. -რა მოხდა?-ნანიმ ვეღარ შეიკავა თავი და მაიას წყლიან ჭიქასთან ერთად კითხვაც მიაგება-რამე საჭმელი ამოიტანე-დაავალა ნინის,რომელაც ეტყობოდა,რომ წასვლა არ უნდოდა,ინტერესიანი თვალები უკმაყოფილოთ დახარა ძირს,მაგრამ წაოდგა და აფართხალებული ჩიტივით გავიდა ოთახიდან,რომელშიც რაღაც უცნაური ძალა აკავებდა. თურმე,მაია თავადაც კი ვერ აცნობიერებდა რას გრძნობდა რეალობაში.ისეთი დაბნეული იყო,რომ რამდენიმე დღის წინ ელენეს დანაბარებიც კი დააავიწყდა,მის მერე ვერც გაახსენდებოდა.იმდენი რამ დაატყდა თავს და თან ყველაფერი ერთდროულად,რომ თავს არ ჰგავდა,უდარდელი და ბედნიერი ცხოვრება,ალბათ,არც არასდროს ჰქონია,მაგრამ ამდენი რამ მისთვისაც კი ზედმეტი იყო.აქვითინებული იჯდა და დას თვალას ვერ უსწორებდა.როგორ უნდოდა ყველაფრის დამალვა,მაგრამ არ შეეძლო. დები ჩუმად ისხდნენ.ვინ იცოდა რა ხდებოდა მათ გულებში..ალბათ,მარტო ღმერთი ისმენდა მათ გულის წუხილს,ეცოდებოდა და ანუგეშებდა,თორემ სხვაგვარად ვერ გასძლებდნენ და ვერ ისხდებოდნენ ერთმანეთის პირისპირ.გეგონებოდა სასამართლოა,თუმცა განა არ იყო! იქენ ეს სწორედ ისეთი სასამართლო იყო,სადაც მოსამართლე ჩაქუჩს არტყამს მაგიდას,უბრალოდ აქ მის ფუნქციას შავი კარები ასრულებდა,ხოლო დები ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ ბრალდებულ-ბრალმდებლის როლებში. -მოვედი-ოთახში არსებული უხერხული სიჩუმე ნინიმ დაარღვია.არავინ იყო ჭამის ხასიტაზე,მაგრამ სამივენი ერთად მიუსხდნენ მაგიდას.ნინი ღიმილთ ემსახურებოდა დეიდასა და დედას,რომელთა შორის რაღაც უხილავი ჯაჭვი გაწყვეტილიყო. ^^ „მორალური როდის ვიყავი“-ხითხითებდა ბარში მიწოლილი ანდრო.სინამდვილეში ეს არც ადარდებდა,მხოლოდ სიამრტოვეს შეეწუხხებინა.ნუგზარი მკვდარი იყო,ხოლო გიორგის ვერა და ვერ ეკონტაქტებოდა.ლამის იყო გაგიჟებულიყო,სასმლის სუნად ყარდა და თავისთვის იგინებოდა. ^^ არც საავადმყოფოში იყო კარგი მდგომარეობა.ნუგზარის გვამი არავის მიჰქონდა და ნერვიული სახეები აკვროდა ექიმსა თუ ექთანს.ბოლოს გადაწყვიტეს და მაიას დაურეკეს. -ქალბატონო..-დამძინებული ხმით დაიწყო ახალგაზრდა ქალმა..-თუ შეიძლება,მოდით და რამე მოახერხეთ-თითქოს სხვა სიტყვას უშინოდა.მაიამ კარგიო,მოკლედ უთხრა და მერე ტელეფონი გათიშა.ნინის მოშორება უნდოდა და უთხრა,ელენიკომ დაგირეკა და მასთან წადი,შენზე ნერბიულობსო.გოგონაც დასთანხმდა,არ უნდოდა დედას შესწინააღმდეგებოდა.გულში მიხვდა მაიას განმარტოვების ფარულ სურვილს,მაგრამ არაფერი უკითხავს,უთქმელად გამოაღო კარი და ლიფტის ღილას თითი მიაჭირა. -ნანი,უნდა მომისმინო..ახლა რასაც გეტყვი ..ისე მიმძიმს-ცრემლებით აცნო დას ნუგზარის სიკვდილის ამბავი..-ზედმეტმა დოზამ იმსხვერპლა...-დააბოლოვა და ცრემლების ზღვაში მოფართხალე მიესვენა დას,რომელიც გაკვირვებული და შეშინებული ხმასაც ვერ იღებდა.მისთვის სამყაროს თავი აღარ ჰქონდა,დის ასეთ მდგომარეობას ვერ იტანდა და თვითონაც მწარედ აქვითინდა. -ჩემი საბრალო..-დიდი ხნის დუმილის შემდეგ მოხვია ხელები და ძლიერად ჩაიკრა გულში-როგორ განიცდი,ამ ყველაფერს,ღმერთო,როგორ შემიძლია განუგეშო..რა გითხრა?-ამოიხვნეშა,მაგრამ ჯერ კიდევ სად იყო.ანდროზე ჯერ კიდევ არ მოეყოლა მაის დისთვის.ქალს თავი ჩაერგო და ხმას ვერ იღებდა,ბოლოს თავი ამოსწია და დათრგუნული ხმით დაიწყო. -ანდრო იქ იყო...ისე ვერ ვიტანდი მას,არასდროს მომდიოდა გულში.იმ ამბის გაგების შემდეგ დათრგუნული და გაგიჟებული ვიყავი,თითქოს კაიფში ვიხრჩობოდი და ვერაფერს ვხედავდი,მოვიდა და რაღაცები მითხრა,რაც გამიკვრიდა,მაგრამ რა ვერ ვიხსენებ.მისი სიტყვები გამიკვირდა,რადგან ასეთი ვერ იქნებოდა! ვიფიქრე,ძმაკაცის სიკვდილმა მასზე მძიმედ იმოქმედაო. -ანდრო?! ადრე მეც მყავს ნანახი..არც მე მომწონდა,მაგრამ ჩემი რა საქმე იყო.მესმის როგორი ძნელია ეს ყველაფერი-ნანი აზრზეც არ იყო რის თქმას აპირებდა და.გულში ისიც კი იფიქრა,ამის თქმას რა ადგილი აქვს აქო. -სასადილოში ჩავიდეთო,მითხრა,მეც გავყევი.ვიფიქრე,ორივენი ცუდადად ვართ და ერთმანეთს ამის გადატანაში დავეხმარებითო. -მართლა? ალბათ,იმ მომენტში ცუდად იყო.ისინი ხომ ისე კარგად იყვნენ ერთმანეთთან-ნანის სახე დაუმშვიდდა და დის თმეს დაუწყო ფერება. -არა,არა!-წამოიყვირა მაიამ და ფეხზე წამოხტა..-არა,არა! ის და ნაგავი კაცია!-კიოდა,ღვრიდა ცრემლებს და პირზე ხელებს უფარებდა,თითქოს ვინმე ფარულად უსმინდა და არ გამიგონო,ფიქრობდა. -მაია,დაწყნარდი-ნანი ფეხზე წამოდგა და დისკენ წაიწია,მაგრამ მაიამ ხელების სავსავით უკან გაიწია,ქალს სახის გამოემტყველება შეცვლოდა,თმები ჩამოშლოდა და თვალები ისე შესწითლებოდა,ვერ იცნობდი. -ის ჩემს გაუპატიურებას აპირებდა!-მუხლებით შეეხო იატაკს და სახეზე ხელები აიფარა. ___ მოკლედ,ესეც მესამე თავი. ველი შეფასებებს,ჩემო ტკბილზე ტკბილებო.მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.