გოგონა საროსკიპოდან _ ''არც ისე მშვენიერია ცხოვრება'' (8)
მარი და ნოდარი შემოსასვლელში დიდხანს საუბრობდნენ მომხდარის შესახებ. ის იყო დასაძინებლად ზედა სართულში ავიდნენ მსახური გოგო სირბილით ,რომ მოვარდა. სუნთქვა უჭირდა და სიტყვებს თავს ვერ აბამდა.მისი დამშვიდება ძლივს მოახერხეს და როგორც იქნა ერთი წინადადება წარმოთქვა. -ტელევიზორი ჩართეთ... -რა ხდება ტელევიზორში? უკვე ვიძინებთ თქვა ნოდარმა. -ბატონ გიორგის ესროლეს... -რა სისულელეა _ხელი აიქნია ნოდარმა. მარის სახეზე ფერი წაერთვა. -აქ რა ხდება? _ გამოვიდა ეკა და თან ხალათს იკრავდა. -ეს გოგო ამბობს გიორგის ესროლესო. -მამაშენი ჯერ არ მოსულა? დამირეკა რეზოსთან ვარო... -ჩართეთ ტელევიზორი ღვთის გულისთვის _არ დანებდა მსახური. ნოდარი თავის ოთახში შევიდა და პულტის ძებნა დაიწყო. -ხედავ ? ფილმი გადის ..._ამოიხვნეშა ნოდარმა -საინფორმაციოზე გადართეთ_ნოდარი ასეც მოიქცა და წამიერად შეიცხადა მარიმ. ‘’ჩვენი მერობის კანდიდატის ვაჟს გიორგი ჟღენტს საკუთარ სახლთან ესროლეს.’’ -ისინი იყვნენ_დაიყვირა მარიმ და ხელები სახეზე აიფარ. -ვინ ისინი ?_შეცბა ეკა -დაწყნარდი მარი. ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გამოტანას. მათ ოჯახს ბევრი მტერი ჰყავს... -ისინი იყვნენ ვიცი ... -ამიხსენით ბოლო ბოლო რაზეა საუბარი_აყვირდა ეკა -თქვენ სახლში დარჩით მე საავადმყოფოში წავალ._ ქურთუკი მოიხურა ნოდარმა და სირბილით ჩავიდა კიბეზე. -მეც მოვდივარ დამიცადე_მიაძახა ეკამ მაგრამ ნოდარმა უარყოფის ნიშნად ხელი გააქნია. ის იყო მანქანაში ჩახტა ,რომ სანდრიმ დარეკა ამბის შესატყობინებლად. ნოდარმა ისე სწრაფად დაძრა მანქანა წიშკრის მცველებმა თვალი ზლივს მოატანეს. საავადმყოფოში მისულს ყველა დერეფანში დაუხვდა. თავიდან არ უშვებდნენ ,მაგრამ მერე რეზოსთან გადარეკა და დაცვას გააგებინა ,რომ შესვლა შეეძლო. გიორგის დედა მარინა ლამის გიჟს გავდა და აქეთ იქეთ ასკდებოდა კედლებს. ნია იქვე იჯდა სკამზე თავდახრილი. სანდრიც უკვე მოსულიყო და პირდაპირ მისკენ წამოვიდა. -როგორ გგონია მათი ბრალია?_წასჩურჩულა ძმაკაცს. -რათქმაუნდა. მარისაც ეს ეჭვი აქვს. - რეზო ბიძია ვწუხვარ._ხელი ჩამოართვა და ერე მარინასკენ წავიდა._დედას მოსვლა უნდდა ,მაგრამ მე არ წამოვიყვანე. -ახლა ისე მჭირდება მისი აქ ყოფნა ,როგორც არასდროს. -ვიცი ,მაგრამ მაინც . დაელაპარაკე _მობილური გაუწოდა ქალს. -გმადლობ ნოდო ..._სევდით აღსავსე თვალები მიაპყრო ქალმა -დიდი ხანია საოპერაციოშიაა?_იკითხა ნოდარმა. რეზომ უღონოდ დაუქნია თავი. -ნია სახლში წადი შვილო შენთვის ამხელა სტრესი არ შეიძლება. ყველაფერს შეგატყობინებთ. -აქ უნდა ვიყო_წაიჩურჩულა მან -აუცილებელი არაა შენს მდგომარეობაში. სახლში წადი...მძღოლს ვეტყვი გაგიყვანოს. -მე წავიყვან რეზო ბიძია_ფეხზე წამოდგა სანდრი და ნიას მხარში ხელი ჩაავლო. რეზომ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია. -რას აკეთებ? _ შეუტია გოგონამ როგორც კი იქაურობას მოსცილდნენ. -უნდა ვისაუბროთ -არ მინდა -სამაგიეროდ მე მინდა...მოკეტე და გამომყევი სანდრიმ უკანა გასასვლელიდან გაიყვანა ნია და მანქანაში ძალით ჩასვა. სახლთან ასევე ძალით გადმოიყვანა და მისაღებში შეიყვანა. -რას აკეთებ? ვინ გგონია შენი თავი? -ყველას სიმართლეს ეტყვი თუ არა და ამას მე გავაკეთებ. იცოდე გაცუმებას აღარ ვაპირებ. -რომელ სიმართლეს? -იმას ,რომ ეს ბავშვი ჩემი შვილია. -არავინ დაგიჯერებს... -დარწმუნებული ხარ? ნიამ უკან დაიხია. -ან შენ თვითონ გააკეთებ ამას ან არა და მე ვიზამ . ყველაფერი დასრულდა. კიდევ ერთ შანსს გაძლევ ...მეტი აღარ გექნება._სანდრიმ სელი უშვა და გარეთ გამოვარდა. ნიამ სიბრაზისგან ლარნაკი ძირს მოისროლა. მარინა მანამდე აგრძელებდა ეკასთან საუბარს სანამ ექიმი არ გამოვიდა. მასთან ლაპარაკი ტკივილს უმსუბუქებდა. ყოველთვის ასე იყო. ეკა და მარინა სკოლიდან ერთად მოდიოდნენ და მათი მეგობრობა წლებს კი არა უკვე ათწლეულებს ითვლიდა. ერთმანეთის ყველაზე კარგად ესმოდათ და ყველაზე კარგად ამხნევებდნენ. როგორც კი გამოსული ექიმი დაინახა ტელეფონი გათიშა და ექიმს მივარდა. -ჩემი შვილი როგორაა ? -ტყვია არ მოხვედრია საბედნიეროდ ,მაგრამ მინის ნამდხვრევი ფეხში და გვერდში ძალიან ღრმად ქონდა ჩარჭობილი. ბევრი სისხლი დაკარგა და ახლა უნდა დაველოდოთ გონს როდის მოვა. ძალიან სუსტადაა. -გამოჯანმრთელდება? ყველაფერი გააკეთეთ რაც საჭიროა_ თქვა რეზომ . ეტყობოდა ,რომ საბრალო განადგურებული იყო. -ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. მდგომარეობას ყოველ ნახევარ საათში მოგახსენებთ. -შეიძლება ვნახოთ?_ ითხოვა მარინამ -არა ხვალ დილამდე არა..._მარინამ უღონოდ ჩამოუშვა მკლავები და სკამზე დაჯდა. -ნუ ტირი მარი ვერ გაიგე? კარგად იქნება უბრალოდ დრო სჭირდება..._მოეხვია ცოლს რეზო -მას ეს არ უთქვამს_თავი გადააქნია ქალმა -მაგრამ იქნება... გიო ყველაფერს გაუძლებს._ გადაჭრით თქვა ნოდარმა._ახლავე წავალ და ეკას მოგიყვან. ვიცი ახლა იმაზე მეტად არავინ გჭირდება._ქალს იმედის და სიხარულის ნაპერწკალი გამოესახა სახეზე. -გმადლობ ნოდარ. -რეზო..._გამოჩნდა დერეფანში ვიღაც კაცი -ლევან საოპერაციოში იყავი? -კი გიოს არ მოვცილებივარ. არ ინერვიულო ყველაფერი რიგზეა. რაც საწირო იყო ყველაფერი გააკეთეს. -გმადლობ_გადაეხვია კაცი -ნოდარ დედაშენი სადაა?_ახლა მას მოუბრუნდა კაცი -წამოსვლა უნდოდა მამა მაგრამ არ წამოვიყვანე. არ იცი მაგის ემოციურობის ამბავი? ვიფიქრე ასე სჯობდა ,მაგრამ ახლა ვხვდები სჯობდა წამომეყვანა. მარინას სჭირდება. სახლში მივდივარ და მოვიყვან... - მოდი მე გაგაცილებ შვილო... _ხელი მოხვია კაცმა და დერეფანს შვილთან ერთად გამოუყვა. -მამა იქ იყავი ეს რომ მოხდა? -რეზოსთან ვიყავი. ღმერთმა გადმოგვხედა. იმ წუთას ექიმი იქ რომ არ ყოფილიყო აქამდე ცოცხალს ვერ მოიყვანდნენ. ნეტა გენახა რას გავდა იქაურობა. ჭიშკართან დაცვა შოკში იყო რომ გამოვედით. ნეტა განახა გიოს მანქანა რა დღეშია. -ბევრნი იყვნენ? -როგორც კი სროლა დაიწყო სიგნალიზაცია ჩაირთო. ყველა გარეთ გამოვცვივდით , მაგრამ უკვე გაქცეულები იყვნენ. მთელი ქუჩა მტვერში ცურავდა. კოშმარი იყო...ვერ აგიღწერ ნოდარ. -რაც ჩამმოხვედი სახლში რომ არ ყოფილხარ იცი ? -ვიცი და არაუშავს. ყველაფერი კარგად იქნება. წადი დედასენი მოიყვანე და ფრთხილად იყავი -თუ რამე შეიცვალა გამაგებინე. -აუცილებლად...ნოდო... -ჰო მამა... -შენ ამ ამბავზე რამე იცი? ან ეჭვი ხომ არ გაქვს ვინმეზე? -რას გულისხმობ? -გიოს ვინმესთან პრობლემები ხომ არ ქონია? -არა არაფერი არ მახსენდება..._დამაჯერებლად წარმოთქვა ბიჭმა -და ის გოგო? მარი ხომ? -კი მამა... -და მას ხომ არ უკავშირდება ეს ყველაფერი? მითხარი ვინ არის ის გოგო ? -ის არაფერ შუაშია. -შენ ყველაფერი აგვიხსენი ნოდო რაც ხდება მასთან დაკავშირებით ,მაგრამ უნდა ხვდებოდე ,რომ კითხვები არსებობს. -ვიცი და მაგ კითხვებზე პასუხის გაცემა მხოლოდ გიოს შეუძლია. ჩვენ უნდა დაველოდოთ მას. მხოლოდ მას მამა... მე ვერ ჩავერევი ამ ყველაფერში -შენ რაც არ უნდა თქვა მე ვიცი ,რომ ეს ყველაფერი იმ გოგოსთან კავშირშია ... -მამა... -უბრალოდ ვიცი ნოდო... კაცი შებრუნდა და წავიდა. ნოდარმა სახლისკენ აირო გეზი. მარი მისაღებში იჯდა ეკასთან ერთად. არ ლაპარაკობდნენ ,მაგრამ ქალი ატყობდა რომ გოგონა ნერვიულობის პიკზე იყო. -არ ინერვიულო რამე ,რომ მომხდარიყო უკვე გავიგებდით. ცუდი ამბები მალე ვრცელდება_თავისებურად გაამხნევა ეკამ -თავს დაესხნენ... შეიძლება..._ მარის ნერწყვი გადასცდა -ჩემი ქმარიც იქაა. ლევანი ქირურგია და იმ სავადმყოფოში მიუშაობს. ყველაფერს გააკეთებენ რაც საჭიროა. -მე მაინც მეშინია. -ვიცი. ახლა ყველას გვეშინია. არ უნდა დავრჩენილიყავი...ვგრძნობ ,რომ ახლა მარინას გვერდით უნდა ვიყო. ეზოში მანქანის ხმა გაისმა. ორივე ფეხზე წამოხტა და დაელოდა ვინ მოვიდოდა. კარი ნოდომ შემოაღო. ორივე სმენად იქცა. -ოპერაცია დასრულდა. ტყვია არ მოხვედრია ,მაგრამ ორ ადგილას ჩაერჭო მინა. ჯერჯერობით სტაბილურადაა. -გადარჩება? მითხარი ?_ შეევედრა მარი -ვიმედოვნებთ ,რომ ყველაფერი კარგად იქნება. -მამაშენს ესაუბრე? -საოპერაციოში იყო და თავზე ადგა. დამაიმედა ყველაფერს ვაკეთებთო. -მარინა? - დედა წაგიყვან და დაელაპარაკე. არც იცი რა დღეშია. ძალიან სჭირდები -ვიცი შვილო...ვიიცი... წავალ ჩავიცმევ და წამიყვანე . -ყველა იქ არიან. ალბათ მთელი ღამე არ წავლენ. -ღმერთო ეს რა ახალი წელი გვითენდება_ ამოთქვა ეკამ და თავისი ოთახისკენ წავიდა. ცოტა ხანში უკვე მზად იყო. კიბეზე ,რომ ჩამოდიოდა თან მაკიაჟს იკეთებდა . -როგორ მინდა შემეძლოს ვინახულო_ამოიკვნესა მარიმ და დივანზე დაჯდა -შეუძლებელია მარი. შენს შესახებ არავინ არაფერი იცის. იქ ვერ მიგიყვან და ხომ გესმის არა? -მესმის. მე არავინ ვარ ... მხოლოდ გიორგისთვის ვარსებობს. ისღა დამრჩენია აქ ვიჯდე და ველოდო. -ყველა წვრილმანს შეგატყობინებ. შენ აქ იყავი და დამშვიდდი. ნუ გეშინია გამოძვრება. -ნოდო ბექას და ნინის შეატყობინეს თუ იცი? -არ ვიცი მაგის კითხვა კიდევაც დამავიწყდა_ხელი აიქნია ბიჭმა -მაგენი ვინ არიან?_გაოცებით იკითხა მარიმ -გიოს უმცროსი ძმა და მისი შეყვარებული. -გიოს ძმა ყავს? -კი ძმა და მისი საცოლე ,რომელიც ფაქტობრივად ჩვენი რძალია. ამერიკაში სწავლობენ ორივე. წელს ამთავრებენ სწავლას. -ნოდო ეგ ამბები მერე მოყევი გთხოვ უნდა წავიდეთ_ააჩქარა ეკამ და კარსი გავიდა -თავს მიხედე_მოაძახა ბიჭმა მარი უღონოდ ჩაეშვა სავარძელში. თავს ცუდად გრძნობდა. ვინმეს უნდა დალაპარაკებოდა. ერთადერთი ვინც იმ წუთას გაახსენდა ლელა იყო. ფეისბუქი ჩართო მისწერა. -გიოს ესროლეს. ალბათ ისინი იყვნენ. პასუხმა დაიგვიანა. დაახლოებით 10 წუთის მერე მიიღო -სკაიპი ჩართე და ვისაუბროთ მარიმ სწრააფად შეასრულა თხოვნა. -რას ნისნავს გოგო ესროლეს? გაგიჟდი? -დღეს. საგიჟეთია აქ. -როგორაა? -ჯერ არ ვიცი. ნოდარი წავიდა მასთან და დედამისიც წაიყვანა. -შენ მანდ რას აკეთებ -როგორ არ გესმის ,რომ იქ ვერ მივალ. მე იმ ხალხისთვის არ ვარსებობ. ვერ მივალ და ვერ გამოვუცხადებ ,რომ მისი შვილის შეყვარებული ვარ რომელსაც ცოლი ჰყავს და რომელიც ოსრულადაა... -შარში ხარ... -გიოს რამე რომ მოუვიდეს? -დამშვიდდი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ მისმა ოჯახმა საუკეთესო ექიმები დარაზმა. -ხო ერთ-ერთი ნოდარის მამაა -მაგის მამა ექიმია? -ქირურგი... -გასაგებია. პირველ რიგში დამშვიდდი და დაწყნარდი. პირდაპირ პანიკაში ნუ ჩავარდები. ეცადე ცოტა ხანს სხვა რამეზე იფიქრო -არ შემიძლია. რაღაც სიშტერის მსგავსი დამემართა. -მაშინ მე გეტყვი ,რომ უნივერსიტეტში უკვე ფინალურებია ... ვიცი უადგილოა ,მაგრამ რა ვქნა ეგებ ყურადღება გადაგატანინო. -მგონია ,რომ ის ხალხია ამ ყველაფერში გარეული. ჩემს გამო ხდება ეს ყველაფერი...მე ვარ დამნაშავე... -მარი დამშვიდდი რა. გიო ადგება ფეხზე და ყველას მიხედავს. -ისინი არ გაჩერდებიან. იქნებ სჯობს იქ დავბრუნდე და ამ ოჯახს სიმშვიდე დავუბრუნო -მარი გადაირიე გოგო?ამდენი რამ იმისთვის გამოიარეთ ,რომ საწყისს დაუბრნდე? მოგვარდება ყველაფერი... დამიჯერე... -მისი ნახვა მინდა. ერ გავძლებ მის უნახავად. აქ ვიჯდე და ველოდო რა მოხდება? გავგიჟდები ლელა -ცოტა ხანს გაუძელი და სახლიდან ფეხი არ გაადგა ვინ იცის ეგებ სადმე არიან ჩასაფრებული თუ მართლა ისინი იყვნენ. ნოდარმა საავადმყოფოს კარამდე მიაცილა დედამისი. მერე ქეთინოს ნომერი აკრიფა და დარეკა. ქალმა ლოდინის მერე უპასუხა. -ხვდები მაინც რა ჩაიდინეთ? გიოს რამე ,რომ მოუვიდეს ვერც ერთს ვერაფერი გადაგარჩენთ. -თქვენ ჩვენი გოგო წაიყვანეთ_მიახალა ქალმა -იცოდეთ არც ერთს არ დაგინდობთ . გიო კარგად გახდება და ყველას გაზღვევინებთ ამ თავდასხმას. ილოცეთ რომ გადარჩეს თორემ მერე საქმე რეზოსთან გექნებათ.მანამდე კი იმის მოლოდინში იყავით როდის მოგადგებათ მთელი ქალაქის პოლიცია მანდ და სათითაოდ გამოგიყვანთ ხელებდაბორკილს. არ დაგავიიწყდეს ,რომ მოწმე სახლში მყავს. _ნოდარმა ტელეფონი გათიშა. -რა უნდოდა?_მიახალა ბოოსმა ქალს -თქვა რომ გვიჩივლებს და მოწმე სახლში ყავს. -ვერ გაბედავს. -გაბედავს. გაგაფრთხილეთ რომ ის ბიჭი გავლენიანი ოჯახსის შვილი იყო. გაგაფრთხილეთ რომ მასთან დაპირისპირება სახიფათო იყო... -მოკეტე. ჩემი გაცურების უფლებას არავის მივცემ ვინც არ უნდა იყოს ის -პოლიცია ,რომ თავზე დაგვადგება მერე არ იფიქრებთ მასე _შესაშური სითამამით თქვა მან კაცი ფეხზე წამოხტა და ქალს სახეში გაარტყა. მეორე დღეს საღამო იყო გიორგი გონს ,რომ მოვიდა. მარინას შიგნით შესვლა ვერავინ ვერ მოასწრო. ამის მორალური უფლება ისეც არავის ქონდა. ბიჭი სუსტად იყო ,მაგრამ რამდენიმე სიტყვა მაინც წარმოთქვა. მარინამ გულზე მიიკრა მისი ხელები და კოცნა დაუწყო. -ყველაფერი კარგად იქნება შვილო_მიეფერა სახეზე და შუბლზე აკოცა. გიორგიმ მხოლოდ გაუღიმა. -ნოდარი..._ძლივს წარმოთქვა მისი სახელი -ნოდოს ნახვა გინდა?_ გიომ თავი დაუქნია. -კარგი გავალ და შემოვუშვებ. გთხოვ არაფერზე იჯავრო. ნია გუშინს მერე არ მინახავს ,მაგრამ ახლავე წავალ და პირადად გადავცემ შენს მდგომარეობას. გპირდები მალე ჩვენთან იქნები სახლში. მალე კარგად იქნები გესმის?_გიომ კვლავ თავი დაუქნია მარინა მძიმე ნაბიჯებით გამოვიდა გარეთ და ნოდარს მოახსენა შენი ნახვა უნდაო. ბიჭი მაშინვე გაიქცა მისი პალატისკენ. -მე წავალ ნიას ვნახავ და გიოს მდგომარეობას ვეტყვი_თქვა მარინამ. გუშინს მერე მარტოა სახლში. მასაც ხომ სჭირდება პატრონი. რეზომ მძღოლს ანიშნა წაიყვანეო და ისიც უკან გაჰყვა. ნდარმა მაგრად მოუჭირა ძმაკაცს ხელი ხელზე და გაუღიმა. -არ ინერვიულო ვიცი ახლა ვიზეც ღელავ. მარი კარგადაა. აქ არ წამოვიყვანე. ისეც სახიფათოა მისი გარეთ გამოყვანა და... -ისინი იყვნენ. ქეთინოს ხალხი. -დარწმუნებული ხარ? -ბოსმა მოგიკითხაო -ნააბიჭვრები. ყველას გავცემთ საკადრის პასუხს. შენ არაფერზე იღელვო. -მარის მიხედე ახლა ეს იქნება ჩემი დახმარება._საუკუნე მოუნდა ამ ერთი წინადადების წარმოთქმას. -სანამ ჩემს სახლშია არაფერი ემუქრება. გპირდები... ცოტა ხანში ექთნი შემოვიდა და დამამშვიდებელი გაუკეთა. გიორგის მალევე დაეძინა. მარინა მისაღებში ,რომ შევიდა მსახური ოთახს ალაგებდა. როგორც კი დაინახა მაშინვე მისკენ გამოიქცა. -ბატონი გიორგი როგორაა ? -დღეს გონს მოვიდა გმადლობ... და ნია? -ზევითაა. სტუმარი ყავს... -კარგი მე თვითონ ავალ შენ საქმე არ მიატოვო. მარინა ნელი ნაბიჯებით აუყვა კიბეებს. ორი ღამის ნათევი უკვე ფეხზე ძლივს იდგა დაღლილობისგან. ის იყო სახელური უნდა ჩამოეწია ,რომ ნიას ყვირილი გაიგონა. ქალი ადგილზე შედგა და ყური მიუგდო რადგან შეღრიჭოებულ კარში სანდრი დაინახა. -წაეთრიე ჩემი სახლიდან. რით ვერ გაიგე ,რომ არაფერს არ ვაღიარებ. -გიო სიკვდილის პირასაა და მან არც კი იცოდა რა ჩაიდინე... უფრო სწორად ჩავიდინე. მე და შენ ერთად ვიწექით როცა ის წასული იყო ...ეს ბავშვი ჩემი შვილია ...და არ დავთმობ. საკუთარ თავთან მაინც აღიარე ,რომ ჩემი შვილია ... გეყოს ამის გამბედაობა. -მერე რა? გიო ამას ვერასდროს გაიგებს. შენ თუ იტყვი მე ვუარვყოფ -დეენემის ანალიზს მოვითხოვ. ამ ბავშვის გარდა არავინ მყავს და არ დავუთმობ ვინც არ უნდა იყოს. ჩემი შვილია... -წაეთრიე ჩემი ცხოვრებიდან -მაგას ვერ ეღირსები და არც გიოს მეტად მოტყუების უფლებას მოგცემ. გაცუმებას აღარ ვაპირებ. -იცოდე ტავს მოვიკლავ მაგას თუ იზამ. -ტყუილა ნუ მაშანტაჟებ ისედაც ვიცი ,რომ მაგის გამკეთებელი არ ხარ. მეტისმეტად გიყვარს საკუთარი თავი. -შენც ხომ ფიქრობ შენს შვილზე ხოდა იფიქრე ,რომ ჩემთან ერთად მოკვდება. -გიჟი ხარ. აქამდე უნდა დაეწვინე ვინმეს საავადმყოფოში _დაუყვირა სანდრიმ. ნია სახეზე წამოენთო და ბიჭს მივარდა ,მაგრამ ვიღაცამ საძინებლის კარი ხრიგინით გააღო. მარინას დანახვაზე ორივეს ფერი წაერთვა. ____ ბოდიშით დაგვიანებისთვის |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.