შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყეული ღამეები[8]


11-09-2015, 00:04
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 463

-რა დაემართა?-ნანი,რომელიც დას წინა დღეს შეპირდა მოვალო,შეშინებული შემოსულიყო თავისი გასაღებით და სულს ძლივს ითქვამდა.“არ არსებობს,რა სჭირს“ მზერით აკვირდებოდა გულწასულ დას და ფრთხილად ანჯღრევდა.
-ეს უბრალოდ შოკი იყო-ხუთიოდე წუთის მერე გამოფხიზლდა მაია და დას თავი მხარზე ჩამოადო,ქალს გონება დაეძაბა და ყველაფრის აღდგენას ცდილობდა.“რა მოხდა? რა დამემართა?“-თავს კითხვებით არ ზოგავდა და ეძებნა ამის მიზეზს.როგორც იქნა,გონებაში მომხდარი დაალაგა და მიწისფერი სახით შეხედა ნანის,რომელიც ხმას ვერ იღებდა,ზედის ღილებს ატრიალებდა და გახშირებულად სუნთქავდა.
-მან ყველაფერი დაკარგა...ნუგზარიმ ყველაფერი დაკარგა..მამამისის მთელი ქონება-აქვითინდა ქალი,მაგრამ მალე შეწყვიტა და თვალები ბრაზით დააკვესა..
-რას ამბობ?-სახე ლამის იყო ნანისაც მთლად წაშლოდა,იჯდა და განადგურებულ დას თვალს ვერ აშორებდა-არ მჯერა.ეს როგორ შეეძლო?
-აზარტულ თამაშებშიც ყოფილა ჩაფლული..ნარკოტიკი,ქალები,თამაშები,სასმელი..აი,რა იყო მისი ცხოვრების ბოლო შვიდი თვე.გესმი? აი,რა იყო..-ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთზე და ნერვიულად სუნთქავდა მაია.
-ვაიმე,ნინის როგორ უნდა უთხრა?-ხელი მოუჭირა ნანიმ.ამ კითხვაზე უფრო ანერვიულდა მაია,ხელი დას უფრო ძლიერად მოუჭირა და საგონებელში ჩავარდა.ოთახში სიჩუმე იყო,ხმას ვერც ერთი და იღებდა.მიშტერებოდნენ ერთმანეთის სახეებს და თითქოს აქ ეძებდნენ შველას,ნუგეშსა და იმედს..
^^
ნინის ჩამოსვლის დღეს მოახლოვდა,რამდენიმეჯერ დაარტყამდა წრეს საათების ისარი და გოგონას თბილისში იქნებოდა.ამ დროის მანძილზე ნანი და მაია თავს აღარ გავდნენ.სახეზე შიში აკვროდათ,მუდამ აქეთ-იქით აცეცებდნენ თვალებს,დადიოდნენ სასამართლოში,სადაც ერთ დღესაც ყველაფერი წაიღეს,წაიღეს,რაც ეკუთვნოდა არაბულების ოჯახს.მხოლოდ ერთი ბინა შერჩათ,რომლის გაყიდვას მაია არასდროს გაბედავდა.“რამე მაინც ხომ უნდა დაგვრჩეს“-ქვითინიც იტყოდა ხოლმე და ნინის ჩამოსვლის დღისთვის ემზადებოდა.
კვირა დღე გათენდა,რომელიც ქალს ასე არ უყვარდა.კვირის ეს დღე მისთვის უბედურებასთან ასოცირდებოდა.ერთხელაც არ გაუღვიძია ამ დღეს პოზიტივით სავსეს,მუდამ დაღვრემილ ხასიათზე იყო ხოლმე და ასე აღამებდა,წვებოდა ისე,როგორც გაიღვიძა.იმ დღესაც ჩაფიქრებული იჯდა დივანზე და ჰორიზონტს ადევნებდა თვალს,თვალები დაეწვრილებინა და კედელზე არსებულ საათს უყურებდა.ახლოსმდედველი იყო,მაგრამ სათვალეს იშვიათად ხმარობდა.
-მაია,მეც გამოგყვები-და თავზე დაადგა და ჩანთა გაუწოდა,წავიდეთო.მაია ისეთი ანერვიულებული იყო,რომ იმაშიც კი არ იყო დარწმუნებული,რომ ყველაფერს ერთბაშად ამოაფრქვევდა,როცა ნინის ახლოს დაიგულებდა.
ქალი ისე ნერვიულობდა,როგორც არასდროს.“პირველ ღამესაც კი უფრო მშვიდად ვიყავი“-გამოუტყდა საკუთარ თავს და „ტაქსიდან“ გამოვიდა.იგრძნო,რომ აღელვება მასსა და შიშს შორის წაშლილიყო,უახლოვდებოდა მძიმე განცდეს და მუხლებიც კი უკანკალებდა.
-გამაგრდი-ხელი მოუჭრა ხელზე დამ და გაუღიმა.არადა,თვითონაც ნერვიულობდა.ასეთ გასაჭირში პირველად იყო მაია და ეს ნანისაც ძლიერ ადარდება.ასეთი საერთო ტკივილი პირველად დაატყდათ დებს.ადრე მსგავსი არაფერი განუცდიათ.წარმოდიგინეთ,ნანის საკუთარი მტრული საშვილოშნო და დაორსულების გამაგიჟებელი სურვილიც კი მიავიწყდა,მედიკამენტებსაც თითქმის აღარ იღებდა;გულმავიწყი გახდა და ცხორვებას უფრო მუქ ფერებში დაუწყო ყურება.
მორალურ ტკივილს,მატერიალური გაჭირვების საშიშროებაც მოჰყვა და დები ჩიხში მოექცნენ.მაიამ არ იცოდა შვილს როგორ ეტყოდა ამას.როგორ გაუმხელდა,რომ ვეღარ ივლიდა ძვრიადღირებულ სკოლაში,ტანვარჯიშზე და,რაც მთავარია,ვეღარ ექნებოდა ძველებური გარემო.ადრე მატერიალური რამეები მაინც არასდროს ადარდებდათ!დიახ,არასდროს,რადგან მუდამ ჰქონდათ სამარისი და საკმრისზე ბევრად მეტიც კი.არა,მაია არასდიდებით არ დათმობდა არც ბინას,არც ავეჯს და არც ძვირფასეულობას.“ვიბრძოლებ და გამომივა“-აეროპორტში მჯდარიც კი ამხნევებდა საკუთარ თავს.
რამდენიმე წუთში ფიქრების ჯაჭვი გაწყდა,დაინახა მისკენ მომავალი ნინი და ელენე,დამ კი ხელზე ხელი ისევ ძლეირა მოუჭირა.იგრძნო ნანის ძარღვთა დაძაბულობა და გული აუფართხალდა.“ჩემი შვილი,ჩემი ერთადერთი იმედი...“-სკამიდან წამოიწია და გოგონასკენ აიღო გეზი.
-დედიკო-მგონი,ასე თბილად არასდროს მიუმართავს მაიასთავი.სახე სიხარულისგან შეფაკლოდა ნინის,ბარგი ელენეს შეატოვა და სირბილით გაექანა მონატრებულ დედისკენ.
-ნინი,ჩემო პატარა-შვილი აათვალიერა და შემდეგ ხელებით მიიზიდა-როგორ მომნატრებიხარ-გადაეხვია და ასლუკუნდა.
-ნუ ტირი,დედი-ნინიმ თვალებში შეხედა დედას და შემდეგ ლოყები დაუკოცნა-ჩემი მონატრებული დედიკო.
შემდეგ ელენესაც მოესიყვარულნენ დები და „ტაქსი“ გააჩერეს.გზაში სასიამოვნოდ დაიწყეს საუბარი.
-სახლში გემრიელობები გელით,გოგონებო-ღამით გული გადაუყოლებია კულინარიისთვის.კარგი თერაპიააო,ნანი კი არ ცდებოდა.
საღამოს ისევ განმარტოვდა დედა-შვილი.მთელ ბინაში ორი ადამიანი თბილი გულებით ავსებდნენ ერთმანეთს.მაიამ იგრძნო გულზე მოწოლილი სიტყვიბი და თავის ოთახისკენ წავიდა.
-დავისვენებ-გაუღიმა ნინის და ნაბიჯს აუჩქარა.ეშინოდა,რამე არ წამომცდესო.არ უნდოდა ახლადჩამოსული შვილი აენერვიულებინა,მერე და,როგორი მგრძნობიარეა ნინი,ყველაფერი გულთან მიაქვს,ისე განიცდის.“ყველაფერი კარგად იქნება“-ლოგინზე დაეშვა მაია და თვალი მოხუჭა.
ნინი ეზოში ჩავიდა,სკამზე დაჯდა და სუფთა ჰაერი ღრმად შეისუნთქა.მოენატრა ნუგზარი,ყველაფრისდა მიუხედავად,მოენატრა.შერცხვა საკუთარი ფიქრების და მწარედ გაიღიმა.“ის ხომ მამაჩემი იყო“-გაიფიქრა გულაჩუყებულმა.
^^
-ნინიმ იმდენი რამ გადაიტანა,ამასაც გაუძლებს.მისთვის მატერიალური რარაცები არ დგას პირველ პლანზე-მაიას ხელი ლოყაზე გადაუსვა და ნაზად გაუღიმა დამ.
-ნანი,შენ როგორ შეგიძლია ასეთი კარგი იყო-თავადაც ვერ ხვდებოდა რას ამბობდა,გონება დაბინდული ჰქონდა.კრთოდა და დის სახეს თვალებს ვერ აშორებდა.
-დავუძახებ-გვერდითა ოთახში გავიდა და შეანჯღრია ნინი,რომელიც ლოგინზე გაწოლილიყო და ტელეფონიდან თავს ვერ წევდა.
-ნინი,რაღაც უნდა გითხრათ..-სერიოზულით ხმით დაიწყო ნანიმ.
-გისმენ..-თავი ამოსწია გოგონამ,ფეხზე წამოდგა და ორიოდე ნაბიჯით წი წაიწია.
-მაიას ოთახში გამოდი.დამშვიდდი და კონცენტრაცია მოახდინე-გოგონა ოდნავ ათრთოლდა.აზრზე არ იყო რისი თქმა სურდა დეიდას.იმ მომენტში,ყველფაერი გაიფიქრა.დიახ,რა არ გაიფიქრა.თითქოს ვერაფერს გრძნობდა.ზოგჯერ იმასაც კი ფიქრობდა,რომ ამდენმა ტკივილმა ყველა გრძნობაზე ააღებინა ხელი,მაგრამ ასე არ იყო! გაიგო თუ არა სიმართლე,მაშინვე ხმამაღლა აქვითინდა,დედას მიეკრო და მის ჭაღარაშერეულ თმებში თავი ჩარგო.
-დედიკო,ჩვენ გავუმკლავდებით ყველაფერს...-თავი ამოსწია და რეალობას დაუბრუნდა,ცრემლები ნანის მოწოდბული ხელსახოცით მოიწმინდა და ორ უფროსს თვალებში შეხედა.რას ხედავდა მათში? ტკივილსა და შიშს,მაგრამ იმედსაც ამჩნევდა,დროდადრო მოკიაფე და მოხეტიალე იმედის პატარა ნაპერწკლისა.
-სამუშაოს ვიშოვი..-ამოიკვნესა მაიამ და ნანის შეხედა..დავიწყებ სადმე..გუდვილში ნაცნობები ჰყავს ბაჩოს და დეიდაშენი შემპირდა,რომ ადგილს მიშოვის..
-დედიკო,ვიცი,რომ ძალიან გინდოდა ფილოლოგი გამხდარიყავი,რა პერსპექივები გქონდა,ახლა კი მენეჯრის ადგილს ეძებ...როგორ მეზიზღება ეს ყველაფერი!-ხმამაღლა იძახდა ნინი და კედლებს უყურებდა..-ყველაფერი ეზიზღება,რაც მა ნაბ*ჭვარს ეხედა.კიდევ კარგი გავყიდეთ სახლი..ძაძაღლებული ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვის,ალბათ..-ასეთი გაბრაზებული,მგონი,ჯერ არ ყოფილა.მაიამაც უსუსრად შეხედა საკუთარ ქალიშვილს და დამშვიდება სცადა.
-რაც იყო იყო,დამშვიდდი.სკოლაშიც ივლი და ყველგან,რამეს მოვახერხებთ.
-ისე ბაჩოს კომპანიაში სამუშაო ადგილი გათავისუფლდა,ადამინისტრაციაში,რას იტყვი?-სახე გაუნათდა.დას შეხედა და უნდოდა რამით ენუგეშებინა.ოჰ,როგორ უნდოდა,მაგრამ შეეძლო?
-მოდი,მერე ვისაუბროთ ამ ყველაფერზე...ნინი,დამშვიდდი,ცხოვრება წინ გაქვს.შენ არასოდეს გადადგამ ისეთ არასწორ ნაბიჯს,როგორიც მე გავბედე დიდი ხნის წინათ..-ისე ჩაილაპარაკა,თითქოს უკანასკნელი დონის მოხუცი იყო..--მიყვარხარ,ერთად ვართ და,სანამ ასე იქნება,ყველაფერი გამოგვივა-ხელი მოუჭირა შვილს.ნინის სახე შეეცვალა,ფერიც კი დაედო და დედას თვალი გაუსწორა...ისევ იმავეს ხედავდა მის ამღვრეულ მზერაში..
-ელენესთან წავალ-თავის ოთახისკენ აიღო გეზი.ახლა მხოლოდ დაქალის სითბო სჭირდებოდა,უნდოდა მისი ბაგიდან ამოსული სიტყვებით გასჩენოდა იმედი.სარკეშ ცახედა,ცრემლები მოიწინდა,ძალით გაუღიმა საკუთარ ანარეკს,თმა ზემოთ აწია და ჩანთას დაავლო ხელი.
ელენეს მისი ყოველთვის ესმის და ახლაც გაუგებს.მთავარია,რომ მხნეობა შეინარჩუნოს და მის სახლის ზრურბს გადააბიჯოს,მეტი არცაა საჭირო.
-ნინი,არ გელოდი-ელენემ გულში ჩაიკრა დაქალი.ხვდებოდა,რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.სწრაფი ნაბიჯით შეუძღვა მეგობარს თავის ოთახში და კარები მიხურა.
-აღარაფერი გვაქვს,მამაჩემს ყველაფერი წაუგია...თამაშებზე ყოფილა გადაყოლილი და ჩვენ კი არაფერი ვიცოდით..-თავი მხარზე ჩამოადო ელენეს,მაგრამ არ აქვითინებულა.ყველაფერს თანმიმდევრულად და აუღელვებლად უყვებოდა დაქალს,რომელიც გულმოდგინედ უსმენდა და იმედის პოვნას ცდილობდა.
-ნი,შემომხედე-გოგონას თავი ხელში მოიქცია და გაუღიმა..-უბრალოდ დაწყნარდი,არ გიდა პიცა შევუკვეთოთ და ჩვენ საყვარელ ფილმს ვუყუროთ?-ფეხზე წამოდგა და ლეპტოპს თავი ახადა.
-მეორედ არაფრის ყურება მიყვარს-უემოციოდ ჩაილაპრაკა და ბალიშზე თავი დადო-მაშინ რაიმე ახალი ვნახოთ,არ გინდა?-შესთავაზა ნინის და ტელეფონი მიაწოდა,პიცის მოტანის სერვისს დაურეკეო.გოგონამ უღიმღამდ გამოართვა და თვალები დაძაბა,ისეთი დაღლილი ჰქონდა ეს უკანასკნელი,რომ ნორმალურად ციფრებსაც კი ვერ არჩევდა.
-მაშინ რამე ავარჩიოთ-გამოსავალი მოძებნა ელენემ და დაქალს გვერდით მიუცუცქდა.
-რამე დრამა მინდა-გაეღიმა ნინის და პირველ გვერდზე არსებული „ადამიანები როგორც ჩვენ“ არაარჩიია..-მალე პიცასაც მოიტანენ ფეხზე გადხადა და ფეხებე ზემოთ ასწია.ელენეს არაფერი უთქვამ,თავი დაუქნია და ფილმს დააწკაპა.
^^^
დღეები თავისით მიდიოდა,მაია ორკვირიანი წვალების შემდეგ სამსახურში აიყვანეს,რამაც ოდნავი შვება მოჰგვარა ოჯახს,ნინი სკოლიდან არ გამოსულა.ისევ კომფორტულ გარემოში განაგრძო სწავლა.ელენე მუდამ გვერდში ედგა და ყველანაირად ცდილობდა მისი ხასიათი სგამოსწორებას.ყველაფერი მაშინვე არ ხდებოდა,მაგრამ დროდადრო რაღაც იცვლებოდა ნინის ცხოვრებაში.
-დღეს 14 სექტემბერია..-ღიღინით შემოუღო შვილს კარი მაიამ და საწოლზე ჩამოუჯდა...-დღეს ახალ ცხოვრებას იწყებ...-მეთერთმეტე კლასელი ხარ,ნინი,გესმის? ახლა უნდა ადგა,მოწესრიგდე,გადმოალაგო ახალი ტანსაცმელ გარდერობიდან და სკოლაში წასასვლელად მოემზადო.“ტაქსის“ მიასწრებ და მალე მიხვალ,არ დააგვიანებ,ელენეც შენს გვერდით იქნება..-ქალი ყველაფერს ამბობდა,რაც ენაზე ადგებოდა.უხაროდა,რომ ოჯახის გაძღოლა შეძლო,თუმცა რომ არა ბაჩო,ეას გააკეთებდა,წარმოდგენაც კი არ აქვს..მთავარია,რომ ნინის ძველებური კომფორტი არ დაურღვიოს..ნუგზარი აღარ ჰყავს,მაგრამ სიყვარულის ნაყოფი ხომ დარჩა!
-დედიკო,უკვე გათენდა-ზლაზვნით წამოწია ნინი ლოგინიდან და ბალიშ გულში ჩაიკრა-ქალს შვილის მოქმედებაზე საკუთარი ქალიშვილობა გაახსენდა,როგორ ეზარებოდა ხოლმე დილით გაღვიძება,ადგომა და რუტინისთვის თვალის გასწორება.
-კი,საყვარელო...ადექი და მოემზადე,მე სამზარეულოში დაგელოდები,საუზმე მოგიმზადე..-გაუღიმა შვილს და ლოყაზე მოწყვეტით აკოცა..
-დე,სამსახურში არ დაგაგვიანდეს-როგოც ჩანს,მეტი არაფერი მოსვლია აზრად..ბოლოს თავი დაუქნია კარებთან მდგომ დედას და ფეხზე წამოდგა.
„ისევ გათენდა..ისევ სკოლის პირველი დღეა.ეს მეთერთმეტეჯერ ხდება,მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა..“-საკუთარი ცხოვრების გახსენებაც კი ზიზღს გვრიდა,კანკალს აწყებინებდა,ამიტომ არანაირად არ აწყობდა.სარკეში ჩაიხედა და შემდეგ სააბაზანოს კარი გააღო.ნელ-თბილი წყლის შხეფები მხურვალე სხეულზე ესიამოვნა.მგონი,ასე კარგად შხაპი ჯერ არასდროს მიუღია.“რა სასიამოვნოა“-დააჩქარა პროცესი,რადგან დროში შეზღუდული იყო.სწრაფი ნაბიჯით გაემართა საძინებლისკენ და ისებ სარკის წინ აიტუჩა.სადა მაკიაჟი გაიკეთა და თმის გასწორებას შეუდა.ასეთი ჩვევა აქვს,ჯერ სახეს იწესრიგებს და მხოლოდ ამის შემდეგ არჩევს ტანსაცმელს.უთო ყველაზე მაღალზე დააყენა.სხვა გამოსავალი არ ჰქონდა,უნდა ეჩქარა.მაია კი ეუბნება,არ დააყენო უმაღლეს სიმხურვალეზეო,მაგრამ ეს მისთვის მნიშვნელოვანი არაა.თმაზე კარგად გადაინაწილა დამწვრობისგან დამცავი სპრეი და ქერა თმა მის ქვეშ ამოსდო.დღეს ტანვარჯიშიც აქვს და ეს მატებს ძალას.
კლასში ყველა გადაკოცნა მოვალეობის მოხდის მიზნით,ისტორიის მასწავლებელს შეხედა და თბილად მიესალმა,შემდე საკოცნელადაც დაიხარა.ქერა შა ხნის ქალმა ღიმილით მიიღო და თმა გაისწორა.ის მისი დაგმრიგებელია,მეხუთ კლასიდან მოსდევს.დიდად არ ეხატება გულზე იმის მერე,რაც ოლიმპიადაზე მიღებული დაბაში შეფასების გამო „ჩაქოლა“ წლები წინ,მაგრამ ამას არასდროს იმჩნევს.ისტორიას ვერ იტანს,ჭირივით სძულს.დრო და სივრცე არა ისააო,სულ ამას გაიძახის,მაგრამ წარჩეინბული მოსწავლეა.ოქროს მედალზე ამთავრებს სკოლას.
-როგორ ხართ?-სახე შეიცვალა და ისე ჰკითხა დამრიგებელმა,როგორც ყოველთვის,პირველი მისი გაკვეთილი აქვს სასწავლო წლის პირველ დღეს.
-მივსდევთ ცხოვრევის დინებას-უღიმღამოდ უპასუხა მარინა მასწავლებელს-თქვენ როგორ ბრძანდებით?-მოიკითხა ღიმილით.
-არამიშავს..დავიღალე ძალოან ამ ზაფხულს-ჩვეულად ჩაილაპარაკა ქალმა.ნინი მიბრუნდა და გოგონების ხროვაში ალენე შენიშნა.
-ახლა მოვედი!-მსიკენ გამოემართა გოგონას ისე,თითქოს დიდი ხნის უნახავი ჰყოლოდა დაქალი.
გაკვეთილზე განსაკუთრებული არაფერ მომხდარა.მაინე ასწავლბელმა უინტერესო ადმინისტრაციულ საკითხებზე ისაუბრა.ერთადერთი სასიხარულო ის იყო,რომ ოქროს მედალოსნები უფასოდ ისწავლინ ბოლო ორი წელიო,რამაც ისე ჰააბედნიერა ნინი,რომ ლმაის იყო ხმამაღლა ეყვირა.რას იტყოდა მაია,როცა ამას გაიგებდა.ალბათ,ძლიერად გადაეხვეოდა და ჩასჩრჩულებდა, ყველაზე სამაგალითო გოგო მყავსო..
________
საერთოდ ძნელია,როცა წერ.სუსტი გულის ადამიანი ამას საერთოდ ვერ გაუძლებს,რადგან,როცა წერ,ადრე თუ გვიან გამოვა ისეთი ადამიანი,რომელიც არაჯანსაღად შეგაფასებს და,შეიძლება,არმოჩნდეს ისეთი,რომელიც მთლიანად გადაგხაზავს.ამიტომ ძნელია,როცა წერ საჯაროდყველას სხვადასხვა აზრი გვაქვს,არ მოგვეწონება ესა თუ ის,ეს ბუნებრივია,რადგან ამქვეყნად ერთმანეთის იდენტური ფოთოლიც კი არ მოიძებნება.ჩემთვის ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია და მეტიც,მისასალმებელია,ამიტომ ნებისმიერ აზრს ვუსმენ,გინდ ჩემთვის მისაღები იყოს და გინდ არა..არაჯანსაღად მოაზროვნე მსაჯულებსაც არ შეუძლიათ მომიშალონ ნერვები,რადგან ასეთები მუდამ გამოირევიან ჩვენს პატარა ჭრელ საიტის საზოგადოებაში.
ამ ისტორიაზე რამდენიმემ აღნიშნა,რომ ძალიან გადამეტებულია და არაა რეალური,რეალურად წერეო.მე ეს არ მივიღე.ვიფიქრე,ზედმეტად დრაამაა მეთქი და ესეც აღვნიშნე,პასუხი იყო,არა რა დრამაო.არ მესმის,ეს აზრი(ყველას ვერ გავუგებ და ვერც გამიგებს ყველა,ამიტომ არ მწყინს მსგვასი რამეები),მაგრამ მაინც მაინტერესებს და,ამიტომ გეკითხებით ყველას,ვინც კითხულობთ..რამდენად ერთანხმებით ამ აზრს.
მინდოდა რეალური რამ დამეწერა,გზადაგზა მივყვებოდი და ..ცოტა გული კი დამწყდა,რომ წინა ისტორიას გაცილებით დიდი გამოხმაურება ჰქონდა,მაგრამ ეგ არაფერი..უკვე შემზადებული ვიყავი ამისთვის...
მოკლედ,გელოდები შეფასებებს...და მიყვარხართ.



№1  offline წევრი Firefly

მე ძალიან მომწონს ეს ისტორია და ვფიქრობ რეალობასთანაცაა გაიგივებული.სამყარო არაა ვარდისფერი მასში ბნელი ფერებიცაა და უნდა შევეგუოთ ამას.ისტორია ფანტასტიკურია ძალიან მართალი (მე ასე ვფიქრობ).ძალიან მაგარი ხარ ავტორო♥♥
--------------------
M.T

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

♥მარიამი♥
მე ძალიან მომწონს ეს ისტორია და ვფიქრობ რეალობასთანაცაა გაიგივებული.სამყარო არაა ვარდისფერი მასში ბნელი ფერებიცაა და უნდა შევეგუოთ ამას.ისტორია ფანტასტიკურია ძალიან მართალი (მე ასე ვფიქრობ).ძალიან მაგარი ხარ ავტორო♥♥

მადლობ... love

 


რეალურია <333 ველი შემდეგს მომწონს ძალიან

 


№4  offline წევრი lamazi gogona

მომწონს და ველოდები მომდევნოს ძაან მაინტერესებს

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

მადლობთ,ბავშვებო..

 


№6  offline წევრი Be(Queen)

Me axkaxans davregistridi da shegidzliat mitxrat istoria rogor davamato?

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

Be(Queen)
Me axkaxans davregistridi da shegidzliat mitxrat istoria rogor davamato?

საიტზე რომ შეხვალ,ზედა ნაწილში წერია "პანელი" მაგას დააჭერ და გამოჩნდება საიხლის დამატება,შეხვალ და შემდეგ უყურე ვიდეოს ("ვიდეოს ნახვას" თუ დააწკაპებ,ნახავ სიახლის დამატების გაკვეთილს).

 


№8 სტუმარი ვჰდჰ

არ გეწყინოს მარა ძალიან მოსაწყენია, თითქმის ყველა შენ ისტორიას ბოლომდე ვერცერთს ვერ ვკითხულობ, დიალოგები ძალიან ვოტაა და აღწერების კითხვა კიდე მოსაბეზრებელი

 


№9  offline ადმინი უნდა ვწერო

ვჰდჰ
არ გეწყინოს მარა ძალიან მოსაწყენია, თითქმის ყველა შენ ისტორიას ბოლომდე ვერცერთს ვერ ვკითხულობ, დიალოგები ძალიან ვოტაა და აღწერების კითხვა კიდე მოსაბეზრებელი

არაა,არ მწყინს,მაგრამ მე არ ვთვლი,რომ ცოტა დიალოგია.მგონი,საკმაოდააა.ეს შენი გადასაწყვეტია.
ყველას განსავავებული ხედვა და აზრი აქვს,ამიტომ არავის ვეწინააღმდეგები.

ყველა თავის გემოვნებისას იპოვის..

 


№10  offline წევრი TIME

me sheni istoriebi sxvebic wakitxuli maqvs da martla gulwrfelad getyvi yvela dzalian saintereso iyo da mati shinaarsi ki damafiqrebeli.rac sheexeba am istorias aq wamochrilia is problemebi rac dgesdgeobit bevr ojaxs aqvs.am saitze shen imitom gafaseb rom gansxvavebuli weris stili gaq,gansxvavebul istoriebs wer da swored am gansxvavebulobas ver gpatiobs zogi albat.arajansag da araswor kritikas yuradgeba ar unda miaqcio unda aketo is rac giyvars,am shemtxvevashi ki unda wero da wero..warmatebebs gisurveb gafaseb dzalian♥♥♥

 


№11  offline ადმინი უნდა ვწერო

TIME
me sheni istoriebi sxvebic wakitxuli maqvs da martla gulwrfelad getyvi yvela dzalian saintereso iyo da mati shinaarsi ki damafiqrebeli.rac sheexeba am istorias aq wamochrilia is problemebi rac dgesdgeobit bevr ojaxs aqvs.am saitze shen imitom gafaseb rom gansxvavebuli weris stili gaq,gansxvavebul istoriebs wer da swored am gansxvavebulobas ver gpatiobs zogi albat.arajansag da araswor kritikas yuradgeba ar unda miaqcio unda aketo is rac giyvars,am shemtxvevashi ki unda wero da wero..warmatebebs gisurveb gafaseb dzalian♥♥♥

მაგრად მისი აზრები wink wink

 


№12 სტუმარი მაიკო-გიო

მომწონს.....ამდაგვარი სიტუაცია ბევრ ოჯახში იქნება დარწმუნებული ვარ..გააგრძელე,ძალიან კარგია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent