შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყეული ღამეები[7]


10-09-2015, 00:04
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 449

იმ მომენტში, ძნელი იყო მაიას სახის აღქმა,ისეთი აღშფოთებული და აკანკალებული იყო,რომ მისი მდგომარეობა ადამიანურ განცდებს აღემატებოდა.შერცხვენილი სახითა და უმწეო გამოხედვით უსუსურ ნუკრს მოგაგონებდათ.თმები სახეზე წაეფარებინა ხელებით და თითები უთრთოდა.სახეაწითლებული ქალი დის სახეს უყურებდა და,ალბათ,მიწის გასკდომაზესაც კი ოცნებობდა.
-ჩემი საბრალო-სენტიმენტალურობა გაურია ხმაში ნანიმ და დას დააკვირდა,თვალებით ჭამდა მაიას.ეტყობოდა,რომ გაგრძელებას ელოდა,მაგრამ ქალი იდგა გაშეშებული,როგორც რაღაც ლამაზი ქანდაკება და ხმას არ იღებდა,თუმცა მისი თვალები სათქმელს ამბობდნენ.ნანი მიხვდა ყველაფერს ან ამას რაღაც გაგრძელება უნდოდა,ხელები შემოხვია დას და ღრმად ისუნთქეო,ყურში ჩასჩურჩულა.
-ძლიერი ხარ,გამაგრდი,ერთად გადავიტანთ ყველაფერს-მაია სხვა დროს ნებისმიერ ადამიანს გაუბრაზდებოდა ამ სიტყვების გამო,უშანარსო ტრივიალურობააო,მაგრამ იმ მომეტში, ისე დაამშვიდა დის ნათქვამმა,რომ სიმწრისგან გაუღიმა კიდეც შეშინებულ სახეს,ვერაფერს ამბობდა,თუმცა,არც იყო საჭირო სიტყვები.ისინი ხომ ზოგჯერ მნიშვნელობას კარგავენ,ზოგჯერ უბრალოდ ჰაერში იბნევიან,განსაკუთრებით კი, ასეთ მომენტებში ისინი აზრს კარგავენ,მხოლოდ თვალები,მზერა,სახის ინტონაცია..
ქარმა დაბერა და ცაზე დალაქული ღრუბლები გადაყარა,თითქოს გარემომაც იგრძნო დების სიყვარული,ალერსი...ისევ ერთმანეთში ჩახვეული ხელებით ისხდნენ და რაღაც წერტილს უყურებდნენ,იქნებ ეს ნიშანი იყო,ნიშანი იმის,რაც უნდა მომხდარიყო,მომხდარიყო გადაუდებლად.
-უნდა წავიდეთ-მაია ისეთი სახით წამოხტა,იფიქრებდი,დაიბრუნა ამ ქალმა სიცოცხლის ხალისიო.გაორმაგებული ენერგია ჩააქსოვა იმ სიტყვებში,რომლებიც ცოტა ხნის წინ წარმოთქვა,დის სახეს შეხედა და თვალებით ანიშნა,ადექიო.მიხვდა ნანი რაშიც იყო საქმე,ჩანთას ხელი სტაცა და დერეფანში გავიდა.მაის უკან გაჰყვა ისე,რომ კარები არ დაუკეტავს.კარის მეზობელი გააფრთხილა,ნუგზარი გარდაიცვალა და სახლი დამილაგე, სანამ მოვალო.ისეთი კეთილი ქალი იყო,რომ თავის ორი ქალიშვილიც გამოიყვანა,მეზობელს უჭირსო.მაის ეს ესიამოვნა,გადაეხვია მეზობლებს და ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა.
-დაწყნარდი..-ამშვიდებდა ნანის და მხარზე ხელს უსვამდა,ცოტა ხანში პირიქით ხდებოდა და მანქანა იძროდა.სულ მალე მიუახლოვდნენ საავამდყოფოს და მაშინვე კარებისკენ აიღეს გეზი.
^^
-არ მჯერა,ის აღარაა-ტიროდა ნინი და ცრემლებს ღვრიდა.დედისთვის არაფერი უკითხავს,მხოლოდ ნანის ესაუბრა,რომელმაც ყველაფერი დეტალურად მოუყვა ერთი ამბის გარდა,ანდროა არ უხსენებია,როგორც დამ დაავალა.
-საბრალო...-ელენე ნინის გვერდიდან არ შორდებოდა და მისი მდგომარეობის შემსუბუქებას ყველანაირად ცდილობდა.უნდოდა,რომ დაქალს არ ეგრძნო სიცარიელე.ამის შევსება უნდოდა,უნდოდა,რომ ნინის არ ეგრძნო უბედურება.
მშობელი მაინც მშობელია.როგორ უნდა შეიძულო ადამიანი,რომელმაც მოგავლინა ამქვეყნად,ასე თუ ისე,გზრდიდა და შენზე გული შესტკიოდა,მუდამ თუ არა,ზოგჯერ მაინც,ზოგ მომენტში მაინც..“კაიფისა და სასმლის ბრალია“-ფიქრობდა ყოველ ღამე,როცა ეძინა..დიახ,ნინი მუდამ ამაზე ფიქრობდა.
მაგრამ რეალური,რაც რეალურია და მუდამ ჩვენთან იქნება,რასაც ვერაფერი და ვერავინ დასძლევს და ვერ წაგვართმევს,ნეტა,რა არის? ეს ხომ ისაა,რაზეც მუდამ ვეძებთ პასუხს,მაგრამ ვერასდროს ვაღწევთ მასთან ახლოს და ვერასდროს ვიგებთ თუ რა არის სიმართლე.
ვიგებთ ტკივილისა და სიხარულის გემოს,მაგრამ ვერასდროს ვუღრმავდებით მათ,სიკვდილს ვუყურებთ თვალებში,მაგრამ ვერასდროს ვიგებთ როდის მოდის ის.ვერასდროს ვადევნებთ თვალს ცხოვრებას ისე,როგორც საჭიროა.ზოგჯერ ბედს მივენდობით და არიოდარეშკის აგდებით ვაგრძელებთ სავალ ბილიკს,რომელზეც ცხოვრების მატარებელი დადის და ზოგჯერ სიკვდილიც გამოივლის ხოლმე.შეიძლება ეს ისე ადრე მოხდეს,რომ გაკვირვებისგან სახის ფერიც კი შეგეცვალოს,მაგრამ შეიძლება ისე გვიან,რომ ვერც კი გაიაზრო გრძელი ცხოვრების დასრულება.თუმცა ეს უკანსკნელი გრძელი არასდროსაა,რადგან ადამიანეები დაუკმაყოფილებელი არსებანი ვართ.მაინც რა გვყოფნის? არაფერი,არაფერი და კვლავ არაფერი! არც ბედნიერება,არც სიხარული,არც სიკეთე...და არც ცხოვრების დღეები.
ცოტა ხნის წინ ნინიმ „ქარწაღებულნი“ დაასრულა და ემოციებში ცურავდა,გრძნობდა რომანის პერსონაჟთა განცდებსა თუ სურვილებს,თანაუგრძნობდა მათ,მაგრამ საკუთარი განსაცდელის წინაშე მაინც უძლური აღმოჩნდა,გაუჭირდა ამ ყველაფრის დაძლევა..მამის დაკრძალვის მეორე დღეს ლოგინიდან ვერ დგებოდა,ელენეც არ ჩერდებოდა და ამხიარულებდა,უფრო სწორედ,ცდილობდა მის გამხიარულებას,მის ხასიათზე მოყვანას,მაგრამ გოგონა ისე სკარლეტ ო’ჰარაზე ფიქრობდა.როგორ დაუახლოვდა ამ პერსონაჟს,ფსიქოლოგივით აკვირდებოდა მის ემოციურ მდგომარეობას და ცრემლებს ღვრიდა,დასტიროდა ორ ცხოვრებას, საკუთარსა და სკარლეტისასას.
„ქალი,რომელსაც ცხოვრებაში მხოლოდ ორი მიზანი ჰქონდა გამდიდრება და ეშლის დაუფლება,ბოლოს ხვდება,რომ არც ერთი არ იყო ისეთი რამ,რასაც შეეძლო მისთვის ბედნიერების მოტანა.გამდიდრდა და ზედმეტადაც კი,მიაღწია ფუფუნების უმაღლეს წერტილს,მაგრამ მაინც ვერ გრძნობდა სიხარულის იმ განცდას,რომელსაც ამისგან ელოდა.ბოლოს იმასაც კი მიხვდა,რომ ეშლი არ უყვარდა,ისიც კი გაიგო,რომ ეშლის არასდროს ყვარებია ის,მაგრამ გული არ ტკენია,არადა, ადრე მხოლოდ ამით ძლევდა ცხორვების თითოეულ განსაცდელს.მიხვდა,რომ არარეალური სახე უყვარდა,ფანტაზიით შექმნილი მამაკაცი,რომელსაც ცხელზეამხედრებულს ყვითელი თმები უელავდა სპეტაკ ჰაერში..და ბოლოს მიხვდა,რომ მამაკაცი,რომელიც ათეულ წელზე მეტ ხანს ეტრფოდა და ევლებოდა თავს,იყო მისი ნამდვილი სიყვარული,მაგრამ ყველაფერს დრო აქვს! მისის მისი ცხოვრება რეტი და რჩება მარტო! ჩემთვის უმნიშვნელო ხარო,ეუბნება ..უკანასკენლი სიტყვები და საბოლოო დამშვიდობება,აღსარება და აღიარება...“-ისევ სკარლეტს ვერ იშორებდა თვალიდან ნინი.ბოლოს ჩაეძინა კიდეც.მაია შემოვიდა და დააფარა,მერე ელენეს შეხედა რას იზამო.გოგონამ თავი დაუქნია,მასთან დავრჩებიო და ქალმაც კარი დაიხურა.
ჩაცმული მიწვა დივანზე,საძინებელში შესვლა ხომ არ შეეძლო.სახლის გაყიდვაზეც კი ფიქრობდა ქალი,თუმცა მანამდე შეეძლო რამე ექირავა.ნუგზარმა ფსიქოლოგიურად კი გააუპატიურა,მაგრამ,რაც მართალია,ფული და კაპიტალი დაუტოვა,უფრო სწორედ,დარჩა.
ჩაფიქრებულიყო ნანიც,რაღაც კმაყოფილების შეგრძნება დაეუფლებინა იმის გამო,რომ ანდრო არც პანაშვიდებსა და არც დაკრძალვაზე არ უნახავს.იცოდა,რომ ის არ მოსულიყო.მაიასაც ახარებდა ეს ფაქტი,მაგრამ ანდროს სახელის წარმოთქმაც კი არ შეეძლო.
იწვა მაია და უყურებდა ჭერს,აკვირდებოდა.ისევ ის სასიამოვნო შეგრძნებები და გრძნობები ახსენდებოდა,რომელიც მეუღლესთან განიცადა,თითქოს ბოლო შვიდი თვე აღარც ახსოვდა,იწვა და ჩუმად უსმენდა საათის წიკ-წაკს,ეს უკანაკნელი ხომ ერთადერთი იყო,რაც ღამის ბურუსში,თავისას რიტმულად მიერეკებოდა.
მხოლოდ ნინის ეძინა,დანარჩენები კი გახევებულნი იწვნენ,სხვები არ გავაღვიძოთო.თითოეულ მათგან მხოლოდ საკუთარი თავი ეგომა მღვიძარე.ასე გაათენეს მთელი ღამე და მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინათ.
მხოლოდ ნინი დადიოდა ოთახებში,ნერვიული სუნთქვით მიაბიჯებდა და მძინარებს აკვირდებოდა.ფეხაკრეფით აიღო გეზი სამზარეულოსკენ და ყინულიანი წვენი გამოიტანა,სკმაზე ჩამოჯდა და წრუპვა დაიწყო.სახეზე ფერი დასჩენოდა,ლოყები ოდნავ შევარდისფერებოდა და სულ სხვანაირად გამოიყურებოდა გოგონა,ტყუილად ხომ არ ამბობენ ძილი ალამაზებსო.ეს,ალბათ,უფრო მითია,მაგრამ დასვენებული ნინი თავს არ ჰგავდა.
ამ ყველაფრის მერე თვალის გასწორებაც კი უჭირდა იმ სამყაროსთვის,რომელსაც ცხოვრება ჰქვია.ახლაც თვალები დაეხუჭა და ვინ იცის რა ხდებოდა მის წარმოდგენებში.რაზე ფიქრობდა და რას განიცდიდა გოგონა,რომელიც ახლა იწყებდა საკუთარი „მეს“ გამოჩენას,გამძაფრებასა და საზოგადოებისთვის თვალის გასწორებას.
ფანჯრიდნა გაიხედა.ის სკამის,სადაც ერთ დღეს ნელი ბებიასთან იჯდა დაცარიელებულიყო,ფოთლები შეხუნებულიყვნენ,ნიადაგი ხურდა და ზაფხულის ტიპიური სურათი ჰორიზონტად ეფინებოდა გოგონას თვალთახედვას.
^^
-ოჯახის წევრები არ ყავს? მეგობრები მაინც?-ექიმი დერეფანში იდგა და სასუნთქი აპარატის გამორთვის შემდეგ გაკვირვებული აკვირდებოდა მაღალი მამაკაცის ცხედარს.
-მარტო მოიყვნეს-ექთანი თავაუღებლად პასუხობდა და თან ავსებდა პაციენტის ისტორიას-მისი ტელეფონი ვნახოთ-თითქოს გონება გაუნათდა და ტელეფონის მოსაძებნად გავიდა-აი,ვნახე-ხუთიოდე წუთის შემდეგ ღიმილით შეათვალიერა უფროსი ექიმის გამომეტყველება,რომელიც მადლობის ნიშნად თავს უქნევდა.
საყვარელ ნომრებში ანდრო და ნუგზარი ჰყოლია მონიშნული.ექიმი ალღოს მიჰყვა და რომელიღაც ნომერს გაუსვა თითი.
არაბულების ოჯახში ტელეფონის ზარი გაისმა.ყველას ეძინა და მხოლოდ ნინიმ გაიგო ის.აფორიაქებული გავიდა გვერდითა ოთახში და ტელეფონს დაუწყო ძებნა,ვინ უნდა იყოსო,ფიქრობდა გოგონა.მობილურზე,როგორც ჩანდა,არ რეკავდა ექიმი,სახლში სჯობსო,ალბათ,იფიქრა.
-აი,დაგიჭირე-გოგონამ ნაღვლიანად აიღო ტელეფონი და უპასუხა.საავადმყოფოს ხმები მაშინვე მოხვდა ნინის ყურს,რამაც არც ისე სასიამოვნო რამეები გაახსენდა,ისევ წარმოიდგინა ნუგზარი და მერე ნელი ბებიაც გაახსენდა.
-თქვენ რომელი ხართ?-აკანკალებული ხმით ჰკითხა გოგონამ და წვენის ჭიქა ძირს გაუვარდა,თუმცა,ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია და მთელი ყურადღება მოსაუბრეზე გადაიტანა.ექიმმა სათქმელი უთხრა და,როცა ნინიმ უპასუხა ნუგზარი აღარ არისო,ვწუხვარ,მაგრამ იქნებ ვინმეს შეატყობინოთ.
-კარგით,ერთ საათში შეგეხმიანებით-უპასუხა გოგონამ.
ექიმმა ტელეფონი გათიშა და მკვდარი გიორგის დააშტერდა.“ნუთუ,არავინ ჰყავს,მეგობარიც დაღუპვია,რა სასტიკია ცხოვრება“-გიორგი დაახლოებით ათი დღის წინ ავარიაში მოჰყოლია,დაშავებული საავადმყოფოში გადმოუყვანიათ და,როგორც ჩანს,მისი გადარჩენა შეუძლებელი ყოფილა.
ნინი ისევ განმარტოებით დაჯდა,ოღონდ ამჯერად ფანჯარასაც განერიდა,არ უნდოდა ზედმეტი ემოციები,ისედაც ისეთი ძლიერი ტალღები აწვებოდნენ,რომ ლამის იყო წაქცეულიყო.
ცოტა ხანში მაიასაც გაეღვიძა,მას ნანის მიჰყვა,ხოლო ელენე ისევ ძილის ბურუსში იყო გახვეული.ქალები სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდნენ გოგონა.ნამსხვრევებზე არაფერი უკითხავთ,უბრალოდ ნანი გაიქცა ცოცხის მოსატანად,მე ავგვიო.დაუზარელი ქალი,წინა ღამესაც ქმარი სახლში მარტო დატოვა და დასთან დარჩა.
-დედიკო-დაბლა დაიხედა გოგონამ და მერე დედის დაღლილ სახეს დააკვრდა-გიორგი გარდაცვლილა,ცოტა ხნის წინ დარეკეს,თურქეთშია და ნაცნობებს შეატყობინეთო.
-მისი ოჯახი უცხოეთში ცხოვრობს,რამენაირად დავუკავშირდები-გაუღიმა დედამ და გულში ჩაიკრა გოგონა.ამ დროს ელენეც გამოვიდა და ოთახში მყოფთ მიესალმა.
^^
ერთ კვირაში ნუგზარის სახლი გაყიდეს,რაც სანცნობობის გამო არ გასჭირვებით და ახალ ბინაც იყიდეს.ოროთახიანი მათვის მშვენიერი არჩევანი გამოდგა,ავეჯიც გამოცვალეს,რადგან მაიას არ შეეძლო ძველი რამეების ყურება.ეს მასში დიდ მწუხარებას იწვევდა.ისეთ შეგრძნებებტან იყო დაკავშირებული ეს ყველაფერი,რასაც ერთი სიტყვით სიგიჟეს დაარქმევს.და რა არის ეს უკანასნელი? სიგიჟე არის რაღაც აბსურდულის გათვიცნობიერებლად კეთება.ამის აღიარება,აღიარება იმისა,რომ გიჟივით იქცევი,საკმაოდ ძნელია!
გრძნობდა,რომ შეიცვალა ყველაფერი,თითქოს მთელი არსებით სხვა მხარეს გადაიხარა და რადიკალურად იცვალა გეზი.“ახალი ცხორვება,ახალი დღეები..“-ჩაესმოდა ნინის დედის აკვიატებული სიტყვები და თვალზე ცრემლი ადგებოდა.
-დედი,პროდუქტების საყიდლად გამოყევი-გვერდითა ოთახიდან მოესმა დედის მუდარით სავსე ხმა.ეზარებოდა,მაგრამ მაინც დასთახმდა დედას.ეს გრძნობა მაიას სიყვარულტან შედარებით ხომ არაფერი იყო.
^^
-როგორ მომწყინდა-ნუგზარი სახლის კარს აღარ სცლდებოდა გიორგის გარდაცვალების შემდეგ,არ იცოდა რა გაეკეთებინა.მხოლოდ აგვისტოს დასაწყისში გააღო კარი,სუფთა ტანსაცმელი გადმოალაგა გარდერობიდა,პირი სუფთად გაიპარსა,სუნამო შეისხა და გარეთ გასასვლელად გაემზადა.“ბარში შევივლი,ამის დედაც..“-გაიფიქრა და მანქანის გასაღები ხელში აათამაშა.
^^
-ესეც ასე,მაცივარში შემალაგებინე და ვახშმისთვის რამე მოვამზადოთ-მაია ყველანაირად ცდილობდა ყურადღების სხვა რამეზე გადატანას.ადრე ქმარს ვუჩუვლებო იმასაც ფიქრობდა,მაგრამ მას მერე,რაც ნუგზარი გარდაიცვალა,მსგვასი რამ ფიქრადაც კი არ გაუვლია.
ღამით კოშმარებიც კი აწუხებდა ხოლმე ქალს,ანდროსაც კი ხედავდა ხოლმე,როგორ ეხებოდა და როგორ ლოშნიდა თავისი ამაზრზენი ტუჩებით.შეშინებულს გამოეღვიძებოდა ხოლმე,მაგრამ ხმას არ იღებდა,შვილი არ გავაღვიძოო.დილას ჩვეულად იღვიებდა,ადრე დგებოდა და აგრძელებდა ძველებურ დღეებს.რა თქმა უნდა,არ ეს დღეები არ ჰგავსდა ისეთს,როგორის წარსულში იყო,მაგრამ ცხოვრება მაინც მიედინებოდა.
აგვისტოს შუა რიცხვები იყო,როცა ელენემ ნინი დასვენებაზე დაითანხმა.ანტალიაში ერთკვირიანი ტური უკვე შეძენილი ჰქონდა,ამიტომ მეგობარმა უარი ვერ უთხრა და ბუზღუნით შეუდგა ბარგის ჩალაგებას.დედის მარტო დატოვება უმძმდა,მაგრამ მაია არწმუნებდა,კარგად ვიქნები,შენ დაისვენეო.ეჭვი ეპარებოდა დედის სიტყვებში,მაგრამ თავს აჯერებდა,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
თვითმფრინავი შაუღამით გადიოდა და დედას სთხოვა,არ შეწუხდება და არ გამომიაროო,თუმცა,მაია მაინც თავისას გაიძახოდა,რა პრობმელებაა წამოვალო,მაგრამ,როგორც იქნა,დედა დაითანხმა,როცა ჩავალ დაგირეკავ,არ ინერვიულოო და გვიან „ტაქსით“ გაუდგდნენ აეროპორტისკენ მიმავალ გზას.
-დაისვენებ და,რომ ჩამოხვალ ყველაფერს სხვაგვარად შეხედავ-ელენე პოზიტივით ღსავსემ მზერით ეუბნებოდა მეგობარს და გულში იკრავდი ისე,თითქოს ამ უკანასკნელს მოწყურებული იყო.გოგონების თვალები ისე ბრწყინავდა,რომ ადამიანს შეშურდებოდა მათი,კეთილი შურით დაუწყებდნენ ცქერას და სენტიმენტალურებს ცრელებიც კი მოადგებოდათ.
^^
დილას ყველასთაან სხვაგვარად თენდება,ზოგი სადაა და ზოგი სად.ზოგი ღიმილიანი სახით დგება ლოგინიდან,ხოლო ზოგი თავში ხელს იტყამს და ყველაფერს ნანობს,ზოგი ისეთ რამეს იგებს,რომ ლამისაა ღრმა ძილს მიეცეს.
-ქალბატონი მაია ბრძანდებით?-დილაადრიან ტელეფონის ხმა აღვიძებს მაიას.მოსაუბრეს ხმას ოფიციალურობა განმსჭვალავს.აღელვებული პასუხობს უცხო ნომერს და თმას უკან იწევს-თქვენთან სერიოზული საქმე გვაქვს? ალბათ,იცი,რომ თქვენმა მეუღლემ,რომელიც..-წინადადება დასრულები არ იყო,როცა კანკალი დაეწყო მაის და ცივმა ოფლმა დაასხა.ინტერესით დაუგდო გაგრძელებას ყური და...

ველი თქვენს შეფასებებს.
აღარ მიყვარხართ(გაღიმებული სახე) ეს ხუმრიბით,მარა ნუ იზარებთ აზრის გამოხატვას.



№1  offline წევრი TIME

wina tavze davagviane komentaris dawera,magram mainc dagiwere,radgan ar shemidzlia romelime tavis ukomentarod datoveba♥rac sheexeba am tavs saintereso da damaintrigebeli iyo,moutmenlad veli shemdegs.warmatebebi chemo kargo♥♥♥

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

TIME
wina tavze davagviane komentaris dawera,magram mainc dagiwere,radgan ar shemidzlia romelime tavis ukomentarod datoveba♥rac sheexeba am tavs saintereso da damaintrigebeli iyo,moutmenlad veli shemdegs.warmatebebi chemo kargo♥♥♥

მადლობ..

 


ძაან მომეწონა მალეე დადე რა ვერვითმენ

 


№4  offline წევრი Firefly

ძალიან კარგია♥
--------------------
M.T

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

შეყვარებული გოგონა
ძაან მომეწონა მალეე დადე რა ვერვითმენ

♥მარიამი♥
ძალიან კარგია♥

love

 


№6  offline წევრი lamazi gogona

Dzalian Momwons <3

 


№7  offline წევრი DiscoGirl

რატომღაც მგონია, რომ ნაჩქარევად წერ. სიუჟეტის მიმდინარეობას არ ვგულისხმობ. ერთხელ გადაკითხვა და შეცდომების გასწორება აკლია შენს ნაწერს. ზოგან ასოებს აკლებ, ზოგან ამატებ ან ერთმანეთში ურევ. იმედია არ მიწყენ და გაითვალისწინებ ;)

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

DiscoGirl
რატომღაც მგონია, რომ ნაჩქარევად წერ. სიუჟეტის მიმდინარეობას არ ვგულისხმობ. ერთხელ გადაკითხვა და შეცდომების გასწორება აკლია შენს ნაწერს. ზოგან ასოებს აკლებ, ზოგან ამატებ ან ერთმანეთში ურევ. იმედია არ მიწყენ და გაითვალისწინებ ;)

კი,გავითვალისწინებ.ვერ მოვასწარი გადაკითხვა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent