შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი გვირილა და სისხლისფერი ვარდი [2]


11-09-2015, 01:13
ავტორი სანდრა
ნანახია 2 640

–დემე, მარტო ცხოვრობ ისევ? – პრესზე თითები დაუსვა ლიკამ და თვალების ხამხამით ახედა.
–არის სახლში სხვა ვინმე?! – გაეღიმა მამაკაცს.
–რა ვიცი... იქნებ მოვიდეს? – ეშმაკურად ჩაილაპარაკა.
–ლიკა, მოვლენ, ოღონდ ჩემი მეგობრები და ისიც დრო გამოშვებით, – თვალი ჩაუკრა.
–იმედი მაქვს, კარგი მეგობრები გყავს... – უხერხულად შეიშმუშნა.
–არაჩვეულებრივი! გპირდები, ისე მოგეწონება და ისე დაუახლოვდები ყველას, მოინდომებ სულ მათთან იყო! – ცხვირზე აკოცა დემემ.
–მაშინ, ველოდები! – გამხიარულდა ლიკა.
–დღეს საღამოს აპირებენ ამოსვლას და ხომ არ დატრიალდები? – ხერხემალზე დაუსვა თითი და გაუღიმა.
–მმ, კარგი! – მხიარულად წამოფრინდა ფეხზე.
უნდა თქვას, ძალიან ბედნიერია და გული სწყდება, რომ ამდენი დრო ამ მამაკაცის გარეშე გაატარა...
***
–და როგორ დამეხმარები? – თითქოს დამშვიდდა.
–არ ვიცი... – ამოიჩურჩულა დაბნეულმა ლიზამ. – თუმცა აქვე, ახლოს ვცხოვრობ... – ვერც გაიაზრა რამხელა საფრთხე შეუქმნა თავს.
–მაშინ, სწრაფად... – დაიჩურჩულა მამაკაცმა.
პირველ წამს არ განძრეულა. თავში ალაგებდა მომხდარს და დასკვნის გამოტანას ცდილობდა იმაზე, თუ რამდენად კარგად მოიქცა. რომ ვერ მიხვდა, თავი გაიქნია უარყოფის ნიშნად და მამაკაცს უჩვენა საით უნდა წასულიყო.
–რატო მეხმარები? – რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ჰკითხა ულამაზესი ნაკვთებისა და გემრიელი ხმის პატრონმა მამაკაცმა.
–იმიტომ, რომ ექიმი ვარ და ჩემი მოვალეობაა დაგეხმარო! – სხარტად გასცა პასუხი.
–მაშინაც, როცა ძალიან დიდი ხალხი მომსდევს მოსაკვლელად?
გაიყინა. ნაბიჯი ვეღარ გადადგა. სუნთქვა შეეკრა. ყველაფერს ელოდა, მაგრამ ამას არა. იცოდა, რომ რისკი იყო მისი დახმარება. ბოლოს და ბოლოს, შეიარაღებულია და ღმერთმა იცის რამდენმა შენიშნა ეს უკვე. თანაც, გაქცევა თავდასხმასავით გამოუვიდა.
***
–დემე, რა გავაკეთო? – გამოსძახა სამზარეულოდან იმის შემდეგ, რაც წინსაფარი გაიკრა და სარკეში თავიც ასე თუ ისე, მოიწესრიგა.
–რავი ლიკ, ტკბილეულობა უყვართ.. და ჰო, დათვები არიან, გაითვალისწინე, – სიცილით დაუმატა.
–ანუ ახლა ნამცხვარს რომ გამოვაცხობ, ჩემი საოცრება მაგათ უნდა ვაჭამო? – დაბღვერილმა შემოყო მისაღებში თავი.
დემეტრემ მხრები აიჩეჩა.
–თუ გინდა შენი ნამცხვარი მე მაჭამე და მე იმათთვის ვიყიდი! – ეშმაკურად ჩაუკრა თვალი.
–შენ გაჭამო? – წარბები არ გახსნა. – მაგას სჯობს, შენთვისაც წამოაყოლო ნამცხვარი!
მანაც ჩაუკრა თვალი და უკანალის ქნევით, გაჯგიმულმა გაიარა მისაღები.
რასაც ელოდა, ის მიიღო. წელზე რომ შემოხვია მამაკაცმა ხელები და კისერში აკოცა, სასიამოვნო შეგრძნებამ მოიცვა მისი მთელი სხეული.
ამდენი ხნის შემდეგ, პირველად შეიგრძნო თუ რა იყო ნამდვილი სიამოვნება.
***
–გადაიფიქრე? – ფიქრებიდან მამაკაცის ხმამ გამოიყვანა, რომელიც აშკარად ძალიან, ძალიან ახლოს იყო მასთან.
დაბნეულმა, შემკრთალმა გაიხედა უკან, საიდანაც ხმა მოდიოდა. მამაკაცის თვალებს უნებურად დააკვირდა. შეეშინდა. ძალიან. გააკანკალა. თითქოს იზიდავდნენ, თავისკენ ითრევდნენ და ამან შეაშინა სწორედ.
თავიდან გაქცევას აპირებდა, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა, რა აზრი ქონდა...
–წამოდი.
მოკლე გზებით იარეს და მალე მივიდნენ სადარბაზოსთან.
ისე ეუხერხულებოდა მთელი უბნის ლიზას... ჯერ იყო და ლიკა ატარებდა ნაირ–ნაირ კაცებს სახლში, ახლა ამას მოყავს ვიღაც კაცი..
წამით შედგა სადარბაზოსთან.
–წავედით თუ დამიჭირონ მაინცდამაინც? – ისევ ყურთან უჩურჩულა მამაკაცმა.
ლიზამ შენიშნა როგორ შეიცურა ჟაკეტის ქვეშ პისტოლეტი. ღრმად ჩაისუნთქა და შევიდა სადარბაზოში.
რაც ყველაზე მეტად აშინებდა ლიფტი იყო. არ წახვალ ლიფტით და როგორია მეშვიდე სართულზე ახვიდე ფეხით, გაგძვრება ქანცი, წახვალ და ეს საშიში მამაკაცი გიმშვენებს გვერდს იარაღით და კაცმა არ იცის როდის გამოკრავს სასხლეტს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი, ნორმალურად ვერ აზროვნებს ადამიანი.
ღილაკს მიაჭირა და კარის დაკეტვას დამფრთხალი დაელოდა. პულსი საშინლად აჩქარებოდა და ღრმად სუნთქავდა. წეღან, რომ მოსდევდა მამაკაცს სულ არ ადარდებდა რა მოხდებოდა, ახლა კიდევ ადარდებს და თან ძალიან. გულის სიღრმეში თითქმის ენდობა კიდეც, მაგრამ ზედაპირზე ვერა.
–ნერვიულობ? – შეამჩნია მამაკაცმა და იარაღი საოპერაციო შარვლის რეზინს მიანდო.
–იარაღიანი მამაკაცი მახლავს ოთხკუთხა სივრცეში, რომლის კატასტროფულად მეშინია ბავშვობიდან, ასე რომ, რა მაქვს სანერვიულო! – ირონია ვერ დამალა.
–მაგ ტონს არ გირჩევ, ექიმო, – ჩაიღიმა მამაკაცმა. – და ნუ დაივიწყებ, მე არ მითხოვია! თავად დადე შენი სიცოცხლე სასწორზე და ახლა მოგიწევს იზრუნო, რომ სიკვდილმა არ გადაწონოს შენი ასეთი ძვირფასი სიცოცხლე! – არც მან დააკლო ირონია./
შუშაზე შეამჩნია ლიზამ მამაკაცის მწვანე თვალები როგორ ელავდა და გააკანკალა.
***
კარზე ზარზე გული აუჩქარდა ლიკას. თვითონაც არ იცის რატო, მაგრამ ფაქტია – დაიძაბა. გამომხვარი ნამცხვარი ქურადან გამოიღო, წინსაფარი და ხელთათმანი მოიხსნა, დემეტრეს ერთი წუთიო – ხელით ანიშნა, სარკეში უსწორმასწოროდ ჩამოშლილი თმა გაისწორა და კარის გასაღებად გაჰყვა მამაკაცს.
–ნუ ნერვიულობ რა, ყველაფერი ათიანზე იქნება! მეგობრები არიან, სხვა ხომ არაფერი! – ანუგეშა და შუბლზე ცხელი კოცნა დაუტოვა.
ცოტა მოეშვა, მაგრამ ინსტიქტის მსგავსი არ მოეშვა და წამში შემატა დაძაბულობა.
ჭიშკრის კარი გააღო დემეტრემ. ის სახლის შესასვლელ კარში იდგა და ღიმილით ადევნებდა თვალს შემომავალ გოგო–ბიჭებს. თუ სწორად მიხვდა, შვიდნი უნდა ყოფილიყვნენ.
მოულოდნელად მოკრა თვალი ლიკამ ნაცნობ სახეს და გაიყინა. ყველას ელოდა, ყველას და ყველა სიტუაციას უშვებდა, მაგრამ ამას ვერა. აშკარად ნაცნობი სახე შენიშნა და დაიმალა. ღრმად ჩაუშვა ჰაერი ფილტვებში და აჩქარებული ნაბიჯებით წავიდა სააბაზანოსკენ. კარი ისე გადაკეტა, რომ არავინ შემოვარდნოდა და ნიჟარასთან შედგა.
ღრმად სუნთქავდა და საკუთარ ანარეკლს თვალს არ აშორებდა სარკეში. ახლაღა შენიშნა, რომ ის ლიკა აღარ არსებობდა მასში. ახლაღა გააცნობიერა, რომ ის გოგო, რომელიც დემეტრეს უყვარდა აორთქლებულიყო. თითქოს სხვას უყურებდა, თითქოს სხვას ხედავდა. ჩამობერებულ ლიკას, რომელსაც ერთი გზა ქონდა. რომელსაც მომავალი მართლაც აღარ ქონდა.
რა ექნა?!
თავის თავს თავსატეხი გაუჩინა, თავისივე დაუფიქრებელი საქციელებით.
***
სახლის კართან გაჩერდნენ. სახელური ჩამოწია ლიზამ, მაგრამ გაოგნდა, ჩაკეტილი რომ დაუხვდა. რა ფეხზე ადგა დილით ასეთზე...
–რა ხდება? – გაოცებული ჩააშტერდა თვალებში ქალს.
–ჩემი და უნდა ყოფილიყო სახლში... წავიდა, – აუცრემლიანდა თვალები ლიზას.
–მეორე გასაღები არ გაქვს? – ანერვიულებული დაენარცხა კიბეზე მამაკაცი და სახე დაემანჭა ტკივილისგან.
–კარგად ხარ? – შეშინებული ჩაიმუხლა მის წინ.
–არა... – ამოიხავა და უარესი კრუნჩხვები დაეწყო.
–საავადმყოფოში უნდა წაგიყვანო... – დაბნეულმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა.
–არ გაბედო! – მკაცრად დაიჩურჩულა. – სხვა გასაღები არ გაქვს?
–გასაღები... – ახლაღა გაუნათდა გონება და ჩანთა დაანარცხა იატაკზე.
ნერვიულად ქექავდა და რაც ხელს უშლიდა, ინსტიქტურად ყრიდა ზემოთ. ბოლოს, როგორც იქნა, მონახა და გაბრწყინებული მივარდა კარს. ბედი არ გინდა? ამდენი საშინელება ერთ დღეში.. კარი რომ არ გაიხსნა, ნომერს ინსტიქტურად ახედა.
–ჯანდაბა! – დაიჩურჩულა და გაკვირვებულ მამაკაცს გახედა. – ზედა სართულზე ადი, სასწაფოდ! მოდის! – ფეხის ხმა გაიგო თუ არა, დამფრთხალმა მოუხაზა მამაკაცს.
ძლივს წამოდგა ფეხზე მწვანეთვალება და ვაი–ვაგლახით ავიდა ზემოთ.
კარი ჩხარუნის შემდეგ გაიღო და პირდაღებულ ლიზას მეზობელი პოლიციელი შერჩა ხელში.
–უკაცრავად, ბატონო ზურაბ... სართული შემეშალა, – ნერვიულად გაუღიმა მამაკაცს და ჩანთას დასტაცა ხელი.
–არაუშავს, – გაეკრიჭა მამაკაცი.
დაბნეულმა ქალა ვერც მოიფიქრა, რომ ძირს ნაყარი აეკრიფა, ისე გააგრძელა გზა.
–კარგად ხარ, ლიზა? – შეატყო ნერვიულობა ზურაბმა.
–კი, კარგად, რატო მეკითხებით? – მიტრიალდა მამაკაცისკენ.
–ამეებს აქ ტოვებ? – თავით დაყრილზე ანიშნა.
–გიშლით?
–კი, – მონოტორული ხმით დაეთანხმა.
–ხოდა იყოს! – დაბნეულმა აიჩეჩა მხრები და სირბილით აირბინა დანარჩენი საფეხურები.
ქვედას მოპირდაპირე კიბეზე დაბინავებულიყო მამაკაცი და, მდგომარეობის მიუხედავად, დაბნეულ ქალს დასცინოდა.
კარი გააღო ლიზამ და შესვლაში დაეხმარა მამაკაცს. როგორც მიხურა, მაშინვე გაბრაზებული მიაჩერდა მწვანეთვალებას.
–რა იყო,საცინრად გაქვს საქმე? – დოინჯი შემოირტყა და ტუმბოსკენ ისრიალა ჩანთა.
ააცილა.
მამაკაცს სისხლიანი ხველება აუტყდა.
***
რომ აღარ და აღარ გამოჩნდა ლიკა, დემეტრემ ძებნა დაუწყო. სააბაზანოს ჩაკეტილმა კარმა მიახვედრა, რომ იქ იყო და დაუკაკუნა.
–ლიკ, კარგად ხარ?
პასუხი არ იყო.
–ლიკა! – დაიძახა ხმამაღლა ამჯერად.
პასუხს ისევ არავინ სცემდა.
კიდევ ერთი დაძახების შემდეგ, ხის კარს ძლიერად ჰკრა ფეხი და ჩამოიღო.
ლიკა უგონოდ იწვა კუთხეში და მაჯები სისხლით ჰქონდა სავსე.
–მიშველეთ! – იღრიალა დემეტრემ და დაუფიქრებლად აიტაცა ხელში პატარა სხეული.
***
იმედია ტყუილად არ ვწერ და ამ თავზე მაინც იაქტიურებთ. მესმის, რომ იდეალურად არ ვწერ, მაგრამ მიყვარს ეს საქმე და თუ თქვენც მოგწონთ, მომეცით მეტი მოტივაცია აქ დავდო...<3



№1  offline წევრი zoi

კარგი ხარ.როგორც შენ თქვი მთლად კარგი არა მაგრამ განაგრძე.სხვა თუ არავინ იცოდე რომ მე წავიკითხავ.უბრალოდ გრამატიკულ შეცდომებს მიაქციე ყურადღება .დანარჩენი კარგია ნელ-ნელა დაიხვეწები

 


№2 სტუმარი ninia

me momwonss

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent