შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირადი მცველი [12]


12-05-2015, 23:37
ავტორი Just A♥
ნანახია 5 298

ქალი ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო აზრზე,მამაკაცის ხელს გრძნობდა,თუმცა უჭირდა მისი აღქმა.ჯერ კიდევ კანკალებდა მთლიანად და საშინელ თავბრუს ხვევას გრძნობდა.დვალს გულმკრედზე ჰყავდა მიკრული და ისე ჩასვა მანქანაში.თვითონ იმწუთას არ ჩამჯდარა,რამოდენიმე ღერი სიგარეტი ჩაწვა,თავიდან ერთი,მერე ნერვიულობამ თავისი ჰქნა და მეორე ღერიც მიაყოლა,მესამე ღერი ნახევრად ჩამწვარი მოისროლა სივრცეში.ირგვლივ თბილისის ხედი იყო გადაშლილი,მანქანის კარი ღია იყო და ქალი იჯდა შიგნით

ქალის თვალები დვალს ახლა უფრო ლამაზი მოეჩვენა,ვიდრე ოდესმე

ანასტასია მანქანაში იჯდა და მამაკაცისკენ იყურებოდა,არ ჰგავდა ის ახლა მეამბოხე და მოუსვენარ გოგოს,როგორიც უმეტესწილად იყო,ახლა უფრო მშვიდი და მადლიერი იყო,მადლიერი იმით რომ ყველაფერი დამთავრდა,მადლიერი იმით რომ ასე დამთავრდა ეს ყველაფერი და არა უარესად,ყველაზე მადლიერი კი იმით იყო,რომ ვიღაცამ,იქედან–ლურჯი ციდან დამიანე დვალი გამოუგზავნა! ამას ყველაზე მეტად აენთო ნაპერწკალი მის გულში და საოცრად მადლიერი იყო იმით,ვინც ეს კაცი გამოუგზავნა მას

მამაკაციც შეცვლილიყო,საოცრად თბილი თვალები ჰქონდა,მზერა უფრო თბილი,ეს მაშინვე შენიშნა ქალმა და როგორც კი დაიჭირა მისი მზერა არ მოუშორებია მისთვის თვალები

დვალი ჯერ კიდევ ვერ მშვიდდებოდა,ისევე როგორც ანასტასია. თუმცა დვალს სხვა რამ აცოფებდა,აცოფებდა ის,რომ ბოროტმოქმედი გვერდით ჰყავდა,ნებისმიერ წამს შეეძლო მისი ხელში ჩაგდება,თუმცა იცოდა ამით გოგის შეუქმნიდა პრობლემებს და გარდა ამისა ანასტასიასაც ძალიან შეაშინებდა,რაც ძალიან არ უნდოდა დამიანეს.

ბრაზს მაინც ვერ უმკლავდებოდა, ამის გამო,უცებ მანქანაში ჩაჯდა და დაქოქა ძრავა,ადგილიდან მოწყდა როგორც სჩვეოდა ხოლმე,ქალს არაფერი უთქვამს,მის გვერდით იჯდა და ისევ თვალებში უყურებდა,ოღონდ ამჯერად გვერდიდან.

მამაკაცს რამოდენიმე ხანს არ შემოუხედავს მისთვის.ბოლოს ქალმა იგრძნო მამაკაცს როგორ გაუხშირდა სუნთქვა და სწრაფად დაამუხრუჭა მანქანა.

დვალი მანქანიდან გადმოვიდა,ქალიც გადმოიყვანა და მაგრად მოხვია ხელები

–ხომ არაფერი დაგიშავა?

ჩახლეჩილი,ბოხი ტემბრით ეკითხებოდა ქალს და თან სახის ნაკვთებს უმოწმებდა

–ხომ არ შეგეხო?
–რამე ხომ არ გატკინა?

ერთიმეორის მიყოლებით აყრიდა კითხვებს დვალი,თუმცა ქალი განაბული იდგა.ბოლოს ვერ გაუძლო და თვითონაც მაგრად მოხვია მამაკაცს ხელი

–ხომ კარგად ხარ?

კიდევ უმეორებდა დამიანე

–კარგად ვარ

რამოდენიმე სიტყვა ქალსაც დასცდა და ხელი შეუშვა მამაკაცს,ძალიან დაღლილი იყო,ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა ამ ორ დღეში მომხდარს,გონზე ვერ მოდიოდა,ყველა განცდასა და გრძნობას ერთად გრძნობდა–სიხარულსა და შიშს განსაკუთრებულად

მამაკაცს ხელი შეუშვა და ცოტათი მოშორდა

–სახლში წამიყვან?

თვალებში მიაშტერდა

–ვერა

ქალმა გაკვირვებული ახედა

–ერთ ადამიანთად უნდა მიგიყვანო პირველად,დავპირდი

მანქანაში ჩასვა ქალი

–ვისთან მივდივართ?

ვერ მიხვდა

–აბა დაფიქრდი,ჩემს შემდეგ ვინ ანერვიულე ყველაზე ძალიან

–გოგი?

ქალმა პირზე ხელი აიფარა რომ არ ეყვირა

–გოგიმ გაიგო?

დაგუბებული ხმით იმეორებდა და მამაკაც უყურებდა

–არა

თავი გაუქნია დვალმა და ქალიც დამშვიდდა

–ღმერთო!კიდევ კარგი,თორემ გააფრენდა!

მადლიერი თვალებით გადახედა დვალს

–მაინც ვერ მოიფიქრე?

–მივხვდი

ცოტა ხნის მერე წამოიძახა ქალმა და სიხარულისგან თვალები აუციმციმდა


*****

–გზაში ვართ რუსო დეიდა,ნუ ნერვიულობთ

–კიმაგრამ შვილო სად არის ტასო?

იქეთ აქეთ დადიოდა ლიკა სახლში და ტყუილს ტყუილზე იგონებდა რუსო რომ დაემშვიდებინა

–სძინავს,გავაღვიძო?

ზუსტად იცოდა რუსო უარს რომ ეტყოდა ამ კითხვაზე,ამიტომაც ჰკითხა და თან ტუჩი მოიკვნიტა ნერვიულობისაგან,ვაითუ ვცდები და მასთან საუბარი მოინდომოსო

–არა არ გააღვიძო,ეძინოს

რუსოს თბილი ხმა რომ მოესმა ამოისუნთქა და წყალი მოსვა,ხელები ისე უკანკალებდა ძლივს ეჭირა ხელში ჭიქა

ზარის ხმა რომ მოესმა კარისკენ წავიდა

–კარგი რუსო დეიდა,გვირაბში შევდივართ უნდა გავთიშო,გკოცნით

–ნახვამდის
გაუთიშა

კარის სახელურს დასწვდა,ჩამოსწია და კარი თავისკენ გამოაღო,ქალის სახე რომ დაინახა დაიკივლა

–ანასტასია?

მაგრად მოეხვია ქალს

ანასტასიას დვალის განიერი ხელების გადამკიდე მხრები ტკიოდა,ახლა უფრო ატკივდა ლიკამ ისე მოუჭირა

–კარგი ლიკუნ,მეტკინა

მოიშორა ლიკა თუმცა მაინც ვერ შეაჩერა.ლიკა ხან მარჯვენა ლოყას უკოცნიდა,ხან მარცხენას

–კარგი რა ლიკუნ,ხომარ მომკვდარვარ

–რეებს ამბობ,გული გამიხეთქე

–კარგი,რა გატირებს

სიცილი დაიწყო ანასტასიამ

–დამცინი არა?მე კიდევ კინაღამ მოვკვდი შენზე დარდით

–ჩემი მზრუნველი

ახლა ანასტასიამ მოხვია ხელები და თვითონ დაუწყო კოცნა

–იქნებ შემომიშვათ მეც

დვალის ბოხი ტემბრი მოესმათ უკნიდან და ორივეს სიცილი აუტყდათ კარებში მდგარი დვალის დანახვაზე

–შემოდი

შემოიპატიჟა მასპინძელმა

–რამეს დალევ?

ისე ჰკითხა დვალს,რომ ჯერ კიდევ არ მოშორებია ანასტასიას გვერდიდან

–გცალია ჩემთვის?

მკაცრი ხმით მიუგო ისევ დვალმა და ტუჩის კუთხე ჩატეხა შეუმჩნევლად,თუმცა შესამჩნევლად–ანასტასიასთვის

–მე ჩაი მინდა

ანასტასია გამოვიდა სიტყვით და მამაკაცის პირისპირ დაჯდა სავარძელში

–ეხლავე მოგიდუღებ

ლოყაზე მაგრად მოუჭირა ხელი ლიკამ და სამზარეულოში შევიდა.
ქალი ლოყას ისრესდა და თან მამაკაცს აკვირდებოდა,დვალი თვალებში შესციცინებდა ქალს,თუმცა არაფერი უთქვამს

–მომიყევით რა მოხდა

ფინჯნებით ხელში გამოვიდა ლიკა და ანასტასიას გვერდით მოკალათდა სავარძელში

–მისი წყალობით მხედავ ახლა აქ

მამაკაცზე მიუთითა ანასტასიამ და ჩაი მოსვა

–ვიცოდი რომ მოგიყვანდა

დარწმუნებით თქვა ლიკამ და ფინჯანს მოკიდა ხელი

–მეც ვიცოდი

ჩუმად ჩაილაპარაკა ქალმა

–თავიდავნე გეუბნებოდი ეგ კაცი შენთვის ბევრ რამეს გააკეთებს მეთქი,შენ კიდევ არ გჯეროდა,ამბოდი ჩემს გასამწარებლად მოიყვანა გოგიმო,ახლა ხომ ხედავ,რომ სულაც არ ყოფილა ასე

სიტყვა რომ დაამთავრა მიხვდა რომ ბერვი ილაპარაკა

ანასტასიას შერცხვა და თვალები დახარა,დვალს ისევ ისე ჩაეღიმა
ტუჩის კუთხეში,როგორც მაშინ

–იმ კაცს რა უნდოდა?ვინ იყო?

ლიკამ დვალს მიაყარა ახლა კითხვები

–არავინ,გიჟია

დვალი ალეკოს ხსენებისას უწინდელივით წამოენთო და კისერთან ძარღვები დაებერა,ეს აშკარად შენიშნა ანასტასიამ

–ტყუილად არ გადამეკიდა,რაღაც მითხრა თუმცა ვერაფერი გავიგე
ჩაფიქრებული ჩაილაპარაკა ქალმა

–არ იფიქრო მაგაზე ანასტასია,ყველაფერი ჩამთავრდა,მეტად ვეღარ მოგეკარება

მოჭრით მიუგო მამაკაცმა და ფეხზე წამოდგა

–მართალია ეს კაცი,არ იფიქრო მაგაზე

მამაკაცს დაეთანხმა ლიკა

–მთავარი რომ ვერაფერი დაგიშავა და ჩვენთან ხარ

ვეღარ მოითმინა ლიკამ და ცხვირზე მოუჭირა ხელი ანასტასიას

–უნდა წავიდეთ ჩვენ

დვალმა ფეხზე წამოაყენა ქალი

–კარგი რა,ამდენი მანერვიულე და სად მიდიხარ?

მოწყენილი ჩაილაპარაკა ლიკამ

–რუსო მელოდება ალბათ,გოგიც ინერვიულებს დარწმუნებული ვარ ყოველ წუთში რეკავს სახლში

სიცილით ჩაილაპარაკა ანასტასიამ

–კარგი კარგი

აკოცა ლიკას და მამაკაცთან ერთად ჩამოვიდა ქვევით

–როგორ განერვიულეთ

ღიმილით გადახედა დვალს

–არაფერია

თვალი ჩაუკრა მამაკაცმა და სახლში მიიყვანა

ეზოში იდგა მანქანა და ქალი ჯერ არ გადმოდიოდა იქედან

–დიდი მადლობა

თვალებში მიაშტერდა კაცს

–მადლობა შენ

–რისთვის?

გაეცინა ქალს

–რომ ხარ

ქალს სუნთქვა შეეკვრა და თავი ჩახარა

–თანდათან უფრო მაოცებ,ისეთი ხარ,ზოგჯერ სულ სხვა,ზოგჯერ კიდევ აი ასეთი,როგორიც ახლა

ვეღარ დამალა ანასტასიამ ფიქრები

–ეგ არაფერია

ღიმილით მიუგო დვალმა და სივრცეს გახედა

–რამოდენიმე კვირის შემდეგ უკეთესად გამიცნობ და მაშინ შენთვის კიდევ უფრო მოულოდნელი აღმოვჩნდები

–ისევე როგორც მე შენთვის

ჩუმად მიუგო ქალმა

–შენ სხვა ხარ,მე სხვა

სიგარეტს მოუკიდა დვალმა

–შენ ძალიან სუფთა ხარ,შენთან ახლოსაც კი ვერ მოვა ვერავინ,მათ შორის ვერც მე,ამიტომაც მიყვარხარ

ბოლო სიტყვებზე ქალის მზერა დაიჭირა დვალმა და ვეღარ მოითმინა,თავი მოატრიალა და მის ტუჩებს შეხედა,ახლოს მივიდა მასთან და ქალის შეშინებულ თვალებს რომ შეეფეთა ტუჩთან ახლოს,მარცხენა კუთხეში აკოცა,ისე რომ არ შეხებია ტუჩებს,თუმცა კვალი დატოვა მასზე.

"სიყვარული თავისთავად მოვაო ამბობენ,ამბობენ კი არა მღერიან კიდეც.მართალია!ერთ მშვენიერ დღეს ისე,რომ შენ არაფერ შუაში ხარ ადგება და მოვა,ჩამოგისახლდება და დღედაღამ საშველს არ მოგცემს,ლოგინში ღადარს შემოგიყრის,ქვას აგასროლინებს და თავს შეგაშვერინებს.იმასაც ამბობენ: რავარც მოვა ისე წავაო... ისემც რა ვუთხარი მე მაგის მთქმელსა და დამჭერს! "– ოტია იოსელიანი


*****
რა უნდა ვთქვა-არ ვიცი! დიდი მადლობა <3



№1  offline წევრი კოტი

აუ ითის ძალიან მაგარიიი:დ ძაან კაია პროსტააა ყველანაირად კარგია შინაარსითაც ისეც შეცდომებიც არ გაქ მოკლეხ კარჰი ხარ რა პროსტა აგვოანებ და ეგაა
--------------------
ცაში ანგელოზი მათ მომავალს წერდა

 


№2  offline წევრი Queen

ძაალიანნ კარგიაა♥♥

 


№3  offline წევრი ania

უმაგრრესია !!!

 


გამიხარდა ოტიას სიტყვებით რომ დაასრულე რადგანაც სწორედ ეს სიტყვები მახსენდება როდესაც სიყვარულზე საუბრობენ, ან ვკითხულობ რამეს...
საშინლად მომწონს ეს ისტორია...
ველოდები შემდეგ თავს

 


№5  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Umagresiaa malee dade :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent