შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მტრობა (ნაწილი 6)


11-09-2015, 01:28
ავტორი crete20
ნანახია 5 059

უკვე ორი კვირა იყო გასული და მარის ჯერ არ ენახა ანდრო, ენატრებოდა და უნდოდა კიდევ ერთხელ ენახა, მისთვის ნერვები მოეშალა, მერე ანდრო ალბათ საკოცნელად გაიწეოდა, მარი თავს დაიფასებდა და ანდროს გააწვალებდა, ალბათ ბოლოს მაინც აკოცებდა. თავის სულელურ ფიქრებზე მარის გაეცნა, დილიდან ხალისიანად იყო, მარიას შესთავაზა სადილს საღამოსთვის მე მოვამზადებო, მარიაც სიხარულით სასთანხმდა.
ფიქრობდა რომელი კერძი გაეკეთებინა, ვერ გადაეწყვიდა, უნდოდა რამე ქართული გაეკეთებინა და მასპინძლების მოწონება დაემსახურებინა. სამზარაულოში მარია შემოვიდა და აცნობა რომ ანდრო მოვიდოდა საღამოს. სიხარულით ცას ეწია, ახლა უფრო მონდომებით შეუდგა კერძების გაკეთებას თან კიდევ დაამატებს რამდენიმე კერძს. იმედია ანდროს მოეწონება და შეაქებს. ბავშვივით უხარია, ნეტა რამ გააგიჟია ამხელა ქალი.
ყველაფერს რომ მორჩა შხაპი მიიღო და თვი მოიწესრიგა. უნდოდა მაკიაჟიც გაეკეთებინა მაგრამ არაფერი ქონდა. კარზე ზარი რომ გაისმა ქვემოთ ჩასვლა გადაწყვიტა, კიბეები ნახევრად ჩვლილი ქონდა რომ უცხო ხმა გაიგო , უცნობი აფხაზურად ლაპარაკობდა, ისევ ოთახში ავიდა. გაბრაზდა, აბა რა ეგონა ანდროს კარში დახვდებოდა მოსიყვარულე ცოლივით? რა ეგონა რომ ანდროს კისერზე ჩამოეკიდებოდა და გემრიელი საჭმლით გაუმასპინძლებოდაა! დანანებით ჩაიცინა, ახლა იმ ვიღაცის გამო საერთოდ ვერ ჩავა დაბლა. კარზე კაკუნმა აზზრზე მოიყვნა, გასაღებად ადგა. კარში ანდრო იდგა, მის სახეზე არანაირი ემოცია არ იკითხებოდა:
-ჩამოდი ძირს?
- შენ რა მისალმება არ გასწავლეს უზრდელო. შეუბღვირა ამრიმ
- გადახვევა და კოცნაც ხომ არ გინდა?
- უხეში ვირი ხარ!
- მომისმინე ტუტცო, გითხარი ენა დაიმოკლე მეთქო და ჩემ ნერვებზე ნუ თამაშობ. ჩამოდი ძირს?
- მერე შენი სტუმარი? გინდოა რომ შენი ხელით ჩამაბარო მტერს? ირონიულად ჩაიცინა მარიმ.
- ნუ ბოდიალობ რა. მარის მაჯაში ხელი მოჰკიდა და კიბეებზე დაეშვა. სასადილო ოთახკსი უცნობი მამაკაცი იდგა და ინტერესით ათვალიერებდა მარის. კაცი იგივე სიმაღლის იყო რაც ანდო, მაგრამ ამას უფრო განიერი ბეჩები ქონდა, შავი მოკლედ შეჭრილი თმა და მუქი თვალები. მარიც აკვირდებოდა, მერე კაცმა გაუღიმა და მარისკენ წამოვიდა, ხელი გაუწოდა და მიესალმა.
- ამისგან მაინც ისწავლე მანერები ველურო? ჩუმად გადაულაპარაკა მარიმ ანდორს, კაცმა გაიგო მარის სიწტყვები და ჩაეცინა.
- მე არბი ვარ, ანდრეის მეგობარი?
- მარი, სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც. ბევრი მსმენია შენზე და როგორიც იქნა მხვდა პატივი გამეცანი.
- არა ვერ ვიჯერებ რომ ესეთი ზრდილობიანი ადამინი შენი მეგობარია, კიდევ ერთხელ გადაულაპარაკა ანდროს. ანდრო გაბრაზდა, სახეზე ძაეღვები დაეჭიმა, - ხომ გეუბნეი ველური ხარ რა.
- მოდით ბავშვებო დასხედით, ეს ყევლაფერი მარიმ გააკეთა, ქართული კერძებია. მარიამ მხიარულად შემოსძახა და პირველი დაჯდა მაგდასთან.
- ჯერ ქართველმა ჭამოს, წმაოიძახა ანდრომ, იქნებ ჩვენი მოწამვლა უნდა.
-ანდრო სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, შეუბღვირა მარიამ. ყველამ დაიწყო ჭამა მხოლოდ ანდრო არ ჭამდა და ღვინოს მიირთმევდა. მერე მარისთან ახლოს მიიწია და ყურში ჩასჩურჩულა - თავის მოწონება გინდა ჩემთვის? მარტო ამ კერძებით ვერ მომაწონებ თავს რომ იცოდე.
- უკლტურო მხეცი ხარ.
- კულტურა არბის აქვს, დმაჭვით წარმოთქვა ანდრომ.
-რას ჩურჩულებთ მანდ? შეეკითხა არბი
-არაფერი არბი, უბრალოდ კერძები შევუქე.
- კი მაგრამ შენ არაფერი გაგისიჯავს ჯერ.
-ძმაკაცის ასეთი უნდა, ჩაიცინა ანდრომ.
-მარი,ანდრომ მითხრა რომ გამომძიები ხარ. მარიმ ანდროს გახედა, გაუხარდა, ანუ ამდრო მასზე ლაპარაკობს.
- კი დეტექტივი ვარ, ორი წელია უკვე ვმუშაობ.
-ძალიან კარგი, ანუ ძალიან მაგარი გოგო ხარ და შენი უნდა ეშინოდეს ვიღაც ვიღაცეებს, რევიმ ჩაიცინა და ანდროს გახედა. მარიმ დაეჭვებით გადახედა ორივეს, ნუთუ ანდრომ რამე უთხრა მარის შსახებ, მაგაითად მომწონსო ან რამე ამისმაგვარი. ან ხომ არმოუყვა მათი კოცნის შესახებ, იქნებ უთხრა რომ ინიციატორი მარი იყო, ვაიმე რა სირცხვილია, წამოსწითლდა მარი, ანდროზე საჩინლად გაბრაზდა. ალბთ ერთად ბევრი დასცინს.
- არბი, რა ისმის ახლაი თქვენი უფროსობისგან?რას ამბობენ ახალს ჯაშუშებზე? პირველად ამოიღო ხმა ვასიამ.
- როგორ გითხრათ, აარბიმ მარის გახედა, როგორც იცით ქართველი ჯაშუშები არიან აფხაზეთში, ნუ ასე ამბობენ, ვფიქრობ რომ ცუდი რაღაცსთვის უნდა მოვემზადოთ.
-მაგის მეშინია არ მინდა იგივე განმეორდეს რაც ოთხმოცდაათიან წლებში, დანანებით თქვა ვასიამ.
- მაგაზე ნუ დარდობთ, ხალხი სულელი არაა და არ მოექცევა ვიღაც ვიღაცეების გავლენის ქვეშ.
- როგორც იცით სიტოაცი უარესდება, სიტყვით გამოვიდა ანდრო, მარი ვერ გადავიყვანე რადგანაც რუსის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე იყო, არათუ აფხაზეთში არამედ საქართველოს ტერიტორიაზე. მარი მარტომ ვერ ადავიყვანე ახლა კი მე და არბი ერთად შევეცდებით მის გადაყვანას. მარიმ გაბრაზებულმა შეხედა ანდროს, ისევ თავიდან იშორებს, ისევ არ უნდა მასთან ურთიერთობა, ერთუ სული აქვს როდის მოიშორებს თავიდან.
- კი მაგრამ როგორ, მთელი საქართველო აფხაზეთის საზღვარი რუს ჯარისკაცებს უკავიათ? აღშფოთდა მარია.
- დედა მე და არბი რამეს მოვახერხებთ, თან ეს ქალბატონი არც ისე ნაზია როგორც თავს გვაჩვენებს, თან იარაღის ხმარებაც იცის, არა დეტექტივო? ირონიულად გადახედა მარის.
- არა, ნაზი არ არ და დიდი სიამოვნებით გაგილამაზებდი მაგ მახინჯ თავს, კბილებში გამოსცრა მარიმ. უკვე თავს ვეღარ შეიკავებდა ისე მოუშალა ანდრომ ნერვები.
- ხო? ანდრო მარისკენ გადიწია, ყურთან ახლოს მიუტანა ტუჩები, - ჩემს საძინებელში შგიძლია დამიმტკიცო შენი ძალა და გამბედაობა. ეს უკვე პიკი იყო, ანდრომ საშინლად გააბრაზა, ფეხზე წმაოხტა, მაგრამ ვასიას სიტყვებმა გააჩერა.
- ამ გოგოს არსად არ წაიყვან! განაჩენივით გაისმა ვასიას ხმა ოთახში, ყველამ მას მიაჩერდა და უკვირდათ. - ამბობთ რომ საზღვრები მთლიანად დაიკავა რუსმა ჯარმა, ორი კვირის უკან ჩაფლავდი და ვერ გადაიყვანე, როგორ ფიქრობ ახლაგადაიყვან? ჭკუა სულ დაკარგე ამხელა კაცმა? ხმას აუწია ვასიამ, ამ გოგოს აქედან წაყვანით მის სიცოცხლეს უქმნი საფრთხეს, პირდაპირ მათთან მიგყავს როგორც შესაწირი კრავი. რომელი რემბო შენ და არბი მყავხართო რო რამდენიმე ათეულ კაცს წინააღმდეგობა გაუწიოთ? ის ნაბი*ვარი რუსები არ დაფიქრდებიან ისე ჩაგცხრილავენ სამივეს. არ მინდა რომ ეს გოგო გაუბედურდეს, არ მინდა არბი სიკვდილი, ის შვილივით მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად შენს სიკვდილს ვერ გადავითან, არ მინდა ამ უაზრო ომში კიდევ ერთი ანდრონიკე დავკარგო. კაცი უკვე კანკალებდა, ახსენდებოდა ის დღე როგორ მოასვენეს მისი პატარა ძმა, კიდევ ერთ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებდა.
-დაწყნარდი ვასია, მარია წამსვე მასთან გაჩნდა. მისი მაქს დამამშვიდებლი მოიტანე. ანდრო სახლიდნ გავარდა, მამას ასეთ მდგომარეობაში ვერ ყურებდა მითუმეტეს რომ იცოდა ამის მიზეზი თვითონ იყო.


***
სახლში გვიან დაბრუნდა, სასმელი ბევრი დაელია, ფეხი ერეოდა და სახლში ფრთხილად შესვლას ცდილობდა, მაგრამ მისაღებში ლამპასმ მაინც წამოკრა ფეხი. მარიმ მისი მოსვლა გაიგო, ან როგორ არ გაიგებდა არ დაუძინია, ხმაურზე მარიაც გამოვიდა საძინებლიდან მაგრამ მარიმ უთხრა რომ დაწოლილიყო და ანდროს თვითონ მიხედავდა. ქვემოთ რომ ჩავიდა ანდრო კედელზე იყო მიყუდებული და იცინოდა, მარიმ გაბრაზებულმა შეხედა და გვერით დაუდგა და მხარჩი ხელი ძლიერეად მოკიდა.
- რა იყო ქართველო მთვრალ კაცზე ძალადობ?
-სად იყავი ამდენ ხანს?
- მოგენატრე? გაუცინა ანრომ
-ამდენი რამ დაგალევინა? შეუბღვირა მარიმ
- რა კაპასი ცოლივით იქცევი, თუმცა მომწონს, უფრომ მიმზიდველი ხარ
- ბევრს ნუ ლაპარაკობ მოდი გამოარე თორემ ყველას გააღვიძებ. ანდრო უხმოდ აიყვანა მაღლა და საწოლზე დასვა, მერე ტანსაცმილის გახდას შეუდგა,
- ოო, მომწონს ქალი რომ აქტიურობს, ჩაიცინა ანდრომ.
-შენ სე*სის გარდა სხვა რამეზე ფიქრობ?
- შენ წარმოიდგინე კი, გადაიხარხარა ანდრომ. ამაღამ აქ დარჩი რა. ანდრომ მარის სახე რომ დაინაახა კიდევ გადაიხარხარა, - არა, ნუ გეშიინია ხელს არ გახლებ, მაგის თავი ნამდვილად არ მაქვს, უბრალოდ დავიძინოთ ხო.
ანდრო მართალი იყო არაფრის თავი არ ქონდა და არც ინიციატივას გამიჩენდა. მარის საშიშროებას არ ემუქრებოდა, ალბათ ანდრო ფხიზელი რომ ყოფილიყო ისე გამოაშტერებდა რომ აზროვნებას საერთოდ დააკარგვიენბდა. რა ემართება ვერ გაიგია, ეს კაცი რომ ეხება გონება ეთიშება და ზომბივით ხდება.
-მოდი ჩემს გვერდით, ფიქრებიდან ანდროს ხმამ გამოიყვანა. მარი თავსი მხარეზე დაწვა, იქ სადაც თავიდან წვებოდა.
-მოიწიე აქეთ. ანდროს ნათქვამი ბრძანებას უფრო გავდა ვიდრე თხოვნას. მარიმ შეასრულა და ცოტა მიიწია ანდროს მხარეს.. ალბათ ანდროს ეცოტავა და თვითონ გადაიწია მის მხარეზე, მერე ხელით მოსწია და გულზე აიკრა. მარის მის მკლავებში სისხლი აუდუღდა, ახლა ეგონა რომ გავარვარებული ბუხრის წინ იჯდა და იწვოდა. მერე ანდრომ თავზე აკოცა და მიჩუმდა.

გოროგ მოსწონს ანდრომ მკლავებში ყოფნა, რომ შეეძლოს ასე იქნება მთელი ცხოვრება. მისი გულის ცემა ესმის, მის სურნელი. მარი გონებაში ხატავდა ანდროსთან გატარებულ დღებბს, წარმოიდგენდა როგორ იქნებოდნენ ერთად, ოცნებაში ჩაეძინა. დილით მზემ შეაწუხა და თვალები გაახილა, ანდრომ ვერ ისწავლა ფარდების ჩამოფარება. მზემ გააღვითა მაგრამ მაინც სასიამოვნოდ გაეღვიძა, ანდროს მასზე ქონდა ხელი მოხვეული და ეძინა. დიდიხანს უყურა მძინარე ანდროს, ანდრომაც ალბთ დაჟინებული მზერა იგრძნო და თვალები გაახილა, მარის დანახვაზე გაეღიმა.
- დიდი ხანია მაშტერდები?
- როგორც ყოველთვის უხეშობ, გაბრაზდა მარი, ესეც შენი სასიამოვნო დილა. მარი წამოიწია ასადგომად მაგრამ ანდრომ დაიჭირა და არ გაუშვა.
- კაი რა ნუ ბრაზდები ქართველო, ვეღარ გამიცანი ეს კვირები?!
- გაგიცნა და დავასკვენი რომ მანერები გაქვს ნულზე დასული, ასევე არ გაგაჩნია გრძნობები და ხარ პირუტყვი.
ანდროს ღიმილი წაეშალა სახიდან, მარი მეორე მხარეზე გადაატრიალა, თვითინ კი ზემოდან მოექცა. მარი რამდენჯერმე შეეწინააღმდეგა, მაგრამ ამ გოლიათ კაცთან რა გახდებოდა, ანდრო მართა გოლიათი იყო, მარიზე ალბათ ორი თავით მაღალი იქნებოდა, ნავარჯიშები და განიერი მხრებით.
- ანუ პირუტყვი ვარ?ანდრო შეკითხა და თავი ახლოს მიუტანა.
- გამოშვი, კიდევ ერთხელ გაიბრძოლა მარიმ.
- არსადაც არ გაგიშვებ? გაუცინა ანდრომ
- გუშინ ხომ მიშვებდი, შენდა და არბის არ გადაგყავდით საქართველოში? ხო მიშ.... ლაპარაკი არ დაასრულებინა ანდრომ ისე ეცა ტუჩებზე, უხეშად კოცნიდა, ერთი ხელით მარის ორი ხელი ქონდა გაკავებული მეორეთი კი ფეხზე ეფერებოდა. ორივე აზზრზე არბის როხროხმა მოიყვნა რომელიც ოთახში შემოჭრილიყო და მათი შემხედვარე ხმას ვეღარ იღედა.


ბოდიში დაგვიანებისთვის. ცუდად ვიყავი და ვრ დავწერე.
ხვალ კიდე დავდებ!



№1 სტუმარი Lizazu

Dges Dade ra kide da agar daagviano. Yovel wutas vnaxulobdi xom ar daidotqo ise momwons

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მოკლედ ერთი საყვედური ჩემგან ამდენი ხანი რომ მალოდინე... რაც შეეხება ისტორიას ძალიან მაგარი თავი იყო და უფრო დიდ თავს თუ დადებ დღესვე დანაშაულს ჩვენს წინაშე გამოისყიდი... ძალიან მაგრად რომ წერ მგონი ამაზე ბევრი საუბარი არაა საჭირო.... ველოდები შემდეგ თავს

 


№3  offline წევრი kora

ვუერთდები პრეტენზიებს, მართლაც რომ ბევრი გვალოდინე, დანაშაულის გამოსასყიდად კი დღესვე დაგვიდევი კიდე ერთი თავი... სხვა დანარჩენზე პრეტენზიები არ მაქ მშვენიერი ისტორიი და ის რო მაგრა წერ ამაზე ორი აზრი არარი love
--------------------
kira.G

 


№4 სტუმარი მარო. წალენჯიხა

ერთ რამეს გთხოვ: მარის საქართველოში გადმოყვანა დიდი რისკია. არ მოკლა არც ერთი, არც მარი, არც აფხაზი და ჩეჩენი. ველოდები გაგრძელებას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent