შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება ( თავი 3)


11-09-2015, 11:10
ავტორი სესილია
ნანახია 4 211

დრო გადიოდა, მე კი გრძნობა უფრო გამიმძაფრდა, ყველგან დავეძებდი, მაგრამ ვიცოდი ის წავიდა, წავიდა სამუდამოდ ჩემი ცხოვრებიდან და დამიტოვა ბედნიერი დღეების მოგონებები... მას შემდგე თითქოს ყველაფერი კიც შემიყვარდა და კიც შემძულდა... მის სურნელს მთელს სახლში ვგრძნობდი, ეს კი უფრო მაგიჟებდა, გრძნობას და ვნებას მიახლებდა... მაგრამ ეს ჩემი ცხოვრების ჯვარი იყო...
ასე გადიოდა დღეები, რომ უცებ გონება დავკარგე სამსახურში
- თარა, თარა - შორიდან მესმოდა შორენას ხმა
- ხოო - ჩუმად ამოვილაპარაკე, ნიშადურის სუნი რო ვიგრძენი
- როგორხარ? როგორ შემაშინე - დამფრთხალი მიყურებდა
- არამიშავს, - აქეთ იქეთ მივიხედე გაბრუებულმა, - ვაიმე კიდევ მეხვევა თავბრუ და გულიც მერევა... ნეტა რა ვჭამე? - შუბლზე მივიდე ხელი თითქოს ასე შევაჩერებდი ოთახის ტრიალს, თვალები დავხუჭე
- ადგომა შეგიძლია? - მკითხა ვატომ
- არა - უხმოდ გავაქნიე თავი
- კაი მაშინ ხელში აგიყვან და ჩქარა ექიმთან...

"ფუუ როგორ არ მიყვარს საავადმყოფოს სუნი, ეს თეთრი ფერები..."
ყველა პროცედურებს, რომ მოვრჩით იქვე თავისუფალ მდივანზე ჩამოვჯექი პასუხების მოლოდინში.
შორენა წავიდა ანალიზების პასუხების გამოსატანად, ვხედავდი როგორი ჩაფიქრებული მოდიოდა, გულმა რეჩხი მიყო, "ნუთი ვკვდები?" არა ისე ყველა რატომ ფიქრობს საავადმყოფოში მოსვლისას, რომ აუცილებლად კვდება?
შორენა ჩემს წინ დადგა და ვგრძნობდი ვერ ხვდებოდა როგორ ეთქვა ის რაც უნდა ეთქვა, ვატყობდი ძალიან დაბნეული იყო.
- შოო რა ხდება? ხო არ ვკვდებიი? ისეთი გაფითრებული ხარ ამ საავადმყოფოს კედლებსაც კი შეშურდება შენი - ვცადე გაღიმება
- რატომ დამიმალე? - დაკვესა მისი შავი თვალები
- რაა? - გავიკვირვე
- არა რაა, კიდე იქეთ იკვირვებს... როდემდე აპირებდი ამ ფაქტის დამალვას? - ვატყობდი როგორ ცეცხლდებოდა, მე კი უფრო ვიბნეოდი
- მომეცი ეგ ფურცლები - გავბრაზდი მეც, წავიკითხე ანალიზები, საეჭვო ვერაფერი ვნახე - რას გიმალავ მითხარი?
- რას ჩხუბობთ? - ჩაერია ვატო, - ან რას გვიმალავს, შენ მაინც ამოღერღე?
- ორსულად არის და გვიმალავს - გაცეცხლებით ჩაილაპარაკა შორენამ
ორსულად? ორსულად? შორიდან ჩამესმა ეს სიტყვები, ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა ფეხქვეშ მიწა და ისევ დავკარგე გონება.

თვალები რომ გავახილე, ცისფერთვალება ექიმი მიღიმოდა
- როგორხართ?
- უკეთ
-მაშინ მოდით ექოსკოპია გადავიღოთ, ეტყობა ეს თქვენი პირველი ორსულობაა, ხომ?
- დიახ - გავუღიმე, თუმცა ისე ვღელავდი, ხელის გულები სულ დამეცვარა და გამეყინა.
- მოდი აქ დაწექი - ხელით მიმითითა საწოლზე - რამდენი ხნის ხართ?
- 27 წლის - დაბნევით ვუპასუხე, ექიმს კვლავ გაეღიმა
- მე ორსულობის პერიოდზე გეკითხებით
- ა, ხო - შემრცხვა ჩემი მიუხვედრელობის - არვიცი, ალბათ ორი თვის?
გინეკოლოგმა თავი დამიქნია და მთელი ინტერესით ადევნებდა თვალს ექოსკოპიის ეკრანს
- სომ არის წესრიგში ყველფერი ექიმო? - ვეღარ ვითმენდი
- ეს თქვენი პირველი ორსულობაა ხომ? - ისევ გამიმეორა შეკითხვა
- დიახ - ძლივს წარმოვთქვი შეშინებულმა
- გილოცავთ - სახე გაბრწყინებული მომიბრუნდა - თქვენ ერთის ნაცვლად სამი შვილის დედა გახდებით...
თქვა ეს თუ არა, ყურები დამიგუბდა, თვალთ დამიბნელდა და უკვე მესამედ დავკარგე გონება. ნიშადურის სუნმა დამაბრუნა ამ ქვეყანას.
- როგორ შემაშინეთ - ხელებს მიზელდა ქალბატონი მერი - ახლა როგორ გრძნობთ თავს? - ღიმილი არ შორდებოდა სახიდან - წარმომიდგენია თქვეი მეუღლე როგორ გაიხარებს - ცეცხლზე ნავთი დაასხა, ტირილი წამსკდა, ექიმი შეწუხდა.
- ნუ ტირით გთხოვთ ... თქვენი ნერვიულობა არ შეიძლება
- არაუშავს, გადამივლის. ჩემს ბავშვებს მტირალა დედიკო არ ჭირდებათ ! - ნაზად ვეფერებოდი მუცელს - დედიკო არაფერს გაგიჭირვებთ, მე მუდამ თქვენთან ვიქნები...
არადა როგორ მინდოდა ირაკლიც ჩემთან ერთად ყოფილიყო, მასაც ჩემსავით გახარებოდა ჩემი ორსულობა, ეზრუნა ჩემზე, ჩემი კაპრიზები აესრულებინა, მუცელზე მომფერებოდა და ზღააპრები მოეყოლა მათთვის... მაგრამ ეს ჩემი გზა არის, ჩემი არჩეული გზა...

***
გინეკოლოგი სამშობიარო ბლოკიდან გამოვიდა და იქვე მყოფ გულშემატკივრებს მიუახლოვდა.
- ხომ არის მშვიდობა, ექიმო? - დაწინაურდა ერთი
- ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გამაოცა თარას გამძლეობამ და სიმამაცემ ! გილოცავთ თქვენს მეგობარს ორი ბიჭი და ერთი გოგონა შეეძინა
- ვაიმეეე, რა მაგარიააა - ატყდა ერთი ჟრიამული - გილოცაავთ - ფანჯარასთან მიცვივდა ზემოდ მყოფი ორი მეგობარი და ძირს მყოფებს ახარეს ახალი ამბავი. სამშობიაროს ეზოში შამპანიურების გასროლის ხმები და მხიარული ყვირილი გაისმა...
__________________________

მადლობა ყველას ყურადღებისთვის :*



№1  offline წევრი მაშო

ძალიაან მაგარიაა <3

 


№2  offline წევრი სესილია

მაშო
ძალიაან მაგარიაა <3



მადლობა მაშოო love

 


№3  offline წევრი femffe

კარგია ველოდები შემდეგ თავს feel

 


№4  offline წევრი სესილია

femffe
კარგია ველოდები შემდეგ თავს feel




მადლობაა, მალე დავდებ არ გალოდინებთ love

 


№5  offline წევრი Daldoni Daldoni

აუუუ რა მაგარიაააა ინტერესით ველოდები ირაკლის გამოჩენას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent