ამაყი ქალბატონი 6
იდგა ქუჩაში გაფითრებული. თითები მოეშვა და ყვავილები ინსტიქტურად გაუვარდა. მუცელში საშინელი ტკივილი რომ იგრძნო ,მხოლოდ მაშინ ამოუშვა დაგუბებული ემოცია.ქუჩის ხმაური არაადამიანურმა კივილმა გააპო.ცალი ხელით ინსტიქტურად მიეყრდნო განათების ბოძს,მეორე მუცელს შეახო.ვიღაცამ ხმამაღლა დაიძახა "სასწრაფოო" . უცხო ახალგაზრდის ძლიერი მკლავები შეეშველა რომ არ წაქცეულიყო . გონება მხოლოდ პატარას გამო არ დაკარგა. გულისცემას უკვე ყელში გრძნობდა. შემოკრებილ ბრბოში ამაოდ ეძებდა წუთის წინ დანახული ნაცნობი სილუეტის საყვარელ,ყორნისფერ თვალებს.ბოლოს თავი დაარწმუნა გადამეტებული მონატრებისგან გამოწვეული ემოცია იყო და მეტი არაფერი.ყურში სირენების გაბმული ხმა ჩაუდგა და კიდევ ერთხელ დაიკივლა ტკივილისგან. ორი წუთი არც იქნებოდა გასული უახლოეს სამშობიარო სახლში მიიყვანეს და სასწრაფოდ ბლოგში შეაგორეს საკაცე.ექიმები რაღაცას ბუტბუტებდნენ . მიხვდა საფრთხე რომ დაემუქრა მომავალ სიცოცხლეს. -ყველაფერი კარგად იქნება დე. დედიკო შენთანაა ჩემო პატარა. ამასაც გავუძლოთ, მე ხომ ვიცი ძლიერი ბიჭი ხარ.მამიკოს ბიჭი ხარ დე. -განუწყვეტლივ ეჩურჩულებოდა დაუბადებელ შვილს, მერე თეთრხალათიანისკენ გააპარა თვალი და რაც შეეძო გარკვევით დაუძახა . -დამშვიდდით ქალბატონო , ყველაფერი კარგად იქნება.-ნაზად გაუღიმა ვარდისფერ უნიფორმაში გამოწყობილმა ახალგაზრდა გოგონამ . -ექიმო ვხვდები მძიმე მშობიარობა მექნება, ჩურჩული საჭირო არაა , მირჩევნია ყველაფერი ვიცოდე. -ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საუკეთესო შედეგისთვის. -თქვენი მოვალეობაა პაციენტს სიმართლე უთხრათ. არაა საჭირო დამაიმედოთ , არჩევანზე თუ მიდგება საქმე შვილი გადამირჩინეთ გთხოვთ . ჩემი პატარა არ მომიკლათ , ვიცი ძლიერი ბიჭია , ტელეფონში ნომერი იქნება „ გიგა“ აწერია, თუ ვერ გადავრჩი დაურეკეთ. დაიმახსოვრეთ ? გთხოვთ არ დაგავიწყდეთ ექიმო - შიგადაშიგ აწებებდა ერთმანეთს სიტყვებს ,როცა ტკივილის ოდნავი მიყუჩება შეტევიდან-შეტევამდე ამის საშუალებას აძლევდა .ცოტა ხანში უფრო გაუხშირდა ტკივილი, ცდილობდა ზედმიწევნით შეესრულებინა ექიმის მითითებები. თავიდან ყურადება არ მიუქცევია, ნელ-ნელა რომ გამოსახულება დაბუნდოვანდა . ბოლოს პატარას ტირილი ,გაიგონა ერთი შეავლო მზერა , მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და თავი გადადო. ნელა შეუცურეს უმწეო სხეული გულზე. ახლა მთელი ორგანიზმით მასზე გადაერთო, წამში დაავიწყდა მომხდარი და პატარას გულისცემამ მოიცვა ნატოს არსება. -დე, როგორი ძლიერი ბიჭი მყავრახარ .... დედიკოს სიამაყე. რომ იცოდე როგორ უყვარხარ დედიკოს -ცრემლები გაუჩერებლად ცვიოდა და თან ნაზად ეფერებოდა საჩვენებელი თითით დაკუჭულ კანზე.მკერდზე გადაწოლილის რიტმული კრთომა თითქოს ისევ იგრძნობოდა დედის მუცლის სიღრმეში. ერთი წუთი არ იქნებოდა გასული რომ სადღაც წაიყვანეს. მას კი დამამშვიდებელი გაუკეთეს და სავარაუდოდ პალატაში გადაიყვანეს. * * * თვალი რომ გაახილა და ვერაფერი დაინახა, ეგონა საშინელი ხუმრობა იყო .ეგონა ესიზმრებოდა, რამდენჯერმე დაახამხამა საგულდაგულოდ ქუთუთოები იმის იმედით, რომ გამოფხიზლდებოდა, მაგრამ შავი ფონის გარდა არაფერი ჩანდა . პანიკა არ შეუქმნია, არავის ხმა ისმოდა, როგორც ჩანს პალატაში მარტო იყო . ექიმს დაუძახა, ფეხის ხმაზე მიხვდა, რომ მოვიდა . -საღამომშვიდობისა ქალბატონო , თავს როგორ გრძნობთ ? -რა მჭირს ? -შესავალი და მიკიბ-მოკიბვა არ დაუწყია, პირდაპირ ჰკითხა და პასუხს დაელოდა. -ვერ გავიგე რას გულისხმობთ?-გაკვირვებულმა იკითხა და იგრძნო ქალმა როგორ გადმოიხარა მისკენ. -ვერაფერს ვხედავ.-სიმწრისგან ორივე ხელით მოკუჭა ზეწარი და ყურთასმენა გაუმახვილდა. -როგორ თუ ვერაფერს ხედავთ ?- ისიც კარგად იგრძნო შესამოწმებლად ექთანმა ახლოს მოუტანა სახე, სუნთქვა იგრძნო ცხვირთან . -კიდევ დიდი ხანი უნდა იდგეთ აქ? რა მჭირს ამიხსენით . რატომ ვერ ვხედავ ? -ნელ-ნელა ხმას აუწია და ლამის უყვირა . შეშინებულმა ქალმა უკან დაიხია რამდენიმე ნაბიჯით. -ახლავე ექიმს დავუძახებ- ამოილუღლუღა შეშინებული ხმით და აჩქარებული ნაბიჯით დატოვა ოთახი . მალე შემოჰყვა რამდენიმე პირი , ცივი თითებით გაუწიეს თვალის უპეები, სავარაუდოდ გარსი დაათვალიერეს. მერე ერთ-ერთმა მძიმედ ამოიხვნეშა. -რა მჭირს ექიმო, პირდაპირ მითხარით . -საშიში არაფერია ქალბატონო, მძიმე მშობიარობა გქონდათ . ამიტომ როგორც ჩანს რაღაც ნერვს აწვება. ახლავე გავარკვევთ დაზუსტებით რაშია საქმე. -ჩემი შვილის დანახვას ისევ შევძლებ ? - ახლა უკვე მუდარა ისმოდა ხმაში. -რა თქმა უნდა - ინტონაციაზე მიხვდა ექიმმა გვერდულად გაუღიმა და მამაშვილურად გადაუსვა თავზე ხელი . - ყველაფერი კარგად იქნება შვილო. დროებითი ტრავმაა. -მალე გამივლის ?- გულუბრყვილო ბავშვივით იკითხა და სახე სავარაუდო გამოსახულებისკენ მიატრიალა . -ეგ თქვენზეა დამოკიდებული, დარწმუნებული ვარ ამასაც მარტივად გადაიტანთ . ახლა სიმშვიდე გჭირდებათ. -ჩემი პატარა მინდა ვნახო . -შემოგიყვანენ საღამოს . ახლა ექთნები უვლიან. -კარგით - რამდენადაც შეძლო გაიღიმა და უსინათლო თვალებით გააცილა მისი წარმოდგენით ხანში შესული მამაკაცი და რამდენიმე თანმხლები . * * * ახალშობილი გადაიყვანეს თუ არა სამედიცინო შემოწმების შემდეგ საერთო ოთახში მაშინვე გაემართა მზია არჩილის ოთახში და მოახსენა. -სრულიად ჯანმრთელი გაჩნდა ბატონო არჩილ , ჩათვალეთ ,რომ უკვე ფულში ვიხრჩობით ,-მაცდურად აუთამაშდა მზერა ქალს. -არაფერი არ სჭირს ? როგორც ჩანს მართლა ძლიერი ბავშვია , დღენაკლული ისე, რომ ინკუბატორი არ დასჭირდეს იშვიათია. ნამდვილად ბედმა გაგვიღიმა ქალბატონო მზია . თანაც ეჭვი არავის შეეპარება, თუ მძიმე მშობიარობის შემდეგ ნაყოფმა ვერ გაუძლო და უეცრად გარდაიცვალა. დაგვიფასდა ამდენი წლის შრომა . ახლა შეგვიძილია უზრუნველი მომავალი მოვიწყოთ . უკვე გააგებინეთ იმ წყვილს? -კი , სანამ შემოვიდოდი მანამ დავურეკე , ხელოვნური მუცელი რომ გავატანეთ იმას გაიკეთებს, მიმღებშივე უნდა დავხვდეთ და ისე შევიყვანოთ სხვა პალატაში, რომ ეჭვი არავინ აიღოს. -ხომ არ ვრისკავთ ?- ჩანდა კაცი ყოყმანობდა და ცდილობდა კიდევ ერთხელ აეწონ-დაეწონა მოსალოდნელი მოულოდნელობები. -რას ამბობ არჩილ, ყველა დეტალი გავთვალე .-იწყინა ქალმა და დარწმუნებით ჩაილაპარაკა. - იმ ქალს არავინ ახლდა? -არა , სრულიად მარტო იყო , ქუჩაში დაეწყო მშობიარობა და სასწრაფომ მოიყვანა. -ქმარი ? -ომში გარდამეცვალაო. -მშობლები ? -არ ჰყავს. -არა რა , მზია გაოცებული ვარ , ყოჩაღ.-ტაში შემოჰკრა და სავარძელი დაატრიალა. -მადლობა ბატონო არჩილ.საფრანგეთში რომ წავალ რა ჩამოგიტანოთ ?- ქალი იქვე სავარძელში ჩაეშვა , პირთან მიტანილი სიგარეტი თითებიდან გამოაცალა, ღრმა ნაფაზი დაარტყა და მოჭუტული თვალებით გახედა. -უკვე კარგა გვარიანად გიოცნებია მზია - ჩაიქირქილა არჩილმა და მომდევნო ღერი ამოაცოცა კოლოფიდან . -დრო უქმად რატომ უნდა დავკარგო ? -ეგეც მართალია, მაგრამ ხომ გაგიგია საყვარელო მოჩქარეს მოუგვიანდესო. ჯერ გადავხტეთ და ჰოპის დასაძახებლად დროც და ფულიც თავზე საყრელად გვექნება . -მე ჩემი ინსტრუქციით ვხელმძღვანელობ ბატონო არჩილ.-ნახევრამდე ჩაფერფლილი ღერი იქვე ჩაასრისა -ახლა უნდა წავიდე, იქ ყველაფერი მოვამზადო .ფეხზე წამოდგა, ორივე ხელი ხალათის ჯიბეში ჩაიჩრა . რაც შეეძლო სანდომიანი ღიმილი აჩუქა მამაკაცს და უკანალის ქნევით მივიდა კარებამდე.ერთხელ კიდევ მოუხედა, ცალი ხელის თითები მოხერხებულად დატალღა.კარები გაიხურა თუ არა უკვე მომავალი მილიონით აციმციმებული თვალები აახამხამა, ტანსაცმელი შეისწორა და დერეფანს გაუყვა . * * * გახარებული ქალი ,დაურეკეს თუ არა საავადმყოფოდან, ისე რომ არც უკითხავს ახალშობილის წარმომავლობა, მაშინვე დაუკავშირდა ქმარს და სანამ მოვიდოდა ოთახისკენ გაეშურა. იცოდა,იცოდა რომ ყველაფერი თაღლითური გზით უნდა გაფორმებულიყო,თანხა , რაც ბატონმა არჩილმა და მზიამ მოითხოვეს,წამით არ შენანებია,იმდენად დიდი იყო სურვილი შვილის ყოლისა. მაგრამ ვერაფრით წარმოიდგენდა , თუ ბავშვს ცოცხალ დედას აართმევდნენ მკერდიდან. შეთანხმდნენ, თუ ვინმე გარდაიცვლებოდა, ახალშობილი ბავშვთა თავშესაფრის მაგივრად მის ოჯახში მოხვდებოდა. ხელოვნური მუცელი სწრაფად მოირგო და ვითომ გეგმიური გამოკვლევისთვის მოემზადა . ქვემოდან მეუღლის მანქანის ხმა გაიგონა თუ არა პეპელასავით დაეშვა კიბეებზე.მთელი გზა პატარა ბავშვივით ცქმუტავდა. -ჩვენი პატარა გვეყოლება,როგორც იქნა ლევან, არ მჯერა . ამდენი წლის შემდეგ. -დაიჯერე საყვარელო. აი მოვედით - ანთებული თვალები მიანათა მეუღლეს და მანქანიდან გადავიდა . მისაღებში როგორც შეთანხმდნენ ქალბატონი მზია დახვდათ . მორჩილად, მაგრამ სხარტი ნაბიჯებით გაჰყვა უკან ქალი, თან ცალი ხელი მაგრად ჩაეჭიდა ქმრისთვის . რამდენიმე წუთში ხელოვნური მუცლისგან სრულიად განთავისუფლდა . პირველ სართულზე სპეციალურ განყოფილებაში უნდა დალოდებოდნენ პატარას. საწოლზე ჩამომჯდარ ქმარს თავი გულზე მიადო და წყლიანი თვალებით ამოხედა . -ლევან მალე მოიყვანენ? -კი თაკო, ცოტაც მოითმინე. ამდენი წელი ველოდეთ და ახლა ორი წუთი ვერ იცდი ?-გაეღიმა მამაკაცს და მეუღლეს ცხვირზე ხელი მოუჭირა მსუბუქად. -იცი როგორ მინდა ვნახო და ჩავიხუტო ? არ მჯერა რომ შვილი გვეყოლება . პატარა ირბენს ჩვენს სახლში. -აი რომ შემოიყვანენ , მაშინ ნამდვილად დაიჯერებ. -რა დავარქვათ ? -ბიჭია თუ გოგო? -ბიჭიაო მზია ექიმმა. გიორგი რომ დავარქვათ ? -როგორც გინდა. -ხოდა პატარა გიორგი გვეყოლება -თვალები აახამხამა და კისერში გემრიელად აკოცა. * * * -მზია ყველაფერი რიგზეა? -კი ბატონო არჩილ, წყვილი პირველზე მყავს . ბავშვსაც ჩავიყვან ახლავე . -ის გარდაცვლილი ჩვილი ? -ისიც ადგილზეა . -მაშინ დროა უკვე ნელ-ნელა მოქმედებაზე გადავიდეთ. -როგორც იტყვით - ეშმაკურად გაუღიმა და ბავშვთა საერთო ოთახისკენ დაიძრა. * * * -ტელეფონი შეიძლება ? -სუსტი ხმით იკითხა , მას შემდეგ რაც დარწმუნდა , რომ გამოძახებულმა მედდამ შემოაღო კარები . -კი ქალბატონო ახლავე- ხელში ძველი აპარატის სილუეტი იგრძნო . მიხვდა დამოუკიდებლად ვერ აკრებდა. ნომერი უკარნახა და სულგანაბული დაელოდა გიგას, რომელიც რატის და თათიას თაფლობის თვეს კურირებდა. -გისმენთ - არეული, ნამძინარევი ხმით უპასუხა უცხო ნომერს. -გიგა ნატო ვარ , ხომ არ გაგაღვიძე? -ნატო ?- უცებ მოეგო გონს და გამოფხიზლდა. - არა რა გამაღვიძე. რა მოხდა ხომ კარგად ხარ ? -კარგად ვართ ორივე დამშვიდდი მეც და ჩემი პატარაც . -აბა ? - რაღაცა უნდა გითხრა , ოღონდ დამპირდი რატის და თათიას არ უთხრა , თორემ მაშინვე მიატოვებენ ყველაფერს და ჩემოვლენ. მე კიდევ არ მინდა ეს ძლივს მიღწეული მდგომარეობა ჩავუშალო. -აღარ იტყვი ნატო ? მოვკვდი ნერვიულობით . ვისი ნომრიდან მირეკავ ? -საავადმყოფოდან ვრეკავ. -საავადმყოფოდან ? -უცებ იღრიალა.- აბა კარგად ვართო ? -მერე მაცადე ადამიანო, მშობიარობა დამეწყო და წამომიყვანეს.-სიცილით უთხრა და საწოლზე გასწორდა. -ახლავე მოვდივარ , ახლავე. -უცებ ხელი დასტაცა გიგამ ოთახში სკამზე გადაკიდებულ ჯინსის შარვალს. -არსადაც არ წამოხვალ გიგა. მომისმინე თუ შეგიძლია .-ნატოს სიტყვების გაგონებაზე შარვალი საწოლზე დადო ,მაგრამ წამითაც არ განელებია მღელვარება. -რა მოგისმინო გოგო სამშობიაროში სულ მარტო ხარ და არ ჩამოვიდე? -ახლა რომ წამოხვიდე იეჭვებენ რაღაცას, ამიტომ ხვალ ისედაც მოდიოდი და ჩემს ბიჭს არსად ეჩქარება . -ეგეც მართალია, მაგრამ მანდ, მარტო, თან პატარასთან ერთად,-ხმა დაუთბა ნატოს შვილი რომ წარმოიდგინა. -დამიჯერე რა , აქ თავს მევლებიან . მე და ბავშვს არაფერი გვიჭირს. ხვალ წამოდი. ორი საათი რამეს გიწყვიტავს ? -თქვენი ნახვა მინდა. -გიგა!- მკაცრი ტონით ჩაილაპარაკა. -გიჯერებ, ქალბატონო ნატალია - დაბალ ხმაზე გაიცინა და საწოლზე გადაწვა. -ხოდა ჭკვიანი ბიჭი ხარ შენ . უბრალოდ საბუთებზე მინდა დახმარება, თორემ ნამდვილად არ შეგაწუხებდი . -ვაიმე,რომ ჩამოვალ შენ ნახე გაგაცლი მაგ თმებს . ისე შემაწუხე ახლა მთელი ცხოვრება მაგას როგორ გაპატიებ . -კარგი გიგა, წავედი მე ... -საუბრის დამთავრება იჩქარა. გარეთ ჩოჩქოლი ატყდა და ცარიელ კარში კარგად ისმოდა როგორ გარბი-გამორბოდნენ თეთრხალათიანები . ტელეფონიანი ხელი ჰაერში გაიშვირა .მაშინვე იგრძნო ნაზი ხელის შეხება და თითები მოადუნა. -დიდი მადლობა გენაცვალე,-მადლობის ნიშნად გაუღიმა ოთახში მყოფს. -რას ბრძანებთ . -გარეთ რა ამბავია? -არ ვიცი ქალბატონო, ალბათ რომელიმე ჩვილს კრიტიკული მდგომარეობა შეექმნა. -ღმერთმა ყველა დედას ჯანმრთელად უმყოფოს შვილი -გულწრფელად შეწუხდა ნატო და გულზე ხელი მიიჭირა . -ჩემს პატარას როდის ....- სიტყვა დამთავრებული არ ქონდა, ოთახში ვიღაც რომ შემოვარდა . -თამუნა დროზე გამოდი ოთხას მეორე ჩვილი კრიტიკულ სიტუაციაშია .-მედდამ პალატა დატოვა . ნატო ცოცხალმკვდარი იყო. -არა ღმერთო ეს მართალი არ იქნება - ბუტბუტებდა და თან ცდილობდა გონებაში აღედგინა ის ციფრები ექიმმა რომ დაასახელა. -ნუთუ მართლა ოთხას ორი თქვა მაშინ ? არა არ შეიძლება მართალი იყოს . ჩემი ბიჭი ჯანმრთელი იყო, სრულიად ჯანმრთელი . მე თვითონ ვნახე. ჩემი პატარა .თან ვერ ვგრძნობ რომ ცუდადაა. მე ხომ დედა ვარ , ჩემი შვილი რომ ცუდად იყოს აუციებლად ვიგრძნობდი. ასე არაა დედიკო ? მართალია მუცელში აღარ მყავხარ ,მაგრამ ვიცი კარგად ხარ. -თავს იმშვიდებდა და ცდილობდა ცუდი ფიქრები გონებაში არ შეეშვა .მაინც ვერ მოისვენა , განუწყვეტლივ აჭერდა ზარს თითს,თუმცა მოპასუხე არავინ იყო. -ალბათ იქ არის ყველა -გაიფიქრა თავისთვის და ერთხელ კიდევ გააჟრჟოლა, თმის ღერიდან ფრჩხილებამდე. * * * მთელი დღე ექიმის მითითებულ მისამართებზე დადიოდა. თითქოს რაიმე დეტალს ამოიცნობდა, მაგრამ გახსენებით კონკრეტულად ვერაფერი გაიხსენა . თავისი საქმე სულ გადაავიწყდა ქუჩაში ქალის კივილი რომ გაიგონა , უნდოდა ახლოს მისულიყო და დახმარებოდა, მაგრამ ხალხს უკვე ბლომად მოეყარა თავი. მხოლოდ შორიდან შეავლო თვალი როცა სასწრაფო მოვიდა, ისიც რამდენიმე წამით , შემდეგ ისევ თავის გზას გაუყვა . -ნეტავ ვინ, ვარ ? სახელი ვიცი, მაგრამ ამ სახელის გარდა არაფერი მეცნობა . საბუთებიც არ მაქვს . იმ ფეხმძიმე ქალს რომ შევხედე გული გამითბა. როგორი ბედნიერი იქნება მისი ქმარი როცა გაიგებს, რომ პატარა ეყოლა. მე მყავს ცოლი ? შვილები ?. არა ,გამორიცხულია. თუ მყავს მაშინ რატომ არ მეძებს ? იქნებ მეძებს კიდეც? -ურთიერთგამომრიცხავ დასკვნებს აკეთებდა და ფიქრში ისე გაერთო ,ვერც კი გაიგო როგორ მიადგა საკუთარ საცხოვრებელს . -მეცნობა იმ ქალის ხმა, მაგრამ საიდან ? -ფიქრობდა, თან ცდილობდა კარი გაეღო. -არა სისულელეა, მე საიდან უნდა ვიცნობდე. თუმცა არაა გამორიცხული, მე აქ ვცხოვრობდი, შესაბამისად შესაძლებელია სადმე შემხვედრია.- თავად ჩამოაყალიბა საწინააღმდეგო და ერთიანად ძალაგამოცლილმა საძინებელს მიაშურა. * * * რომ უთხრეს თქვენი ბავშვი გარდაიცვალაო ოთხმა კაცმა ვერ გააკავა .თითქოს მახრამ ერთიანად ცოცხლად გამოჭამა გული. თვალის ჩინი დაკარგა, მაგრამ ხელებით იგერიებდა გარშემომყოფებს და ცოცხალი კედლის გარღვევას ცდილობდა. -მანახეთ ჩემი შვილი, არ შეიძლება მომკვდარიყო. ჯანმრთელიაო მითხრეს, ველოდებოდი რომ შემოეყვანათ და მეჭმია. თქვენ კი მოკვდაო, ეგებ რამე გეშლებათ ? ღმერთი ასე არ გამწირავდა. გადაამოწმეთ ხალხნო, ადამიანები არ ხართ ? -ბოლო ხმაზე ღრიალებდა ქალი და ექიმების ხელების ზედმეტი მარწუხებისგან ცდილობდა თავის დაღწევას. -სამწუხაროდ ,ქალბატონო ეს სიმართლეა. -რანაირი სიმართლეა ნუ გადამრიეთ. -თქვენი ბავშვი ნაადრევად დაიბადა, თან ძალიან მძიმე მშობიარობა გქონდათ . -არააა..... -მგელივით ბოლო ხმაზე დაიყმუვლა და მუხლები მოეკვეთა. -გამიშვით გთხოვთ . ჩემ ბიჭთან გამიშვით . ჩემ მკვდარ შვილთან გამიშვიიით . მანახეთ ჩემი ბიჭი. ბოლოჯერ მაინც დამაკავებინეთ ხელში.. -არაადამიანურად ყვიროდა თან ხელებს უმისამართოდ იქნევდა. ხვდებოდა ამდენს ვერ გაუძალიანდებოდა,მაგრამ ბოლო ძალები მოიკრიბა. ბოლოჯერ გაიბრძოლა . - შვილი მომიკალით არაადამიანებო . ჩემი ბიჭი ჯანმრთელი იყო . თქვენ მომიკალით შვილი , ერთადერთი შვილი . გამიშვით ჩემს შვილთან . აღარ მინდა სიცოცხლე.-უცებ პატარა ჩხვლეტა იგრძნო მკლავზე თითქოს ბლანტმა სითხემ ჩამოუარა ორგანიზმში , თვალები მიელულა და უცხოების ხელში ჩაესვენა. * * * მთელი ღამე ვერ მოისვენა , თითქოს გრძნობდა ვიღაც ეძახდა. საწოლში იმდენი იწრიალა სანამ ზეწარი არ გადმოაბრუნა. დილის ექვსი საათი იყო დაფეთებულივით წამოვარდა ,ვერც გაიგო როდის ჩაეძინა. მაგრამ ამას ახლა არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა , მაშინვე ტელეფონს სწვდა და ექიმს დაურეკა. -გისმენთ -მოისმა ნამძინარევი ხმა მეორე მხრიდან. -ექიმო მგონი რაღაც გამახსენდა -მართლა? მაინც? - უცებ მოფხიზლდა და იაგოს გათვლებით წესით სათვალე დაიკოფსა ცხვირზე. მერე რა რომ არაფრის ჩაწერას არ აპირებდა. ჩვევად ჰქონდა უკვე. -მნიშვნელოვანი არაფერი . -ჩვენთვის ახლა ყველაფერი მნიშვნელოვანია,-ჩასძახა ექიმმა და მოსასმენად მობილიზდა. -კარგით მაშინ დღეს გნახავთ . -რომელ საათზე? -ასე, ერთ საათში რომ იყოს ? -კარგი , მაგრამ იმ კლინიკაში არ ვიქნები . სამშობიარო სახლში მაქვს საბუთები მოსაწესრიგებელი და იქ მოდი კარგი ? -კარგი, ნახვამდის . -ექიმს დაემშვიდობა თუ არა ტელეფონი იქვე მოისროლა და ისევ ნანახის გაანალიზება გააგრძელა. * * * გამაყუჩებელმაც ვერ უშველა ნატოს მდგომარეობას. უბრალოდ გაბრუებული იყო, თორემ გულის ტკივილს იოტის ოდენიც არ მოუკლია .უპეებს ერთმანეთს აცილებდა, მაგრამ ისევ შავი ფონი .საწოლზე უსულო საგანივით დევს და ინსტიქტურად ცრემლებისგან იცლება . -ნუთუ ამდენი დავაშავე უფალო. ნუთუ შვილიც ვერ გაიმეტე ჩემთვის. მე წაგეყვანე მის მაგივრად . ერთადერთი იყო რაც სიცოცხლის აზრს მაძლევდა და ისიც ისე მომწყვიტეს წამით არ იფიქრეს ჩემზე. ეგებ მე ვარ წყევლა. ვისაც შევეხე , ვინც შევიყვარე ყველას სიკვდილი მოვუტანე . რატომ? არ შეიძლება ამ კითხვას პასუხი გაეცეს? მაინცდამაინც ჩემი ბიჭი რატომ ? მამამისი ხომ წამართვი, მშობლებიც ხომ გამოგატანე . ჩემ შვილს რას ერჩოდით . - პალატაში მოთქვამდა ნატო და თავს აქეთ-იქით აქნევდა .გლოვობდა, მაგრამ რაღაცნაირად ორგანიზმი ვერ იჯერებდა, თუ რა არც თვითონ იცოდა. ეგონა ცოცხალი იყო. ისევ ისე მძაფრად ესმოდა მისი გულისცემა და სუნთქვა.დილის მორიგეობაზე ჩამოვლილ ექთანს სინი ლამის ხელიდან გააგდებინა. ლუკმა არ ჭამა. -ჩემი შვილი შეიძლება ვნახო ?- უჩინო, მაგრამ არეული თვალებით შეხედა შემოსულს და გაირინდა .ტუჩები სულ დასისხლიანებოდა,ლამის ნახევარი დარჩა იმდენი მოიკვნიტა . -რა თქმა უნდა , ახლავე დამხმარეს მოვიყვან - მეტი არაფერი უთქვამს , მათ მოსვლას დაელოდა. ორნი იყვნენ, ერთ მკლავზე ხანში შესული ქალი ჩაეჭიდა, მეორე უფრო ახალგაზრდა იყო, სავარაუდოდ ის ,ვისაც რამდენიმე წუთის წინ ესაუბრა .უჩვეულოდ უკანკალებდა ხელი. უნდოდა ეკითხა მიზეზი, მაგრამ ერთადერთი ,რაზეც ახლა ფიქრობდა მისი შვლი იყო, რომლის სიკვდილიც ვერაფრით აღიქვა . -მოვედით - კარების ჭრიალი გაისმა, მერე რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და თბილ ოთახში შეაბიჯა. -აქაა? - იკითხა აკანკალებული ხმით და მიუხედავად იმისა თვალის ჩინი არ ჰქონდა თავი ჯერ ერთისკენ მიაბრუნა, მერე-მეორესკენ. -კი. -უფრო ახლოს მიმიყვანეთ -რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაში კიდევ დაეხმარნენ. -ძალიან ვწუხვარ -დაბალი ხმით ჩაჩურჩულა ექთანმა და გამხნევების ნიშნად თბილად ჩამოუსვა მხარზე ხელი. -არ მჭირდება თქვენი თანაგრძნობა -აკანკალებული თითები ნელა ააცოცა მინაზე და ოდნავ დაიხარა . უნდოდა ეტირა , უფროსწორად ცრემლები ცვიოდა, მაგრამ როცა ღრმად ჩაისუნთქა,მიხვდა მისი არ იყო .მისი პატარას სუნი არ ასდიოდა. მილიონში გამოარჩევდა იმ სიტკბოს პირველად რომ დაუწვინეს მკერდზე და კისრიდან შეისუნთქა . ცივად დაიხია უკან , წელში გაიმართა და ყბა აუკანკალდა. -რა დაგემართათ ? -არაა ეს ჩემი შვილი ,-დარწმუნებით თქვა და ცრემლები მარჯვენა ხელის ზურგით უხეშად მოიცილა სახიდან. -როგორ გეკადრებათ ქალბატონო. ვიცით ძალიან მძიმეა იმის გაანალიზება რომ ბავშვი დაგეღუპათ ,მაგრამ ნამდვილად თქვენი შვილია. -არ არის ეს ჩემი ბიჭი ... სად წაიყვანეთ ჩემი შვილი . თქვენ რა ადამიანები ხართ. მომატყუეთ მოკვდაო. ჩემი პატარა დამიბრუნეთ . ჩემი შვილი, რა უქენით გამაგებიეთ . ვიცოდი რომ არ მომკვდარა. დედის გული ვერ განიცდიდა უმისობას. ჯანმრთელიაო მითხრეს ,როცა დაიბადა და პირველად ამოიტირა . იმ საღამოს უნდა მეჭმია და გამომიცხადეთ მოკვდაო,-ახალგაზრდა გოგნამ ხელი შეაშველა რომ არ წაქცეულიყო . -თქვენია ქალბატონო ამაში როგორ გეპარებათ ეჭვი ? თქვენ რა გგონიათ ბავშვი შევცვალეთ ?- შეშინებული, მაგრამ დამაჯერებელი ტონით ამოისისინა მეორემ . -კი არ მგონია დარწმუნებული ვარ . უპატრონო გამოუცდელი გოგო გგონივართ ხომ ? შვილები გყავთ ? -კი. -მერე არ იცით რა ძლიერია დედა? არ იცით რომ შეუძლია მისი შვილისთვის ადამიანი ცოცხლადაც კი შეჭამოს ? მარტო დამიგულეთ ,თან მხედველობა დავკარგე დროებით და თქვენ ეს ხელსაყრელი სიტუაცია გეგონათ . გეუბნებით ,ბოლოჯერ გაფრთხილებთ ,სანამ მთელი კლინიკა აქ შევყარე და მოვითხოვე ამ გარდაცვლილი ჩვილის ექსპერტიზა თავად იკადროთ და შვილი მომიყვანოთ . ცხოველიც არ იზამს ამას, არამცთუ ქალი, რომელმაც იცის რას ნიშნავს იყო დედა. ამ საცოდავმა რაღა დაგიშავათ , ამ ანგელოზმა. ვინ მოგცათ უფლება პატარა ანგელოზის სხეულით უნამუსოდ ითამაშოთ .ფულზე იყიდებით . თქვენ ექიმების წოდების კი არა ,ფურთხის ღირსიც არ ხართ . - ნაბიჯების ხმა გაიგონა, ქალბატონი გველნაკბენივით გავარდა გარეთ. იქ კიდევ ისმოდა ვიღაცის სუნთქვა, სავარაუდოდ იმ ახალგაზრდა გოგოს ხმა იყო ,წეღან რომ შეეშველა. თუმცა ,არც ერთს დასცდენია სიტყვა . * * * გავიდა თუ არა , მაშინვე ტელეფონს ეცა და არჩილის ნომერი აკრიბა -რა მოხდა მზია? რამე ახალი გეგმა შეიმუშავე ?- ლაღი ტონით იკითხა კაცმა . -მგონი დავიღუპეთ არჩილ, მილიონრები კი არა, ვფიქრობ ციხეში ამოგვხდება სული -შეშინებულმა უპასუხა და ღრმად ჩაისუნთქა. -რაა? -დაფეთებული წამოხტა არჩილი სკამიდან და მაგიდას ხელით დაეყრდნო. -რა და ამან აქ ერთი ამბავი ამიტეხა, იცნო და ჩემი შვილი არააო ყვირის. -კი მაგრამ ,ნუ გამაგიჟე ადამიანო . მშობიარობისას ტრამვა მიიღო და ვერ ხეიდავსო შენ არ მითხარი ? -ჯანდაბა . მართალია ვერ ხედავს მაგრამ იცნო. -რანაირად ? - მე რა ვიცი. ფაქტია გაჩერებას არ აპირებს და ყველაფერი თუ ამოგვიქექეს სამუდამო არ აგვცდება . -შარი შარზე რა . უნდა წავსულიყავით წინა ბავშვის მერე . -მუშტი დაჰკრა მაგიდას და სიმწრისგან გამშრალი ტუჩები გაილოკა. -ახლა გეყო, მაგის დრო არაა. მოიფიქრე როგორ გამოვძვრეთ ,თორემ თუ ასე გავაგრძელეთ სულ სატირლად გვექნება საქმე,-აჩქარებდა ქალი და შეშინებულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. -რა ჯანდაბა უნდა ვქნათ ? არც არაფერი მაფიქრდება ასე უცებ . ანდა კი .. მოიცა მზია, ჯერ მიდი შენ, დამამშვიდებელი გაუკეთე რამე ნემსი , რომ მიეძინოს. მერე ვთქვათ ვითომ თავს დაგესხა ,რადგან ჭკუიდან შეიშალა ბავშვის გარდაცვალების შემდეგ. მაგ დოკუმენტებს მე გავაკეთებ არ იჯავრო. -ესე იგი ახლა მხოლოდ დავაძინო ? -ხო . მეტი არაფერი მოიმოქმედო . დანარჩენი მე მომანდე, ცოტა დიდი დოზა მიეცი, დილამდე ვერ გაიღვიძებს . -კარგით ბატონო არჩილ.- ტელეფონი ჯიბეში დააბრუნა, შვებით ამოისუნთქა და გვერდულად გაიღიმა . -ვერ ისვენებ ქალბატონო და რა გიყო? შენი გრძელი ენის გამო ახლა შეიძლება საგიჟეშიც აღმოჩნდე. -ისევ გაიღიმა და წამლების ოთახისკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯით . უფრო სწორად წავიდა კი არა , გაიქცა . * * * -მე გითხარით ბავშვი მომიყვანეთთქო.თქვენ კი, როგორც ვგრძნობ ,ხელცარიელი დაბრუნდით ქალბატონო „ექიმო“-ბოლო სიტყვა ირონიულად ჩაილაპარაკა. -უკვე მერამდენედ უნდა გაგიმეოროთ, რომ თქვენი ბავშვი მანდაა, გარ-დაცვ-ლი-ლი. უფრო მეტად როგორ აგიხსნათ? გინდათ მაფიქრებინოთ რომ შეიშალეთ ? -თქვენ მგონი მართლა ვერ გაიგეთ რაზე ვარ წამსვლელი . კი არ შევიშალე დედა ვარ და ცხოველივით მოქცევაც რომ დამჭირდეს, პატარას არ დავთმობ. -და არც არავინ გართმევთ .-ნელ- ნელა იმ სილუეტს მიუახლოვდა რომლისგანაც ისევ და ისევ ისმოდა მისი შვილის გარდაცვალების დამამტკიცებელი სიტყვები .ხელი ნელა ააყოლა და თითები კისერზე შემოალაგა . ძალა მისცა დასუსტებულ სხეულს და იგრძნო როგორ დაუდიოდა არტერიაში სისხლი. აჩქარებული გულისცემაც შეიგრძნო იმ წამს. -მერამდენედ უნდა გაგიმეოროთ ქალბატონო . -გამოაჯავრა .-თქვენი დახრჩობაც რომ დამჭირდეს არ გამიჭირდება . წიწილასავით მოგაძრობთ მაგ კომბალივით თავს და ჩემ ბიჭს მაინც არ დაგითმობთ გასაგებია ? გამიგონია საქართველოში რა ამბებიც ხდება და ზოგი მართლა ტყუვდება .გული მერევა თქვენნაირ ექიმებზე , რომლებსაც შეუძლიათ ფულის გულისთვის დედებს მკერდიდან ააცალონ შვილები . სიცოცხლის ღირსები არ ხართ,მაგრამ სიკვდილიც მეზედმეტება თქვენთვის . იცით მაინც რას გრძნობს დედა, როცა ეუბნებით, რომ არსება რომელიც მთელი ცხრა თვე მუცლით ატარა ,რომლის გულიც მასთან ერთად ცემდა, ნელ-ნელა იზრდებოდა, სიყვარულით ინახავდა პირველ შავ-თეთრ სურათს, რომელზეც მხოლოდ მას შეეძლო დეტალების გარჩევა. დიდი სიყვარულით ეფერებოდა პრიალა ზედაპირს და საგულდაგლოდ ელოდებოდა როცა ხელში დაიკავებდა, მისი სიცოცხლის ერთადერთი აზრი მკვდარია. თან ტყუილს, და ისე აუღელვებლად გეგონებათ პურზე ათი თეთრის მომატება აცნობეთ. თვალს დამაკლდა , გულს კი არა . ახლაც ვგრძნობ ჩემი ბიჭის მფეთქავ ნაწილს -აქ, აქ და აქ- ხელით მუცელზე , გულზე, შემდეგ კი თავზე მიუთითა. დაგახრჩობთ და ხელიც არ ამიკანკალდება . ამაში ერთი წამითაც არ შეგეპაროთ ეჭვი . -თვითონაც შეეშინდა, საიდან მოიატანა ხმაში ამდენი ზიზღი . საიდან გაუმძაფრდა ქალის მოკვლის სურვილი . თუმცა დიდხანს ფიქრი არ დასცალდა მჩხვლეტავი ტკივილი იგრძნო მკლავში , წამიერად გამოეცალა ძალა და მუხლები მოეკეცა . -რა გააკეთეთ ? -შეიცხადა გოგონამ და ხელები აიფარა. -რა გავაკეთე? ვერ უყურებდი როგორ დამემუქრა სიკვდილით ? ამ თავხედს ამდენს გავაბედინებდი ? გაგიჟდა საცოდავი როგორც ჩანს . რას ვიზამთ, ყველა ისეთი ძლიერი არაა, რომ ასეთი ტრავმა გადაიტანოს . -მართალია რაც თქვა? -რა არის გოგო მართალი, შენც არ ამიშალო ახლა ნერვები, თორემ დაემშვიდობე სამსახურს . აქ არაფერი დაგინახავს და არ გაგიგონია . ახლა წაათრიე და დააწვინე ისევ თავის ოთახში- აგდებით ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა., არადა გული შიშისგან ლამის კისერში ამოუხტა . ნერვიულად მოისრისა კისერი სადაც წამის წინ გააფთრებული ქალი ეჭიდებოდა. უსინათლო თვალებშიც კი ამოიკითხა გარკვევით გრძნობები და შეეშინდა . -ბატონო არჩილ- დაუკაკუნებლად შევიდა კაბინეტში მზია , სახე უცნაურად აკიაფებოდა და თვალს არ აცილებდა მამაკაცს. -ხო მზია.გაუკეთე? -კი და მთელი ღამე იძინებს . -კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და მაცდურად გაუღიმა. -მე უკვე შევადგინე განცხადება. გადავაგზავნი და ხვალ ,სისხამ დილით უკვე მზად იქნება ხელმოწერილი საბუთები . -ჰუუჰ, ნეტა ეს ყველაფერი კარგად დამთავრდეს და მეც დავამთავრებ . მოვხვევ ამ ფულს ხელს და აქეთ ჩამომსვლელი არ ვარ .-ხელი გაიქნია და მაგიდაზე დადებულ თამბაქოს კოლოფს დასწვდა. -დამთავრდება ჩემო მზია აბა რა . -იმათ აჩვენეთ ბავშვი ? -კი და სიხარულით აღარ არიან . მალე ჩაგირიცხავთ თანხასო .დღეს ითხოვეს პალატაში დაგვეტოვებინა , ხელი არ გაუშვია იმ ქალს . -ძალიანაც კარგი , როგორც ჩანს დედობრივი ინსტიქტები განუვითარდა . -ხო, არ გშია ? -მოულოდნელად იკითხა არჩილმა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა -არა , მაგრამ თქვენ კომპანიონობაზე ხომ არ გეტყვით უარს . -ეშმაკურად გაიცინა და სავარძლიდან წამოდგა . * * * ძლიერი დამამშვიდებლის მიუხედავად საწოლში ბორგავდა. სიზმარს არ ნახულობდა, მაგრამ ტანში ცრიდა. უცებ ქუთუთოები დააცილა ერთმანეთს და წამოვარდა. -ჩემი შვილი , ჩემი ბიჭი. სადღაც აქაა, იაგო როგორ მჭირდები ახლა . როგორ მჭირდება შენი გვერდში დგომა და გამხნევება . ამათთვის გაწირე თავი ? ასეთი ქართველებისთვის ? შენ უნდა იწვე მიწაში და ესენი ხალხის გასამწარებლად დაგოგავდნენ ? გიგა მალე ჩამოდი , უნდა მომისწრო. არ უნდა მაჯობონ, ვერ უნდა წაიყვანონ. ჯანდაბა !-მუშტები დაუშინა საწოლს ,- ესღა მაკლდა. ნეტა როდის გამოვიხედავ.- მართალია ჩინი დაკარგა, მაგრამ სხვა გრძნობები გაუმძაფრდა. ნესტოებში გამჯდარ შვილის სურნელს ვერ იცილებდა. სუსტად,მაგრამ გრძნობდა აქ იყო . ერთიანად მშვიდად მოაჩვენა თავი ,როცა კარი გაჭრიალდა. ვიღაც უხმოდ შემოვიდა ოთახში. -ვინ ხართ , რა გნებავთ ? დიდი ხანი აპირებთ ასე ჩუმად ყოფნას? -უცებ მიაყარა და გაჩუმდა. -მე ... მე უბრალოდ- აბლუკუნდა და მაშინვე იცნო ის იყო , ის ახალგაზრდა. -რა შენ... რომელი ხარ ? -მნიშნვნელობა არ აქვს რა მქვია . ვიცი სამსახურს დავკარგავ, შვილი ულუკმაპუროდ დამრჩება,მაგრამ არ შემიძლია. მეც ხომ დედა ვარ და ვიცი რა ტკივილია. -ბლუკუნით ლაპარაკობდა ვარდისფერ უნიფორმიანი ახალგაზრდა და ნერვიულობისგან უკვე თითებს ისრესდა. -ბოლოს და ბოლოს გამაგებინებ რატომ მოხვედით ? -თქვენ რომ მთხოვეთ თუ შეიძლება ჩემი გარდაცვლილი შვილი ბოლოჯერ ვნახოო ხომ გახსოვთ ? -კიდევ იგივეს იმეორებთ ? ჩემი პატარა ცოცხალია ,-უცებ წამოენთო ნატო . -ვიცი ქალბატონო , შემთხვევით ბატონი არჩილის და ქალბატონი მზიას ლაპარაკი გავიგონე. -რაო რა თქვეს?- წამში დალბა, თვალები აუწყლიანდა და ხმაურიანად გადაყლაპა ნერწყვი. -თქვენი ბავშვი პირველ სართულზე ჰყავთ . ხვალ საღამოს ოფიციალურად გააფორმებენ და ბინაზე გაწერენ. - გთხოვთ დამეხმარეთ, თუ გინდა მუხლებზე დაგიდგებით ოღონდ იქამდე მიმიყვანეთ-ტირილით საუბრობდა ,მაგრამ სავარაუდოდ მედდას უკვე მისი ხმა არ ესმოდა, რადგან მაშინვე სირბილით დატოვა ოთახი.სიმწრისგან გააკანკალა. იმის გაფიქრებაზე, რომ სხვა შეეძლო მისი ბავშვის წაყვანა, ტანში გააზრიალა. გაჭირვებით წამოდგა. წარმოსახვით რაც შეძლო ტანზე ტანსაცმელი შეისწორა და ნელი ნაბიჯებით დატოვა ოთახი. ცდილობდა არ შეემჩნია , რომ ვერ ხედავდა. კედელ-კედელ გაუყვა დერეფანს . ბეწვზე გადარჩა რომ არ დაგორდა. პირველი საფეხური ისე მოულოდნელად შეხვდა ,ლამის გაიშხლართა და მოწმინდა კიბე. საბედნიეროდ დროზე მოახერხა სახელურზე ჩაჭიდება. ყოველ მომდევნოს ფეხის ცეცებით აგნებდა. დიდი წვალების შემდეგ, როგორც იქნა ჩააღწია. ღმერთს რაღაცნაირად უმადლოდა კიდეც ამ წუთებში თვალის ჩინის მაგივრად ყნოსვა რომ გაუმძაფრა. მწევარივით წაიგრძელა კისერი და ჰაერში პატარას სურნელი მოძებნა . -დედიკო მოდის ჩემო პატარა. ცოტაც და ჩაგეხუტება . იცი რა ახლოს გყავს ? არადა უთხრეს რომ მოკვდი. როგორ შეიძლება შენნაირი ანგელოზებით ასე ითამაშონ დე. არავის არ გაატანს დედიკო. მამიკომ დამიტოვა დე შენი თავი . ჩემო ბიჭო.-ბუტბუტებდა და ცდილობდა მიახლოებოდა სუნის ეპიცენტრს. თითქმის ხოხვით მივიდა ყველა კარებამდე, მაგრამ ვერაფერი იგრძნო . როგორც ჩანს მეორე მხარესაო გაიფიქრა და გეზი იცვალა. ყველა ემოცია ერთიანად მოეძალა როცა ბოლო კარს მიადგა. იგრძნო იქ იყო. გულისცემაც გაიგონა . მისი სუნი უკვე ტვინამდე ავიდა. მონატრებით აუკაწკაწდა კბილები და ტუჩები აუხურდა ნაზ კანზე კოცნის სურვილით. ფრთხილად ჩამოსწია სახელური და ოდნავ შეაღო კარები . ორი სხვადასხვა ადამიანის სუნთქვა ისმოდა. - როგორც ჩანს ეს ის წყვილია,ჩემი პატარას წაყვანა რომ უნდათ. რა მშვიდად სუნთქავენ,ვითომ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ. ვითომ ამათ არ მოინდომეს დედა შვილური სიყვარულის ფულით ყიდვა . ჩვილი ქსუტუნით სუნთქავდა. არ ეგონა სიხარულისგან გული თუ არ გაუსკდებოდა. ჩოჩიალით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და პატარა საწოლს გაუსწორდა . ფრთხილად აუყვა რკინის კონსტრუქციას ხელით და ბავშვს მთრთოლვაზე ფეხზე შეეხო. თითქოს დენმა დაარტყაო უცებვე გამოსწია უკან. თითები აკანკალბულ ტუჩებზე მიიფარა და ცრემლები გადმოცვივდა. მერე უფრო თამამად შეავლო ხელი ჩვილის სხეულს, ოდნავ დაიხარა და დასუსტებული მკლავები მოხვია .პატარამ თითქოს იგრძნო დედის სიახლოვე, ერთი შეირხა, პაწაწუნა ფეხები ჯვარედინად მოიქცია და გულზე თავი მიადო. ნელა შეეხო ტუჩებით შუბლზე, მიხვდა ახლა აქ დაცდის დრო არ იყო. რაც შეიძლება მალე უნდა გასცლოდა ოთახს . მოტრიალდა და ახლა უკვე გამოზომილი ნაბიჯებით მიაგნო გამოსასვლელ. თავის ოთახში აღარ ასულა, ან იქ რა უნდოდა. გიგა დაპირდა და აუცილებლად მოვა . ხოდა ბარემ აქ დახვდება. რომ შემოიყვანეს მაშინ მოჰკრა თვალი სადღაც მარჯვენა კედელთან სკამების მწკრივი იყო . ცალი ხელით ბავშვი ჩაებღუჯა , ცალით დასაჯდომს ეძებდა. როგორც იქნა მიაგო კიდეც.მოსინჯა კარგად, რომ არ წაიქცეოდა და მხოლოდ ამის შემდეგ გაბედა დაკავება .თითებს უმისამართოდ აყოლებდა პატარას სხეულს. უნდოდა თითოეული ნაკვთი შეხებით შეეგრძნო. -მამას გავხარ დე. მამიკოს ბიჭი ხარ . ნეტა იცოდე როგორი იყო. - მერე საჩვენებელი თითი გადაუსვა შუბლზე,მკერდამდე აზიდა და მონატრებული სურნელი დაუბრკოლებლად ჩაისუნთქა. სიამოვნებისგან ეკლებმა იხეთქა პატარამ თითები რომ ლოყაზე აუცოცა. -ჩემი სუნთქვა ხარ. როგორ შეეძლოთ ასე უსიტყვოდ წაყვანა ,როგორ გაიფიქრეს რომ ვერ გავიგებდი . იცი, დე? მგონია ისევ აქ ხარ , ამ მუცელში , რამდენიმე დღის წინ ცხვირამდე რომ იყო ამოწეული. მაშინ მუცლის იქით ვერაფერს ვხედავდი. ახლა საერთოდ ვერაფერს ვხედავ, მაგრამ რომ იცოდე, თვალის ჩინითაც შენს გარდა ვერაფერს შევამჩნევ .- ამ ხნის მანძილზე პირველად გაეღიმა,ოდნავ მიეყრდნო სკამის საზურგეს და თავი კედელს მიადო. საოცარი სიმშვიდე ოთახიდან გამომავალმა ქალის კივილმა დაარღვია . გაავებული გამოვარდა და მისაღებში მჯდომ ნატოს ხელებში ეძგერა . ქალმა ძუ ლომივით დაიღრინა და უჩინო თვალებიდანაც იმდენი ცეცხლი გადმოიფრქვა რომ ერთიანად გააშეშა. -მომეცი ჩემი შვილი - გაუბედავად ამოიბურტყუნა და იქვე დადგა . -რაა? -ფეხზე თანდათან წამოიმართა და უფრო მეტი რიხი გარია ხმაში .-უკაცრავად მომესმა ? ვისი შვილიო ? -ყურის ნიჟარა მომავალი ბგერების დასაჭერად მიმართა ნატომ . -ჩემი შვილი - უფრო შეშინებული ჩანდა ქალი,ვიდრე- წინათ . -ჩემია ეს ბავშვი ,ჩემი. რას ნიშნავს თქვენი შვილი, ნუ გამაგიჟეთ ხალხნო. ცხრა თვე მუცლით შენ ატარე, მერე ის გაუსაძლისი ტკივილი შენ გადაიტანე , შეგიძლია მხოლოდ სუნით მიაგნო როცა წაგართმევენ თუ რა ? ამიხსენით ერთი ,როცა არცერთი მათგანი არ შეგეხოთ თქვენი რანაირადაა. შეხედეთ ამ პატარას, სულიერია ხომ ? თუ ნივთია რომ იყიდოთ? -ბავშვი ჩემია -თითქმის ტირილით ამოთქვა და ქმარს აეწება. -მზია ექიმო, თქვით რომ ბავშვი ჩემია. თქვით ! ვინ არის ეს ქალი ,გიჟია?-მზიამ სცადა ხელიდან გამოესტაცა ბავშვი. მაგრამ ცალი ხელით ნატომ უფრო მიიწება. მეორე ხელის ფრჩილები კი მთელ სიგრძეზე დაუსვა მკლავზე. -არავინ გაბედოს იცოდეთ ბავშვზე თითის დაკარება. არავინ გაბედოს იმის თქმაც კი ,რომ ეს ჩემი შვილი არაა.ჩემი ხელით მოვკლავ , ქმრის სულს გეფიცებით , ჩემი ხელით გამოვასალმებ სიცოცხლეს ვინც მის წართმევას შეეცდება .ზურგით ეყრდნობოდა ადგილს, სადაც ორი კედელი კუთხეს ქმნიდა. პატარას თითქოს ესმოდა საქმის ვითარება ხმა არ ამოუღია .გააფთრებული იდგა ქალი და აქეთ-იქით აყვრიალებდა ღია ფერის თვალებს , თუმცა ვერავის ხედავდა . * * * მერე რა ,რომ ნატომ უთხრა არ იჩქაროო,მაინც ვერაფრით მოისვენა . გამოკვლევებზე უნდა მივიდე გამომიძახესო , ურცხვად მოატყუა რატი და ქალაქისკენ გამოეშურა . პირდაპირ სამშობიარო სახლისკენ აიღო გეზი. გზად ყვავილები და ხილი შეიძინა. ღიღინით შეაღო მიმღების კარები,მაგრამ მის წინ ფეხი ვერ წადგა. ფოიე მთლიანად გაჭედილიყო. ყიყინში, არეულობაში ცდილობდა კიბეებისგან გაეკვალა გზა,მაგრამ ნაცნობი ხმა რომ გაიგო იქვე გაშეშდა და მოტრიალდა.რამდენიმე თეთრხალათიანი გვერდზე გაწია და პირდაპირ მის წინ მოხვდა. თუმცა ვერ იცნო. ველური მხეცივით გაძეძილი, ნამტირალევი იდგა კუთხეში, ხელში ახალშობილი ეჭირა და არეულ თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა. -ნატო? -გაკვირვებულმა იკითხა გიგამ და მისკენ დაიძრა . -გიგა -ეცადა მისი მიმართულები გაეხედა, მაგრამ არ გამოუვიდა. მასაც თვალში მოხვდა უცებ, თუმცა არ შეიმჩნია და უფრო ახლოს მივიდა . -რა მოხდა?- გრძნობდა რომ უკვე ახლოს იყო,საბოლოოდ ხელი რომ მხარზე შეახო , იმედი მიეცა. თავს ძალა დაატანა, იქვე არ ჩაკეცილიყო. თავისი ბავშვიანად გულზე მიეხუტა და ტირილი დაიწყო. ერთიანად მოეშვა და დასუსტდა. აღარ შეეძლო ამდენი ემოციის ასე გადატანა. -გიგა წამიყვანე გთხოვ ,-ამოისლუკუნა და ზედატანის საყელოზე მოეჭიდა. -ნატო ახლახანს იმშობიარე , ერთი დღე კიდევ უნდა დარჩე. ასე არ შეიძლება. რა მოხდა გამაგებინე, ან აქ რა გინდა ბავშით ხელში, ან ეს ხალხი რატომაა შეკრებილი,-გაკვირვებული იყურებოდა გიგა და ცდილობდა მომხდარის ახსნა მოეძებნა. -წამიყვანე რა .. მომაშორე აქაურობას-გაუჩერებლად ბუტბუტებდა და პერანგზე აბღაუჭებოდა. -თქვენ მაინც გამაგებინებთ რა ხდება ?- შეკრებილთ გაუბრუნდა გიგა და ხმამაღლა იკითხა. -ჩემი ბავშვი- ბლუკუნით აგრძელებდა ქალი თან ნატოს ხელში გაყუჩებულ ჩვილზე მიუთითებდა. -კიდე იგივეს იმეორებ ? - სულ ერთიანად წამოენთო და ქალისკენ წავიდა. -მიკვირს როგორ ახლავე არ გახრჩობ,ენა როგორ გიბრუნდება. ქალი არ ხარ ?კიდევ ჩემი შვილიო რომ გაიძახი უნამუსოდ. როგორ არავის არ გეშინიათ ამ ქვეყნად. რომ არ ეთქვათ თქვენი შვილი სხვას მიყავსო ისე ამაცლიდით ვერც გავიგებდი. თქვენ რა იცით რამდენს ნიშნავს შვილი, ჩემთვის ეს პატარა ახლა დედასთან რომ მშვიდად სუნთქავს. ახლა მაინც გაჩერდით . ისიც გეყოფათ რაც აქამდე იკადრეთ . მშობლები , ქმარი ყველა უფალმა წაიყავანა თავისთან,თქვენ ახლა შვილის წართმევა გინდათ ? არავის არ გავატან ... გაიგეთ ? თუ დამარცვლით განგიმარტოთ . სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს. არც კი გაბედოთ და მომიახლოვდეთ .-გიგა გაოგნებული იდგა და ცდილობდა ამოეცნო ნატო, მაგრამ იმ გამხეცებული ქალთან რომელიც ახლა ძუ მგელივით , გააფთრებული იცავდა თავის პატარას, საერთო არაფერი ჰქონდა. -გიგა წამიყვანე ახლავე . -მკაცრად და ბრძანებასავით ჟღერდა ქალის ხმა . -თქვენ ვერსადაც ვერ წახვალთ . -მიხვდნენ მზია და არჩილი რომ მათ მილიონებს საფრთხე დაემუქრა და ბოლოჯერ სცადეს გაბრძოლება . -რას ქვია ვერ წავალ. გიგა ახლავე წამიყვანე . -მოიცა , ასე უბრალოდ მართლა არსად არ წავალთ. რასაც ქალბატონი ამბობს მართალია ?-ექიმებს მიუბრუნდა და კითხვისნიშნიანი მზერა ესროლა. -როგორ გეკადრებათ ბატონო ,-ნერვულად გაიცინა არჩილმა და ხელები მხრების სიგანეზე გაშალა. -აბა იტყუება? რაში სჭირდება მოტყუება ? -ქალბატონს ვუთხარით რომ მისი ბავშვი გარდაიცვალა, ახლა იჩემებს რომ ეს მისი შვილია. შეხედეთ ამ თვალცრემლიან ხალხს, ასე შეიძლება ?-საუბარში ახლა მზია ჩაერია თან ხელით ახალგაზრდა წყვილზე მიანიშნა. -ნუ იმეორებთ ... ნუ იმეორებთ -ხმამაღლა ყვიროდა ნატო ჩახლეჩილი ხმით. -მაშინ ჯობია პოლიცია გამოვიძახოთ არა ? ის გაარკვევს ყველაფერს,-გიგა ყველანაირად ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა. -პოლიცია? პოლიცია რა საჭიროა?-სახეზე შიში დაეტყო არჩილს. -რა საჭიროა? თქვენ რა მეთამაშებით ? -არა ბატონო, უბრალოდ ჩვენვე მოაგვაროთ . სხვას ნუ ჩავრევთ . -ნუ ჩავრევთ კი არა ჩემი ხელით მოგიღებ ბოლოს შე არაკაცო .-გიგა არჩილს მიუახლოვდა და კისერში წაავლო ხელი. -იცი მაინც ამ გოგომ რამდენი რამ გადაიტანა? მარტო რომ დაიგულეთ უპატრონო გეგონათ ? ან თქვენ როგორ შეგიძლიათ ამ ბავშვის დაჩემება . ვერ ხედავთ რომ დედა ჰყავს ? რას აპირებდით ? -ახლა ახლადგამომცხვარ მშობლებს მიუბრუნდა ანერვიულებული,-წაიყვანდით და მერე მთელი ცხოვრება მოატყუებდით რომ თქვენი და თქვენი მეუღლის სიყვარულის ნაყოფია? მერე ნატო ? ამ ქალს რატომ იმეტებდით ?თქვენ უცხოს შეყვარებას გეგმავდით ,როგორც საკუთარი და როგორ ფიქრობთ დედას შვილი არ ეყვარება ? -ჩვენ არ ვიცოდით , ასე არ შევთანხმებულვართ- ტირილით ამოილუღლუღა ქალმა, ისე რომ მზიას და არჩილითვის არ შეუხედავს. -აბა როგორ შეთანხმდით ჰა? როგორც უნდა მომხდარიყო , მაგრამ არ მოხდა ხომ ? აქიდან ჩუმად გაიპარებოდით და მერე ამ ქალს მთელი ცხოვრება უნდა ეგლოვა ცოცხალი შვილი? -არ იყო მასე. -ფეხებზე როგორ იყო , მე არ მაინტერესებს , შეგიძლიათ პოლიციას აუხსნათ .-ნატოსკენ შებრუნდა და ხელით ანიშნა წავიდეთო, მაგრამ ქალს რეაქცია არ ჰქონია . მიხვდა ვერ ხედავდა, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, აქ ამის გარჩევის არც დრო იყო და არც ადგილი. -ნატო , წავედით - მიახლოვდა, ხელი საიმედოდ მოხვია და გასასვლელისკენ დაიძრნენ .მანქანაში ფრთხილად ჩასვა უკანა სავარძელზე. -ჩემი პატარა , ჩემი ცხოვრება, ჩემი ანგელოზი - ნელა ეფერებოდა და შიგადაშიგ შუბლზე კოცნიდა ცრემლიანი ტუჩებით . -ნატო, რა მოხდა? -ჩუმი ხმით იკითხა და მზერა სარკიდან გააპარა უკან მჯდომისკენ. -ჩემი შვილის წართმევა უნდოდათ . მომატყუეს მოკვდაო., ვიღაც კეთილი გოგო რომ არ მოსულიყო, ვერც გავიგებდი რომ ცოცხალია და ხსვას ატანენ . ვერც წარმოიდგენ რა დამემართა. ფორთხვით ჩავედი პირველ სართულზე და სუნით მივაგენი . -შენ ? შენ რა გჭირს ? -ისევ გადაეყარა არეულ თვალებს . -მე? ექიმმა თქვა დრობითიაო . -არაფერზე იჯავრო კარგი ? ყველაფერში მოგეხმარები შენ თავს ვფიცავარ . - ამ ხნის მანძილზე პირველად გაეღიმა . შვილი უფრო მიიხუტა გულზე და საზურგეს მიეყრდნო . * * * ზუსტად ერთი საათის შემდეგ სამშობიარო სახლთან იყო . ჩქარი ნაბიჯით შევიდა , უნდოდა რაც შეიძლება მალე ეთქვა ექიმისთვის , რომ გუშინ ყვავილების მაღაზია გაახსენდა. ძლივს გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი ,ხალხი გაწი-გამოწია. შუაში ქალი იდგა ბავშვით ხელში , გაწეწილი თმების მიღმა საოცრად ლამაზი სახის ნაკვთები გონებაში მოხაზა მამაკაცმა ,ისე რომ თვალი წამით არ მოუცილებია . მიხვდა როგორ აუჩქარდა გულისცემა,რაღაც უჩვეულო იგრძნო. თვითონაც ვერ მიხვდა რას ნიშნავდა. ექიმის ზარს რომ არ გამოეფხიზლებინა ვინ იცის კიდევ რამდენ ხანს იქნებოდა ასე -იაგო- მეგობრულად ჩასძახა. -დიახ. -მოსვლა გადაიფიქრეთ? -არა, არა ... მე უბრალოდ... ორ წუთში თქვენს კაბინეტში ვიქნები -ძლივს მოაბა სიტყვებს თავი . კიბისკენ შეტრიალდა და სირბილით აიარა საფეხურები . ექიმს უცებ მოუყვა თავისი ამბავი . მანაც რაღაც ჩაინიშნა. თავიდან ოთახის თვალიერებას მოჰყვა, სცადა მკურნალისთვის ყური დაეგდო ,მაგრამ ნათქვამი ჩინურად ეჩვენებოდა. დიდხანს იცადა. ბოლოს თავს ვეღარ მეორია . იმ ქალზე ფიქრობდა, დილით რომ ნახა. აუციელბლად უდნა შეხედოს, ერთხელ მაინც. მეტი აღარ შეუძლია. -უკაცრავად ექიმო მე უნდა წავიდე- უცებ მიაყარა , ისე რომ სიტყვა შუაში გააწყვეტინა,მაგრამ გაოცებული სახისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია. კარი ლამის გამოგლიჯა და გარეთ გავარდა. ვერ გეტყვით რა სისწრაფით ჩაირბინა საფეხურები . აქოშინებული შევარდა ფოიეში, მაგრამ არავინ დახვდა, საავადმყოფოს პერსონალის რამდენიმე წევრის გარდა. -უკაცრავად გოგონა აქ წეღან ქალი იყო , ხომ არ იცით სად წავიდა?-გააჩერა პირველივე ექთანი და მუდარით სავსე მზერა მიაპყრო. -აქ წეღან მთელი საავადმყოფო იყო, აბა რა გითხრათ - სიცილით გააქნია თავი და მეტის თქმა არც ადაცა ისე გაეცალა . -არ შემიძლია, უნდა ვნახო . რამენაირად უნდა ვნახო . -თავისთვის ბუტბუტებდა, თავზე ხელებს იჭერდა და უსასრულობაში იყურებოდა. ზედიზედ გონებაში ირეოდა ქუჩაში და საავადმყოფოში ნანახი. იცოდა მის ცხოვრებაში რომ არსებობდა, თუნდაც ერთხელ ჰყოლოდა ნანახი, მაგრამ გრძნობდა რომ მასთან რაღაც აკავშირებდა. * * * ორი დღეა რაც სახლში დაბრუნდა.წამით არ უნდოდა ბავშვის მოცილება,მაგრამ თავის თავს ვერ ანდო კიბეზე ასვლისას. -მომიყვანე აბა,-ღიმილით მიუახლოვდა გიგა მანქანაში მჯდომს და მკლავები გაშალა.თავიდან ფრთხილად წაეპოტინა თითებით მოხვეულ ქსოვილს,მერე თამამად შეავლო ხელი მოკუნტულ სხეულს და რბილად გადაიგორა . ბურთივით მოცუცქნულს საიმედოდ მოხვია ხელი და ახლა ნატოს მიეხმარა გადმოსვლაში. -მოაფარე რა გიგა, არ შეცივდეს,-შეეხვეწა ნატო და ხელის ცეცებით ჩანთა მოძებნა. -ნუ გეშინია დედიკო,შენი ვაჟკაცი ბიძიას მლავებში კომფორტულად და თბილად გრძნობს თავს, ასე არ არის ?-ისევ ღიმილიანი სახით გადახედა დედა-შვილს.-მოდი , ხელი მომკიდე და ავიდეთ - მისი მიმართულებით გაიწია და ხელი შეაგება. ნატომაც ჰაერში მოძებნა ,თავისი ხელი შეაგება და დაეყრდნო. კარების გაღებისთანავე იგრძნო თავისი საცხოვრებლის სურნელი. თითქოს ერთიანად მოდუნდა, დიდი ხანია უნდოდა აქ დაბრუნება, აქ სადაც ყოველი კუთხე მის საყვარელ ადამიანს აგონებს,მაგრამ მარტო არა. ახლა პატარა ჰყავს ,რომელსაც მამის გარეშე არ გაზრდის. ცოცხლად თუ არა მოგონებებით ხომ მაინც იქნება მასთან . დიდი ხნის ჩარაზულ ფანჯრებს როგორც ჩანს არ გამოეტარებინა ჰაერი და სივრცე ჩახუთულიყო. -ჰუჰ, ჰაერი არაა საერთოდ, გავაღებ ფანჯრებს.-ღრმად ამოისუნთქა გიგამ და თავი გააქნია. -არა,-უცებ ,გაუაზრებლად წამოიკივლა. უნდოდა სუფთა ჰაერი ჩაესუნთქა,მაგრამ თან შეეშინდა ვაითუ ამ ჩაგუბებულმა იაგოს სურნელიც გაიყოლოსო. -რა?-კითხვით მოუბრუნდა გიგა, გაუკვირდა ნატოს რეაქცია. -გააღე, გააღე -ჩუმად ჩაიჩურჩულა, მიხვდა რა სისულელეც წამოროშა წუთის წინ და დამნაშავსავით ჩამოჯდა სკამზე. გიგამ სწრაფად დააღო ფანჯრები და გრილი ქარი უმალვე შემოიჭრა ოთახში. ერთიანად ჩამოუარა ყველა კუთხეს და თითქოს კუდით ძველი აბლაბუდები ჩამოწმინდა. ქალს გააკანკალა . -ნატო. -ჰო. -წამოდი დაისვენე, ამ ბოლო დროს სულ ნერვიულობა გიწევს რაც თვალებზე უარყოფითად მოქმედებს , ხომ ნახე ექიმმა რაც მეტს დაისვენებს მით უფრო მალე გამოკეთდებაო . -ხო, ალბათ მასე აჯობებს. -ფეხზე წამოდგა, მაშინვე შეეშველა მამაკაცი და საძინებელში შეიყვანა. -მადლობა გიგა. შენ რომ არა არ ვიცი ....ჩემი პატარა..... -კარგი რა , არ გინდა გთხოვ . რა მნიშვნელობა აქვს რა მოხდებოდაა. მთავარია ახლა რა ხდება . თავარია რომ ბავშვი გვერდით გყავს . -მომიყვანე რა . -მუდარაჩამდგარი თვალებით გახედა გიგას სავარაუდო ადგილმდებარეობის სივრცეს . -ახლავე.-მანაც არ დააყოვნა და გამოწვდილ მკლავებში ჩაუსვა თვალებდახუჭული. -მე დავიძინებ. - ა,ხო. ახლავე გავალ. აქ ვიქნები მაინც, თუ რამე დაგჭირდეს დამიძახე ხომ? -კი, კი... აუცილებლად-გიგამ კარები გაიხურა და მისაღებში გავიდა. ქალი ოდნავ გადაიხარა ,საბნის კუთხე ასწია და ბავშვიანად შეწვა , ტანზე გამოუცვლელად. -ჩემი პატარა ბიჭი, ჩემი ანგელოზი . დედიკოს როგორ უყვარხარ იცი ? სიგიჟემდე. დე იცი ? ამ ბალიშს დღემდე მამიკოს სუნი აქვს . მარტო ბალიშს კი არა , მთელ სახლს . მამიკოსაც ეყვარებოდი შენზე რომ სცოდნოდა . ახლაც უყვარხარ დარწმუნებული ვარ ზემოდან გვიყურებს. სხვანაირად არ შეიძლება დე, არ შეიძლება აქ არ იყოს . -არეული ბუტბუტებდა და თან ბავშვს ეფერებოდა. უსაფრთხო გარემოში,დაღლილს, მალე ჩაეძინა. * * * მოუსვენრად დააბოტებდა იაგო საავადმყოფოს დერეფანში. შეშინებულმა ექიმმა ქვემოთ ჩამოაკითხა . -რა მოგივიდა, რამე გაგახსენდა? -წინსვლის მოლოდინში გაირინდა პირველ საფეხურზე მდგომი. -არა, არაფერი..-დანაღვლიანებულმა უპასუხა იაგომ და მისკენ თავდახრილი მიტრიალდა. -აბა ? -ექიმს ანთებული თვალები ჩაუქრა და მარჯვენა ხელით მოაჯირს დაეყრდნო. -ის ქალი უნდა ვნახო. -მზერა გაუსწორა აფორიაქებულ თეთრხალათიანს. -ვინ ქალი ?-გულწრფელად დაინტერესდა და მეტად მიუახლოვდა. -აი აქ იდგა რომ მოვედი, პატარა ბავშვი ეჭირა ხელში .-წრიულად მოხაზა ის ადგილი ნატო რომ იდგა. -ეს შვილო სამშობიაროა, ვინხ აქაა ყველას ბავშვი უჭირავს ხელში.-მხარზე ხელი დაადო და ეცადა გაემხნევებინა. -არა ექიმო შუაში იდგა, აი აქ- ხელი პირდაპირ ცენტრისკენ გაიშვირა. -არ ვიცი .. -ექიმო შეგიძლიათ იმ ქალების სია გამიგოთ ვინც დღეს გაეწერა ? -კი მაგრამ... -დიდი მადლობა.-სიტყვის დამთავრება არ აცადა ექიმს. მაგრად გადაეხვია , ასევე მოულოდნელად მოშორდა და სამშობიარო სახლის კედლები 2 წუთში დატოვა . * * * გამოღვიძებული ლამის კივილ-კივილით გაიქცა ოთახიდან . -რა მოხდა? -შეშინებული წამოხტა გიგა . -გიგა ისე შავად აღარ ვხედავ, რაღაცეებს ვარჩევ - გახარებული ხტუნავდა და სიხარულის ცრემლები ცვიოდა თვალებიდან. -რა მაგარია , მალე ბოლომდე აღდგება და ისევ ჩვეულებრივად გააგრძელებ ცხოვრებას,-გულწრფელად გაუხარდა გიგას და ფართეგ გაიღიმა. -როგორც იქნა, მე მეგონა არასოდეს გამოვკეთდებოდი. მეგონა მატყუებდნენ ,რომ არ მენერვიულა.- ისევ ცქმუტავდა, ფეხი რომ წამოკრა სკამს და გიგას მკლავებში აღმოჩნდა . იგრძნო მამაკაცზე როგორ იმოქმედა მისმა სიახლოვემ , უხერხულობისგან შეიშმუშნა . თავი დაიძვრინა ისე, რომ ვითომ არაფერი შეუმჩნევია . -რა კარგია ჩემ ბიჭს ისევ დავინახავ . ისევ შემოგხედავ დე... ჩემი ცუცქნა . დავინახავ როგორ გაიზრდები, შენ პირველ კბილებსაც დავინახავ დე . თმა და თვალის ფერი რომ ნელ-ნელა შეგეცვლება . ტანსაცმლის საყიდლადაც ერთად წავალთ . -საძინებელში დაბრუნდა , ოღონდ ჩუმად შეიძურწა, არ უნდოდა გიორგის გაღვიძება. მაინც სიფრთხილით გაიარა , ჯერ წვრილმანებს ვერ არჩევდა, საწოლზე ჩამოჯდა და ფრთხილად გადაწვა განზე.დაფიქრდა რამდენად სწორი იყო მისი საქციელი .გიგას არასოდეს დაუმალავს რასაც მის მიმართ გრძნობდა, არაა მართალი გვერდით ყოფნის უფლებას რომ აძლევს . გრძნობს ნელ-ნელა როგორ უნდა ეს ყოფა პატარა ოჯახს დაამსგავსოს, მაგრამ ნატოს სულ სხვა პოზიცია აქვს . მართლა მეგობრად მიიღო. რაც არ უნდა თქვან, როგორაც არ უნდა გაანებივრონ,რამდენი ყვავილიც არ უნდა მოუტანონ მაინც იაგო უყვარს . ერთი წელი შესრულდება მალე რაც გვერდით არ ყავს, მაგრამ ისევ ისე ახსოვს , არცერთი დეტალი არ დავიწყებია.ღრმად ამოისუნთქა და თითქოს დაგროვებული სევდა ამოაყოლა .პატარას ტირილმა გამოაფხიზლა, ოდნავ წამოჯდა ხელში აიყვანა და მუხლებზე დაიგორა. -მოგშივდა ჩემო ბიჭო ? ახლავე დე. ტერფები წვერებზე შეაყენა,რომ მუხლები ერთ სიმაღლეზე გასწორებოდა.ზედა ოდნავ ჩამოიწია და მოშიებული ჩვილი მკერდზე აიწება . მანაც ქსუტუნით მოძებნა საკვები და თვალები მინაბა. * * * -გიგა ჩაის დალევ ?-იკითხა დილით სამზარეულოში გასვლისას. -იყოს ნატო, მე გავაკეთებ,-სხარტად წამოდგა და მისკენ გაიწია. -არა რა , მირჩევნია მოვამზადო. გთხოვ , არ მინდა თავი უსარგებლოდ ვიგრძნო. შენ არ თქვი ჩვეულ რეჟიმში უნდა განაგრძო ცხოვრებაო ?- ხელით მიანიშნა ადგილზე დარჩენილიყო. -კი, მაგრამ... -არავითარი მაგრამ . შენ ის მითხარი ყავა გინდა თუ ჩაი ? -ყავა. -ახლავე იქნება .-გაუღიმა, ხელით მოსინჯა კარების ჩარჩო და ნელი ნაბიჯებით შევიდა .წვალებით, მაგრამ, რაც მთავარია დამოუკიდებლად მოამზადა . კმაყოფილმა გასძახა და გამოწეულ სკამზე ჩამოჯდა. -უკვე გააკეთე?-გაკვირვებულმა შეიხედა გიგამ და წელში გასწორდა. -რა დიდი გაკეთება ამას უნდა , ცხელი წყალი, ერთი კოვზი ყავა , სამი კოვზი შაქარი და ეგაა,-მხრები აიჩეჩა და ცხელ ჭიქას ხელები შემოაწყო. გიგამ ფრთხილად მოსვა ცხელი სითხე. -არა რა ისევ ისეთივე გემრიელია როგორც ადრე. -იცი? რაღაცაზე მინდა რომ დაგელაპარაკო... -არ გინდა გთხოვ , ვიცი რაც უნდა მითხრა. მაგრამ დამიჯერე რა , შენგან შორს თუ ვიქნები და საერთოდ ვერ გნახავ უკეთესი კი არა უარესი იქნება . თვითონ არ ნახე როგორ შევიცვალე ცხოვრების წესი? -ეგ შენ გგონია მასე. ვხედავ ნელ- ნელა უფრო გვეჯაჭვები მე და ბავშვს , ოჯახივით აღიქვამ ჩვენი, სამეულის ცხოვრებას. ეს ფანტაზიაა გაიგე ? მე შენ და გიორგი ერთი ოჯახი არ ვართ . როგორც თათია და რატი შენც ოჯახის მეგობარი ხარ . არ მინდა იფიქრო რომ ან გაგდებ, ან უმადური ვარ. არა, შენი ვალს მთელი ცხოვრება ვერ გავისტუმრებ და ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება მძიმე წუთებში რომ გვერდიდან არ მომცილებიხარ , მაგრამ ჩემი ოჯახი მრთელია თუ ფეხმოტეხილი ჩემია გესმის ? მე და პატარას საყრდენი გამოგვეცალა,მაგრამ ვეცდები არსებული ძალებით ისევ მყარად ვიდგე ფეხზე და არ ვაპირებ დამხმარედ ახალი ბოძის ძებნას. სწორად გამიგე რა . ჩემთან ასე ახლოს ყოფნით სხვასთან ბედნიერი მომავლის აშენების შანსებსაც ისპობ .მე მინდა ბედნიერი იყო. მართლა, მთელი სულით და გულით. არ ვიცი აქამდე რას წარმოადგენდი, რა სისაძაგლეს აკეთებდი და არც მაინტერესებს . კარგია რომ ცდილობ უკეთესი გახდე, მაგრამ მე შენი მომავალი ვერ ვიქნები გაიგე ? ამას ჩემთვის არა , შენი თავისთვის უნდა აკეთებდე. -მესმის ნატო რასაც მეუბნები . პატარა ბიჭი აღარ ვარ . ისიც ვიცი რომ დღემდე შენს ქმარზე ხარ უგონოდ შეყვარებული. გიორგი კი ამ სიყვარულს, მიუხედავად იმისა იაგო დიდი ხანია გვერდით არ გყავს , გიასმაგებს . თავიდან ვცდილობდი შენთვის თავი შემეყვარებინა,მაგრამ მივხვდი ტყუილა ვიწვალებდი თავს . არ უარვყოფ, მართლა ოჯახად მიმაჩნიხართ უკვე შენ ,ეს პატარა და ის გადარეული ორეული.ნუ მომთხოვ თქვენგან შორს ყოფნას. თავს არ ვიიმედებ. ვიცი არასოდეს შეგიყვარდები, უბრალოდ მინდა როგორც მეგობარმა ისე ვიზრუნო. საკუთარივით მიყვარს უკვე ის პატარა ჭინკა ახლა ოთახში რომ ფშვინავს და აზრზე არ არის რა ხდება . თქვენ გარეშე მართლა არ შემიძლია . -შენი გადასაწყვეტია რას გააკეთებ . ბავშვი არ ხარ მე გიკარნახო, უბრალოდ გითხარი . არ მინდა ჩემს გამო .... -ნატო მომისმინე . შენ იაგო გიყვარს . მე გეუბნები გადაიყვარეთქო ? ან რომც გითხრა რა აზრი აქვს ? ამას გული წყვეტს . მეც მასე ვარ . შენ რა იცი რამდენჯერ ავუხსენი ჩემ თავს რომ აკრძალული ხარ . რომ არ უნდა მიყვარდე ,მაგრამ ამოგიჩემა ამ დასაწვავმა და რა ვქნა ? -ხელეფი ფართედ გაშალა და სევდიანი მზერა გააპარა ქალისკენ. -სხვა უნდა მოძებნო. შენი ბედნიერება , ოჯახი ,მე არ ვარ .-ისევ მტკიცედ იდგა ნატო საკუთარ პოზიციაზე. -მოდი იცი რა ვქნათ ? შენ ჩაი დალიე, მე ყავას მივირთმევ .როგორც მეგობრები. კარგი ?ხომ ვართ მეგობრები ? -კითხვისნიშნიანი მზერა ესროლა და პასუხს დაელოდა. ნატომაც თანხმობის ნიშნად მსუბუქად დააქნია თავი . -ხოდა მეგობარო, ჩავთვალოთ ეს საუბარი არც ყოფილა . ან იყო, როგორც გინდა . არ აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა . შევთანხმდეთ მე თქვენზე ვზრუნავ როგორც მეგობარი, როგორც იმ პატარას მომავალი ნათლიის ქმრის ყველაზე მაგარი ძმაკაცი , და სისხლის გამშრობი გასაგებია ? პრეტენზიები არ მიიღება ქალბატონო ნატალია . ნუ მოუსპობთ ბავშვს ჩემნაირი არანორმალურთან ურთიერთობის შანსს,გთხოვთ მიეცი უფლება თავიდანვე მიხვდეს რამხელა შეცდომას უშვებს ხოლმე ბუნება და სრულჭკუაზე ვერ მყოფთა რა მრავალფეროვნებას შეიძლება გადაეყაროს . -ლამის მთელი მსახიობური ნიჭი ჩააქსოვა , ცრემლებიც კი მოაგდა თვალებზე. ნატო უკვე სიცილს ვერ იკავებდა. -აუ ნატო ჩავალ რა რამე ტკბილს ამოვიტან . -აუფ , რა გამახსენე ახლა . შოკოლადს შევჭამდი,-ღრმად ჩაისუნთქა და იგრძნო როგორ მონატრებია დიდი ხნის დაუგემოვნებელი ტკბილეული. -არის ქალბატონო.-მხიარულად შესძახა გიგამ და წასასვლელად გაემზადა. -ნუ მაიმუნობ შენი ჭირიმე რა .. -არა გოგო, გეკადრება ? უი მართლა, თათიამ დარეკა. -მერე? -მერე და მოგიკითხა ,აინტერესებდა სად იყავი. -შენ რა უთხარი ? ყველაფერი მოუყევი ? -არა , გაგიჟდი ? ვუთხარი პატარა ძალიან ცელქი აღმოჩნდა და ადრე დაიბადათქო . ახლავე მოვდივარო იმხელაზე იყვირა ლამის დამაყრუა . ისე მაგარი წყვილი ვიქნებით შენ ბრმა , მე -ყრუ. -გიგა !!! -ხო კარგი . ბოდიში-ხელები სიცილით ასწია ჰაერში. -რაო რა თქვა? -არაფერი. დავარწმუნე ყველაფერი კარგადაათქო, არაფერზე არ ინერვიულო ცივ ნიავს არ ვაკარებთქო. -ოჰოჰო... -ხო რა იყო , არაა ასე? -კი როგორ არა .... მიდი ახლა ამოიტანე შოკოლადი . ისე მარტო შოკოლადი კი არა ჩამოვლენ ისინი და საჭმელი არაფერი გვაქვს. -რა წამოვიღო? -რავიცი, ვერაფერს ვერ ვფიქრობ ახლა . ვენდობი შენს გემოვნებას.. არ დაგვწამლო და არ ვჩივი -გემრიელად გადაიკისისა ქალმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. -წასული არ გეგონები რომ მოვალ ... ღირსეულად დავუხვდეთ მისტერ და მისის გიჟებს . ნეტა გენახა რა დღეში იყვნენ . -ჩემი თათია... როგორ მომენატრა. -კარგი ახლა , არ გვინდა ეს ქალური სენტიმენტალიზმი და ცრემლები,-თვალებზე გადაისვა ხელი და ლამის იქვე გადმოსცვივდა ხელოვნური ცრემლები. -ბევრს ლაპარაკობ და ვეღარ მოასწრებ შენ ყიდვას,- სიცილით დატუქსა ნატომ. -აუ ხო წავედი მე და ჭვიანად. კარი არავის გაუღო იცოდე.-თითის ქნევით გააფრთხილა. -აუფ, არ მომიტაცონ ერთბაშად - ისევ გაიცინა და კარისკენ უბიძგა . გადაატრიალა თუ არა გასაღები საძინებელში შებრუნდა. გიორგის ჯერ კიდევ ეძინა , როგორც ჩანს ერთი ოცი წუთი კიდევ არ გაიღვიძებდა. აივანზე გავიდა. ეშინოდა რამეს არ წამოვედო და გადავვარდეო,მაგრამ მაინც გადასწია ფარდები და კარის სახელურებს ჩააფრინდა. საოცრად ესიამოვნა გრილი სუსხი სახეზე. ტანზე ერთიანად დაბურძგლა და გრძნობებმა იხეთქა. ციოდა,მაგრამ მაინც ისე იდგა . ჯიუტად უშვერდა ლოყებს ქარს და ცდილობდა რაც შეეძლო ღრმად ჩაესუნთქა სუფთა ჰაერი. ტუმბოსავით ქაჩავდა, თითქოს ცდილობდა ნარჩენები კუთხეებიდანაც გამოეხვეტა და ამოეწმინდა სხეული .ვერ გაიგო როგორ შემოეპარა დრო. კარზე კაკუნმა მოიყვანა გონს .იქვე კედელზე ჩამოკიდებულ საათს დაუსვა ხელი, გარეთა საფარველი ამოღებული ჰქონდა ,ისრებს რომ შეხებოდა და კარგად გაერჩია. -ნეტა გიგაა? ჯერ ნახევარი საათია რაც წავიდა. ნუთუ ასე მალე მოითავა ყველაფერი? აივნის დარაბა გამოიკეტა და შემოსასვლელისკენ დაიძრა.გზაში გაახსენდა მისი სარკასტული სახე და უაზრო სიცილი აუვარდა . მარჯვენა ხელით მოიწმინდა ცრემლები ,რომლებიც უკვე გამოსახულების გარჩევის საშუალებას არ აძლევდნენ . კარის საჭვრეტელში გახედვას აზრი არ ჰქონდა, მაინც ვერაფერს შეხედავდა ,საკეტი გადაატრიალა და კარი ფართოდ გამოაღო. უჭირდა, მაგრამ მამაკაცის გამოსახულება მაინც გაარჩია. -გიგა ასე მალე მოხვედი ? -გიგა არ ვარ საყვარელო,-ირონიული ტონით ჩაილაპარაკა უცხო სტუმარმა. -რომელი ხარ ? -უცებ ეცვალა სახე და პირველი რაც გაიფიქრა ბავშვს არაფერი დამართნოდა -ასე უცებ დამივიწყე? არადა დარწმუნებული ვარ მთელ დღეებს ჩემს ლანძღვაში გაატარებდი . ის ბო**ც შენთანაა? -რეზი ? -გაკვირვებისგან და შიშისგან ხმა წაერთვა. -მიცანი ლამაზო ? -შენ ციხეში არ უნდა იყო ? -ეგრე ჩემო კარგო ბევრი რამე უნდა იყოს,მაგრამ განა ყველაფერი ისეა როგორც საჭიროა? -მაგაში გეთანხმები , სამართლიანობა არაა, შენ ახლა აქ უნდა იყო ? - ნაცნობები და ისევ ნაცნობები . მაგ ბო***ს ეგონა თავზე გადავა*****ნებდი და პასუხს არ მოვთხოვდი თავისი აცეტებული საქციელის გამო ? თუმცა ისე სიმართლე გითხრა თათია არც არასდროს მაინეტერესებდა. თავიდან მომეწონა და კი ვიყიდე ფულით , მერე უკვე მომბეზრდაა .ახლა შენ მინდიხარ . თავიდან არ ამომიხვედი. -ავადმყოფი ხარ ? გაეთრიე აქედან მომშორდი. პატრულს გამოვიძახებ. -ჰა-ჰა-ჰა... გამაცინე კუკლა. -ცივად გადაიხარხარა და ზღურბლს გადმოაბიჯა. -გაგაცინე კი არა წაერთიე თორემ მოგკლავ,-დაუღრინა ნატომ. -შენ ? შენ რისი მომკვლელი ხარ ? -სიცილს არ წყვეტდა რეზი, თან ცდილობდა უფრო მიახლოვებოდა. -შენ რა იცი მე ვინ ვარ .,, მართლა მოგკლავ და იცოდე წამით არ შემენანები . არ გაბედო რატის და თათიას რამე დაუშავო .გაიგე ? -სიმართლე გითხრა ეგ ორი ფეხებზე, ახლა შენ უფრო მაინტერესებ.-ხელი მთელ სიგრძეზე დაუსვა ნატოს სახეს. -მომშორდი შე ავადმყოფო,-ლამის გული აერია მის შეხებაზე და სწრაფად მოაცილებინა . -იცი რამდენი ხანია თვალი დაგადგი ?პირველად რომ მოგიყვანა სახლში ჩემი მეგობარია და გაიცანიო. აი მაგ დღიდან.ახალი ხილივით იყავი, თან გათხოვილი , თან ყველაზე სასურველი .-სიტყვებს გამაღიზიანებლად წელავდა. -მაგ ოცნება აუხდენელი დაგრჩება,-არც ქალმა დააკლო ირონია. -ვნახოთ,ვანხოთ -ოდნავ მიუახლოვდა. ნატომ ინსტიქტურად უკან დაიხია. უნდოდა კარი დაეკეტა ,მაგრამ ვერ შეძლო. -შენაირი არაკაცები გარეთ თავისუფად არ უნდა დადიოდნენ... -შენ რა იცი მე როგორი კაცი ვარ, მაგრამ აუცილებლად გეცოდინება . შენ ეგ არ იჯავრო,-კედელთან მიიმწყვდია და ერთიანად აეკრო. -მომშორდი. ყველაზე წმინდას გეფიცები მოგკლავ.. -მაგ სიტყვებით ვერაფერს გახდები ,. თან არც ისეთი ძლიერი ხარ მომერიო.-უკვე კივილი უნდოდა გიგას ხმა რომ გაიგო . ვერ ხსნიდა თავდაცვის ინსტიქტი იყო თუ არ , ახლა ორჯერ უკეთესად იხედებოდა . ერთიანად დაუარა ჟრუანტელის ტალღამ.გაიგონა როგორ დაყარა ცელოფნები მის დანახვაზე და არეული გამოექანა. -ნატოს მოეშვი -მხრებში ჩააფრინდა და გამწარებულმა სახეში მუშტი უთავაზა. -შენ ვინღა ჩემი ფეხები ხარ ? -წაბარბაცებულმა ძლივს ამოიბლუკუნა და საპასუხოდ გაიწია. ნატომ დრო იხელთა , სამზარეულოში ტელეფონი ეგულებოდა და იქით დაიძრა .თაროს მივარდა, ხელის ცეცებით მოძებნა რიცხვები და პოლიციის ნომერი წვალებით აკრიბა . ერთიანად აკანკალებული ვერაფერზე ფიქრობდა .“ღმერთო დაგვიფარე“-ბუტბუტებდა უაზროდ და ოპერატორს ელოდა. სწრაფად უკარნახა მისამართი და უკან გავარდა . საშინელ გამოსახულებას კარგად არჩევდა.უნდოდა ის წამები სამუდამოდ ამოეშალა ცხოვრებიდან . ახლა პირველად მოუნდა მართლა ბრმა ყოფილიყო და ვერაფერი დაენახა.მუხლებზე დაეშვა და განწირულმა კივილმა მოიცვა იქაურობა. -გიგა, გთხოვ გამომხედე, გთხოვ არ წახვიდე რა,-ხელი კეფაში შეუცურა და ცრემლები უნებურად გადმოუცვივდა.ახსოვს სასწრაფო და პატრული აგვიანებდა. უაზროდ ატრიალებდა გიგა თვალებს მოდუნებული კუნთებით ,მაგრამ მაინც ცდილობდა თავი მოეყარა და ნატოსთვის ეყურებინა. -ნატო... ა...არ იტ...ტირო გესმის ? მე .. არ ..ვ...არ შშშ...შენი ცრრრ....ემ...ლების ღირსი. -თავისთვის ლუღლუღებდა და უღონო ხელით ცდილობდა ლოყებზე დადენილი სითხე მოეწმინდა. -გიგა არ მოკვდე რა , გთხოვ არ წახვიდე... ხომ თქვი მეგობრები მეგობრებს არ ტოვებენო . რა დაგემართა.. ახლა გინა პირობა გატეხო და თავიდან მომიცილო ? -გთხოვ მომისმინე . მადლობა .... მადლობა რომ ეს წუთები მაჩუქე.. ცრემლი არ მინდა , ღიმილი დამანახე კარგი ?. შენი ლამაზი ღიმილით გამაცილე ...-დაბალ ხმაზე ბუტბუტებდა და შიგადაშიგ ტკივილისგან ოხვრას ურევდა. -არსადაც არ გაგაცილებ არ მოკვდები , სასწრაფო უკვე გზაშია.- შეშინებულმა დააიმედა და თავზე გადაუსვა ხელი. -ვგრძნობ როგორ მ..ცცცცც....ივა -კანკალით ამოიკრუტუნა და ბოლო ძალები მოიკრიბა. -არ ილაპარაკო, ნუ გეშინია . ყველაფერი კარგად იქნება გესმის ? -ღმერთთთ....ან მივდივარ. თუ მიმიღო... მაგრრრრ....ამ ანგელოზის სახე მიმყვება , მისი ცრრრემლები მარგალიტებად მაქვს გულზე....ბედნ...ნიერი ვარ ,რომ..ერთი ჰაერით ვსუნთქავდით.. ყველ...ლა. ერთთთ.....თად გატ....ტარრრ...ებული წამით . ძალ...ლიან მიყვარრრ...ხარ .ერრრ.....თი თხოვნა ...შემისსრრრ...ულე -გაუცნობიერებლად დაუქნია ნატომ თავი და ტუჩები გამეტებით დააჭირა ერთმანეთს მარილიანი ბურთების ახალი ნაკადი რომ არ მოეცილებინა ორგანიზმს თავიდან. -ღიმ....მილით გამაცილე ...- უნებურად გაეღიმა და ცრემლი ჩამოუვარდა . გიგასაც გაეღიმა და საბოლოოდ დახუჭა თვალები . მერე ყურებში ჩაუდგა სირენების ხმა , თათიას და რატის კივილი .. გიორგის ტირილი ... გაშტერებული იჯდა კუთხეში და სისხლით დასვრილი ხელები უკანკალებდა. რატი ბოლო ხმაზე ბღაოდა ,დაჭრილი ხარირემივით.კედელს გამუდმებით უშენდა მუშტებს. ლამის ხელიდან გამოგლიჯა ექიმებს ცხედარი. ძლივს ააწიწკნეს უსულო სხეულს. თათია გაშეშებული იდგა, ქარი დაუდევრად აკრობდა სხეულს წვივავმდე კაბას, თმები ნახევარ სახეს უფარავდა და ცრემლები განზე სერავდნენ ფერდაკარგულ ღაწვებს. * * * ჯოჯოხეთისფერი დაეკრა ცხოვრებას.თეთრად გათენებული ღამეები დაუდევრად მისდევდნენ ერთმანეთს. -რატი არ გძინავს ?- იკითხა ოთახიდან გამოსულმა თათიამ დაბალ ხმაზე. -არა თათია, ნატოს ჩაეძინა ?-იკითხამზრუნველად და ჩაწითლებული თვალები მიანათა მეუღლეს. -ძლივს , დამამშვიდებელი გავურიე ჩაიში ,-თქვა ჩუმად და დივანზე გვერდით მოიუჯდა. -კარგია. -ამდენი უბედურება. ნუთუ საკმარისი არაა, ხანდახან მგონია , რომ ეს გოგო უბედურებისთვისაა გაჩენილი, რაც წინაპრებმა შესცოდეს ყველაზე ამას თხოვენ პასუხს?თითქოს ყველაფერი კარგადაა და უცებ ირევა ეს იდილია . -იცი როგორ ვარ თათია ? მგონია გული ამომაგლიჯეს. იცი რამდენს ნიშნავდა ჩემთვის ?-სახე დაებრიცა და ცრემლებმა თავისით იწყეს დინება. -ვიცი რატი..მეც ძალიან მიყვარდა ,-სუსტი მკლავები მოხვია სხეულზე და თავი გულზე მიადო. -მარტო მიყვარდა კი არა , ერთმანეთისთვის ვცხოვრობდით . დღე არ მახსოვს მის გარეშე გატარებული . თუ ერთად არ ვიყავით მაინც ვურეკავდი და ვგებულობდი სად იყო, როგორ . მერე რა რომ იდეალური ადამიანი არ ყოფილა,ძმასავით მიყვარდა. არა უფრო მეტად. მე მშლიდა მისი გაკეთებული წამალი . მე ორჯერ უფრო მეტად მწამლავდა და მჭამდა. ჩემ თავზე მეტად მიყვარდა . -ვიცი საყვარელო. ძალიან დაგვაკლდება ყველას. -არ ვიცი უიმისოდ როგორ ვიცხოვრო . დამპირდა შვილები ერთად უნდა გავზარდოთო. პირველი ვისაც შეეძინება მეორე იმას მონათლავსო .მის გარეშე ლუკმა არ გადამდის ყელში.- აცრემლებული მაგრად ხვევდა ქმარს მხრებზე ხელს და ცდილობდა ცოტათი მაინც დაემშვიდებინა.თვალწინ ედგა მხიარული სახე, სიყვარულით ანთებული თვალები და უბრალოდ მართლა ვერ წარმოიდგინა მის გარეშე.ხვალ საბოლოოდ გამოეთხოვებოდნენ და უახლოეს ადამიანს მიწას მიაბარებდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.