შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

heart (2)


11-09-2015, 17:45
ავტორი Tay194
ნანახია 2 124

უცებ შევისხი ცივი წყალი სახეზე და ჩემს წინ ამაყად მდგარ სარკეს შევხედე,საიდანაც ლოყებაწითლებული ანა მიყურებდა_ღმერთო ანა რა დაგემართა, ეს როგორ მოგივიდა, ვიღაც სულელს როგორ ჩაეხუტე.ჩემთვის ხმადაბლა ვბუტბუტებდი და ჩემს ანარეკლს გაშტერებული ვუყურებდი.გული ისე სწრაფად მიცემდა ორივე ხელი ძლიერად მივაბჯინე მფეთქავ ადგილს, რომ გულისცემა როგორმე დამერეგულირებინა.ძალაუნებურად დამიდგა თვალწინ ის მომენტი როცა უცნობს ვეხუტებოდი და გამეცინა.შემდეგ ჩემი გაშეშებული სხეულიც გამახსენდა და ხმამაღლა დავიწყე სიცილი_არა ყოველთვის რატომ ვარ უხერხულ სიტუაციაში რატომ,ხომ შეიძლება ერთხელ მაინც მე არ გადამხდეს რაიმე უცნაური.არა არა არაფერი მეშველება
_თქვენს თავს ელაპარაკებით?გაკვირვებულმა ავათვალიერე გვერდით მდგომი გოგო, რომელიც მაკიაჟის კეთებით იყო დაკავებული.უცებ დაიხარა, ჩანთიდან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამოიღო და მაღალი, სუსტი ფეხები უცებ მოათავსა შიგ
_სხვისი ლაპარაკის მოსმენა, რომ არ შეიძლება არ იცით?გაბრაზებულმა ვკითხე გოგოს, რომელსაც აშკარად არ ესიამოვნა ჩემი პასუხი.უცებ ჩამოვიდა მაგიდიდან, უსწორმასწოროდ გადმოყრილი ქერა თმა ყურებთან გადაიწია, აწეული კაბა ქვემოთ ჩამოქაჩა და თავისი ფეხსაცმლის წყალობით ფეხისმტვრევით გავიდა გარეთ.არა ისე ამისგან რაღა მინდოდა.მალე მოვშორდე აქაორობას სანამ სულ გავგიჟდი.მაშინვე დავტოვე ადგილი და გარეთ გიოს და გოჩას დავუწყე ძებნა.დავინახე მანქანასთან როგორ იყო აყუდებული ჩემი ძმა და ლიკას რაღაცას უხსნიდა.ლიკას გარტყმული ხელის ხმაც კარგად მოხვდა ჩემს ყურს თუმცა დავაიგნორე, მაგრამ როცა გოჩასთან მდგარი ნაცნობი გოგო დავინახე რომელთანაც ორი წუთის წინ არც თუ ისე სახარბიელო დიალოგი მქონდა, თვალები შუბლზე ამივიდა.მაშინვე ნელი ნაბიჯებით წავედი მათკენ რათა უფრო კარგად დამენახა ნაცნობი
_ანა მოდი, ეს ვიკაა!ჯერ არ ვიყავი მისული როცა გოჩამ თავისი მორიგი სიცოცხლე გამაცნო
_ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს,გამარჯობა ანა.მაშინვე თბილად გამიღიმა და გოჩას უფრო აეკრო სხეულზე
_ვა საიდან იცნობთ ერთმანეთს?!გოჩამ ინტერესით შემომხედა, მაგრამ არვიცოდი რა უნდა მეთქვა
_არც ისე სახარბიელო სიტუაციაში გავიცანით ერთმანეთი!პასუხის გაცემა არ დამაცადა ისე მივარდა გოჩას, რომელიც ინტერესით აკვირდებოდა ჩემს ალეწილ სიფათს
_ისინი რას შვებიან?შევეცადე თემა შემეცვალა ამიტომ ლიკაზე და ჩემს ძმაზე ვანიშნე, რომლებიც აშკარად ვერ იყვნენ კარგად
_როგორც ყოველთვის ჩხუბობენ!ხელით გასრისა გოჩამ სიგარეტი და განრისხებულმა გახედა გიოს_მანქანაში ჩაჯექით, მეც მალე მოვალ!გვიბრძანასავით ვაჟბატონმა.შემცივდა ამიტომ მალევე დავყევი მის ნებას,მანქანაში და ჩავჯექი. წინ ქერა დაჯდა, მე კი უკან დავიკავე ჩემი ადგილი.ხუთ წუთში გოჩაც დაბრუნდა და გიო და ლიკაც მოიყვანა.იმისმიუხედავად, რომ გიორგის ვუთხარი მშობლები როგორ ელოდნენ მაინც აიჩემა ბარში წავიდეთო და ისე მოხდა, რომ საღამომდე იქ ვიყავით.ბოლოს ძლივს შევაგნებინე, რომ დედა გამწარებული ელოდა მონატრებულ შვილს და ბარი დავატოვებინე.მანქანაში არავის არაფერი გვითქვამს.ჯერ ლიკა მივიყვანეთ სახლში.როდესაც მანწანიდან გადადიოდა თვალებით ვანიშნე ხვალ ვილაპარაკოთქო, მანაც მოწყენილმა თავი დამიქნია და სახლში შევიდა.ჩემს ძმას გავხედე ,მაგრამ რეაქცია ნული.ყოველთვის ასე იყო. რაც არ უნდა მომხდარიყო გიორგის სახეზე არაფერი ეტყობოდა,არც ქცევებზე.ყველაფერს გულში მარხავდა რაც ისევ მას უბრუნდებოდა ცუდად.ლიკას სახლთან ახლოს ვცხოვრობთ ამიტომ შინ მალე მივედით.გოჩას ყელში ხმაურიანად ვაკოცე და ქერას დამშვიდობების ნიშნად მეგობრის ხათრით შეძლებისდაგვარად გავუღიმე.მანაც გამიღიმა,მაგრამ დიდად არ მომწონებია მისი ღიმილი. თვალი გავუსწორე და ისე დავიწყე გონებაში არსებული კითხვებისთვის პასუხების მოპოვება
_რას მიშტერებიხარ გოგო,წამოდი გავიყინე.გიოს ჩუმმა ნათქვამმა გამომაფხიზლა და ქერასაც მოვაშორე მზერა.ხელებჩაკიდებულებმა ავირბინეთ კიბეები და კარზე ზარი დავრეკეთ
_დედა გენაცვალოს, დედის ერთადერთო სიცოცხლე, როგორ მომენატრე შვილო.გულში იკრავდა დედაჩემი მონატრებულ სხეულს და მთელ სახეს უკოცნიდა.ჩემი ძმაც გატრუნული უსმენდა დედას და მის გადამეტებულ ფერებას კმაყოფილი იფერებდა
_გამოდი თეა ვნახო ჩემი ბიჭი!კართან აყუდებულმა მამაჩემა წყენით უსაყვედურა დედას,რომელიც ჩემს ძმას არ უშვებდა.ბედნიერი ვუყურებდი მათ და ვხვდებოდი როგორი ბედნიერი ვიყავი მათ გამო.როგორი სავსე ვიყავი მათი სიყვარულით,მზრუნველობით და უსაზღვრო ბედნიერებით.წამით ისიც ვიფიქრე რაღათ მინდოდა მეორე ნახევარი როცა ასეთი ოჯახი მყავდა, მაგრამ ჩემი ფიქრების მეთვითონ გამიკვირდა.ვერ მივხვდი ეს რაღაც მეორენახევარი ახლა რატომ გამახსენდა ან საიდან მოვიტანე.გაკვირვებულმა შევაღე ჩემი ოთახის კარი და დავინახე ჩემს სწოლზე ჩემი ცისფერი შარფი.ყელთან მივიდე ხელი შარფის სანახავად, მაგრამ არ იყო.არადა კარგად მახსოვდა, რომ დღეს დილით სახლიდან,რომ გავედი გავიკეთე.ისე ვიყავი გადაღლილი ვერაფერს ვეღარ ვფიქრობდი.ცხელი აბაზანის შემდეგ უფრო მოვითენთე, თბილპიჟამოებში გამოწყობილი,გათიშული შევძვერი საბნის ქვეშ და თავი ჩემს ფუმფულა ბალიში ჩავრგე

*************

დილით როგორც ყოველთვის ჩემი ძმა შემომივარდა ოთახში.თავისი გიტარა ეჭირა და ძალით უბრახუნებდა ,რომ გავეღვიძებინე.ღმერთო ოცი წლის ბიჭია და თავში ტვინი არ აქვს.მობეზრებულად გადავატრიალე თვალები და საბანი ზემოთ ამოვქაჩე სახის დასაფარად, მაგრამ რად გინდა.უცებ გამოექანა ჩემი ძმა და ზემოდან მომექცა
_იდიოტო დამაძინე, გიო გადი რა!ნუ მიღუტუნებ დამპალო!ხმამაღლა ვიცინოდი და გიოს ძლიერი კლანჭებიდან ვცდილობდი თავის დახსნას
_შე მელაკუდა, გოჩამ მითხრა ვიღაც ბიჭს ეხუტებოდაო.დაწვრილებული თვალებით შემომხედა ჩემმა ძმამ და პასუხის მოლოდინში გაინაბა.უცნობის გახსენებისას ხმამაღლა დავიწყე სიცილი და გიოს ყველაფერი მოვუყევი
_რა სულელი ხარ გოგო, რა გეშველება.იცინოდა ჩემი ძმა, თან შუბლზე მკოცნიდა
_აუ გადი რა.ხელი ვკარი და მეორე მხარეს გადავაგდე ჩემზე ორჯელ მეტი წონის სხეული
_ანი საქმე მაქვს შენთან..დაიწყო ჩემმა ძმამ.მივხვდი, რომ ლიკაზე მეტყოდა რამეს ამიტომ გავჩუმდი და მოვუსმინე
_ლიკა მიყვარს!უცებ გამომიცხადა და ჩემს რეაქციას დააკვირდა.გახარებული წამოვხტი და ოთახში გიჟივით დავიწყე სიარული
_მაგარია!აღფრთოვანებულმა დავიყვირე და გიოს გაბრწყინებული თვალებით გავხედე
_მგონი მას აღარ ვუყვარვარ..ვიცი წავედი და დავტოვე, მაგრამ ასე იყო საჭირო.ვიცოდი შეიძლება ახლა ცუდს რამეს ვაკეთებდი, მაგრამ აღარ შემეძლო ლიკას მოწყენილი სახის დანახვა და მისი ტყუილევის მოსმენა, რომ მუცელი სტკიოდა,ან გაციებული იყო, ან თავის სტკივილით იყო შეწუხებული.თან ახლა როცა გიოსგანაც გავიგე, რომ უყვარს და გიომ საკუთარი პირით მითხრა ესყოველივე, მგონი ღირს სიმართლის თქმა, ისევ მათი ბედნიერებისთვის რათქმაუნდა
_გიო ლიკას ისევ უყვარხარ, მაგრამ ძალიან არის ნაწყენი..ამის მოსმენისას ისეთი გახარებული წამოფრინდა ჩემი ძმა უცხოსავით ავათვალიერე იმის დასამტკიცებლად ჩემს წინ მართლა გიო იდგა თუ არა.მთელი ძალით მომხვია ხელები, ლოყაზე მაგრად მაკოცა და დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ დამითანხმა იმაზე ,რომ მე და ლიკა სკოლის შემდეგ ბარში მივიდოდით
_ანი ვერ გავიგე გოჩას ეგეთი რა საქმე აქვს, რომ კატეგორიულად გამოგიცხადა ბარში მოდითო?რვეული ჩადო ჩანთაში ლიკამ და ჩემს პასუხს დაელოდა
_არვიცი ლიკა არაფერი მითხრათქო ხომ გითხარი?ჩანთა ავიღე და ლიკას უკან გავყევი
_ეგ თუ გიოზე აპირებს საუბარს და იმის ახსნას, რომ მისი წასვლა საჭირო იყო არ მოვუსმენ ,მაშინვე წამოვალ!წინ ამესვეტა ლიკა და კატეგორიულად გამომიცხადა.
_სხვა საქმე ექნება!მოკლედ მოვუჭერი და ტაქსი გავაჩერე.ათ წუთში ბარში ვიყავით და თვალებით გოჩას კი არა გიოს ვეძებდი ,მაგრამ არსად არ ჩანდა..გუნებაში კარგად გამოვლანძღე ჩემი ძმა და ლიკას თბილად გავუღიმე
_ლიკა ბარში შევალ და მალე დავბრუნდები.დავინახე როგორ დაჭყანა სახე
_არვიცი შენ და გოჩა რა ჯანდაბას ჩხლართავთ, მაგარმ ამ საქმეში გიო თუა გარეული ხმას არ გაგცემ ანი!
_არა რა გიო, წავალ და მალე მოვალ.გაბრაზებული მოვშორდი ლიკას და ბარში შევედი.უცებ წავედი მაგიდასთან აყუდებული მაღალი სილუეტისკენ და ზურგს უკან დავუდექი
_შენს გამო ისტორიას,უნარებს და ქართულს ვაცდნენ, შენ კიდე აქ დგახარ!სულ გაგიჟდი?!მასთან მდგომი ხალხი გაკვირვებული მიყურებდა, მაგრამ იმდენად ვიყავი გაბრაზებული ახლა ნაკლებად მაინტერესებდა უცხო ხალხის გაოცებული მზერა, რომელიც აშკარად ჩემს მიმართ იყო მომართული_ახლავე წამოდი და უთხარი,რომ გიყვარს!უცებ ჩავკიდე ხელი ისე,რომ ზედაც არ შევხედე მაღალ სილუეტს და გარეთ გავიყვანე.ლიკა და გიო რომ დავინახე ბევრი გულის ბუშტებით ერთად გავშრი, ადგილზე გავიყინე.უცებ ამეკრო მაღალი სილუეტი და თავი ჩემს ყელში ჩარგო.მაშინვე მომხვდა მისი ცხელი სუნთქვა და კანი მთლიანად ამიწვა.აქეთ იქით ვაცეცებდი თვალებს და ვლოცულობდი ჩემს ძმას არ დავენახე.ნელა გადავწიე თავი უკან და ჩემს უკან მდგომი მამაკაცი დავინახე, რომელსაც მაგრამ მოეხვია თავისი ძლიერი ხელები.თავი ჩემსკენ დაწია, გაიცინა და შუბლზე მომადო ცხელი ტუჩები.მთელი სხეული მაშინვე გამითბა და წამით ვინატრე მისი ტუჩების კვლავ შეხება
_უკვე ისე მოგენატრე, რომ ძალით მიგყავარ?!ირონიული სიფათი აიკრა სახეზე და ყურის ბიბილოს მიადო ცხელი ტუჩები
_მე...რაღაცას ვლუღლუღებდი ჩემთვის, მაგრამ გამაჩერა
_აბა დამავიწყდებაო?!ნელა გადმოაცოცა ჩემს სახეზე ტუჩები.ვგრძნობდი მის ყოველ შეხებას და ადგილზე ვშეშდებოდი.სულ ავწთილდი სახეზე.დავინახე როგორ გაიცინა, მისმა საოცარმა ღიმილმა კი სულ დამაბნია.უცებ დაეწაფა ჩემს სიცივისგან გამობურცულ ბაგეებს ჩემი უცნობი და მთლიანად ამიკრა სხეულზე

იმედია მოგეწონებათ ეს თავი უღრმესი მადლობა მკითხველს



№1 სტუმარი mako

აუუ მალე დადე ახალი თავი რა <3

 


№2  offline მოდერი ელი

ძალიან,ალიან კარგი ხარ. უფრო კარგი იქნება თავებს სულ ცოტათი თუ გაზრდი. ისტორია მართLა მომწონს და გელოდები. წარმატებები ძვირფასო <3

 


№3 სტუმარი nini

სრულყოფილი და დამაბნეველი მაგრამ ამავდროულად საინტერესო :) იმედი მაქვს დიდხანს არ ალოდინებ მკითხველს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent