შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაჭედილები (თავი 6)


11-09-2015, 20:31
ნანახია 1 637

*****
სამი წლის წინ მივედი მისტერ დამიანის კომპანიაში. მას შემდეგ რაც დედა დამეღუპა,გადავწყვიტე სრულიად მარტოს ჩემი ცხოვრება მომეწყო და ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტე მამასთან,რომელიც ჩემს წასვლამდე გაუჩინარდა.მახსოვს,როგორ შევაღე კომპანიის უზარმაზარი კარები და სამყაროს უცხო კედლებში აღმოვჩნდი.ყველაფერი იმდენად ნათელი და თეთრი იყო,რომ წამით მომეჩვენა სამოთხის შუაგულში ვიდექი და ჩემს ანგელოზს ველოდი.ანგელოზმაც არ დააგვიანა,კუთხიდან დიდი სისწრაფითა და ანთებული თვალებით გამოვარდა და გვერდით ჩამიქროლა.სწორედ მაშინ ვნახე პირველად ნედი. თეთრი,აბრეშუმივით კანი და ცასავით ლურჯი თვალები ჰქონდა.პირველივე წამიდან მომინდა,რომ შევხებოდი და დამეზუსტებინა,იყო თუ არა ის ჩემი ანგელოზი.არ დამცალდა,არც მაშინ და არც შემდეგ.დღეს კი,ვაკოცე.მერე რა,რომ ეს ბოლო იყო,გულს მაინც უხაროდა.
ტყეში დავიკარგე.ნედისს ვეძახდი,ხმა არ მესმოდა.ვიმედოვნებდი და თავს ვარწმუნებდი,რომ ცუდი არაფერი მომხდარა. არადა ვიცოდი,გასროლის ხმაც ზუსტად ამას მოწმობდა,ჰოდა მეც ავდექი და იმ წამს ყველაზე შეუფერებელი და სულელური გადაწყვეტილება მივიღე: გავიქეცი.გავიქეცი არა სხვაგან,არამედ შენობისკენ და გატეხილ კარს სწრაფად გადავახტი.
-ნედ-კიდევ ერთხელ დავიყვირე.ექომ ჩემი ხმა აიტაცა.მეორე სართულიდან ნაბიჯების ხმა მომესმა. ნაცნობ კარადაში შევძვერი და პატარა ღრიჭოდან გამოვიჭყიტე.ნაცნობმა „პირველმა“ დერეფანში გაიარა.ფრთხილად გამოვძვერი გარეთ და ფეხაკრეფით გავირბინე გრძელი დერეფანი.მეორე სართულიდან პირველზე ყვირილის და გინების ხმა აღწევდა.მათ შორის არცერთი არ იყო ნედის.კიბეებზე პირველი ნაბიჯი დავდგი და ღრმად ჩავისუნთქე.ფიქრი არ დამიწყია ისე ავედი ზემოთ,ვიცოდი,რომ დავფიქრებულიყავი ამ სისულელეს გადავიფიქრებდი.
ცხვირში ბენზინის სუნი მეცა და მოულოდნელად დამაცემინა.პირზე ხელი ძლიერად მივიფარე,რომ სუნთქვის ხმა დამეხშო.გული ისე ამიჩქარდა,მეგონა ამომივარდებოდა.
-შეამოწმე-ვიღაცის ხმა გაისმა და ორი წყვილი ფეხი ჩემსკენ წამოვიდა.გიჟივით გადავაფრინდი კიბეების სახელურს და ძირს დავეცი.ესეც ჩემი ონავრული ტრიუკები.ბეჭებს ვეღარ ვგრძნობდი,ვიგრძენი,როგორ წამომივიდა თვიდან სისხლი.რა სულელი ვარ.დარწმუნებით შემეძლო მეთქვა,რომ აქედან ცოცხალი ვერ გავაღწევდი.ნედი მოკლეს,მე კი ვერავინ და ვერაფერი მიშველიდა.
-ეს ვინ დაბრუნებულა-ხელები ერთმანეთს შემოარტყა ბიჭმა,რომელიც ჩემთვის ნაცნობი იყო და ფეხზე წამომაყენა.
-როგორც ჩანს პრობლემა აქვს-გადაიხარხარა მეორემ და კიბისკენ წავიდა.
-წავედით-ხელი უხეშად მკრა რიგით „მეორემ“.
ამოვიკრუსუნე.სულ,რომ არაფერი ის მაინც მეცოდინება რატომ მომიტაცეს.
მეორე სართულზე,კაბინეტში შემიყვანეს.ჩემს უკან კარებმა გაიჩხრაკუნა.ჩამკეტეს.ბორბლებიან სავარძელზე მოკალათებულმა შუახნის მამაკაცმა,ჩემსკენ მოიხედა.
-გამარჯობა ნელი-ბოხი,ნაცნობი ხმით დაილაპარაკა და მეც თითქოს დენმა დამარტყა,ადგილზე შევხტი.
-არა-უარის ნიშნად თავი გავაქნიე და ვეცადე თავი დამერწმუნებინა იმაში,რომ ეს უბრალოდ ჰალუცინაცია იყო.
-კი ნელი, მე აქ ვარ.ჯანმრთელი და სიცოცხლით აღსავსე.
-შენ... კი,მაგრამ... აქ რატომ?როგორ?რა ჯანდაბას აკეთებ-ხმა ამიკანკალდა მე.
-ოჰ,დამშვიდდი ძვირფასო.ყველაფერს აგიხსნი.დაჯექი-მიბრძანა მან.უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
-არ ვაპირებ ვიდგე და ვუსმინო კაცს,რომელმაც ჩემი გატაცება მოაწყო-წავისისინე მე.
-კარგი რა ნელი.ყოველთვის ასეთი მოსაწყენი ბავშვი იყავი.ძვირფასო მე უბრალოდ შთაბეჭდილები მოხდენა მინდოდა.სამი წელი გავიდა.არ მინდოდა უბრალოდ გამოვცხადებულიყავი და მეთქვა „ნელი,საყვარელო მე დავბრუნდი“-ხელები გაშალა და ჩაიცინა-მამასთან მოდი პატარავ.
-ნედს რა უქენით?-მოთმინებიდან გამოსულმა წამოვიყვირე.
-იმ ბიჭს?ზუსტად არ ვიცი,ალბათ სადმე გდია და სიკვდილს ებრძვის.
-როგორ შეგეძლო.ამის გაკეთება,როგორ შეგეძლო.საერთოდ რა ადამიანი ხარ?
-ყველაფერი მათი ბრალია ნელი.ის,რომ დედაშენი დღეს ცოცხალი აღარაა,მათი ბრალია.ნედის,მამამისის და იმ კომპანიის ბრალია შენ,რომ მუშაობ.
-არაფერი მესმის-მხრები ავიჩეჩე მე.
-რატომ მოკვდა ლიზი ნელი?შენი აზრით მართლა კიბო ტანჯავდა?მას სიყვარული ტანჯავდა,სიყვარული,რომელიც მისტერ დამიანის მიმართ გააჩნდა-ზიზღით წარმოთქვა მისი სახელი-სიყვარული,რომელსაც მომავალი არ გააჩნდა,რადგან ვვარსებობდი მე და არსებობდი შენ.ყოველ ღამით მიწევდა გავმკლავებოდი იმ გრძნობას,რომ ის მე არ მეკუთვნოდა და მაინც არ ვწყვეტდი ფიქრს იმის შესახებ იყავი თუ არა შენ ნამდვილად ჩემი შვილი.
შიშმა ამიტანა.თუ ნამდვილად ასეა და თუ მე მართლა მისტერ დამიანის შვილი გამოვდივარ,რა გამოდის მე ჩემი ძმა შემიყვარდა და მას ვაკოცე?ფუუ...უსიამოვნო შეგრძნებისგან სახე მომეღრიცა.
-და..
-და ის,რომ შენ ჩემი შვილი ხარ.სისხლით-ხორცამდე,თხემით-ტერფამდე,შენ მთლიანად ჩემი ხარ.
ამოვისუნთქე.
-მიუხედავად ამისა,ეს არ გაძლევდა უფლებას,რომ ასე მოქცეულიყავი.მე შენი შვილი არ ვარ.შენ მაშინ გაქრი,როდესაც მჭირდებოდი,შენ მაშინ წახვედი,როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა გვერდში დგომა.და სწორედ მაშინ,როდესაც ყველაფერი უნიკალურად იყო...რატომ დაბრუნდი?
-მომენატრე ნელი-დაიჩურჩულა მან.-ვბერდები,მე მჭირდება ვიღაც ვინც მომივლის.
-აჰ-გამეცინა მე-აი რატომაც.ახლა შეგაწუხა სიბერემ?ახლა გაგახსენდა,რომ გყავს შვილი,რომელიც არსებობს?სასაცლიოა,შენს შემთხვევაშიც კი სასაცილოა-სიცილს ვერ ვწყვეტდი მე-მაინც სად იყავი ამდენი ხნისგანმავლობაში?
-საგიჟეთში-ამოიღრინა მან.
-ოჰ-არ გამკვირვებია მე.მას ყოველთვის ჰქონდა პრობლემა თავის შეუკავებლობასა და სიბრაზის დამორჩილებაზე.ბევრჯერ მინახავს ნაცემი დედაჩემის დალურჯებული სახე.ეს აღარ მიკვირს.
-ჯანდაბაშიც წასულხარ-ჩუმად ვთქვი მე.
-ნათან-დაიღრიალა მან-სასწრაფოდ მოაშორე ის აქედან და რა ჯანდაბაც გინდა ის უყავი,აღარ მადარდებს-მხრები აიჩეჩა მან და ზურგი მაქცია.
კარების გაღების ხმამ გამომაფხიზლა.
-ნაბი*ვარი და ლაჩარი ხარ გესმის-ბოლო ხმაზე ვღრიალებდი მე.-მერჩივნა დამიანის შვილი ვყოფილიყავი ვიდრე,შენნაირი ფსიქოპათის.
უკნიდან წელზე ხელები შემომეხვა და კარიდან გამათრიეს.უცნობის ხელებში ავფართხალდი და ხელი გვერდში ჩავარტყი.წამოკვნესების ხმა გავიგე და მეც დრო ვიხელთე, მისგან გავნთავისუფლდი.
-ნელი მოიცა-ნაცნობმა ხმამ შემაჩერა.უკან ელვის სისწრაფით შევბრუნდი და სიმწრისგან დამანჭული,ნედის სახე დავინახე.სიხარულისაგან შევკივლე და ჩასახუტებლად გავქეცი.ხელები ტანზე მჭიდროდ მომაკრო და ცხვირი ჩემს თმაში ჩამალა.
-ღმერთო,მეგონა დაგკარგე-ამოვიხავლე მე.
-დამშვიდდი კარგად ვარ-სახე დამიჭირა და ცხვირზე ცხვირით გამეთამაშა-ისე ვერაფერი აახლოვებს ადამიანებს ერთმანეთთან,როგორც ერთი პრობლემა-ჩაიხითხითა მან და ფეხზე წამოდგა.
-მიხარია,რომ ხუმრობის ხასიათზე ჯერ კიდევ ხარ-გავიცინე მეც.
-აქედან უნდ აგავიდეთ,თანაც სასწრაფოდ.არ ვიცი,როდის დაბრუნდებიან,მხოლოდ ის გავიგე,რომ რაღაც პრობლემა შეექმნათ.უკანა გასასვლელით მოგვიწევს სარგებლობა.

-ჭრილობა,როგორ გაქვს-ვკითხე გზაში.მაიკა აიწია და საკმაოდ ღრმა ჭრილობა დამანახა.წამოვიკივლე.
-ყველაფერი კარგად იქნება ნუ ღელავ-თავზე მაკოცა მან.
-ნედი-გავაჩერე მე.ეს უნდა მეთქვა,აუცილებლად-იცი,მე...
-ვიცი-ჩუმად თქვა მან და თავი დამიქნია.გული გამითბა.ხელები შემოვხვიე და ძლიერად ჩავეხუტე.
-ძალიან,ძალიან მიყვარხარ-ამოვიხავლე და ცრემლები წამსკდა.ყრუ ზმული გაისმა.ვიგრძენი,როგორ მომხვდა რაღაც უკნიდან,გულთან ახლოს და ნედის ხელები უფრო მაგარად მოვხვიე.
-გაიქეცი-გონების დაკარგვამდე ამოვიჩხავლე და კისერზე ჩამოვეკიდე.
მერე დაბნელდა,აღარც მისი ხმა მესმოდა და ვეღარც მის სუნს ვგრძნობდი.ვერც სინათლეს ვხედავდი ვერსად და ვერ ჩემს ნაცნობ ანგელოზს.მე კი ისე მინდოდა მისი დანახვა.

_____
"ნაბიჯი წინ"-ს დავდებ ხვალ.



№1  offline წევრი nini :)

აუ მაგარი იყო მალე დადე რაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent