შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გულის მეფე (4)


12-09-2015, 00:04
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 6 486

-ამ გომბიოს აქ რაუნდა?-გაისმა ზიზღნარევი ხმა
-გომბიოს?-შესძახეს სამივემ ერთად გაკვირვებულმა
-საიდან იცით მის შესახებ?-ალმაცერად ამათვალიერა
-სახლში შევიდეთ-კბილებში გამოსცრა ბექამ. დედამისს ხელი დაავლო და სახლში ძალით შეიყვანა.
-დაჯექი და ახსნად ველით შენგან-დაიყვირა გამწარებულმა დათომ
-რა ახსნა გინდათ? დაივიწყეთ მისი არსებობა.-მკვახეთ თქვა ქალმა
-ის ჩვენი დაა დედა! ჩვენ გვაქვს უფლენა მასთან ვიყოთ. შენ კი ყველაზე საშინელი დედა ხარ!-იყვირა ზურამ
-მე არაფერში მჭირდებოდა ავადმყოფი შვილი. მითუმეტეს გოგო-ხმას აუწია მარინამაც
-წავედი მე-ამოვილაპარაკე ხმაწართმეულმა. თვალები ცრემლებით ამევსო. სირბილით გავიარე მისაღები და გარეთ გავვარდი. უკვე მთელი ხმით ვტიროდი მეზობლები გაკვირვებელები მიყურებდნენ მაგრამ არაფერი მაინტერესებდა. ვიცოდი დედაჩემს რომ არ ვუყვარდი და არ უნდოდა მისი შვილი ვყოფილიყავი მაგრამ ეს სულ სხვა იყო! საბოლოოდ მომიკლა გული, არ ველოდი რომ ეგრე პირდაპირ მეტყოდა სათქმელს. განა რა დავაშავე? ამ რომელ ავადმყოფობაზე საუბრობდა? ტირილ ტირილით მივედი იმ ადგილამდე სადაც ავტობუსები გადიოდნენ ჩემი სოფლისკენ. ავედი და დავჯექი.
#ბიჭებთან
-ბიჭო არსად არაა. მთელი ქალაქი ავატრიალეთ-დაურეკა ანერვიულებულმა ბექამ დათოს.
-დაურეკე გიორგის. გავიდეთ მაგის ბინაში, იქნებ იქ მაინც მოვიდეს
-არანაკლებ ანერვიულებულმა თქვა დათომ და ტელეფონი გათიშა
-ვერსად ნახეს?-ხმაჩამწყდარმა იკითხა ზურამ და თავი მინას მიადო თან გარეთ იხედებოდა იქნებდა სადმე თვალი მოვკრაო.
-მის ბინაში ვბრუნდებით და იქ დაველოდებით-თქვა დათომ და მკვეთრად მოუხვია. 10 წუთში უკვე ყველა მის ბინაში იყო. გასაღები ხომ ბექას ჰქონდა.
-რამოხდა ამიხსენით-გაკვირვებულმა შემოაღო გიორგიმ კარი
-მარიამი დაიკარგა-თქვა დათომ.
-რასქვია დაიკარგა?-გაოცებულმა ხმამაღლა იკითხა
-მარინასთან მივიყვანეთ. გვეგონა ერთმანეთს გაიცობდნენ დალაგდებოდა სიტუაცია. ჩვენ კიდე ვაფშე არაფერი გვცოდნია-დამნაშავესავით ჩაილაპარაკა ბექამ
-მომიყევით მალე-ხელი მწარედ მიატყა კედელს გიომ
-რომ დავიბადეთ ექიმებმა უთხრეს ერთი ბიჭია ერთი გოგოო. მარიამი თავიდანვე არ მიუკარებია. მერე აღმოჩნდა რომ მარიამს რაღაც დაავადენა სჭირდა. თან მარინას არ უნდოდა გოგოს გაჩენა და მხოლოდ მე წამოვუყვანივარ საავადმყოფოდან. "ეს ბავშვი მაინც მოკვდება და აზრი არ აქვსო" მერე მამაჩემის დედას წაუყვანია სოფელში. ჩვენთან ყველანაირი კავშირი გაუწყვეტია და 80 წლის ქალს მისი აღზრდა დაუწყია. დედას ცოდნია ამის შესახებ მაგრამ არც მოუკითხია ბავშვი. მერე 15 წლის იყო ბებია რომ გარდაიცვალა ამან კიდევ ერთ ოჯახში დაიწყო მუშაობა. 3 წელი მუშაობდა და წელს გამოაგდეს მხოლოდ იმის გამო რომ იმ დახლის პატრონის შვილს შეუყვარდა. დღეს კიდევ დედამ პირდაპირ მიახალა არმინდოდა შენნაირო შვილიო ტირილით გაიქცა და ვეღარ ვიპოვეთ-ერთი ამოსუნთქვით მოყვა ზურამ ამბავი და თვალები ცრემლებით აევსო
-მარინამ ტო?-გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა გიოს
-ცხოვრებაში ხმას აღარ გავცემ. მეზიზღება-ამოიგმინა დათომ
-მე წავალ ეხლა და მალე მოვალ-თქვა გიორგიმ და სწრაფად წამოხტა ფეხზე.
#გიორგის ნაამბობი.
-ბესო გთხოვ სიკვდილ სიცოცხლის საქმეა-ვთქვი ანერვიულებულმა და საჭეს ხელი მაგრად დავკარი
-კარგი, ჯანდაბას, მითხარი რაქვია.-ამოიგმინა ყურმილს იქით ბესომ
-კოტე ჯაფარიძე! მხოლოდ ნომერი მჭირდება. ან მისი მისამართი-გახარებულმა ვამცნე მარიამის მეგობრის სახელი და გვარი
-5 წუთში მესიჯად მოგწერ-თქვა და გათიშა. მთელი ხუთი წუთი ნერვიულად ვაკაკუნებდი საჭეზე თითებს და ყოველ წუთს დავყურებდი ტელეფონს. მოსული არ იყო ესემესი რომ გავხსენი. სწრაფად ავკრიბე ნომერი და დავრეკე.
-გისმენთ -კოტე. გიორგი ვარ. წყნეთში ცოტა ცუდ სიტუაციაში გავიცანით გუშინ ერთმანეთი-ავუხსენი ვინც ვიყავი
-გისმენ. რაგინდა?-მკითხა მკვახედ.
-მარიამი შენნთანაა?-პირდაპირ საქმეზე გადავედი მე.
-ჩემთან როგორ იქნება. გუშინ შენთვითონ წაიყვანე-მომიგო გაღიზიანებულმა
-სად ხარ მითხარი. გამოგივლი საქმე მაქ-ვუთხარი და საჭე დავატრიალე რომ მანქანა ადგილიდან დამეძრა. მისამართი მითხრა თუარა მთელი სისწრაფით წავედი იმ ადგილისკენ.
-რახდება?-მკითხა მას შემდეგ რაც ჩემს მანქანაში დაჯდა.
-მარიამი დაიკარგა. ვერსად მივაგენით. სადიქნება?-ვკითხე და დავინახე როგორ შეეცვალა სახე
-საჭესთან დამსვი-მითხრა ანერვიულებულმა და სწრაფად გადავიდა მანქანიდან. არც მე მიცდია ბევრი და არც გადავსულვარ ისე გადავძვერი გვერდით სავარძელზე.
-ჯანდაბა. მითხარი რომ არ ტიროდა-ამოიოხრა კოტემ და მთელი სისწრაფით გაიყვანა მანქანიდან
-დედამისს შეხვდა და ატირებული გაიქცა-სიმართლე ვუთხარი დაუფარავად
-ასთმა აქვს. იცოდეთ რამე რომ დაემართოს იცოდეთ. ჩემი ხელით მოგკლავთ-დამემუქრა ის
-არაფერი მოუვა.-გაღიზიანებულმა ვუთხარი
-მითხარი სად მივდივართ. მის ძმებს შევატყობინებ- ვუთხარი და ტელეფონი ამოვიღე
-ბებიამისის საფლავზე ამოვიდნენ-ცივად მითხრა და რომელიღაც ჩიხში გადაუხვია. მალევე მივატოვეთ ტრასა და ცუდ გზაზე გადავედით. ნახევარ საათიანი სიარულის შემდეგ სასაფლაოს მივუახლოვდით. კოტე სასწრაფოდ გადახტა მანქანიდან და სასაფლაოზე შევიდა. მეც უკან მივყევი და გული ნამსხვრევებად მექცა როდესაც საფლავზე მჯდარი მტირალი მარიამი დავინახე -მიმიშვი რა-თხოვნა გავურიე ხმაში და ისე მივუტრიალდი კოტეს. -არა-მკვახედ მომიგო და მასთან მივიდა
#მარიამის ნაამბობი
უკვე სუნთქვა მეკვროდა ამდენი ტირილისგან თუმცა არც ვაპირებდი დამშვიდებას. სიკვდილს ვნატრობდი. მანქანის ხმა რომ გავიგე თავი არ ამიწევია მაგრამ კოტე და გიორგი რომ თავზე დამადგა მაშინ წამოვდექი ფეხზე
-წამალი გჭირდება-ჩაილაპარაკა კოტემ
-არმჭირდება-ამოვისლუკუნე და მაგრად მოვხვიე წელზე ხელი. თავი მის მკერდში ჩავმალე და იქ გავაგრძელე ტირილი.
-გიორგი. მიხედე ცოტა ხნითმ წამალს მოვუტან.-სწრაფად მომშორდა და ჩემი თავი გიორგის გადაულოცა. უკვე სუნთქვა მეკვროდა მაგრამ არ ვიმჩნევდი.
-დამშვიდდი რა. ზურაზე იფიქრე. შენ რომ ცუდად ხარ ხომ იცი ისიც ცუდადაა თამ მასაც ასთმა აქვს-მეჩურჩულებოდა ყურში გიორგი და გულზე მიკრავდა
-რომ მოვკვდე ყველა დაისვენებთ. ყველაფერს ჯობს მოვკვდე-ამოვიხავლე და სახეზე ხელები ავიფარე
-დაწყნარდი. შენ ხო განიცდი ბებიას სიკვდილს არა?-მკითხა თბილად და თავზე ხელი გადამისვა
-ის ყველაზე მეტად მიყვარდა-ვუთხარი ხმადაბლა
-ხოდა წარმოუდგინე. შენ რომ ბებია გარდაგეცვალა ძალიან გტკიოდა გული. ზურა კიდევ ტყუპისცალია და მას უფრო ეტკინება. ბექას და დათოს კიდევ ისე უნდოდათ და რომ ალბათ ცუდად რომ გახდე თავს მოიკლავენ. მთელი თბილისი გადაატრიალეს საშინლად არიან და შენ კიდევ აქ იძახი სიკვდილი მინდაო. შენ თავზე თუარა მათზე იფიქრე ხო?-თბილად მეჩურჩულებოდა. ხან თვალებზე მკოცნიდა ხან ლოყაზე და ხან შუბლზე. სუამოვნებისგან გასუსული ვიდექი და მის ყოველ შეხებაზე ჟრუანტელი მივლიდა. მისი ყოველი სიტყვა მამშვიდებდა და იმედს მაძლევდა რომ ვინმეს ვჭირდებოდი. დედა თუარა ძმები მყავდა რომლებსაც ძალიან ვუყვარდი და მე მათთვის უნდა მეცოცხლა.
-არავის უთხრა ეგ რომ ვთქვი ხო?-ვკითხე და მის ლურჯ თვალებს ავხედე.
-ეს შენი და ჩემი საიდუმლო იყოს.-გამიღიმა მან და კიდევ ერთხელ მაკოცა შუბლზე.
-კარგი-გავიღიმე მეც და ოდნავ მოვშორდი მაგრამ ისევ გულზე მიმიკრა. 5 წუთი არ იყო გასული კოტე რომ დაბრუნდა წამლით ხელში. მაინც დამალევინეს წამალი. მანქანაში ვიჯექით. მე უკანა სავარძელზე ვიწექი ბიჭები კი გარეთ იქვნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ. ნახევარ საათში მეორე მანქანა მოვიდა საიდანაც ბიჭები გადმოცვივდნენ. ფრთხილად წამოვიწიე მოთენთილი, სამივე რიგრიგობით მეხუტებოდა და მკოცნიდა. კოტე წარბაწეული აკვირდებოდა მათ გიორგი კი ღიმილით. ბოლოს იკა მოვიდა და ისიც ჩამეხუტა.
-ასე უნდათ ამათ. მეტიდ ღირსები არიან-სიცილით ჩანჩურჩულა ყურში მან და მომშორდა. თბილისში ვაპირებდით პირდაპირ წასვლას კოტემ რომ აიჩემა "ჩემი" გოგოს ძმები და მეგობრები ჩემთან უნდა დავპატიჟო ბარემ აქავართო. გული ნაფლეთებად მექცა ჩემს ყოფილ სახლს რომ ავუარეთ გვერდი და კოტეს სახლში შევედით.
-აი იქ გავიზარდე-სევდანარევი ხმით ვთქვი და დახლისკენ გავიშვირე ხელი რომლის ეზოშიც პატარა ბავშვები თამაშობდნენ.
-აქ ბოლოს 5 წლის ვიყავი-თქვა ბექამ.
-მე საერთოდ არ მახსოვს?-მხრები აიჩეჩა დათომ.
-შევიდეთ სახლში-თქვა კოტემ და სახლში დეგვიძღვა. ნინო დეიდა დამზარეულოში ფუსფუსებდა. თბილად მიგვიღო, გაგვიმასპინძლდა. ჩემმა ძმებმა თავი იჩინენ. იმდენი დალიეს ფეხზე ძლივს იდგნენ ისევე როგორც ირაკლი და კოტე. გიორგიმაც დალია. თუმცა წყნარად იჯდა დანარჩენებისგან განსხვავებით და გარემოს ზვერავდა. ბოლოს ბანცალით ადგა ფეხზე და აივნისკენ აიღო გეზი. მაგრამ თითქმის კართან მისული გაჩერდა და თვალი გამიშტერა. შემდეგ კი ხელით მანიშნა უკან გავყოლოდი.

-_----
დიდი მადლობა ყველას რომ მიფასებთ შრომას და კითხულობთ <3



№1  offline წევრი kora

უკვე იმდენად შემიყვარდა ეს ისტორია რომ მთელი დღე მოუთმენლად ვუცდი 12საათის დადგომას, რომ ახალი თავი წავიკითხო love მიყვარს ეს წყვილი და ძმებზე ხომ საერთოდ ვგიჟდები <3 შენ კი ავტორო საოცარი ხარ, ყველა შენი ისტორია მიყვარს love
--------------------
kira.G

 


№2  offline წევრი Li Zi

ვუაიმე მაგარია ^^ მალე დადე და ცოტა დიდი თავები თორე ვკვდები ინტერესიიით ((

 


№3 სტუმარი lana

aii isee miyvarss ess istoria roo dges telii dgee vucdidi rodis gaxdeboda 12satii adminn dzaliann miyvars es istoria da shencc dzaliann miyvarxarr gtxovv mal malee dade xolme da imediaa did tavebs dadeb vicii dznelia magramm yoveltvis kargg da sainteresoo momentzee wyvitavv isee yvelaferii kargia gagardzele

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ინტრიგან! აბა კარგ და საინტერესო ადგილზე თუარგავწვიტე რამუღამი აქ ისე? :/ ძალია. მიხარია რომ მოგეწონთ და მეც მიყვადხართ *_*

 


№5  offline წევრი mariko_2001

აუუუ ძაან ძაან მაგარია ეს ქალი უფრო მეტად მზიზღდება ნელ-ნელა აი ძმები კიდე ძაან მაგრები არიან ზურა ხო ვაფშე ძაან საყვარელია ცოტა გაზარდე რა ოღონდ თავები იმიტო რო მთელი დღე ამას ველოდებიი და აქ ძაან პატარა თავები მხვდენმბაა კაი არ დაგვიანო დადებაა❤

 


№6  offline წევრი ანრის გოგო

აუ კაია ძაან lol მომწონს გიო როგორც ყველა პერსონაჟი love

 


№7 სტუმარი Mari

აიი უმაგრესია <3 ^_^ ძაან მომოწნს და ველოდები ახალ თავს ისეთი მაგარია რო რავი ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent