შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე შანსი(3)


12-09-2015, 02:28
ავტორი მზე
ნანახია 2 013

-თვალები დამაწყდა გოგო,თქვენს ყურებაში.რა გითხრა? რა უთხარი?მომიყევი ყველაფერი.
-ერთი სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის.უბრალოდ ვიცეკვეთ.ქეთ მას აღარ ვუყვარვარ და მესმის მისი.გული საშინლად ვატკინე.მან დამივიწყა.შევეცდები ამ ფაქტს შევეგუო,არ მაქვს უფლება რაიმეს ველოდე მისგან.
-შენ ხომ ისევ გიყვარს?
-უფრო მეტადაც.
-რა იცი რომ მას არ უყვარხარ.იქნებ ისე არაა,როგორც ჩანს.
-ვეზიზღები და მართალიცაა,თან ახლა მიშკაც დაემატა ჩემს პრობლემებს.
-ხვალ უნდა შეხვდე ასე არაა?დაელაპარაკე ,ის უთხარი ,რაც მოვილაპარაკეთ.
-ქეთი კლუბში რომ ბიჭი მელაპარაკებოდა,ის იყო მიშკა.უკვე ვუთხარი ყველაფერი,მან კი ბავშვობიდან მიყვარხარო.
-რაო?რომელი ბავშვობიდანო ?საერთოდ არ იცნობდი და ?
-არ ვიცი,ერთხელ ვუნახივარ და მას შემდეგ სულ გეძებდიო.
-ეს კიდე ახალი შარი.წესიერად უთხარი?შეიძლება მოგერიდა,რახან გითხრა მიყვარხარო და გული ვეღარ ატკინე.
-ვუთხარი,გეფიცები და კიდევ ვეტყვი.შეგიყვარდებიო ასე მითხრა.მე მხოლოდ ერეკლე მიყვარდა,მიყვარს და მეყვარება.მნიშვნელობა არ აქვს ერთად რომ არ ვიქნებით.
-იცი რაა ,ავდგეთ და დიმას ვუთხრათ.დაელაპარაკება და მოაგვარებს.
-არ მინდა გთხოვ,მეც შემიძლია,თან არ მინდა,ჩვენს გარდა ვინმემ იცოდეს ბებიაჩემის მაჭანკლობის ამბავი.
-კარგი,მაგრამ დიმას მაინც ვინახავთ რა იცი რახდებას პონტში ოკ?ნე დაი ბოგ და რამე არ მოხდეს :დ
-კარგი ,კარგი.ახლა უნდა დავიძინო,ხვალამდე.
-გამაგებინე მიშკას ამბავი.ტკბილი ძილი:*
-შენც.
ბებია სიტკბოდ დაიღვარა მის დანახვაზე.მე მაინც საავადმყოფოში უნდა ვიყო ჩემს მეგობართან და მთელი დღე თქვენი იყოსო,ვიცი,რომ საიმედო ხელში ვტოვებო.
-სად წავიდეთ?გინდა ჯერ კაფეში დავსხდეთ?რაღაცებს მეკითხებოდა,გეგმებს აწყობდა.ვცდილობდი თავაზიანი ვყოფილიყავი,მაგრამ მაინც სახე ჩამომტიროდა,ამას ვერაფერი მოვუხერხე.მთელი დღე ერთად გავატარეთ.არ იყო ცუდი ბიჭი,მაგრამ ერთი-ორჯერ მომიხდა მისი ხელის მოშორება ჩემი თეძოდან და მხრიდან.ხუმრობდა,ცდილობდა გავეცინებინე,მაგრამ ის მაინც არ იყო ჩემი ერეკლე.რამდენჯერმე წამოვიწყე ლაპარაკი ჩვენს "ურთიერთობაზე"
-მიშკა,მისმინე.ვილაპარაკოთ იმ თემაზე.მაინტერესებს რას ფიქრობ?შენ ჩემი პოზიცია იცი.
-მარიტა,გითხარი მიყვარხარ და ჩემი ცოლი გახდები.ახლავე არავინ გაძალებს ,მაგრამ ნახავ შენც მოგეწონები თანდათან.
-მე არ მეკითხები?როგორც ჩანს ჩემი აზრი არავის აინტერესებს.გთხოვ უარი თქვი,თუ მართლა გიყვარვარ ნუ დამაძალებ.
მთელი საღამო მისი ხელებისგან გათავისუფლებას ვცდილობდი.არ მომწონდა ყოველ წამს რომ წამავლებდა ხელს ხან თმაზე,ხან ხელს დამიჭერდა და ისე მივყავდი.ვგრძნობდი,რომ თანდათან ვიბოჭებოდი.
-ნახეთ იქ ვინ არის მარიტაა,მაგრამ ნუ შევაწუხებთ:დ თქვა ნინამ და ერეკლესა და ბიჭებთან ერთად მაგიდას მიუჯდა.
-ის კაცი ვინ არის?გუშინაც მის გვერდით იყო გაუელვა თავში.
-აჰ,ძალიან მეცოდება ეგ გოგო რაა,ცხოვრების არაფერი არ იცის.ეხლა გითხრათ.ბებიამისს აურჩევია მისთვის საქმრო.ჩემმა მშობლებმა თქვეს.აძალებს თურმე გათხოვებას.ერთი შეხედეთ რა სახით ზის.გაიცინა და დაამატა.ისე მშვენიერი ბიჭი ჩანს,რა უნდა რატომაა უარზე.
უყურებდა თუ როგორ ცდილობდა მიშკას ხელებისგან გათავისუფლებას.როგორი ნაღვლიანი თვალები ჰქონდა.რამდენჯერმე შეატყო ,რომ საცაა იტირებდა.დასცხა,იგრძნო,როგორ ივსებოდა სიბრაზით.მუშტები მოკუმა.თავი შეიკავე,თავი შეიკავე,შენი საქმე არაა.შენ არ გეხება.უმეორებდა საკუთარ თავს.
ისინი ადგნენ და წავიდნენ.ერეკლე კი ნინას მიუბრუნდა.
დრო გადიოდა.ქეთი და მარიტა სულ ერთად იყვნენ.დიმა ძალიან დაკავებული იყო,როგორც თვითონ ამბობდა ერეკლეს ბიზნესის საქმეები სულ უფრო კაგად მიდიოდა.მიშკა კი უფრო მომთხოვნი ხდებოდა.ბებიამისმა ისიც კი უთხრა შეგიძლიათ ზამთრის არდადეგები ერთად გაატაროთო.მარიტა ვეღარ სცნობდა ნათელას.
-ბაკურიანში გვეპატიჟება ერეკლე თავის სასტუმროში.ჩვენ სამს,ნინას და თავის მეგობრებს.მარიტა რას ფიქრობ?
-ბებიამ და მიშკამ გადაწყვიტეს ...
-მოკეტე.გაჩუმდი,სულელო,უტვინო არსებავ.გაჩუმდი.
-ქეთი მე...მე რა დავაშ...
-ბებიამ ეს,ბებიამ ის,მიშკამ ეს .არ გცხვენია?ამხელა გოგო ხარ,როდემდე მარიტა?რატომ ანადგურებ საკუთარ ცხოვრებას?არ შეგიძლია უბრალოდ დაიკიდო ისინი და შენს თავს მიხედო?რას გავხარ?შენ გგონია ადამიანი ხარ?არა არ ხარ.გიყვარდა დაკარგე,ახლა მისტირი,მაგრამ როცა ვიღაცას გტენიან წინააღმდეგობას მაინც არ უწევ არავის.20 წლის ქალი ხარ? შენ თავი ისევ პატარა ბავშვი გგონია?სრულწლოვანობაზე თუ გსმენია რამე?გეკითხები რას ფიქრობ მეთქი და ბებიამ და მიშკამ გადაწყვიტესო.ღირსი ხარ,მეტის ღირსი ხარ.
დაასრულა და ხელები აუკანკალდა.სამზარეულოში გავიდა წყლის დასალევად.უკან მობრუნებულს მარიტა წასული დახვდა.
მიდიოდა და მთელი გულით ტიროდა.განადგურებული იყო.ქეთი მართალი იყო ,ყველაფერში მართალი.
-მე უსუსური ვარ,მხდალი,მშიშარა,ყოველთვის ვიღაცის კალთას ვეფარები.მე არ მიცხოვრია და ვერც ვიცხოვრებ.
საღამოს ნათელამ დაურეკა.მარიტა მოიკითხა აქამდე რატომ არ წამოვიდაო.ჩემთან დარჩებაო ,უკვე დაეძინაო.წინასწარ უნდა ეთქვა ,რა უპასუხისმგებლობააო და გათიშა.ქეთის კი კანკალი აუვარდა.
-ღმერთო,სად ხარ მარიტ,მიპასუხე ,აიღე ტელეფონი. ლოცულობდა ,რომ არაფერი დამართნოდა.ნანობდა ყველაფერს,რაც უთხრა.იცოდა,როგორი სუსტი იყო,ასეთ ლაპარაკს და ამდენს ერთად ვერ დაიტევდა.ისედაც ყველაფერზე ნერვიულობდა ხოლმე.
-დიმ,ჩემი ბრალია,იმდენი რამე ვუთხარი,ვუყვირე,ახლა კი არ ვიცი სად არის.ყურმილში ტიროდა.
-ქეთი ახლა ახალკაცთან ვარ შეხვედრაზე.ვიზე მელაპარაკები?ვერაფერი გავიგე?1 საათში დავამთავრებთ და გამოგივლი,მნიშვნელოვანი საქმეა აქამდე ამიტომ შემოვრჩით.
-დიმა მარიტაზე.მარიტა დაიკარგა.გთხოვ მალე მოდი.
-რას ჰქვია დაიკარგა?ხმამაღლა გაიმეორა და აღელვებული ფეხზე წამოხტა.
-ბებიამისმა ახლა დამირეკა რატომ არ მოვიდაო,მე მოვატყუე ჩემთან რჩება მეთქი,არადა კარგა ხნის წინ წავიდა.
-ქეთი დაწყნარდი,მოიფიქრე სად უნდა წასულიყო?რა უთხარი ასეთი?
-რა ხდება დიმიტრი?წამოიშალნენ დანარჩენებიც.
-ვუთხარი უსუსური და სულელი ხარ მეთქი,ღირსი ხარ რაც გემართება მეთქი.დიმა რა იდიოტი ვარ იმდენი საშინელება ვუთხარი.
-კარგი დაწყნარდი პატარა,ახლავე წამოვალ და ერთად მოვძებნით.
-დიმიტრი რა მოხდა?ერეკლე ხვდებოდა რომ მარიტას უკავშირდებოდა ეს ყველფერი.
-მარიტას ვერ ვპოულობთ.სახლში არ მისულა.ქეთის,მოკლედ რაღაც მოხდა მათ შორის და განერვიულებული წასულა.
კაბინეტიდან გავარდა ერეკლე.
-ანუ ჩვენც მოვდივართ მოსაძებნად,ამის თქმა უნდოდა მას,თქვა გიორგიმ.
-კარგი,წავედით.
არ იცოდნენ სად ეძებათ.უკვე ძალიან გვიანი იყო.
-როცა რამე უჭირდა სულ ჩემთან მოდიოდა ხოლმე.ახლა არ ვიცი სხვაგან სად უნდა იყოს.
მაგრამ იყო ერთი ადგილი.ერეკლე მანქანაში ჩაჯდა და ქეთის სახლს სწრაფად მოშორდა.
-ეს დედაჩემის სახლია ერე.კარი ჭრიალით გაიღო.აქ მოვდივარ ხოლმე და მის სიახლოვეს ვგრძნობ.არ მახსოვს არც დედა და არც მამა,მაგრამ როცა აქ ვარ,ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ისინიც აქ არიან და ერთი ოჯახი ვართ.
-გამარჯობა,მე ერეკლე ახალკაცი ვარ და თქვენი ქალიშვილი უზომოდ მიყვარს.უცებ წამოიძახა ერეკლემ.
-იმედია მოგეწონებათ,თქვენ მაინც არ გამიბრაზდეთ.
-იმიტომ რომ ბებიამისი ტვინს ჭამს,მომიტევეთ სიმამრო.იცინოდნენ,ერთმანეთს ეხუტებოდნენ,სახლს ათვალიერებდნენ,საჭმელს ამზადებდნენ,მარიტა უკრავდა და თითქოს მართლაც ოჯახი ცოცხლდებოდა.
გასაღები არ დასჭირვებია,კარი ღია დახვდა.გამოიცნო ის აქ არის.
შეაღო და წარსულში გადავარდა.მარიტა პიანინოზე უკრავდა მათ მელოდიას,სპეციალურად რომ დაწერა მარიტამ,მაშინ აკოცა მარიტას პირველად.ჩუმად შევიდა,კარი მიკეტა.ხელის შეშლა არ უნდოდა.უყურებდა საყვარლ ქალს,რომელიც ისე იყო ემოციებში გართული,მელოდიას ტანს აყოლებდა და ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა.მიუახლოვდა.იგრძნო,როგორ ადუღდა სისხლი ძარღვებში.მხრებზე შეახო ხელები,ააყენა.ვერ ერეოდა თავს.მარიტა გაშტერებული უყურებდა.ცრემლები მოსწმინდა.ახლოს,უფრო ახლოს აღმოჩნდნენ ერთმანეთთან.ნაზად შეეხო ტუჩის კუთხეში,ხელები თმაში შეუცურა.ტუჩებით ყელს ჩაჰყვა და მთელი სხეულით იგრძნეს ერთმანეთი.მაგრად მოზიდა თავისკენ.და ტუჩებსაც მისწვდა.ეს ნეტარების წამი იყო.ყველაფერი დაავიწყდათ,მხოლოდ ერთმანეთს გრძნობდნენ.ერთმანეთის სუნთქვა,სუნი,შეხება,ტანში ჟრუანტელი უვლიდათ.უცებ მოშორდა.ტელეფონი ამოიღო,ვიპოვეო უთხრა.გავიდეთ ნერვიულობენო მარიტას შეხედა,ის კი ფეხზე ძლივს იდგა.სადაც იყო წაიქცეოდა.ხელი შეაშველა,ხელში აყვანილმა გამოიყვანა და ჩასვა მანქანაში.გზაში მარიტა ისევ ტიროდა.ერთმანეთისთვის არაფერი ჰქონდათ ნათქვამი თვალთმაქცობის გარეშე.
-რაც უნდა მომხდარიყო...ქეთის რაც უნდა ეთქვა შენთვის...მას უყვარხარ.არ უნდა დაგავიწყდეს ეს.ამბობდა თან ცდილობდა მისი ცრემლებისთვის ყურადღება არ მიექცია ან კიდევ ერთხელ არ გაეკეთებინა ის რაც მთელი გულით,ყველაზე მეტად უნდოდა.
-ჩემი ბრალია.ჩუმად ჩაილაპარაკა მარიტამ.ტუჩები ისევ გაბუჟებული ჰქონდა და ცდილობდა მისი სუნი კარგად შეეგრძნო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent