შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გევედრები,ეცადე მიცნო ( 6 )


12-09-2015, 22:53
ავტორი ლილიანა
ნანახია 2 780

ერთხანს გათიშული დასცქეროდა ხელის გულზე მოთავსებულ კულონს,მერე ღონივრად შეკრა მუშტი,ყელსაბამი შიგნით მოიქცია.
-უკაცრავად,ცოტა ხნით დაგტოვებთ-უმისამართოდ წარმოსთქვა სიტყვები და ეზოს ბნელი კუთხისაკენ გაეშურა.იმდენად იყო არეული ,რომ შეგეხედათ მისთვის კი არ მიდიოდა მიბარბაცებდა,გული სიბრაზისაგან,ნერვიულობისაგან და გაოცებისაგან ყელში ებჯინებოდა.თავში ყველა ფიქრი,მოგონება,ქმედება თუ სიტყვები-მისი,სოფოსი,თამროსი-ერთმანეთში აირია,აიზილა.სახლს მოეფარა და თავდახრილმა წინ და უკან მონოტორულად იწყო სიარული.კადრებმა კინოფილმის ნაწყვეტებად დაიწყო მის გონებაში ამოტივტივება,ცდილობდა ფაქტები ერთმანეთისათვის დაეკავშირებინა და კითხვაზე ეპოვა პასუხი-რატომ თამრო?
-" ეს ნიკოს საყვარელი სიმღერაა"
-"ხუმრობ?რატო არაფერი ვიცოდი თუ ჩემს ქალაქში მოდიოდი სასწავლებლად?-"სიურპრრიზი მინდოდა გამეკეტებინა"
-"იცი მეც ეგ სასწავლებელი სწორედ მაგ პროფესიით დავამთავრე"-"ვიცი"
-"რა ცუდია,რომ ასე მალე ბრუნდები,აქაურობის მოსიყვარულებას ორ კვირაში ვერ მოასწრებ"-"შენ რა ბრუნდები?"-სოფ გამაგიჟებ,ხომ მოგწერე ამის შესახებ?"
-"ნიკო,მე შენთვის სიურპრიზი მაქვს,შენი საყვარელი ხორციანი ღვეზელები გამოგიცხვე"
-მისი საყვარელი წიგნი-კაცი,რომელიც იცინის,რომელიც სულ თან დააქვს,ახლაც აქა აქვს და ეს კულონი-არააა-ეს ბოლო სიტყვა ზხმამაღლა გმინვით ამოთქვა-მომატყუა,ამ წლების მანძილზე თამრო მწერდა და არა სოფო,ეს რა გამიკეთეთ?-გამწარებულმა შეკრული მუშტი მთელი ძალით კედელს მიარტყა,კანი გადაუსკდა და სისხლი თქრიალით წამოვიდა,ხელიდან კულონი დაუვარდა და ქვებზე ხმაურით დავარდა,სიმწრისაგან აცრემლებულმა და გაგიჟებულმა ისევ დაავლო კულონს ხელი,შარვლის ჯიბეში ჩაიჩურთა,მუჭით ცრემლები მოოიწმინდა,ცხვირსახოცი ნატკენ ხელზე შემოიხვია და ისევ სტუმრებთან გავიდა.
მაგრამ ახლა ის ნიკო აღრ იყო.სახე სულ ალეწვოდა,თვალები უცნაურად ჩაუღამდა და დაუწყლიანდა,არავისთვის გაუცია ხმა იქვე მაგიდანსთან მიჯდა,ხელები ზედ შემოაწყო და თვი ჩაქინდრა.
-კარგად ხარ შვილო?-მხარზე დედის ხელის შეხება იგრძნო
-კი კი კარგად ვარ-ეცადა გაეღიმა და დედას ახედა
-რა ცუდი ფერი გაქვს ნიკო რა გჭირს?-აშკარად შეაშფოტა მისმა გამომეტყველებამ -ეს ხელი რატომ გაქვს სისხლიანი?რაზე დაიშავე?-ახლა ხელის მტევანზე ჩააფრინდა სახელდახელოდ შემოხვეული ცხვირსახოცი შემოახსნა
-უბრალოდ სიბნელეში წავიბორძიკე,თავის შემაგრება მინდოდა და კედელს დავეჯახე-წამში მოიფიქრა ტყუილი.ამ ლაპარაკში იყვნენ სამზარეულოდან თეფშზე ღვეზელებ დაწყობილი თამრო გამოვიდა და გეზი მათკენ აიღო.
-ეს რა არის ნიკო?-გული ლამის გადაუქანდა სისხლით მოთხვრილი თითები,რომ დაუნახა-წამოდი ახლავე შეგიხვევ,მეორე ხელში ჩააფრინდა და მისკენ მოქაჩა,რომ წაყოლოდა
-გაყევი შვილო დაგიმუშავებს,ინფექცია არ შეგეჭრას
ნიკოც დაყვა მათ სურვილს,უმცა ფრთხილად მაგრამ მკვეთრად ჩამოაცურა მისი თითები თამროს ხელებიდან და უკან უხმოდ აედევნა.სირბილით ავიდა მეორე სართულზე და მისი ოთახის კარი შეაღო,თან უკან მოიხედა ხომ მომყვებაო.
-ასე მწარედ რაზე იტკინე ნიკო?-ქალის ხმაში შიში და სასოწარკვეთილება იგრძნობოდა,ლამის ეტირა.ჭრილობას წყალბადის ზეჟანგით უმუშავებდა და თან ნაზად სულს უბერავდა,რომ არ აწვოდა.ნიკო უხმოდ აკვირდებოდა მის ყოველ მოძრაობას და ცდილობდა უფრო მეტად მყარი პასუხი ეპოვნა მის კითვხვაზე.როგორც იქნა მორჩა და ხელიც შეუხვია,ნკომ უხეშად გამოგლიჯა მისი ხელი და ფეხზე წამოხტა
-რა მოხდა ნიკო?-თამრო ვერ ხვდებოდა,რა სჭირდა ნიკოს,რამ შეცვალა ასე რადიკალურად 10 წუთში
-რატომ მომატყუე თამრო?-წამში მობრუნდა მისკენ და მთელი ძალით მხრებში ჩააფრინდა,მის თვალებში ცრემლები ჩაგუბებულიყო,მხოლოდ და მხოლოდ უიმედობას ამოიკითხავდით.
ქალს გული გადაუქანდა-"ნუთუ სიმართლე გაიგო?როგორ ? საიდან?"-თავში ათასმა აზრმა გაურბინა
-რაზე ამბობ?-მაინც ეცადა ბოლოჯერ დაეცვა თავი
-შენ იცი რაზეც ვამბობ-მამაკაცი შეუვალი იყო,უფრო ძლიერად უჭერდა მის ხელებს მარწუხებივით თამროს მკალვებს,ეს უკანასკნელი და ტკივილისაგან მოიკრუნჭხა
-გთხოვ გამიშვი მტკივა-სიმწრის ცრემლები გადმოუგორდა თვალებიდა.ახლაღა მიხვდა თუ რა ძლიერ ატკინა და დენდარტმულივით მოაცილა ხელები,პერანგის მკალვები აუკაპიწა და თითები ნაზად აუსვა
-მაპატიე,მაპატიე თამრო ვერ მოვზომე-ნაზად უსვამდა თითებს ,სურდა მის მიერ მიყენებული ტკივილი დაეამებინა
-გთხოვ გამიშვი-ერთი ხელის მოსმით მოიშორა და განზე გადგა
-სანამ ყველაფერს არ ამიხსნი აქედან ფეხს არ გავადგამ-შეუვალი იყო ნიკო
-რა აგიხსნა ნიკო რა?ის რომ ყოველთვის სოფოს ამჩნევდი და მე არა?ის რომ ყოველთვის მასთან გინდოდა მეგობრობა და ჩემთან არა?ის თუ როგორ ჩამწყდა ყველაფერი,როცა 15 წლის უკან გამომშვიდობებისას მას ჩაეხუტე , აკოცე მე კი უბრალოდ ხელი დამიქნიე?-ქალი თავს ვეღარ აკონტროლებდა,იქვე სავარძელში ჩაესვენა და გულამოსკვნილი ტიროდა,თან ბუტბუტებდა-შენ ყოველთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყავი ჩემთვის,სოფოს ერთი წერილიც კი არ მოუწერია შენთვის,მას ასეთი რამეები არ იზიდავს, არ აინტერესებს,მეტსაც გეტყვი არასოდეს გთვლიდა მეგობრად და მითუმეტეს სასურველ მამაკაცად.მე?მე ყოველთვის შენსკენ ვილტვოდი,მაგრამ ვერ მამჩნევდი,ეს წერილები კი ჩემი შვება იყო,ჩემი შესაძლებლობა,ვყოფილიყავი ისევ შენთან ისევ ახლოს,მცოდნოდა რა გიჭირდა,რა გიხაროდა,რას ფიქრობდი,ჩემი ყოველდღიურობა გახდი,შენ კი ამ 15 წლის მანძილზე ალბათ ორჯერ მოიკითე თამრო,ანუ მე და როდესაც თქვი მოვდივარო შემეშინდა,სიმართლის გამხელის შემეშინდა,ისევ დავიმალე,შენ ხომ სოფო გიყვარს,სოფო გჭირდება,მე კი ვინ ვარ ?არავინ,რომელიც 15 წლის მანძილზე მხოლოდ ორჯერ გაგახსენდა.ვტხოვე და უარი არ თქვა მითუმეტეს მას მერე რაც შენი ფოტო ვანახე.მე ეს ბოროტებით არ გამიკეთებია ნიკო,მე უბრალოდ შემეშინდა,გესმის?ჩემი სყვარულის შემეშინდა-თამრო იკვე ემოციებს ვერარ თოკავდა და მის ხელებში თავჩარგული გულამოსკვნილი ტიროდა.
მთელი ეს ხანი ნიკო მდუმარედ,გაოგნებული და გაოცებული უსმენდა თამროს აღსარებას,ნელი ნაბიჯეით მიუახლოვდა,ფრთხილად ჩაიჩოქა მის წინ,ჯერ მის თითებს მიუალერსა,მერე სახეზე ჩამოყრილი თმები გადაუწია,ცრემლებისაგან დანამულ ნიკაბზე საჩვენებელი თითი ამოსდო და თავი მაღლა ააწევინა.თამროს ტირილისაგა უპეები დასიებოდა და თვალები ჩაწითლებოდა.
-თამრო რასაც ახლა გეტყვი იცოდე დაიმახსოვრე-თამრომ თანხმობის ნიშნად თავი ოდნავ დაუქნია-ის რაც 15 წლის უკან იყო ბავშვობა და გულუბრყვილობა იყო მოდი იმ წლებზე ნუ ვილაპარაკებთ.ამ წლების მანძილზე მე ვწერდი გოგონას,რომელზეც არ ვიცოდი,რა სიმაღლის იყო,რა ფერის თმა ჰქონდა,როგორ იღიმოდა,როგორი ხმა ჰქონდა ან როგორ დადიოდა,მე მხოლოდ ის ვიცოდი-თუ რა ფერი მოსწონდა,რა საჭმელი,რაზე შეეძლო ეტირა ან ეცინა,როდის წაისვა პირველად პომადა,როდის ჩაიცვა ქუსლიანი ფეხსცმელები,როგორ იტირა ,როცა მამა გაუგო რომ შატალოზე იყო,მე სწორედ ეს გოგო შემიყვარდა,მე მხოლოდ ეს გოგო მიყვარს,ვაღიარებ პირველ ჯერზე სოფოს გარეგნობამ მომხიბლა,და რადგან ამდენი ხანი ვფიქრობდი,რომ ის მწერდა საკუთარ არჩევანში დარწმუნებული ვიყავი,მაგრამ პირველივე დღის ბოლოს ვიგრძენი,რომ რაღაც მაკლდა,რაღაც ისე ვერ იყო,როგორც უნდა ყოფილიყო.იცი რატომ?იმიტომ რომ მე სული შემიყვარდა და არა სხეული,ვნანობ ამ ერტ კვირას თამრო,დღითიდრე ვრწმუნდებოდი და ეჭვი მეპარებოდა მაგრამ რაში აი ამას ვერ ვარკვევდი,მაგრამ დღეს სოფოს საქციელი კულმინაცია იყო,საბოლოოდ დავრწმუნდი,რომ ის ან მატყუებდა 15 წლის მანძილზე ან სხვა მწერდა,მაგრამ შენ თუ იქნებოდი ვერ წარმომედგინა,ყველაფერს ამან მოჰფინა ნათელი-ჯიბიდან კულონი ამოაძვრინა და ხელის მტევანზე დაუდო-აი ამან ამიხილა თვალები თამრო,მაპატიე,რომ გული გატკიე,თვალს დავუჯერე და არა გულს,მე ის მიყვარს ვისაც 15 წელი ვიცნობდი,ვისაც 15 წელი ვწერდი,მე მასტან ერტად გავიარე სიხარულიხ და ცრემლიც,გამარჯვებაც და დამარცხებაც,მე მხოლოდ ისმ მიყვარს,მაპატიე,რომ ამის მისახვედრად ერთი კვირა დამჭირდა,მე შენ მიყვარხა თამრო,გესმის?მხოლოდ შენ და მეტი არავინ,შენ ხარ ჩემი სულისა და გულის ნაწილი,ამას მაშინ მივხვდი ცხადად როცა დრეს პარკში გულში ჩაგიკარი,ისეთი გრძნობა დამეუფლა,რომ იმ წამს იმას ვაკეტებდი რაზეც მტელი 15 წელი ვოცნებობდი.მე მესმის შენი,მე გიგებ შენ და გთოვ მეც გამიგე ჩემიც მოისმინე,მე შენ მიყვარხარ თამრო მე შენი სული მიყვარს-ნაზად უსმევდა თითის ბალიშებს მის ცრემლიან ლოყებს და ბედნიერი იღიმოდა,იმიტომ რომ მის სახეზეც ღიმილს ამჩნევდა-გთხოვ-უთხრა და მისკენ მიიწია,ფართოდ გაშალა მკლავები და მისი საყვარელი ქალი გულში ჩაიხუტა,თითქოს არა მარტო სხეულს არამედ სულსაც იხუტებდა,ღრამდ შეისუნთქა მისი სურნელი,ეამა თამროს ,რომ დაყვა მის ნებას და ისიც დამფრთხალი ბეღურასავით აცახცახებული მიეკრო და გრძნობდა ნიკო,თუ როგორ მშვიდდებოდა მისი ნაზი და პატარა სხეული,მოეშვა და მიენდო,მანაც მჭიდროდ შემოხვია ხელები და კმაყოფილი მიესვენა მის გულზე-მიყვარხარ თამრო
-აქ რა ხდება?-მეხის გავარდნასავით გაისმა სიწყნარეში ღია კარიდან სოფოს მკაცრი ხმა..............



№1  offline წევრი kora

ძლივს არ გაიგო ამ ბიჭმა სიმართლეეე, როგორ მიხარია <3 ამ სოფოს ატანა არ მაქ, ახლა კიდევ არ ისარგებლოს თამროს ზედმეტი სეკეთით და არ გააუბედუროს ეს გოგო
--------------------
kira.G

 


№2  offline მოდერი ლილიანა

kora
ძლივს არ გაიგო ამ ბიჭმა სიმართლეეე, როგორ მიხარია <3 ამ სოფოს ატანა არ მაქ, ახლა კიდევ არ ისარგებლოს თამროს ზედმეტი სეკეთით და არ გააუბედუროს ეს გოგო

მიხარია ასე რომ გულშემატკივრობ <3
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline წევრი mariko_2001

დღეს წავიკითხე ყველა და ძაან მაგარია მალე დადე შემდეგი თავიი❤❤

 


№4  offline მოდერი ლილიანა

mariko_2001
დღეს წავიკითხე ყველა და ძაან მაგარია მალე დადე შემდეგი თავიი❤❤

მიხარია love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5  offline წევრი kora

დღეს დაგვიდებ ახალ თაავს ??? love
--------------------
kira.G

 


№6 სტუმარი Tamo

Mec dges wavikitxe yvela tavi da dzalian momewona, saintereso ganvitarebaa da molodinic didi maqvs :)) imedia, dzalian ar daagvianeb momdevno tavebid dadebas :))

 


№7  offline მოდერი ლილიანა

kora
დღეს დაგვიდებ ახალ თაავს ??? love

Tamo
Mec dges wavikitxe yvela tavi da dzalian momewona, saintereso ganvitarebaa da molodinic didi maqvs :)) imedia, dzalian ar daagvianeb momdevno tavebid dadebas :))

რამოდენიმე წუთში იქნება მადლობა რომ ასე ელოდებით
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent