შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გევედრები, ეცადე მიცნო ( 5 )


10-09-2015, 16:27
ავტორი ლილიანა
ნანახია 2 684

ყოფილხართ ისეთი განრისხებული ოდესმე,რომ პირდაპირი გაგებით თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდით და შინაგანად ვულკანივით თუხთუხებდით? თუ არა ამ წუთას თამროსთვის რომ შეგეხედათ მაშინვე მიხვდებოდით თუ როგორ გამოიყურება ასეთ მდგომარეობაში ადამიანი.სიმწრისაგან ცახცახებდა,ხელის მტევნები ისე მოემუჭა რ ისედაც გაჭ....ტილი ყვავილები სულ ძირს გაცვივდა,ფრჩილები ხორცში ჩაერჭო,ცრემლები ღაპაღუპით ცვიოდა.არანაკლებ განრისხებული და იმედგაცრუებული იყო ნიკო,ამ წამს ამ მომენტში საშინელი სინანულის გრძნობამ დაუარა მთელს სხეულსა და გონებაში,ტელეფონი გამოგლიჯა ხელიდან და აქვითინებულ თამროს მიაწოდა,მერე ისევ მას მიუბრუნდა დს მხრებში ჩააფრინდა ძლიერად შეარყიდა და რაც შეიძლება მკაცრად მაგრამ მშვიდად უთხრა
_ ამიხსენი რას ნიშნავდა ეს გამოხტომა? ეს სიცანცარე? სოფო რა გჭირს? რატომ იქცევი ასე აუტანლად?
_ რა დავაშავე?_ წარმოიდგინეთ რომ მისი საქციელის სიმძიმეს ვერ ხვდებოდა
_ რას ნიშნავს რა დააშავე? ვინ ხარ ვერ გცნობ? მეგობარი ხარ თუ მტერი თამროსი? გითხრა არ მინდა მასთან ურთიერთობაო რატომ ახტები თავზე? არ ვიცი ,გაორებული ვარ,შენ ის სოფო არ ხარ ვისაც 15 წლის მანძილზე ყოველდღე ვწერდი,შენ ან ძალიან დიდი აფერისტი ხარ ან ძალიან ჩერჩეტი
_ სოფო ასე თუ მატკენდი არ მეგონა_ მხოლოდ ეს თქვა თამრომ და უკან მობრუნდა პარკისაკენ,რომ სახლში დაბრუნებულიყო
_ კარგით რა ნუ ასერიოზულებთ ამ ყვრლაფერს ასე,სად მიდიხართ ,კარგით რა აბანოებზე აღარ მოდიხართ? _ გაბუტულმა დაავლო მის ჩანთას ხელი და უკან აედევნა ნიკოს და თამროს,რპმლებმაც პასუხის დაბრუნების ღირსადაც არ ჩათვალეს.
_ გთხოვ დამშვიდდი,თვალები ჩაგიწითლდა,ასე ხომ ვერ მივალთ სახლში? გინდა შენები ანერვიულო? მოდი მომეცი ნომერი და დავურეკავ იმ ბიჭს და ვეტყვი რომ არ მოვიდეს_ ცდილობდა დაემშვიდებინა,მხრებზე მკლავი მოხვია და ჩაიხუტა,თამრომ ღრმაფ ამოისუნთქა,ზუსტად ესსჭირდებოდა,ეს სითბო და ეს ადამიანი,თავადაც მოხვია ხელები და მჭიდროდ შემოეკრო მის სხეულს,ერღიანად დაუარა სასიამოვნო იმპულსებმა,წამიერად მოვიდა სიმშვიდე და სითბო თამროსთან.არც ნილო იყო ნაკლებ დღეში,ესიამოვნა მის მკერდზე მოხუტებული ქალის სურნელი,შინაგან კმაყოფილებას გრძნობდა მის მკლავებში მშვიდად მომწყვდეულს რომ ხედავდა,რატომღაც ისეთმა გრძნობამ მოიცვა რომ ახლა სწორედ იმას აკეთებდა რაზეც ბოლო 15 წელია ოცნებობს._ არა ახლა დარეკვა და უარის თქმა უხერხულია,მამას მეგობრის შვილია მშობლები ახლობლობენ,უზრდელობა იქნება ჩემი მხრიდან_ ამ გოგოს სიკეთე და ადამიანობა დღითოდღე აოცებდანოკოს.იდილია სოფოს ხმამ დაარღვია
_ არ გვინდა ეს სენტიმენტები,მეც არ ვიტყვი უარს თუ ვინმე დამამშვიდებს
_ სოფო რა სამწუხაროა რომ 23 წლის ხარ და ჯერ ვერ გაიზარდე_ დანანებით ჩაილაპარა ნიკომ ქალს მკლავები მოაშორა და წინ წავიდა,მერე თითქოს რაღაც გაახსენდა შეჩერდა და უკან მოიხედა_ ჰო რაც 10 წუთის უკან გითხარი ჯერჯერობით სახლში ნუ ვიტყვით
_ რატომ?_ ეს ამბავი აშკარად არ მოეწონა,გულმა რეჩხი უყო.
_ ასეა საჭირო_ თქვა და ისევ გზა განაგრძო,გეზი თამროსკენ აიღო
_ ახლა,რომ სახლში მივიდეთ ჩვენები რაღაცას იეჭვებენ დაგვოეყებენ გამოკითხვას რატომ დავბრუნდით,შუადღემდე არ გველოდებიან,მოდი სადმე კაფეში დავსხდეთ გულსაც გადააყელოდ,შენ რას იტყვი სოფო?_ ახლა მისკენ მიბრუნდა
_ მადლობა რომ მეც მკითხეთ_ სასაცილოადა ისიც გაბრაზებული იყო,მოკალით და ვერ ხვდებოდა რა დააშავა ასეთი.
_ კარგი წავიდეთ_ უღიმღამოდ
ჩაილაპარაკა თამრომ და ბოლო ცრემლებიც მოიწმინდა თვალებიდან.მათთვის სასირვულე კაფე 10 წუთის სავალზე იყო,გზას ფეხით გაუყვნენ.ყველანი ცალცალკე ჩაფიქრებული მიაბოტებდა.შუა გზაზე სოფო მეგობარს წამოეწია და გვერდით დაუდგა
_ მაპატიე თამს,ხომ მიცნობ არა,ცუდი განზრახვები არ მამოძრავებდა,ამ ერთხელ მაპატიე და მორჩა ასეთ სისულელეს აწი აღარ ჩავიდენ_ აშკარა სინანული იგრძნობოდა მის ხმაში
_ რამდენი სოფ? როდემდე_ არც კი შეჩერებულა არც შემოუხედია ისევ მიაბიჯებდა
_ აქამდე და მორჩა მეტი აღარ იქნება,
_ მპირდები?_ შედგა და მისი ცრემლინი ზღვისფერი თვალები მუდარით შენათა
_ გპირდები, მოდი ჩაგეხუტო_ და ხელები გაშალა
_ არა ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ_ გაბუტულმა გახედა,მაგრამ თამრო რისი თამრო იყო უცებ მოიულბა გული და მის გაშლილ მკლავებს შეეგება.
კაფეშიც მივიდნენ,ნამცხვარი და ყავა შეუკვეთეა,ლაპარაკით თითქმის არ ულაპარაკიათ,ყველანი თავის ფიქრებში იყო ჩაძირული,ნიკო გამუდმებით ტელეფონზე ლაპარაკობდა ლევანთან და სამსახურის საქმეებს აგვარებდა.
_ რა ცუდია რომ მალე ბრუნდები,აქაურობის მოსასიყვარ....ბლად ორი კვირა არ გეყოფა_ დანანებით ჩაილაპარაკა თამრომ
_ ასე მალე უნდა წახვიდე?_ გაოცა სოფომ
_ სოფო შენ მე მაგიჟებ,ხომ მოგწერე ამის შესახებ? _ ნიკო ისედაც გაღიზიანებული და აღერღილი იყო და სულ ძაფზე დსეკიდა ნერვები
_ ამ ბოლო დროს როგორი გულმავიწყი გავხდი_ თავის დაძვრენა სცადა უხერხული მდგომარეობიდან.
ალბათ 1 საათი დაყვეს კაფეში მერე კი სახლში წავიდნენ,მოიმიზეზეს რომ ძალიან ცხელოდა და მაგიტომ დაბრუნდნენ სახლში ასე ადრე,უფროსები ეზოში ფანჩატურის ქვეშ ნარდს თამაშობდა ქალები კი სამზარეულოში ფუსფუსებდნენ.თამრომ თავის ტკივილი მოიმიზეზა და საძინებლისკენ წავიდს მანამ კი მშობლები გააფრთხილა,რომ საღამოს გიგი ესტუმრებოდათ.თამრო სირბილით აუყვა კიბეებს და ოთახის კარი გამოიხურა.
_ იცით გოგოებო რა კარგი ბიჭია გიგი? მერაბის თანამშრომელის შვილია ჩემი თამრო უყვარს ეს ცხვირს იბზუებს აი ნახავთ საღამოს რა სჭირს დასაწუნი
შემთხვევით მოკრა ყური ამ ლაპარკს ნიკომ და არ ესიამოვნა,თითქოს სამწუხარო ამბავი შეეტყობინებონა,უცებ დასერიოზულდა,შინაგანად აფორიაქდა,თითქოს გაბრაზდა,აენთო მაგრამ რატომ,რისთვის? უხეშად მოხვდა მის სიტყვები" თამრო უყვარს", რას ნიშნავს უყვარს? რატომ? რა უფლებით? _ ფიქრები აერია,მესაკუთრეობის და ეჭვიანობის ტალღამ ცუნამივით დაუარა,ეს რაღაც ახალი და მოულოდნელი იყო მისთვის,იქვე მდგარ ვისკის ბოთლს დასწვდა და ეგრევე მიიგიდა ტუჩზე.
საღამოს კოცონი დაანთეს,მამაკაცები მწვადსა და სიმინდს წვავდნენ წალები კი სამზარეულოში ფუსფუსებდნენ საიდანაც მადისაღმძვრელი ხაჭაპურის სუნი გამოდიოდა,თამრო სუფრას შლიდა სოფო კი გზაზე გასულიყო გიგის უნდა დახვედროდა და აქამდე უნდა მოეყვანა.
ნამდვილად არ იყო ურიგო ყმაწვილი_ საშუალო სიმაღლის,თხელი ქერა ყკან გადავარცხნილი თმა,თხელი ტუჩები,შედარებით ზომაზე სუსტი,ხმაც სასიამოვნო ჰქონდა მაგრამ თამროსთვის ყველაზე ტკბილი და კარგი ბარიტონი მხოლოდ ნიკოს ჰქონდა.მამაკაცი ყველას სათითაოდ მიესალმა
_ გიგი
_ ნიკო_ რენდგენში გაატარა ისე აათვალიერა,უყურებდა და მასში მეტოქეს ხედავდა უკვე არ მოსწონდა არადა მისი სახელის მეტი არაფერი უთქვამს და დაშავებაზე ხომ ზრდნეტია საუბარი.
ეუცხოენოდა და არ მოსწონდა მისი აფორიაქებული და გაღიხიანებული მდგომარეობა ნიკოს,ვეტ ხვდებოდა რატომ ვერ იტანდა ამ ბიჭის დანახვას ასე სასტიკად.
_ სალამი თამრო_ ახლა მას მიუახლოვდა
ქალმა თავს ძალა დაატანა და მორიდებით გაუღიმა და თავი ოდნავ დაუკრა სალამის ნიშნად.თავადსც არ იცის რატომ არ მოსწონდა,ალბათ იმიტომ რომ ბავშვობიდან ნიკოზე იყო მიჯაჭვული.დღემისით იწყებოდა და მისით მთავრდებოდა.
_ ნიკო მე შენთვის სიურპრიზი მაქვს
_ რა თამრო? _ ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო
_ შენი საყვარელი ხორციანი ღვეზელები გამოვაცხვე
_ მართლა? ვგიჟდები ისე მიყვარს,მეგონა აღარ გემახსოვრებოდა_ ყურადღება ძალიან გაუხარდა ვაჟს.
_ ახლავე მოვიტან_ თქვა და წინსაფარი შეიხსნა ყელზე,გასახსნელს უხეიროდ მოკიდა ხელი და ზედატანში საგულდაგულოდ დამალული ხელსაბამიც ზედ მაიყოლა და სკამზე მოფრიალებულ ცინსაფარს მისი ხელსაბამიც მიყვა და იწვე ძირს დავარდა,თამროს არც შეუმჩნევია ისე წავიდა სამზარეულოსაკენ,სამაგიეროდ ნიკოს თვალს არ გამოპარვია და იქვე დავარდნილ ყელსაბამს დსწვდა,რომელზეც კულონი ეკიდა,ნიკო წამიერად გაფითრდა,გახევდა,ხელისგულზე დადებულ კულონს დასჩერებოდა და შოკირებული იყო.ეს ხომ მისი სიყვარულის სიმბოლოა,როცა ის და სოფო 18 წლისები გახდნენ მაშინ შეიძინა გულის ფორმის კულონი,რომელიც იყოფოდა ერთი ნახევარი სოფოს გამოიგზავნა მეორეთავად დაიტოვა და პირობა ჩამოართვა რომ მას არადოდრს მოიხსნიდა არც ის და არც სოფო.ლ,მანამ სანამ შვილი არ ეყოლევოდათ და მერე ორივე ნახევარს გაერთიანებულს მას აჩუქებდნენ.და ეს კულონი ნახევარი გულის ფორმის ახლა სწორედ თამროს ყელიდან მოსწყდა და არა სოფოს..........

პ.ს.ძალიან გთხოვთ ნუ დაიზარებთ და დაინანებთ კომენტარებს,დიდ სტიმულს მაძლევს თითოეული სიტყვა



№1 სტუმარი ninia

dzaan kaiaa mal male dade raa

 


№2  offline მოდერი ლილიანა

ninia
dzaan kaiaa mal male dade raa

მადლობა love აუცილებლად
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline წევრი kora

მომწონს ეს ისტორია ძალიან love ცუდი ისაა რომ ბევრიხანი გვალოდინე, აწი ეცადე არ დაიგვიანო :(
--------------------
kira.G

 


№4  offline მოდერი მარრიამი

ველოდები ^^ არ დააგვიანო რა... მომწონს ^^ <3

 


№5  offline მოდერი ლილიანა

kora
მომწონს ეს ისტორია ძალიან love ცუდი ისაა რომ ბევრიხანი გვალოდინე, აწი ეცადე არ დაიგვიანო :(

აუცილებლად,მადლობა რომ კითხულობ

მარრიამი
ველოდები ^^ არ დააგვიანო რა... მომწონს ^^ <3

მარიკუს <3
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№6  offline წევრი kora

ახალ თავს როდის დაგვიდებ?
--------------------
kira.G

 


№7  offline მოდერი ლილიანა

kora
ახალ თავს როდის დაგვიდებ?

დღეს ან მაქსიმუმ ხვალ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№8  offline წევრი black.black ^_^

აუუ მომბეზრდა უკვე რაა ამდენიხანიი უნდა ვეოდოთ ხოლმე როდის დადებბ

 


№9  offline მოდერი ლილიანა

black.black ^_^
აუუ მომბეზრდა უკვე რაა ამდენიხანიი უნდა ვეოდოთ ხოლმე როდის დადებბ

ყოველ ორ ან სამ დღეში ვდებ,ეს თავი 19 რიცხვში დავდე დღეს 12 ან სღეს დავდებ ან ხვალ,ჩემიც გაიგეთ და გამიგეთ მცირეწლოვანი შვილი მყავს ,აც ეს მოთხრობა დავიწყე სამ დღეზე მეტი არ დამიგვიანია
მადლობა რომ კითხულობ

უფრო სწორად 10 დავდე და ახლა 12_ ია წერისას ამერია
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№10  offline წევრი Nia♡Nia

Pirvel rigshi getyvi imas rom mtavari mxolod teqstis atvirtva araa, bechduri shecdomebia uamravi da mkitxveli dzalian itanjeba, me piradad davitanje da meore araa mainc da mainc kargi azri rodesac pilmis siujets igeb da iqidan motxrobas qmni, shecvlilia mxolod elementaruli detalebi. Me piradad mirchevnia sheni pantaziis nayopi wavikitxo da ara pilmi romelic shen cota sheneburad gadaakete da dawere. Mapatie tu chemi komentari ar mogewona magram rom ar damewera ar shemedzlo :)

 


№11  offline მოდერი ლილიანა

Nia♡Nia
Pirvel rigshi getyvi imas rom mtavari mxolod teqstis atvirtva araa, bechduri shecdomebia uamravi da mkitxveli dzalian itanjeba, me piradad davitanje da meore araa mainc da mainc kargi azri rodesac pilmis siujets igeb da iqidan motxrobas qmni, shecvlilia mxolod elementaruli detalebi. Me piradad mirchevnia sheni pantaziis nayopi wavikitxo da ara pilmi romelic shen cota sheneburad gadaakete da dawere. Mapatie tu chemi komentari ar mogewona magram rom ar damewera ar shemedzlo :)

მადლობა შენი აზრის გაზიარებისათვის ❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent