შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი გვირილა და სისხლისფერი ვარდი [3]


13-09-2015, 00:24
ავტორი სანდრა
ნანახია 2 234

ჯერ დააბნია მამაკაცის მოულოდნელმა მდგომარეობამ ლიზა, მაგრამ შემდეგ გაანალიზა, რომ რიგითი ადამიანი არ იყო, ექიმი იყო და მოუწევდა ზრუნვა უცნობ მამაკაცზე, მოსწონდა თუ არა ეს. თანაც მას ხომ არ უთხოვია, ლიზამ აიძულა წამოსულიყო.
–წამოდი, უნდა დაწვე... – ხელი მიაშველა.
მამაკაცმაც შეახო თავისი ძალიან, ძალიან ცხელი თითები და კინაღამ დასწვა ქალი. უნდოდა ეთქვა როგორი ცხელი ხარო, მაგრამ თავის ემოციებს მიაწერა და გაჩუმდა.
მისაღებში შეიყვანა და დააწვინა.
მამაკაცი იმდენად აღარ ახველებდა, როგორც წეღან, ახლა უფრო დრო გამოშვებით.
ძლივს გაიაზრა ლიზამ, რომ წამლების ყუთი მოეტანა და ეშველა ოჯახის პაციენტისთვის. ჯერაც მამაკაცის მწველი შეხება დაჰყვებოდა თან. ქალი ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა, მაგრამ მამაკაცისთვის ცნობილი მოვლენა იყო და, მდგომარეობის მიუხედავად, დაბნეულ, წინ და უკან მორბენალ ქალზე იღიმოდა.
ნემსები გაუკეთა ლიზამ, დააძინა და გახსნილი ჭრილობა, დამუშავების შემდეგ, ისევ შეუკრა.
ყველაფერს რომ მორჩა, დაელოდა მის გაღვიძებას.
არა და არ რომ გაიღვიძა, საჭმლის გაკეთებას შეუდგა.
რატომღაც უჩვეულოდ ანერვიულებული იყო დღის ამბების გამო... ლიკაზე განსაკუთრებულად ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა.

***
დემეტრე შეშინებული მიარბენინებდა კარისკენ უგონოდ მყოფ ლიკას. უკან მისდევდნენ მეგობრები, რომლებიც ჯერ ვერ მოსულიყვნენ გონზე რა ხდებოდა.
მანქანაში სწრაფად მოათავსა სხეული მამაკაცმა და ისეთი სისწრაფით დაძრა, როგორც არასდროს.
რეანიმაციის შესასვლელთან ისე ახლოს გააჩერა მანქანა, ბევრი არ აკლდა და ალბათ შეამტვრევდა შენობას. ექთანი შეშინებული გამოვარდა გარეთ.
–დამეხმარეთ! – დაიღრიალა დემეტრემ.
–რა მოხდა? – შეშინებული მოვარდა ფერ გადასულ პაციენტს ექთანი.
–სუიციდი... – ფერები ეცვლებოდა დემეტრესაც.
–პულსი ესინჯება... მაგრამ სასწრაფოდ საოპერაციოში! – გასცა ბრძანება.
საკაცეზე დააწვინეს და შეიყვანეს.
დემეტრე ჭკუას კარგავდა, ნერვიულობისგან.
აშკარად დაედევნენ მეგობრები, რადგან ერთდროულად შემოცვივდნენ რეანიმაციაში. თავიდან მიმღებმა იუარა, ამდენს ვერ შემოგიშვებთო, მაგრამ საბოლოოდ თავიანთი გაიტანეს.
მხოლოდ ერთი არ ახლდათ თან.. მხოლოდ „ის“ არ ახლდათ, ვის გამოც ყოველივე მოხდა. დემეტრემ, რა თქმა უნდა, ეს დანაკლისი ვერ შენიშნა ან შენიშნა და არ დაინტერესებულა. ახლა რაც რეალურად აინტერესებდა და აღელვებდა იყო ლიკა და არავინ, არაფერი სხვა.
ოპერაციას უკეთებდნენ, ფაქტია. ძალიან დიდხანს გააჩერეს საოპერაციოში. ბოლოს გაიაზრა, რომ ლიკას დისთვის უნდა დაერეკა და დარეკა.
–ლიზა, გამარჯობა... – უთხრა ჩახლეჩილი ხმით. – დემეტრე ვარ, ორჯონიკიძე... ლიკა ძალიან ცუდად არის, საოპერაციოშია. თუ შეგიძლია მოდი...
მისამართი უკარნახა და გაუთიშა.
***
რა დაემართა ლიზას? – ჩაიკეცა. ატირდა. მიხვდა, რომ ძალიან შეცდა. ღმერთმა იცის რა უწია თავს ლიკამ. უნდა სცოდნოდა... უნდა სცოდნოდა, რომ თავისი და მასსავით ძლიერი და ამტანი არ იყო. არ გავდა არც მას და არც მათ მამას. შეიძლება იყო ჯიუტი და შეუვალი, მაგრამ არ იყო ძლიერი.
დაბნეული წამოხტა ფეხზე, როცა მამაკაცის ხველება გაიგო და მასთან მიირბინა, მეორე ოთახში.
–კარგად ხარ? – უკვე ყველაფერი ადარდებდა.
–ტირი? – შეწუხებულმა ჰკითხა მამაკაცმა.
–ჩემი და საოპერაციოშია... – ვერ დამალა და აქვითინდა.
–მერე? – გაოცებისგან ცოტაზე გახსნა პირი.
ისევ ხველება აუვარდა. ამ ჯერად, სისხლიანი არა.
–რა მერე? – იქვე, სავარძელში ჩაეშვა და სახე ხელებში დამალა.
–წადი... – ხმა წაერთვა.
–შენ დაგტოვო? – ვერ ელეოდა, რატომღაც.
–მე უკეთ ვარ... – გაამხნევა. – ვიცი, როგორია დაკარგო საყვარელი ადამიანი და მის გვერდით არ იყო... ვერ დაემშვიდობო. მიდი და არ გაუშვა! – ნაზად გაიღიმა.
–მიხედავ თავს? – მაინც ვერ შეველიე, ასე, მარტივად.
–წადი! – მოჩვენებითად მკაცრად დაიჩურჩულა.
სწრაფად წამოხტა ფეხზე. ქურთუკი მოიცვა და სირბილით ჩაირბინა შვიდი სართული.
ახლა ორმაგი სადარდებელი ჰქონდა. არ იცის რატომ, მაგრამ იმ უცნობ მამაკაცზე ლიკაზე არანაკლებ დარდობდა.
***
დემეტრე საათს დაჰყურებდა მალ–მალე. ლიზას ელოდა, ის კი არა და არ ჩანდა. ელოდა ექიმსაც, ლიზაზე მეტად, რომელიც ეტყოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ლიკა გამოჯანმრთელდებოდა და ექნებოდათ შანსი ცხოვრების ტკბილად გაგრძელების.
დემეტრეს ბავშვობიდან უყვარდა ლიკა. ეს გოგო ბაღში გაიცნო და მას მერე სიყვარულის ჭაობშია ჩაფლული. ლიკაზე ხუთი წლითაა დიდი, ლიზას ტოლია. შეყვარებულები იყვნენ სრული ოთხი წელი და რვა თვე. თექვსმეტის იყო ლიკა, როცა დემეტრეზე დაფიქრდა და მიხვდა, უყვარდა. შემდეგ მამაკაცების ამბავი ხომ იცით? ოცი წლის გოგომ ვერ გარისკა, მამაკაცმა კიდევ თავი ვერ შეიკავა და უღალატა. უღალატა ლიკასთვის იყო შესაბამისი სიტყვა, თორე დემეტრე უბრალოდ გაერთო, ძალიან არ შეუტოპავს. მერე იყო დაბრალებები... მამობას აბრალებდნენ დემეტრეს, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ იტყუებოდნენ, თუმცა ლიკამდე ვერ დავიდა ეს აზრი. დაშორდა. შეიძულა ეს უკანასკნელი მამაკაცი. ამიტომ მიჰყო მამაკაცებში სიარულს ხელი. ჯერ დედის დაკარგვამ იმოქმედა მასზე ძალიან და შემდეგ იგივე დარტყმა საყვარელი მამაკაცისგან ვერ აიტანა და გული გადააყოლა.
დემეტრეს კი უყვარდა ლიკა. სიცოცხლეზე მეტად. ყველა ქალს ერჩივნა გოგო, რომელსაც ცუდი სახელი ჰქონდა. მხოლოდ დემეტრემ და ლიკამ იცოდნენ რატომაც ხდებოდა ყველაფერი და მაინც, ორივე სდუმდა. ისევ ეშინოდათ იმედგაცრუების... ისევ ეშინოდათ ხელახლა შეყვარების. თუმცა ორივემ იცოდა სადღაც, გულის რომელიღაც კუნჭულში, რომ კვლავაც გონების დაკარგვამდე უყვარდათ ერთმანეთი.
ამიტომ იყო დემეტრე მეგობრებისა და ახლობლებისგან ერთი წინადადებით შეწუხებული: „ცოლი არ მოგყავს?“. არავინ იცოდა რატომ ან რისთვის, ამ ორის გარდა.
საბოლოოდ კი თქვენც იცით...
და ახლა, როცა ხელახლა კარგავდა საყვარელ ქალს, შეეძლო ყველაფერი გვერდზე გადაედო და შეეწირა თავი, შეეწირა თავმოყვარეობა... ეღრიალა, ეტირა.. ოღონდ არ დაეკარგა. ან მასთან ერთად წასულიყო... ჩაეკიდა ხელი მისი მუდამ ცივი თითებისთვის და ერთად გაფრენილიყვნენ შორს... ძალიან შორს.
***
ფეხით შეხსნა რეანიმაციის კარები ლიზამ.
–უნდა შევიდე!.. საოპერაციოში უნდა შევიდე! – წაშლილი სახით მიმართა მიმღებს, მაგრამ ვერაფრით შეინარჩუნა სიმშვიდე.
–ვერ შეგიშვებთ, ქალბატონო... – უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია ქალმა.
–რას ქვია! – წყობიდან გამოვიდა. – ექიმი ვარ, ჟვანიაში. შემიშვით! ჩემი და არის! – ღრიალებდა.
–მაპატიეთ, მაგრამ მხოლოდ საავადმყოფოს პერსონალს ვუშვებთ...
ლიზამ ჩანთაში თავისი საშვი მოძებნა და თვალწინ აუფრიალა გაოცებულ ქალს.
–ახლა, შემიშვი! – მკაცრად დაიჩურჩულა.
–ექიმისგან თანხმობა მინდა... – დაბნეული წამოიჭრა ფეხზე და საოპერაციოში შევიდა.
დემეტრე ლიზასკენ წამოვიდა.
–დემე... – ატირებული უარესად აქვითინდა.
ხელები გაშალა და ძლიერად შემოხვია მამაკაცს.
–კარგად იქნება, კარგად... – ნერვიულობისგან ხმა არასტაბილური გახდომოდა დემეტრეს.
–არ დაგვტოვებს! – დაამატა ლიზამ და მისკენ მომავალი ექიმის დანახვაზე, ხელები აუჩვა დემეს.
–წამობრძანდით... – უთხრა ქალმა და საოპერაციოს კარზე მიუთითა.
ცერებით მოიწმინდა ცრემლები და სპეციალური ტანსაცმლის ჩაცმის შემდეგ შევიდა.
თვალებს არ დაუჯერა... ეს მისი და იყო? ლიკა, რომელიც ასე უყვარდა.. რომელსაც დედასავით უვლიდა? ასე მაშინაც ა გაჰკვირვებია ლიკას გარდასახვა, როცა კაცთან შეუსწრო და მას მერე ყოველდღე ახალ–ახალი კაცები გამოდიოდნენ ოთახიდან... ფრიად ნასიამოვნები.
უგონოდ იწვა ლიკა. დროგამოშვებით რეაგირებდა გული. ექიმები მონაცემებს აგროვებდნენ. ლიზასთვის ყველაფერი ასეთი ნაცნობი და თან ძალიან შორი იყო. გააჟრიალა. სისხლიანი ლიკა ვერ აიტანა და საოპერაციოდან გამოვარდა.
მუხლებზე დაემხო და აქვითინდა.
ეს კიდევ ერთი შემთხვევა იყო, როცა ყველაფერი ინანა... როცა თავი შეიძულა.
აიტანდა კი ამდენს?
თუმცა, ამ ჯერად, მისთვის მთავარი იყო ლიკას აეტანა და თუ გინდათ ჯანდაბაშიც წასულიყო მისი ფერწასული სიცოცხლე!!!
***
ვიცი, რომ დამიგვიანდა, მაგრამ გუშინ საკონკურსო სიახლე დავდე და ვეღარ მოხერხდა ისტორიის დადება.
იმედია მოგეწონებათ..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent