შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლორა და გრენუი #2


13-09-2015, 16:12
ავტორი tekka
ნანახია 2 181

-წამოდი,სახლში გაგიყვანთ.-მის ნათქვამს უკნიდან ქირქილი მოყვა.ახლა კი ნამდვილად არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.ძალით რომ ჩავეტენე მანქანაში...?სვლა განვაგრძე.მანქანიდან ერთ-ერთი სირბილით წამოვიდა ჩემკენ და წინ დამიდგა.აი ისე,პენალტის დარტყმის მოლოდინში მეკარე რომ იხრება ხან ერთ,ხან მეორე მხარეს.უკნიდანაც მომესმა ნაბიჯების ხმა,რაც იმის მანიშნებელი იყო,რომ „დარხეული“ მქონდა.ვცდილობდი გეგმა შემედგინა,საით გავქცეულიყავი.უკან რომ წავსულიყავი,იქით უფრო ბევრნი იყვნენ,მაგრამ „ის“ უცნობი მეგულებოდა და თავს იმედიანად ვგრძნობდი.არ ვიცოდი მას რა რეაქცია ექნებოდა,ჩემს გამო ჩხუბს ნამდვილად ვერ დაიწყებდა.ასე ვერ გავრისკე და რაც შემეძლო წინ გავიქეცი.სკოლაში კარგი მორბენალი ვიყავი და ასე,თუ ისე ჩემი თავის იმედი მქონდა.უკან მიხედვას ვერ ვბედავდი,მეგონა ამაშიც დროს დავკარგავდი.მოსახვევთან ისევ გადამეღობა მანქანა და ამჯერად ყველა გადმოვიდა.სასოწარკვეთილმა რაღაც ამოვიღნავლე და ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული უკან,ძირს მოვადინე ზღართანი და ხელების გაკავება დამიწყო.ფეხებს ვიქნევდი გიჟივით და ხელებზე ვკბენდი.ბოლოს რამენაირად რომ გავეჩერებინე სახეში გამარტყა.
-არა...არავის ვეტყვი.გთხოვ,გამიშვი უბრალოდ.
-რა სისულელეა ჩიტო,ასე ვერ გაგიშვებ,თანაც „უბრალოდ“.სიტყვაზე ვერ გენდობი.-ვცადე დავძრომოდი და ხელების ქნევაში მის ცხვირზე ისე მაგრად მომიხვდა ხელი,ცხვირიდან სისხლი წასკდა.ამაზე მთლად გადარეულმა მეორედ გამარტყა და ახლა მე წამომივიდა სისხლი.ვცდილობდი ცრემლები რამენაირად შემეკავებინა,არ მინდოდა მის თვალში სუსტი გამოვჩენილიყავი,რადგან უფრო გათავხედდებოდა. არც ყვირილს ქონდა აზრი.ისევ ვუძალიანდებოდი,მაგრამ ვგრძნობდი ძალა მეცლებოდა და სწორედ ამის მეშინოდა.
-რას ეფერები,აიყვანე და ჩატენე რა!ამდენი დრო არ გვაქვს.-უკნიდან ვიღაცის მოთმინებადაკარგული ხმა გავიგე.სისხლისგან სუნთქვა მიჭირდა.ხელი რომ დამავლო მთლად პანიკაში ჩავვარდი.ყვირილი ვცადე,მაგრამ მხოლოდ ხავილი აღმომხდა.
-ა*ვრებს სალამი!-ეს უკვე ნაცნობი ხმა იყო-გაუშვი ხელი,თორემ გაგასხმევინეთ დამპალი ტვინები.-იარაღი ეჭირა და პირდაპირ ჩემს უკან მდგომს უმიზნებდა.იარაღის დანახვას არ ელოდნენ აშკარად,არც უცნობის.-ჩემთანაა.გაუშვი და მეორედ აღარ გამამეორებინო თორემ გაფრთხილებას აღარ დავიწყებ,პირდაპირ საიქიოს გაგისტუმრებთ.
-ასე არ დავამთავრებთ.-იმუქრებოდა.ხელი კი გამიშვა,მაგრამ სიარულის თავი არ მქონდა.ვცდილობდი სისხლდენა შემეჩერებინა.ხელი რომ არ შეეშველებინა ძირს დავეცემოდი.უკან სვლით მანქანასთან მივედით.ჩაჯდომა და ადგილიდან მოწყვეტა ერთი იყო.
გაკვირვებულმა შევხედე.
-ასე ნუ მიყურებ.მე არაფერს დაგიშავებ.
-ეგ არც მიფიქრია.საიდან გაჩნდი იქ?მეგონა იმ გოგოსთან წახვედი.
-რომ მივდიოდი გზად სიგარეტი მომთხოვეს და მივხვდი,რომ არ გაგიშვებდნენ ისე.“ის“ ტაქსით გავუშვი და დავბრუნდი,რათა გადამერჩინე-გამხიარულება სცადა ვითომ.მე არ გამცინებია.
ცხვირის ორივე ნესტოში სალფეთკები მქონდა შეტენილი,მაგრამ მაინც არ წყდებოდა სესხლდენა.ვთხოვე გაეჩრებინა,რადგან ცოტაც და მოვსვრიდი ყველაფერს.გიჟივით გადავვარდი მანქანიდან.წყალთან ჩავედი და დავიბანე სახე.ისიც ჩამომყვა.როგორც ჩანდა ბევრი სისხლი დავკარგე,თავბრუ მეხვეოდა უკვე...აღარც ძალა მქონდა შემორჩენილი. შეშენებული მიყურებდა და მეკითხებოდა კარგად ვიყავი თუ არა.მეცინებოდა მისი მზრუნველი სახის შემყურეს.
-იცი,გამიკვირდა რომ არ ყვიროდი.ისიც კი ვიფიქრე,არ ყვირის და მე რა მეკითხებათქო.წასვლაც დავაპირე,მაგრამ მერე სისხლი დავინახე...არ გეშინოდა?რატომ არ ყვიროდი?-რაღაცნაირად გაკვირვებული მეკითხებოდა ამას.
-რომ მეყვირა შეიცვლებოდა რამე?
-ალბათ არა,მაგრამ ინსტიქტურად მაინც...რავიცი...
-გამომუშავებული მაქვს იმუნიტეტი შიშის და ტკივილის დასამარცხებლად-ახლა მე ვეცადე ვითომ გაღიმებას.
-მომწონს უშიშარი გოგოები.
-მოეშვი ფლირტს.
-არა სერიოზულად ვამბობ.იმათთან ძიძგილაობის შემდეგ,მე ჩამიჯექი და გამომყევი.რატომ გგონია,რომ სახლში მშვიდობით მიგიყვან?
-ისინი ბევრნი იყვნენ,შენ ერთი ხარ და დამიჯერე შენი თავის გახეთქვა ნამდვილად არ გამიჭირდება.პირველი არ იქნები.-თითქმის სიამაყით განვაცხადე.
სკოლის პერიოდში,ერთ პარალელურ კლასელ ბიჭთან მქონდა გამუდმებული უთანხმოება.ბოლოს ერთმანეთი ვეღარ ავიტანეთ და როგორღაც ჩხუბი დავიწყეთ.ის მაინც მერიდებოდა.ალბათ,ფიქრობდა გოგოა მართლა ხომ არ დავარტყავო.მე კი პირველივე შესაძლებლობაზე მოვუქნიე ხელი,მოულოდნელობისგან თავი ვერ შეიკავა და წაიქცა.თავი ყინულს დაარტყა და...მერე 15ნაკერი დაადეს.იმის შემდეგ ამრეზით მიყურებდა.
-შემეშინდა ხომ იცი.
-წინ იყურე შენ!სადმე ნუ გადამჩეხავ.მეყო დღეს თავგადასავლები.-ამოვიოხრე და თავი მინას მივადე.მართლა დაღლილი ვიყავი.
-შეიძლება გავიგო,ასეთ დროს რატომ დახეტიალობ აქ?ხშირად მოდიხარ ხოლმე?-მცირე პაუზის შემდეგ..-“იმნაირი“არ ხარ მივხვდი უკვე მაგას და შეურაწყოფას არც გაყენებ...
-ცუდად ვიყავი და სახლში გაჩერება არ შემეძლო.მეტს ნურაფერს მკითხავ კარგი?არ შემიძლია ყველაფერზე საუბარი უცნობებთან.-ამით მივახვედრე,რომ საუბარი ამ თემაზე დამთავრებული იყო.
კითხვები აღარც დაუსვამს.სახლს რომ მივუახლოვდით,გავაფრთხილე საერთოდ არაფერი ეკითხა.არც ჩემი სახელი,არც ტელეფონის ნომერი.ხმა არც ამოუღია.ერთმანეთს დავემშვიდობეთ მხოლოდ.
აი,ასე გავუშვი ადამიანი,რომელმაც გადამარჩინა ისე,რომ მადლობის თქმა დამავიწყდა.
მთელი კვირა არსად გავსულვარ.უხასათობამ გადამჭამა.იმ ამბავზე არავინ არაფერი იცოდა.მერე დედაჩემი დაიწყებდა წიოკს და ერთ ამბებს.არ მქონდა ამდენის თავი.დასვენება მჭირდებოდა...დიიიდი ხნით დასვენება.თუმცა,ღმერთმა იცის რა ჯანდაბამ დამღალა,ისედაც მთელი დღეები არაფერს ვაკეთებდი.
ერთ დღეს,ვაკის პარკში ავედი.სულ ზევით.ქალბატონ ძეგლს გავცდი და ტყეში შევიმალე.არ ვიცოდი სად მივდიოდი,მაგრამ მინდოდა სადმე წავსულიყავი.ქოშინით ავდიოდი.აქა-იქ წყვილები გაწოლილიყვნენ და ტკბებოდნენ ერთმანეთით.მერე კი სულ მთლად მარტო დავრჩი.მესიამოვნა მარტო დარჩენა.არაფრის ხმა არ ისმოდა...არც ჩიტების.საერთოდ არაფრის...ერთი დიდი ქვა ვიპოვნე,ავხოხდი.კახა სულუაშვილის წიგნი ამოვიღე და კითხვა დავიწყე.ვინ იცის მერამდენედ ვკითხულობდი,მაგრამ ეს ის წიგნია,რომელმაც კითხვა შემაყვარა ძალიან პატარა ასაკში.ჩემი პირველი რომანი.იმდენად ჩამობნელდა ბოლოს ipad ამოვიღე და ვცდილობდი იმით გამენათებინა ნაწერი(ტელეფონი არ მქონია...არც ახლა მაქვს).აზრი აღარ ქონდა,ავდექი და ქვევით დავეშვი ისევ.ათი ხდებოდა გაჩერებაზე რომ მივაღწიე ძლივს.ავტობუსში ჩავჯექი,მაგრამ არ მინდოდა სახლში.ვცდილობდი რამენაირად გამეგრძელებინა გზა.
საოცრად მომინდა ვინმე მყოლიდა გვერდით და გათენებამდე გვეხეტიალა სადმე.გვანცა არ წამოვიდოდა ზუსტად ვიცოდი ასე,რომ შეთავაზებას არც ქონდა აზრი.ჩემს დაზე ხომ ხმას არც ვიღებ.მეტიც აღარავინ მყავდა...უნდა დამევიწყებინა ჩემს მიერ წარმოდგენილი იდეა.
ფილარმონიასთან ჩამოვედი და იქიდან ფეხით წავედი თავისუფლების მეტრომდე.ყურსასმენებიდან ისევ ჩემი საყვარელი მელოდია ჟღერდა,მაგრამ მანამდე თუ კარგ ხასიათზე მაყენება,ახლა ტირილი მომინდა.თავს მარტოდ ვგრძნობდი მიუხედავად იმისა,რომ ქუჩაში უამრავი ხალხი იყო.რა მინდოდა თვითონაც ვერ გამეგო.
სიგარეტი მომინდა.ან ...ან რაიმე მსგავსი.არცერთი არ მქონდა გასინჯული არასდროს.განა იმიტომ,რომ კარგი გოგო ვიყავი.არ მქონია სურვილი.საერთოდ,რამის სურვილი თუ მქონდა ნეტავ?!! შუქნიშანზე არც შემიხედავს რა ფერი ენთო,დავადე თავი და ზებრაზე გადავაჭერი.სიგნალების ხმა გავიგე,მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.პუშკინის პარკში ჩავუხვიე,დავჯექი და ჯიხურში სახელდახელოდ ნაყიდი,ორი ღერი სიგარეტი ჯიბიდან ამოვაცოცე.ერთი ისევ საწყის მდგომარეობას დავაბრუნე,მეორე კი ტუჩებს შორის მოვიქციე და მხოლოდ ახლა მივხვდი,რომ ასანთი არ მქონდა.მეზარებოდა უკან დაბრუნება,ამიტომ მეორეც პირველის ადგილზე მოვათავსე.იმედგაცრუებული ზურგზე გადავწექი და ფიქრებში წავედი.თუმცა,არც ვიცი რაზე ვფიქრობდი.ასეთი დეპრესიული როდის ვიყავი აღარც მახსოვს.აჰ!გამახსენდა!დეპრესიაში არასდროს ვყოფილვარ.ადრე ხომ მხიარული გოგო ვიყავი.
სახეზე ხელები ავიფარე,თითქოს ამით რამეს ვემალებოდი.
-მეგონა ისევ დაგკარგე-ქოშინით ჩამომიჯდა ვიღაც.ვიფიქრე,რომ მე არ მეუბნებოდნენ,მაგრამ ხელები მაინც ავწიე.ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა.ის უცნობი იყო,იმ საღამოდან.პირდაღებული ვუყურებდი.-კარგი ხო,რანაირად მიყურებ.შუქნიშანზე შემთხვევით დაგინახე და ძლივს გიპოვნე.რას ზიხარ აქ,ვინმეს ელოდები?
-აარა,მარტო ვარ-ჯერ ისევ დაბნეული ვიყავი.
-წამოდი მაშინ,მეც მარტო ვარ-დამავლო ხელი და არც დამკითხებია გამაქანა მანქანისკენ.
-რატომ მოხვედი-მანქანაში მოკალათებულს,მხოლოდ ახლა მომინდა საუბარი.
-არ ვიცი....მთელი დღეა დავდივარ და არ ვიცი რა ვაკეთო.მერე რამის ვიღაც გავიტანე მანქანით და რომ დავაკვირდი შენ იყავი.შუქნიშანს არასდროს უყურებ?-რაღაცნაირად, აჟიტირებულის ქცევები ჰქონდა.ხშირად გადმომხედავდა და ეღიმებოდა.
-...და რატომ იღიმი?
-რავიცი,ალბათ შენი დანახვა გამიხარდა.-რატომღაც გულწრფელი მეჩვენა.
-ოხო!-სხვა რამ ვერ მივიფიქრე რა უნდა უნდა მეთქვა.
-ცხვირი როგორ გაქვს?-ბავშვებს რომ უჭერენ ვითომ ხუმრობით,ისე მომიჭირა ცხვირზე თითები.
-სად მივდივართ?-გაკვირვებულმა ვკითხე,როცა თბილისიდან გავდიოდით.
-ჩემი გეშინია?
-კითხვას თავს რატომ არიდებ ?მიპასუხე სად მივდივართ.
-ჯერ მითხარი,ჩემი გეშინია თუ არა და გპირდები ეგრევე გეტყვი სადაც მივდივართ.
-არა.
-ბეთანიაში.ოღონდ მანქანიდან ნუ გადამიხტები რა.-გადმოიწია და ღვედი შეამოწმა კარგად მქონდა თუ არა შემოჭერილი,თითქოს მართლა გადახტომას ვაპირებდი.
-რა ბეთანიაში,შენ სულ გარეკე?სახლში დილის მერე არ შევსულვარ, დედა დამკლავს...და თუ შემთხვევით ცოცხალი გადავრჩი,მერე მამაჩემი მომხედავს.სერიოზულად გეუბნები.გააჩერე მანქანა მე დავბრუნდები,შენ თუ გინდა წადი.-არ მისმენდა,სიჩქარეს კი უმატებდა.-ვიყვირებ იცოდე-მივხვდი რაღაც სისულელე ვთქვი.ვის უნდა გაეგო ჩემი ხმა.გაეცინა.
-დარეკავ და ეტყვი,რომ მეგობართან რჩები.
-ტელეფონი არ მაქვს.-ისე ვთქვი,თითქოს მხოლოდ ეს მიზეზი მაკავებდა და მივდიოდი.ჯერ გაკვირვებულმა შემომხედა,ეგონა ვეხუმრებოდი.რომ დარწმუნდა სერიოზულად ვამბობდი,თავისი მომცა.
რამ გადამრია ახლაც ვერ გეტყვით,მაგრამ რეალურად,მართლა მინდოდა წასვლა.დედას დავურეკე და არანაირი პრობლემა არ ჰქონია, გვანცასთან ხშირად ვრჩებოდი.არ მჯეროდა ჩემი საქციელის,მაგრამ სიგიჟის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმული მქონდა,რაც იმას ნიშნავდა,რომ ვერანაირად დავბრუნდებოდი უკან.გზად მარკეტში შევიარეთ და რაღაცები ვიყიდეთ.საჭმელი,სასუსნავი და ბევრი სასმელი.მერე “formidable” „გაიჩითა“ და ვინაიდან(ენის არ ცოდნის მიუხედავად)ეს სიმღერა ზეპირად ვიცოდი ავყევი მეც.მერე ისიც ამყვა და მივქროდით არ ვიცი რა სიჩქარით.ერთი ბოთლი არაყი გზად უკვე გამოვცალეთ,ასე რომ ბ პუნქტზე უკვე დაბუჟებულები მივედით.სახლი ორსართულიანი დამხვდა,სრულიად ცარიელი.როგორც აღმოჩნდა,მხოლოდ ზაფხულში მოდიოდა.საჭმლის კეთების თავი არ გვქონდა.არყებს ვსვავდით და ძალიან ბევრს ვიცინოდით სულ არაფერზე.მომწონდა ეს სიტუაცია,სიმთვრალის მიუხედავად ამდენს ვხვდებოდი მაინც.
-იცი,სიგარეტი არასდროს მომიწევია.-დრო ვიხელთე,როცა მან მოუკიდა.-მომცემ?
-გინდა 43ზომა ფეხსაცმელი გაგასინჯო?-სრული სერიოზულობით თქვა,მე კი ისტერიული სიცილი ამიტყდა.რაღაცნაირად წარმოვიდგინე,რომ შეიძლებოდა ამის სისრულეში მოყვანა.
ბოლოს,ძლივს დასერიოზულებულმა,ჯიბიდან ორი ღერი სიგარეტი ამოვყარე.ერთი გატეხილი იყო.მეორე კი ცეცხლთან შესახვედრად მოვამზადე.აღარც ის იცინოდა.დაჟინებით მიყურებდა.თითები მიკანკალებდა.
პირველი ნაფაზი და...იატაკზე,თავბრუდახვეულმა,მასთან ერთად გავწექი.სანთლის მკრთალ სინათლზე ჭერს ავყურებდით.
-არ მეგონა ასე თუ დამაწებებდა ადგილზე.-ამოვღერღე ძლივს.
-შენ მარიხუნა არ გაგისინჯავს.გაგაგიჟებს საერთოდ.-ისიც ეწეოდა.ერთად ვუშვებდით ბოლს.
-გამასინჯე მერე.ამაზე მეტად მაინც ვეღარ გავგიჟდები.
-სხვა დროს იყოს.
-ჰო...თუ იქნება სხვა დროც.-ორივე გავჩუმდით.თითქოს აკრძალულ თემას შევეხე.რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ მე დავიწყე-როგორ წარმოგიდგენია შენი სიკვდილი?
-რატომღაც ველოდი ამ კითხვას.თავს არ მოვიკლავ ეგ ზუსტად ვიცი.ალბათ,მანქანით თუ მომეღება ბოლო.
-მგონია ჩემს თავში იჯექი.წლების წინ მოვხაზე ჩემი სიკვდილის გეგმა.
-შენც თუ ასე წარმოგიდგენია,გთავაზობ ერთად მოვკვდეთ.-მუცელზე გადმოწვა და სრული სერიოზულობით შემომხედა.-მოსულა?
-მოსულა!-შეთანხმების ნიშნად ხელი გავუწოდე და დაველოდე,როდის შეაერთებდა ისიც.გადმოიხარა და ტუჩები მომაწება.ინსტიქტურად მეც ავყევი.მერე ენა ვიგრძენი,კბენა და სიამოვნების ჟრუანტელი.თავს ძალას ვატანდი დამმახსოვრებოდა,ყოველდღე ხომ არ განვიცდიდი მსგავს სიამოვნებას.წამოზრდილ თმაში ჩავავლე ხელი და ვექაჩებოდი.არ მინდოდა გაჩერებულიყო,თუმცა მხოლოდ ერთი წუთი გაგრძელდა ალბათ.მე ასეთი შეთანხმება ვიციო და ისევ ზურგზე გადაწვა კმაყოფილი სახით.
-ჰო,შეთანხმება უკვე დადებულია.ჩემს გარეშე სიკვდილის უფლება არ გაქვს დაიმახსოვრე.-თითი მუქარის ნიშნად დავუქნიე.
-ბავშვური ქცევები ნუ გაქვს,მოდი აქ.-სიცილით მითხრა და თავი მის მკერდზე დამადებინა.თითებით ჩაწნული თმა დამიშალა და სახეზე აიფარა.ღრმად ისუნთქავდა.-ლამაზი თმა გაქვს.
გატრუნული ვიყავი მის მკერდზე მისვენებული.მსიამოვნებდა თითების ბოდიალი ჩემს თმაში.
-წითლად რატომ გაქვს შეღებილი.
-ყოველთვის,როცა რაღაც არ მომწონდა ან ვინმესთვის სამაგიეროს გადახდა მინდოდა,სისულელეებს ვაკეთებდი.ესეც ერთ-ერთის შედეგი.
-გიხდება...თან,ასეთ შავგვრემანს თვალებთან ჭორფლებიც გქონია.-თვალებზე მაკოცა.ამეწვა ნაკოცნი ადგილი.-უცნაურად სხვანაირი ხარ,მაგრამ მომწონხარ.
მე უკვე ძილბურანში მყოფს ნახევრად მესმოდა მისი სიტყვები.მერე კიდევ რაღაცებს ამბობდა,მაგრამ უკვე გავითიშე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent