შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვისკი და თანამედროვე კონკია.(დასასრული)


13-09-2015, 23:38
ავტორი Nina))
ნანახია 5 228

***
-ლიზა,არ ფიქრობ რომ ზედმეტი მოგდის?-ამჯერად დამშვიდებულმა იკითხა წერეთელმა,მაგრამ იგივეს ვერ ვიტყოდით ლიზაზე,რომელიც ახლა წამოენთო
-შენ რა,მეღადავები? ერეკლე ამიხსენი რა ჯანდაბა გინდა!-დაიჭექა მისმა ხმამ,ერეკლემ ხელი მარცხენა ლოყაზე ჩამოუსვა
-მე რაც მინდა ის შეუძლებელია ამ ქვეყნად!
-ერეკლე!-ხელი უხეშად მოიცილა-მითხარი რა გინდა
-ლიზუ,მე და შენ ის ერთადერთი "წყვილი" ვიქნებით,რომლებსაც სიგიჟემდე,
თავდავიწყებით ეყვარებათ ერთმანეთი,მაგრამ ვერასდროს იქნებიან ერთად...
აქ თუ არა.
იქნებ,რა ვიცი...-შოკი მიიღო ზვიადაურმა,ეს მეტისმეტი იყო,ასე აუხსნა მისმა საყვარელმა მამაკაცმა სიყვარული.
თან გაახარა და ამავდროულად უბედურების მწვერვალზე შესვა,ფეხმოტეხილი...
ფრთებიც ეცლებოდა ნელ-ნელა და გადმოვარდნისას ფრენას ვეღარ შეძლებდა,დაეცემოდა მწარედ და იქვე გალევდა სულს..
-სახლში წამიყვანე
-რა?
-სახლში წამიყვანე -უხმოდ ჩაიარეს მთელი ქუჩები,
დუმილი მეფობდა მანქანაში და ორივეს ეწურებოდა მოთმინების ფიალა,ბოლოს სიმღერები ჩართო ერეკლემ.
"სათქმელს ვიტოვებ შენთვის..."-წაიღიღინა ერეკლემ,არადა როგორ ეშლებოდა ნერვები ორივეს.
-მე ვიცი,აქ ხარ და მისმენ...-გაგრძელებას აპირებდა,როდესაც ერეკლემ განაგრძო
-და მთვარეც ჩვენს ირგვლივ ბრუნავს...
მტკვრის სანაპიროზე გააჩერა მანქანა და ორივე უხმოდ გადმოვიდა.
-საოცარია არა?-იკითხა ერეკლემ
-ტრაგიკული,მაგრამ კაინც საოცარი
-პირველად რომ დაგინახე,ყველაფერი დატრიალდა,მეგონა ფრთამოჭრილი ანგელოზი იყავი...
მეგონა ის ანგელოზი იყავი რომელსაც ფრთები მოაჭრეს და ულამაზესი ზღვისფერი თვალებდიან ცრემლები სდიოდა..
ანგელოზი ხარ,ლიზუ,ანგელოზი,ფრთამოჭრილი...
-ყველაფერი იმაზე რთულად იყო ვიდრე ჩანდა,და ვიდრე შეიძლებოდა გამოჩენილიყო...
იმ დღეს მართლაც რომ მომაჭრეს ფრთები,დათუნა ონიანმა სიცოცხლე გამიმწარა,იმ ერთი ქმედებით რაც ჩემს დაქალთან ჩაიდინა მთელი ბავშვობა მადენია სისხლად.
მთელი სიყვარული...
ყველაფერი იმაზე რთულად იყო ვიდრე წარმოგიდგენია...
როგორია,ხედავ შენი დაქალის საწოლზე,რომელზეც თითქმის მთელი ბავშვიბა ერთად გაქვთ გატარებული შენს საუკეთესო მეგობარს და შენს შეყვარებულს როფორ აქვთ ვნებიანი ღამე...
უდიდესი ტკივილი იყო...-სოტყვა გაუწყდა შუაზე..ტკივილად ამოენთხა ცრემლები.მისცა მათ მისცა საშუალება წამოსვლისა...მერე საიდანღაც მოსული ძალა მოიკრიბა და გადაწყვიტა ბოლომდე გაეტანებინა ტკივილი,ან მტკვრისთვის ან ერეკლესთვის...
-იმ ღამით ყველა ჩვენი ბავშვობის დღე გამახსენდა იმ საწოლზე გახსენებული და გავიქეცი,დასალევად გამოვიქეცი და იმ უბიწოების ვინმეზე ჩასაბარებლად ,რომელმაც დამღუპა..
ბევრი მომივიდა,ვაღიარებ,მაგრამ არც იმდენად მთვრალი ვიყავი რომ თავი ვერ მეკონტროლებინა...
ვისკს-ვისკზე ვსვამდი და ბოლოს გადავწყვიტე ვინც ხელში მომხვდებოდა მას გავყოლოდი,შენ რომ გადაგეყარე სახეზე არც შემიმჩნევიხარ,უკვე ვიცოდი რომ აზრია რო ჰქონდა არაფერს,მაგრამ იმ ღამით,მხოლოდ კოცნა რომ იყო,და მეტი არაფერი,ისიც ჩემი მოთხოვნით,მაშინ მივხვდი,მივხვდი რომ შემიყვარდი,იმიტომ რომ არასდროს მინახავს ბიჭი ასე მოქცეულიყო,შენ კი ხელით არ შემეხე,მაშინ,როდესაც უკანასკნელი ბ-ზვით ვიყავი გამოწყობილი,და მსგავსად ვიქცეოდი,მაშინ იმდენად ძლიერად შემიყვარდი რომ გადავწყვიტე ეს გრძნობა,რომელიც თურმე არ ვიცოდი, ისეთ სკივრში დამემალა ჩემს ქვეცნობიერში ვერასდროს რომ ვიპოვნიდი და რომ ვერასდროს გადავაწყდებოდი,იმიტომ რომ გათავისებული მქონდა,რომ ვერასდროს შეგხვდებოდი,ყველა შეხვედრისას უფრო და უფრო იდგამდა ჩემს გულსა და მუცელში რაღაც ფესვებს,და მე ვერ ვხვდებოდი ეს რა იყო მანამ,სანამ არ გავიგე რომ დაგკარგე,რომ ჩემი არც არასდროს ყოფილხარ.
დღეს დგახარ ჩემს წინ და მეუბნები რომ გიყვარვარ,მეც მიყვარხარ,მთვარეა მოწმე რამდენი უშენო ღამე ტკივილში დამთენებია და იგია მომსწრე ჩემი სიყვარულისა,მინდა მხოლოდ მთვარემ იცოდეს იმ დიდი სიყვარულის შესახებ,რომელსაც მე შენს მიმართ ვგრძნობ,მინდა იცოდე რომ მიყვარხარ-ცერებზე აიწია და ერეკლეს ტუჩებს მიწვდა,ცრემლი დაუგორდა თვალებზე.
-მაპატიე,ლიზუ...
-ჩშშშშ..-გააწყვეტინა ლიზამ-არ გინდა არაფერი თქვა,მხოლოდ მთვარემ,მთვარემ იცის...-მერე მოცილდა და რაღაცამ დაიჭირა,მაგრამ ერეკლემ წამებში მოაგვარა შეფერხება..მანქანაში ჩასხდნენ და ასე ორიგინალურად გამოემშვიდობენ სამუდამოდ ერთმანეთს...
"ჩვენ ის ერთადერთი "წყვილი" ვიქნებით,რომლებსაც სიგიჟემდე ეყვარებათ ერთმანეთი,მაგრამ ერთად ვერასდროს ვიქნებით."
ცრემლების ნაკადი დაუგროვდა ლიზას სახეზე და მათ წვიმის წვეთებიც აყვნენ...
ერეკლესგან რომ ჩამოვიდა მას შემდეგ დააბოტებს ქუჩაში დ ამის ნახევარს დაეძებს,მაგრამ ერეკლემ თან წაიყოლა ლიზას ნახევარი და ვეღარსად პოულობს ლიზაც...
-განსაკუთრებულს კიარა,ჩემნაირს ვეძებ...-ლუღლუღებდა ფერწართმეული ლიზა და სიცივისგან კანკალებდა...
ბოლოს შუა ქუჩაში ჩაიმუხლა და ბოლო ხმაზე იკივლა.
იღრიალა,
საზარელი ხმები ამოუშვა პირიდან...
ყვავები დაფრთხნენ,
მთები შეიძრნენ..
შენობები გადაქანდნენ..
დედამიწა შეზაზარდა,მიწისძვრისავით შეირხა ყველაფერი...
უკუნით სიბნელესა და სიკვდილს მომასწავლებელ სიჩუნეში ლიზას კივილიტრაგედიის პიკს მიანიშნებდა...
-მიყვარდი..მიყვარხარ და მეყვარები,ეკე...-დაიჩურჩულა და სახლისკენ განაგრძო გზა..
დღეები დღეებს მისდევდა..
საათი-საათს..
წუთი-წუთს..
წამი კი წამს..
მაგრამ ლიზასთან არავინ მოდიოდა..
მარტო იყი გამოფიტული..
სვამდს,არ ჭამდა..
ეს სუსტი გოგო კიდევ უფრო დასუსტდა..
სახლიდან გადავიდა,არავინ იცოდა მისი კოორდინატები..
მეორე შეცდომის დასაშჳებად გაემზადა ერთ საღამოსაც ლიზა,ოღონდ ახლა სჯეროდა რომ შეცდომა მოხდებოდა,რომ ერეკლე ვერ გადაარჩენდა ვერ უშველიდა...გამოეწყო,სადად,შავი შარვალი,შავი მაღლები,და თეთრი დეკოლტე ზედა,რომელსაც შავი ბეწვი გადმოაცვა,მალე ახალი წელი დადგება,უფრკ სწორად,უკვე ახალი წელი ბოლო საათებს ითვლის,ლიზა კი მიდის იმ კლუბში სადაც ერეკლე გაიცნო და აპირებს თავისი უბიწოება კიდევ ერთხელ დაუთმოს სხვას...
სულელია ეს გოგო..
უშველეთ ვინმემ.
მე ვერ ვშველი,თქვენ მაინც იქნებ...
დაჯდა იმავე სკამზე და ვისკის ალბათ მთელი ბოთლი ჩაცალა,ახლა რეალურად იმდენად მთვრალი იყო რომ ვერ აზრკვნებდა,ვერც რეაგირებდა ვერაფერზე,ერთადერთი რაზეც ფიქრობდა ერეკლე იყო..
ერეკლეს თვალები,
გემრიელი ტუჩები..
კისერი,მასზე დაბერილი ძარღვები..
ცხოვრებაში ყოველთვის გვიდგება ისეთი მომენტი,როდესაც არ ვიცით რა ვქნათ,როდესაც დავიკარგეთ და რაღაც ძალა სიბნელისკენ გვიბიძგებს და ჩვენც მივყვებით,უაზროდ მივყვებით..
ერთი..
ორი...
სამი..
ჰოპ..
ვიღაცის მკლავებში ვარდება ლიზა და გონება ებინდება..
გონზე მხოლოდ ღამის სამ საათზე მოდის თავზე ერეკლე ადგას,ერეკლეს დანახვაზე სიხარულით ცას სტუმრობს..
-კონკია,იმ დღეს ეს დამიტოვე საჩუქრად-წითელ მაქმანებიან ბიუსჰალტერზე ანიშნებს მამაკაცი და ლიზას ყველაფერი თავში უტივტივებს,ის ღამე და საერთოდ მას მოყოლებული ყველა დღე...
ყველა ერთად გატარებული მომენტი.. იმ დღიდან დღემდე ინახავს მამაკაცი ლიზას ბიუსჰალტერს...
ახლა ხვდება რომ მამაკაცი მხოლოდ მისთვის არის გაჩენილი და ესეც პირიქით.
-მაშინ ბიუსჰალტერი დაგრჩა ან მაჩუქე,ახლა მინდა რომ პატარა ცისფერთვალება გოგონა მაჩუქო..-ხარბად დაეწაფა ლიზას ტუჩებს,მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო და მოწყდა ბაგეებს-ხო,ისე შენზე წიგნის ან მოთხრობის დაწერა შეიძლება
-სახელი?-წამში აკისკისდა ლიზა
-"ვისკი და თანამედროვე კონკია!" ან "გოგონა,რომელიც მამაკაცის მკლავებში მილიონჯერ აღმოჩნდა" ან "ეკე და ლიზა"-ახარხარდა ერეკლეც,ლიზაც აჰვა..
-არა," ვისკი და თანამედროვე კონკია" მაინც სულ სხვაა... მე პირველ ნაწილს დავწერ,შენ მეორე დაწერე..-აკისკისდა და ლიზა ეკეს ბაგეებს გადაწვდა...
ლიზა უმწიკვლო ჩაბარდა ერეკლეს და ამის მოწმე მთვარე გახდა...
დილით ხარბად შემოჭრილმანმზის სხივებმა გააღვიძეს ლიზუ,ნაცნობი ოთახი რომ ნახა ყურებამდე გაიკრიჭა,
საყვარელი მამაკაცის ხელები რომ იგრძნო წელზე ,მიხვდა რა ყოფილა სრულყოფილი ბედნიერება,
მას თან მისი გულისცემა,რომელსაც სუნთქვის ხმა შერწყმული მოჰყვა მიხვდა რას ეძებდა მთელი ცხოვრების მანძილზე,
"დილა მშვიდობისა,ჩემკ ანგელოზოო"-რო გაიგო და მის ყურთასმენას მისწვდა ბედნიერების ცრემლებსაც გაუგო გემო..

დ ა ს ა ს რ უ ლ ი....

ასე დასრულდა ლიზას და ერეკლეს ამბავი..
მინდა მადლობა გითხრათ ყველას ვინცჩემს გვერდით იდექით და ყველანაირად მიტანდით.
უნამუსო ვიყავი,ვაგვიანებდი,პატარა თავებს ვდებდი და ისეთიც ვერ გამოვიდა,როგორიც მინდოდა გამოსულიყო,მაგრამ რა ვიცი..
წაშლით ვერ წავშლი და ვერ გავაქრობ..
მადლობა ყველას..
მიყვარხართ ყველანი და ალბათ ცოტა ხანი პაუზას ავიღებ,რადგან სკოლა დაიწყო და... მას მასწავლებლებიც მიჰყვა...
სიყვარულით,ნინუცი.



№1  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

MM მაგარიაა ძალიანნნნნ

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

ახლა წავიკითხე ყველა თავი ერთად. .. მომეწონა მაგრამ ხანდახან ემოცია მაკლდებოდა. მიხარია რომ როგორც იქნა დაამთავრე... წარმატებულ წელს გისურვებ...

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

auuu ra dzaan magari iyoo axla wavikitxe yvela ertad ❤️❤️

 


№4  offline მოდერი Nina))

ძალიან დიდი მადლობა,ბავშვებო. love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№5  offline წევრი ghghg

Aუუ ძაა მაგარი იყო უბრალოდ ვერ მივხვდი ერრთად ყოფნა რატო არრ შეეძლოთ???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent