ღამის ზმანება (3 ნაწილი)
ორი დღე სახლიდან არ გავსულვარ... უბრალოდ არაფრის ხალისი არ მქონდა, მაგრამ ჩემი სიზმარი მეორდებოდა და მეორდებოდა... დაუსრულებლად... გავიღვიძებდი, ვიძინებდი და კიდევ მესიზმრებოდა... ერთი სიტყვით მოსვენებას არ მაძლევდა. არ ვიცი რა დამემართა სიზმრებთან დაკავშირებით თიკას გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ მის მერე ერთი ღამეც კი წესიერად არ მიძინია. მორიგ დღესაც დაღლილმა გავახილე თვალები და ოთახს შევათვალიერე. არაა, სადმე უნდა წავსულიყავი... საწოლიდან წამოვდექი, მოვწესრიგდი, სამზარეულოში დედაჩემს შევუარე და საუზმობის შემდეგ სასეირნოდ გავემართე. თათიასთვის არ დამირეკავს... არაა ეგ ბავშვი ჩემი სტილის და რა ვქნა. რაც არ უნდა კარგი ადამიანი იყოს საჩემო არაა და მორჩა... ამით ყველაფერი ნათქვამია... რადგან იმ დღეს ცხელოდა, ჯინსის მოკლე შორტები, თეთრი ზედა და თეთრი კეტები ჩავიცვი, ჩემი ქერა კულულები დავივარცხნე და წასასვლელადაც მზად ვიყავი. ჭიშკარი ტრადიციულად დაცვამ გამიღო და ღიმილით გამატარა. გეზი მარჯვნისაკენ ავიღე, იქეთ ტყე მეგულებოდა... პატარა, მაგრამ მაინც ლამაზი და სასიამოვნო დასასვენებელი ადგილი და ჩემი და თიკას მუდმივი სტუმრობის ობიექტი... გზას უმისამართოდ მივუყვებოდი და ტყემდე დარჩენილი მანძილის მალე დაფარვას ვნატრობდი. ქუჩაში ხალხი რაღაცნაირი დადიოდა... სერიოზული, პრობლემებზე ფიქრით დატვირთული, საქმიანი, დაფიქრებული და სხვა... ყველანაირ ადამიანს მოკრავდით თვალს. მათ ყურებას თავი ვანებე და ისევ ტროტუარს გავუსწორე მზერა. გადასასვლელი ფრთხილად გადავიარე და საშიშ ჩიხსაც მივაჩერდი... ამ ჩიხს ყოველთვის თვალებგაფართოებული ვაკვირდები ხოლმე. მეშინია ვინმე მანიაკი ან გიჟი არ გამომიხტეს. მოიცა, მოიცა... ეს ჩიხი საიდანღაც მეცნობა... არა, მეცნობა, რა თქმა უნდა, მილიონჯერ მაქვს მის წინ ჩავლილი, მაგრამ ახლა სხვანაირად მეცნობა... ეს ჩიხი ხომ სიზმარში ვნახე! მგონი ტვინში რაღაც დარღვევები დამეწყო... ყოველთვის მეშინოდა იმ ადგილის, არ ვიცოდი რა ხდებოდა ვიწრო გასასვლელს მიღმა და ამიტომ არასდროს მიცდია იქაურობის დათვალიერება, მაგრამ თუ ჩემს სიზმარს ვენდობოდი იქაურობა უკვე ნანახი მქონდა და არც თუ ისე საშიში სანახავი იყო. მეც არ ვიცი რამ გადამაწყვეტინა და როგორ გავბედე, მაგრამ ჩიხისკენ გავემართე... თითქოს რაღაც ძალა მექაჩებოდა და არ მაძლევდა საშუალებას მეფიქრა თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ჩემს ზედმეტ ცნობისმოყვარეობას. უბრალოდ წინ მივიწევდი ახლის ნახვის მოლოდინში. გული ამიჩქარდა და თვალებგაფართოებულმა დავიწყე აქეთ-იქეთ ყურება. ყველაფერი ნაცნობი იყო, ზედმეტად... სიმართლე გითხრათ, ჩემი სიზმრების შემეშინდა... ნუთუ შეიძლება ყველაფერი ასე დეტალებში მენახა? ის გზაც კი, რომელსაც მე მივუყვებოდი ოდნავ ნესტიანი იყო. ერთ ადგილას ვიღაცის ნაკვალევიც კი გავარჩიე და ვიფიქრე, რომ მისვლას ისევ უკან გამობრუნება სჯობდა, მაგრამ სადაც ამდენი რამე დაემთხვა, იქ ჩემი უცნობიც დაემთხვეოდა, რომელიც სულაც არ გამოიყურებოდა საშიშად. მართალია ზურგიდან დავინახე, მაგრამ შიში არ მიგრძვნია, ეს კი მთავარი იყო... იმ მოფარებულ ადგილას დავდექი, სადაც სიზმარში დავდექი და უცნობი თვალებით მოვძებნე, რომელიც მართლაც მილზე იყო ჩამოკიდებული და ვარჯიშობდა. სასაცილო ის იყო, რომ უკვე ვიცოდი ჩემს წინ პატარა გუბის არსებობა და ამის გამო ფეხი შიგ არ ჩამიდგამს. ჩუმად ავუარე გვერდი და ოდნავ წინ წავიწიე უცნობის შესათვალიერებლად. ძალიან მეცნობოდა, მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდი ვინ იყო. მამაკაცი ძირს ჩამოხტა და ჩემკენ მოტრიალდა. ეს იმდენად უეცარი იყო, რომ დამკვირვებლის გამომეტყველებაც კი ვერ შევიცვალე. -ნიტა? - გაკვირვებული მომაჩერდა დემე და თვალებში ჩამხედა. -ამმ... - ენა დამება და თითები ერთმანეთში ავხლართე. -აქ რას აკეთებ? - ჩემკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და მომიახლოვდა. -უბრალოდ, მე... მე... მაინტერესებდა ამ ჩიხში რა იყო... - უტიფრად ვიცრუე. -მერე მარტომ ასეთ ადგილებში რომ არ უნდა იარო არ იცი? - გამიღიმა და კედელს მიეყუდა ცალი მხრით. -აბა ვინ გამომეყოლებინა - თიკა გამახსენდა და ვიგრძენი როგორ გამეჩხირა ყელში ბურთი. -ვინმე მეგობარი - მიპასუხა და მხრები აიჩეჩა. -მეგობრები არ მყავს - ვთქვი, თან თავი დავხარე. -აბა თათია ვინაა? - მკითხა დაინტერესებულმა. -რავი... უბრალოდ ნაცნობი... - მხრები ავიჩეჩე ოდნავ დაბნეულმა. -მეგობარი არ გყავს საერთოდ?! - მკითხა გაკვირვებულმა, თითქოს თანაგრძნობითაც. პასუხად უხმოდ გავაქნიე თავი და მზერა გავუსწორე. - რატომ? პრინცესას კოშკიდან არ უშვებენ? - ისევ ისე ჩაიცინა როგორც სჩვეოდა და გამიღიმა. ნეტავ სულ რატომ ვშტერდები მის ღიმილზე? -მიშვებენ... - ვუპასუხე თამამად. -აბა მაშინ რა ხდება... პრინცესასთან მეგობრობა ყველას უნდა - ამოიხვნეშა და მომიახლოვდა. როგორც კი ჩემკენ ნაბიჯი გადმოდგა, მაშინვე გული ამიჩქარდა და დავიბენი, მაგრამ ადგილიდან დაძვრა ვერ მოვახერხე. -პრინცესას ნუ მეძახი რა... საერთოდ არ ვარ ეგეთი განებივრებული ბავშვი... - ვუპასუხე მობეზრებულად. -კარგი პრინცესა - ჩემგან ორი ნაბიჯის მოშორებით დადგა და თვალებში დაჟინებით ჩამაცქერდა. -დემეე!.. - მივმართე უკმაყოფილოდ და ხელები გადავიჯვარედინე. -რა იყო, ახლა იმის გამო არ დამიძახებია, რომ სასახლეში ცხოვრობ - გამიცინა და ჩემს პასუხს დაელოდა. -აბა მაშინ რატომ?.. -იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ხარ - არ მეგონა იქვე თუ არ ჩავიკეცებოდი... სირცხვილისგან ლოყები ამიწითლდა და მზერა ავარიდე. -მადლობა... - წავიჩურჩულე მორიდებით. -წამოდი სადმე გავისეირნოთ, არ გინდა? -წამო - მის ღიმილს ჩემი ღიმილი შევაგებე და გზას გავუდექით. -ანუ, მეგობრები არ გყავს? - მკითხა სხვათაშორის -ნწ... - თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად. -მაშინ მე ვიქნები შენი მეგობარი, შეიძლება პრინცესა? - ჩვეულად ჩაიცინა და ზემოდან დამაცქერდა. -ჯერ უნდა გაგიცნო - წარბები ეჭვით შევჭმუხნე და გავუცინე. -ჩემი სახელი საკმარისი არაა ხომ? - მკითხა ბოხი ხმით. -არა - თავი მხიარულად გავაქნიე და თან სიარული განვაგრძე. -ამდენ ხანში როგორ ვერ გამიცანი... აი მე მაგალითად უკვე ვიცი როგორიც ხარ - მითხრა ნიშნისმოგებით. -მაინც როგორი? - ვკითხე და გამომცდელი მზერა მივაპყარი. -ლამაზი, საყვარელი, თბილი, მხიარული, მზრუნველი და ცოტა სევდიანი, მაგრამ ვერ გავარკვიე რატომ... - თვალებში მიყურებდა და ისე მელაპარაკებოდა. უნდა ვაღიარო ყველაფერი გამოიცნო, აბსოლიტურად ყველაფერი... ჩემი გაკვირვებული სახის დანახვისას ტუჩის კუთხე ჩატეხა, თუმცა მზერა არ აურიდებია. -ვაუუ... ყველა გამოიცანი - ვთქვი გაოცებულმა და სიარული განვაგრძე. -ადამიანების ცნობა კარგად მეხერხება. ქუჩაში ბევრ რამეს სწავლობ... - ამოიოხრა ოდნავ დაღონებულმა. -შენც სევდიანი მეჩვენები - ვუთხარი ჩაფიქრებულმა. მაშინვე შემომხედა და ოდნავ გამიღიმა, მაგრამ მე ხომ ვიცი რომელია გულწრფელი ღიმილი და რომელი ყალბი... ამაში მე არასდროს მოვტყუვდები. -გეშლება - მიპასუხა და გამხიარულება სცადა. -თუ არ გინდა ნუ მეტყვი რა გჭირს, მაგრამ ყალბ ღიმილს ყოველთვის ვცნობ... - ვუპასუხე და თვალებში დაკვირვებით შევხედე. -ახლა არ მინდა ამაზე საუბარი კარგი? - მკითხა თითქოს დანებებულმა. -კარგი - თბილად გავუღიმე და წინ გავიხედე. იმ ტყეში ვიყავით, სადაც დილით მივდიოდი. -დაჯდომა გინდა? - მკითხა და ინტერესით მომაჩერდა. -ამმ... აქ სადმე დასაჯდომი არის? - წარბი ეჭვით ავზიდე და იქაურობა მოვათვალიერე. -არა, მაგრამ იქეთ დიდი ხის მორია, წამო... - ხელი ჩამჭიდა და წინ გამიძღვა. ისეთი გახურებული ხელისგულები ჰქონდა, რომ ასე მეგონა კანი მეწვოდა. გულაჩქარებული მივყვებოდი დემეს და ვცდილობდი რამისთვის ფეხი არ წამომეკრა. ხის მორზე დავჯექი. თვითონ იქვე ხეს მიეყუდა და მე მომაჩერდა. -აუ, რანაირად მიყურებ... - შევიცხადე დარცხვენილმა. დემეს ჩაეცინა და ძირს დაიხედა. -როგორ გიყურებ? - მკითხა ღიმილით. -რაღაცნაირად - ვუპასუხე დაბნეულად. -აქამდე შენნაირი გოგო არ მინახავს და ამიტომ ისე ვერ შემოგხედავ როგორც ყველა დანარჩენს ვუყურებ - მიპასუხა დარწმუნებით. -ეგ კაია ხომ? - ვიკითხე დაეჭვებულმა სიცილით. -ნამდვილად - დამეთანხმა და ისევ ისე დამიწყო ყურება. -აი ისევ! - გავუცინე და ხელები თვალებზე ავიფარე. -რა ისევ... -ისევ რაღაცნაირად მიყურებ! - ვუპასუხე კისკისით. აღარაფერი უპასუხია, ნაბიჯები მომიახლოვდა და შემდეგ ვიგრძენი რომ გვერდზე მეჯდა. მის თვალებს ვეღარ გავუძლებდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. თავი ნელ-ნელა მივატრიალე ისევ „რაღაცნაირად“ მომზირალი დემესკენ და თვალები ისევ ძირს დავხარე. -დამავიწყდა მეთქვა რომ მორცხვი ხარ - გავიგე ბოხი ხმა და გულმა მაშინვე ბაგა-ბუგი დაიწყო. რა მემართება მაინც მის გვერდით? უამრავ ბიჭს უცდია ჩემთან ურთიერთობის დაწყება, მაგრამ ზედაც არ ვუყურებდი. ახლა კი პატარა ბავშვივით დაბნეული ხმის ამოღებასაც კი ვერ ვახერხებ. ღრმად ამოვისუნთქე და მზერა ჩემს ფეხსაცმელს გავუშტერე. დემე ჩემკენ დაიხარა და ხელები მომხვია, თავი ჩემს კისერში ჩარგო და ღრმად ამოისუნთქა. რა დამემართა? სულ ავხურდი, სული ამიჩქარდა და ჟრუანტელმა დამიარა. მისი სუნთქვის შეგრძნებამ კიდევ კისერში საოცრად დამაბნია. რომ ვმდგარიყავი ალბათ იქვე ჩავიკეცებოდი ან წავიქცეოდი. ჩემზე ერთი თავით მაღალი ბიჭი გვერდზე მეჯდა და მთელი ძალით მეხუტებოდა... ............ ესეც შემდეგი თავი. დამაგვიანდა ახლის დადება, მაგრამ როგორმე უნდა შეეგუოთ და გამიძლოთ. სხვანაირად ახალი თავების დადებას ვერ მოვახერხებ, სამწუხაროდ... იმედია მოგეწონათ და ისიამოვნეთ ჩემო საყვარლებო. ველი ბევრ კომენტარს... მიყვარხაართ!!!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.