შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკრთალი ნათელი წერტილები "4"


16-09-2015, 15:22
ავტორი მორი-ელი
ნანახია 2 079

სახლში მისულებს ყველა ფეხზე დაუხვდათ,ეკა სასოწარკვეთილი ,ნინელი იმედგაცრუებული,სანდრო დაბნეული.ეკამ ხმის ამოღებაც კი ვერ შეძლო,მისი სახე ლოდინისგან სანთელივით იყო ჩამოღვენთილი,ნერწყვს ძლივს ყლაპავდა,მტკივნეული ბურთულები ჰქონდა გაჩხერილი.ნინელი სავარძელზე მიესვენა და ხელებში ჩარგო თავი,შეშლილივით თავისთვის ბურტყუნებდა და მის გარშემო მყოფებს არაფერი ესმოდათ.
ილია უხმოდ მიუახლოვდა დედამისს და სცადა ხელი შეეხო,მაგრამ იგი განზე გადგა,უკვე ზიზღსაც კი გრძნობდა.სახე დაებრიცა,გაბრაზებული მიუბრუნდა ბექას და მკაცრად უთხრა:-ან წამიყვან აქედან ან მე წავალ-თქვა და კარისკენ წავიდა,როდესაც ნინელი წამოხტა სავარძლიდან და ძმისკენ გაექანა.
-ნუ წახვალ გთხოვ-შეევედრა და სახეზე ფერი დაეკარგა,სულ წახდა,შიშისგან ტუჩები აუკანკალდა,ძმის პერანგს ჩაბღაუჭებული ცდილობდა მის შეკავებას-რატომ გვტოვ?-ჰკითხა და ძლიერად მოქაჩა თავისკენ-ნუ თუ დედა არ გებრალება,მე ჩემს თავს აღარ ვჩივი განადგურებულია ქალი.-დის ნათქვამზე ცინიკურად გაეღიმა ილიას,მის თვალებში ალკოჰოლის სიჭარბე იგრძნობოდა,გულ აჩქარებული ძლივს აანალიზებდა სიტუაციას.
-მე კარგად ვიქნები-ხელი გააშვებინა პერანგზე და სახლიდან გავიდა.მისი გაჩერება აღარავის უცდია,ეგონათ გულს გადააყოლებს და მოვაო,მაგრამ მის მერე დღები ისე გაქრა მისი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა.ყველა შეეგუა იმ ფაქტს,რომ ილია გარდაიცვალა.

-ელენე როგორ ხარ?-მკითხა ჩემმა დიდი ხნის ნაცნობმა,როდესაც ქუჩაში მივდიოდი
-კარგად ვარ-მივუგე მოკლედ,რადგან მასთან ლაპარაკი არ მსურდა და ჩამოვცილდი,თან სამსახურში ვაგვიანებდი და არ მინდოდა შენიშვნა მიმეღო.ტაქსი გავაჩერე და ისე წავედი.მთელი გზა ფიქრებში ვიყავი ჩაძირული,ძლივს გავიგე მძღოლის ხმა,როდესაც მითხრა მოვედითო,ამ ბოლო დროს ძალიან დაბნეული დავდივარ,ისიც კი მიკვირს,აქამდე ცოცხალი როგორ ვარ.მანქანიდან გადმოვედი,ფული მივაწოდე ტაქსის მძღოლს და მივაშურე ჩემს სამსახურს,ენერგიას დიდად ვერ ვგრძნობ,რაც ძალიან მაწუხებს,შესასვლელში მინერალური წყალი ვიყიდე და ლასლასით გავუყევი გზას.ჩემს ოთახში,როდესაც შევედი საშინელი აურა ვიგრძენი,გავიფიქრე ეშმაკი ხოარ შემისახლდა მეთქი და ჩავიფხუკუნე.
მაგიდას როგორც კი მივუსკუპდი ჩავრთე კომპიუტერი და საქმეს შევუდექი,მთელ ოთახში კლავიატურის წკაპა-წკუპი ისმოდა,ამას ერთვოდა გიორგის ნაჩუქარი საათის ისრების წიკ-წიკი,ვინტილიატორის ხრიალი,ბებერი ძაღლივით და მე უკვე გადამწვარი,მივესვენე საზურგეზე,თვალები მივლულე ჩემდაუნებურად და ჩამთვლიმა,თურმე კაახანი ასე ვიყავი,მერე საიდანღაციდან რაღაც გადმოვარდა და ხმაზე სავარძლიდან წამოვხტი.ჩემი ვითომ მოვლილი საყვავილე იყო,რომელშიც დამჭკნარი ყვავილები ეწყო,ავიღე და ურნაში ჩავუძახე,მერე ისევ დავბრუნდი და საქმე გავაგრძელე,იმდენ ხანს ვიჯექი ერთ ადგილზე,რომ ხერხემალი ამტკივდა და კიდე სხვა რამეც.ჩემი გამხდარი სხეული ამდენს ვერ უძლებს.კრუსუნით ავდექი და ოთახიდან გამოვედი.
-გამარჯობა ელი-მომესალმა გიორგი,მე კი გავუღიმე მასთან საუბარი არ მინდოდა.-რა გჭირს?-მკითხა მან მე კი უხმოდ გავცილდი,იმ იმედით,რომ უკან არ გამომყვებოდა,მაგრამ შევცდი,ამას მაშინ მივხვდი,როდესაც მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი.-ნაწყენი ხარ?
-არა,ეგ რამ გაფიქრებინა-მივუგე გაოცებულმა-ახლა სალაპარაკო დრო არ მაქვს,რამე მნიშვნელოვანია?-ვკითხე გამომცდელი მზერით,მან კი დაბნეული სახით შეხედა ჩვენს გვერდით მდგარ ქსეროქსის მაგიდას.
-შენთან აუცილებელი სალაპარაკო მაქვს. სამსახურის მერე სადმე დავსხდეთ.
-არ ვიცი რამდენად მოვახერხებ-დაუფიქრებლად ვუთხარი
-კარგი,შვიდისკენ შეგეხმიანები და ჩვენს ქუჩაზე,კაფე არია ხომ იცი?
-კი,რა თქმა უნდა,ჩემი საყვარელი კაფეა
-მაშ იქ დაგელოდები
-ასეთი მნიშვნელოვანია?-ვკითხე ისე თითქოს ძალიან მაინტერესებდა
-ჩემთვის კი-მომიგო მრავალმნიშვნელოვნად და წავიდა,რომ შევხედე მის სიარულზე სიცილი ამიტყდა,აქამდე არასოდეს დავინტერესებულვარ,თუ როგორი მაჯლაჯუნა სიარული ჰქონია გიორგის,პირდაპირ საოცრება.სიცილით დავბრუნდი ოთახში და მაილზე აუარება შეტყობინება დამხვდა,ყველას წაკითხვა დამეზარა,ამიტომ რამდენიმე მნიშვნელოვანი წერილი გავხსენი და კითხვის დროს ჩემდაუნებურად ცრემლები მომადგა.სამწუხაროდ რაც კი გავხსენი ყველა ცუდ ამბავს უკავშირდებოდა,გულმა ვეღარ მომითმინა და ყვლაფერი გამოვრთე.უსაქმურობა ფიქრი მოიტანა,სავარძელში კარგად მოვკალათდი და ფიქრს გასაქანი მივეცი.გონება მეკითხებოდა რას ვაპირებდი საღამოს,მეკი ვეუბნებოდი არ ვიცი,ნამდვილად არ ვიცი წავიდე თუ არა კაფე არიაში,იმაშიც უნდა გამოვტყდე,რომ ინტერესი მკლავს.რისი?!იმის, თუ რას მეტყვის გიორგი,იმედია ისეთს არაფერს მეც რომ იმედგაცრუებული დავრჩე და ისიც.ფიქრების შეწყვეტა მომინდა,მაგრამ ვერ მოვახერხე უეცრად გონებაში ამმირიალდა ადამიანი,რომელიც ორჯელ ვნახე ქუჩაში,მაგრამ იმდენად მკაფიოდ მახსოვს,რომ გაოცებული ვარ.მისი სახე,თვალები,რომლებშიც დიდი შიში იყო.ალბათ არასოდეს დამავიწყდება,როგორ შემომხედა,მეგონა ჩემი გაჩერება უნდოდა,მე კი სწრაფად ჩავუარე,რადგან არ მინდოდა უცხოსთან ლაპარაკი,მაგრამ მისი გამომეტყველება,იმედგაცრუება,ო, ღმერთო ჩემო, სასწაული შთაბეჭდილების ქვეშ ვარ,ნეტავ კიდევ ვნახავ?!მისი ნახვა ძალიან მინდა.რატომ ასე ძალიან?!ესეც კი არ ვიცი,ხომ არის მომენტები,როდესაც ადამიანს რაღაც ძალიან უნდა,ისე,რომ მთელი ცხოვრება გაჰყვება თუ სურვილი ვერ დაიკმაყოფილა,მე კი ამ სურვილის დასაკმაყოფილებლად რა უნდა ვიღონო არ ვიცი,კიდევ,რომ მომეცეს მისი ნახვის უფლება,ალბათ ჩემზე ბედნიერი არავინ ივლიდა.რაღაც მაგიური ძალით,ამოუხსნელი ქმნილებებით ვცდილობ მის სამყაროში შეჭრას,რომელიც ჯერ არ გამომდის.ალბათ სხვა რამ მჭირდება ისეთი რამ,რითაც ვაიძულებ მიპოვოს.სიგიჟის ზღვარზე არ ვარ,უბრალოდ,როდესაც შენს მეორეს იპოვი და ქრება,მერე უკვე მისთვის ბრძოლა გჭირდება,ბრძოლა,რომელშიც ან მოიგებ, ან დამარცხდები,გზა ორია.

-წამოხვალ?-შემოვარდა გიორგი ოთახში და ჩემი ფიქრები სადღაც გაქრა
-წამოვალ-ვუთხარი და წამოვდექი-მოვწესრიგდები და გავიდეთთანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.სწრაფად მივალაგე სამუშაო მაგიდა,მოსასხამი მოვიცვდი და კავე არიაში გავყევი,მთელი გზა უხმოდ იჯდა,არც მე შევიწუხე თავი რამე მეთქვა,როდესაც მივედით კაფეში,კუთხისკენ წავიდა,რა თქმა უნდა მეც მივყევი და დავხსედით მაგიდასთან.
-ყავას დალევ თუ
-ყავას-მოვუჭერი მოკლედ მას კი ამაზე გაეცინა და მიმტანს დაუძახა
-ორი ყავა და
-მეტი არაფერი-მივუგე მიმტანს ღიმილმორეულმა,გიორგიც დაჰყვა ჩემს ნებას და დაუდასტურა მიმტანს თავის დაქნევით.
-რატომ არაფერი?
-საუბარში ხელს შეგვიშლის
-მაგიტომ წამოხვედი?-ისეთი ხმა ჰქონდა თიქოს ჩემს ნათქვამზე განაწყენდა
-შენ ხომ მითხარი სალაპარაკო მაქვსო?-გავიოცე მე
-ხო,მაქვს კიდეც,თანაც ძალიან მნიშვნელოვანი
-გისმენ!
-ასე იოლი არაა-სიმწრის ღიმილი აუთამაშდა ბაგეზე-არ ვიცი ამ ნაბიჯის გადადგმა რამ მაიძულა,მაგრამ უნდა გითხრა-ჩაახველა და ხელი ჩემი ხელისკენ წამოიღე,რაზეც არცთუ კარგი რეაქცია მქონდა,ხელი გამოვწიე,მას კი იმედი გაუცრუვდა და უკან წაიღო.
-მგონი უკვე ვხვდები რაშია საქმე
-ცუდად ნუ გაიგებ,უბრალოდ ძალიან მომწონხარ,ვერც კი წარმოიდგენ რა მემართება,რომ გხედავ,გული აღარ მიცემს და ლამისაა ფეხები მომეკვეთოს.
-არ მინდა გული გეტკინოს-ვთქვი დამწუხრებული სახით,სინამდვილეში სრულიად არ მადარდებდა მისი გრძნობები,არ მიყვარს,როდესაც ასსე პირდაპირ მახლიან,იცით მე თქვენ მომწონხართ,ნუ მოკლედ.-ჩემგან იგივეს ნუ ელოდები-ვუთხარი მიკიბვმოკიბვის გარეშე.
-ვიცი,უბრალოდ ჩემი გრძნობების დამალვა ვეღარ შევძელი.-საუბარში ჩაერია მიმტანი
-ინებეთ თქვენი შეკვეთა-ღიმილით მიუგო გიორგის,მე კი ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა,თითქოს მიმტანი გიორგის ეპრანჭებოდა,თუმცა ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,ლამის ავდექი და ადგილი დავუთმე.-კიდევ გნებავთ რამე?
-არა,გმადლობ-მიუგო თავაზიანად გიორგიმ და მიმტანი თვალებით გააცილა,რაზეც მე ცუდი რეაქცია მქონდა,რა თქმა უნდა შინაგანად.მან კი მშვიდად მოსვა ყავა და განაგრძო.
-ჩემზე გაბრაზებული ხომ არ ხარ?
-არა რატომ?
-რაც გითხარი,არ მინდა ამის გამო მეგობრობა შევწყვიტოთ
-არა,ყველაფერი ძველებურად იქნება.



პ.ს არ ვიცი რამდენი კითხულობდა,მაგრამ ყველას გიხდით ბოდიშს დაგვიანებისთვის,ძალიან რთული პერიოდი მქონდა,შეიძლება ითქვას ჯოჯოხეთური.იმედია კიდევ გაქვთ სურვილიამ ისტორიის წაკითხვის.
საერთოდ სურვილი არ მქონდა დამეწერა,ახლაც ძლივს მოვაბი თავი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent