შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერ დაგთმობ (დასასრული)

17-09-2015, 01:44
ავტორი nicol
ნანახია 15 542

****
მიდიოდა... მიდიოდა უმისამართოდ. საკმაოდ ციოდა და სიფრიფანა საქორწინო კაბაში მთელი სხეული გაყინვოდა, მაგრამ ვეღარაფერს გრძნობდა. რა იყო სიცივე მის ტკივილთან შედარებით? უკვე თითქმის თავზე დათენებოდა. გამვლელების მზერას გრძნობდა. სიბრალულს გრძნობდა და თვითონაც ეცოდებოდა საკუთარი თავი. ცხოვრებაში პირველად, ელენე შერვაშიძეს საკუთარი თავი ეცოდებოდა. კიდევ ერთხელ უწევდა გაეარა გზა, ლაშადან ლევანიმდე. ისევ საკუთარი არჩევანით, ისევ უზომო ტკივილით, ისევ იძულებით, საკუთარი გონების იძულებით.
ისევ ფეხით გაიარა მთელი გზა. ამჯერად საკმაოდ შორი გზა. ფეხები ძალიან სტკიოდა, მაგრამ ამასაც ვერ გრძნობდა. ნეტა შეძლებოდა ეს სიყვარულიც აღარ ეგრძნო.
მტკივნეული იყო, მაგრამ გაიარა. მაინც მივიდა. მივიდა საკუთარი ქმრის სახლში. ლევანი მისაღებში იჯდა. ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა და საკმაოდ დაელია კიდეც. სახეზე ლაშას მუშტის კვალი ეტყობოდა. როგორც კი ელე დაინახა, ფეხზე წამოიჭრა და წინ აესვეტა. ერთხანს ჩუმად უყურა. თვალებში რისხვა ჩასდგომოდა. მოულოდნელად ხელი შემართა და დასარტყმელად მოუქნია, მაგრამ ჰაერშივე გაუშეშდა. ელეს სახეს რომ შეხედა ვერ შეძლო. არაფრის მთქმელი თვალებით უყურებდა ელე. თვალიც კი არ დაუხამხამებია, არც კი უცდია მორიდებოდა. ხელი უღონოდ დაუშვა დაბლა.
– მასთან იწექი? – კბილებში გამოსცრა ლევანმა.
ისევ არაფრის მთქმელი გამოხედვა. თითქოს საერთოდ ვერ აღიქვამდა რა ხდებოდა მის გარშემო. თითქოს არც ერთი სიტყვა არ ესმოდა.
– ელე, რატომ მექცევი ასე? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქორწინება ფიქტიურია, მაინც არ გაქვს უფლება ქორწინების პირველი ღამე სხვის მკლავებში გაატარო. – ხელები მოემუშტა და მთელი სხეული დასჭიმვოდა. საკუთარი თავის კონტროლი უჭირდა. – მიუხედავად შენი გულგრილობისა, მე ხომ მაინც მიყვარხარ?! ჭკუიდან გადაგყავარ. იმის წარმოდგენაც არ მინდა... – ვეღარ შეძლო დაესრულებინა. უკვე ვნებამორეული უყურებდა. მის წინ მისი საყვარელი ქალი იდგა, რომელსაც უკვე მისი ცოლი ერქვა. ხელები მოჰხვია და თავი მის ყელში ჩარგო. – ელე, ჭკუას მაკარგვინებ. – ჩურჩულებდა და ის იყო მის ტუჩებსაც უნდა მიწვდომოდა, რომ იგრძნო როგორ მოუდუნდა სხეული ელეს და ლევანის მკლავებში ჩაესვენა უგონოდ. გონება დაკარგა. მეტისმეტი იყო ბოლოს მომხდარი მოვლენები მისთვის. ვეღარ შეძლო მეტის ატანა.

****
თვალი რომ გაახილა უკვე საწოლში იწვა. თავთან ლევანი ეჯდა და ხელში მისი ხელი ეჭირა.
– ელე, როგორ ხარ? – მზრუნველი ტონი იგრძნობოდა მის ხმაში.
ელემ არაფერი უპასუხა. ხელი გაინთავისუფლა და მეორე მხარეს გადაბრუნდა. არავის დანახვა არ უნდოდა. საერთოდ სიცოცხლეც აღარ უნდოდა. ლევანმა ამოიოხრა და უხმოდ დატოვა ოთახი.
სიმართლე რომ ითქვას რა იყო ლევანის დანაშაული? არაფერი, მაგრამ ელესთვის ეს არაფერს ცვლიდა. ის რომ თითონ იყო ყველაფერში დამნაშავე, ის რომ თავისი არჩევანის გამო იყო ახლა ამ მდგომარეობაში, ერთი ბეწოთიც არ უმსუბუქებდა ტკივილს. სტკიოდა უსაშველოდ, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ძლიერი იყო და შეძლებდა. ის თუ აიძულა თავს საკურთხეველთან მიყოლოდა ლევანს, ამ ტკივილსაც გადაიტანდა. ხვდებოდა რომ ვერაფერი შეუმსუბუქებდა ამას, მაგრამ ამ ტკივილთან ცხოვრებას ისწავლიდა. ძლიერი იყო ელე და აუცილებლად წამოდგებოდა ფეხზე, მაგრამ ახლა ვერა. ცოტა ხნით უნდა მიეცა თავისთვის სისუსტის უფლება. უნდა გამოეგლოვა და მერე არცერთ ცრემლს აღარ ჩამოაგდებდა. დაივიწყებდა ყველანაირ გრძნობას და გაჰყვებოდა ცხოვრების დინებას.
რამდენიმე დღე დასჭირდა ელეს გონზე მოსასვლელად. იმისთვის რომ გაეგრძელებინა არსებობა. გრძნობების გარეშე. ლევანმა სრული თავისუფლება მისცა. დიდი ხანი იყო უკვე შეგუებოდა იმას, რომ ელესგან ვერანაირ თანაგრძნობას ვერ მიიღებდა. მისგან განსხვავებით ბევრად პრაგმატულად უდგებოდა საკუთარ გრძნობებს. საღად აღიქვამდა მოვლენებს და ხვდებოდა, რომ ყოველი მცდელობა დროის ფუჭი ხარჯვა იქნებოდა. ასე რომ შეეგუა თავის როლს. „ფიქტიური ქმრის“ როლს და აღარ აძლევდა თავს სისუსტის უფლებას. ისევ ისე უყვარდა ელე, მაგრამ სიმართლისთვის თვალი უნდა გაესწორებინა. ელე მისი არასოდეს იქნებოდა. აღარც ოცნებობდა.
ყველაფერი თავის ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა. ხალხის დასანახად თამაშობდა ელე. ისევ ძველებური ცხოვრება, ისევ გასტროლები, ისევ სცენა და ისევ დაუსრულებელი რეპეტიციები. გვიანობამდე რჩებოდა ელე სარეპეტიციო დარბაზში. მხოლოდ ცეკვის დროს ივიწყებდა ყველაფერს. მარტო ცეკვის დროს ახერხებდა თავისუფლად სუნთქვას. ერთადერთი ცეკვა, რომელსაც ვეღარ ცეკვავდა კიზომბა იყო. ეს ცეკვა ლაშას და მის ცხელ ტუჩებს ახსენებდა. თუმცა ცდილობდა საერთოდ არ ეფიქრა ამაზე. ხანდახან გამოსდიოდა კიდეც.
არც ლაშა გამოჩენილა. უკვე ერთი წელი იყო რაც არ ენახა. როგორი ცარიელი იყო ეს ერთი წელი. თითქოს არც უცხოვრია. უბრალოდ ცხოვრების დინებას მიყვებოდა.
კონცერტები, გასტროლები, მარტო ეს ახსოვდა ამ ბოლო წლიდან. პოპულარობის ზენიტში იყო. გარეშე თვალისთვის იდეალური ცხოვრება ჰქონდა. მას კი სული ეხუთებოდა. მეტი აღარ შეეძლო. განმარტოებას ეძებდა. ისეთ ადგილს, სადაც ბედნიერების თამაში არ მოუწევდა. ამ ერთი წლის მანძილზე ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია თვალიდან. არა და როგორ უნდოდა?! როგორ სჭირდებოდა?! უნდოდა ეყვირა, გასაქანი მიეცა საკუთარი გრძნობებისთვის მაგრამ ამ სიტუაციაში ვერ შეძლებდა. რაღაც უნდა შეეცვალა, თორემ ხვდებოდა თანდათან როგორ ქრებოდა როგორც ადამიანი, რაღაც თოჯინას ემსგავსებოდა. მარიონეტს საზოგადოების ხელში.
– უნდა დავშორდეთ. – კინაღამ გული გაუხეთქა, საკუთარ კაბინეტში შესულ ლევანს, სიბნელეში მჯდომი, რომ დახვდა.
– შემაშინე. – შუქი აანთო და მაგიდას მიუახლოვდა. – ჯერ ადრეა. – არც კი შეუხედავს ისე უპასუხა.
– აქ ნებართვის სათხოვნელად არ მოვსულვარ, საქმის კურსში ჩაგაყენე. – წამოდგა და კარისკენ წავიდა. – ცოდოა ლიკა, დროა დააკანონოთ თქვენი ურთიერთობა. – ყურადღება არ მიუქცევია ლევანის შემცბარი სახისთვის. კარებთან შეჩერდა. – ბოლომდე გადავიხადე შენი ვალი. შენგან არაფერი მინდა. უბრალოდ სხვა ცხოვრება მჭირდება. აღარც შენ აღარ გჭირდები, უჩემოდაც მშვენივრად იქნები. ახლავე მივდივარ. ფორმალობებს ცოტა მოგვიანებით მოვაგვარებთ.
– ელე... – ხმა ჩაუწყდა ლევანს.
– მშვიდობით. – არც კი შეუხედავს, ისე გაიხურა კარები.

****
უკვე ბევრად თავისუფლად სუნთქავდა. ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა. ბრუნდებოდა საკუთარ სახლში, სადაც უკვე ერთი წელი იყო ფეხი არ შეედგა. ყველაფერი ისე მისეული ეჩვენა ისეთი ახლობელი. თავის ოთახში შევიდა და საწოლზე გაწვა. დიდი ხანი იყო ასე. თვალი ჭერისთვის გაეშტერებინა და თავისუფლად სუნთქავდა. იმდენად თავისუფლად, რომ მოუნდა ვინმესთვის გაეზიარებინა.
ტელეფონს დასწვდა და ლელას ნომერი აკრიფა. რამდენიმე გაბმული ზარის მერე უპასუხა.
– ლელა... წამოვედი... თავისუფალი ვარ... – თავლებიდან ღაპა-ღუპით მოსდიოდა ცრემლები.
– ელე, ტირი? – ლელასაც აუკანკალდა ხმა. – რა სულელი ხარ, რა გატირებს? ჩემი გოგო ხარ. მოვიდე?
– არა, ლელ... უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა. დავასრულე კარიერა. მორჩა, ელენე შერვაშიძე აღარ არსებობს. სულ ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო. უბრალოდ ბედნიერება მისურვე.
– აუცილებლად იპოვი ბედნიერებას. იმიტომ რომ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ. ჩემი ყველაზე კეთილი ანგელოზი ხარ. ბედნიერებას გისურვებ, მეგობარო.
– მადლობა ლელა, ხომ იცი როგორ მიყვარხარ? როგორი ახალი ცხოვრებაც არ უნდა დავიწყო, შენ მაინც ჩემი ცხოვრების მთავრი ადამიანი იქნები. ჩემი საკუთარი ადამიანი.
ტელეფონი გაუთიშა და გასაქანი მისცა გრძნობებს. რაც მთელი წლის მანძილზე არ უტირია, რაც აქამდე ვერ თქვა, ბოლომდე ამოთქვა და დაიცალა ემოციებისგან. ბოლომდე განთავისუფლდა ყველა ტკივილისაგან. სუფთა ფურცლიდან უნდა დაეწყო. დაიწყებდა კიდეც.

****
ახალი ცხოვრება... ახალი დღე... ახალი იმედები... ახალი სამსახური...
დიახ, ელენე შერვაშიძეს პირველი სამუშაო დღე ჰქონდა ახალ ამპლუაში. უბრალო მიმტანად მუშაობდა ერთ-ერთ ღია კაფეში, მაგრამ ყველაზე ბედნიერი იყო. თითქმის სირბილით დაქროდა მაგიდებს შორის და თავაზიან ღიმილს არ იშორებდა სახიდან. რა უცნაურია ცხოვრება?! აქ მომუშავე გოგონების აბსოლუტური უმრავლესობა ყველაფერს გაიღებდა იმისთვის, რომ ელეს წინანდელი ცხოვრება ჰქონოდათ. ელე კი მათ ბედს შენატროდა თურმე. თითქმის მთელი დღე მოუწია ფეხზე დგომა, მაგრამ ამასაც შეჩვეული იყო.
– ელე, მესამე მაგიდასთან გთხოვენ. – ფიქრებიდან გამოარკვია ადმინისტრატორმა. ერთადერთი უჟმური ადამიანი იყო მთელ ამ კოლექტივში.
ელე წელში გასწორდა და მაგდისკენ ღიმილით გაემართა. რაც უფრო უახლოვდებოდა ღიმილი სახეზე ეყინებოდა. უკვე მაგიდასთან იდგა და ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებდა. ლაშა იჯდა და თვალს არ აშორებდა. უნდოდა წასულიყო, მაგრამ ვერ ახერხებდა.
– გამარჯობა, ელე... – გამომეტყველება არ შეუცვლია ისე მიესალმა ლაშა.
დამუნჯებული იდგა და ვერაფერს ახერხებდა. მთელი სხეული უკანკალებდა. გაქცევა უნდოდა, მაგრამ ვერ გარბოდა. ყველა ჭრილობა განუახლდა. მთელი ერთი წლის ნაგროვები ახლა ეტკინა. ის კი... ლაშა იჯდა და თვალს არ აშორებდა. ერთი შეხედვით მშვიდად. თუმცა მაგიდაზე დაწყობილი ხელები ჰყიდდნენ, ერთიანად უცახცახებდა ორივე ხელი.
– რას ინებებთ? – ძლივს ამოილუღლუღა ერთ ადგილზე მილურსმნულმა ელემ.
– ელე... – თავი უკმაყოფილოდ გადააქნია ლაშამ. – მეტი არაფერი გაქვს სათქმელი? – წამოდგა, ხელი მოკიდა და ძალით დასვა მაგიდასთან.
თვითონ მოპირდაპირე მხარეს დაუჯდა და დაჟინებით ჩააშტერდა თვალებში. ელემ ვერ შეძლო და მზერა აარიდა. ვინ იცის რამდენ ხანს იჯდებოდნენ ასე, ადმინისტრატორს რომ არ დაერღვია მყუდროება. მათ მაგიდას მიუახლოვდა, ელესკენ დაიხარა და ყურში უჩურჩულა:
– ელენე, კლიენტებთან ჩამოჯდომა და მუსაიფის გაბმა გეკრძალებათ!
– ელენე აქ აღარ მუშაობს. – კბილებში გამოსცრა ლაშამ და ერთიანად დაიძაბა.
– ბატონო? – წელში გასწორდა ადმინისტრატორი.
– აქ აღარ მუშაობს ელენე-მეთქი. – ხვდებოდა რომ უკვე თავის კონტროლი უჭირდა. წამოდგა, მაგიდაზე ფული დადო, ელეს ხელი მოკიდა და ისე რომ არც უკითხავს, გასასვლელისკენ წაიყვანა. ელე ხმას ვერ იღებდა. იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, რომ ბოლომდე ვერც კი აღიქვა, თან ლაშას დაძაბულ სხეულს, რომ უყურებდა, ხვდებოდა ახლა რომ ხმა ამოეღო, შეიძლება დიდი აფეთქება გამოეწვია. მანქანამდე მიიყვანა. წინა სავარძელზე ლამის ძალით დასვა და თვითონ საჭეს მიუჯდა.
ელეს ხანდახან ეჩვენებოდა, რომ ცხოვრებას ლაშასთან ერთად თითქოს ორჯერ გადიოდა. ისევ ეს გზა მასთან ერთად გავლილი, ისევ ძალით წამოყვანილი. თითქოს ცხოვრება მუდმივად აბრუნებდა ერთი და იმავე ადგილას, მანამ სანამ გონივრულ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. მაგრამ არასწორი ეჩვენებოდა ეს „გონივრული გადაწყვეტილება.“ თვითონაც ვერ გეტყოდათ რატომ. ყველაზე მეტად აშინებდა ლაშასთან ურთიერთობის დათბობის პერსპექტივა. იმ ტკივილის ეშინოდა, რომელსაც მერე დაშორება გამოიწვევდა. რატომ უნდა დაშორებოდა? არ ჰქონდა ამ კითხვაზე პასუხი. უბრალოდ აღარ სჯეროდა. ამდენი ტკივილის მერე, ბედნიერების აღარ სჯეროდა.
ხმას არცერთი იღებდა. დაძაბული მართავდა ლაშა მანქანას. ძალიან ბევრი ჰქონდა სათქმელი, მაგრამ ახლა ვერ ახერხებდა. ელეს? ელეს არაფერი ჰქონდა სათქმელი. დიდი ხნის წინ აუკრძალა საკუთარ თავს ლაშაზე ფიქრი. სწორედ მაშინ, მისი სახლის კარი რომ გამოიხურა და ლევანთან დაბრუნდა.
– ელე... – ფიქრებიდან ლაშას ჩახლეჩილმა ხმამ გამოიყვანა.
არ მიუხედავს, ოდნავ შეკრთა და აქამდე მუხლებზე დაწყობილი ხელები ეთმანეთში ახლართა. ლაშამ ამოიოხრა და ისევ გზას გახედა. ისევ თავის სახლთან მიიყვანა. ისევ ერთად ავლილი ხუთი სართული და ისევ ის შეგრძნება ზღურბლის გადაბიჯებისას, შიშის შეგრძნება.
– ელე, მომისმინე. პატარა ბავშვი აღარ ვარ და ზუსტად ვხვდები რა გავაკეთე ახლა. – დაიწყო ლაშამ, როგორც კი სახლში შევიდნენ. მდუმარედ მდგარი ელე დივანთან მიიყვანა და ჩამოსვა. თვითონ მის წინ სკამი მიიდგა და ისე დაუჯდა, რომ პირდაპირ თვალებში ეყურებინა. – წამოგიყვანე იმიტომ, რომ უკვე სასაცილო და მოსაბეზრებელია ეს ყველაფერი. მართლა ვერ ვხვდები რა გინდა. არ მესმის, ვერ გიგებ. მაშინდელი შენი წასვლის მიზეზიც ვერ გავიგე, მაგრამ პატივი ვეცი შენს განცდებს და არ გამოგყევი უკან, თუმცა შემეძლო. საკუთარი ქმრის სახლიდანაც კი წამოგიყვანდი მაშინ, მარტო ჩემს თავზე რომ მეფიქრა. – ხელები ნერვიულად მოისრისა და რამდენიმე წამი შეჩერდა. – ელე, ყველაფერი უფრო რთული გასაგები გახდა, რაც მითხარი რომ შენც იგივეს გრძნობდი, რასაც მე. მართლა არ მესმის, როგორ შეგიძლია გიყვარდეს ადამიანი და ამავე დროს მისი უარყოფაც შეგეძლოს. მე ვერ შევძელი. გაბრაზებული კი არა, გაცოფებული ვიყავი, მაგრამ შენზე ცუდის ფიქრის უფლება მაინც ვერ მივეცი საკუთარ თავს. ისიც ვერ მოვახერხე, რომ წავსულიყავი და დამევიწყებინე. ელე, შეუძლებელია, როცა გიყვარს მისგან წახვიდე. შენ როგორ ახერხებ? – წამოდგა, ორივე ხელი თმებზე გადაისვა და ფანჯარასთან მივიდა. ელესკენ უკვე ზურგით იდგა. არც მოუხედავს ისე განაგრძო. – მე ვერ შევძელი. მთელი ეს ერთი წელი აჩრდილივით დაგსდევდი. შენი ცხოვრებით ვცხოვრობდი. მთაშიც კი ვერ ავდიოდი. მარტო ჟენიას სანახავად ერთი ღამით და დილას ისევ აქ გამოვრბოდი. შენთან გამოვრბოდი, თუმცა საერთოდ არ მელოდებოდი. აი, ამის გაცნობიერება იყო ყველაზე რთული. ყველაზე მტკივნეული. ელე, გაგიგებდი რომ გყვარებოდა. ბედნიერი რომ ყოფილიყავი მეც თავისუფლად ვისუნთქებდი, მაგრამ გხედავდი ყოველდღე და ვგრძნობდი როგორ გიჭირდა სუნთქვა შენც. აი, ეს არ მესმის. აი, ამას ვერ გიგებ. რატომ იტანჯავ თავს და რატომ მანადგურებ მეც? არაფერი ისეთი არ ჩგიდენია,რომ ერთად ვერ გამოგვესწორებინა. მესმის გაბრაზებულ გულზე მიიღე ის გადაწყვეტილება და ამაზე არ ვიხსნი ჩემს წილ პასუხისმგებლობას. ვიცი მაშინ, იმ დილას ნანახმა გაგანადგურა. ვიცი, რომ დავაგვიანე. უფრო ადრე უნდა მომეძებნე. სანამ საკურთხეველთან მიჰყვებოდი მანამ. არ უარვყოფ, მეც ბევრი დავაშავე, მაგრამ ახლა მაინც ვცდილობ გამოვასწორო ყველაფერი. მაშინაც ვეცადე. შენ კიდევ? შენს აპათიას გადავყავარ ჭკუიდან. როგორ შეგიძლია ამ სიტუაციაში არაფერი აკეთო? არ იბრძოლო? როგორ ახერხებ არაფერი იგრძნო და მშვიდად განაგრძო ცხოვრება, მაშინ როცა შიგნიდან ნადგურდები? ამას შენს თვალებში ვხედავ. ელე, უკვე ერთი წელია მაგ ლამაზ თვალებში ის სხივი აღარ არის, რასაც ჭკუიდან გადავყავდი ყოველთვის. ყველაზე რთულია. ვერ გიყურებ ასეთს. არ მოგცემ უფლებას საკუთარი თავი გაინადგურო, თან უმიზეზოდ. – მეტის გასაგრძელებლად ძალა არ ეყო. საკუთარ პრესზე და მკერდზე იგრძნო ელეს სუსტი ხელები. ზურგი კი საშინელმა სიმხურვალემ აუწვა. მარტო საუბრის კი არა, მე მგონი სუნთქვის უნარიც დაკარგა. ნელ-ნელა შემობრუნდა და თვალებში ჩახედა. ცრემლიანი ჰქონდა თვალები ელეს. ცრემლიანი და ტკივილიანი.
ორივე ხელი შემოხვია, ასე მონატრებულ მის სიფრიფანა სხეულს და მთელი ძალით ჩაიკრა გულში.
– ნეტავ იცოდე, როგორ მენატებოდი. – საფეთქელზე დაუტოვა ცხელი კოცნის კვალი. – ელე, მიყვარხარ სიგიჟემდე, გონების დაკარგვამდე და სულის შეხუთვამდე.
საპასუხოდ ელე თითის წვერებზე აიწია და ლაშას ტუჩებს მისწვდა. იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი ლაშასთვის, რომ იქვე ფანჯრის რაფას ჩამოეყრდნო, თორემ შეიძლება თავი ვერც კი შეემაგრებინა. ორი წამი დასჭირდა გონზე მოსასვლელად და თვითონაც აყვა კოცნაში. კოცნიდა გრძნობით და მთელი ვნებით, ისე თითქოს პირველად, ისე თითქოს ბოლოჯერ. ელემ ხელები მისი პერანგის ღილებისკენ წაიღო და გაუბედავად დაიწყო გახსნა. აქ კი მართლა შეაჩერა სუნთქვა რამდენიმე წამით ლაშამ. აქ კი მართლა ვეღარ შეძლო მოეკრიბა გონება. ელეს სუსტი ხელების შეგრძნებამ საკუთარ მკერდზე მართლა ყველაფრის უნარი დააკარგვინა. ერთი ამოიგმინა და მაისურის ქვეშ შეუცურა ხელები. გონება დაებინდა ელეს ათრთოლებული, შიშველი სხეული რომ იგრძნო ხელებზე. ელემ ახლა მის მკერდზე გადაინაცვლა და ცხელი ტუჩებით დალაშქრა ვაჟის განიერი მხარბეჭი.
– ჭკუიდან გადაგყავარ. – ამოიხრიალა ჩახლეჩილი ხმით. ხელი კაბის ქვეშ შეუცურა და თეძოზე აასრილა. ელეს უკვე ბოლომდე მოეშორებინა მისი სხეულისთვის პერანგი და დიდი ხანი იყო იატაკზე ეგდო თავის მაისურთან ერთად. ლაშამ ხელის ერთი მოძრაობით პრესზე შემოისვა გოგოს სუსტი სხეული და ტუჩები მისი ზედა საცვლიდან მაცდურად მომზირალი მკერდისკენ წაიღო. ელეს სუსტი კვნესა აღმოხდა და ორივე ხელი კისერზე შემოხვია ვაჟს. ლაშა არეული ნაბიჯით დაიძრა საძინებლისკენ და საწოლზე გადააწვინა. ერთხანს ასე უყურებდა, თვალს ვერ წყვეტდა მის უნაკლო სხეულს. ელეც არ აშორებდა თავლებს და ვნებისაგან თრთოდა. ლაშამ აკანკალებული ხელი წაიღო და საბოლოდ გაანთავისუფლა, ჯერ ზედა საცვლისგან და მერე ზედმეტი ტანსაცმლისგან. ელემ ხელი მისი ქამრისკენ წაიღო და უკვე მთელი ტანით ეკვროდა ვაჟის გახურებულ სხეულს. მოხდა ის, რასაც ვერც ერთი ვერ წარმოიდგენდა, ჯერ კიდევ ამ დილით. განუმეორებელი იყო თითოეული წამი მათი სინქრონისა. ელესთვის პირველი და განუმეორებელი. ლაშასთვის შეუდარებელი და დაუვიწყარი, თუმცა მაინც დაუჯერებელი. ან როგორ დაეჯერებინა? გვერდით ეწვა საყვარელი არსება, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წუთის წინ ასეთი შორეული და მიუწვდომელი ეჩვენებოდა და ამ ყველაფერს ემატებოდა ის ფაქტი, რომ ელესთვის პირველი მამაკაცი იყო. სიამაყის და ბედნიერების გრძნობასთან ერთად ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაუგებარს ხდიდა ელეს თითოეულ ნაბიჯს. მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი ყველაზე ნაკლებად უნდოდა. ახლა ელეს გარდა არაფერი ახსოვდა.

****
დილით ელეს ლაშას მკლავებში მოქცეულს გაეღვიძა. პირველი შეგრძნება სასიამოვნო ჟრუანტელი იყო. მერე ნელ-ნელა გაიაზრა შექმნილი ვითარება. გააცნობიერა რომ ისევ დასაწყისში დაბრუნდა. ის გააკეთა, რასაც ერთი წლის წინ გაექცა ზუსტად ამ სახლიდან, ამ ოთახიდან, ამ საწოლიდან, ამ მკლავებიდან. რა შეიცვალა მას შემდეგ? არაფერი. უბრალოდ ელემ მისცა საკუთარ თავს სისუსტის უფლება. სულ რაღაც რამდენიმე წამით, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა, იმისთვის რომ თავი დაეკარგა. ნანობდა თუ არა? შეუძლებელია ის ინანო, რაც ელემ განიცადა, მერე რა რომ მის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა? არ ნანობდა, მაგრამ მაინც არასწორად მიაჩნდა ეს ყველაფერი. მით უმეტეს მაშინ, როცა განქორწინების პროცესი ელოდა წინ და დარწმუნებული იყო ყვითელი პრესისთვისისთვის რა მსუყე თემა იქნებოდა მისი ეს ნაბიჯი. ჯერ მარტო ის რომ ერთი შეხედვით „იდეალური“ წყვილი შორდებოდა ერთმანეთს და მერე ისიც ასე. არ იმსახურებდა ლევანი ასეთ შეურაცხყოფას. მიუხედავად ყველაფრისა, ლევანის მიმართ მაინც დადებთი დამოკიდებულება ჰქონდა. სადღაც მადლიერებასაც გრძნობდა. რაც არ უნდა ყოფილიყო ამდენწლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ.
სევდიანი თვალებით ახედა ლაშას. ეძინა. რამდენიმე წუთი უსმენდა მის მშვდ ფშვინვას. ნელ-ნელა მიუახლოვა ბაგეები და ყელში აკოცა. ძალიან ნაზად, ისე რომ არ ეგრძნო ლაშას. არ უნდოდა გაეღვიძა. ძალიან ფრთხილად გაინთავისუფლა თავი შემოხვეული მკლავებისგან და იატაკზე მიმოფანტული ტანსაცმელების შეგროვება დაიწყო. უხმაუროდ მოძრაობდა, თითის წვერებზე. რამდენიმე წუთი დასჭირდა და უკვე მზად იყო. კიდევ ერთხელ გადახედა მძინარე ლაშას და ოთახის კარი გაიხურა. გაიარა მისაღები და გასასვლელი კარის წინ რამდენიმე წამით შეჩერდა.
– სად მიდიხარ? – მოესმა ზურგსუკან ცივი, დაძაბული ხმა.
შეცბა. კარის სახელურისკენ წაღებული ხელი ჰაერში გაუშეშდა. არ შემობრუნებულა, თუმცა ნაბიჯის გადადგმაც ვერ გაბედა.
– ელენე, გეკითხები, სად მიდიხარ? – დაუმარცვლა.
არც ამჯერად განძრეულა ელე. ისევ ლაშა დაიძრა. გაავებულმა მოკიდა ხელი მკლავში და აიძულა მისაღებში შესულიყო. საკმაოდ უხეში იყო ლაშა, ელეს მკლავი დაუბუჟდა და სავარაუდოდ ხვალ მოზრდილი სილურჯეც დააჩნდებოდა. დივანზე ძალით დასვა და თვითონ ოთახში ნერვიულად გაიარა. ელე მობუზული იჯდა დივანზე და ნატკენ მკლავს ისრესდა.
– გოგო... – ვეღარ გააგრძელა, ბრაზი ახრჩობდა. – ელე, რის მიღწევას ცდილობ ვერ ვხვდები. რას ნიშნავს შენი საქციელი? რას ნიშნავს შენთვის წუხანდელი ღამე?
ხმას არ იღებდა ელე და ამას კიდევ უფო გადაჰყავდა ჭკუიდან.
– ნანობ? – ხმა გაებზარა ლაშას. – მიპასუხე! მომხდარს ნანობ? ვერ მიტან ამისთვის? მიდიხარ იმიტომ რომ მეტად მატკინო? – ცოტა ხნით შეჩერდა და ღრმად ამოისუნთქა. – მეტი შეუძლებელია. ბევრად მეტად მტკივა. ასე უფრო ძნელია, ელე. ახლა, როცა თავიდან ბოლომდე ჩემი ხარ, ათასგზის ძნელია. ახლა იმაზე მეტად მტკივა ვიდრე შენ გეტკინა მაშინ. ვიცი იმიტომ რომ შეუძლებელია ამაზე მეტი ტკივილი. ახლა ვერაფრით გაგიშვებ. ახლა ზუსტად შენი სურვილის საწინააღმდეგოდ შემიძლია გაიძულო დარჩენა. ახლა ჩემი საკუთრება ხარ.
ერთხანს მდუმარედ უყურა. მივიდა, მის წინ ჩაიმუხლა და ხელი გაუბედავად წაიღო ჯერ კიდევ მის მტკივან მკლავზე დადებული ხელისკენ და ფრთხილად ჩამოაღებინა. ერთხანს ხელებში ჰქონდა მოქცეული, მერე დიხარა და ნაზად შეახო ტუჩები
– დამელაპარაკე, ელე. – ხმაში მუდარა გაურია. – არ მესმის ელე, ვერც ერთ შენს ნაბიჯს ლოგიკურ ახსნას ვერ ვუძებნი. რა გიყო? გთხოვ ელე, მითხარი რა გავაკეთე არასწორად. რატომ გადაწყვიტე წასვლა უთქმელად. ელე, გიცნობ და ვიცი რას ნიშნავს შენთვის მომხდარი. ამითი საკუთარ თავს ისჯი, თუ მე მანადგურებ?
– ჯერ კიდევ მისი ცოლი ვარ. – ამოიკნავლა ელემ.
სახეზე სიბრაზე დაეტყო ლაშას.
– ამის დედას შე**** – გაცოფებული წამოხტა ფეხზე. – ახლა ამას მნიშვნელობა აქვს? ამ ყველაფრის მერე ამას რამე აზრი აქვს? ელე, არც არასდროს ყოფილხარ მისი ცოლი. რა მნიშვნელობა აქვს რა წერია ქაღალდზე? – ოთახში წინ და უკან დადიოდა და დრო და დრო ელეს წინ ჩერდებოდა.
– არ იმსახურებს ჩემგან ამას. ძალიან სასტიკად ვექცევი.
– მე? მე რას მიშვები მერე? ჩემზე არ ფიქრობ?
– ლაშა, გთხოვ...
– რას მთხოვ? საერთოდ ხვდები რას მთხოვ?
ერთხანს ჩუმად იდგა. აღარ უყურებდა ელეს. თვალი ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა. ბოლოს გამოერკვა და ელეს მიუბრუნდა.
– წამოდი. – ხელი გაუწოდა და წამოდგომაში მიეხმარა.
– სად?
ლაშა აღარ უსმენდა. ხელი მოჰკიდა და გაიყოლა. კარი დაკეტა და ლიფტს არ დალოდებია ისე ჩაირბინა კიბეები. თან ელეს არ უშვებდა ხელს. მანქანაში ჩასვა და დაძრა. პირდაპირ ელეს სახლთან გააჩერა.
– თხუთმეტი წუთი გაქვს, ტანსაცმელი ჩაილაგე და გელოდები.
ელე გაუცნობიერებლად დაჰყვა მის ნებას. აღარ შეწინააღმდეგებია. ხვდებოდა, რომ აზრი არ ჰქონდა. ნახევარი საათი დასჭირდა მოსამზადებლად. ლაშა მანქანიდან გადმოსულიყო და კარებზე მიყრდნობილი დროდადრო საათს ამოწმებდა.
გამოჩნდა ელე. ჩანთა გამოართვა, საბარგულში ჩადო და ისევ საჭეს მიუჯდა. ელემ ღვედი შეიკრა და დაიძრნენ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ელეს არაფერი უკითხავს. ლაშას აფეთქების ეშინოდა, მაგრამ როგორც კი თბილისს გასცდნენ, იკადრა ხმის ამოღება.
– სად მივდივართ?
– იქ, საიდანაც წასვლა არ გენდომება. – თავი არ მოუბრუნებია ისე უპასუხა.
ელეს ხმა აღარ ამოუღია. ჟენიასთან მიყავდა. მიხვდა ელე და იგრძნო, რომ ზუსტად მიუხვდა ლაშა. ახლა იქ წასვლა ჰაერივით სჭირდებოდა. ერთადერთი ადგილი იყო დედამიწის ზურგზე, სადაც ახლა თავს კომფორტულად იგრძნობდა.
მეტი აღარაფერი უთქვამთ.
ისევ ისეთი დახვდა იქაურობა, თითქოს რაღაც მისეული. სახეგაბრწყინებულ ჟენიას გულში ჩაეკრა და ლამის ატირდა. გელოდებოდიო – ღიმილით შეაგება მოხუცმა და მაშინვე სახლისკენ გაუძღვა. ლაშა არ გაჰყოლიათ, ისევ მანქანასთან იდგა და ღიმილით უყურებდა მიმავალთ. ელე მობრუნდა.
– შენ არ შემოხვალ? – თვალი გაუსწორა.
– სანამ მისი „ცოლი“ გერქმევა, არც კი დაგენახვები. როგორც შეგპირდი. – დაიხარა, საფეთქელზე აკოცა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა.
მანამ გაჰყურებდა ელე მიმავალ მანქანს, სანამ თვალს არ მიეფარა. მერე შებრუნდა და სახლში შევიდა, სადაც ჟენიას მოხვეული ხინკლის ოხშივარის სასიამოვნო ბურუსს დაეფარა მთელი სამზარეულო. მისი ჩამოსვლის პირველი დღე გაახენდა და უნებურად ჩაეღიმა. თითქოს თავიდან დაიბადა. თითქოს ის ცხოვრება მთებს იქით დატოვა. აქ მაინც ბედნიერი იყო.
თითქმის ერთი თვე იყო უკვე აქ. ამ ხნის მაძილზე ლაშა არ ჩამოსულა. რა თქმა უნდა ძალიან აკლდა ელეს. ენატრებოდა, მაგრამ არ აღიარებდა. ჩვევად ექცა ფერად კიბეებზე ჩამოჯდომა და განთიადის შეხვედრა.
ლაშა არა, მაგრამ ლელა კი ჩამოვიდა. ელეს დამატებითი სტიმული.
ჩამოსვლიდან მხოლოდ მესამე კვირას გადაწყვიტა ელემ ძველი გაკვეთილები განეახლებინა. ბატონი ბერდია დიდი სიხარულით შეხვდა ამ ამბავს. ელემ პირველი რაც მოინდომა სარეპეტიციო დარბაზის ნახვა იყო. ფეხით გაუყვნენ გზას ის და ლელა. ყველაფერი ძველებურად დახვდა. არაფერი შეცვლილიყო. ცრემლიც კი მოადგა თვალზე. კარებში სირბილისგან აქოშინებული თომა შემოვიდა.
– ელენე მას... – სულს ძლივს ითქვამდა. – გავიგე გაკვეთილების ჩატარებას აპირებსო.
– თომა, ჩემო ბიჭო. – სიყვარულით აუჩეჩა ქოჩორი ელემ. – ხომ იცი უშენოდ მაინც არ დავიწყებდი მაგ ამბავს.
– ვიფიქრე, დახმარება დასჭირდება-მეთქი და მოვედი.
– შენი იმედი მაქვს.
აქ ყველაფერი ძველებურად იყო.

****
გაკვეთილების მერე სარეპეტიციო ოთახში დარჩენა ისევ ტრადიციად შემოიღო. იმ საღამოსაც დარჩა. არ ცეკვავდა, იატაკზე, ღია კარისკენ ზურგით, იჯდა ფეხმორთხმით და ფიქრობდა. გარედან შემოსული მთვარის შუქი საკმაოდ ანათებდა ოთახს. იგრძნო კარებთან ვიღაც იდგა, მისმა ჩრდილმა საკმაოდ დააბნელა ოთახი. ფეხზე წამოდგა და შემობრუნდა. მანამდეც იგრძნო, მაგრამ ახლა დაინახა, რომ ზღურბლზე ლაშა იდგა. ადგილიდან არ დაძრულა ელე. ვერ გაბედა. ისევ ლაშამ გადმოდგა რამდენიმე ნაბჯი და საქაღალდე, რომელიც ხელში ეჭირა ელეს გაუწოდა.
– ხელი გაქვს მოსაწერი. – პირველად ამოიღო ხმა ლაშამ. – პირობა შევასრულე. ხელმოწერის მერე თავისუფალი იქნები.
ელე თვალცრემლიანი უყურებდა ლაშას. ერთხელაც არ დაუხედია გამოწვდილი ხელისთვის. გაუცნობიერებლად გამოართვა ქაღალდები და იქვე სკამზე დადო. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ძალიან ახლოს მივიდა.
– მეცეკვე რა... – თავი მკერდზე მიადო.
ლაშამ უკვე იცოდა სად უნდა წაეღო ხელები.
რამდენიმე წამის შემდეგ, მთვარის შუქზე მათი სხეულები, პირველად ერთი წლის შემდეგ, კიზომბას ამაღელვებელ ჰანგებზე ირწეოდა.
ყველაფერი ძველებურად იყო.
მხოლოდ ისინი შეიცვალნენ. დროის დაფასება ისწავლეს. ერთმანეთის სიყვარული ისწავლეს.

--------------------------------------

ესეც დასასრული...
დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობდით და აზრს მიზიარებდით...
შევეცდები მალე დაგიბრუნდეთ ახალი ისტორიით love

№1  offline ადმინი შამანი

...და მე ისევ პირველი ♥
ახლა წავიკითხავ ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

№2  offline მოდერი nicol

შამანი
...და მე ისევ პირველი ♥
ახლა წავიკითხავ ♥

love love love
--------------------
თინა ნიკოლ

№3  offline მოდერი chica sol

უჰ, აქაა ისტორიაც და ნიკოლიც... love

№4  offline მოდერი nicol

მარიამ ზაქარაშვილი
უჰ, აქაა ისტორიაც და ნიკოლიც... love

კი მარიკუნა, მოვედი love
ახლა მოვრჩი წერას love
--------------------
თინა ნიკოლ

№5  offline წევრი lisebeth

ასეთი დებილი ქალები პლანეტაზე არ უნდა არსებობდნენ.... ფუიჰ როგორ მძაგს ეგეთი ხალხი კაცის ან ქალის გამო რომ მდაბლდებიან. კარიერას ტოვებენ და ყველაფერს ივიწყებენ... აი ასეთი ქალი არ ვიქნები არასდროს.ვიღაც ტყიურს შესწირა ის რასაც მიაღწია. რისთვისაც იომა...
ფურთხის ღირსია ასეთი ქალები

№6  offline მოდერი chica sol

უჰ... ასე რა.. დამეტანჯა ნერვები წინა თავებში...
ახლა მშვიდად დავიძინებ. რა შემიძლია სხვა გითხრა?
განუმეორებელი ხარ... love love

№7 სტუმარი თეა

lisebeth
ასეთი დებილი ქალები პლანეტაზე არ უნდა არსებობდნენ.... ფუიჰ როგორ მძაგს ეგეთი ხალხი კაცის ან ქალის გამო რომ მდაბლდებიან. კარიერას ტოვებენ და ყველაფერს ივიწყებენ... აი ასეთი ქალი არ ვიქნები არასდროს.ვიღაც ტყიურს შესწირა ის რასაც მიაღწია. რისთვისაც იომა...
ფურთხის ღირსია ასეთი ქალები

საიდან ამდენი ბოღმა? ესე იგი ადამიანებზე მაღლა კარიერა უნდა დავაყენოთ? რა სისულელეს ამბობ?!

№8  offline მოდერი nicol

მარიამ ზაქარაშვილი
უჰ... ასე რა.. დამეტანჯა ნერვები წინა თავებში...
ახლა მშვიდად დავიძინებ. რა შემიძლია სხვა გითხრა?
განუმეორებელი ხარ... love love

)))))) დაგვადგა საშველი ყველას ♥♥♥♥
--------------------
თინა ნიკოლ

№9  offline წევრი marisa

lisebeth
ასეთი დებილი ქალები პლანეტაზე არ უნდა არსებობდნენ.... ფუიჰ როგორ მძაგს ეგეთი ხალხი კაცის ან ქალის გამო რომ მდაბლდებიან. კარიერას ტოვებენ და ყველაფერს ივიწყებენ... აი ასეთი ქალი არ ვიქნები არასდროს.ვიღაც ტყიურს შესწირა ის რასაც მიაღწია. რისთვისაც იომა...
ფურთხის ღირსია ასეთი ქალები

რაც არ უნდა არარელიაზებული იყოს ადამიანი, ამის თქმის უფლებანარა მგონია, ვინმეს ჰქონდეს. ვაფასებ ბედნიერ ადამიანებს, თუნდაც სხვა ადამიანების ხარჯზე.

პ.ს. ნიკოლ, წავიკითხე.. კარგი გოგო ხარ, რომ დადე და კომენტარსაც დავწერ. ახლა კლასში შევიდე :დდ

№10  offline წევრი lisebeth

თეა
lisebeth
ასეთი დებილი ქალები პლანეტაზე არ უნდა არსებობდნენ.... ფუიჰ როგორ მძაგს ეგეთი ხალხი კაცის ან ქალის გამო რომ მდაბლდებიან. კარიერას ტოვებენ და ყველაფერს ივიწყებენ... აი ასეთი ქალი არ ვიქნები არასდროს.ვიღაც ტყიურს შესწირა ის რასაც მიაღწია. რისთვისაც იომა...
ფურთხის ღირსია ასეთი ქალები

საიდან ამდენი ბოღმა? ესე იგი ადამიანებზე მაღლა კარიერა უნდა დავაყენოთ? რა სისულელეს ამბობ?!
აბა ისაა ნორმალური მთელი ცხოვრება რომ იბრძოლებ რაღაცის მისაღწევად და მერე კაცს შესწირავ? არც ერთი ნორმალირი ადამიანი არ იზამს მაგას.... ნუ ნორმალური თუა არ იზამს..

ხელოვანებს აქვთ ასეტი გამოთქმა ''ის ვინც სცენის მტვერით მოიწამლება ვეღარასდროს განიკურნება თუ ის ნამდვილი ხელოვანია''
ეტყობა ელენე არ იყო ნამდვილი ხელოვანი
შეუძლებელია ნამდვილი ხელოვანი ასეტი იყოს. ხელოვნება ნიშნავს სულით თავისუფლებას . ნისნავს მაყურებლის და პუბლიკის სიყვარულს. ნამდვილი ხელოვანისთვის თავისი მაყურებელია მთავარი და ამოსავალი. ამიტომაც არ შეულიათ მათ დათმონ კარიერა. ისინი ცხოვრობენ სხვისთვის
ელენე არასდროს ყოფილა ნამდვილი ხელოვანი თორემ ვერავის და ვერაფრის გამო ვერ დათმობდა ცეკვას. ის არასოდეს მოწამლულა სცენის მტვერით ნამდვილად.
გრაფომ ზუსტად არნიშნა ის გოგო იყო,რომელმაც ფეხების ქნევის მეტი არაფერი იცოდა და ბოლოს აღმოჩნდა ,რომ ფეხებსაც ვერ იქნევდა წესიერად.
არ არსებობს ხელოვანი,რომელსაც შეუძლია დათმოს თავისი საქმე თუ ის ნამდვილად უყვარს.
ესეიგი ელენეს არ ჰყვარებია ბოლომდე თავისი საქმე თორემ ის იმ გასტროლსაც ვერ დატმობდა ვერავის გამო რომელიც მიაგდო და ხევსურეთში გაიქცა. პირველ რიგში იფიქრებდა იმ მაყურებელზე ,რომელიც ელოდა და არა თავის ხუშტურებზე...
იმიტომ რომ ის არასდროს ყოფილა ნამდვილი ხელოვანი. გოგონა იყო რომელმაც რაღაცას მიაღწია და თავში აუარდა და ლოგიკურად დაასრულა.
ის არ იყო იმ ცხოვრების ღირსი რაც ცხოვრებამ მისცა და ბოლოს როგორც მისცა ისე წაართვა.
ის სწორედ იმის ღირსიი იყო რაც მიიღო საბოლოოდ.
ასეტი ხალხის ადგილი სცენაზე არ არის. სცენა გაცილებით მეტია ვიდრე ელენე შარვასიძე იყო

№11  offline წევრი tveni

რა დაბოღმილი ლაპარაკობ :-D :-D დამიჯერე ასეთი ადამინი ბევრია... არის გარკვეული ფასეულობები, რომლებსაც თვითობ ვუწესებთ საკუთარ თავს.. ამ გოგოს არავისთვის შეუწირავს არც თავისი თავი და არც თავისი პროფესია, აღმოჩნდა, რომ მისთვის სიყვარული უფრო მეტი იყო.. ყველაზე მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში და დამიჯერე რო გქონდეს იგივე შემთხვევა შენც ასე მოიქცეოდი

№12  offline წევრი lisebeth

tveni

ტყუილია არც ერთ ხელოვანს არ შეუძლია ასე უბრალოდ ფეხი დაჰკრას და გაიქცეს სცენიდან. ხელოვანს არ შეუძლია იცხოვროს თავისი საქმის გარეშე თუ ეს საქმე მართლა უყვარს. საკუთარ თავსაც ვერ დაუწესებს ამას.
რათქმაუნდა თუ ის სულით ხელოვანია. მათი ცხოვრება იწყებბა და სრულდება იმ საქმით რასაც ემსახურებიან.
მერილ სტრიპს რომ ჰკითხეს არჩევანი რომ მიეცათ პირადი ბედნიერება თუ კარიერაო უპასუხა. მე არ შემოძლია სიცოცხლე იმ საქმოს გარეშე რასაც ვაკეთებო. მე არასდროს დავდგებოდი ამ არჩევანის წინაშე რადგან ეს არ ყოფილა ჩემი არჩევანი. სცენა ჩემი ცხოვრებააო.
აი ესაა ხელოვნება და არა ის რაც ელენემ გააკრთა ..ეს არაა ბოღმა ესაა რეალობა... ის იყო ხუშტურებიანი გოგო რომელსაც თავისი საქე კი. არ უყვარდა. არამედ იმ წუმპოდან ამოთრევაში დაეხმარა სადაც ცხოვრობდა. როცა დასჭირდა ადგა და მიაგდო... აი ესაა რეალობა... შეუძლებელია სული გეხუთებოდეს იმ სამყაროში სადაც მოღვაწეობ თუ ის მართლა შენია...
რატომაა როცა მსახიობს ელითხებიან თუ არა მსახიობი რა გამოხვიდოდიო და პასუხობს "მაინც მსახიობიო"
რომელ საკუთარ თავზე რამის დაწესებაზე მელაპარაკები.
რომელ მსახიობს,მომღერალს ან მოცეკვავეს შეუძლია მიატოვოს კარიერა და კაფეში მიმტანად იგრძნოს თავი უფრო ბედნიერად.
აფსურდია ეს ყოველივე...
არც ერთ ადამიანს არ შეუძლოა დათმოს საყვარელი საქმე თუ ის მართლა უყვარს... ეს გოგო ნამდვილი დებილი იყო დაწყებიდან ბოლომდე. ჯერ ეჭვიანობის სცენა რისთვის გაუუმართა იმ კაცს ცოლი იყო მისი თუ რა...
საბედნიეროდ მონახა თავისი გზა ხევსურეში...იქაა მისი ადფილი და არა დიდ სცენაზე...
მე პირადად მომეწონა ფინალი...
შოუ ბიზნესში ვარსკვლავი უნდა ბრწყინავდეს და არა ელენესავით ნაძალადევად აკეთებდეს ყველაფერს...
როგორც წინა პოსტში ვთქვი სცენა გაცილებით მეტია ვიდრე ელენე შარვაშიძე...ხელოვნება მით უფრო

№13  offline წევრი cisa

კარგიი იყოი ძალიაან :* მაგრაამ ასე მალეე :( თითქოს რაღაც დამაკლდაა არ გინდაა რო გაგრძელო... ნუ რათქმაუნდა ეს ჩემი აზრია.. ისე უნაკლოაა მომეწონა ძალიაან ♥♥♥

№14  offline მოდერი nicol

marisa
lisebeth
ასეთი დებილი ქალები პლანეტაზე არ უნდა არსებობდნენ.... ფუიჰ როგორ მძაგს ეგეთი ხალხი კაცის ან ქალის გამო რომ მდაბლდებიან. კარიერას ტოვებენ და ყველაფერს ივიწყებენ... აი ასეთი ქალი არ ვიქნები არასდროს.ვიღაც ტყიურს შესწირა ის რასაც მიაღწია. რისთვისაც იომა...
ფურთხის ღირსია ასეთი ქალები

რაც არ უნდა არარელიაზებული იყოს ადამიანი, ამის თქმის უფლებანარა მგონია, ვინმეს ჰქონდეს. ვაფასებ ბედნიერ ადამიანებს, თუნდაც სხვა ადამიანების ხარჯზე.

პ.ს. ნიკოლ, წავიკითხე.. კარგი გოგო ხარ, რომ დადე და კომენტარსაც დავწერ. ახლა კლასში შევიდე :დდ

დიდი მადლობა marisa ♥♥♥
რა თქმა უნდა ჯერ სკოლას მიხედე... ♥ კომენტარი მოიცდის ♥

cisa
კარგიი იყოი ძალიაან :* მაგრაამ ასე მალეე :( თითქოს რაღაც დამაკლდაა არ გინდაა რო გაგრძელო... ნუ რათქმაუნდა ეს ჩემი აზრია.. ისე უნაკლოაა მომეწონა ძალიაან ♥♥♥

მადლობა, ჩემო გოგო ♥
მე მგონი გაგრძელებას აზრი არა აქვს, უკვე ყველაფერი გადაიტანეს...
რა ვქნა, ვერაფრით ვერ ვწერ გრძელ ისტორიებს... ((( თან მირჩევნია დიდი ზომის თავები დავდო, ვიდრე ბევრი. მკითხველისთვისაც ასე სჯობია ალბათ.
ვეცდები რაც შეიძლება მალე დავბრუნდე აახალი ისტორიით.

პატივისცემით ნიკოლი
--------------------
თინა ნიკოლ

№15  offline წევრი vikipiki.

ნიკოლ სიტყვები არ მყოფნისს ისეთი კარგი იყოოოოოოო ♥♥ შემიყვარდიი ძალიან ..ველოდები ახალ ისტორიებსს love

№16  offline მოდერი nicol

vikipiki.
ნიკოლ სიტყვები არ მყოფნისს ისეთი კარგი იყოოოოოოო ♥♥ შემიყვარდიი ძალიან ..ველოდები ახალ ისტორიებსს love

მადლობა და ვეცდები დიდო ხანი არ გალოდინო ♥♥♥
--------------------
თინა ნიკოლ

№17  offline მოდერი Kira

Nu ai nicol ra gogo xar ra love martalia xelovani ase iolad ar tovebs imas ristvisac mteli cxovreba ibrdzoda da qmnida magram aq aranairi mnishvneloba araaq man da datmo siyvarulistvis mtavari isaa ro axali cxovreba sheiqmna da axali furclidan daiwyo yvelaferi.. Me ase vfiqrob sxva arvici .. Dzalian miyvarxar da velodebi shemdeg istorias love warmatebebi love KIRA
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

№18  offline მოდერი nicol

Kira
Nu ai nicol ra gogo xar ra love martalia xelovani ase iolad ar tovebs imas ristvisac mteli cxovreba ibrdzoda da qmnida magram aq aranairi mnishvneloba araaq man da datmo siyvarulistvis mtavari isaa ro axali cxovreba sheiqmna da axali furclidan daiwyo yvelaferi.. Me ase vfiqrob sxva arvici .. Dzalian miyvarxar da velodebi shemdeg istorias love warmatebebi love KIRA

გეთანხმები ყველაფერში. თუ ადამიანს სხვა არანაირი ინტერესი არა აქვს გარდა კარიერისა, მაშინ შეუძლია უარი თქვას პირად ცხოვრებაზეც და საკუთარი შემოქმედება დააყენოს ყველაზე წინ, მაგრამე ელე სულაც არ მყავდა ჩაფიქრებული როგორც კარიერისტი. პირველივე თავშივე აღვნიშნე, რომ მისთვის სიყვარულს სულ სხვა დატვირთვა ქონდა და საკმაოდ ფრთხილად უდგებოდა ამ საკითხს..
როცა დადგა არჩევანის წინაშე მან მიიღო ის გადაწყვეტილება რაც მისთვის იყო უკეთესი. თუმცა ჩემი აზრით ლაშას სიყვარული სულაც არ ნიშნავს კარიერის დასასრულს. მე ეს საკითხი ღიად დავტოვე... ის წამოვიდა ლევან ფერაძესგან, როგორც ქმრისგან და როგორც პროდუსერისგან, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მან უარი თქვა სხვა სპონსორებთან თანამშრომლობაზე. ჩემი აზრით ამის დაკონკრეტებას ჩემს ისტორიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ქონდა. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, როგორც ავტორის.
უჰ რამდენი ვილაპარაკე :-D :-D :-D
შენ კიდე მადლობა ჩემო კარგო კომენტარისთვის. ♥♥♥
--------------------
თინა ნიკოლ

№19  offline აქტიური მკითხველი uchveulo

auuh ra kargi iyoo ❤️❤️ velodebi shens shemdeg istorias ❤️

№20  offline წევრი lisebeth

ლელას რომ დაურეკა კარიერა დავასრულეო ასე უთხრა და ღიად რანაირად დატოვე
კარიერის დასრულება სხვა რამესაც ნიშნავს?

№21  offline მოდერი nicol

lisebeth
ლელას რომ დაურეკა კარიერა დავასრულეო ასე უთხრა და ღიად რანაირად დატოვე
კარიერის დასრულება სხვა რამესაც ნიშნავს?

ლელას ისიც უთხრა ელენე შერვაშიძე აღარ არსებობსო, მაგრამ ამითი არსებობა არ შეუწყვეტია...
მოდი სიტყვებზე ნუ გამოვეკიდებით ერთმანეთს... ორი დღეა ვცდილობ არ გიპასუხო აგრესიულ და საკმაოდ უხეშ კომენტარებზე, იმიტომ რომ როგორც არა ერთხელ ვთქვი უხეშობას მირჩევნია საერთოდ არ ამოვიღო ხმა-მეთქი...
მე ამით მართლა დავამთავრე...
--------------------
თინა ნიკოლ

№22  offline წევრი lisebeth

ოკ ...უხეშობა რა შუაშია ან სიტყვებზე გამოკიდება... ავტორს სიტყვებზე ეკიდებიან რადგან ჩვენ რა ვიცით შენ რა იგულისხმე მანდ. მაშინ უნდა გეთქვა რომ იმ კაცთან დაასრულა. ელენე აღარ არსებობსო როგორც მოცეკვავეო მაგ გაგებით უთხრა რადგან წინა წინადადების გაგრძელება იყო ეს... რასაც ავტორი ამბობს იმას იგებს მკითხველი
უნდა იცოდე ზოგადად... და აგრესიას რაში ხედავ ჩემს პოსტებში ფაქტებს რომ გეუბნები.? არავინ გეჩხუბება და არც ვაპირებ...ახლა შენივე ნათქვამის საპირისპიროდ გამოდიხარ თუ აცნობიერებ და ეა ჩემი ბრალი სულაც არაა
შენივე ნათქვამის გადასხვაფერებას ცდილობ

№23  offline აქტიური მკითხველი grafo

ისტორიის ბოლო აბზაცი წავიკითხე. სამაგიეროდ კომენტარებს ყურადღებით გავეცანი. ჩემი სუსტი წერტილია რაა. ნეტა თქვენ რაა. მოგცლიათ მაგრად. სცენის მტვერი არა კვახი. ვის რაში აინტერესებს მსგავსი რამეები. ხალხნო(ავტორებო) გაიგეთ, რომ მკითხველთა უმრავლესობას ჩემი თამადობით მხოლოდ სიყვარულობები და თბილობები უნდა და მხოლოდ, რეალური ემოციები და არა "ბოთეობები".
nicol გამხნევდი და გელი ახალი ისტორიით და მხეცი გმირებით:))).

№24  offline წევრი lisebeth

grafo

სცენის მტვერი გადატანითი მნიშვნელობით ვთქვი იმის ხაზგასასმელად რომ ელენე არ იყო თავისი საქმის პროფესიონალი
მე ელენე გავაკრიტიკე და ავტორმა საკუთარ თავზე მიიღო ესეც ამ საიტზე დამკვიდრებული ჩვევაა ამიტომ არ მიკვირს

№25  offline წევრი cisa

კაი მაშინ თუ ამას არ გაგრძელეებ შემდეგს ველოდეები ისეეთს სიკარგეშიი ეს რო გადაფააროოს ♥♥♥♥♥

№26  offline აქტიური მკითხველი grafo

ვაიმეე, რათ მინდა ეს ახსნა-განმარტებები. ყველამ ის უნდა თქვას რაც უნდა. მე ვინ მკითხავს. მეც რასაც მინდა იმას ვამბობ, ოღონდ ვცდილობ ზნეობის ფარგლებს არ გავცდე. რა ვიცი, მე რომ ვიყო ავტორი მეც საკუთარ თავზე მივიღებდი,რადგან მე ვქმნი ასეთ გმირებს. ელეს კიდევ თავისი გაჭირვებია და აღარ უნდა მგონი მეტის დამატება.

№27  offline მოდერი nicol

grafo
ისტორიის ბოლო აბზაცი წავიკითხე. სამაგიეროდ კომენტარებს ყურადღებით გავეცანი. ჩემი სუსტი წერტილია რაა. ნეტა თქვენ რაა. მოგცლიათ მაგრად. სცენის მტვერი არა კვახი. ვის რაში აინტერესებს მსგავსი რამეები. ხალხნო(ავტორებო) გაიგეთ, რომ მკითხველთა უმრავლესობას ჩემი თამადობით მხოლოდ სიყვარულობები და თბილობები უნდა და მხოლოდ, რეალური ემოციები და არა "ბოთეობები".
nicol გამხნევდი და გელი ახალი ისტორიით და მხეცი გმირებით:))).

ვეცდები ყველანაირად და იმედია გამომივა... თუ არა და მერე მართლა შევინახავ კალამს უჯრაში ))))))))
--------------------
თინა ნიკოლ

№28  offline წევრი nestanuka13

არ მეგონა ასე მალე თუ დაასრულებდი თითქოს ნაჩქარევად მომეჩვენა, ძალიან მომწონდა, ისე შემთხვევით წავიკითხე შენი ისტორიები და უკვე ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ხარ, მალე დაბრუნდი ახალი ისტორიით

ამ ბოლო დროს ლანძღვა ძალიან მოდაშია აქ, რატო უდგებითი ესე სერიოზულად და ერთმანეთს ეკიდებით ხალხო რა უბედურებაა გაერთეთ რა ვისაც როგორ უნდა ისე დაწერს გაერთეთ რა, მე მარტო ცუდ დასასრულებზე მაქვს პრეტენზია ;)))

№29  offline მოდერი nicol

nestanuka13

ვაიჰ... ეს თუ ნაჩქარევი იყო...
თითქმის ერთი თვე ვჯახირობდი ამაზე... (ნუ ხელის შემშლელი ფაქტორების გათვალისწინებით)
ზუსტად ასე მქონდა თავიდანვე ჩაფიქრებული... როგორც კი დადება დავიწყე მაშინვე ვთქვი რომ ოთხი თავის მეტი არ იქნებოდა...
უჰ ნეტა იცოდე როგორ მიხარია ხოლმე ასე „შემთხვევითწაკითხულიდამერეგაფავორიტებული“ მკითხველი love
ვეცდები ყველანაირად, რაც შეიძლება მალე დავბრუნდე love
--------------------
თინა ნიკოლ

№30  offline აქტიური მკითხველი lalita

როგორც ყოველთვის კარგი იყო თბილი და დიდი სიყვარულით სავსე, სიყვარულისთვის ყველაფრის დათმობა შეუძლია ადამიანს, მაგრამ იმას არ ნიშნავას რომ ელენეს თავის პროფესია არ უყვარდა.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent