შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომავლის იმედი (1)


17-09-2015, 11:49
ავტორი тикуне
ნანახია 2 083

მე ანა მონდგომერი ვარ, მთელი ჩემი ბავშვობა და საერთოდ მთელი 18 წელი ობოლთა თავშესაფარში გავატარე... ჰო მძიმე ბავშვობა მქონდა და საერთოდ ამას თუ ბავშვობა ჰქვია.
16 წლის წინ მე და ჩემი ტყუპისცალი ძმა გაბრიელი აქ ობოლთა თავშესაფარში მოგვიყვანეს, მაგრამ რამოდენიმე წელში ჩემი ძმა გააშვილეს და მას შემდეგ აღარ მინახავს. ერთადერთი რაც მისგან დამრჩა ლითონის მედალიონია წარწერით My angel.. არვიცი რატო მაგრამ ეს მედალიონი გაბრიელს მახსენებს და ვცდილობ არასდროს მოვიხსნა. რაც შეეხება ჩემს მშობლებს?! წარმოდგენა არ მაქვს ვინებია და რატო მიგვატოვეს, ალბად არასასურველი შვილები ვიყავით და თავიდან მოგვიშორეს.თავშესაფარს უამრავი წესები აქვს რომელსაც აუცილებლად უნდა დაემორჩილო წინააღმდეგ შემთხვევაში სათანადოდ დაისჯები,თავშესაფრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წესია როგორც კი 18 გისრულდება ალაგებ ჩემოდანს და მიდიხარ, სად ვისთან მაგას არანაირი მნიშვნელობა აქვს მათთვის მთავარია გაეცალო. აი მეც ჩავალაგე ერთი წყვილი კეტი, შავი ჯინსის შარვალი, წითელი სვიტრი და რათქმაუნდა ჩემი ბავშობის მედალიონი. ჩემოდანს ხელი წავავლე და გასასვლელისკენ წავედი თან ვხედავ აღმზრდელებს როგორ ჩამოსდით თვალზე ცრემლები და ცდილობენ არ დამანახონ.. მიხარია თავშესაფრის დატოვება მაგრამ ჩემი სხეულის რაღაც ნაწილს უნდა ისევ უკან დაბრუნება, მართლა ძალიან ძნელია „ოჯახიდან“ წასვლა ვიცი ისინი არ არიან ჩემი ნათესავები და ახლობლები მაგრამ მე მათთან 16 წელი გავატარე და ცოტათი მიჭირს. დიდ ჭიშკარს მივუახლოვდი როდესაც უკნიდან ჩემი ძიძის ხმა გავიგე
- ანა!... შეჩერდი ერთი წამით... (ჩემი ძიძა მანანა, ძალიან მაგარი ქალია მთელი ბავშობა გვერდით მედგა და ჩემთვის დედასავით იყო... ძიძა მომიახლოვდა და მეუბნება - აი ტაქსის ფული, აი ჩემი სახლის მისამართი, ( ხელში მიკუჭავს ) ორივემ ვიცით რო წასასვლელი არსად გაქვს, შეგიძლია ჩემს სახლში იცხოვრო! მე მაინც თვეში ერთხელ მოვალ. ( რამოდენიმე წამი მეხუტებოდა, შემდეგ ხელი გამიშვა და გასაღები მომცა)
- მადლობა! ( დავუძახე მიმავალს უკნიდან)
აი დაბადების დღეც ამას ქვია!... მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ერთხელ მაინც ტორტი მქონოდა ზედ სანთელი ჩამერჭო და სულის შებერვის წინ სურვილი ჩამეფიქრებინა.. 16 წლის მანძილზე სურვილების არ შესრულებას ტორტის არქონლობას ვაბრალებდი, აი ეს კი ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო... როგორ დავტოვე თავშესაფარი არც კი მახსოვს, არც ის მახსოვს სახლამდე როგორ მივედი.... მე ხუთე სართულზე სირბილით ავირბინე და ბინის წინ გავჩერდი.აკანკალებული ხელებით კარებს გასაღები ძვლივს მოვარგე და კარი როგორც კი გავაღე აღფრთოვანებისგან პირი ღია დამრჩა...2 ოთახიანი ბინა კეთილ მოწყობილი, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი და საერთოდ ყველაფერი რაც კომფორტს ემსახურება. ემოციისგან სიცილს ვეღარ ვიკავებ მდივანზე მოდუნებული ვეშვები და სიცილი ბედნიერების ცრემლებად მექცა, უაღრესად ბედნიერი და მადლიერი ვარ , არშემიძლია აგირწეროთ რა ბედნიერებაა როდესაც ანალიზებ რო ვიღაცა დარდობს შენზე და მისთვის მნიშვნელოვანია შენი ბედნიერება. მე არასდროს დავივიწყებ ამ სიკეთეს და სიკეთეს სიკეთით გადავუხდი ყოველთვის. 
დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს. შიშით თვალებს ვერ ვახელდი მეშინოდა ეს ყველაფერი სიზმარი არ ყოფილიყო, მაგრამ როგორც იქნა გამბედაობა მოვიკრიბე და თვალების გახელის შემდეგაც ვერ ვრწმუნდებოდი და ხელები დავიჩხლივტე .... სასწრაფოდ ფეხზე წამოვხტი ტელევიზორი ჩავრთე და სააბაზანოში შევვარდი.. შხაპს ვიღებ და ვფიქრობ სახლი მაქვს, აუცილებლად სამსახური მჭირდება რო ვიარსებო! სამსახური ოღონდ მეორე სმენა რადგან უნდა ვისწავლო.. ახლა სამსახური მოინდომა გოგომ თან მეორე სმენა დამცინის მეორე მე“ არაფერიც ახლავე გავალ და ვიპოვი რამეს..“ ჰო რათქმაუნდა გახვალ.. გზაც არიცი სად წახვალ დაიკარგები“ ნერვებს მიშლის ჩემი ქვეცნობიერი. ანა მოეშვი საკუთარ თავთან ლაპარაკს და მიხედე საქმეს! !!! შემოვუძახე თავს და ჩავიცვი ჩემი წითელი სვიტრი და შავი ჯინსის შარვალი.
მთელი მაღაზიები და სახლები შემოვიარე და როგორც იქნა ვნახე.. ზუსტად ისაა რაც მე მჭირდება! დიდ მდიდრულ სახლში პერანგების გაუთოვებაა საჭირო საღამოს 5 საათიდან ღამის 11 საათამდე. თუ რათქმაუნდა მიმიღეს!...
სახლის მთავარ დიასახლის ვესაუბრებოდი დიდი აღფრთოვანებული და ყურებამდე სიცილით... როგორც ჩანს მიმიღეს! რათქმაუნდა მიმიღეს!.. მაგრამ აქ ისეთი უჯმური ხალხი მუშაობსს ვერც კი ავღწერ, აი მაგალითად სანამ დიასახლის გავესაუბრებოდი დაახლოებით ჩემს თანატოლ გოგოს ვკითხე დამხმარე თუ გჭირდებათ მეთქმი, მან მიყურა მიყურა და ზურგი შემაქცია,.... როგორც ჩანს ლაპარაკი აკრძალული აქვთ! .... მოკლედ შემიძლია დამლაგებლად ვიმუშავო კვირაში 150 ლარად, მგონი ცუდი არ არის! ასეთ ძალიან მაგარ სახლში მუშაობა.. შოკში ვარ! არ მეგონა თუ მიმიღებდნენ, ვსოო გადავწყვიტე ხვალიდან ვიწყებ!!..
ლოგინში ბედნიერი ვწვები ვგრძნობ რო ჩემი ცხოვრება იცვლება და ეს მომწონს, ათას რაღაცაზე ვფიქრობ და დაკრეჭილს მეძინება.
____________
გამარჯობა!ეს ჩემი პირველი ისტორიაა მაგრამ სამწუხაროდ ამ საიტზე მეორეჯერ ვდებ რადგან პირველთან შედარებით გავაუმჯობესე და რავი მგონი კარგი გამოვიდაა ..დაწერეთ თქვენი აზრით კარგია და ღირს თუ არა გაგრძელება?! იმედი მაქვს მოგეწონებათ!



№1 სტუმარი მარეე:)

ეხა ამას ამ სახლის პატრონი შეუყვარდება ან რამე ეგეთი..განსხვავებული რაღაც დაწერე რაა..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent