შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა გოგო, მიყვარხარ! (11 თავი)


17-09-2015, 23:20
ავტორი მარუშკა
ნანახია 3 683

ნინეს ძააალიან მალე დაეძინა. ჩაძინებულს, გიგა თმებზე ეფერებოდა და საფეთქელზე ნაზად კოცნიდა.
-ჩემი სულელი გოგო... რატო შემიყვარდი ესე ძაან? ხო ხედავ რო ერთი საათიც ვეღარ ვძლებ შენ გარეშე. ჩემი ლამაზი. ძილშიც კი, რა ლამაზი ხარ, ჩემო პატარა. შენი გიგა, ეხა უნდა წავიდეს, მაგრამ, მანამდე ნინეს ყელში აკოცებს, ხო? გაკოცო? კაი, გაკოცებ. ნელა დაიხარა და ყელში გემრიელად აკოცა. ნინეს მოეღუტუნა და თავი გაატრიალა.
-სიცოცხლე, სწავლას რომ დაამთავრებ, მერე ცოლად მოგიყვან და ერთად ვიქნებით ბედნიერები და მხრიარულად რა. აბა შენ გვერდით კაცი როგორ მოიწყენს. გიგას მარტო ნინე უყვარს, ხომ იცი? ნინეს გარეშე რომ არ შეუძლია, ხომ იცი? არ შემიძლია შენი დატოვება და რა ვქნა, ჩემო პატარა. მარა, უნდა წავიდე, ხვალაც ხო უნდა მოვიდე? წავალ და ხვალ კიდე მოვალ.
გიგა წავიდა მაგრამ, ხუთ წუთში უკან მობრუნდა და ნინეს ტუჩებზე ნაზად აკოცა.
-მიყვარხარ...
ძალიან ემეტებოდა ნინეს მარტო დატოვება. მითუმეტეს მძინარე. ის ისეთი უმწეო ჩანდა... გიგამ ისიც იფიქრა იქნებ დავრჩე და დილით ადრე წავიდეო მაგრამ, რისკი დიდი იყო, ამიტომ მაინც წასვლა არჩია.
დილით ნინეს გვიან გაეღვიძა. ალბათ იმიტომ რომ, გვიან დაიძინა. ზოგადად, მამალივით იყო. ოჯახში პირველს სულ მას ეღვიძებოდა. რომ გაეღვიძა, მის თავზე წამომდგარი ექიმები დაინახა.
-თავს როგორ გრძნობთ?
-უკეთესადაც ვყოფილვარ... ქართულად ჩაიბურტყუნა ნინემ და ინგლისურად უპასუხა:
-კარგად გმადლობთ.
-რამე ხომ არ მოგიტანოთ?
-არა, მადლობა.
-დღეს შეგვიძლია დავურეკოთ თქვენი ბანაკის უფროსს და მობრძანდნენ თქვენს სანახავად. თანახმა ხართ?
-დიახ! დიახ!
-კარგი. წარმატებები.
ნახევარ საათში კარზე კაკუნი გაისმა.
-მობრძანდით!
კარში თავი გიგამ შემოყო.
-გიგააა! ჩემი ბიჭი მოვიდაა!
გიგას გაეცინა და ნინეს მოეხვია.
-გიგა... რამე ხომ არ გაიგეს? ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა.
-არა, ლამაზო.
-ნინე, თავს როგორ გრძნობ? ოთახში უფროსის მჭექარე ხმა
გაისმა.
-ნორმალურად.
-კარგია. გიგას შენს თავს ვაბარებ. თუმცა დღეს ისეთი აჟიტირებული და აცანცარებული იყო რომ, მგონი აქეთ უნდა ჩაგაბარო.
უფროსი ლაქლაქს რომ მორჩა, კარი გაიხურა და წავიდა.
-აბააა... დღეს ჩემი ხარ.
-სხვა დროს არა?
-სხვა დროსაც. მაგრამ დღეს განსაკუთრებით.
-აუ როგორ მიხარია რომ რჩებიიიი.
-მეც როგორ მიხარია რო დღეს გაუთავებლად შემიძლია რო გკოცნო.
-შენ მარტო კოცნის გამო გიხარია?
-ნინე, გაილახები ეხა. შენი თვალების გარდა, რამე რო მინდოდეს აქ ვიდგებოდი?
-მწვანე თვალები მარტო მე არ მაქვს.
-მერე მე მარტო შენი თვალები მომწონს ეეე.
ნინეს გაეცინა. გიგას თმებში ხელი შეუცურა და ნაზად მოეფერა.
-რა კარგი მყევხარ, იცი?
-ჩემი პატარა გოგო.
-ჩემი დიიიდი ბიჭი.
-ამ დიდ ბიჭს თავისი პატარა გოგო ურჩევნია ყველაფერს!
-ამ პატარა გოგოსაც, თავისი დიდი ბიჭის გარეშე არ შეუძლია 1 წამითაც კი.
-ნიინ...
-ხოუ.
-დღეს შენთან ხო დამაწვენ?
-კიი. აბა რას ვიზამ.
-ხო ჩამეხუტები?
-შენ ჩამეხუტები.
-ხო, მე ჩაგეხუტები. შენ ცოტა ზარმაცი მყევხარ.
-ქოოოო! მე ზამაცი ვალ და დიიდ ბიწსაც მაგიტო ვუკვალვალ!
ნინემ პატარა ბავშვის ხმით გაიცინა და გიგას სიცილიც დაიმსახურა.
-ძაან საყვარელი ხარ.
-ვიცი! ნინემ გიგას ენა გამოუყო.
-ააა, იცი ხო?
-დიახაც.
-და გიგა ეხა რო გაკოცებს, ეგ იცი?
-ეგეც იცის ნინემ და უნდა რომ გიგამ აკოცოს.
გიგა ნაზად შეეხო გოგონას ცხელ ტუჩებს და წელზე ხელი შემოხვია.
-შენი ტუჩები სიგიჟემდე მომენატრა... მის ტუჩებზე დაიჩურჩულა და ისევ განაგრძო ცხელი ტუჩებით ნინეს გაწითლებული ტუჩების კოცნა. ხმაურით კოცნიდა და ნინეც ისევ, პატარა, გამოუცდელი ფისოსავით კრუტუნებდა. მის ალერსს ჭკუიდან გადაჰყავდა და თავბრუს ახვევდა. გოგონამ გიგას, ხელზე, თავისი პატარა ხელი დაადო და ოდნავ მოეფერა. ამასობაში, გიგას ტუჩებთან ალერსი დაემთავრებინა და ყელს მისდგომოდა.
-გიგა, როგორ მოენატრე შენს პატარა ფისოს... მხოლოდ ამ სიტყვების ამოლუღლუღება მოახერხა ნინემ და ისევ კრუტუნი განაგრძო...
გიგა ძლივს მოწყდა ფისუნიას ყელს და ნინეს თვალებში დაჟინებით ჩააშტერდა.
-ანგელოზი მყევხარ. არ ვიცი, ესე როგორ შეიძლება ადამიანი ჭკუიდან გადადიოდეს მეორე ადამიანზე მაგრამ, ფაქტია რომ, შენ ეს მოახერხე და მე ადამიანს აღარ ვგევარ. სულელივით დავდივარ და სულელივით ვიღიმი მთელი დღე. ალბათ ეგაა სიყვარული, ღიმილის, სულელის სახის და თითოეული ამოსუნთქვის მიზეზი. ალბათ ეგ არის სიყვარული და ეგ სიყვარული შენ ხარ ჩემი.


***
სალამიიი!!❤️❤️❤️ როგორც იქნა, თავი დავაღწიე ყოველ კუთხე-კუნჭულში ცემენტის და გაჯის ხილვას და მეთერთმეტე თავით დაგიბრუნდით!! ტატააამ!❤️❤️❤️ თუ პატარად მოგეჩვენათ, რაზეც გამოგიტყდებით რომ, იგივე აზრის ვარ რადგან
დიდის დაწერა ვერ მოვახერხე, გამლანძღეთ და გამთათხეთ, შემდეგი თავი დიიიიიდი იქნებაა❤️❤️❤️სიყვარულით, მარუშკა. ❤️



№1 სტუმარი salo

Male dadee dzaan magari istoriiaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent