13 გზა (სრულად)
ხელების მოძრაობა იმისთვის არის საჭირო ,რომ არ ჩაიძირო და არა იმისთვის ,რომ გაუსწრო ტალღას. შენ და ტალღა ერთნი ხართ. იცურე მშვიდად და სამყარო თვითონ მიგიყვანს იქ სადაც მიდის. მიჰყევი მას და გახსოვდეს, რომ შენი მელოდია განუმეორებელია, ყველაფერთან შესაბამისი და ჰარმონიული. ! ი. ჩარკვიანი *** არც მეტი ,არც ნაკლები - გავთხოვდი ! ხო,ხო გავიპარე.. არ რაიყო მეც ვერ გავიგე. იყო რაღაც ,რაც მიზიდავდა, რაც საშინლად წააგავდა სიყვარულს და მეც სულელივით მის შუქს გავყევი. გვირაბის ბოლოს კი იმედგაცრუება დამხვდა. გავთხოვდი , 15 წლის. მე -ლილე ჯოხაძე ის- ნიკა ამირეჯიბი. *** მე რომ დავიბადე ყველა ხარობდა, ბუნებაც კი, ყოველშემთხვევაში ასე ამბობდნენ. დედა-ნათია მაისურაძე მამა-ვახო ჯოხაძე ორივენი ერთი კომპანიის მფლობელები,ერთ დროს მოსიყვარულე წყვილი, რომლებსაც ოჯახი ნებისმიერ ბიზნესს და ფულს ერჩივნათ. ახლა განსხვავებულნი! ზუსტად მახსოვსის დღე როცა ჩემმა "შეყვარებულმა" ხელი მთხოვა, არ იყო რაღაც გრანდიოზული, უბრალოდ სასიმოვნო. ისიც მახსოვს, იმ დროს მოდაში სემოვიდა გათხოვება და მეც როგორ ჩემმა მეგობრების უმრავლესობამ არ ვუღალატე მოდას.. ესეც პირველი გზა! 13 მარტი 2010წ. *** თეფშებს ვრეცხავდი როდესაც წელზე შეხება ვიგრძენი და ჩამეღიმა -როდის მორჩები? გაისმა საშინლად ვნებიანი და ხავერდოვანი ხმა -მალე.. ყურთან კოცნა დამიწყო , მისმა ტუჩების სიმხურვალემ საერთოდ დამიკარგა რეალობის შეგრძნება. ვნება მომაწვა. ჰაჰა.. ნუ იცინით , დიახ 15 წლისას ვნებამ მომაწვა. -საძინებელში გელოდები. საფეთქელთან მხურვალე კოცნა დამიტოვა და გავიდა. რას ვგრძნობდი? არც კი ვიცი.. თავიდან გამიჭირდა სხვა სახლთან მიჩვევა, სხვასთან ჩემი სარეცელის გაყოფა რადგან "გაფშხლართულს" მეძინა ხოლმე. მერე ეს სახლის საქმები, ნიკას ოჯახი ჩემსავით შეძლებული არ იყო, ამიტომ მოსამსახურის ყოლა მათთვის დიდი ფუფუნება იქნებოდა. ხოდა მეც მომიწია თეფშების, ტანსაცმელების რეცხვა, სახლის ალაგება. მიუხედავად იმისა რომ არასდროს მეზარებოდა არაფერი, ამხელა პასუხისმგებლობა მაინც ცოტა არ იყოს ძნელი იყო. ციცო გაზქურასთან მიდის და ქვაბის პირს ფრთხილად არებს. მერე გამწარებული თვალებით ბრუნდება ჩემსკენ -ამას როგორ აჭმევ ჩემს შვილს, არ გეცოდება? თვალები ჩემდაუნებურად მეცრემლება მაგრამ არ ვცდილობ თავი გავითქვა, სწრაფად მივდივარ გაზქურასთან ქვაბს ხელიდან ვართმევ -გადავასხავ წვნინს და ახალს გავაკეთებ. ვცდილობ სიტუაცია განვმუხტო, თუმცა პოზიციას არ თმობს დედამთილი.ქვაბს ვრეცხავ და თან ვისმენ მის ჯაჯღანს. -მე არ მესმის, იმ შენს ოჯახში ფულების ფლანგვის მეტი არაფერი უსწავლებიათ? -მოსამსახურე გვყავდა. ვამბობ უკვე ათასგზის მობეზრებული და ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო -მოსამსახურის ყოლა არ ნიშნავს უსაქმურობას.. ვბრაზდები თუმცა ვცდილობ არაფერი ვთქვა. ქვაბს ვამშრალებ და ჩემს ოთახში ვიკეტები. -ვითომ რამე გააკეთა , დაიღალა და მიდის დასასვნებელად. ზურგს უკან მესმის მისი სისინი. მერე? მერე არაფერი, საღამომდე ოთახში ვიჯექი სანამ ნიკა არ მოვიდა. -მთელი დღეა წევს, არაფერს არ აკეთებს, რძალი მომიყვანე თუ რა ვერ გავიგე. -დედა ჯერ პატარაა ისწავლის. -აი ,აი ხედავ რისი ბრალია? -რისი? -შენი ლმობიერების, ხედავს როგორი დამთმობი ხარ, ხედავს რომ არაფერს არ საყვედურობ ხმას არ იღებ და თავზე აიშვა. -დედა, დაღლილი ვარ. -ეგრე აკეტებ და ბოლოს თავზე რომ გადაგაჯდება მერე არ ტქვა დედა მართალი იყავიო. ჩემდაუნებურად ოთახიდან გამოსვლისას მესმის მათი საუბარი. ნიკა დაბღვერილი სახით ჩემსკენ მოდის, ვცდილობბ განვმუხტო სიტუაცია და ჩასახუტად ვიწევ თუმცა საპასუხოდ ხელს მკიდებს და უხეშად მაგდებს ოთახში -მეტკინა. ააცრემლებულ თვალებს ძირს ვხრი . ხელს მიშვებს და ლოგინზე მაგდებს. -რახდება, რახდება გამაგებინე? რატო არაფერს აკეთებ. დამნაშავის როლის ქვეშ მყოფს მობეზრებული ტონს ვუწევ -არ ვაკეთებ? ვსწავლობ, საჭმელს ვაკეტებ სახლს ვალაგებ. რაღა უნდა გავაკეთო რომ შენ და დედაშენს მოგეწონოთ. უცბად ლოყაში საშინელ წვას ვგრძნობ და თვალებიდან ვეღარ ვიკავებ მოვარდნილ ცრემლებს. და ასე თითქმის ყოველ საღამოს *** -ორსულად ვარ. -აბორტი. -შენს შვილს ველოდები -აბორტი! -ვერ გაიგე რა გითხრა ჩემმა შვილმა, მოიცილე ეგ ბავშვი. ჯერ შენ ძლივს გინახავთ და შენს შვილს როგორღა შევინახავთ -დედა გადი შენს ოთახში. ბრაზდება ნიკა და მე ისევ ჩვენს ოთახში შევყავარ -არ მოვიშორებ ბავშვს. -არ მოიშორებ და წაეთრევი -არ გაქვს უფლება. -შენ მასწავლე მე რისი უფლება მაქვს და რისი არა -ვერ გიტან. -ან შენით მოიშორებ, ან.. -ან რა? -მე მოგეხმარები. საწოლზე უხეშად მიმაგდო და ვიგრძენი რომ ამ რამეს კიდევ ერთი საშინელება მოხდებოდა. შუა ღამის 3 საათი ხდებოდა. მას ღრმად და დაკამყოფილებულად ეძინა, მე იატაკზე ტანსაცმელ შემოხეული და დასისხლიანებული ვიჯექი და ვტიროდი. ხელს მუცელზე ვისმევდი და ვგრძნობდი რომ ის ისევ იქ იყო. თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი. სწრაფად ჩავალაგე რამოდენიემ ტანსაცმელი, სისხლი ცამოვიბანე სახიდან, გამოვიცვალე და როგორც გამოვიპარე ამ ადამიანთან, ისეც აქედან გავიპარე. შუა ღამის 3 საათზე. ესეც მეორე გზა ! 13 მაისი 2010 წ. *** -არა ნათია, მან ჩემს თავმოყვარეობას, ჩემს სახელს გადააბიჯა, მას ჩვენს სახლში ვეღარ მივიღებ -გთხოვ ვახო, სად წავა? მარტო 15 წლის, ჯერ ბავშვია, ვერ გაიზრა ისე მოუვიდა შეცდომა, ხომ არ მივატოვებთ, ვახო გთხოვ. -არა ნათია, ჯერ არ შემხორცებია სულის იარები , შენ დაეხმარე თუგინდა მაგრამ ამ სახლში ნუ მოიყვა, არ შემიძლია მისი ისევ ყოველდღე აქ დანახვა დედამ ბინა მიყიდა, და ყოველთვე ფულით მამარაგებდა, არ მინდოდა, მინდოდა უარი მეთქვა, თუმცა რას ვზიავდი? ორსული როგორ ვიმუშავებდი, ან და ამ ასაკში ვინ მიმიღებდა სამუშაოდ, ან რას ვიზამდი. ერთადერთი ველოდი ჩემი პაწაწინას დაბადებას პატარა ლიზის დაბადებას ! ვიცოდი, ის გახდებოდა ჩემი სინათლე, სიმართლე. ის გააცისკროვნებდა ჩემს მიყუჟებულ ცხოვრებას. სინდისი მქენჯნიდა, ვფიქრობდი რაიქნებოდა რომ არ გადამედგა ეს ნაბიჯი და მაგიჟებდა ჩემი ყოველი ფიქრი.მაგიჟებდა ის რომ ჩემი ასაკის გოგოები ერთობოდნენ სკოლაში დადიოდნენ, ცხოვრობდნენ , მე კიდე სახლში კედლებს და ფანჯრებს ამოფარებული ვიმალებოდი. მერე თანდათან ჩაცხრა სიბრაზეც, ყველა გრძნობაც, თუმცა სინანული და იმედგაცრუება არ გაქმრალა "იმედგაცრუება ყველაზე საშინელი გრძნობაა- რადგან ყველა დანარჩენის მერე რაღაც რჩება, იმედგაცრუების მერე კი არაფერი, სიცარიელეა" *** თეთრ პალატაში ვწევარ და შემოჰყავთ ჩემი გოგონა, თეთრი ფითქინა, შავი თვალები, პატარა ცხვირი და დდი სისხლისფერი ტუჩები, ჯერ "პლიონკებშია" გახვეული თუმცა ისეთი ლამაზია, ნათელი, სახეზე ღიმილი დასთამაშებს, შავ დიდრონ თვალებს აქეთ იქით აცეცებს და სივრცეს ათვალიერებს, პირველად ვიჭერ ხელში და გული მიჩერდება , სუნთქვა იკლებს და გულისცემა იმატებს, ოფლის მასხავს ხელის გულებზე თუმცა აღარ ვატან , ხელში მიჭირავს და თვალს არ ვწყვეტ ჩემს გოგონას. ესეც მესამე გზა !13 იანვარი 2011წ. -დეე, დღეს პაპასთან დავრჩები რა, ყელი სასაცილოდ გამოიწია და პატარ კბილები დაკრიჭა. -შენ ალბათ მალე დაგავიწყდება რომ დედიკო გყავს ლიზი. უკმაყოფილოდ ვთქვი და მამაჩემს ფინჯანი ყავა დავუდგი წინ. -უი, დედიკო გავაბრაზეთ. ჩაუჩურჩულა ლიზიკოს და ორივემ კრეჭა დაიწყეს. დრო გავიდა და მამამაც მაპატია ყველაფერი, დედამაც, ყველამ მაპატია, ერთადერთი მე ვერ ვაპატიე საკუთარ თავს, ვერც ერთი მათი ცრემლი. ლიზი გაიზარდა, კიკი. მე 15 წლის ლილე ჯოხაძემ გავზარდე ჩემი პაწუკა, უკვე ბაღშიც დადის, მეც უნივერსიტეტში ჩავაბარე და წელს პირველ კურსზე ვარ. სულმოუთმენლად ველი სწავლის გაგრძელებას, კიდევ ერთ ნაბიჯს მომავლისკე. არა მამამისი არ გამოჩენილა, რამოდენიმეჯერ დასაწყისში მერე თვითონაც მობეზრდა კუდის ქიცინი და გაიქცა, კიკი შვილიც არ ახსოვს, თუმცა არ ვწუწუნებ, მე ასე მირჩევნია. " მეოთხე გზა. 13 სექტემბერი 2015წ. *** -ლილე? უკნიდან ვიღაცის ძახილი შემომესმა და გრძელ კოლიდორს გავხედე, სწრაფად შემოვბრუნდი და სასიამოვნოდ გაღიმებული დავრჩი -შენ ხარ? გაოცებით მიყურებდა, თითქოს თან მცნობდა და თან ვერა, ყოყმანობდა, ჩემსა და იმ ლილეს შორის რომელსაც იცნობდა -საბა, საბა დიდებაშვილო. ჩამეღიმა და გაწვდენილი ხელები კისერზე შემოვხვიე, ყველა მოგონებამ და გრძნობამ ერთიანად იფეთქა, რამოხდა? არაფერი უბრალოდ ჩავეხუტე და კიდევ ერთხელ, ამჯერად კარგა ხნის მონატრებულმა ხარბად ჩავისუნთქე მისი one million -ის სუნი. -შენც აქ სწავლობ? სწრაფად მოვცილდი რომ კიდევ უფრო არ ავღელებულიყავი -ვსწავლობ? გაიცინა, ღმერთო ჩემო, ღიმილი, ისევ ისეთი ჰქონდა როგორიც უწინ, სქელი თუჩები, ამჯერად ცოტათი მოშვებული წვერი, თვალის ფერი გამუქებოდა, მუქი ლურჯი.. მუქი ყავისფერი თმებით.. -ლექტორი ვარ, თან სხვათაშორის შენი . -ლექტორი? ყოჩაღ შენ, ამერიკაში დრო ტყუილა არ დაგიკარგავს. -არც შენ დაგიკარგავს დრო ტყუილად. ხმაში სინანული გაურია და თავი სწრაფად გააქნია რათა მოზღვავებული ფიქრები გაეფანტა. დაეტყო მასაც აფორიაქება და აღელვება. მანაც გაიგო ჩემი ამბავი.. ისევ წამოვწითლდი, ამჯერად მეც კიდევ ერთხელ გადავხედე ყველაფერს თვალი და გავიხსენე წუთები რომლის გახსენება ადრეც კი ღირდა 14 წლის ვიყავი ,კოლიდორში ზრდასრულ ბიჭს შევეჯახე და ტკივილი იმდენად დიდი იყო იქვე გავიშხლართე, მერე ერთი საათი ბოდიშს მიხდიდა და თავზე მეფერებოდა, მერე ისე მოხდა რომ დავახლოვდით, მე და ის, საბა. მეგობრები. კი როგორ არა, იმეგობრებდა ეხლა 20 წლის ბიჭი 14 წლის გოგოსთან თან მითუმეტეს მისნაირი, გოგოები რომ არ აკლდა -მიუხედავად იმისა რომ პატარა ვარ მაინც იეჭვიანებს შენი შეყვარებული. კისკისით ვუთხარი და მოხვეული ხელი მოვიცილე. -მემგონი შენ ჩემგან თავის დაღწევას ცდილობ, ასეთი მოსაბეზრებელი ვარ? სახე საყვარლად დამანჭა -არა რას ამბობ.. ნუ ზოგჯერ კი , ცოტა. გადავიკისკიე და წამებში ისევ მის ხელებში აღმოვჩნდი -მოდი აქ შე ჭინკა . მიღიტინა სულის ამოხდომამდე და ბოლოს როცა სიცილი დავამთავრე მკითხა -ლილე ხომ გემახსოვრები? ხმაში სევდა გაერია -თავს თუ არ დამავიწყებ.. -არ მივდივარ სამუდამოდ, სასწავლელად მივდივარ. -შენი მომავლისთვისე აჯობებს. -ნუ ლაპარაკობ თიტქოს სენ ხარ 20 ის და მე 14 ის . იცინის თუმცა სევდა თვალებსაც ეტყობათ. -თქვი რა, თქვი რომ არ დამივიწყებ. ამჯერად მუდარით მითხრა. -დამამახსოვრე თავი და არასდროს დაგივიწყებ დიდებაშვილო.იმდენად სერიოზულად წარმოვთქვიი მისი მზერა რომ არა ალბათ სიცილით ძირს გავწვებოდი. მერე ერთი ორი მოქმედება და მისი ცხელი სუნთქვა იგრძნობოდა ჩემს ტუჩებზე,ღრმად და სწრაფად სუნთქავდა, ყოყმანობდა ალბათ ეკოცნა თუ არა. ისე სწარფად დააცხრა ბაგეებს რომ ვერც კი გავიაზრე, მერე ხომ ამბობენ ამ დროს მუცელში პეპლებს გრძნობსო ადამიანო, მე პეპლებს კი არა მთელს ზოოპარკს ვგრძნობდი, სიმხურვალისგან ხელები მიკანკალება და არ ვიცოდი რა მექნა, ეს ხომ ჩემი პირველი კოცნა იყო. მეხუთე გზა. 13 მაისი 2009წ *** დიდხანს ვიჯექით კაფეში და ვლაპარაკობდით , ის მთელი აღტაცებით ყვებოდა ამერიკაში გატარებულ წლებზე და მე მაინც ვერ ვაშორებდი თვალს ლაპარაკის დროს მის ტუჩებს, მის ყელს ,როდესაც ჩემს მზერას შეხვდებოდა, ღრმად გადაყლაპულ ნერწყვს, ათრთოლებულ თითებს როდესაც უცაბედად შემეხებოდა, ვერ ვაშორებდი თვალს მის სევდიან თვალებს როდესაც ჩემს ნათქვამს ისმენდა. და მიანც ნუ იტყვით რომ ბედი არ გვეთამაშება. აბა ირონია არ არის? ხომ შეიძლებოდა ისევ არ შევხვედროდით, ხომ შეიძლებოდა არა ის ამერიკიდან არ ჩამოსულიყო? იმ უნივერსიტეტში ლექტორად არ დაეწყო მუშაობა, ან მე არ მესწავლა იქ, დედამიწა ხომ უზარმაზარია, ხომ შეიძლებოდა იმდენად შორს ვყოფილიყავით ერთმანეთისგან, თუმცა ახლა პირდაპირ ვიჯექით და ჩვენს შორის სულ რაღაც რამოდენიმე ნაბიჯის სავალი იყო, ვიჯექით და გვესმოდა ერთამნეთის გულსიფეთქვა, ინება ბედმა, იბრუნა დედამიწამ და ვიჯექით ახლა ერთმანეთის პირისპირ.. მეექვსე გზა. 13 ოქტომბერი 2015წ. *** -იცი რა გამახსენდა? ჩაეღიმა და ხელი გადამხვია ხელი სწრაფად მოვიშორე და წინ დავუდექი -ვიცი. გაიცინა. -არ შეცვლილხარ -გავიზარდე. -მოგიწია გაზრდა -და მაინც, რატომ ვგრძნობ თავს დამნაშავედ ამ ყველაფერში.. -ერთადერთი დამნაშავე მე ვარ . -არა საყვარელო, ბედი. -შემთხვევითობა? ვითომ? -ირონია.. -ბედის? -ცხოვრების..თუნდაც ბედის. -ყველაფერი თავიდანვე დაგეგმილი იყო -რა? -ჩვენი ცხოვრება -მაინც? -აი იქ ხედავ? ხელი ცისკენ გავიშვირე -წარმოიდგინე დიდი სახლი რომელიც დგას ღრუბლებზე, გარშემო ჩიტები უფრენენ, დიდ მისაღებში ბუხართან ზის თეთრწვერა მოხუცი , წინ ძველებური საბეჭდავი მანქანა უდევს და რაღაცას ბეჭდავს. -რას? -ჩვენს ბედს.. ვიბადები თუ არა საბეჭდავი მანქანა თავისით ირთვება და მოხუცი მასზე ჩვენს ცხოვრებას აგებს -და რომ არ მოგვეწონოს მისი დაწერილი ბედი?ვერ შევცვლით? -ყველაფრის შეცვლა შეიძლება ,თუმცა არა გადახაზვა, ბოლოს დიდი სუფთა ფურცელი რჩება, თუმცა წარსულს ვერ შეცვლის ადამიანი.. -მაგრამ წარსულის განმეორება ხომ შეიძლება.. -საკმარისია სურვილი.. იხრება და ჩემს ტუჩებს ეწაფება, სწორედ ისე როგორც 6 წლის წინათ, ისეთივე თრთოლვით და სიმხურვალით, ისეთივე მოზღვავებული და გადაჭარბებული გრძნობით.. და რაღაც ახალი იბადება, შეგრძნებაა ამისი თორემ ალბატ ის მოხუცი ისევ წერს რაღაცას ჩვენზე.. მეშვიდე გზა! 13 დეკემბერი 1015წ. ამის მერე კიდევ რამოდენიმე გზა იყო, რამოდენიმე სიხარული, რამოდენიმე სევდა, იყო რაღაც რასაც ვერ ავხნით და ვერ ავღწერთ, ის რაც ჩვენს გულებში დარჩებოდა სამუდამოდ. თუმცა ღირდა, ღირდა თითოეული გზის გავლა , ღირდა აქ მოსვლამდე! "შენ მიხვდები,რომ დღეს იანვრის ცა-მეტია ვიდრე ადამიანთა ცრურწმენა, რომ თარსი რიცხვია 13." მეცამეტე გზა. 13იანვარი 2016წ. ვინც ბოლომდე წაოკითხავთ ალბათ ამასაც ნახავთ.. შეიძლება იმდენად საინტერესო არ იყო როგორც სხვები,არ მიცდია რაიმე ჟესტებით გამემრავალფეროვნებიან, დიახ წერა იმდენად კარგად არმეხერხება, თუმცა მინდოდა რომ რაღაც დამეწერა და ალბათ ეს რომ არა სხვას ვერაფერს დავწერდი, ადამიანი ყველა ისტორიას იმაზე აგებს რაც გამოვლილი აქვს.. მინდა გითხრათ რომ ამ ისტორიის ნახევარი სინამდვილე იყო, ნახევარი კი ჩემით მივამატე.. ალბათ იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში ის ნახევარიც სიმართლე გახდება, თუმცა მანამდე რამოდენიმე გზა კიდევ მაქვს გასავლელი.. 13 ! უღრმესი მადლობა ყველას ვინც წაიკითხეთ და თქვენი აზრი მითხარით ძალიან გთხოვთ, როგორ მოგეწონათ <3 ესეც ნამდვილი მე და ჩემი ლიზიკუნა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.