შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

40 წელი ..


19-09-2015, 01:02
ავტორი ანოანო
ნანახია 1 587

45 წელი... 45 წელი გავიდა დღიდან, როდესაც პირველად დაგინახე... 45 წელი და ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო ეს დღე. შენი ლამაზი, შავი, გრძელი და ატლასივით სწორი თმა გქონდა ჩამოშლილი, რომელიც შენს წითელ კაბას თითქმის წელამდე გიფარავდა. თვალები ზღვისფრად გქონდა შეფერილი... ის გიბრწყინავდა თითქოს შენს თვალებზე ვარსკვლავებს დაედოთ საცხოვრებელი... თოვდა და ტუჩები სიცივისგან ოდნავ მოგყინვოდა, თუმცა შენს სილამაზეს ვერც მოყინული ტუჩები და აწითლებული ცხვირი აკლებდა რამეს...
იმ ღამეს მინდოდა, მოვსულიყავი, ხელი მომეკიდა და მთელი ცხოვრება ასე ვყოფილიყავით..ასე ვყოფილიყავით იმ დღიდან - უსასრულობამდე.

თუმცა ვერ გავბედე. ვერ გავბედე იმ დღეს მოვსულიყავი და მეთქვა რომ საოცრად ლაამაზი ხარ...

მას შემდეგ, 3 წლის თავზე,იმავე ადგილას კიდევ ერთხელ შეგხვდი.მივხვდი, რომ ეს ბედი იყო.ღმერთისგან გამოგზავნილი კიდევ ერთი შანსი და თუ არ გამოვიყენებდი ღმერთისგან თავში მუშტს მივიღებდი... ძალღონე მოვიკრიბე და შენსკენ წამოვედი..
სამი წელი იყო გასული, პირველი შეხვედირდან თუმცა თვალები ისევ ბავშვური სიანცით გიბრწყინავდა, ტუჩები კი ოდნავ ნერვიულად გითამაშებდა...
- მე ლუკა ვარ,გვერდითა მაგიდიდან. იქნებ გვეცკევა?
- ამმმ... მგმმ... - სკამზე ცქვეტა დაიწყე და ნერვიულობა მიმიკებშიც შეგეტყო. -კარგით.ვიცეკვოთ-დააყოლე რამდენიმე წამის შემდეგ და მორცხვად წამოდექი სკამიდან. შენი ლურჯი კააბა,ლურჯ თვალებს უფრო ლამაზს ხდიდა.
ასე მეგონა ჩემს წინ ციდან გამოგზავნილი ფერია იყო,იმდენად ლამაზი იყავი.
- ცოტა თავისუფლად, არ გიკბენ. - გითხარი სიცილნარევი ხმით.
- აჰ... ჰო... ალბათ... - ენა დაგება და ძლივს ამოიღე ხმა.
- უი სახელს არ მეტყვი? - გკითხე სიმღერის დასასრულს.
- ნინა.-მოკლედ მიპასუხე და ნაზად თუმცა, როგორც გჩვევია მკაცრი სახით, გამიღიმე.
- სასიამოვნოა. -ვთქვი და ჩემი მაგიდისკენ უჩუმრად წავედი.

დავინახე, რამდენიმე საათის შემდეგ, როგორ წამოდექი მაგიდიდან, ოფიციანტს ფული დაუტოვე და გარეთ გახვედი. დღემდე არ იცი, რომ იმ დღეს, ძმაკცების დატოვებას და სახლში წასვლას არ ვაპირებდი და სინამდვილეში შენს გასაცილებლად გამოვედი... უბრალოდ მინდოდა გამეგო, როგორ ჩაჯდებოდი ტაქსში ან მანქანაში და წახვიდოდი... კარგად მახსოვს შენი სახე,როდესაც სადული მოიჩხრიკე და 50 კაპიკის მეტი ვერაფერი ნახე.
მიტრიალდი და მოწყენილი სახით დაიწყე ფეხით სიარული..ცოტახანს გავჩერდი, შემდეგ კი უკან გამოგყევი...
- ნინა, ნინა. მოიცადე.
შენ შეშინებულმა შემომხედე..
- რა ხდება ლუკა? - მიმახვედრე,რომ ჩემი სახელი შენც იცოდი და თბილად გამიღიმე.
- იცი მაინც სახლში მივდივარ, თავი ამტკივდა და თუ გინდა სახლში გაგიყვან.
- იყოს... ჩემით წავალ. - მორცხვად მითხარი.
- რა შეწუხებაა. პირიქით,გამიხარდება თუ სახლამდე მე მიგაცილებ.ხომ იცი რა დროა,ათასი მანიაკი დადის ქუჩაში. -ვეცადე შემეშინებინე და დამეყოლიებინე, სახლამდე მიყვანაში.
- კარგი კარგი... წამიყვანე.

ამ გაცილებით დაიწყო ყველაფერი... იმ დღის მერე ყოველ დღე სახლში ვარდებს და იასამნებს გიგზავნიდი... რა დამავიწყებს დღეს, როდესაც შენთან სახლში ამოვედი და მამაშენს შენი ხელი ვთხოვე...
იმდენად ვნერვიულობდი, ძლივს ვსუნთქავდი... შარვალი, რომელიც ისედაც ყოველთვის მიჭერდა წელში,მაშინ განსაკუთრებით მაწუხებდა... ალბათ ნერვიულობის გამო.
მახსოვს თეთრ ნაზ კაბაში როგორ მომიჯექი გვერდით... ხელი ხელზე დამადე და ჩუმად თქვი:
- ნუ ნერვიულობ.თორე მამაჩემი იფიქრებს, რომ არ გიყვარვარ-მითხარი და გაიცინე.
არაფერი აღარ მითქვამს,გაკოცე და მამაშენის მოსვლას დაველოდე... ყველაზე ბედნიერი ვიყავი როდესაც, მამაშენისგან თანხმობა მივიღე...
მახსოვს ქორწილის დღე...
გრძელი, თეთრი კაბა... აწეული შავი თმა,გამოკვეთილი კონტური თვალების ირგვლივ,რომელიც შენს თვალებს თითქოს მისტიურს ხდიდა... მეგონა ცოლად ანგელოზი მომყავდა...

შენ ჩემი ანგელოზი იყავი... ანგელოზი დედამიწაზე და ახლა, აგერ უკვე 40 წელია ზეცაშიც... არ ვიცი შენი თავი ღმერთმა რატო წამართვა... ალბათ იმიტომ, რომ თავისთან სულ ანგელოზები მიჰყავს... მაგრამ იმ დღის შემდეგ ჩემი ცხოვრებაც დასრულდა... შენგან დანატოვარს მარიამს ვუვლიდი... თუმცა ისიც გაიზარდა და მოხუცი მამა აღარავის ახსოვს... მოხუცი და მარტო სული...
40 წელია, ყოველითვის 15 რიცხვში, იმავე რესტორანში მივდივარ სადაც პირველად დაგინახე. იმ იმედით, რომ კიდევ ერთხელ გნახავ... 40 წელია, იმ მისამართაზე სადაც შენ ცხოვროდი ვარდებს და იასამნებს ყოველდღე ვაგზავნი, იმ იმედით, რომ მიიღებ და გაგეღიმება... და ასევე, 40 წელია ყოველი წლის 17 მარტს,შენს საფლავთან მოვდივარ... გგონია წლებმა რამე შეცვალა? ისევ ისე მიყვარხარ და მენატრები... 140 წელიც რომ გავიდეს ჩემი გოგო ხარ... ჩემი ანცი გოგო, რომელსაც თვალები მუდამ მოელვარე და ლამაზი ჰქონდა... 2 წელი ვიცხოვრეთ ერთად,და ამ 2 წლის გამოც ჩემს ნაცხოვრებ 75 წელს დავთმობ...

40 წელია ქუჩაში მარტო დავდივარ... იმ იმედით, რომ შენს მსგავსს ვნახავ,თუმცა ეს უაზრობაა... შენ, ერთადერთი ხარ, იყავი და იქნები... ერთადერთი.



№1 სტუმარი lana

vaimee ra kaii ragaca amatira netavv dedamiwaze darcha asetii vinma kide magramm aramgonia momewona dzaliann

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent