მომავლის იმედი (2)
დილით როგორც ყოველთვის ადრე გამეღვიძა. ცოტა ვირბინე შხაპი მივიღე და ტელევიზორს შემოვუჯექი, როგორც იქნა დრო გავიყვანე, 4 საათია წასვლა მინდა მაგრამ ჯერ ერთი საათით ადრეა. სრულიად მომზადებული ვდგავარ მისაღებში და წამებს ნერვიულად ვითვლი, როგორც იქნა გახდა ხუთის ნახევარი, და მეც გავდივარ სახლიდან. გზას მივუყვები და საკუთარ თავთან ლაპარაკში ავტობუსი შევამჩნიე, გავეკიდე რადგან როგორც შევამჩნიე იშვიათად დადიან, ვინმემ გააჩერეთ! ვყვირი და ვცდილობ გზა გადავირბინო, ამ ყვირილში და სიჩქარეში ვგრძნობ გვერდიდან დარტყმას და თვალებში ბნელა.. თვალები რო გავახილე ყველაფერი ანღვრეული იყო, წყლით სავსე ფინჯანს რო წკლიპურტი დაარტყა ისე ჩანდა ყველაფერი ირგვლივ, ავნერვიულდი და ყვირილი დავიწყე როდესაც ვიღაცამ თითქოს გამთიშა და კვლავ ბნელა. არვიცი რამდეხანს ვიყავი გათიშული მაგრამ გონს როგორც კი მოვედი მაშინვე ფეხზე წამოვდექი და გასასვლელის ძებნა დავიწყე, ამ დროს მიახლოვდება ვიღაც და საწოლში მაბრუნებს.... ხელი გამიშვი! უნდა წავიდე!! ვყვირი მაგრამ ვინ მისმენს? საშინლად გავბრაზდი და რაც ძალა და ღონე მქონდა გავიქნიე.. ისეთი ხმა გაისმა თითქოს ჭურჭელი დაიმსხვრა, ხმაურმა გამომაფხიზლა და როდესაც დავაკვირდი შევამჩნიე რო ექთანი წავაქციე... დავიბენი, არვიცოდი რა გამეკეთებინა, ექთანთან მივედი და ადგომაში დავეხმარე... - მე, მმე არვიცოდი რას ვაკეთებდი, ბოდიშით! (მოვუბოდიშე მაგრამ რას შველის, კიდევ კარგი კარგი გოგო აღმოჩნდა.) - არაუშავს! მივეჩვიე პირველი არ ხართ ვისაც გავუქნევივარ! ( დგება და იცინის) - რომელი, რომელი საათია? ( გამახსენდა რო სამსახურში უნდა წავსულიყავი) - რვა -რაა? არარსებობს! ( თავში ხელი შემოვირტყი და წუწუნი დავიწყე) - სადმე დააგვიანე? ( ექთანი) - პირველი დღე სამსახურში, და ისიც არ მივედი! , ღმერთო რა სულელი ვარ! როგორ შეიძლება ასეთი სულელი ვიყო !! მოიცაა და აქ რამინდა? ( მე) - მანქანა დაგეჯახა! (კამუდიდან რაღაც საბუთები აიღო და კითხულობს) ვიღაც ბექა ჭკუასელმა მოგიყვანა აქ...! - დავიბენი.... არანაირ ბექა ჭკუასელს არ ვიცნობ! (მე ) - თუ არ ვცდები მანქანა რომელიც დაგეჯახა ბექა ჭკუასელს ეკუთვნის...., სხვათაშორის აქ რო მოგიყვანა ძალიან შეშინებული იყო და ყველა გადასახადები გადაიხადა.. შენთან ლაპარაკი კარგია მაგრამ პაციენტები მელოდებიან!.( ხოო სულ დამავიწყდა ექთანი დაახლოებით 20 21 წლისაა ცისფერი თვალებით და ქერა თმით, მოკლედ საკმაოდ საყვარელი გოგოა) - მე ანა მონდგომერი ვარ! ( გადავწყვიტე გამეცნო ეს საყვარელი ექთანი და ხელი გავუწოდე ჩამოსართმელად) - გვანცა ლოლაშვილი, სასიამომნოა! ( ხელი ჩამომართვა ) - ჩემთვისაც! ... საბუთები აიღო და გასასვლელისკენ გაემართა როდესაც უცებ დენდარტყმულივით გაჩერდა და გამომძახა - ანა რას იტყვი ერთად სადმე დავმსხდარიყავით, ყავა ან რამე დაგველია და გვესაუბრა ? თან ქალაქში სამი თვეა რაც ჩამოვედი და მეგობრები არ მყავს... თავისი ლამაზი ღიმილით მიციმციმებს ცისფერ თვალებს.. - ჰოო კარგი აზრიაა! რატომაც არა... სხვათაშორის მეც ახალი ვარ ამ ქალაქში.. - კარგი, ხვალ შაბათია, შაბათს მხოლოდ დილის 10-მდე ვმუშაობ.. შენ მოიცლი? ( გვანცა) - კი.. კი ოღონდ ხუთამდე! (მე) - კარგი, შევთანმდით!(გვანცა) -შევთანხმდით! (მე) რამოდენიმე ხანში სავაადმყოფო დავტოვე რამოდენიმე ჭრილობით და სახლში წავედი..... ამჯერად შუქნიშანს ვაკვირდებოდი და დაკვირვებით გადავდიოდი გზას. გზად კაფეტერიაში შევიარე და ერთი ჭიქა ცხელი ყავა ვიყიდე... ფიქრებში წასული ფინჯანს ისე მაგრად ვახვევ ხელს რომ ადუღებული წყლისგან გაცხელებული ფინჯანი ხელს მწვავს, უნებურად უკან ვწევ ხელს და ვკვნესი ოჰ! - ფრთხილად ლამაზო ასე შეიძლება დასახიჩრდე! ირონიული ხმა გაისმა ოთახში, გაწითლებული და დაბნეული შევყურებ ჩემს წინ მდგომ მაღალ შავთვალება სიმპატიურ ბიჭს. -უკაცრავად?! -დაიწვები თქო! ( ვითომ მზრუნველი სახით მიყურებს და ირონიული ღიმილით ტუჩს იკვნეტს) გტკივა? -აღარ, ნუ ღელავთ უკვე გამიარა! ჩემს წინ ჩუმად დგას და მომჩერებია. - შენ ყოველთვის ასეთი დაბნეული ხარ თუ დღეს მარცხენა ფეხზე ადექი? თვალებით მაგიდაზე მდგომ ყავაზე მანიშნებს.. სრულიად გაწითლებული და დაბნეული თავს ვიქნევ და ყავას ჩემსკენ ვიცურებ.. 1.50ლარი. გაწითლებული და აფართხალებული გულით ვეუბნები ისე რომ ზედაც არ ვუყურებ,ჩეკს სასწრაფოდ ვიღებ და ერთი სული მაქვს კაფეტერიას როდის დავტოვებ. -აი ინებეთ! შარვლის უკანა ჯიბიდან ხურდებს ვიღებ და მოლარეს ვაწოდებ, ის უცნობი ბიჭი დგას და თვალს არ მაშორებს.შემოვბრუნდი და გასასვლელისკენ გავიხედე, ის გვერდით გადადგა და ჩემი ადგილი დაიკავა, კაფეტერიიდან რო გამოვედი მივხვდი რომ არ ვსუნთქავდი და ღრმად ჩავისუნთქე..გარეთ სასიამომნო ნიავია და მეც სახეს ვუშვერ ნიავს ცოტა აზრზე მოსვლა მჭირდება, ჩემს ჯაკეთს ტანზე მაგრად ვიხვევ და გზას მივყვები, უცებ ფეხის ხმას ვგრძნობ თუ მესმის ვეღარ ვხვდები საშინლად ვიძაბები რადგან ასეთ სიტუააციაში არასდროს ჩავვარდნილვარ. -ანა! -ჯანდაბა, ისევ ის ბიჭი! ეს თავს აღარ დამანებებს? ან ჩემი სახელი საიდან იცის? -დიახ! -ვაა შენც მაგ ქუჩაზე მიდიხარ?! .. ვითომ გაკვირვებული მეკითხება -დიახ! უკაცრავად მაგრამ ჩემი სახელი საიდან იცით? შარვლის ჯიბეში ხელი ჩაიდო და ირონიული სიცილით მპასუხობს - მეე საავადმყოფოში მითხრეს! ( მოიცა ამან საიდან უნდა იცოდეს რო მე ანა მქვია თან რო საავადმყოფოში ვიყავი თუ ის ბექა ჭკუასელი არ არის?! .. გაკვირცებული ხმით ვეკითხები - ბექა ჭკუასელი? -დიახ, ეს მე გახლავართ! ( ირონიული ხმით მპასუხობს და იცინის) - ბიჭი რომელიც დამეჯახა და რომელსაც უნდა ვუმადლოდე ჩემი იდეების დამსხვრევას! მეც ირონიულად ვუპასიხე, უფრო გაბრაზებულმა.. - ხო კარგად ხარ? ( მზრუნველი ბიჭის როლს თამაშობს ვითომ ძაან აინტერესებდეს როგორვარ) - ძაან მაგრად! - მისმინე! აქვე ჩემი მანქანაა შემიძლია სახლამდე მიგიყვანო! ( ისევ მზრუნველი ბიჭი გახდა) ის მოდის ჩემსკენ და თითქოს უნდა ხელი გადამხვიოს , მე წამებში ვიშორებ და უკან ვდგები შეშინებული, გაფართოებული თვალებით ვუყურებ მას ის ოხრავს და თვალებს აბრიალებს, მგონი მთვრალია, ან ძაან ვერაა.. -არა! ( კატეგორიული ვარი განვუცხადე) -ნუ კაი ხო თუ არ გინდა....... ვერ ვხვდები თავს რატო იფასებთ, ვითო ხელშეუხებლები იყოთ (თითქოს თავისთვის ჩაიფრუტუნა და წინ წავიდა. მეც შეშინებული სახლისკენ გზა გავაგრძელე ჩქარი ნაბიჯებით).. დილით ადრე ავდექი მოვემზადე და გვანცასთან წავედი საავადმყოფოში, როგორც შეთანხმებულები ვიყავით.საავადმყოფოს მივუახლოვდი და გაბედულად შევაღე კარები, შესვლის თანავე გვანცას ვამჩნევ რომელიც მიღიმის, მეც ვუღიმი და ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდები გვანცას! -როგორ ხარ? ( გვანცა) - კარგად შენ? ( მე) - მეც, აქ დამელოდე ჩანთას ავიღებ და სადმე წავიდეთ კარგი? (გვანცა) -კარგი! ( ვუღიმი და მოსაცდელში სკამზე ვჯდები) რამოდენიმე წუთში მე და გვანცა საავადმყოფოს ვტოვებთ და პარკში მიმავალ ბილიკებს მივუყვებით, ორივე ვდუმვართ.. უეცრად გვანცას ფხხუკუნი უტყდება, მეც ვყვები და შუა გზაში ხმამაღლა ვხარხარებთ. -რაგაცინებს? ( ვეკითხები და მეც უაზროდ ვიცინი) - შენ რაგაცინებს? ( ისიც იცინის) -მე შენს სიცილზე გავიცინე!(მე) -იცი რაზე ვიცინი?! ნახევარ საათზე მეტია დავდივართ და ენას არ ვიღებთ( უეცრად სიცილს წყვეტს და მეკითხება) გუშინ მითხარი ამ ქალაქში მეც ახალი ვარო?! სად ცხოვობდი? -ობოლთა თავშესაფარში! ( ისევ სიცილით ვპასუხობ) გვანცა ჩერდება და სერიოზული სახით მიყურებს თვალებში, მეც მის რეაქციაზე სახის დეფორმაცია მეცვლება და იქვე გრძელ სკამზე ვჯდები რომელიც ჩვენს გვერდით დგას... შემრცხვა მგონი არუნდა მეთქვა.. სკამზე დამჯდარი თავს დაბლა ვწევ და ვგრძნობ როგორ ჩამომდის ლოყებზე თბილი ცრემლები.. რამოდენიმე წამი დუმდა შემდეგ მომიახლოვდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა -მე მესმის შენი! ( გვანცა) -არა არ გესმის! (ცრემლიანი თვალებით გავხედე გვანცას) -მართალია ობოლთა თავშესაფარში არ გავზრდილვარ მაგრამ ვიცი რა ძნელია მშობლების გარეშე! მეც მათ გარეშე გავიზარდე.. ჩემი უფროსი დის გარდაცვალების შემდეგ მამაჩემი სახლიდან წავიდა და დედაჩემმა თავი მოიკლა ჩემს თვალწინ, მაშინ 5 წლის ვიყავი და მას შემდეგ ბებიასთან ვიზრდებოდი სანამ არ დავამთავრე სკოლა და არ დავიწყე მუშაობა. იცი მას შემდეგ 16 წელი გავიდა მაგრამ თითქოს ეს გუშინ მოხდა და მეეჭვება ეს ოდესმე დამავიწყდეს! გვანცა ამ ისტორიას მიყვება, სახეზე ფერი ეცვლება და ლოყაზე ცრემლი ჩამოსდის -მეე,..მე ძალიან ვწუხვარ! ( დაბნეული და საშინლად გაკვირვებული ვეუბნები) -ვიცი! მგონი ერთნაირ სიტუაციაში ვართ არა? ( ჩქარა ცრემლს იწმენდს და ცდილობს მხიარული სახე მიიღოს) - ხო ( მეც ძალით გავუცინე) -მოდი ისე გავაკეთოდ რო ჩვენს მომავალ მეგობრობას ხელი არ შეუშალოს ჩვენმა სევდიანმა წარსულმა გაწყობს? (გვანცა) - მაწყობს! (მე) გაუკვერვლობაში ჩამაგდო გვანცამ მიუხედავად თავისი წარსულისა ის მაინც ცდილობს ცხოვრება გააგრძელოს რაც ძალიან კარგია და მეც აუცილებლად უნდა ვცადო.. როგორც კი ავიწყობ ცხოვრებას მაშინვე დავიწყებ ძმის ძებნას!... რამოდენიმე საათი ვლაპარაკობდით, მე და გვანცა ერთმანეთს ვუყვებოდით საკუთარ ცხოვრებაზე საინტერესო ისტორიებს და დავმეგობრდით.მალევე ხუთის ნახევარი გახდა და მე სამსახურში წამოვედი.. სიმართლე გითხრათ არვიცი როგორ და რანაირად ავუხსნა ჩემს უფროს რატო არ მივედი პირველ დღეს და მაპატიებს თუ არა ის მაგრამ მე მაინც მივალ და ვთხოვ კიდევ ერთხელ მომცეს შანსი. აი ვუახლოვდები დიდ ვარდისფერ სახლს და დიდ თეთრ ჭიშკართან ვჩერდები, ჯერ არ შევსულვარ და უკვე ფეხები მიკანკალებს და სუნთქვა მეკვრება უეცრად დიდი ჭიშკრის კარები იღება და შავებში ჩაცმული მცველი სახლში მეპატიჯება. შენობის კარს მოსამსახურე მიღებს და პირდაპირ სახლის დიასახლისის კაბინეტში მივყავარ თითქოს იციან ვინ ვარ და რატო მოვედი.. კაბინეტი მეორე სართულზე დერეფნის ბოლოშია, მოსამსახურე კაბინეტის კარებს ჩუმად მიღებს. -ბატონო ის მოვიდა! ( ეუბნება მოსამსახურე ზურგით მდგომ მამაკაცს) -კიდევ კარგი! იმედია საპატიო მიზეზით არ მოსულა დათქმულ დღეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დედაჩემი დაითხოვს! შემოუშვით ( ამბობს ზურგით მდგომი მამაკაცი და წინადადების დასრულების შემდეგ ჩვენსკენ ბრუნდება) - მაპატიეთ გუშინ გადაუდებელი საქმეები მქონდა, ეს აღარ განმეორდება გპირდებით ერთი შანსი მომეცით გთხოვთ, ეს სამსახური ძალიან მჭრდება ( აცახცახებულ ტუჩებს ვეღარ ვიმორჩილებ, და იმ წინადადებისთვის ვემზადები რომელიც ასე მაშინებს „არაფერი გამოვა, დათხოვილი ხარ!“ თვალებს ვხუჭავ და ჩუმად ვდგავარ.. ოთახში საუკუნოვანი სიჩუმე დგას, უეცრად მესმის სიცილი, ცალ თვალს ვახელ და პირდაპირ მას შევყურებ და რას ვხედავ მე აქ ვდგავარ და ვნერვიულობ ის კიდე დამცინის.. ვერ ვხვდები სასაცილო რავთქვი?! იქნებ სახეზე რამე მაქვს?!... რამოდენიმე წუთში საზიზღარ სიცილს ამთავრებს და როგორც იქნა ყურადღება ჩემსკენ გადმოიტანა.. -ძალიან გამაკვირვეთ, თქვენი სახელი? ( ცივილიზებურად მესაუბრება) -ანა,ანა მონდგომერი! -მონდგომერი აქაური გვარი არ არის! სადაური ხართ? ოპსს ეს არუნდა ეკითხა, ახა რავუთხრა? ვაიმე რავუპასუხო?! წარმოდგენა არ მაქვს საიდან ვარ და საერთოდ არის თუ არა ეს ჩემი ნამდვილი გვარი! - მე...მე ახლახანს ჩამოვედი ქალაქში! ( ძვლივს მოვუყარე წინადადებას თავი და სახეზე საზიზღრად გავწილთდი) -კარგი, ახალო ანა რატომ გინდა აქ მუშაობა? როგორ თუ რატო მინდა?! ეს ვერაა რო არ მჭირდებოდეს აქ ხოარ მოვიდოდი არაა! ან მისთვის რამნიშვნელობა აქვს? - მინდა ოჯახს დავეხმარო! -კარგი, თუ ასეა შეგიძლია ახლავე დაიწყო! ოღონდ აღარ გააცდინო თორე დედაჩემი არ დაგინდობს( მიცინის და ხელს ვართმევ) ჩუმად და ნაზად ოთახიდან გამოვედი, როგორც კი მოვშორდი კაბინეტს თავი ვერ შევიკავე და ბედნიერებისგან ხტუნვა დავიწყე, ამ დროს ახალგაზრდა ჩემი ტოლა გოგონა კიბეებზე ამოდის და გასახდელში მეპატიჯება. -აქ მუშაობ?( მე) -კი, ჩემო კარგო აქ ვმუშაობ! (თითქოს გაბრაზებული ხმით მპასუხობს) -მეც, უკვე მეც აქ ვმუშაობ!( ბედნიერი ვეუბნები, ის წიინ მიიწევს და ირონიულად მეუბნება) -გილოცავ! -მადლობა, მე ანა ვარ როგორც იქნა გოგონამ იკადრა და ცოტა დაატორმუზა -მარიამი,სასიამომნოა -ჩემთვისაც! ( მე ) -მარიამ დიდიხანია აქ მუშაობ? - მე აქ გავიზარდე! (ჩაიცინა) -მოიცაა შეენ....(წინადადების დასრულება არ მაცალა ) -არაა,ჩვენ აქ მთელი ოჯახი ვმუშაობთ. დედაჩემი დამლაგებელია მე მისი დამხმარე, მამაჩემი მებაღე, ჩემი ძმა კი მძღოლი. კიდევ გაინტერესებს რაიმე? -არა! -კარგია., აი აიღე ( ხელში ფორმას მაწოდებს) და ჩაიცვი, ჩაცმას რო დაასრულებ სამზარეულოში შემოდი დედაჩემი გამოგინახავს საქმეს. როგორც ჩანს მარიამს არ მოსწონს აქ მუშაობა, ან მე არ მოვწონვარ... მარიამი ოთახიდან გადის, მე ვიღებ და ვშლი ჩემს ფორმას ის ლურჯი ფერისაა სიგრძეში დაახლოებით მუხლს ზემოდ მოკლე მკლავიანი თეთრი წინსაფრით, მოკლედ რო ვთქვა ძაან საყვარლობაა მაგრამ ტანზე რო ჩავიცვი შემომჯდარი მქონდა და თავს შებოჭილად ვგრძნობ. გამოვეწყვე და სამზარეულოში გამოვედი, მარიამმა თავისი დედა გამაცნო მას დარინა ჰქვია და ამ სახლში სერიოზული ადგილი უჭირავს.. დარინამ ჩემი პირველი დავალება მომცა. ფანჯრები უნდა გავწმინდო შემოსასვლელში და ახალი ფარდები გავკიდო, მეც სიხარულით საქმეს შევუდექი და გულიანად ვწმენდ უზარმაზარ მინას. მინა იმდენად დიდი იყო ვერ ვწვდებოდი და სამზარეულოში დავბრუნდი კიბის სათხოვნელად. ცუნცულით და სიმღერ სიმღერით შევდივარ სამზარეულოში და შესვლის თანავე დენდარტყმულივით ვჩერდები და ენა მივარდება.. ვერც კი წარმოიდგენთ რა სიტუაციაში ჩავვარდი როდესაც დავინახე წელს ზემოდ შიშველი დაახლოებით 19-20 წლის ბიჭი რომელიც დგას და ყავას სვავს... ეს ოჯახ აშენებული რას დგას აქ შიშველი ან ენას ვერ ამოიღებს?! -ჰაიი.. ( მიღიმის და ყავას წრუპავს) -უკაცრავად!მე არ მეგონა თუ აქ ვინემ იყო! ჩუმად დგას და ჩემს მოკლე კაბას ათვალიერებს -ჰეეი.. მე აქ ვარ! ( დავუყვირე, მან უცებ ამომხედა და ისევ ჩაიცინა) -შენ ახალი ხარ ხო? -კიდევ კარგი შემამჩნიე, ვერ გავიგე სად მიყურებ? ჯანდაბა რამინდოდა?! რა სისულელე ვკითხე ალბად ჩემი ფეხები მეწონა.. -კაბაზე! მანდ საპნის ბუშტი გაქვს! კაბაზე ვიხედები და რას ვხედავ ამოქვანქილი ვარ საპონში და სიცილს ვერ ვიკავებთ -რა სულელი ვარ! (შუბლში ხელს ვირტყავ და მას ვუახლოვდები) მე ანა ვარ დღეს ჩემი პირველი დღეა! შენ ალბად მარიამის ძმა ხარ ხო? -კი, თორნიკე ( ხელი ჩამომართვა და თან სიცილს არ წყვეტს) -თორნიკე ხო არ იცი სად არის კიბე, მინები მაქვს გასაწმენდი მე კიდე ვერ ვწვდები -არ გვაქვს, მაგრამ შემიძლია მე და დაგეხმარო (როგორ შეიძლება ამხელა სახლში კიბე არ ქონდეთ? რა უცნაურია ) -მართლა? -კი რატომაც არა -კარგი, მადლობა ( შემოსასვლელისკენ წამოვედით, უცებ ვჩერდები და ვეკითხები -შენ შიშველი უნდა იყო? ჩაიცინა და უკანა ჯიბიდან ნაცრისფერი მაისური ამოიღო... მთელი ერთი საათია მაგიდაზე დგას და ჩემს მოვალეობას ის ასრულებს - მისმინე ვალდებული არ ხარ მაგის კეთებაში ფულს მე მიხდიან და არა შენ -მართალია არვარ მაგრამ მინდა დაგეხმარო რაღაცაში ხო უნდა გამოვიყენო ჩემი სიმაღლე ( სახეზე ოფლის წვეთები მოიწმინდა და წმენდვა გააგრძელა, მე ვდგავარ ქვემოდ ფხვნილს და სუფთა ტილოებს ვაწოდებ.. -მადლობა ამდროს ოთახში მარიამი შემოდის და გაფართოებული თვალებით გვიყურებს -აქ რახდება? (მარიამი) -მეე...ისს .. -რამე გინდა მარი? (შემაწყვეტინა თორნიკემ და პირდაპირ კითხვით გადავიდა მარისკენ) -კი მინდა შეგიძლია ამიხსნა რატო წმენდ მინებს შენ? ( როგორც ჩანს მარი გავაბრაზე) -რამე გინდა მარიამ? ( გაბრაზებული ხმით თორნიკემ მარის კითხვა გაუმეორა) -ნინას სკოლაში უნდა მიაკითხო, თუ რათქმაუნდა გცალია! ( ცინიკურად ეუბნება თორნიკეს და ქედმაღლულად გადმომხედა) -იცი რა? მოდი მე დავასრულებ შენ შენს საქმეს მიხედე! ( თორნიკეს ფეხზე ხელს ვარტყამ და ის მაგიდიდან ჩამოდის) -ძალიან კარგი! ( მარი ოთახიდან გადის! უკან თორნიკეც მიყვება მოულოდნელად ჩერდება და მეუბნება) -არაფერს! მომმართე თუ რამე ( თვალს ეშმაკურად მიკრავს და ოთახიდან გადის) როგორც ჩანს მარიამს არ მოვწონვარ, მაინც ჩემთვის რამნიშვნელობა აქვს მე აქ მეგობრების შესაძენად არ მოვსულვარ. ნეტავ ნინა ვინ არის? ალბად ბავშვია რადგან მარიამმა თოკას უთხრა სკოლიდან მოიკითხეო ალბად მათი დაა, კაი რამნიშვნელობა აქვს მე ჯობია ჩემი საქმე გავაგრძელო და სახლში მშვიდობით დავბრუნდე. ფანჯრიდან ვხედავ როგორ ჯდება მანქანაში თორნიკე და თვალები ჩემსკენ ეპარება მეც აქედან ვუცინი, მანქანა დაძრა და წავიდა.. რამოდენიმე წუთში წმენდვა დავამთავრე და სამზარეულოსკენ წავედი , ამ დროს მარიამი რაღაცას მოაჩარჩალებს და პირდაპირ ჩემსკენ მოდის -წმენდვა დაამთავრე? -კი რაიყო? მარი ისეთი სახით მიყურებს გულით ვგრძნობ ახლა ცოცხლად შემჭამს. დიდი იასამნისფერი რაღაცა ჩემს ფეხებთან დააგდო -ახლა აქაურობა მოგავე! ( ოთახიდან გადის) -კარგი მაგრამ ეს რადმინდა? მარი ჩერდება და იცინის - ეს ისაა რაც დაგეხმარება! ( ისევ მიდის ) ეს რა ჯანდაბა? გაუკვერველი ნივთია თაგვს გავს ოღონდ უფრო დიდია და გრძელი ტარი აქვს პოლისჯოხივით, პირველად ვხედავ და წარმოდგენა არ მაქვს ეს როგორ დამეხმარება მოგვაში . რამოდენიმე წრეს ვურტყავ და ვამჩნევ შტიკერს რომელიც როგორც ჩანს დენს უნდა შეუერთდეს.. შტიკერს ხელში ვიღებ და დენის შესაერთებლისკენ ვწიწავ, დენში ფრთხილად ვაერთებ და ჩემთვის ვბუტბუტებ- მგონი ამ გოგოს ჩემი სიკვდილი უნდა -ვის უნდა შენი სიკვდილი? ღმერთო გული გამიხეთქა დღეს რაფეხზე ავდექი!. ხელიდან შტიკერი მივარდება და ვტრიალდები. ჩემს წინ თაფლისფერთვალება მაქსიმუმ 17 წლის გოგო დგას, გრძელი ფეხები და მოკლე წითური თმები აქვს, ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ არამგონი ეს ნინა იყოს მაგრამ სკოლის ფორმა აცვია -ღმერთო ძალიან შემაშინე (მე) -შენ ვინ ხარ? ( მეკითხება და სკოლის ჩანთას მაგიდაზე დებს) ხელებს ტანზე ვიწმენდ და ხელის ჩამოსართმელად ვუახლოვდები - მე ანა ვარ დღეს პირველი დღეა ახალი ვარ! (ძვლივს მოვუყარე წინადადებას თავი) -მე ნინა ვარ ( ხელი ჩამომართვა) ვის უნდა შენი მოკვლა? -აჰაჰა.. არაა ეს უბრალოდ ვთქვი, მითხრეს მოგავეო და ეს დამიტოვეს დაგეხმარებაო და წარმოდგენა არ მაქვს ეს დიდი თაგვი რაში უნდა დამეხმაროს. ( ხელით იმ უცნაურ ნივთისკენ ვათითებ ) თუ რათქმაუნდა თვითონ არ მოგავის რაში უნდა დამეხმაროს!!? ნინამ დაბლა იმ ნივთს დახედა და მაგრად გადაიხითხითა. როგორც ჩანს ძალიან გავამხიარულე თუმცა წარმოდგენა არ მაქვს რითი -ესს..აჰაჰაჰა ( სიცილისგან სიტყვებს ერთმანეთს ვერ უკავშირებს) ეს თაგვი კიარა პილასოსია! -პიი რა? -პილასოსი ( სიცილს მოუკლო) ის რაღაც პი ხელში აიღო და შტიკერი დენში შეაერთა - მოიცადე ფრთხილად მანდ ხომ დენია! ( დავუყვირე და უცებ ის რაღაც პიმ მოძრაობა დაიწყო) ო მაი გად! ეს რაჯანდაბაა? - ეს პილასოსია პი ლა სო სი .. აი აიღე დაიჭირე ხელში - და ეს უსაფრთხოა? -კი უსაფრთხოა ( საყვარლად მიღიმის) მე ფრთხილად ვართმევ და ხელში ვიჭერ ის მისით მოძრაობდა და თითქოს ის ადგილი სადაც იდო სუულ გასუფთავდა, ხელში დრაჯენიები მქონდა მაგრამ გავერთე. ნინა კი ალბად ფიქრობს ეს რა დებილი ვიღაცააო. მერე ნინა ხელით მანიშნებს გამორთეო, -კი მაგრამ როგორ უნდა გამოვრთო?.. ნინა პილა რაღაცას მიუახლოვდა და კნოპკას დააჭირა და ამ პიმ მოძრაობა შეწყვიტა.. -ეხლა მიხვდი ეს რა არის? ( მეკიტხება ნინა.. მე ისეთ დებილურ სიტუაციაში ვარ რო ენას ვერ ვიღებ და თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ) ჰ მ რა სულელი ვარ! წარმოდგენა არ მქონდა რაიყო ეს რადგან იქ საიდანაც მე ვარ მასეთი „სუპერ ნივთები“ ყველაზე ნაკლებადაა... ჩემს სმენას ვამთავრებ და სახლში გაკრეჭილი ვბრუნდები. დილით ბავშვების ხმაურში მეღვიძება! აბაზანას ვიღებ თავს ვიწესრიგებ და საათს რომ ვაკვირდები შეცბუნებული ვხტები სავარძლიდან. რამდენი დრო გასულა უკვე 5ნახევარია! ამდეხანს არასდროს მძინებია რამჭრს.. თავს ვიწესრიგებ და სახლიდან გავრბივარ.10 წუთით ადრე მოვედი აქოშინებული ვდგავარ შესასვლელთან და ღრმად ვსუნთქავ.კარებთან ვდგავარ და ისიც იმწამსვე იღება და პირდაპირ გასახდელში მივდივარ.სადაც მარიამი უჯმური სახით დგას და მიყურებს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.