შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეტი ვიდრე სიყვარული 3


21-04-2015, 00:24
ავტორი qari
ნანახია 4 236

დილით როგორც ყოველთვის ადრე გამეღვიძა.ცოტა ვირბინე შხაპი მივიღე და ხალათში გახვეული ტელევიზორს მივუჯექი.
როგორც იქნა დრო გავიყვანე,5 საათია წასვლა მინდა მაგრამ კიდევ ადრე თუ მივალ უკვე სერიოზულად დამცინიან,უკვე სრულიად მომზადებული ვდგავარ მისაღებში და წამებს ნერვიულად ვითვლი,როგორც იქნა გახდა 6ნახევარი და მეც გავდივარ სახლიდან,გზას მივუყვები და ვფიქრობ დღეს კიდევ თუ შემოვიდა და რამე მიყიდა დიტომ ალბათ გავგიჟდები...ოჰ ვითომ არ გსიამოვნებდეს,გამოტყდი რომ გესიამოვნა.ეშმაკურად მიყურებს ჩემი ქავეცნობიერი და მის აზრებზე ვფბები-არა საერთოდ არ მესიამოვნა მეტიც გავბრაზდი კიდეც...ოჰ სანდრა სანდრა.-რაა?არ მესიამოვნა!
მაღაზიას მივუახლოვდი და გაბედულად შევაღე კარები მე ხომ მხოლოდ 10 წუთით ადრე მივედი,შესვლის თანავე მარის ვამჩნევ რომელიც მიღიმის,თვალს ვავლებ და რატომღაც თამარს ვერ ვხედავ გაკვირებული მივემართები მარისკენ
-სალამი მარიამ!
-სალამი!როგორ ხარ?(ეშმაკურად მიღიმის)
დაბნეული მხრებს ვიჩეჩავ
-ცუდად რატომ უნდა ვიყო?!
-სულელო მე გუშინდელზე გეუბნები!(უკვე ხარხარებს მარიამი)
-არა!შენ საიდანღა იცი?
-სანდრა,მე ყველაფერი ვიცი.
-ხო საშინლად გავბრაზდი,მერე თითქოს ეგ არ ეყოსო სახლამდეც მიმაცილა(როდესაც მარიამის გაოგნებულ თვალებს ვაწყდები მივხვდი რომ ეს არ იცოდა და სჯობდა ხმა არ ამომეღო)
-რაა?!სახლამდე მიგაცილააა...არარსებობს(საოცარი ნასიამოვნები სახით ებერტყება კრესლოში ოხრავს.)ზოგს რა ბედიაქვს.
-მართალი ხარ ზოგს მართლაც ბედი აქვს მაგრამ მაგ სიაში მე ნამდვილად არ ვწერივარ...არ მინდა მსგავი ჟესტებით საქმე გამიფუჭოს.მარიამ შენ ხომ კარგათ იცნობ მაგას?
-ვის დიტოს?ჰო!
-შეგიძლია უთხრა რომ საერთოდ...თავი დამანებოს არ მინდა...
-ოო კაი რა სანდრაა!გაგიჟდიი,მაგას არ ვეტყვი,აი პირიქით თუ რამე გინდა ბაზარი არაა დაგეხმარები
თვალებ მოჭუტული ვუყურე,მერე დიდხანს ვერ ვიკავებ გაბრაზებულ გამომეტყველებას და ფხუკუნი მიტყდება,მარიამიც მყვება და ხმამაღლა ვხარხარებთ.არ ვიცი საიდან გაჩდნენ,თუმცა ამას უკვე დიდიხანია ვერ ვამჩნევ სიდან ან როდის შემოდიან,ბიჭები გვადგებიან თავზე,აკო და გიგი.ისინიც არანაკლებ იღიმებიან და თავს გვიკრავენ,მე და მარიამს ღიმილი სახეზე გვეყინება,მარიამს ალბათ აკოს დანახვაზე მე კი ორივესი...
-გოგოებო შეგიძლიათ ასეთი ლამაზი ღიმილით მოგვაჯადოოთ.ფრთხილა!
-და მერეეე?!ჩვენ რატომ ფრთხილად?
ჯანდაბა რა მინდოდა ან საიდან ეს ფრაზები?გაკვირვებულები მიყურებენ,გიგის ეღიმება და უშტვენს
-ოჰოოო თურმე ხუმრობს კიდეც...
სამივეს სიცილი უვარდებათ და მეც აწითლებული ვითომ ვიღიმები
-ბიჭებო რა გინდათ?რამით დაგეხმარებით?(მარი)
-ჰო ვფიქრობ შეგიძლია დაგვეხმაროთ...ჩვენ მარტო ვართ და...
-აჰა გასაგებია საპირისპირო სქესის ადამიანს ეძებთ?(მარი)
-ჰო!(აკო)
გაკვირვებული პირს ვაღებ,მერე ვკუმავ და მაინც ვროშავ კიდევ სისულელეს.
-მაღაზიაში?!
ისევ ეცინებათ.
-მემგონი რამეს მოვიფიქრებთ,მე და სანდრა შაბათს ერთად ვსხდებით სადმე ყავის დასალევად და...თუ გინდათ დიტოსაც უთხარით და...
-მიყვარს 21მეერთე საუკუნე,თამამი გოგოები(ირონიულად უცინის აკო მარიამს,მე კი მულოდნელობისგან ყბა მივარდება.ჯანდაბა.ჯანდაბა.ჯანდაბა!)კაი შევთანხმდეთ დროზე მოგვიანებით,ახლა მოდიგაგვიშვით კაი?
მარიამი სიხარულით ემსახურება აკას და გიგის,ფულს ართმევს და ისინიც როგორც იქნა გადიან,მე კი გაცოფებული ეგრევე ვარდები
-ეს რა ქენი მარიამ?
-მაპატიე სანდრა ვიცი მარტო მე და შენ უნდა წავსულიყავით მაგრამ,როგორცკი წარმოვიდგინე აკოსთან ერთად როგორც იქნა სადმე ერთად წავიდოდით...იცი რამდენი ხანია ამას ვოცნებოობ?4წელია და ეს ოცნება შენ ამისრულე რისთვისაც მადლობას გიხდი და ამავდროულად დიდ ბოდიშს!
უცოდველი ბავშვივით თვალებს მიხამხამებს და მეც სადღაც მიქრება გაბრაზების გრძნობა.
-ოოჰ!კარგი ხო,კარგი რა გაეწყობა
-რა გაეწყობაა?შენ რა დამცინი სნდრა?ახლავე უნდა ვიზრუნო ტანსაცმელზე რა ჩავიცვა უნდა ვბრწყინავდე,გინდა ერთად წავიდეთ შაბათს საყიდლებზე?
საყიდლებზეე?მართალია აქ მუშაობით ცოტა ფული დავაგროვე მაგრამ თავს იმის უფლებას ნამდვილად ვერ მივცემ რომ ფული ასეთ რამეებში დავხარჯო.
-არა...ვერ მოვახერხებთმე ხომ 6ამდე ვმუშაობ,თანაც...
-ეგ არაა პრობლემა 1-2 ბუტიკი ვიცი სადაც გვიანობამდე მუშაობენ.
-მ...მ..მ,იცი..
-სანდრა თუ ფულზეა პრობლემა შემიძლია გასესხო,შენ მე ახლა იმხელა ბედნიერებას მაზიარე,თანაც მარტო მე რომ გამოვიპრანჭო ზედმეტად მონდომებული გამოვჩნდებით.
მართლაც საყვარელი ადამიანი მაგრამ,ფულს ვერ ვისესხებ
-მაცდური აზრია მარიამ მაგრამ ფულს ვერ გამოგართმევ არ შემიძლია ჯერ ვერ მოგცემ...
-ოო კაი რა სანდრა როცა გექნება მაშინ მომეცი
ტვინი სანამ არ გადამიტრიალა ვერ მოისვენა,ბოლოს შეღონებული თვალებს ვაბრიალებ და თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ.გახარებული ტაშს კრავს და ფულს სასწრაფოდ ითვლის რომ გადამაბრაროს.
ყველაფერი წესრიგშია მარიამი მიდის და გზადაგზა ქურთუკს იცმევს ,უცებ ბრუნდება და ჩემსკენ მოდის
-იმდენად დავიბენი შენი ტელეფონის ნომერი არ გამომირთვია,მითხარი ჩავიწერო აბა.
რა?რა ტელეფონი მარიამ სადამაქვს...
-მე,მე არ მაქვს ტელეფონი.
გაოგნეისგან პირი ეღება და მიყურებს
-შენმე მაოცებ სანდრა,მართლაა?
-ჰო,მართლა(მეც არანაკლებ მიკვირს მისი რეაქცია რამოხდა ამაში გასაკვირი რაა?)
-კაი საყვარელო მე წავედი.
......
ორი დღე ისე ვიმორიგევე დიტო აღარ მინახავს,ბიჭები კი შემოდიოდნენ მაგრამ დიტო არსად სჩანდა,დღეს შაბათია და შესაბამისად ჯერ მარიამის ახირება უნდა შევასრულო და მერე ბიჭებს უნდა შევხვდეთ.უცნაურია ჩემი პირველი გასეირნებაა,აქამდე მსგავსი რამი წარმოდგენაც კი არ შემეძლო.დღე დაძაბულმა გავატარე დღეს თამარი გაბრაზებული იყო და ყველას ეჩხუბებოდა,მართალია ჩემთვის არაფერი არ უთქვამს მაგრამ მაინც დავიძაბე.როგორც იქნა 6გახდა და გამოვიქეცი მაღაზიიდან.
-სანდრა შენ ყოველთვის პუნქტუალური ხარ!
თბილად მესალმება და მიღიმის მარიამი
-საით?
-ა!ჰო,წამოდი ტაქსიში ჩავსხდეთ და მივალთ.
მაღაზიაში შევედით,სასიამოვნო სისუფთავე არის,აკურატულად დალაგებული ტანსაცმელი,ოჰო რამდენია,რამაგარი რაღაცეებია,საინტერესოა რას იყიდის მარიამი?
-სნდრა ეს მოგწონს?როგორია?
მარიამი საკიდზე ჩამოკიდებულ მუქ ლურჯ პერანგს იხუტებს გულზე და თან სარკეში იხედება
-მაგარია.გიხდება..ფასიც შესაბამისი აქვს!
-ოჰ ძვირფასო შენ ფასს ნუ უყურებ ეგ ნამდვილად არ მანაღვლებს.
-მაშინ მაგარია.
-ხო მეც მომწონს,და ეს შარვალი როგორ მოუხდება?
ახლა შავ კლასიკურ შარვალზე მიმანიშნებს
-იქნებ მოგერგო და ისე გვენახა?
-ჰო აბა რას ვიზავ.
მარიამი საწრაფოდ გასახდელში შედის და 6წუთში საოცრად სხვანაირი გამოდის.მუდმივად კინსში და კედებში გამოწყობილი ახლა სულ სხვანაირად გამოიყურება,თვალები შუბლზე ამდის
-მაგარია!
-ხო არა მეც მომწონს მე ამათ ვყიდლობ.(გახარებული ტაშს კრავს და მე მიყურებს)ახლა შენი ჯერია,აირჩიე რამე?
-ჰმ.დამცინი?აქ უამრავი რამეა რაც მომწონს მაგრამ.ყველაფერი ძვირია მარიამ.
გაღიზიანებული თვალებს ატრიალებს
-ამაზე ხომ ვილაპარაკეთ სანდრა?თუ ერთიანად ვერ მომცემ შეგიძლია ნაწილ ნაწილ მომცე,მე არსად არ მეჩქარება.
რაკარგია როცა უზრუნველყოფილი ხარ და შენს ხელფას შენივე სიამოვნებისთვის გამოიყენებ.
-კარგი ხო,მაშინ მე ეს მომწონს
ღია ვარდისფერ შიფონის ზედას ვიღებ და ცხვირწინ ვუტრიალებ
-ეეს?!ამას შენ ჩაიცმევ?
-ჰო რატომ გიკვირს?
-მაპატიე სანდრა,არ მინდა ცუდად გამომივიდეს...შენ ყოველთვის,როგორ გითხრა მონაზონივით გაცვია და ახლა ამას,ეს ხომ საკმაოდ დეკოლტეა?(დაამთავრა სათქმელი და დაძაბული აკვირდება ჩემს რეაქციას.მე ფხუკუნს ვერ ვიკავებ)
-მონაზონივიით?!
ჩემი სიმშვიდით ისიც წყნარდება და ეშვება...
-ჰო,მონაზონივით(ისიც ფხუკუნობს)
-არა მე ეს მომწონს და ვნახავ აბა როგორ მექნება,შარვალს კი აი ამას მოვირგებ,ღია ბოიფრენძზე ვანიშნებ.
ის გაოგნებისგან უშტვენს
-მალადეც გემოვნება გქონია სანდრა,მიდი ახლა დამანახე როგორ გექნება.ვფიქრობ სუსტი ხარ და ბოიფრენდი კარგათ დაგაჯდება,აი დეკოლტე კი მაგ სავსე მკერდზე...გასაოცარი იქნები
სასწრაფოდ ვიძრობ ჩემს ძონძებს და ერთ კუთხეში ვყრიმერე კი ამ საოცარ რბილ ნაჯერს ვიცურებ ტანზე,მარიამი მართალია ჩემს სავსე მკერდზე მაგრად დამაჯდა ეს ბლუზა და,შარვალიც მაგარია.მარტო ფეხსაცმელი მრეჩება თუმ,ცა ამის ყიდვას უკვე ვეღარ შევწვდები...ჩემს ფიქრებში ვარ რომ კარებს მარიამი მიღებს და შავ წვრილ ქუსლზე ფეხსაცმელს მაწვდის
-მაღლებზე სიარული შეგიძლია?
-ჰო!
-მოდი აბა ესეც მოირგე.
-ფეხსაცმელში ნაჩქარევად ვყოფ ფეხებს და სარკეში ჩახედვისას ჩემს თავს ვეღარ ვცნობ
-სანდრა ძვირფაო ბიჭი კიარა მე ვერ გწყვეტ თვალს.მშვენიერი ხარ,რამდენიმე შტრიხი დაგვრჩა და ეგაა რა.
უცებ საათს დაჰყურებს და სეცბუნებული ყვირის
-ღმერთო სულ რაღაც ნახევარი საათი გვაქვსნდა ვიჩქაროთ წამოდი ახლა სალონში
სალონიი?არა ეს მეტის მეტია მე,მეთვითონაც შემიძლია თმების გაკეთება.მაგრამ მარიამს ვერ ვეწინააღმდეგები ისეთი გახარებულია რომ...მან თმები დაისწორა მე კი უბრალოდ ცხენის კუდი გამიკეთეს,ოღონდ რათქმა უნდა აკურატულად,არანაირი მაკიაჟი,უბრალოდ სუნამო მივისხი და უკვე მზად ვართ.
-ბიჭებს სად ვხვდებით?
-წეღან დამირეკეს და სადაცაა მოვლენმანქანით და აქედან წავალთ
სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა რომ შავი BMWმარკის მანქანა გაჩერდა და მანქანიდან დიტო გადმოვიდა.გაოცებული თვალებით ჯერ მე მერე მარიამს გვიყურებს,მარიამიდან ისევ ჩემზე გადმოაქვს მზერა და თბილი ხმით მეკითხება
-როგორ ხარ?
გული სადაცაა ამომივარდება,ერთიანად აწითლეული ჩემს ხელებს ვაკვირდები...და ჩუმათ ძლივს გასაგონად ვჩურჩულებ
-კარგათ!
ის თბილად გვიღიმის ორივეს.უცებ BMWეს იგივე ფერის აუდი უდგება გვერდით და აკო ყოფს თავს მძღოლის ადგილიდან
-გოგოებიოო!
მანქანას ტოვებს და დიტოს უდგება გვერდით
-ჯანდაბა,რა მაგრათ გამოიყურებით.
-რავქნათ არ წავიდეთ?
ყოველთვის მიკვირს მარიამის მე სირცხვილისგან ენა გადავყლაპე ის კი სიტვაციის გამუხვტას ცდილობს
-ჰო,წავიდეთ(მერე დიტოს უბრუნდებააკა და კითხვით სავსე მზერას აბყრობს)საით დიტო?
-მე სხვაგან ვგეგმავდი მაგრამ გოგოები ისე ლამაზად გამოიყურებიან რომ...ვიცი სადც უნდა წავიდეთ(ეშმაკურად იღიმის და თვალს არ მაშორებს,უნდა ვაღიარო რომ საოცრად სექსუალურია,მუქი ჯინსი აცვია და ნაცრისფერი მაისური რაც ძალიან უხდება,საოცარი ღიმილით მიღიმის და თავბრუს მახვევს.)აბა დავსხდეთ?
-დიტო მე მარიკუნას დავისვამ თუ არ გეწყინება და შენ სანდრა ჩაისვი(ვითომ უცოდველი სახით ეუბნება,დიტო ტუჩის კუთხით იღიმება და თავს უკრავს)
-მეც მარიამთან ერთად დავჯდები(შეცბუნებული ვყვირი)
-და დიტოს მარტოს დატოვებ?არ გეცოდება?(ეშმაკურად მიცინის მარიამი და მაიშნებს რომ უკან დავიხიო.ოხ მარიამ.მეგობრის გამო რას არ გააკეთებს კაცი.თვალებს ვუბრიალებ და თანხმობის ნიშნად მანქანისკენ მივდივარ,უცნაურია თითქოს დიტო დაძაბული იყო,მძიმედ ამოისუნთქა და წინ მგზავრის კარები გამიღო,მერე თვითონაც მოუარა მანქანას და საჭესთან დაჯდა...
-ღვედი შეიკარი!
თითქოს მბრძანებლობსო ისეტი ტონით მომმართავს და მეც მაშინვე ვიკრავ რვედს
-ლამაზად გამოიყურები!
საშინლად მრთგუნავს ეს სიტვაცია,არ ვიცი რა გავაკეთო ჩემს ხელებს ვაწვალებ და ერთმანეთში ვხლართავ
-შე რა ნერვიულობ?
-საიდან მოიტანე?
გზას გაჰყურებს და ირონიულად იღიმება
-თითქმის არ სუნთქავ!
ამის თქმა და ამოსუნთქვა ერთი იყო ტითქოს მისგან ნებართვას ველოდი.
-ასე დიდხანს უნდა ვიყოთ?
გაკვირვებული ვუყურებ
-როგორ?
-ჩუმად ხარ არ ლაპარაკობ,საერთოდ არც მე მიყვარს ბევრი ლაპარაკი მაგრამ შენთან ერთად რომ ვარ მარტო მე ვლაპარაკობ,რაც მე ძალიან არ მომწონს...
არ მოგწონს და ნუ ილაპარაკებ,ხომ ხედავ მე არ მინდა ლაპარაკი
-სანდრა!აქ ხარ!
-იცი უკვე გითხარი ასეთ სიტვაციებს არ ვარ მიჩვეულითქო
-მახსოვს და,ისიც მახოვს რომ გითხარი უნდა მიეჩვიოთქო!



№1  offline წევრი Winchester

<3<3 Kaiaa dzaan
--------------------
ლ.შ L.SH

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent