შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუვიწყარი (33)


19-09-2015, 15:10
ავტორი Linna
ნანახია 4 687

*ანასტასია:
-მზად ხარ?
თავი დავუქნიე და საწოლიდან წამოვდექი, უხმოდ გავედი პალატიდან. მციოდა, მოსაცმელს მაგრად ვიკრავდი სხეულზე და თავდახრილი მივდიოდი წინ.
-ანა, მოიცა.
დამიძახა დედამ, მერეღა შევამჩნიე, რომ ლიფტში მარტო შევედი..
-რაზე ფიქრობ?
მკითხა და ღილაკს თითი მიაჭირა, თავი გავაქანე..
თორნიკეზე ვფიქრობდი. მინდოდა დრო მალე გასულიყო, მინდოდა მალე დაბრუნებულიყო და ეთქვა, რომ აღარასდროს დამტოვებდა მარტო.
-შენი ნივთები უკვე გადავიტანეთ.
-სად?
-ახალ სახლში.
არაფერი მითქვამს, კარგი იქნებოდა თუ ძველ ბინას გავეცლებოდი, იქაურობა მამას გამახსენებდა.. მაგრამ მერე დავფიქრდი, თორნიკე რომ მოსულიყო? აივნიდან რომ ამომძვრალიყო და არავინ დახვედროდა?
-არა!
მკაცრად დავუყვირე.
-რა არა?
გაკვირვებულმა შემომხედა.
-მე ძველ სახლში ვრჩები!
იგივე ტონით გავუმეორე
-ანა, შენც ხომ იცი რატომ გადავ..
-ვიცი!-გავაწყვეტინე-მაგრამ მე იქ მინდა ყოფნა, სადაც ცხოვრების ყველაზე ლამაზი დღეები გავატარე.. არ წამოგყვები !
-ჰო, მაგრამ.
-მორჩა დედა ! მარტოც რომ მომიწიოს ცხოვრება, არ გამოგყვები..
აღარაფერი უთქვამს, ხვდებოდა, რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა
ტაქსი დავიჭირეთ, მე უკანა სავარძელზე მოვთავსთდი, დედა წინ..
-ნივთები ავიღოთ და სახლში დავბრუნდეთ..
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, მერე ყურსასმენები ამოვიღე, გავიკეთე და სავარძელს მივეყრდენი.. ერთ წერტილს ვიყავი მიშტერებოდი და რეალობის აღქმას ვცდილობდი.. მიჭირდა, გული მტკიოდა.. შიგნით საშინელ სიცარიელეს ვგრძნობდი, ვიფლითებოდი.. გონებაში ფიქრები ძაფივით იყო აბურდული, თითქოს, სულში ობობის ქსელები გამიბესო.
ღმერთო, როგორ მჭირდებოდა ჩემი შავი ბიჭი.. მინდოდა ჩემს ტუჩებზე მისი სიტკბო მეგრძნო, მინდოდა ძილის დროს წელზე მოხვეულ ხელს გავეთბე.. მინდოდა მეგრძნო, რომ ჩემთან იყო, ჩემში იყო და არასდროს არ მიმატოვებდა.
მანქანა გაჩერდა, დამუხრუჭების გამო წინ რომ არ გადავწეულიყავი, ალბათ ვერც ვიგრძნობდი.
-დამელოდე
ტუჩების მოძრაობით გავარჩიე დედის სიტყვები, ტაქსიდან გადავიდა ნივთების ასაღებად.. არ გავქანებულვარ, ხელები გადაჯვარედინებულად მეწყო მუცელზე და ფიქრების მორევში ჩაძირული, კვლავ ერთ წერტილს ვიყავი მიშტერებული..
დედა მალე დაბრუნა, ნივთები საბარგულში ჩაალაგეს.. საბედნიეროდ, ჯერ ბევრი არაფერი გადმოეტანათ, ამიტომ თავისუფლად მოხერხდა მათი დატევა.. რამდენიმე წუთში მანქანა დაიძრა, მაგრამ მალევე გაჩერდა კერძო სახლის წინ.. ვერ ვიცანი, მანამ არ გადავედი, სანამ დედამ კარი არ გამიღო..
გაკვირვებული მოვშორდი მანქანას, სახლი ავათვალიერე.. აქ ვცხოვრობდი? არა, ჩემი სახლი ნათელი და მშვენიერი იყო.. ამ შენობას კი სიცოცხლის ნასახიც არ ეტყობოდა, ჩამქრალიყო, ჩაშავებულიყო. ასე უცებ რამ შეცვალა?
კარი შევაღე, მამის სურნელი მეცა. მამის, რომლის ცხედარიც ვერ ვნახე, ვერ გამოვემშვიდობე.
-ანა? აქ რა გინდათ?
გაიკვირვა მაკამ, როცა დაგვინახა..
-ანასტასიას აქ უნდა ცხოვრება..
განუმარტა დედამ და ტაქსისტს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის.
უხმოდ ავიღე ჩემოდანი და კიბეებს ავუყევი, ოთახსი შევედი.. აიპოდი ტუმბოზე დავდე, ჩანთა იქვე მივაგდე და ლოგინზე პირაღმა წამოვწექი.
ყველაფერი რა კარგი იყო, რა მშვენიერი.. ასე უცებ რამ შეცვალა? რატომ?
აივანს თვალს არ ვაშორებდი, გაუნძრევლად ვიწექი და ველოდებოდი წამს, როცა ჩემი შავ ბიჭს დავლანდავდი ფარდის უკან.. როცა ოთახში ღიმილით შემოვიდოდა და ამ ჩამკვდარ კედლებს, გაფლეთილ სულ-გულს, განადგურებულ შიგნეულობას და საერთოდ ყველაფერს სიცოცხლეს შეჰმატებდა, აზრს მისცემდა..
სინათლე ნელა, ძალიან ნელა შეიცვალა ბნელით.. ცაზე სავსე მთვარე ამოსრიალდა და მზისგან მოპარული სხივებით გაანათა არე-მარე.. ჩემს ოთახშიც შემოაღწია, მაგრამ მე ისევ იგივე პოზაში, იმავე გამომეტყველებით, იმავე ფიქრებით ვუყურებდი კარს, რომელიც თორნიკეს უნდა შემოეღო..
-არ გშია?
გავიგე მოხუცი ძიძის ხმა, მაგრამ ურეაქციოდ, უპასუხოდ დავტოვე..
-ანა, არ გესმის?
გამიმეორა და ლოგინს მოუახლოვდა..
-ჩემო გოგო, ვიცი, გიჭირს, მაგრამ ძალა გჭირდება.. ასე არ შეიძლება.
ჭკუის რიგება დამიწყო, ის, რაც ახლა ყველაზე ნაკლებად მჭირდებოდა
-არა მაკა, არ მშია..
ისე ვუპასუხე, არ გავქანებულვარ, მხოლოდ ტუჩები ავამოძრავე..
აღარაფერი უთქვამს, გამიხრადა რომ მიხვდა და ოთახი დატოვა..
არ ვიცი რამდენ ხანს ვიწექი ასე, რამდენი ვიფიქრე თორნიკე. თვალსაც კი არ ვახამხამებდი, იმედით ველოდი ფარდების აშრიალებას, ოდნავ ხმაურზეც კი გული ფანცქალს იწყებდა.
სიბნელეც გაქრა, განათდა.. მზე არ ანათებდა, ეს უბრალო დღის სინათლე იყო.. ცრიდა, ქარიც ქროდა, რომელიც ფანჯარასთან ახლოს მდგომ ხის ტოტებს მინას აჯახებდა.. უმოძრაოდ ყოფნას ვეღარ გავუძელი, გავაანალიზე, რომ ასე წოლით უფრო მტკიოდა.. მინდოდა რაღაც გამეკეთებინა, დრო მაინც გავიდოდა სწრაფად.. წამოვდექი, საათისთვის არ შემიხედავს ისე ჩავედი ქვემოთ. გამიხარდა, როცა ნაცნობი ხმა გავიგე, ღიმილით ჩავირბინე კიბეებზე
-ნინი..
გავუღიმე და გადასახვევად წავედი, ახლა მართლა დამეხმარებოდა მასთან ლაპარაკი..
-ნახვამდის.
ჩემთვის სავსებით მოულოდნელად დედაჩემს დაემშვიდობა და კარი გაიხურა, თვალებში ვერ მიყურებდა..
-რა უნდოდა?
ვკითხე დედას, მისმა გამოხედვამაც გამაკვირვა.. თითქოს, რაღაც საშინელება უთხრეს, შშინებული იყო
-ანა, დღეს სადღაც უნდა წავიდეთ.
მითხრა და სამზარეულოში გავიდა.
-სად?
გავყევი
-ფსიქიატრთან.. და ძალიან გთხოვ, არ შემეწინააღმდეგო..
-რაა?
თვალები შუბლზე ამივიდა.. ესენი რა, გიჟად მთვლიან??
-დედა, გაგიჟდი? ფსიქიკურად შეშლილი გგონივარ?? რა ფსიქიატრი, გადაირიეე?? არ მოვდივარ !! ყვირილი დავიწყე..
-ანა, ხომ ხედავ.. ნერვები მწყობრიდან გაქვს გამოყვანილი..
-და ეგ გიკვირს?? შენ რა, კარგად ხარ??? არ ნერვიულობ?? არ ტირი?? თუმცა. შენ რატომ უნდა ტიროდე.. არც საყვარლი ადამიანი დაგიკარგავს და არც მზრუნველი მამა..
-ანასტასია!
დამიყვირა..
-რა, ვტყუი?? მამასთან ერთად რამდენიმე წელი გაატარე, არც გყვარებია.. რატომ უნდა გადარდებდეს მისი სიკვდილი, არ გიყვარდა!
ამ სიტყვებს ვეღარ გაუძლო და სახეში გამარტყა.. არ ვამტყუნებ, ღირსი ვიყავი.. მაგრამ გული მეტკინა.. ეს ტკივილიც შეემატა იმ ტანჯვას.
-წამოვალ.
ვუპასუხე და სამზარეულოდან გავედი.. მართლაც არ მაწყენდა ვინმესთან საუბარი, ყველაფერს მოვუყვებოდი და გულს მაინც მოვიოხებდი.
-ჩაიცვი.
უსიტყვოდ დავემორჩილე, ოთახში ავედი და ჩემოდნიდან ტანსაცმელები ამოვყარე..ბევრი არ მიფიქრია.. ვერ ვიჯერებდი, რომ სნინი აქ იყო და არც მნახა ისე წავიდა.. ნუთუ მან ურჩია დედაჩემს ჩემი ფსიქიატრთან წაყვანა.. ვერ ვიჯერებ.. არაჩვეულებრივია, ერთადერთი მეგობარიც აღარ მყავს !
-მზად ვარ..
ვუთხარი დედას და მანქანისკენ ავიღე გეზი.. გზაში არ გვილაპარაკია, ან რაზე უნდა გველაპარაკა, დედაჩემი გიჟად მთვლიდა.
-ქალბატონი ლაურა ბრძანდებით?
იკითხა დედამ, როცა კარი შეაღო.
-დიახ, მობრძანდით.
თქვა ქალმა, ჩემს დანახვაზე სახე მოეღუშა.
-ანასტასია, არა?
მკითხა, თავი დავუქნიე.
-გთხოვთ, დაგვტოვეთ.
უთხრა დედას.. გავიდა.
-დაჯექი, ან წამოწექი, როგორც გინდა..
ღიმილით მითხრა, სავარძელში მოვკალათდი..
-საბედნიეროდ კარგი დაქალი გყავს, დღეს ყველა პაციენტი გადავდე შენს გამო
-დაქალი?
-ჰო, ნინიმ მითხრა, რომ დახმარება გჭირდებოდა..
-არ მჭირდება !
გავბრაზდი და ის იყო, წასვლას დავაპირე, რომ გამაჩერა და ისევ სავარძელში ჩამსვა.. შეწინააღმდეგების ძალა უბრალოდ არ მქონდა..
-ანა, მისმინე.. ძალიან ვწუხვარ მამაშენის გამოც..
-ოჰ, ყველაფერი გცოდნიათ უკვე !
-ჰო.. და გთხოვ, ნუ გაბრაზდები, ჩვენ შენი დახმარება გვინდა..
აღარაფერი მითქვამს, თითქოს დავმშვიდდი კიდეც..
-მართლა ძალიან ვწუხვარ.. უცებ მოგიწია ამდენი რამის გადატანა, საყვარელი ადამიანის სიკვდილი, გაუპატიურება, ბავშვის დაკარგვა..
-უკაცრავად?
ბოლო სიტყვები ვერ გავიგე.
-ღმერთო, არ მითხრა რომ არ იცოდი !
სასოწარკვეთილმა წარმოთქვა.
-რა არ ვიცოდი?
ყელში ნემსები შემესო, კანი შიგნიდან დამეკაწრა..
-მაპატიე, ნამდვილად არ ვიცოდი.. ჰო.. ბავშვი დაკარგე..
-რა??
წამოვვარდი, შეშინებული ვუყურებდი..
-მატყუებთ !
დავიკივლე, კისერში ვწვდი და ძლიერად წავუჭირე..
-ჩემი გაგიჟება გინდათ???
-ანა, ანა, დამშვიდდი !
ლუღლუღებდა, მაგრამ მაინც არ ვეშვებოდი, იმ სიტყვებს ვიაზრებდი, რაც მან რამდენიმე წამის წინ მითხრა.. უცებ, ფეხები მომეკვეთა, ძალა დავკარგე.. იატაკზე დავვარდი და მწარედ ავტირდი. ქალი ახველებდა, გავიაზრე რა გავაკეთე..
-მე.. მაპატიეთ.. მე.. არა.. არ მინდოდა..
ამოსუნთქვას ძვლივს ვახერხებდი, სიტყვების გადაბმაც მიჭირდა..
-არაფერია, დამშვიდდი..
მომიჯდა და ჩამეხუტა. ძლიერად მოვეხვიე, ხელები მაისურში ჩავავლე და მუჭები შევკარი.. ხმამაღლა ვტიროდი.. ბავშვი, ჩემი და თორნიკეს პატარა ანგელოზი..
-დარწმუნებული ხართ?
იმედს მაინც არ ვკარგავდი, ვერ ვიჯერებდი.. თავი შეწუხებულმა დამიქნია
-მოდი, დაჯექი და ვილაპარაკოთ..
წამოდგომაში დამეხმარა და სავარძელში ჩამსვა, ისევ ვტიროდი.. ხელი მუცელზე მოვიკიდე და თვალები დავხუჭე.. გამახსენდა როგორ მეფერებოდა თორნიკე, როგორ ესაუბრებოდა ბავშვს.. ჩემი და თორნიკეს სიხარული, ჩვენი სიყვარულის ნაყოფი.. რატომ მოკვდა? ვინ მოკლა? ლუკა!! უკვე მესამე საყვარელი ადამიანი წამართვი..
-მეზიზღები ლუკა!
მთელს ხმაზე დავიყვირე, იმდენად ძლიერად, რომ ყელი ამეწვა.. ტირილს უფრო და უფრო ვუმატებდი, მთელს ხმაზე მოვთქვამდი და მუცელს ხელს არ ვაშორებდი.. მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა, კანი მეწიწკნებოდა, თითები მეყინებოდა ვხვდებოდი, რომ ცოტაც და გავითიშებოდი.. ტირილის ძალაც აღარ მქონდა, მაგრამ ცრემლები არ წყვეტდნენ დენას.. რას აკეთებდა ფსიქიატრი? შეწუხებული მიყურებდა.. როგორ მინდოდა დამამშვიდებელი გაეკეთებინა, თუნდაც ისეთი, რომლის შემდეგაც ვერასდროს გავახელდი ტვალებს.. აღარ შემეძლო, გათიშვა მინდოდა.. ხელები სულ დავიკაწრე საკუთარი ფრჩხილებით, მერე სახეზეც გადავედი.. ღაწვებს ვიბღოტავდი და ხმას ვუმატებდი, მერეღა გავიაზრე რომ მუცელს მოვშორდი და უმალვე დავაბრუნე ხელები..
ქალი გავიდა, ამოვისუნთქე, როცა დავინახე რომ შპრიცით დაბრუნდა.. მე თვითონ მივუშვირე ხელი, სიამოვნებით შემოვუშვი წამალი ჩემში.. ამოვისუნთქე, როცა ვიგრძენი როგორ დამიმძიმდა თვალები, ვხვდებოდი, რომ რამდენიმე საათით ვემშვიდობებოდი აქაურობას.
____________________________________________________________
თვალები თეთრ ოთახში გავახილე, საწოლში ვიწექი.თავიდან საავადმყოფო მეგონა, მაგრამ აქაური სურნელი ვერ ვიცანი..
-პაციენტმა გაიღვიძა !
გავიგე ყვირილი, კიდევ ერთი ნემსი შემარჭვეს ვენაში. ძვლივს დალაგებული გამოსახულება ისევ აიმჟღვრა, ბუნდოვნად დავინახე სამი კაცი, რომელიც ჩემს საწოლტან იდგა..
-ხვალ ელექტროშოკი.ლუკამ თქვა, არ დაინდოთო.

ვიცი პატარა თავი იყო, მაგრამ ასეა საჭირო. ყველამ დააკომენტარეთ აფსოლიტურად და ფინალური ნაწილებისთვის მოემზადეთ <3 თქვენი მხარდაჭერა მჭირდება.



№1  offline მოდერი sopiko

დღეს წავიკითხე ყველა თავი და მომეწონა. მოუთმენლად ველოდები შემდეგს. კიდევ ბევრი ინტრიგა მინდააა :-D

 


№2  offline წევრი kora

მალე იქნება ფინალური ნაწილი? გასკდა მანამდე გული... ოღონდაც კიდე რამე უბედურება არ დამართო ამ წყვილს, ძალიან გთხოვ... ვერ ვიტან ლუკას!
--------------------
kira.G

 


№3  offline წევრი Linna

sopiko
დღეს წავიკითხე ყველა თავი და მომეწონა. მოუთმენლად ველოდები შემდეგს. კიდევ ბევრი ინტრიგა მინდააა :-D

kora
მალე იქნება ფინალური ნაწილი? გასკდა მანამდე გული... ოღონდაც კიდე რამე უბედურება არ დამართო ამ წყვილს, ძალიან გთხოვ... ვერ ვიტან ლუკას!


ორი თავიღა დარჩა მეგობრებო <3

 


№4 სტუმარი Natu

Ra dzalian borotulad eqcevi am gogois megona amas mainc agar gaaketebinebdi lukas ise moqmedebs wakitxva vegar shevdzeli

 


№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

არ ვიცი ასეთი გულქვა როგორ გავხდი მაგრამ მინდა ლუკა ისე დაიტანჯოს ყოველ დღე აიკვდილი ინატროს და როცა სიკვდილის დრო მოვა ისე დაიტანჯოს ყველა თავისი ცოდვისთვის როგორც თორნიკე და ანა დატანჯა...
ვერ ვიტან ასეთ დედებს საკუთარ შვილს ასე როგორ მოექცა ვიღაც კახპას დაუჯერა და შვილი ასე გაწირა...
მოკლედ უკვე ისე ვარ ანერვიულებული ახლა მარტო სასიამოვნო თავი თუ დამამშვიდებს თუნდაც მხოლოდ ის რომ თორნიკემ ანა გააპაროს ფსიქიატრიულიდან... აბა შენ იცი არ გამიხეთქო ეხლა გული და ამდენი უარყოფითი ემოციის მერე მკითხველისთვის სასიამოვნო თავი დადე...

არ შემიძლია ანას სიყვარულის უნარი არ შევაქო ძალიან განიხარდა თორნიკეს რომ დაუჯერა და თავისი სიყვარული დაიცვა ზუსტად ასეთი უნდა იყოს ნამდვილი სიყვარული როცა რაღაც გიჭირს ან რამეს დააშავებს საყვარელი ადამიანი კი არ უნდა მიატოვო გვერდით უნდა დაუდგე და ისევ სწორ გზაზე დააბრუნო... ამ ისტორიაში ყველაზე მეტად ასეთი ძლიერი და უანგარო სიყვარული მომწონს...

 


№6  offline მოდერი sopiko

მე სულაც არ მინდა ზღპარივით დამთავრდეს. რაც თავიდან იყო, ანუ ინტრიგა, შურისძიება ასე უნდა გაგრძელდეს.

 


№7  offline წევრი kora

ზღაპარი რა შუაშია?! უკვე ისედაც, პერსონაჟებთან ერთად, იმდენი ინტრიგა, შურისძიება, დაძაბულობა და ათასი უბედურება გამოვიარეთ და მგონი ვიმსახურებთ ყოველივეს მერე თბილ და ემოციურად დადებით ფინალს <3

Linna
sopiko
დღეს წავიკითხე ყველა თავი და მომეწონა. მოუთმენლად ველოდები შემდეგს. კიდევ ბევრი ინტრიგა მინდააა :-D

kora
მალე იქნება ფინალური ნაწილი? გასკდა მანამდე გული... ოღონდაც კიდე რამე უბედურება არ დამართო ამ წყვილს, ძალიან გთხოვ... ვერ ვიტან ლუკას!


ორი თავიღა დარჩა მეგობრებო <3

იმედია ამ ორ თავს ხვალ და ზეგ დაგვიდებ თორე ამასობაში გაგვისკდა გულები, იფიქრე ცოტა ჩვენზეც, შენს ერთგულ მკითხველებზე და არ დაგვეკარგო ძალიან გთხოვ <3 :)
--------------------
kira.G

 


№8 სტუმარი maria

dzalian gtxov tornike da ana ertmanets ar daashoroo raa :-* dzaan kargi wyvilia :-* cudia ro ori taviga darcha(((

 


№9  offline წევრი tam28

Ee kai ra zedmetia ukve es. Lukas dedaze agar gifiqria? Shvilis gamo rogor daitanjeba. Dzma kide dzmis mkvleli unda gaxdes? Kai raaaa. Agar momwons :@

Da es ro morcheba mkvlels gavagrdzelebo mgoni xo? Ar dagvagalato

 


№10  offline წევრი kantelashvili

Auu tasos kiara am istoriis gadamkide fsiqiatriuli me damchirdebaa magaria maraa ukvee dzaan daidzaba situacia

 


№11  offline წევრი Linna

tam28
Ee kai ra zedmetia ukve es. Lukas dedaze agar gifiqria? Shvilis gamo rogor daitanjeba. Dzma kide dzmis mkvleli unda gaxdes? Kai raaaa. Agar momwons :@

Da es ro morcheba mkvlels gavagrdzelebo mgoni xo? Ar dagvagalato


ვეცდები ისიც გავაგრძელო, ასევე "ლურჯი მოგონებები"-ს მეორე ნაწილიც, ვისაც არ გაქვს წაკითხული წაიკითხეთ მეგობრებო <3

 


№12  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმე ეს რა ამბები დაატრიალე გასკდა გული. recourse

 


№13  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Auu kai raa raa sadistobaaa ( damecva guliii :( gamochndess raa tornikee agarr shemidzliaa martla amdenii nervulobaa :( rubedurebaa :( ogondd ertadd datove toremm gavgijdebii :( sull damekargebaa carmodgena am istoriaze :(

 


№14 სტუმარი anukaa

საშინელი წასაკიტხთხიაა უკვე.. არ ველოდი ესე კარგად წასაკითხი ისტორია თუ ესე დამძაბავდა და უარყოფითი მუხტით ამავსებდაა... ამდენი ნეგატიურიი ამბავი და ყველაფერიი ერთმანეთზე მიყოლებული კატასტროფაა.. დავკარგე ამ ისტორიის წაკიტხვიის მუგამი..

 


№15  offline წევრი Drama Queen

კომენტარებს გადავხედე და ხშირად წერენ საშინელი წასაკითხიაო. კი, შეიძლება არ გსიამოვნებთ ასე რომ დამძიმდა, მაგრამ 'საშინელი წასაკითხი' ნამდვილად არ არის. ამაშია, ეგრედწოდებული 'მუღამი', როდესაც დაძაბული სიუჟეტია. უფრო გაინტერესებს შემდეგში რა მოხდება. ჩემი აზრით ისტორია, რომელშიც პერსონაჟები სულ ბედნიერებისგან დაფრინავენ, უაზროა, რადგან რეალურად ეგრე არ ხდება. შესანიშნავი წასაკითხია ავტორ ;) მე მომწონს კი არა მიყვარს! ❤️

 


№16  offline წევრი Linna

Drama Queen
კომენტარებს გადავხედე და ხშირად წერენ საშინელი წასაკითხიაო. კი, შეიძლება არ გსიამოვნებთ ასე რომ დამძიმდა, მაგრამ 'საშინელი წასაკითხი' ნამდვილად არ არის. ამაშია, ეგრედწოდებული 'მუღამი', როდესაც დაძაბული სიუჟეტია. უფრო გაინტერესებს შემდეგში რა მოხდება. ჩემი აზრით ისტორია, რომელშიც პერსონაჟები სულ ბედნიერებისგან დაფრინავენ, უაზროა, რადგან რეალურად ეგრე არ ხდება. შესანიშნავი წასაკითხია ავტორ ;) მე მომწონს კი არა მიყვარს! ❤️

მე კიდე შენ შემაყვარე თავი :დ დ <3

 


№17 სტუმარი nino

დღეს ვნახე ეს ნაწერები და გადავწყვიტე წამეკითხა ისე ჩამითრია რომ 33 თავი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე არ ვიცი რა გითხრა ძალიან მაგარია აი ვუყურებ ასოებს და ვერ ვწერ რას ვგრძნობ

მალე დადე რაა თორემ გავაფრენ

მაგარი ხარ არა უძალიან მაგრესი მიყვარხარ

 


№18 სტუმარი თიკა

ვაიმეე.. ნუ აწამებ ამ გოგოს sad იმედია დასასრული კარგი იქნება..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent