შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით(23)


20-09-2015, 02:24
ავტორი lisebeth
ნანახია 2 735

გამოსვლა დაიწყო. პროგრესის სკოლა მეოთხე ნომრად გამოდიოდა ამიტომ მათი ჯერი მალევე დადგა. ყველაზე მაქსიმალური დრო ნომრის შესასრულებლად ხუთი წუთი იყო. დაჩიმ იცოდა რა ხდებოდა იმ წუთას დიანას თავს ამიტომ ღელავდა. ეშინოდა ,რომ ეს ფაქტი შესრულების ხარისხზე იმოქმედებდა. ბავშვების რიგი გაარღვია და მისკენ წავიდა.
-კარგად ხარ? ხომ იცი ამას რატომაც გეკითხები?
-ნუ ღელავ კარგად ვარ და გავაკეთებ ყველაფერს როგორც საჭიროა ,მაგრამ მაშინვე უნდა წავიდე როგორც კი ნომერი დასრულდება. ჩემი ძმა გარეთ მელოდება
-გასაგებია. დაგირეკავ და გაგაგებინებ როგორ ჩაივლის.
-გმადლობ. მოდი ზემოთ ავიდეთ ჩვენი გამოსვლის ჯერია.
-ათეულში აუცილებლად მოვხვდებით. -მეც მაგის მჯერა. გარეთ ბევრი ხალხია ხომ არ გეშინია?
-არა ,შენ? -ხალხის წინაშე მიცეკვია. ისე მოიქეცი თითქოს შენს თავთან მარტო ხარ. შველის...დმიჯერე...
დაჩიმ მხოლოდ გაუღიმა და ყველას სცენისკენ მოუწოდა. ბავშვებმა ხელებით ბორჯღალი გააკეთეს და მხიარული შეძახილი დააყოლეს. გამომსვლელთაგან ჯერ არავის გაუბრწყინია იმ დონეზე ,რომ მათი შეშინებოდათ. ეს ერთი მხრივ კარგი იყო ,მაგრამ მეორეს მხრივ არ უნახავთ საუკეთესო გამომსვლელები გაეგოთ რამდენად უნდა მოენდომებინათ. დარბაზში სიჩუუმე ჩამოწვა. ყყველა ღელავდა განსაკუთრებით მათი გულშემატკივრები.
-ყველაფერი კარგად იქნება _თავი დაიმშვიდა ნინიმ და სხვებსაც იგივესკენ მოუწოდა . მისდაუნებლიედ მოუჭირა ხელი ლევანს ,რომელიც გვერდით ეჯდა. მონაწილეებს შორის ნინას თმები სასწაულად ელავდა,რასაც ხელს განათებაც უწყობდა. ნომერი იმაზე ეფექტური გამოდგა ვიდრე ამას სკოლის წარმომადგენლები ელოდნენ. თემური და ნანა გიჟივით უკრავდნენ ტაშს და ბავშვებივით იქცეოდნენ. გამოსვლა ანანომ და დიანამ ეროვნული ცეკვით დაასრულეს რასაც უფრო მეტი ოვაციები და შეძახილები მოჰყვა. ჟიურის ათი წევრიდან ორმა ასწია რვიანი, ოთხმა ცხრიანი და ოთხმაც ათიანი. ეს ყველაზე მაღალი შეფასება იყო იმ დროისთვის. ყველანი ხტუნვა ხტუნვით ჩამოვიდნენ ძირს. დიანამ საათზე დაიხედა და რვას ოცი აკლდა.
-უნდა გავიქცე_გასძახა დაჩის და ისე ,რომ არც გამოუცვლია კარისკენ გაიქცა.
-ცოტაც დაგეცადა.
-არ შემიძლია . გამაგებინე ამბები _მიაყვირა და თვალს მიეფარა.
ელენე თავის ნომერში იწვა და ელოდა როდის დაურეკავდნენ და გააგებინებდნენ რა მოხდა შეჯიბრზე. ყოველ წამს ტელეფონს დაჰყურებდა. მოწყენილი იყო რადგან ყველა იქ წავიდა. ის კი სულ მარტო იყო, დაშავევული და უძლური. ტელევიზორის ყურებაც მოჰბეზრდა და მუსიკის მოსმენაც. კარგახანი იყო რაც რატისაც აღარ მოეწერა. ისე მოიწყინა ფეხზე ადგომაც კი გადაწყვიტა. ხალათი მოიცვა და წამოდგა. ფეხი ეტკინა ,მაგრამ გაუძალიანდა. მაინც მივიდა კარადამდე და შიგნით ქექვა დაიწყო.
ზურგს უკან ვიღაცამ კარი შემოაღო ,მაგრამ მას არც გაუგია. როგორც კი ამდგარი დაინახა სწრაფად მიუახლოვდა და ხელი მოჰკიდა.
-რატომ ადექი ?_ გოგონამ სწრაფად მიიხედა და რატი შერჩა.
-მომწყინდა აქ წოლა. უნდა გავიდე სადმე თორემ მოვკვდები.
-მე აქ ვარ და დავრჩები. ექიმმა გაგვაფრთხილა ფეხზე გავლის საშუალება არ მისცეთო.
-ჰო მაგრამ...
რატიმ ხელში აიყვანა ელენე და საწოლში ჩააწვინა. ფეხი მართლა ძალიან ასტკივდა და დაეძაბა.
-ძალიან გტკივა?_მიუახლოვდა ,თვალებში ჩახედა და აკოცა.
-არ მტკივა ხოლმე ,მაგრამ ეტყობა ძალა რადგან დავატანე...
-გული მწყდება ..._კოცნა განაგრზო ბიჭმა და უფრო ახლოს მიიკრა მკერდთან
-რაზე?
-მალე უნდა წავიდე. მე კი წესიერად შენი ნახვაც ვერ მოვახერხე.
-როდის მიდიხარ?_შეშფოთებული სახე მიიღო ელენემ
-მგონი ოთხ დღეზე მეტს ვერ დავრჩები.
-ასე ცოტა?
-გამოცდები გადავავადე და სწავლის დაწყებამდე ყველა უნდა ჩავაბარო. ზაფხულზე უფრო დიდი ხნით ჩამოვალ. გპირდები დიდ დროს გავატარებთ ერთად. შენ სკოლას დაასრულებ და საზეიმოდ ბევრი მიზეზი გვექნება.
-დედაჩემი და მამაჩემი ჩვენს ურთიერთობაზე არაფერს ამბობენ და ეს გაურკვევლობა ძალიან მაწუხებს. მინდა ვიცოდე რას ფიქრობენ.
-დამშვიდდი. ყველაფერი კარგად იქნება. ვერ ვხვდები რატომ უნდა იყვნენ წინააღმდეგნი? მიზეზი არ აქვთ._ რატი გვერდით მოუჯდა ელენეს, ხელი მოხვია და მიიხუტა. გოგონამ თავი უხერხულად იგრძნო და სცადა მორიდებოდა. გულში გაიფიქრა მამაჩემი ,რომ შემოვიდეს წარმომიდგენია რა დასკვნებს გამოიტანსო.
-გთხოვ რატი...
-რა გჭირს?
-გთხოვ...არ მინდა დედაჩემი და მამაჩემი შემოვიდეს და ასე დაგვინახოს.
-ვერ ვხვდები რა პრობლემაა. ჩვენ ხომ არაფერს ვაშავებთ?
-ნუ ცდილობ მიმახვედრო ,რომ იქ სადაც შენ ცხოვრობ ყველაფერი სხვანაირადაა. ეს ისედაც ვიცი , მაგრამ ჩვენ აქ ვართ. ამ რეალობაში და ჩემი მშობლები გვერდით საძინებელში არიან. არ მინდა ყველაფერი უმიზეზოდ გავართულოდ შენ კი ჩემი არ გესმის.
-მესმის ,მაგრამ შენ ახლოს მოკარების უფლებას არ მაძლევ. ყოველთვის რაღაცის გეშინია. რატომ გგონია ,რომ შენგან ზედმეტს ვითხოვ? რატომ გგონია ,რომ ეს ყველაფერი არასწორია.
-არ მგონია...
-აბა რა ხდება?
-არ მინდა ჩემებმა იფიქრონ ასე. ისინი ჩემი მშობლები არიან და შენც კარგად იცი როგორ აღიქვამენ იმას თუ შენს მკლავებში მონებივრეს დამინახავენ. რატომ არ შეგიძლია ეს გააკეთო?
-ყოველთვის გინდა შენ გაგიგო შენ კი ჩემი არ გესმის.
-მესმის...რატომ გგონია ,რომ არ მესმის?
-რომ გესმოდეს ამ სისულელისგან პრობლემას არ შექმნიდი.
-ეს შენთვისაა სისულელე და არა ჩემთვის. ამერიკაში თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობ და იქ სხვანაირ გოგონებთან გაქვს ურთიერთობა. მე კი ჯერ ვერ მივაღწიე იმას თავისუფალი ვიყო. მე ჯერ ისევ მშობლებთან ვცხოვრობ და ყოველთვის მეშინია იმის ,რომ მამაჩემი მიყურებს. შეგვიძლია ერთმანეთს ჩავეხუტოთ როცა დარწმუნებული ვარ ისინი სადმე ახლოში არ არიან და არ მიყურებენ , მაგრამ აქ არა როცა ვიცი მათ საძინებელს ერთი კედელი მაცილებს.
-როგორც გინდა მაგის გამო არ ვაპირებ შენთან ჩხუბს. თუ გინდა ოთახის მეორე ბოლოში გადავჯდები.
-ნუ დამცინი. ირონია არ არის საჭირო. არც ის ,რომ ყოველ ჯერზე მიმახვედრო სულელი ბავშვი ვარ და ცხოვრებაში ჩემზე მეტი გაქვს ნანახი. _ ელენეს ცრემლები წამოსცვივდა ,მაგრამ ხელით მოიწმინდა და თავი დახარა ,რომ არ შეემჩნია. რატის ეს სულაც არ გამოჰპარვია და მისვლასაც აპირებდა ,მაგრამ თამუნა შემოვარდა დაუკაკუნებლად. შორი-შორს მდგარ წყვილს თვალი მოავლო და მერე შვილთან მივიდა.
-ხვალ თბილისში მივდივართ ჩემო სიცოცხლევ
-რაა? ამ მდგომარეობაში?
-ხელით ჩაგიყვანს მამიკო მანქანამდე. აქ დარჩენას აზრი არ აქვს. თბილისში კარგ ექიმთან მიგიყვანთ და ნახავ რა მალე გამოკეთდები.
-დედა..._ ელენე ისე იყო რატისთან კამათით აღელვებული გულის მოფხანა უნდოდა და მეტი ,რომ ვერაფერი მოიფიქრა მაგრად მიეხუტა. ეს ხომ მისი პირველი სიყვარული იყო. თავის პირველ სიყვარულთან გამარტული პირველი ჩხუბი რაღაც სისულელეზე.ეს რაღაც ისეთს ჰგავდა თავზე ,რომ დაგენგრევა ყველაფერი. გულის სიღრმეში იცოდა ,რომ სისულელე იყო ეს კამატიც და სესაძლოა ჩხუბი არც კი რქმეოდა ,მაგრამ მაინც განიცდიდა. ტვინში აცნობიერებდა ,რომ ეს ყოველივე რამაც კამათი გამოიწვია მომავალში მასა და რატის შორის სერიოზულ პრობლემებს შექმნიდა.
რატი მას აღარ უყურებდა ისე ,როგორც თავიდან. აღარ უყურებდა როგორც პატარა გოგოს. ვეღარ აღიქვამდა მას, როგორც ნინის მეგობარს. აღარც თამუნას და გიას შვილი იყო. ის რატის სეყვარებული იყო ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. გოგონამ ცხოვრებაში პირველად შეიძინა ახალი სტატუსი სადაც აღარავინ ერია გარშემომყოფთაგან. რაღაც ახალი სამყაროს შექმნა დაიწყო მასა და რატის შორის. ხვდებოდა ,რომ ასე ვეღარ განაგრძობდნენ. მათ შორის რაღაც ქიმიური ხდებოდა. რაღაც ახალი.
-ახლა წავალ და დავიძინებ შენ კი დაისვენე. ხვალ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.
-მხოლოდ ჩვენ მივდივართ?
-არა ვანდაც მოდის.
-დედა ახალი წელი მოდის. მე აქ რა ვაკეთო?
-ჯერ ცხრა საათიც არაა .დაიძინე და თორმეტზე გაგაღვიძებ.
ქალი გავიდა და ერთხელ კიდევ მოუხედა უკან რატის. ბიჭი მიხვდა ,რომ უნდა წასულიყო. თამუნასთან კამათს აზრი არ ჰქონდა. ბავშვობიდან იცნობდა და იცოდა რასაც იტყოდა. ეგეც არ იყოს დედამისის ასლი იყო. ბოლოჯერ გაუსწორა თვალი ელენეს და წავიდა. გოგონა საწოლში გადაბრუნდა და ჩუმად ,მაგრამ მაინც ატირდა. დედამ დაძინება ურჩია ,მაგრამ არა და არ გამოსდიოდა. სადღაც ნახევარი საათი იწრიალა. კარზე ისევ დააკაკუნა ვიღაცამ. არავისთან ლაპარაკი არ უნდოდა. აღარ ესმოდა როგორ მოქცეულიყო რატისთან. აღარ ესმოდა ვის მხარეს გაქაჩულიყო : მშობლების თუ რატის. , მაგრამ მაინც დაუძახა შემოდიო.
-ათეულში მოვხვდით_ გახარებული სახით მოაყვირა მარიმ და საწოლზე შემოუსკუპდა. ელენეს თავი არ აუწევია.
-მაგარია. მერე მივულოცავ ბავშვებს.
-ყველა ზეიმობს.
-კარგია და შენ რატომ არ ზეიმობ?
-მინდოდა მომენახულებინე. შენ რატომ გამოიყურები ასე ცუდად?
-როგორ? დანაღვლიანებული ხარ. უი ჰო მართლა ნახე რა მოგიტანე შენი საყვარელი შოკოლლადი ...
-გმადლობ_გაუღიმა ელენემ
-მითხარი რა გჭირს?
-არაფერი...
-კარგი რა მითხარი გთხოვ. ვიცი ,რომ ჩემზე გაბრაზებული იყავი დიდი ხნის მანძილზე და რაღაც , მაგრამ...
-სისულელეა. არ ვყოფილვარ უბრალოდ ეს ბოლო პერიოდია ჩემს თავს არ ვგავარ. ვცდილობ თავი ვაკონტროლო,მაგრამ ...
-სიყვარულის ბრალია. მითხარი რა გჭირს? ნინის დავუძახებდი ,მაგრამ ლევანთან ერთად წავიდა სასეირნოდ. თორმეტამდე მოვა
-შენ იყავი...
-ჰოდა მითხარი ყველაფერი რა გაწუხებს. რატისთან გაქვს პრობლემები?
ელენემ თავი დაუქნია
-მითხარი.
-უნდა ,რომ...ერთმანეთთან უფრო ახლოს ვიყოთ. ისე ,როგორც ნამდვილი შეყვარებულები ,მაგრამ არ შემიძლია. დედაჩემი გენერალივით მაკონტროლებს და დარწმუნებული ვარ მამაჩემიც. არ მინდა ცუდად იფიქრონ. ვიცი რამეს არასწორად თუ შენიშნავენ ყველაფერი დასრულდება. მამა უფლებას არ მისცემს რატის მომიახლოვდეს. ვცდლობ ავუხსნა ,მაგრამ არ ესმის. ჰგონია მე არ მინდა მასტან სიახლოვე. ჰგონია ჩემებს მიზეზად ვიყენებ. მეშინია ,რომ დაგვაშორებენ.
-რთულად ყოფილა საქმე...
-ვიცი ,რომ სხვანაირ ურთიერთობებსაა მიჩვეული ,მაგრამ რა ვქნა? მირჩიე რამე რა ვქნა?
-მართალი ხარ შენები რამეს არასწორად თუ გაიგებენ იქვე დამთავრდება ყველაფერი. ამ ეტაპზე სჯობს მოერიდო.
-მაგა ს არ ვამბობ? მამაჩემი არაა მიჩვეული ჩემს შეყვარებულებს და ჩემს მსგავს ქმედებებს. ასე ერთბაშად ვერ ავიხსნი ბორკილებს.მისიც მესმის ,მაგრამ ის საერთოდ არ ცდილობს გამიგოს. არ მინდა ასეთი ურთიერთობა ,რომელიც მისი დაკარგვის შიშშიც გადამეზრდება.
-სულელო მგონი მართლა შეყვარებული ხარ.
-მის გარეშე აღარ შემიძლია. ისედაც გული მისკდება ,რომ ვერ ვხედავ და ვერ ვნახულობ . ის კი სულ არ ცდლობ შემიმსუბუქოს. უარესად მიმატებს. რატომღაც დარწმუნებულია ,რომ ჩვენს სიშორეს მე არ განვიცდი. მაინც და მაინც საჯაროდ უნდა ვიტირო?
-მოდი ჩაგეხუტო . ყველაფერი კარგად იქნება. შენ მიეჩვევი მასთან ურთიერთობას. ის კი შენთან.
-პატარა ბავშვივით ვტირი ხომ?
-სულაც არა. უფრო გამოუცდელივით.
-ეს ფეხიც რა ახლა ვიტკინე მასთან ერთადაც ვერ გავისეირნებ. ფაქტობრივად ვერც კი ვნახულობ. ხანდახან სიკვდილი მინდა.
-რომელი საათია?
-თერთმეტი დაიწყო.
-ესეიგი მალე ახალი წელი მოვა.
-ახალი წელი ,რომელსაც საწოლში ჩავარდნილი შევხვდები.
-კარგი მე ქვემოთ ჩავალ და მერე ისევ გინახულებ შენ დაისვენე და არ იფიქრო მაგ სისულელეებზე. ყველაფერი კარგად იქნება,
მარიმ კარი გამოიხურა და გარეთ გამოვიდა. მის და გასაკვირად დერეფნის ბოლოს ფანჯარასთან რატი იდგა და გარეთ იყურებოდა.
-აქ რას აკეთებ?
-გარეთ ვიყურები. ზღვის ნაპირას ახალ წერლს ალბათ არასდროს შეხვედრიხარ ხომ?
-არა საიდან.
- განსაკუთრებულია. ორმაგი გრძნობა გეუფნება.დაუჯერებელი და სასიამოვნო. ელენე როგორაა?
-კარგად. მოწყენილია,მაგრამ კარგადაა.
-კარგია. ჩემი და მობრძანდება იმ ბიჭთან ერთად_ ფანჯარას მიაკაკუნა რატიმ.
-ლევანი ჩვენი მეგობარია და კარგი ბიჭია. ნინი ძალიან უყვარს და პატივს სცემს. რამდენიმე თვეა ერთად არიან და ჯერ არ უჩხუბიათ.
-კარგია ,მაგრამ მაინც სჯობს გავიცნო.
რატიმ ლიფტი გამოიძახა და პირველ სართულზე ჩავიდა. სწორედ მაშინ როდესაც წყვილი შემოსასვლელში შემოვიდა. ნინიმ ძმა ,რომ დაინახა ადგილზე შეხტა. უფრო მოულოდნელობისგან ვიდრე შიშისგან. უცებ გაიფიქრა ახლა აქ ჩხუბი არ ატეხოსო და ტანში გააჟრჟოლა, მაგრამ მან მხოლოდ ხელი გაუწოდა და ჩამოართვა.
-მე ნინის ძმა ვარ რატი.
-ვიცი ნინიმ ბევრი მიამბო თქვენზე.
-საჭირო არაა ასეთი ოფიციალურობა. რატი დამიძახე.
ნინიმ ძმას შეუბღვირა ,მაგრამ იმან ყურადღებაც არ მიაქცია.
-მოხარული ვარ რომ გაგიცანი.
-ნინი ჩემი დაა და ვალდებული ვარ ვიცოდე როდესაც რაღაც ხდება მის ცხოვრებაში
-რათქმაუნდა მე არც მიცდია ჩვენი ურთიერთობის დამალვა. მართალია ჩვენ ჯერ ახლა ვიწყებთ გაცნობას ,მაგრამ ერთმანეთის გვესმის და ...
-სასიამოვნოა ამის მოსმენა. სულაც არ ვაპირებ ჩემი და იმის გამო დავატერორო ,რომ მეგობარი ბიჭი ჰყავს. სანამ ეს ყველაფერი ზღვარს არ გადასცდება მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
-რათქმაუნდა_თავი დაუქნია ლევანმა.
-ჩვენ მთავარ დარბაზში შევალთ და ახალი წლის შეხვედრის სამზადისს შევუდგებით. ყველა იქაა?
- ზოგი ჯერ ისევ გარეთაა და ათეულში მოხვედრას აღნიშნავს.
-წარმომიდგენია რა ბედნიერები არიან.
-ჰო სამწუხაროდ დიანა წავიდა_თქვა ლევანმა
-სად წავიდა?
-მისმა ძმამ ჩამოაკითხა და წაიყვანა. დავინახე დაცის ესაუბრებოდა რაღაცას. იმწუთას წასულა , როგორც კი გამოსვლა დაასრულეს.
- ნეტა ხო მშვიდობაა? _დაფიქრდა ნინი და თან გზა განაგრძო.
რატის ფეხით გავლა უნდოდა და კიბეებს ამჯერად ფეხით აუყვა. როგორც კი სასურველ სართულზე ავიდა დაინახა ვანდა და თამუნა ქურთუკებში გამოწყობილიყვნენ.
-სად მიდიხართ გოგონებო?_გააჯავრა დაქალები.
-ტორტის ყიდვა დაგვავიწყდა. საერთოდ არ გაგვხსენებია. ამ შუაღამეს წარმოგიდგენია ტორტი სად უნდა ვიყიდოთ?_ აშკარად უკმაყოფილო ჩანდა ვანდა
-თან ასეთ დღეს ..._სიტუაცია დაამძიმა რატიმ
-მაინც ვიყიდით._მტკიცედ თქვა თამუნამ და დაქალს წინ წაუძღვა.
-წარმატებები_მიაყვირა ბიჭმა_მერე აუცილებლად გავსინჯავ.
ელენეს კართან ჩაიარა და გაახსენდა როგორი თვალცრემლიანი დატოვა წინა ვიზიტისას. წარმოიდგინა რა ხდებოდა ახლა მის გულში და რას განიცდიდა. გაახსენდა მაშინ, რომ მოსწერა პირველად შენ გაკოცეო და გაიღიმა. სახელურს დააწვა და შიგნით შევიდა. გოგონას თავი ბალიშზე ედო. არ ეძინა ,მაგრამ არ ირყეოდა. თმაზე ხელი გადაუსვა და შუბლზე აკოცა. მანაც მაშინვე წამოჰყო თავი.
-შეენ ?_გაუკვირდა და შეცბა
-ნეტა დაგენახა როგორ უცებ აგევსო თვალები ცრემლებით გეგონება შენს მოკვლას ვაპირებდი.
-მაპატიე არ მინდოდა. ვიცი ,რომ მეტისმეტას სულელი ვარ.
-არ ხარ. საოცრად საყვარელი და ჭკვიანი ხარ.
-მატყუებ
- მიყვარხარ. შენ კი ისეთი ტკბილი ხარ არ შემიძლი ხოლმე თავი შევიკავო. მაპატიე გთხოვ ,რომ ხანდახან არ მესმის. მაპატიე ,რომ დღეს აგატირე. პირველად და უკანასკნელად. გპირდები.
-კარგი საგანგაში არაფერია. უკვე კარგად ვარ.
-დედაშენი და დედაჩემი ტორტის საყიდლად წავიდნენ. გია ქვემოთაა. ყველა ქვევითაა და არავის ახსოვს არაფერი ახალი წლის გარდა.
-ასეც უნდა იყოს. ახალი წელია ბოლოს და ბოლოს.
-მე კიდევ შენს გარდა აღარაფერი მახსოვს. არ ვიცი ,რომ წავალ რა მეშველება. ახლა გაცილებით ახლობელი ხარ ჩემთვის ვიდრე წინა წასვლისას. ახლა გაცილებით მეტად გამიჭირდება ვიდრე წინა ჯერზე.
-მეც და არ ვიცი როგორ უნდა გავძლო მაისამდე.
-მინდა რაღაც გთხოვო. ვიცი ,რომ ეს ახლა მოულოდნელი იქნება ...ვიცი ახლა სისულელედ მოგეჩვენება ,მაგრამ...ახლა სკოლას დაამთავრებ და სტუდენტი გახდები. შენი ცხოვრება შეიცვლება.
-ჰო, ყველაფერი შეიცვლება.
-არ გინდა ცხოვრება ბოლომდე შეცვალო? სამას სამოცი გრადუსით.
-რას გულისხმობ? მაგას ისედაც ვაპირებ.
-მაისში ,რომ ჩამოვალ ცოლად გამომყევი.
-რაა?_უკან დაიხია ელენემ
-ცოლად გამომყევი.
-თვრამეტი წლის ვხდები. ახლა ...მე..._შოკისგან სიტყვებს ვერ უყრიდა თავს გოგონა.
-მერე რა. შენ ხომ ხარ დარწმუნებული ,რომ ყოველთვის ჩემთან ყოფნა გინდა ?
ელენემ თავი დაუქნია
-მეც ღრმად მწამს ,რომ შენს გარდა არავინ მინდა. ხომ ხვდები სანამ ჩემი ცოლი არ გახდები ყველაფერი ასე იქნება. შენი მშობლები გასაქანს არ მოგვცემენ. ისინი მიჩვეულნი არიან ,რომ სინჯარაში უნდდა შეგინახონ. სკოლის მოსწავლე აღარ იქნები. უკვე დიდი გოგო ხარ. ლამაზი,ჭკვიანი და რაც მთავარია მიყვარხარ. შეგვიძლია ერთად ვიყოთ.
-დარწმუნებული ხარ იმაში რასაც მეუბნები?
-ასი პროცენტით. შენ მხოლოდ ჰო მითხარი
-ამწუთას ყველაზე მეტად ის მინდა არასდროს წახვიდე ჩემგან. ასეთი განცდა არასდროს არავის მიმართ არ მქონია. ჩემს გულს ასე არასდროს უძგერია. ყველაფერი მასინ დგება თავის კალაპოტში შენ ,რომ გხედავ. მჯერა ეს არის სიყვარული.
-ანუ თანახმა ხარ?
-მაისში რომ ჩამოხვალ. მე ,რომ ეროვნულებს ჩავაბარებ და სტუდენტი გავხდები.
-არ ჩააბარებ...
-რაა?
-დედაშენს დავპირდი ,რომ მომდევნო ერთი წელი შენს წაყვანას არსად ვაპირებდი. მე სიტყვას შევასრულებ ,მაგრამ მერე მე და შენ ერთად წავალთ და შენ ისწავლი საუკეთესო უნივერსიტეტში...სადაც მოინდომებ. შენს მშობლებს შენთვის საუკეთესო უნდოდათ ყოველთვის და თუ ჩემი ცოლი გახდები ამ საუკეთესოს მე მოგცემ. არ მივცემ უფლებას იფიქრონ ,რომ ჩემთან ყოფნით რაიმე დაგაკლდა.
-და იმ ერთ წელს რას გავაკეთებთ?
-ერთმანეთი უფრო მეტად შეგვიყვარდება. ვივლით ხან დედაჩემთან და ხან დედაშენთან ,რომ მერე პრეტენზიები არ გამოთქვან. თავისუფლების ერთი წელი ...
-თავისუფლების ერთი წელი
-ხედავ როგორ მიყვარხარ? მზად ვარ ჩემი იქაური ინტერესები ერთი წლით შემოგწირო.
-ვხედავ. მაპატიე ,რომ გაგიბრაზდი. ხანდახან არ ვიცი რა გავაკეთო
- ახლა იცი ?
-ჰო
ელენემ კისერზე მოხვია ხელები რატის და აკოცა. იმ წამს პირველად იგრძნო რაღაც განსხვავებული მათ შორის. ეს აღარ იყო ორი განსხვავებული ადამიანის კოცნა. ეს ორი ადამიანის კოცნა იყო საერთო ინტერესებით. თითქოს ისინი ერთნი იყვნენ. ელენეს გაეცინა და ისევ აკოცა. დიდი ხნის შემდეგ პირველად გაეღიმა ბედნიერს



_
არ ვიცი როგორ მოგიბოდიშოთ იმის გამო ,რომ ასე დავაგვიანე ,მაგრამ ფიზიკურად ვერ მოვახერხე.
იმედია მოგეწონებათ
მიყვარხართ და ველი თქვენს შეფასებებს.



№1  offline წევრი mariamii))

აუუუ კაია მარა მარის და დაჩის რამე უშველე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent