სკოლა ბავშვების წესებით (22)
მეორე დილით დიდი ხვეწნის მერე ელენე სასტუმროში გამოწერეს. გიამ ექიმს ეხვეწა ახალი წელი მოდის და არ გვინდა საავადმყოფო დაგვებედოსო. ექიმმა მკაცრად გააფრთხილა ფეხზე გავლის უფლება არ მისცეთო. გახარებულმა ნინიმ და მარიმ ტანსაცმელი მოუტანსეს და ჩაცმაშიც დაეხმარნენ. კონკურსში მონაწილეები არსად ჩანდნენ. ეტყობოდა ,რომ რეპეტიციაზე იყვნენ. გამოსვლა ზუსტად შვიდზე იწყებოდა. გია მანქანის გამოსაყვანად წავიდა. რატიმ ხელში აიყვანა და ფრთხილად შესვა მანქანაში. -შოუს საყურებლად აუცილებლად უნდა წახვიდეთ ყველამ. _განაცხადა საწოლში მყოფმა ელენემ. მის ხმაში ბრძანება უფრო გამოსჭვიოდა. -აქ მარტო არავითარ შემთხვევაში არ დაგტოვებ._გადაჭრით თქვა თამუნამ და იქვე ჩამოჯდა. -კარგი რა დედა. ჩვენს ბავშვებს იქ გამხნევება და გულშემატკივარი სჭირდებათ. აქ ყოფნით მე ვერაფერს გამიკეთებთ. -დირექტორი და ნანა ჩამოვიდა_ შემოვიდა ოთახში მარი -ყველა მიდიხართ. ახლავე გაემზადეთ და წადით უკვე ორის ნახევარია. -იცით ქვემოთ უკვე ამზადებენ სასტუმროს ახალი წლის შესახვედრად_თქვა ნინიმ. კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. სასტუმროს მისაღებიდან იყვნენ. -ქვემოთ ვიღაც ბიჭია და ვინმე დიანას კითხულობს. თქვენს შორის რომელია? -აქ არ არის კონკურსანტია და ალბათ უკვე რეპეტიციაზეა._თქვა ნინიმ -თქვა ,რომ სასწრაფო საქმე აქვს. იქნებ დაელაპარაკოთ... - მარი წამოდი ჩვენ ჩავიდეთ._წამოხტა ნინი და მეგობარს ხელი ჩაავლო. კიბეები ჩაირბინეს. შემოსასვლელში დაახლოებით რატის ასაკის ახალგაზრდა ბიჭი იდგა. შავი ქურთუკით და ზამთრის ქუდით. -ჩვენ დიანას კლასელები ვართ. ახლა ალბათ რეპეტიციაზეა_ განუმარტა ნინიმ. -ახლავე უნდა ვნახო ეს ძალიან მნიშვნელოვანია. -ჰო მაგრამ აქ არ არის მაშინ დარბაზში მოგიწევთ წასვლა. -და ,რომ არ ვიცი სად არისს? იქნებ რომელიმე გამომყვეთ. -აქედან არც ისე შორსაა_გოგონებმა მისამართი აუსხნეს. ბიჭი შავ მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად დაქოქა. -ნეტა ვინ იყო?_დაინტერესდა ნინი. მარიმ მხოლოდ მხრები აიჩეჩა. მერე ორივე შიგნით შევიდნენ. დარბაზის შესასვლელთან ბავშვები თავიანთ რიგს ელოდნენ. ახლა შიგნით ქუთაისის რომელიღაც სკოლა იმყოფებოდა. მათი შესვლა ერთ საათში უწევდა. ყველანი გადაქანცულები ჩანდნენ. დათა,ნინა და დაჩი ამაოდ ცდილობდნენ მათ მოფხიზლებას. გუნდს უკვე მეორე დღე იყო ნორმალურად არც უძინია და არც დაუსვენია. დათა ყველას დასთანხმდა რომ ერთი რეპეტიციის მერე გამოსვლამდე ყველას დაასვენებდა. შავი ჯიპი ამჯერად დარბაზთან გაჩერდა. ბიჭმა ახალგაზრდების სიმრავლე ,რომ დაინახა მიხვდა სწორად მოსულიყო. მანქანიდან ჩამოხტა და ხალხს შეერია. ერთ-ერთ მათგანს ჰკითხა სად იყო სკოლა ‘’პროგრესის’’ ბავშვები და იქეთ წავიდა. ყველას მოავლო თვალი და სასურველი სახე ,რომ დაინახა ფეხს აუჩქარა. დიანა ტელეფონზე რაღაცას ათამაშებდა. როგორც კი ბიჭი შეიცნო ფეხზე წამოხტა და მისკენ წამოვიდა. -ვატო აქ რას აკეთებ ? -აქედან უნდა წამოხვიდე. თბილისში ვბრუნდებით -რას ნიშნავს ვბრუნდებით რამდენიმე საათში გამოსვლა იწყება გინდა ახლა გავიქცე? -ეს აუცილებელია. სახლში უნდა წამოხვიდე -ახლა ვერ წამოვალ როგორ არ გესმის?_ბიჭმა მაჯაში ხელი წაავლო გოგონას და კარისკენ წაათრია. დაჩი მანამდეც უყურებდა მათ საუბარს ,მაგრამ ბოლო სურათის დანახვაზე ფეხს აუჩქარა და უკან გამოჰყვა. -დროზე ჩაექი მანქანაში და წამოდი . ფეხებზე ეგ შენი კონკურსი... -მე არ ... რა გინდა ბოლოს და ბოლოს? -მამამ დედა მოიყვანა სახლში... -რაა? ხომ არ გაგიჟდა? -ნამდვილად. თქვა მინდა ახალ წელს ჩვენთან იყოსო ,მაგრამ... -რა -შენ გეძახის...შენ და დიმას... დიანა და დიმა სად არიანო._დიანამ უკან დაიხია -არ წამოვალ.მამამ იცის ,რომა ქ ხარ? -არა... -ამის ატანა უკვე შეუძლებელია. ხომ იცი რაც სჭირს. წამოდი და დაენახვე ,რომ მასთან ხარ. იქნებ დაწყნარდეს ... -უთხარი პანსიონში დააბრუნოს. -არ მიჰყავს ჰოდა კეთილი ინებე და სახლში წამოდი. დედაჩემი თუა დედაშენიც ხომაა? შენ გეძებს ... შენ და დიმას -შენც იცი ,რომ ეს შეუძლებელია. ახლა გამოსვლისთვის უნდა მოვემზადო. საიდანაც ჩამოხვედი იქ წადი... -ახლავე..._ბიჭმა ისევ ჩაავლო ხელი და მისკენ გაქაჩა. -იცოდე მამას დავურეკავ და ვეტყვი როგორც მექცევი. დიმა კი ... მას ვერ დავაბრუნებთ ... ბიჭმა ისევ მოქაჩა მისკენ ,მაგრამ ამ დროს დაჩი გამოჩნდა და მათკენ წამოვიდა. დიანა ადგილზე შეხტა. -რა ხდება?_ სხვათაშორის იკითხა მან_ვინ არის ეს ბიჭი? -არავინ ...უკვე მიდის... -უშენდოდ არსად წავალ იცოდე. ან წამოხვალ და ან წაგათრევ. -უფლება არ გაქვს... -მაქვს სენი უფროსი ძმა ვარ -შენი ძმაა?_გაიკვირვა დაჩიმ -ჰო და აქ ჩემს წასაყვანად ჩამოვიდა -მოიცა მას ვერსად წაიყვანთ ის კონკურსში მონაწილეობს და ჩვენ თითოეული ადამიანი გვჭირდება გასამარჯვებლად. -როგორ გგონია ძმაო ახლა ეგ კონკურსი მადარდებს? -მომისმინე ვატო ახლა წადი და გპირდები როგორც კი შოუ დასრულდება მაშინვე წამოგყვები. მეოთხე გამომსვლელები ვართ. რვის ნახევარზე თავისუფალი ვიქნები. გთხოვ... ახლა ,რომ წამოვიდე მართლა წააგებენ... -ერთ წუთსაც არ დაგელოდები. მანქანაში ვიქნები და დაგიცდი ..._დიანამ თავი დაუქნია და შიგნით შევიდა. -მოიცა მაგან არ იცოდა ,რომ კონკურსში მონაწილეობდი?_გზა და გზა ეკითხებოდა დაჩი -რათქმაუნდა იცოდა -აბა რატომ უნდა შენი წაყვანა? -დედაჩემის გამო... -დედაშენმა არ იცოდა? -დედაჩემმა საერთოდ არაფერი იცის ამ ქვეყნად. -რას გულისხმობ? -ამაზე არ მინდა ლაპარაკი. ჩემთვის მძიმე თამაა... -ერთად ვართ და მგონი უნდა მითხრა თუ რამე სერიოზული ხდება. -მამამ დედა მოიყვანა პანსიონიდან -საიდან? -პანსიონიდან. სულით დაავადებულთა სახლიდან...თუ რას ეძახიან არც ვიცი ნორმალურად. -დედაშენს იქ რა უნდა? -დედაჩემი იქ ცხოვრობს... -მეგონა შენი მშობლები ... დედაჩემი მესამე წელია იქ ცხოვრობს. პერიოდულად მამას მოჰყავს ხოლმე სახლში ასეთ დღესასწაულებზე და თავს გვაჩვენებს ,რომ ოჯახი ვართ. ახლაც ასე მოხდა და დედაჩემმა ...მოკლედ თავიდან გაგიგიჟდა და ჩემი ნახვა უნდა. ჩემი და დიმას ნახვა. ჩემი ძამიკო ვერ ეგუება მის ქმედებებს და უნდა სახლში წამათრიოს. მაგას გონია მე თუ დავენახვები დაწყნარდება. -შენ არასოდეს გითქვამს ,რომ... -იმიტომ ,რომ სკოლაში არც არავინ იცის. დედაჩემი სამი წლის წინ გახდა ავად. მაშინ ამ სკოლაში არ ვსწავლობდი. მე და დიმა სახელმწიფო სკოლაში ვსწავლობდით ... -დიმა ვინაა? -ჩემი ძმა...ჩემი ტყუპისცალი ძმა ... -ტყუპისცალი გყავს? -მყავდა... სამმი წლის წინ ... დაჩიმ ხელი სტაცა და ცარიელ დერეფანში წაიყვანა. იქ სადაც იყვნენ მეტისმეტად დიდი ხმაური იყო. პლასტმასის სკამზე ჩამოსხდნენ და დაჩიმ სთხოვა წესიერად მოეყოლა რა მოხდა. -ტყუპისცალი მყავდა. ერთმანეთს საშინლად ვგავდით. შავ ყორანივით თმითა და თვალებით. მამა და დედა არსად გვიშვებდნენ დასარჩენად რადგან ორივე საშინლად ცელქები ვიყავით. ცამეტი წლის ისე გავხდით მამაჩვენის მშობლების სახლშიც კი არ გვქონდა ღამე განათევი. იმ ზაფხულს მამაჩვენის მშობლები ვანში წავიდნენ დასასვენებლად. ბებიაჩემმა აიტეხა გინდა თუ არა ტყუპები უნდა წავიყვანოო. მამაჩემი გაგიჟდა მახსოვს უყვირა კიდევაც ხომ იცი მაგათ არსად ვტოვებ შენ რას მიხედავო. მაგრამ თავიისი გაიტანა და წაგვიყვანა. მამამ თავისი მანქანით ჩაგვიყვანა და დაგვტოვა. მის თვალებში ვხედავდი როგორ არ უნდოდა ჩვენი იქ დატოვება. ისიც მახსოვს როგორ გადავიდა ეზოდან მისი მუქი მწვანე მერსედესი. ბებიაჩემს დაურეკა ორ კვირაში ჩამოვალ და წავიყვანო. რამდენიმე დღე მშვიდად გავიდა. ნაზი ბებო ჭიშკარს ბოქლომით კეტავდა ქუჩაში ,რომ არ გა დავსულიყავით. მეზობლის ბავშვებს შიგნით უშვებდა და ეზოში გვათამაშებდა. გაიძახოდა ჩაბარებული ბავშვები ხართ და ვერსად გაგიშვებთო. ამხელა ეზოა და რამდენიც გინდათ ირბინეთო. ერთმა მეზობლის ბიჭმა დიმა წააქეზა ნაზი ბებოს გავეპაროთ და მდინარეში ვიბანაოთო. დიმა ისეთი ცელქი იყო მაშინვე აენთო თვალები. ვუთხარი ბებოს ვეტყვითქო ,მაგრამ იცოდა ამას ,რომ არ ვიზამდი და მაინც გაიპარა. ღობეზე ,რომ გადაძვრნენ მც ისე მომინდა მათთან ერთად გაპარვა ავდექი და თან გავყევი. შუა გზაში გაახსენდა დიმას გზა არ ვიციო ,მაგრამ იმ ბიჭმა თავმომწონედ თქვა აქ გავიზარდე და შენი აზრით სახლამდე ვერ მოგიყვანთო? წყალი ისეტი ცივი იყო და გარეთ ისე ცხელოდა არც კი მოგვიხედავს უკან ისე ჩავხტით. ცურვაზე ბავშვობიდან დავდიოდით და კი ვიცოდით , მაგრამ დინება ისეთი სწრაფი იყო ქვაზე ჩაჭიდებას ძლივს ვასწრებდით. დავინახე დიმა როგორ აძვრა ლოდზე აქედან უნდა გადმოვხტეო. მართლა კარგად ცურავდა მაგრამ შემეშინდა და დავუყვირე ჩამოდი თორემ სახლში წავალ და ბებოს ვეტყვითქო. მითხრა მხოლოდ ერთხელ გადმოვხტები და მორჩაო. როგორც კი ფეხი ააბიჯა წყლისგან ასლიპინებულ ქვაზე აუცდა და ძირს გადმოეშვა. გამოცურავდა ,მაგრამ თავი დაარტყა და გაითიშა. მაშინვე გავცურე მისკენ მაგრამ ჩვენი მეზობლის ბიჭმა დამიყვირა ნაპირზე ადიო. ჩვენზე დიდი იყო და ვიფიქრე ის უფრო დაიჭერს თან აქ არის გაზრდილი-თქო. მისი დაჭერა ვერ მოასწრო. წყლის ჩანჩქერმა გაიტაცა და ქვემოთ მოისროლა. მისი ცხედარი რამდენიმე საათის მერე იპოვეს არხში. დედაჩემი მაგის მერე გაგიჟდა და დღემდე ასეა. რგორც კი გონს მოვა მაშინვე დიანას და დიმას ეძახის ,მაგრამ ამაოდ ... -ვწუხვარ...საშინელებაა რაც მომიყევი _მხრებზე ხელი მოხვია დაჩიმ და ატირებული მკერდზე მიიკრა. -ტყუპისცალის დაკარგვა საშინელებააა. მას მერე ასე მგონია ნახევარი სცხეული მომგლიჯეს. სულ მგონია ,რომ ვიღაც მაკლია...ხანდახან მეჩვენება ,რომ ვიღაც დგას ჩემს გვერდით ან უკან...მივიხედავ და არავინაა. -მაგის მერე იმ სკოლაში ,როგორ გამოგიშვეს სასწავლებლად. -მამაჩემს დღემდე ეშინია და მაგიტომ. სკოლა დახურული სივრცეა და სჯერა ,რომ ვერსად გავიქცევი და ვერაფერი შემოვა შიგნით. აქ გადმოსვლამდე მე და დიმა ქართულს ვცეკვავდით. კარგი სოლო გამოგვდიოდა... -და ახლა დედაშენს შენი ნახვა უნდა? -არ ვიცი...ის ყოველთვის იმეორებს ჩვენს სახელებს ,როგორც კი გაახსენდება. ის არ გვეძახის უბრალოდ ასე აქვს შთაგონებული ,რომ დაგვიძახოს -გასაგებია...და გამოსვლას შეძლებ? თუ ვერა წადი ...არაუშავს ჩვენ ყველა გავიგებთ. -აზრი არ აქვს. მე მივალ თუ არა ის მაინც განაგრძობს ჩვენს დაძახებას ,მანამ სანამ არ დაიღლება. სჯობს პანსონში დააბრუნოს მამამ. დაჩიმ საათზე დაიხედა. -ჩვენი რეპეტიციის დროა. წამოდი წავიდეთ. -დაჩი_ხელზე მოქაჩა დიანამ -ჰო... -ეს არავის უთხრა. სკოლაში არავინ იცის და არც მაქვს სურვილი ვინმემ გაიგოს. როგორც კი გამოსვლა დასრულდება თბილისში წავალ თორემ ვატო არ მომეშვება. მერე გამაგებინე ნახევარფინალში თუ გადავალთ კარგი? -აუციილებლად. მიუხედავად ელენეს დაჟინებული თხოვნისა კონკურსზე წასასვლელად თამუნას და რატის გარდა ყველა გამოეწყო. ვანდაც კი მზად იყო. ნინიმ რატის ოთახის კარზე დააკაკუნა და შევიდა. -რატი შეიძლება ვისაუბროთ? -ჰო შემოდი. -კონკურსზე არ მოდიხარ? -არა...იქ არავის ვიცნობ და თან აქ დარჩენა მირჩევნია -მინდა რაღაც გითხრა. ვიცი ჩემზე გაბრაზებული ხარ ,მაგრამ მაინც. -აღარ ვარ მითხარი_ თმა აუჩეჩა პატარა დაიკოს და კარადიდან სვიტერი გამოიღო. -იციიი? -რა? -მე...მე შეყვარებული მყავს. რატიმ სწრაფად მოიხედა უკან. -რაა? -ჰო უკვე რამდენიმე თვეა ,მაგრამ...რავიცი ასე მოხდა. უბრალოდ მინდოდა სენთვის მეთქვა. -წესით აქამდეც უნდა გეთქვა. -მაპატიე... -ვინაა? ვიცნობ? -ჰო...ლევანი -ის ბიჭი კლინიკაში ,რომ იყო? -კი ეგ... -კიდევ ვინ იცის ეს ამბავი? -რავიცი ჩემმა მეგობრებმა ყველამ და დედამაც... -მოიცა ვანდამაც იცის? დამცინი ? -სულაც არა. იცის მე ვუთხარი და ისიც ვუთხარი ,რომ შენთვის თქმას ვაპირებდი. -კარგი ახლა წადი კონკურსზე არ დაიგვიანო და მაგ შენს ლევანს მერე დაველაპარაკები. ჭკვიანად იცოდე... -მე უშენოდაც ჭკვიანად დავდივარ_ენა გადმოუტიტა ძმას და გაიქცა რეპეტიციის მერე დიანა მოწყენილი იყო ,მაგრამ ვარჯიშისას არაფერი შესტყობია. ადრინდელივით შემართებით აკეთებდა მოძრაობებს. სიმართლე ,რომ ითქვას მას და ანანოს მშვენიერი დუეტი გამოუვიდათ. დარბაზი იმაზე დიდი იყო ვიდრე ამას თბილისიდან წამოსვლისას ფიქრობდნენ . დაახლოებით ექვსის ნახევრისთვის დაიწყო ხალხმა მოსვლა და შვიდზე უკვე ყველა სკამი სავსე იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.