ჩემი გახდები?!.....(თავი 1)
რა არის ცხოვრება?რამდენს ნიშნავს ეს უბრალო სიტყვა.....ბედნიერება ესეც რა პატარა სიტყვა მაგრამ ყველა მასზე ვართ დამოკიდებული და ხო,კიდევ ბედზე,ბედი ეს საოცარი რამ არის,თუ ბედი გაქვს ჩათვალე,რომ ყველაფერი შენს ხეთ არის.ცხოვრების ერთი კარი როდესაც იკეტება აუცილებლად იღება მეორე,მაგრამ ხშირად ამ გაღებულ კარს ვერ ვხედავთ,ცხოვრების მიერ მოცემულ ახალ შანსს ვერ ვიყენებთ....გულში ვიკლავთ ტკივილსს,სევდის სურნელით ვიჟღინთებით,გასაქანს არ ვაძლევთ ბედნიერებას,საშუალებას არ ვაძლევთ,რომ გაშალოს ფრთები,დაგვანახოს რომ ცხოვრება გრძელდება,რომ ადამიანი შეცდომებით ცხოვრობს და ამ შეცდომებითვე მიდის წინ....ხოლო წარსული რჩება წარსულაში...მივხვდი,რომ ხანდახან გვეჩვენება,რომ ერთ ადგილას ვიყინებით და წინ ნაბიჯის გადადგმაც არ შეგვიძლია და საბოოლოდ გამოდის,რომ მართლაც არ შეგვიძლია.....ცხოვრება ერთი დიდი მოულოდნელობააა,ხან დიდი ბედნიერებით,ხანაც დიდი ტკივილით,ჩვენზე რომ იყოს ჩვენი ცხოვრების დაგეგმვა დამოკიდებული,ალბად ასივე პროცენტსს ბედნიერებას ჩავდებდით,თუმცა ხანდახან ტკივილიც საჭიროა,რომ მიხვდე დანაშაულს,რომ მიხვდე ვინ ხარ,რისთვის გაჩნდი ამ ქვეყანაზე,რომ გაიაზრო რა არის შენი მისია... ერთერთ ჩემთვის საყვარელ ნაწაროებში ამოვიკითხე ეს მონაკვეთი და უნებურად ამტკივდა ისევ იარები.... როცა ტკივილის ბურუსიდან,უფრო დიდი ტკივილით გამოდიხარ ეს ალბად ყველაზე დიდი ტკივილია,როცა ხვდები,რომ შენი თავი შენ აღარ გეკუთვნის და სხვა მონოტონურად,სულ უბრძოლველად შენი სისულელით დაეუფლა შენი მმართველობის სადავეებს.... ჩემს ცხოვრებაშიც ასე მოხდა,ისედაც გაშავ-თეთრებული ცხოვრება უფრო გამიმუქდა...ზუსტად ამ დღეს ერთი წლის წინ დავიფიცე,რომ მე დავივიწყებდი წარსულის ტკივილს და დავიწყებდი ახალ ცხოვრებას...ასეც მოხდა დავიწყე სწავლა უნივერსიტეტში,პირველი ვიყავი ჩემს ჯგუფში,ყველა დიდ მომავალს მიწინასწარმეტყველებდა.ამოვშალე წარსულის მეგობრები მეხსიერებიდან და თითქოს ჩემმა ცხოვრემამაც მიიღო ელლვარე ელფერი,და გაიდგა ჩემში ფესვი ახალმა ცხოვრებამ და ამ ცხოვრებთ ტკბობის თესლმა...თუმცაღა როდის ანებებს ვინმეს დიდხანს თავს წარსული?!!! უკვე ზაფხული იწურებოდა და ჩემთვის საძულველი შმოდგომა იწყებოდა ,მაინც გრილოდა გარეთ... რუსთაველზე ჩავუყევი ერთერთ ქუჩას და მესმის განწირული ძახილი; ნინი,ნინიიიიიი,ნიინიი!!! უკან გავიხედე და თორნიკე,ჩემი აბიტურიენტობის და წარსულის ერთერთი ტკივილის მეგობარი....მისი გამოჩენით მივხვდი,რომ მივხვდი,წარსული წამომეწია და იმაზე მალე ვნახავდი მას ვიდრე წარმოვიდგენდი. -ძლივს გაგაგონე ნინი,როგორ ხარ?იცი როგორ გამიხარდა შენი ნახვა?სად დაიკარგეე?ერთად დამაყარა კითხვების კორიანტელი თორნიკე. -არ ვიცი თორნიკე,მე თვითონაც სად დავიკარგე,მე აქ ვარ,კარგად ვარ...მაგრამ,შენ,შენ აქ თბილსში რას აკეთებ?.... -რა მხოლოდ შენ გინდა დედაქალაქში განათლების მიღება?! მეც აქ ჩავირიცხე,მაგრამ შეენ სად გაქრი? -არსად არ გავმქრალვარ,აქ ვარ...გახსოვს,რომ გითხარი წარსულის დავიწყება მინდათქოო? თორნიკე უხმოდ თავი დამიქნია... ხოდა დავივიწყე,პრინციპში აქამდე გამომდიოდა,მაგრამ ახლა არ ვიცი რა გამომივა...თქვენ ყველა წარსულში დაგტოვეთ მე ახალი სამეგობრო წრე მყავს და მათაც ისეთი ვუყვარვარ,როგორიც ვარ,არაფრის შეცვლას არ ითხოვენ ჩემში...ვხვდებოდი,რომ ნელ-ნელა ცუდად ვხდებოდი და კონტროლს ვკარგავდი თავისას... -ნინ მე ვერაფერს ვერ ვხვდები,გავიგე რომ მე წარსულში დამტოვე და სხვებიც,ისიც გავიგე,რომ ჩემი და იმ სხვების ნახვაც არ გინდა,მაგრამ მე რამე დავაშავე შენთან მიმართებაში?ან რა ხდება გამაგებიე რა.... -კი დაააშავე,ყველამ დააშავეთ და ახალ ამიტომაც ვარ ასეთ დღეში... ეს ბოლო წვეთი იყო ჩემში, თავის შეკავებას ვეღარ შევძლებდი ვხვდებოდი... ყველამ დაშავეთ თანაც იმაზე,მეტად ვიდრე თქვენ გგონიათ,მე აღარავის ნახვა მინდა წარსულიდან,აღარავის გაიგე?!! ყველა მტკენთ თქვენი ნახვით,არავინ არ მჭირდებით,გესმიის?!!! ადამიანი როდესაც ქრება და თავს გარიდებთ უნდა ხვდებოდეთ,რომ გაჩერდეთ,მაგრამ ვერ ხვდებით...მე იმ ქალაქიდანაც,იმიტომ გამოვიქეცი,რომ არ მენახეთ და არ შეგეხსენებინათ წარსული,მე ახალი ცხოვრების დაწყება მინდა,და სხვა დანარჩენის დავიწყება,ხომ იცი,როგორ მტკიდა ცხოვრება,ძლივს დავიწყე ახალი ცხოვრება,ბედნიერების ელფერით გასხივოსნებული და ახლა შენ გამოჩნდი!!! აღარავის ნახვა არ მინდა გაიგეთ!!!....მივხვდი,რომ უკვე ამ სიტყვებს ბოლო ხმაზე ვყვიროდი და ნერვებიდან მაკანკალებდა...თორნიკე გაფითრებული მიყურებდა და ვერ გაეგო ჩემი სიტყვების აზრი ბოლომდე.... -კარგი,მიუხედავად იმისა,რომ ვერ გავიგე ბოლომდე შენი სიტყვების არსი,რაც გავიგე იმას გავაკეთებ მშვიდობით,ყველაფერს საუკეთესოს გუისურვებ!!! ეს თქვა და წავიდა უკან მოუხედავად... არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი გაშეშებული ერთ ადგილას,მაგრამ როცა მოვეგე გონს,მივდხი თუ როგორ ვატკინე გული მას ჩემი სიტყვებით გავეკიდე უკვე კარგა შორს მყოფს. -თორნიკე!!! გთხოვ დამელოდე თორნიკე ! ბოდიში,არ მინდოდა ასე გამომსვლოდა...უეცრად გაჩერდა თორნიკე ,მეც წამოვეწიე და, -თორნიკე,ბოდიში,არ ვიცი რა დამემართა,რატომ გითხარი ეს სიტყვები შენ,ბოდიში!! -გახსოვს,ერთჯერ მითხარი ბოდიში წამალი არ არისო?! მართლაც არ არის,შენმა სიტყვებმა იცი,როგორ მატკინა...წადი ახლა მე გეუბნები,წადი!!! -თორნიკე,არ ვიცი რა დამემართა,მართლა მთელი გულით ბოდიშს გიხდი,შევრიგდეთ რა.... -რა უნდა შევრიგდეთ გოგო შენ ნორმალური ხარ?! მოდი ასეთ სიტყვებს გეტვი და მერე ვნახავ,როგორ ხასიათზე დადგები და მერე გეტყვი შევრიგდეთმეთქი,მოსულააა?!......... -ვხვდებოდი,რომ დამნაშავე ვიყავი და გავჩუმდი,ვერაფერს ვეღარ ვამბობდი... -მოდი შევრიგდეთ ნეკი,ნეკისა...თორნიკემ კარგა ხანს მიყურა და ბოლოს სიცილი აუტყდა ნეკი გამიმიწოდა და როგორც ერთი წლის წინ დაამთავრა..ნეკი,ნეკისა,შერიგებისა ვინც არ შერიგდეს ცხვირი გაუტყდეს!!! ამაზე ორივემ გულიანად გავიცინეთ და გადავეხვიეთ ერთმანეთს... -წამოდი კაფეში დავსხდეთ და ვილაპარაკოთ გავიხსენოთ ძველი დრო....მეც დავთანხმდი,მხოლოდ ერთი პირობით,რომ არ ვილაპარაკებდით ძაალიან ბევრს წარსულზე...დავსხედით კაფეში და კარგად ვიმხიარულეთ,გავიხსენეთ ის აბიტურიენტობის გასული წელი,როდესაც ჩვენ ერთმანეთი გავიცანით და მივხვდი თუ როგორ მომნატრებია,მისი ხუმრობები.უეცრად მითხრა; -იცი ნინ ისიც აქ სწავლობს სამშენებლოზეა,ადრე კითხულობდი ხოლმე ახლა კი...აღარ მეგობრობთ? -თოკო მოდი არ გვინადა რა არც ალექსანდრეზე და არც სხვა არავისზე საუბარი...უცებ საათზე დავიხედე და 2 საათი გასულიყო უკვე,რაც კაფეში ვისხედით... -ღმერთო ჩემო რა დრო გასულაააა!!! ჩემი წასვლის დროა თორნიკე .გამიხარდა შენი ნახვა,მოდი დავივიწყოთ ის ინციდენტიც რა... -კარგი,დავივიწყოთ...მეც ძაალიან გამიხარდა შენი ნახვა,ყოველთვის ლამაზი გოგო იყავი,აი,შენებურად გამორჩეული,აბიტურიენტობის დროს ყოველთვის ბუნებრივი იყავი და შენი ბუნებრივობით ასხივებდი,ახლა კი მოდი პირდაპირ გეტყვი ერთი წელია არ მინახიხარ და მაგარი ქალი ხარ დამდგარი და გაიკრიჭა... -კარგია ეხლა გეყოს თორემ გავწითლდები და მეც გავიცინე... -მე მართლა გეუბნები. - შენ არასდროს იტყუებოდი,კაი ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე!!! -ნახვამდის და არ დაიკარგო რა ისევ. -კაი,კარგად. დღეები,დღეებს მიყვებოდა,კვირები კვირებს და თითქმის ერთი თვე გავიდა რაც თორნიკე ვნახე,ვხვდებოდი,რომ ბობმბი მალე აფეთქდებოდა.......ერთთი კვირა ვგრძნობდი,რომ ვიღაც მითვალთვალება,ერთ დღესაც ჩევეულებრისამებრ უნივერსიტეტიდან გაჩერებისკენ ავიღე გეზი და ავტობუსში უნდა ავსულიყავი უკვე,როდესაც ძახილი გავიგონე.... -ნინო ლიქოკელო!!! -ხმამ ერთიანად დამიარა ტანში,შემაკრთო და გამათბო,ის,ის იყო,ის სანატრელი ხმა რომელსაც ამდენი ხანი ველოდი.ცრემლი მონატრება ტკივილი ყველაფერი ერთიანად მომაწვა გავშეშდი და მხოლოდ ერთს ვევედრებოდი უფალს ოღონდ ის არ ყოფილიყო,მაგრამ ხომ ვამბობ ცხოვრებაში მთავარია ‘’ბედი’’,ბედი კი მე არასდროს მწყალობდა,არასდროს!.... მოგესალმებით,დღეს აღმოვაჩინე ეს საიტი,ეს ჩემი პირველი ისტორიაა,ამ საიტზე ველი თქვენს შეფასებებს,შეიძლება დასაწყისი ვინმესას გავდეს,მაგრამ გარწმუნებთ ეს ისტორია რეალურია და განვითარება და ფინალი სულ სხვა ექნება.... ღირს გაგრძელება???!,გთხოვთ დააკომენტარეთ რათა შევძლო წერა.... გელით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.