შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნენსი, მე შენ გგრძნობ! 7


20-09-2015, 11:59
ავტორი MarryLap
ნანახია 1 735

თავი 7
*თხრობას აგრძელებს ნენსი
ვიდექი და უბრალოდ ვტიროდი. სხვა გზა აღარც მქონდა, არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ლილე მიყურებდა და მხედავდა როგორ ვიტანჯებოდი, მაგრამ ვერაფერს ვერ ხვდებოდა. ლეომ სკოლაში მომაკითხა, მანქანაში ძალით ჩამსვა, ნაცემი იყო და მანქანას გიჟივით მართავდა. იმ საშინელ ადგილას მიმიყვანა და მემუქრებოდა თუ ლილეს რამეს ვეტყოდი ზედმეტს მას მოკლავდა. ის გიჟია და ყველაფერზეა წამსვლელი, მე კი ჯინორიას სიკვდილს ვერ გადავიტან, შეიძლება ეგოისტურად ჟღერს მაგრამ მისი სიცოცხლე მხოლოდ მე არ მიღირს ძვირად. ჯინორიას სიცოცხლის სანაცვლოდ ლეო ჩემს თავს მთხოვდა, მეც დავთანხმდი მას და თან ლილესთვის არაფერი უნდა მეთქვა, რა საკვირველია.
ახლა ერთ ბნელ და ნესტიან ადგილას ვზივარ, წარმოდგენა არ მაქვს სად ვარ. გვერდითა ოთახიდან ოდნავ შემოდის სინათლე და ვარჩევ ლეოს სილუეტს, რომელსაც იარაღი უჭირავს და ვიღაც ტიპს ესაუბრება თან. წარმოდგენა არ მაქვს აქ რატომ მომიყვანეს. გზაში თვალები ახვეული მქონდა და ისიც კი არ ვიცი ისევ ქალაქში ვარ თუ არა. კარების სახელურს ვეჯაჯგურები, მინდა რომ გავხსნა თუმცა ის დაკეტილია. ლეო ხმაურზე აქეთ მოდის და კარს ხსნის:
-რაო მძინარე მზეთუნახავო, გაიღვიძე?
-აქ რა მინდა? სად ვართ?
-იქ სადაც შენი ურჩხული ვერ მოგვაგნებს. რამდენიმე დღე თვალში ვერ მოხვდები და მერე გადაავიწყდები კიდეც. შენნაირს დღეში ათს ხვდება ხომ არ გგონია გულში ჩაუვარდი ჩვენს რომეოს? მოკლეთ, რამდენიც გინდა იმდენი იტირე აქედან მაინც ვერ გახვალ, ეს გატაცება არაა ლამაზო, უბრალოდ აგარაკზე ხარ მეგობრებთან ერთად, სწორედ ასე ეტყვი შენს დედიკოს გასაგებია?
-რაა? შენ გგონია მე შენი სათამაშო ვარ?
-ერთი ამას დამიხედეთ - ირონიულად დაიწყო ლაპარაკი, ხელი ძლიერად მომკიდა იდაყვზე და ოთახის სიღრმეში შემათრია -თუ ასეთი დიდგულა იყავი, მაშინ შენს ყოვლისშემძლეს რატომ არ უთხარი სიმართლე?
-არაა შენი საქმე.
-წესივრად მელაპარაკე ლაწირაკო. ტელეფონი გამომართვი და დაურეკე დედაშენს რომ ძებნა არ დაიწყოს პოლიციის თავი არ მაქვს.
ტელეფონი გამოვართვი, დედასთან დავრეკე, რაც შემეძლო მშვიდი ხმით ველაპარაკე და ვთხოვე პანიკის გარეშე შეხვედროდა ამ ამბავს. მობილური წამართვა ლეომ და ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ მომიახლოვდა და თმაზე წამავლო ხელი:
-ჭკვიანი გოგო.
როდესაც უფრო და უფრო მიახლოვდებოდა მე იძულებული გავხდი უკან დამეხია. უკვე სერიოზულად მეშინოდა ჩემთვის რამე არ დაეშავებინა. მნიშვნელობა არ ჰქონდა ლილეს გარეშე სად ან ვისთან ერთად ვიქნებოდი, მაგრამ ეს მეტისმეტი იყო.
-არ მომეკარო. - ზიზღით ვუთხარი.
-აბა ეხლა წესიერააად. ჩემი მკაცრი გოგო, დაწყნარდი ყველაფერი კარგადაა.
-საერთოდ რატომ შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში რა გინდა.
-შენგან არაფერი პატარავ, შენს შეყვარებულთან მქონდა ანგარიში გასასწორებელი.
-რა დაგიშავა ამნაირი.
-მან არც კი იცის რომ მაწყენინა. ძალიან მაწყენინა. ჩემი შეყვარებული წამართვა დიდი ხნის წინ და მას შემდეგ მეც იგივეს ვუკეთებ, ოღონდ შენამდე არ გამოვსულვარ სააშკარაოზე და ჩრდილში ვიყავი, სხვებს ვუგზავნიდი მისთვის მნიშვნელოვანი გოგოები მისივე ცხოვრებიდან რომ გაექროთ ისევე როგორც მან ეს მე გამიკეთა. შენ კულმინაცია ხარ გოგონი, შენზე ახლოს არავისთან მისულა ჯერ, მაგრამ შენ სულელი აღმოჩნდი, თავიდანვე რომ გეთქვა მისთვის ჩემს შესახებ იქნებ ახლა აქ არც ყოფილიყავი, მაგრამ მე პირიქით ეს მაწყობს რომ არაფერი თქვი და მოკეტე.
-არადა მეგობრად გთვლიდი. რას წარმოვიდგენდი. ამდენი ხანია გიცნობ და მსგავსი არაფერი გაგიკეთებია.
-არც ვაპირებდი. უბრალოდ იმ დამპალთან საქმე არ უნდა დაგეჭირა.
იმ წამს უზომო სინანულის გრძნობამ შემაწუხა. მინდოდა დრო უკან დაბრუნებულიყო და ყველაფერი მომეყოლა ლილესთვის. ხომ ვიცოდი რომ ის შეძლებდა ეს საქმე მოეგვარებინა, მაგრამ რას წარმოვიდგენდი ასეთი ჩახლართული თუ იქნებოდა, თანაც მე არ მინდოდა რამე დაშავებოდა მას.
-ახლა კი ლამაზო, ჩემი გახდები.
-არც იფიქრო. არ მომეკარო. - ზიზღით ავივსე ამ ადამიანის მიმართ.
-რა უკარება ყოფილხარ. შენს ლილეს ხომ არაფერზე ეუბნებოდი უარს და მე რატომ მკრავ ხელს? მოდი ჩემთან მე უკეთ გასიამოვნებ დამიჯერე.
-დაახვიე აქედან შენი არაფერი მჭირდება, შემეშვი.
-შენ არ გეკითხები რას გავაკეთებ პატარა ძუკნა.
ეს სიტყვები თქვა და მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა, კედელზე ამაკრა, ხელები გამიკავა და კოცნა დამიწყო. არა ამას კოცნასაც ვერ დავარქმევთ, საზიზღრად და გულისამრევად იქცეოდა. ვთხოვდი თავი დაენებებინა ჩემთვის მაგრამ ის არ რეაგირებდა ჩემს სიტყვებზე, ხელს ვკრავდი , მაგრამ ვერ ვერეოდი, მინდოდა ფეხებშუა ამომერტყა მაგრამ ჩემი ფეხები განზე ჰქონდა გაწეული და მათ შორის იდგა, მჭიდროდ ვყავდი მიკრული. ყველა გზა მომიჭრა, არ დამიტოვა გამოსავალი. გულს მირევდა მისი საქციელი, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი საკუთარი თავისთვის რომ მეშველა. მეზიზღებოდა ის შეგრძნება რასაც იმ მომენტში ვგრძნობდი, მეზიზღებოდა ლეოც და მეზიზღებოდა დარჩენილი სამყაროც.

რამდენიმე საათი გონება მქონდა დაბინდული, ვერაფერს ვეღარ ვგრძნობდი, ვიჯექი იატაკზე და ხელები მქონდა მჭიდროდ შემოჭდობილი ფეხებზე. ცრემელი დამიშრა, უბრალოდ ტირილისთვისაც აღარ მქონდა ძალა. მე განადგურებული ვიყავი, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიწმინდე, სიყვარული დავკარგე და მაშინ პირველად მოვკვდი, ახლა კი მეორედ მომკლა მან. მინდოდა მესამედაც მომეკლდა თავი ოთახის ბოლოში დაგდებული შუშის ნამსხვრევით, რადგან სიცოცხლეს აზრი აღარ ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ გავაკეთე მაშინ ეს რომ ვიცოდი თუ ცხოვრებას გავაგრძელებდი მაშინ უფრო დიდ ჯოჯოხეთში მოვხვდებოდი და მე ამას ვიმსახურებდი.
უემოციო ფიტულივით ვიჯექი და მხოლოდ წარსულის გახსენებაღა შემეძლო რადგან აწმყო მე არ მქონდა ამითი რომ მეცოცხლა და აღარც მომავალი გამაჩნდა რომელზეც ოცნებას შევძლებდი. ვიხსენებდი მე და ლილე ქალაქგარეთ როგორ წავედით. მე ჩანთაში ჩავდე ყველაფერი რაც დამჭირდებოდა უიქენდზე სოფელში და წავედი მატარებლის სადგურზე, სადაც ის მელოდებოდა. მახსოვს როგორი ბედნიერი ვიყავი, როდესაც ის დავინახე ყვავილებით ხელში. მე მელოდებოდა, მან იცოდა რომ მივიდოდი და შეეძლო ამის გამო მთელი ცხოვრებაც დამლოდებოდა. ის პირდაპირ თვალებში მიყურებდა და ძლივს ვუყრიდი აზრებს თავს სათქმელი რომ ამომეღერღა როგორმე. მან თაიგული გადმომცა და მე გავუღიმე, შემდეგ ჩამეხუტა, მაკოცა, ხელში ამიყვანა და დამატრიალა. შესანიშნავი გრძნობა იყო.
მაშინ ეს გრძნობა იყო, ახლა რა გრძნობაა? მხოლოდ მონატრებაღა დარჩა. მენატრება ისიც და ყველა მასთან გატარებული მომენტიც. მონატრება კი ის გრძნობაა, რომელიც შიგნიდან ყველაფერს ამსხვრევს, ყველაფერს ლეწავს, მაგრამ ესგრძნობები არავის ესმის, ვერავინ ხედავს.
ალბათ მილიონჯერ მაინც მყავდა ნანახი და უკვე შეჩვეულიც ვიყავი მის უეცარ გამოჩენებს ხოლმე, იმ გამოჩენებს არსაიდან რომ ჩნდებოდა და ჩემს სულს აბედნიერებდა. მაგრამ მისი ყოველი დანახვისას მაინც ერთი შეგრძნება მეუფლებოდა რომელსაც სიტყვებით ვერ აღვწერ და გული საგულეში ვეღარ ეტეოდა ხოლმე.
ყველაზე მეტად ის მიყვარდა ჩემს ხელს თავისაში რომ მოიქცევდა და რომ მეფერებოდა ხოლმე, რომ მკოცნიდა ხელზე და ისე მეპყრობოდა თითქოს მსოფლიოში ყველაზე სათუთი არსება ვიყავი და ერთი ზედმეტი შეხება და შეიძლებოდა დავმსხვრეულიყავი. ზედმეტად მიფრთხილდებოდა ხოლმე და მეც მომწონდა მისი ასეთი სენტიმენტალიზმი, მაგრამ ეს იშვიათად ხდებოდა და ძირითადად უხეში იყო ხოლმე. თუმცა არა ცუდი გაგებით, პირიქით, მე ესეც ძალიან მსიამოვნებდა. მის ხელს ჩემსას ზემოდან ვადებდი და ვეფერებოდი, შემდეგ კი ის აკეთებდა იგივეს და თმაზე დამიწყებდა ხოლმე თამაშს.
ახლაც ვზივარ და წარმოვიდგენ როგორ მეთამაშება თმაზე, როგორ მიწნავს მას, როგორ შლის ნაწნავს რადგან ფიქრობს რომ ლამაზად არ გამოუვიდა და ისევ ახლიდან იწყებს მის დაწვნას, მე კი მის ბავშვურობაზე ვგიჟდები რადგან ასეთი იშვიათად იყო და მეცინება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent