შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით (24)


21-09-2015, 00:53
ავტორი lisebeth
ნანახია 3 490

წყვილს კოცნა მეტისმეტად დიდხანს გაუგრძელდა,მაგრამ ამჯერად არც ერთს არ შეუკავებია თავი. იცოდნენ ახლა მათთვის არავის ეცალა. რატი მთელი არსებით ეხვეოდა და ამჯერად კისერშიც კოცნიდა.
-მიყვარხარ ... მიყვარხარ ... მიყვარხარ ... _ამჯერად უფრო თამამად ამბობდა გოგონა.
-ჩემო სიცოცხლევ მაპატიე ,რომ არ მესმოდა. მაპატიე ...როცა ჩვენს ცხოვრებს მოვიწყობთ ყველაფერი სხვანაირად იქნება.
-ჩვენს ცხოვრებას? რა კარგად ჟღერს. რა განსხვავებულად და გამორჩეულად.
- წელს მძიმე წელი გელის წინ. ბევრი გამოცდა. დაიმსახურებ ერთწლიან არდადეგებს.
-მეც მასე მგონია. მაგრამ არ მინდა მერე გავზარმაცდე და დამეზაროს ყველაფერი.
-მაგის უფლებას არ მოგცემ. შენ აუცილებლად ისწავლი და ბევრ წარმატებას მიაღწევ ცხოვრებაში.
-იცი?_საუბარი დაიწყო ელენემ და თავი დახარა. რატიმ ნიკაპზე ხელი მოჰკიდა, ააწივინა და თვალებში ჩახედა.
-მითხარი ყველაფერი რასაც ფიქრობ.
-შენს გვერდით გავიზარდე. ისეთ რამეებზე დავიწყე ფიქრი რასაც ადრე ყურადღებას არც კი ვაქცევდიი. შენ შემცვალე თავიდან ბოლომდე. შენ მომეცი საშუალება თავი სხვანაირად მეგრძო. შენ ყველაფერი განსაკუთრებული გააღვიძე ჩემში.
-შენ კი ჩემში. ნახე თორმეტი დაიწყო.
-ადგომა მინდა . საწოლში არ შევხვდები ახალ წელს._საბანი გადასწია ელენემ და წამოდგომა სცადა
-არ შეიძლება ჯიუტოო. დღეს რამდენჯერ უნდა დაგაბრუნო საწოლში?
ელენემ შეხვეულ ფეხს ხელიც მიაშველა ,რომ ამდგარიყო და შეყვარებულს გაუძალიანდა. რატიმ შეხვეულ ბარკალზე ჩაავლო ხელი და ისევ საწოლში დააბრუნა. გოგონას მის შეხებაზე გააჟრჯოლა ,მაგრამ არ შეუმჩნევია. ლამის წელამდე აწეულ პერანს დააჩერდა და საშინლად შერცხვა. რატიმ ქსოვილს ხელი მოჰკიდა და მუხლებამდე ჩამოუწია.
ელენე საშუალოზე ბევრად მაღალი იყო და ისეთი ფეხები ჰქონდა რომ იტყვიან ‘’კისრიდან ეწყებაო’’ . მიუხედავად იმისა,რომ რატი ძალიან მაღალი იყო ვერაფრით იტყოდით არ შეეფერებაო. მისი შიშველი ფეხების დანახვაზე არანაკლები რეაქცია ჰქონდა ბიჭს ვიდრე ელენეს შეყვარებულის შეხებისას. რატიმ თავის შეხავება შეძლო და საბანი მიაფარა. მერე აკოცა და გარკვევით გაუმეორა.
-შენთვის ადგომა არ შეიძლება. არ გინდა მალე წამოდგე და აეროპორტში გამაცილო?
-ყველაზე მეტად ეგ მინდა. წაროიდგინე ჩემები რას იტყვიან როცა გაიგებენ ხელი მთხოვე?
-დარწმუნებული ვარ გაოცდებიან.
-რომ არ მომცენ უფლება. რომ არ დაგვაქორწინონ?
-დაივიწყე. ჩვენ წინ ვერავინ დაგვიდგება. მოგიტაცებ და ჩუმად შეგირთავ.
-გიჟი ხარ.
-ახლა ქვემოთ ჩავალ და ტორტს,რომ გაჭრიან ამოგიტან.
-ჰო თუ გექნებათ ტორტი.
-დარწმუნებული ვარ თამუნა და ვანდა შეუძლებელს შეძლებენ.
რატი ქვემოთ ჩავიდა. გუნდის წევრები მაღალ მუსიკაზე ცეკვავდნენ და რაც შეძლოთ ისე ხტუნავდნენ. განსაკუთრებულად აქტიური ნინა იყო. ხან სკამზე შემომდგარი ცეკვავდა ხან ძირს ხტებოდა. ნინის და ლევანს მის საქციელზე ჩუმად ეცინებოდათ და თან ერთმანეთს უჟუჟუნებდნენ თვალებს. დაჩის რამდენიმე ნაჭერი პიცა დაეხვავებინა თეფშზე და ფანჯარასთან იჯდა. უყურებდა როგორ ეპორწიალებოდა მარის ნინა და ცეკვას აძალებდა , მაგრამ არ გამოსდიოდა.
-რა უჩვეულო რამეები ხდება გარშემო. მობრძანდი და საუკეთესო ძმაკაცი არ იკითხე. _ გვერდით მოუჯდა ლუკა და ერთი ნაჭერი პიცა მოპარა.
-ლუკა? რამდენი ხანია აღარ გვისაუბრია.
-გილოცავთ ნახევარფინალში გადასვლას
-გმადლობ ძმაო და მაპატიე ,რომ ასე უყურადღებო გავხდი. არც იცი რამხელა წნეხია ეს ყველაფერი
-დაიკიდე ... მარის რომ მიშტერებიხარ რა ხდება? გამაგებინე საერთოდ რა ჯანდაბა ხდება თქვენს შორის?
-არაფერი რა უნდა ხდებოდეს?
-აბა რას მილენჩებიხარ?
-ჩემი მეგობარია და ვუყურებ არ შეიძლება?
-დიანა?
-თბილისში წაიყვანა ძმამ. აუცილებლად უნდა წასულიყო. ოჯახში პრობლემები აქვს.
-რა ხდება თქვენს შორის?
-სიმართლე გითხრა ეს თამაში უკვე არც ისე უსიამოვნოა.
-რას გულისხმობ? რა თამაშზეა საერთოდ ლაპარაკი?
-მე და დიანა. ვთამაშობდით თითქოს ერთად ვიყავით.
-ესე იგი არ იყავით?
დაჩიმ თავი გადააქნია
-და მერე?
-არც კი ვიცი. მასთან ურთიერთობა არც ისე უსიამოვნოა. სულაც არაა ისეთი როგორიც ყველას ჰგონია. ძალიან საყვარელი,მხიარული და გახსნილია.
-დიანაზე მელაპარაკები ?_ ინსტინქტურად ჩაკბიჩა პიცა ლუკამ.
-ჰო ძაან სხვანაირია. არ ვიცი რატომ ,მაგრამ ცდილობს თავი ყველას ცუდად მოაჩვენოს. გულის სიღრმეში ასეთი არაა. რატომღაც უნდა ,რომ ვერავინ იტანდეს.
-რა სისულელეა. ეს ვის უნდა ან რატომ?
დაჩიმ მხრები აიჩეჩა
-მასთან უკვე იწექი? _გაბედულად იკითხა ლუკამ. ბიჭმა თავი დაუქნია._ესეიგი მაინც გაცდუნა?
-სულაც არ ვუცდუნებივარ. ქალი ხიმ არ ვარ ჩემზე ძალა იხმაროს? მასთან ყოფნა მეც მსიამოვნებდა. მართლა მსიამოვნებდა_თქვა დაჭიმ ,როცა დაინახა ლუკა არ უჯერებდა._ის ლამაზია და ...
-არც არავის უთქვამს ,რომ ლამაზი არაა. ეგ ისედაც ვიცი, მაგრამ არ მეგონა ასე თუ მოგეწონებოდა.
-არც მე მეგონა ,მაგრამ ერთმანეთს შევეჩვიეთ თუ რა ქვია ამას არ ვიცი. მასთან კარგად ვარ. თავიდან მაღიზიანებდა ,მაგრამ...
-მარი?
-რა მარი ბიჭო?
-მარის უყვრხარ...
-ვიცი ,რომ ვუყვარვარ. მე კი მას დასავით ვუყურებ. რა გინდა რადგან დასავით მიყვარს შემეცოდოს და შევიყვარო? არ შემიძლია მას როგორც ქალს ისე შევხედო. წლების მანძილზე სხვანაირად ვუყურებდი ახლა კი გამომიცხადა ,რომ ვუყვარვარ. თავზარდამცემია...
-არც მითქვამს ეს ,რომ უნდა შეგეცოდოს. რა სისულელეა.
-აბა რის თქმას ელი ჩემგან?
-რავიცი. მე ჯერ ისევ ვერ ვიჯერებ ,რომ დიანასთან ყოფნა მოგწონს.
-იმიტომ ,რომ არავინ იცნობს იმ დიანას ,რომელიც მე გავიცანი. ხომ გეუბნები ცდილობს ხალხში აგრესია განგებ გამოიწვიოს. ბევრჯერ ველაპარაკე ამის თაობაზე ,მაგრამ მაინც... მოკლედ რა ვერ ვიგებ ასე რატომ იქცევა.
-ჰო უცნაურია. გაუგებარია..._დაფიქრდა ლუკა
დაჩი კი ისედაც ხვდებოდა დიანა ამას რატომ აკეთებდა. თავს დამნაშავედ გრძნობდა თავისი ძმის გამო და უნდოდა თავი ასე დაესაჯა. ეს დასვნა მას მერე გამოიტანა რაც დიანამ ვანში მომხდარი უამბო. უნდოდა ყველასგან ზიზღი დამესახურებინა ,რომ დანაშაული გამოესყიდა. დანაშაული,რომელშიც უსამართლოდ თვლიდა თავს დამნაშავედ.
ბიჭები კიდევ აპირებდნენ საუბრის გაგრძელებას ,მაგრამ ვანდა და თამუნა მოვიდნენ ტორტით ხელდამშვენებულები.
უკვე თორმეტი ხდებოდა. სასტუმროს მოსამსახურე პერსონალმა სუფრისკენ მოიპატიჟა ყველანი. ქალებმა ტორტი გაატანეს მაგიდაზე დასადებად. სუფრასთან მისვლამდე ყველა აივანზე გავიდა ფეიერვერკის საყურებლად. რამდენიმემ აქედანაც გაისროლა. გიამ შამპანურის ბოთლები გახსნა და ყველას დაუსხა.
-ნინი...წამოდი _ ხელზე მოქაჩა ლევანმა და არეულობაში იქედან გააპარა.
-რას აკეთებ?
-ნახე რა მაქვს? შამპანიური. წამოდი ერთად დავლიოთ და გავისეირნოთ.
-გაგიჟდი? ჩემი ძმა აქაა და თუ გგონია ვერ შეგვნიშნავს ,რომ გავიპარეთ შემცდარხარ.
-წამოდი..._უფრო მაგრად მოქაჩა ბიჭმა და იქედან გააპარა. ორივემ სიცილით ცაირბინა კიბეები და ქუჩაში გავიდა. ნინის სიცივისგან კისრრამდე ჰქონდა აბნეული ქურთუკი.


თამუნამ მაგიდიდან რაღაცეების ალაგება დაიწყო. ლარნაკზე აწყობდა ლამაზად.ყველა გაოცებული უყურებდა ,მაგრამ შეკითხვა მარტო ვანდამ გაუბედა.
-რას საქმიანობ თამუნია?
-ელეს ავუტან რაღაცეებს. ბავშვი იქ მარტოა და ცოდოა. აქ რა დამაჯენს სუფასთან როცა ვიცი ის იქ მარტოა. წავალ მივულოცავ და ტკბლეულს მივუტნ.
- საუკეთესო დედიკოა ჩემი თამუნა_ მოეხვია ცოლს გია. საერთოდ თამუნას ყოველთვის განსაკუთრებულად ექცეოდა. უყრდა ცოლი და ამას არავის წინაშე არ მალავდა. თამუნა ძალიან ყურადღებიანი და თბილი ქალი იყო,მაგრამ სასტიკად მესაკუთრე. შვილსა და ქარს ვერავის გაუყოფდა. როცა საქმე ამ თემას ეხებოდა ლომს ემსგავსებოდა ,რომელიც თავისი ბოკვერისთვის იბრძვის.
კარზე დააკაკუნა და შიგნიდან მოწყენილი ხმით უპასუხა ელენემ.
-შვილო ნახე რა მოგიტანე?
-დედა ახლა უნდა ზეიმობდე ქვემოთ
-შენ ხარ ჩემი ზეიმის ერთადერთი მიზეზი. უშენოდ რა ზეიმი არსებობს ჩემთვის.
-ჩემი ლამაზი დედიკო. ნეტა ვინმეს თუ ჰყავს ჩემნაირი დედიკო_მიეხუტა ქალს ელენე და მის გულისცემას დაუგდო ყური. ემოციები მოაწვა და ცრემლებს გზა დაუთმო. ტიროდა. თამუნა გრძნობდა ,მაგრამ დროს აძლევდა ,რომ გული მაგრად მოეოხებინა.
-ჩემო პატარავ უთხარი დედიკოს რა ხდება შენს თავს?
-დედი ,რომ იცოდე რას ვგრძნობ.
-ჩემი პატარა გოგო შეყვარებულია?
-ჰო_ უფრო მაგრად მოუჭირა წელზე ხელი
-დედიკოს პრინცესავ. ჩემო სიცოცხლევ. ადრე თუ გვიან ყველას ცხოვრებაში დგება ეს პერიოდი.
-რატის ვუყარვად და მეც მიყვარს. გთხოვთ არ გააკეთოთ ეს და არ ..._გოგონას ტირილისგან გული ამოუჯდა და კიდევ უფრო მეტად მიეკრა ქალს. მასაც გაეღიმა და ის დრო გაახსენდა გიას ,რომ ეპრანჭებოდა და მასთან ერთად კინოში დაიპარებოდა.
-ვიცი სიხარულო. დედა ყოველთვის ხვდება რას გრძნობს თავისი შვილი
-დედა_თავი წამოსწია ელენემ
-ჰო...
-მინდა რაღაც გითხრა და დამპირდი ,რომ არავის ეტყვი
-გააჩნია რა უნდა მითხრა
-გთხოვ დედა...
-კარგი ჰო...გპირდები...
-მან მე... მან მე ხელი მთხოვა.
-რაა? ცივად გაუშვა ხელი ქალმა. ხომ არ შეიშალა? სკოლა არ დაგიმთავრებია.
-ჯერ არა დედა...ჯერ არა...._ ტუჩებზე მიაფარა ხელი ქალს._ სკოლას ,რომ დავასრულებ მერე.
-ამ ზაფხულს?
-ჰო. უნდა ჩავაბარო ყველა გამოცდა და სკოლა დავამთავრო.
-ასე გინდა მასთან წასვლა? მის გამო აკეთებ ამას? წელს მძიმე წელი გაქვს. უნდა ჩააბარო...
-ჩაბარებას არ ვაპირებ.
-რაა? ხომ არ შეიშალე? მამაშენი გააფრენს.
-წელს არ ვაპირებ. მე და რატი ამ წელს აქ დავრჩებით და მომავალ წელს წავალთ. რატი მაგისტრატურაში განაგრძობს მე კი უნივერიტეტში ჩავაბარებ.
-ჩვენგან წასვლას აპირებ? _შიში გამოერია ქალს ხმაში.
-ადრე თუ გვიან წავალ ხომ იცი ?
-შენს წასვლას როგორშევეგუო? მერამდენე წელია ჩვენს სახლში აღარ გძინავს? მერამდენე წელია ჩვენ გვერდით არ ხარ? ახლა ვიფიქრე იმ სკოლას დაამთავრებდი და ჩვენთან გადმოხვიდოდი და ახლა ...
-დედი...
-მაპატიე...მაპატიე ჩემო პატარავ უბრალოდ ავღელდი. _ მაგრად ჩაიკრა გულში ქალიშვილი და სახე დაუკოცნა.
-რა უნდა გაპატიო დედიკო. მთელი ცხოვრება ჩემთვის ,რომ იბრძოდი? საუკეთესო დედა ხარ და საუკეთესო ცოლი. მამას ამიტომაც უყვარხარ. ვიცი მარის გამო მკაცრად გექცეოდი , მაგრამ ახლა შენი მეც მესმის. მესმის რა რთულია საყვარელი ადამიანი სხვასაც გაუყო.
-ჩემი ცხოვრების ვარსკვლავი ხარ.

ლევანმა სანაპიროზე გაიყვანა ნინი. წყალთან არ ჩასულან იქვე სასადილოს კუპეში შევიდნენ და პიცა შეუკვეტეს. ლევანმა შამპანუი გახსნა. ბიჭს სამზარეულოდან ორი პლასტმასის ჭიქა მოეპარა და წამოეღო.
-ეს სად იპოვე ?_ გაიცინა ნინიმ
-მოვიპარე სამზარეულოში
-რა გადარეული ხარ
-თავიდან სანაპიროზე ვაპირებდი ჩენს ჩაყვანას. მაგრამ აქ მინისას მოგვიტანენ.
ლევანი მის გვერდით გადაჯდა და შამპანური დაუსხა. გოგონამ ხელთათმანები და ქურთუკი წაიძრო და გამოართვა.
-ჩვენ გაგვიმარჯოს _თქვა ბიჭმა.
-გაგვიმარჯოს. დაე მშვიდად დავბრუნებულიყავით სახლში.
-არაა ცუდი იდეა_ორივემ გულიანად გაიცინა.
-ახლა ჩემი ძაღლი ,რომ მყავდეს აქ გავასეირნებდით.
-ნეტა წამოგვეყვანა არა?_ლევანმა კაპიუშონი გადააძრო და ფრთხილად აკოცა._ძალიან მიყვარხარ. იცი სკოლაში რამდენი ხანი მიყვარდი და ვერ გეუბნებოდი ?
-მეც მიყვარხარ. დღითი-დღე უფრო და უფრო მეტად. შენ გენდობი და ვიცი არასდროს მომატყუებ.
-არასდროს _გაუმეორა ბიჭმა და ამჯერად უფრო მაგრად აკოცა.
-პიცა ვჭამოთ და წავიდეთ_შეიშმუშნა ნინი და უკან დაიხია.
-პიცას შენ მირჩევნიხარ._ ლევანმა ისევ თავისკენ მოაჩოჩა გოგონა და უფრო მაგრად მოხვია ხელი. ნინიმ იგრძნო შეყვარებულის ხელები შიშველ წელზე ,რომელიც ამოჩაჩული ზედის ქვეშ მოხვდა. თვითონაც მოხვია ხელები კისერზე და ალერსში აჰყვა.
ბარში ბევრი ხალხი იყო ,მაგრამ მათ ვერავინ უყურებდა.
-მგონი დროა უკვე ნამდვილი შეყვარებულებივით მოვიქცე. ჯერ არ მახსენდება ჩვენს სკოლაში წყვილი ჩვენზე დიდხანს გაეძლოთ.
-კარგი რა ..._გაეცინა ნინის
-გგონია ვიტყუები? მართლა რეკორდი მოვხსენით. მეოთხე თვეა ერთად ვართ. ჩემი საოცნებო ნინი ჩემთანაა_ თვალებში ჩახედა შეყვარებულს ბიჭმა და უფრო მაგრად მოეხვია. ბიჭის ხელები ამჯერად უფრო ღრმად იგრძნო გოგონამ. მისი ტუჩები კი კისერზე .

რატიმ ოთახს მოავლო თვალი. უკვე დიდი ხანი იყო ვერ ამჩნევდა თავის პატარა დაიკოს. ამჯერად ლევანის ძებნას შეუდგა მზერით,მაგრამ ვერ ის დააფიქსირა. არ იმჩნევდა ,მაგრამ გრძნობდა როგორ ეპარებოდა ნელ-ნელა სიბრაზე მთელს სხეუულში. საქდაც იყო ამოანთხევდა, სუფრის თავსი გიასთან ერთად მომღიმარი დედამისი ,რომ დაინახა მასინვე მისკენ წავიდა.
-დედა შეიძლება ერთი წუთით?
-ჰო საყვარელო მოვდივარ
ქალი მხიარული სახით გაჰყვა მოფარებულში სადაც მუსიკა არ ყვიროდა.
-სადაა ნინი?
-ალბათ სადმე აქვეა.
-აქვე ,რომ იყოს ძებნას დავიწყებდი?
-ან შეიძლება თავის ოთახსია,ან ელენესთან...სად წავიდოდა? ნუ გადაამლაშებ. ან შეიძლება თავის შეყვარებულთან ერთად გაისეირნა. ახალგაზრდები არიან. ალბათ ფეიერვერკის სანახავად გავიდნენ..
-ფეიერვერკი ერთი საათია დასრულდა. პირველი ხდება და სასეირნოდ წასვლა ამ დროს აუცილებელი იყო?
-რა ვიცი შვილო ამ თანამედროვე ხალხს ვერაფერი გაგიგეთ. ხან რას მიედებით და ხან რას მოედებით. შენ უკეთ უნდა იცოდე.
- ჭკუიდან არ გადამიყვანო ახლავე მონახე შენი ქალიშვილი თორემ მაგას ვაჩვენებ ახალგაზრდებს და სეირნობას ღამის პირველ საათზე.
-ნუ დაიბრდღვენ ხოლმე შენებურად და სასწაულებს ნუ წარმოიდგენ. აქვე ქნება სადმე. მთვარეზე ,ხომ არ გაფრინდებოდა...
-შენ ჯერ ჩემი დაბრდღვენა არ გინახავს როგორია და გაჩვენებ ცოტა ხანში ქალბატონი თუ არ გამოჩნდება. ცნობისთვის უკვე ერთი საათია მევსება ფიალა.
-ერთი საათია თუ ვერ ხედავ ახლა კითუხლობ?
-დედა მეთქი...
-სხვათაშორის შენ არ იყავი შუაღამეს ელენე სადღაც ტყეში ,რომ წაიყვანე და ოგვატყუე საცობში ვარო ? სხვისი განსჯა მარტივია. არსად არ წავიდოდა ალბათ აქვეა. ნუ გადაგეკეტება ხოლმე ...ახალი წლის ღამეა და არ გვინდა მუშტი-კრივი.
რატი მიხვდა,რომ დედას სათქმელი ვერ გააგებინა. გაცოფებული სახით მიატოვა იქვე და ლიფტში შევარდა. თავისი სართულის ღილაკს მიარტყა ხელი და დაელოდა როდის გაჩერდებოდა. ელენეს კარზე დააკაკუნა და შეაღო. გოგონა ჯერ ისევ დედას ელაპარაკებოდა.
-მაპატიეთ უბრალოდ ნინის ვეძებ და...ხომ არ გინახავთ?
-არა_უპასუხა თამუნამ
-აქ არ შემოსულა..._დაამატა ელენემ
-ბიჭმა უკმაყოფილოდ და ხმაურით გამოიკეტა კარი და გაცოფებული სახით დადგა ფანჯარასთან ,რომელიც ქუჩას გადაჰყურებდა.



_
დიდი მადლობა რომ კითხულობტ ჩემო საყვარლებო. მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებებს
მიყვარხართ



№1  offline წევრი naomikhad

როგორ მიყვარს ეს ისტორია <3

 


№2  offline წევრი mariko_2001

აუ გთხოოვ რაა მარი ცოდოაა აი ძაან გთხოოვ რატი დიანას დააშორე რაა მარისთან იყოოს გთხოოვ რა კინაღამ გული გამიჩერდა რატის და ლუკას დიალოგი რომ წავიკიტხე იქნებ შეუცვალო რაა აზრიიი.აი ძაან ძაან გთხოოოვ ვერ გადავიტაან არა მარტლააა ძაან გტხოოვქ

 


№3  offline წევრი yvavi

დაჩი და დიანა? მშვენიერი წყვილია ^^

 


№4  offline მოდერი sopiko

დაჩის და დიანას ამბავი ძალიან გამიხარდა. ეს არის მოთხრობა რომელიც შენი ისტოტიებიდან განსაკუთრებით მომწონს. სიცუაციაც დაიძაბა. ძალიან გთხოვ დღეს კიდევ ერთი დადე რა...

 


№5  offline წევრი lisebeth

madloba yvelas dges kide daideba

 


№6  offline წევრი nini :)

მალე დადე შემდეგი მაინტერესებს რა მოხდება მაგრამ დაჩი და დიანა არ მინდა ერთად love

 


№7  offline წევრი kora

არც მე მინდა დაჩი და დიანა, მარი და დაჩის წყვილს ვგულშემატკივრობ <3
--------------------
kira.G

 


№8  offline წევრი lisebeth

ver vxvdebi maris da dachis rato gulshematkivrobt roca mat shoris araferi yofila arasdros. chemi azrit dachis is ufro ecodeba

 


№9  offline მოდერი sopiko

მართლაც! დაჩის საერთოდ არ ჰქონია მარის მიმართ სიმპათია და ძალიან დიდი სისულელეა იქნება ახლა უცებ რომ შეუყვარდეს.

 


№10  offline წევრი kora

lisebeth
ver vxvdebi maris da dachis rato gulshematkivrobt roca mat shoris araferi yofila arasdros. chemi azrit dachis is ufro ecodeba

ხო მაგრამ ურთიერთობის დასაწყისში არც დიანას მიმართ ჰქონია სიმპატია, მხოლოდდამხოლოდ შანტაჟის გამო დაიწყო ეს ურთიერთობა. მაშინ გამოდის რომ რაც გაიგო დიანას შესახებ სიბრალულის გამო შეუყვარდა. ისტორიის დასაწყისში რომელ გმირსაც შეგაყვარებს ავტორი ცხადია იმ პერსონაჟისკენ მიგიწევს გული და ვინაიდან შენ თავიდან ისე აღწერე მარი ამიტომაც მე მას ვგულშემატკივრობ.
თუმცა ვატყობ იქამდე მიდის საქმე რომ საბოლოოდ დაჩი და დიანას წყვილი შედგება, ცხადია შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, უბრალოდ მე არ მომწონს და გული რო არ დამწყდეს ჯობია კიდეც შევწყვიტო კითხვა. ნუ მიწყენ, შენი წინა ისტორია უზომოდ მიყვარს და დაველოდები შენს ახალ ისტორიას და ისევ შემოგიერთდები, როგორც შენი ერთგული მკითხველი <3 love
--------------------
kira.G

 


№11  offline წევრი lisebeth

ჯერ არ გადამიწყვეტია რა და როგორ იქნება მომავალში.... ვნახოთ...კითხვის შეწყვნტას მე ვერ დაგიშლი რა უფლება მაქვს...მაგრამ მარტო ერთი პერსონაჟისთვის ხომ არ კითხულობ ამ ისტორიას? რავიცი შენი ნებაა მაგრპმ ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი

 


№12  offline წევრი kora

lisebeth
ჯერ არ გადამიწყვეტია რა და როგორ იქნება მომავალში.... ვნახოთ...კითხვის შეწყვნტას მე ვერ დაგიშლი რა უფლება მაქვს...მაგრამ მარტო ერთი პერსონაჟისთვის ხომ არ კითხულობ ამ ისტორიას? რავიცი შენი ნებაა მაგრპმ ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი

ცუდი ჩვევა მაქვს, თუკი შევიყვარე პერსონაჟი მერე რატომღაც მიჭირს სხვა პერსონაჟზე გადართვა, შენ კი არ გერჩი, პირიქით თავი შემაყვარე შენი ისტორიებით, უბრალოდ ჩემს გულს და ემოციებს ვუფრთხილდები :) მოვთოკავ ემოციებს და რაკი პირველივე თავიდან მოგყვები ბოლომდე მივფოფხდები როგორმე, მარტო იმიტო რო შენ შემიყვარდი ძალიან <3
--------------------
kira.G

 


№13  offline წევრი lisebeth

kora
lisebeth
ჯერ არ გადამიწყვეტია რა და როგორ იქნება მომავალში.... ვნახოთ...კითხვის შეწყვნტას მე ვერ დაგიშლი რა უფლება მაქვს...მაგრამ მარტო ერთი პერსონაჟისთვის ხომ არ კითხულობ ამ ისტორიას? რავიცი შენი ნებაა მაგრპმ ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი

ცუდი ჩვევა მაქვს, თუკი შევიყვარე პერსონაჟი მერე რატომღაც მიჭირს სხვა პერსონაჟზე გადართვა, შენ კი არ გერჩი, პირიქით თავი შემაყვარე შენი ისტორიებით, უბრალოდ ჩემს გულს და ემოციებს ვუფრთხილდები :) მოვთოკავ ემოციებს და რაკი პირველივე თავიდან მოგყვები ბოლომდე მივფოფხდები როგორმე, მარტო იმიტო რო შენ შემიყვარდი ძალიან <3

არაჩვეულებრივი ხარ შენ და მადლობა ამისთვის <3

 


№14  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 


№15  offline წევრი mariko_2001

kora
lisebeth
ver vxvdebi maris da dachis rato gulshematkivrobt roca mat shoris araferi yofila arasdros. chemi azrit dachis is ufro ecodeba

ხო მაგრამ ურთიერთობის დასაწყისში არც დიანას მიმართ ჰქონია სიმპატია, მხოლოდდამხოლოდ შანტაჟის გამო დაიწყო ეს ურთიერთობა. მაშინ გამოდის რომ რაც გაიგო დიანას შესახებ სიბრალულის გამო შეუყვარდა. ისტორიის დასაწყისში რომელ გმირსაც შეგაყვარებს ავტორი ცხადია იმ პერსონაჟისკენ მიგიწევს გული და ვინაიდან შენ თავიდან ისე აღწერე მარი ამიტომაც მე მას ვგულშემატკივრობ.
თუმცა ვატყობ იქამდე მიდის საქმე რომ საბოლოოდ დაჩი და დიანას წყვილი შედგება, ცხადია შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, უბრალოდ მე არ მომწონს და გული რო არ დამწყდეს ჯობია კიდეც შევწყვიტო კითხვა. ნუ მიწყენ, შენი წინა ისტორია უზომოდ მიყვარს და დაველოდები შენს ახალ ისტორიას და ისევ შემოგიერთდები, როგორც შენი ერთგული მკითხველი <3 love

მეც ეგრე ვარ ზუსტაად დაჩი და მარი საყვარლები არიაან თან დიანამ უბრალოდ იმეგობროს მათთან მას ხო დაჩი არ უყვაარს და მარის უყვარს და ცოდოა მარტო რომ დარჩებაა დაჩის გარეშეე

 


№16  offline წევრი lisebeth

mariko_2001
kora
lisebeth
ver vxvdebi maris da dachis rato gulshematkivrobt roca mat shoris araferi yofila arasdros. chemi azrit dachis is ufro ecodeba

ხო მაგრამ ურთიერთობის დასაწყისში არც დიანას მიმართ ჰქონია სიმპატია, მხოლოდდამხოლოდ შანტაჟის გამო დაიწყო ეს ურთიერთობა. მაშინ გამოდის რომ რაც გაიგო დიანას შესახებ სიბრალულის გამო შეუყვარდა. ისტორიის დასაწყისში რომელ გმირსაც შეგაყვარებს ავტორი ცხადია იმ პერსონაჟისკენ მიგიწევს გული და ვინაიდან შენ თავიდან ისე აღწერე მარი ამიტომაც მე მას ვგულშემატკივრობ.
თუმცა ვატყობ იქამდე მიდის საქმე რომ საბოლოოდ დაჩი და დიანას წყვილი შედგება, ცხადია შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, უბრალოდ მე არ მომწონს და გული რო არ დამწყდეს ჯობია კიდეც შევწყვიტო კითხვა. ნუ მიწყენ, შენი წინა ისტორია უზომოდ მიყვარს და დაველოდები შენს ახალ ისტორიას და ისევ შემოგიერთდები, როგორც შენი ერთგული მკითხველი <3 love

მეც ეგრე ვარ ზუსტაად დაჩი და მარი საყვარლები არიაან თან დიანამ უბრალოდ იმეგობროს მათთან მას ხო დაჩი არ უყვაარს და მარის უყვარს და ცოდოა მარტო რომ დარჩებაა დაჩის გარეშეე

რა იცი ,რომ არ უყვარს. იქნებ უყვარს და ასე იმიტომ იქცეოდა ,რომ მისი ყურადრება მიექცია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent