შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემოსაც უყვარდება! (თავი 1)


21-09-2015, 22:50
ავტორი babi phoenix
ნანახია 2 660

2012 წელი, ზამთარი, ისევ მძიმე როკი და დასერილი ხელები, ნახატი სასაფლაო, ფანტაზია შავი, ნერვები-საშინელ დღეში.. ასე იწყებოდა ჩემი ანუ გიორგი მაკალათიას ისტორია.. ამ დროს 17 წლის ვიყავი, არვიიცი ჩემს თავს რა ვუწოდო მაგრამ ვიცი რომ კარგს არასოდეს ვაკეთებდი,ღემე ყოველთვის სიკვდილზე ვფიქრობდი, მუდამ მეგონა რომ როცა გათებდებოდა მოვკვდებოდი ან პირიქით..
ოჯახური პრობლემები არ მქონია, პირიქით ყველა კარგად მექცეოდა, თავზე მევლებონენ, სკოლაშიც კაი ბავშვი ვიყავი, ნუ სწავლის მხრივ.. ყოფაქცევა კი.........

მორიგი დღე, დილის 8 საათი, მე-11 კლასი და სახლიდან გასვლა.. სკოლაში როგორც კი შევედი ყველა ჩვეულებრივ მომაშტერდა მაგრამ ვიცოდი რომ დიდად არ ვეხატებოდი გულზე არავის..
კლასსში განმარტოებით ვიჯექი, მუდამ ვუსმენდი რამეს და თავი მერხზე მედო, ასერომ ჩემი კლასის ნახევარს არ ვიცნობდი..
არავინ მაინტერესებდა, არც გოგო და არც ბიჭი, მასწავლებლებსაც არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ კარგად ვსწავლობდი..

დღემ კარგად ჩაიარა, რატომღაც არ მიჩხუბია და გამიკვირდა, სახლში მშვიდობით დავბრუნდი, არც გზაში მომსვლია კონფლიქტი..

-გიო არ გშია? (დედა)
-არა დე მადლობა
-არც დილას გიჭამია
-ჰო იცი ვერ ვჭამ დილით, მოდი და ისადილე..

მაგიდას მივუჯექი, ორილუკმა შევჭამე და ოთახშ განვმარტოვდი, ფურცელი წინ მედო, კალამიც ავიღე და უაზროდ ხატვა დავიწყე, არ ვფიქრობდი რას ვაკეთებდი, მაგრამ როდესაც კალამი გვერდზე გადავდე მიხვდვი რომ ისევ სასაფლაოს ვხატავდი.. ჰო ეს კალამი იმიტომ , რომ ფანქრით ვერ ვხატავ, კალმით თუ შემეშალა არ ვასწორებ და ახლიდან ვიწყებ ემოციების გადმოცემას..

ბოლოს ისევ იგივე გამოდიოდა რასაც სხვა დღეებში ვაკეთებდი, ვერ ვიტყვი რო პატარაობაში კარგი ბავშვი ვიყავი, ჩიტების მოკვლა მიყვარდა, მაგრამ ეს მხოლოდ ბავშური სისულელე იყო, მერე კი როცა ვფიქრდებოდი ჩემს საქციელზე იგივეს აღარ ვიმეორებდი..
..........

შემდეგი დღე, ისევ სკოლა, ამჯერად ჩხუბი.. მასწავლებლებს ხშირად ვეკამათებოდი და აი ისევ...

-გიორგი მოიხსენი ყურსასმენები
-ასე უკეთ ვიგებ
-მოისენი მეთქი!!!
-არ მოვიხსნი! არგაქვთ უფლება რამე დამაძალოთ.... არ მოვიხსნი და ვსო..

კარი ძლიერად დავხურე და სკოლიდან გამოვედი, ასეთი შეკამათები დროს ნანგრევებთან მივდიოდი რომელიც ჩემი სახლიდან სულ რაღაც 1 კილომეტრში იყო.. იქ ვპოულობდი სიმშვიდეს მხოლოდ და მხოლოდ...
-----


ისევ შემდეგი დღე, დილიდან საშინელ ხასიათზე გავიღვიძე, ბოლო ხმაზე ავუწიე Black Veil Brides- The Legacy ... ეს სიმღერა მიყვარდა და ვცდილობდი სოლისსტს დავსმსგავსებოდი, გამომდიოდა, თმა გრძელი, მისნაირად სწორი და ზუსტად იგივე იმიჯი, თითქმის Andy Biersack-ს ვგავდი, გარეგნობითაც კი, რამოდენიმე პატარა biersack-საც კი მეძახდა..

სკოლაში ამჯერად გვიან მივედი, მასწავლებლებს არაფერი უთქვამთ, კლასსში განმარტოებით ცალკე მერხზე ვიჯექი და ისევ ვუსმენდი, მხოლოდ სიმღერებს, არმინდოდა ამქვეყნად მეტი არაფერი..
შუალედებში გავიპარე კიდევაც, ისევ ნანგრევებს მივადექი, კლდეზე ძრომა მიყვარდა ამიტომ მესამე სართულზე ავძვერი და იქიდან ვაკვირდებოდი ყველაფერს, რა უსუსური ჩანდა აქედან ადამიანები, ყველა ერთფეროვანი იყო, ერთმანეთს ეპირფერებოდნენ, მათ გულებში კი სინამდვილეში საშინელი ზიზღი და ბოროტება სუფევდა, როგორ მინდოდა მივსულიყავი და სულში ჩამეფურთხებინა, მეთქვა ის რასაც ვფიქრობდი და წამოვსულიყავი..
აი რატომაც ვიყავი "განსხვავებული".. ხშირად მიფიქრია ასეთი რატომ ვარ თქო მაგრამ პრობლემებისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშვვალებაა იყო განსხვავებული, იყო ის ვინც გინდა და ხედავდე იმას რაც სინამდვილეში ხდება...


ისევ სიბნელე, სასაფლაო, მაგრამ ამჯერად არა ნახატი, არამედ რეალობა.. სასაფლაოს გავლით მომიწია სიარული, ვცდილობდი გვერძე არგამეხედა და იმ უკუნითისათვის არ შემეხედა მაგრამ არ გამომივიდა.. სიბნელეში დამალული ადამიაები.... კატის წკმუტუნი, ამ დროს რა მოხდა ჩემს თავს არ ვიცი, დავიბენი და სახლისაკენ გავიქეცი..
ეს რომ კიდევ გამეგონა ალბად რამეს ჩავიდენდი...

სახლში დედა და მამა დამხვდა, ნუ როგორც ყოველთვის, ვჭამე მაგრამ ცოტა, მხოლოდ ამის შემდეგ ჩავიკეტე ჩემს ოთახში კვლავინდებურად...

ისევ სიმღერა ამჯერად "Die For You"..
მაშინ, როდესაც რამეს ვუსმენ არ შემიძლია ვინმეს ვეკონტაკტო, ასეთიი ინციდენტი კი მამასთან მომივიდა როცა უეცრად ოთახის კარი შემოაღო..

-გიო
-........
-გიო არგესმის?
-.....
-გიო.. (ამჯერად ყვირილით)

მე კი საშინლად გავმწარდი და დანით ხელში შევუბრუნდი, რომარ მეყვირა რამე შეიძლება გაუცნობიერებლადაც კი რამე დამეშავებინა მისთვის..
ყველაზე საშინელი კი ის იყო რომ ჩემს საქციელს ვერ ვაანალიზებდი და არც მინდოდა მისი დანახვა... მხოლოდ მე ვიყავი მართალი და სხვა არასოდეს მაინტერესებდა, მოკლედ რომ ვთქვათ ხალხის აზრი მეკიდა........


პ.ს როოგორია?
ახალი ისტორია .. შეაფასეთ...



№1  offline წევრი Li Zi

მომეწოწა :* ველი შ3მდეგ თაავს

 


№2  offline წევრი babi phoenix

Li Zi
მომეწოწა :* ველი შ3მდეგ თაავს

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent