შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარდაქმანა (2,3,4 ნაწილი)


22-09-2015, 01:59
ავტორი Aunt B.
ნანახია 2 703

ივილამდე მოუნდა გოგონას გაღვიძება, მაგრამ თან მძინარე მშვენიერებაც არაფრით ვერ ეთმობოდა.. მოთმინებით უსმენდა მის მშვიდ, რიტმულ სუნთქვას და გრძნობდა როგორ უვლიდა მთელ სხეულში ბედნიერებისგან მოზღვავებული ტალღა. ნია შეიშმუშნა, თვალები გაახილა.. თხელი თითები გრძელ თმაში შეიცურა და მოხდენილად გადაიყარა ზურგზე.. იმდენად მოაჯადოვა რადიკალურად გარდაქმნილმა ნიამ და მისმა სილამაზემ, რომ გოგონა უთქმელად აიყვანა ხელში და ისე მიიხუტა თითქოს მის გაშვებას აღარასდროს აპირებდა.. იგრძნო როგორ გაუხშირდა სუნთქვა მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია , თავი მის თმაში ჩარგო და თავს ძლივს მისცა უფლება ბედნიერი მომენტით მთლიანად დამტკბარიყო.
- ბექა.. ახლავე დამსვი ! - ყველაფერი ნიას მკაცრმა ტონმა და უჩვეულოდ ცივმა ხმამ გააფუჭა. ბექამ ინსტიქტურად დასვა გოგონა და შულბლშეკრული დააჩერდა..
- რამე გატკინე? - ნიამ კინაღამ ტირი დაიწყო ისეთი მზრუნველი იყო მისი ხმა..
- არა არა .. უბრალოდ არაა საჭირო რაღაცეების ასე გამოხატვა - ნიას სიმკაცრე იმდენად აბნევდა ბექას რომ ვერაფერი გაეგო.
- აა.. ანუ შენი წლობით გადამალვა და ჩემს ნერვებზე თამაში საჭირო იყო ხო? - მოულოდნელად გაღიზიანდა და თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი.
- საჭირო იყო ! - ვეღარ უძლებდა მის მზერად მაგრამ ახლა არაფრით უნდა მიეცა უფლება გრძნობებს, ყველაზე მეტად ახლა სჭირდებოდა დადებულ პირობას დაცვა..
- არაფერი მესმის ნია ... - თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა ბექა - იცი მაინც სად არ გეძებე? წარმოდგენა თუ გაქვს საერთოდ როგორ მომენატრე? - კიდევ ერთხელ იგრძნო რამდენად არ იმსახურებდა ბექას გრძნობებს..
- მეძებდი? რატომ? - გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა ნიას.
- მჰჰ.. რატომ? - ირონიულად ჩაიცინა და კიდევ უფრო მეტად დასერიოზულდა - აი ამიტომ!
ნიამ ვერც კი მოასწრო აზრზე მოსვლა ისე შემოეხვია ბექას მკლავები მის წელს. წესიერად მაშინ გაიაზრდა ყველაფერი როცა ტუჩები მისმა კოცნამ სასიამოვნოდ დაუბუჟა.. მთელი არსებით სურდა ეს მომენტი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო, დიდხანს შეეგრძნო ძლიერი მკლავების სითბო წელზე, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. პირობა არ უნდა დაერღვია ! როგორღაც შეძლო მის ალერსთან გამკლავება და და ძალიან ეცადა როგორმე მოშორებოდა.. ოთახში მხოლოდ მათი გახშირებული სუთქვა ისმოდა. ნია თვალს ვერ უსწორებდა, ბექა კი პირიქით თვალს არ აცილებდა.. რამდენიმე წამის შემდეგ იქვე მდგარი სანათის ნამსხვრევები ეყარა ძირს, ნიას კი მის მაგივრად ტკიოდა გაჭრილი თითები.. აცრემლებულმა გააყოლა თვალი საყვარელ სილუეტს და თავი ხელებში ჩარგო..
- შენთვისვე ჯობს არ იცოდე - თავისთვის ჩაილაპარაკა, ისევ ფანჯრის რაფას დაუბრუნდა და თვალები დახუჭა.

ნიკა იმდენად გაკვირვებული იყო მოსმენილით, რომ სათქმელს თავი ვერ მოაბა.. წარმოდგენა არ ჰქონდა რა ერჩია მეგობრისთვის, რომელიც უკვე რამდენიმე საათი იყო ერთ წერთილს უაზროდ ჩაშტერებოდა და გასაღებს ნერვიულად ათამაშებდა.
- კაია რა ბიჭო ამოიღე ხმა , ხო არ გადაყვები თუ რაცაა - აუტანელი სიჩუმის დარღვევა ცადა ნიკამ, მაგრამ უშედეგოდ.
- ვერაფერი გავიგე - თავი გააქნია ბექამ და მეგობარს ისე შეხედა თითქოს მისგან ელოდა ხსნას . ისე სასაცილოდ გამოიყურებოდა ნიკამ თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა გადაიხარხარა. ძლივს შეიკავა თავი მეგობრისთვის გასაღები რომ არ ესროლა , მაგრამ საბედნიეროდ ნიკა მალევე მიხვდა, რმ მის ნერვებზე თამასი უბრალოდ არ ღირდა..
- რა სახე გაქვს აზრზე არ ხარ ! - ღიმილით „ახარა“ და ფრთხილად ჩაიცინა ბექა უფრო არ გაეღიზიანებინა.
- წამო რა ჩემთან ავიდეთ ლიდა რამე გემრიელს მოამზადებდა..
- ვახ ვახ ლიდაჩკა.. მასე რა ბიჭო რა გულს მიხეთქავ ..
- რაღაცას ჩალიჩობენ და არ მეუბნებიან რეზო და ნია - მანქანაში ჩასხდნენ თუ არა ძველ თემას დაუბრუნდა ბექა.
- ბიჭო მომისმინე ერთი წუთით, ამდენი წელი გავიდა და იქნებ მართლა აღარაფერს გრძნობს? ან მაშინ რას ფიქრობდა ეგ თუ იცი?
- მე რო უაზროდ მიყვარს ეგ ვიცი - აღიარა და თავი საზურგეს თვალდახუჭულმა მიაყრდნო. უკვე ძალიან იყო დაღლილი ამდენი ფიქრისგან , თავში რა აზრი არ მოსდიოდა მაგრამ ვერაფრით აეხსნა ნიას გულგრილობა მისი გრძნობების მიმართ.
@@@
- ლიდა მოდი გაკოცო - ხელში აიტაცა ნიკამ ლიდა და მისი ქოთქოთისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე დააბზრიალა .
- შენ სულ გადაირიე ხომ? ახლავე დამსვი! როდის უნდა გაიზარდოთ ამხელა კაცები ხართ და რეებით ერთობით - არ ცხრებოდა ლიდა და თან მომღიმარ ნიკას თმას უჩეჩავდა.
- კაი ბიჭო შეეშვი - ხმამაღლა იცინოდა ბექაც - ლიდა ისე გვშია ნიკას შეიძლება შემოეჭამო - თვალი ჩაუკრა ნიკას ბექამ
- ახლავე ახლავე - აფუსფუსდა ქალი - აუზთან დასხედით ნიაც გრილდება და ერთად მიირთვით.
შესამჩნევი იყო ნიას ხსენებაზე ბექას შეცვლილი გამომეტყველება, ნიკაც ოდნავ დაიძაბა მაგრამ ღიმილით გაამხნევა მეგობარი და ლიდას რომ არაფერი ეეჭვა საუბარი გაუბა..

Tavi 8

ერთადერთი რაც შვებას ჰგვრიდა აუზის ცივი წყალი და ცურვა იყო, რომელიც მის აუარებელ პრობლემებზე ფიქრის საშუალებას არ აძლევდა და ხელს უწყობდა არაფერზე ეფიქრა.. ფრთხილად ამოყვინთა და მოულოდნელად ბექას მკაცრ მზერას წააწყდა.. ისე დაიბნა ძლივს ამოისუნთქა და თმიდან ჩამოდენილმა წყალმაც დაუნდობლად აუწვა თვალები. ღმერთს მადლობა გადაუხადა სახე სველი რომ ჰქონდა და ბექა მის აწითლებულ კანს სავარაუდოდ ვერ შეამჩნევდა.. გაეხარდა ნიკასაც რომ მოკრა თვალი..
დააპირა ბექასთვის პირსახოცის მოწოდება ეთხოვა რომ ნიკას ადამიანურად მისალმებოდა მაგრამ მოულოდნელად ბიჭებმა მზერა ვიღაც უგემოვნოდ გამოპრანჭულ ბარბიზე გადაიტანეს და თავადაც ინტერესით დააკვირდა მათი მზერის ობიექტს..
- თიკუნა, როგორ ხარ ? - გადაეხვია ბექა ახალმოსულს, ის კი ისე გამომწვევად მიეკრა, ნიკამ ჩაახველა რომ გოგონასთვის მისი არსებობა შეეხსენებინა.
ეს ბიჭი ბავშვობიდა მოსწონდა! ვერაფრით შეეგუა თიკუნად წოდებული პიროვნების წელს მისი საყვარელი თითები რომ შემოხვეოდა და გულში ნიკას აქ ყოფნისთვის მადლობას უხდიდა ეს ორი სილუეტი განმარტოებით მყოფები რომ არ წარმოედგინა. მაშინვე გაეფანტა გონებიდან აბეზარი ფიქრები ბექამ რამდენჯერმე მისკენ რომ გამოაპარა თვალი, წამიერად გააცნობიერა ეს უგემოვნო „თოჯინა“ აქ რისთვისაც იყო და კინაღამ ხმამაღლა გაეცინა ბექას უაზრო მცდელობაზე, როგორმე მისი ყურადღება მიებყრო. იცოდა, რომ თავისი ბრალი იყო საყარელი მამაკაცის უკანასკნელ მცდელობასაც რომ უყურებდა მაგრამ მაინც სიგიჟემდე მოუნდა მისი თითები სხვის წელს მოშორებოდნენ.. აუზიდან აუჩქარებლად ამოვიდა და მათკენ ბიკისამარა დინჯად გაემართა. სიგიჟემდე ესიამოვნა მისი ხარბი მზერა და ქერას შურით სავსე თვალები, ნიკას პირი ისე სასაცილოდ დაეღო თავი ვერაფრით შეიკავა და თვალისმომჭრელმა ღიმილმა გაუნათა სახე..
- ნიკა როგორ შეცვლილხარ - პირსახოცი მოიხვია და ძველ ნაცნობს ფრთხილად გადაეხვია რომ ა დაესველებინა. ნიკა იმდენად იყო დაბნეული გოგონას გაშტერებული უყურებდა.
- არადა მახსოვს ბავშვობაში ბევრს ლაპარაკობდი - გახუმრება ცადა და თვალი ჩაუკრა. .
- ვაა ნია ეს შენ ხარ ტოო? - ნიკა აშკარად გულწრფელად იყო გაოცებული. - მე კი არა შენ ხარ გოგო შეცვლილი , ეს ნახე რა როგორ გალამაზებულა - არაფრით ცხრებოდა ბიჭი და გოგონას სასაცილოდ აბრიალებდა..
ბექა თვალს ვერ აცილებდა ნიას და მის უნაკლო სხეულს. გოგონამ სველი თმა წინ გადმოიყარა და სახიდა წყლის წვეთები მოიშორა. ისეთი ლამაზი, საყვარელი და სექსუალური იყო.. ბექა მთელი გულით ნატრობდა, რომ სრულყოფილ მშვენიერებასთან მარტო დარჩენილიყო, მის იდეალურ წელს, ტუჩებს, თმას მოფერებოდა .. ისე ნატრობდა, რომ გოგონას მისთვის გაეღიმა ისე, როგორც ნიკას უღიმოდა, რომ უნებურად მეგობარზეც კი იეჭვიანა. გაუაზრებლად თიკუნას ისე მოუჭირა მკლავზე ხელი რომ გოგონამ წამოიყვირა :
- ბექა რა გჭირს, მეტკინა - უხერხული სიჩუმის დასაფარავად ნიკამ უადგილოდ გაიცინა, ბექამ კი სიგარეტს მოუკიდა და არაფერი შეუმჩნევია ისე განაგრძო ნიას ყურებით ტკბობა...
ნიას თიკუნაც გაკვირვებული უყურებდა. აზრი რომ ვიღაცამ ბექას ასეთი ყურადღება დაიმსახურა ჭკუიდა შლიდა.
- მე თიკუნა ვარ , ბექას მეგობარი გოგო - მრავალმნიშვნელოვნად მიმართა ქერამ ნიას და ხელი გაუწოდა.
- მე ნია ვარ - ზრდილობიანად გაუღიმა უცნობს - ბოდიშს გიხდით უნდა დაგტოვოთ, ნიკა ძალიან გამიხარდა შენი ნახვა - ღიმილით დაემშვიდობა და ისე მიეფარა თვალს მათთვის არც კი შემოუხედავს,
მისი სურვილით ანთებული თვალები ზურგს უწვავდა და მწველი ტკივილი გულამდეც აღწევდა.. იცოდა, რომ ცუდად მოიქცა მაგრამ ვერც სხვისი მოფერება აპატია საყვარელ თითებს.. განსაკუთრებით მაშინ გაძლიერდა ტკივილი ფანჯრიდან რომ უყურებდა ხის სკამზე ჩამომჯდარ ბექას შეუწყვეტლად რომ უკიდებდა სიგარეტს და თვალს არ აცილებდა იქვე დატოვებულ სველ პირსახოცს..
--
ვერ მიხვდა რატომ გამოეღვიძა ასე სწრაფად და ატომ ტკიოდა შიგნიდან ყველაფერი, თავს უჩვეულოდ ცდად გრძნობდა, აუტანლად ტკიოდა თავი და ავადმყოფულად უნდოდა წყალი. როგორღაც შეძლო ძალები მოეკრიბა და წამოდგომისას კედელს გააყოლა ხელები, ვერ იტანდა საკუთარ თავს ასეთ სუსტსა და დაუძურებულს. ძლივს მიაღწია კიბემდე და ფრთხილად დაეშვა მოულოდნელად წონასწორობა რომ არ დაეკარგა და საფეხურებზე არ დაგორებულიყო. წამიერად მოქმედა ცივმა წყალმა და ძლივს მოახერხა თავისუფლად ამოსუნთქვა, ერთიანად მოუდუნდა სხეული და ისეტი დაღლილობა იგრძნო თავით მაცივარს მიეყრდნო გონება რომ არ დაეკარგა. თავიდან ეგონა მოეჩვენა თეძოზე ატლასის ნაჭერზე ფრთხილი შეხება რომ იგრძნო მაგრამ მთელი სხეული გაუთბა მხრებზე მისი ბექას გრილი სუნთქვაც რომ მოეფრქვია.. ფრთხილად შეაბრუნა თავისკენ გოგონა, თმა მზრუნველად გადაუწია ყურზე და გრილი თითები სახეზე ნაზად ჩამოუსვა..
- კარგად ხარ? - ისევ მკაცრი და ცივი ჰქონდა ხმა მაგრამ შეუძლებელი იყო არ შეგემჩნიათ განგაშის ნოტები და ცუდად დაფარული მზრუნველობა.
- კი კარგად ვარ, უბრალოდ დამცხა და წყალი დავლიე - დამნაშავედ ახედა მაგრამ დიდხანს ვერ გაუძლო მის მზერას და ისევ ჩაღუნა თავი
არაფრით ეთმობოდა ბექას მისი სხეული, უფრო მჭირდროდ მიიკრა და თითები გრძე თმასი შეასრიალა.. არაფერს ამბობდა და ნიას დაბნეულობაც სასიამოვნოდ ართობდა.. ჭკუიდან გადაჰყავდა მის შეხებაზე გოგონას სხეული შესამჩნევად რომ უთრთოდა. გული აუჩქარდა კიდევ უფრო მეტად რომ მოიბუზა და ცხვირი მის ყელში ჩამალა..
- მიყვარხარ ! - სახე ფრთხილად ააწევინა და თვალებში ჩახედა თითქოს უფრო მეტად რომ დაერწმუნებინა წამის წინ ნათქვამი სიტყვის ჭეშმარიტებაში. გული შეეკუმმშა საყვარელი თვალები წამიერად რომ აიმღვრა და აწყლიანდა.. - ნია.. - ვეღარ მიხვდა რა უნდა ეთქვა, ახლა სიტყვები ზუსტად იცოდა ყველაფერს გააფუჭებდა, ლოყა ხელში მოიქცია და მოქმედებაზე გადავიდა, ფრთხილად დაიხარა, ნაზად შეეხო ცხელ ტუჩებს და ერთიანად დაუარა ბედნიერების ტალღამ ნია საბოლოოდ რომ დანებდა და მის ალერსს მანაც რომ უპასუხა... ვერაფერი აიძულებდა ახლა გოგონას გაშვებას მაგრამ მალევე იგრძნო ღაწვებზე სისველე და მაშინვე გაიაზრა რომ ისევ შეცდომა დაუშვა.. ძლივს მოწყდა მის ტუჩებს და დასამშვიდებლად თავი მის თმაში ჩარგო.. მის ცრემლებს ვერასდროს ეგუებოდა ..
- მაპატიე, უბრალოდ.. რატომღაც ვიფიქრე რომ ეს შენც გინდოდა - სინანულით ჩაილაპარაკა გოგონას მოშორდა და სიმწრისგან ჭიქა კედელს მიანარცხა. ვერაფრით აიძულა თავი არ ეტირა.. ხვდებდა როგორ უღებდა ბოლოს ყველაზე ძვირფასს და ძალა არ ჰქონდა ამ ყველაფრისთვის წინააღმდეგობა გაეწია. თავბრუ დაეხვა და თითებით მარმარილოს მაგიდას ჩაეჭიდა..
- ნია - მიმართა ჩვეული მზრუნველობით .. - ნი, რა გჭირს? ცუდად ხარ ? - გოგონა ვერ ჩერდებოდა, ბექას ნერვიულობა კი უკვე პიკს აღწევდა. - ნია გთხოვ ნუ მაგიჟებ.. მაპატიე, რა ! აღარასდროს შეგეხები გპირდები, ოღონდ ნუ ტირი გთხოვ რა.. - ნიამ უფრო უმატა ტირილს, ბექამ კი აღარ იცოდა როგორ დაემშვიდებინა.. გოგონა ისეთი დაუცველი, ისეთი სევდიანი იყო.. სუნთქვა ეკვროდა მის შემხედვარესტირილიც კი ასე რომ უხდებოდა.. ვერც კი მიხვდა როგორ დაარღვია რამდენიმე წამის წინ მიცემული პირობა და გოგონა ისევ მკერდზე მიიხუტა.
მისი დათმობა უბრალოდ არ შეეძლო, ნია კი მოულოდნელად დამშვიდდა, ბექას გამეტებით მიეკრა და ცრემლები ნერვიულად შეიმშრალა..
- შემომხედე .. - დამშვიდდი?? - გოგონამ პასუხის ნიშნად გაუბედავად დაუქნია თავი და ისევ ძლიერად მიეხუტა.
- ყველაფერი კარგადაა, აქ ვარ.. შენთან !! - ნიას აღარ შეეძლო მისგან შორს ყოფნა, როგორი შეცდომაც არ უნდა დაეშვა ვეღარ დამალავდა, რომ ბექა ამქვეყად ყველაფერს ერჩივნა. ფრთხილად აიწია ფეხის წვერებზე და ძალიან ნაზად, თითქმის შეუმჩნევლად შეახო ტუჩები მის ყელს
- მინდა რომ სულ ასე ვიყოთ, აღარ მინდა შენგან შორს ვიყო, მე.. ისევ აეტირა..
- არა არა .. არ იტირო, გთხოვ.. მიყვარხარ!
- მეც მიყვარხარ ბექა მაგრამ ეს არ შეიძლება გესმის? არ უნდა მიყვარდე მაგრამ არ შემიძლია .. - სლუკუნებდა ნია..
ახლაც ვერაფერი გაეგო, ხვდებოდა რომ რაღაც წესრიგში ვერ იყო, ნია რაღაცას მალავდა მაგრამ მაინც უსაზღვროდ ბედნიერი იყო გოგონამ ასე სასიამოვნოდ რომ გამოამჟღავნა გრძნობები.
- მოდი არაფერი არ მითხრა, ნია ყველაფერს ვხვდები და ვიცი რაღაც გაწუხებს, ვიცი რეზომაც და ლიდამაც ყველაფერი იციან მაგრამ შენ თუ ასე გინდა.. შენ თუ გინდა მე დამიმალო რა ხდება .. შენ თავს ვფიცავარ არასდროს არაფერს გკითხავ. ნურაფერს მეტყვი, მაგრამ გთხოვ აღარ გამექცე!
- შენ არაფერი იცი ბექა! მე.. - კოცნით გააწყვეტინა ბექამ..
- რაც მთავარია ვიცი, რომ გიყვარვარ ! დანარჩენი არც მაინტერესებს…

არ სჯეროდა რამდენიმე წუთის შემდეგ მკლავებში რომ მოექცია სიფრიფანა სხეული.. დინჯად მიუყვებოდა კიბეებს და მომენტალურად ჩაძინებული ნიას სუნთქვას ბედნიერი უსმენდა განძი და საძინებლისკენ დაიძრა.
მთელი გულით არ უნდოდა ახლა ეფიქრა ნიას უცნაურ საქციელზე და ცდილობდა მხოლოდ მისი ყურებით დამტკბარიყო, თავისუფლად შეხებოდა მის კანს და ოცნებები რეალობად ექცია მაგრამ ვერაფრით ისვენებდა ქვეცნობიერი, რომელიც რაღაც აუტანელს, ძალიან რთულს ამცნობდა.. ყველაფერზე ემჩნეოდა ნიას როგორ უყვარდა, როგორ განიცდიდა ყველაფერს მაგრამ მაინც მაქსიმალურად ცდილობდა გრძნობების დამალვას.. ყველაფერი ჯერ კიდევ გასარკვევი რჩებოდა მაგრამ ახლა მთავარი მასთან სიახლოვე იყო..


--
გამთენიისას უჩვეულო სიცივემ გააღვიძა, მაშინვე გაეღიმა გოგონას გაბუსხულ ტუჩებზე მის მკერდზე უზრუნველად რომ ჩაძინებოდა.. ნაზად გადაუწია თმა და თითები ფრთხილად ჩამოუსვა სახეზე.. წამის მეასედი დაჭირდა იმის გასააზრებლად, რომ უჩვეულო სიცივე სწორედ ნიას სხეულიდან მოდიოდა... უფრო კარგად დააკვირდა მის ტუჩებს და აუტანლად ეუცნაურა მათი აშკარად შესამჩნევი სილურჯე თანდათან შავ ფერს რომ იძენდნენ.. წყვეტილმა, ძლივსშესამჩნევმა სუნთქვამ ყველაფერს მიახვედრა, გოგონა ცუდად იყო და შეიძლებოდა რამე დამართნოდა..
- ჯანდაბა, ნია! გაიღვიძე.. ნია თვალები გაახილე, მიდი რა ! - ფრთხილად შეანჯღრია და შვებით ამოისუნთა ნიამ გრძელი წამწამეი ძლივს, მაგრამ მაინც რომ დააშორა ერთმანეთს.
- ნი, კარგად ხარ? - ადვილად ამოიკითხა მის მზერაში რომ სასწრაფოდ უნდა დახმაებოდა. გაუაზრებლად წამოიყვირა რეზოს და ლიზას სახელები და არაფრით უშვებდა ხელს პატარა თითებს ისე ცდილობდა საწოლიდან წამოდგომას.
- ნუ გეშინია .. ახლავე საავადმყოფოში წაგიყვან ! - ისევ გამეტებით უჭერდა თითებზე და ცდილობდა თავისუფალი ხელით რაც შეიძლება სწრაფად ჩაეცვა..
- არა .. არ გინდა - ძლივს წარმოთქვა ნიამ - ბექა.. - ცადა კიდევ ეთქვა რამე მაგრამ ძალა აღარ ეყო, ღრმად ამოისუნთქა და თვალები დახუჭა.
- ნია .. - იმ წამს მათლა შეწყვიტა არსებობა, ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა, უკვე ვერც მის ყვირილზე ოთახში შემოვარდნილ ლიდას და რეზოს ამჩნევდა - მამა სასწრაფოში დარეკე, ლიდა მიშველე რამე - აგონიაში იყო, ნიას ისევ არ უშვებდა ხელს და გულზე მთელი ძალით იხუტებდა პატარა გაყინულ სხეულს.
- რა გაუკეთე? - იღრიალა რეზომ -დააწვინე ახლავე!! - ცადა შვილი ნიასთვის მოეშორებინა მაგრამ ბექას განრისხებულმა მზერამ ადგილს მიაყინა.
- ბექა დააწვინე, ასე ვერ ვუშველი - უფრო გარკვევით განმარტა ლიდამ , უჯრიდან მოზრდილი კოლოფი ამოიღო და მოვარდისფრო ფერის აბი გადააყლაპა.
- დამშვიდდი მამა რამდენიმე წამში თვალებს გაახელს - მაშინვე მიხვდა რეზო, რომ ემოციები შვილისკენ არ უნდა მიემართა.. ახლა გასამხნევებლად მიმართა და დამამშვიდებლად მხარზე ხელი მაგრად მოუჭირა
მისთვის „რამდენიმე წამი „ მთელ საუკუნედ იქცა, მხოლოდ ნიაზე ფიქრობდა მაგრამ მისი გონება ვერაფრიტ განიხილავდა მომხდარს.
- რა გაუკეთე? ან რა ჭირს ? რატომ არ იღვიძებს? - გაგიჟებამდე ცოტაღა აკლდა. ლიდამ და რეზომ შეშფოთებულებმა გადახედეს ერთმანეთს და ის იყო რეზომ დააპირა ეთქვა ჯობია სასწრაფო დახმარებას დავუკავშირდეთო რომ ნიამ თავი შეარხია, თვალები ფრთხილად გაახილა და შეშინებულმა შეხედა ბექას.
- ნია.. როგორ ხარ ? გტკივა რამე? სუნთქვა შეგიძლია? - იმდენად დაძავბოდა ნერვები უკვე ძარღვების ტკივილს გრძნობდა..
- მაპატიეთ.. უბრალოდ.. წამლის დალევა დამავიწყდა, მაგრამ.. არ ვიცი რა დამემართა, ასე არასდროს მომხდარა - ძლივს, ჩუმად დაიჩურჩულა გოგონამ. ვეღარ მოითმინა მისგან ოდნავ მშორებით ყოფნა, გვერდით მიუჯდა, პატარა ხელი თავისაში მოიქცია და ლოყაზე მიიდო .. არავინ არაფერს ამბობდა, თვითონ კი თავს მაქსიმალურად იკავებდა რამე არ დაელეწა.
''ჯერ კარგად გამოკეთდი და მერე მოგივლით თქვენ'' - ფიქრობდა თავისთვის და რეზოს თვალებით ბურღავდა.
- არ ადგე!! - გოგონა ისეთი დაღლილი ჩანდა არც კი უფიქრია ბრძანების გაპროტესტება - წავალ წვენს მოგიტან, ბევრი სითხე უნდა მიიღო.. - მზრუნველად გადაუსვა ქალმა ხელი და რეზოს ანიშნა ჩუმად გაყოლოდა.
შუბლზე ეწერა ნიას როგორ არ უნდოდა მომხარზე რამე ეკითხა ბეას მისთვის, დამნაშავედ დაეხარა თავი და თითებს სასაწილოდ ხლართავდა ერთმანეთში.
- ეს ისაა რაც არ უნდა ვიცოდე ხოო? - გამომცდელად იკითხა ბექამ ისე რომ გოგონასთვის მზერა არ მოუშორებია. ნიამ პასუხის ნიშნად თავი მორცხვად დაუქნია და ფრთხილი ღიმილით ამოხედა. ისეთი საყვარელი იყო ახლა ვერაფრით უსაყვედურებდა, სჯეროდა, რომ ყველაფერს თავისით გაარკვევდა, ზედმეტად აღარ გაანერვიულა და ისე მიიხუტა დიალოგი აღარ გაუგრძელებია.
- შეიძლება რაღაც გთხოვო? - ძლივს, მაგრამ მაინც გაარჩია მისი ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები და გულმა თითქოს ჰაერის მიღება შეწყვიტა.
- რაც გინდა ! - მარტივი იყო პასუხი მის თხოვნაზე..
- შეგიძლია ვერანდაზე გამიყვანო? - ნია ყველაფერს პატარა ბავშვივით ითხოვდა.
ბექამ უპასუხოდ აიყვანა ხელშვი , პლედი მოახურა და ვერანდაზე გაიყვანა. თან უჩვეულოდ ბედნიერად გრძნობდა თავს მაგრამ ვერაფრით დამშვიდდა. ის ავად იყო! თავში ათასი აზრი უტრიალებდა მაგრამ განსაკუთრებით ერთ მათგანს განიხილავდა. იქნებ ნიას გაუჩინარების მიზეზი სწორედ მისი ავადმყოფობა იყო? ამაზე არასდროს უფიქრია. გაიაზრა რომ მისი პატარას დაკარგვის შანსი იმაზე დიდი იყო ვიდრე წარმოედგინა და შეშინებულმა გოგონა უფრო მაგრად მიიკრო გულზე.
- რა მოხდა? - მისი ქმედება არ გამოპარვია გოგონას.
- მიყვარხარ..- რამდენიმე წამის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოუტდა გრძნბებში და პირველად არ მოჩვენებია ეს სიტყვა ბანალურად.
- მეც მიყვარხარ ბექა.. - ბექას სევდიანმა ხმამ ნია ააფორიაქა, მისი მკერდიდან თავი აიღო და ბექას შეშინებულმა შეხედა.
- კარგად იქნები? - გოგონა დაიბნა, აღარ მისცემდა თავს უფლებას მისთვის ტყუილი უფრო მაგრად მიეხუტა და ღიმილით ახარა - შენს გვერდით კი..
ერთმანეთისთვის სათქმელი აღარაფერი ჰქონდათ. ბექა მოუთმენლად დაეწაფა საყვარელ ტუჩებს, მის სურნელში ერთიანად ჩაიძირა და გონებაც მაშინვე განავისუფლდა უსიამოვნო ფიქრებისგან..
10

იმდენად სიამოვნებდა დილის სუსხიან ნიავთან ერთად ბექას სურნელიც რომ შერეოდა ყველანაირად იკავებდა თავს, რომ თვალები არ დახუჭვოდა, მაგრამ ისეთი დაღლილი იყო, ისეთი გამოფიტული დიდხანს ვეღარ შეძლო სურვილთან ჭიდილი...
- წამო შეგიყვან, არ გამიცივდე ! - ეგონა, რომ არც ასეთ ყურადღებას იმსახურებდა და არც საოცარ სითბოს, მისი თითოეული მოქმედებიდან ასე აშკარად რომ ჩანდა.. სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა მათ მომავალზე ფიქრი, ვერაფერს იტანდა გაურკვეველს განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბექას ეხებოდა. არ შეწინააღმდეგებია ფრთხილად რომ წამოდგა და უფრო მჭიდროდ რომ მიიკრა მისი სხეული, თვალებიც მორჩილად დახუჭა და ძილს საშუალება მისცა დროებით მაინც გაენთავისუფლებინა თავი მტკივნეული ფიქრებისგან..
***
კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე და დარწმუნდა, რომ გოგონას ღრმად ეძინა.. ფრთხილად წამოიწია, იქვე მდგარი ტუმბოს უჯრა გამოაღო და იმ წამლის კოლოფს დაუწყო ძებნა ცოტა ხნის წინ ლიდამ რომ დაალევინა ნიას ცუდად ყოფნის დროს. დიდი ყვითელი კოლოფი ყურადღებით შეათვალიერა, ფოტო გადაუღო და პირვანდელ ადგილას უჩუმრად დააბრუნა. იცოდა ნიას აწყენინებდა მაგრამ თუ მის შესახებ არაფერს გაარკვევდა გოგონას ვერაფრით დაეხმარებოდა. პლედი მოახურა, ფრთხილად წამოდგა და ოთახი ფეხაკრეფით დატოვა. სასწრაფოდ ნიკას ნომერი აკრიფა, მანქანა დაქოქა და ადგილს დიდი სისწრაფით მოწყდა.
მოსმენილით გაკვირვებული ნიკა შოკში იყო. რთული იყო ამ მომენტში ბექას ცნობა, რთული იყო მისთვის რამის თქმა, ასეტი რთული არასდროს ყოფილა ნიკასთვის მისი დახმარება.. შეფარვით ათვალიერებდა სიგიჟის ზღვარზე მისულ მეგობარს ვერაფრით რომ ვერ წყვეტდა ოთახში უმისამართოდ ბოდიალს და თვინს აიძულებდა გამოსავალი დაუყოვნებლივ მოეძებნა.
- და ახლა რა უნდა ქნა? - გაბედა და ძლივს დაარღვია აუტანელი სიჩუმე.
ბექა სავარძელზე დაუდევრად მიგდებულ მობილურს გადაწვდა, რაღაცას გამალებით დაუწყო ძებნა და დაუწყო ძებნა და რამდენიმე წამში ეკრანი ნიკასკენ ისეთი გამომეტველებით შემოაბრუნა თითქოს სამყაროს მომავალი ამ გაურკვეველ ფოტოზე იყო დამოკიდებული.
- ეს რა არის? - თვალები დააწვრილა ნიკამ უკეთ რომ აღექვა გამოსახულება.
- ის წამალია ლიდამ რომ დაალევინა ნიას .. - ნერვიულად გადაიტარა თითები თმაზე ბექამ და ისეთი ძალიან მოუჭირა მობილურს თითები ნიკას გულწრფელად გაუკვირდა როგორ გადაურჩა ეკრანი დამსხვრევას.
- და მერე? - ძალიან ეცადა მაგრამ მაინც ვერაფერს მიხვდა..
- მერე ის რომ მარიას დახმარება მჭირდება , უნდა მითხრას ეს რა აბებია ? ხომ უნდა იცოდეს რისთვის ინიშნება? - დედამისის სახელის ხსენებაზე ნიკას თითქოს რაღაც მოეშვა. მარია საკმაოდ მაღალკვალიფიციური ექიმი და ქალაქის ერთერთი გავლენიანი პირი იყო, რომელსაც ნამდვილად შეეძლო მათი დახმარება..
- ფუ ამის ახლა მივხვდი.. ვსო ეგაა, პრობლემაც მოგვარდა! - გახარებული წამოვარდა და სახეზე ღიმილი მოეფინა მაგრამ ბექას მკაცრმა მზერამ მიახვედრა როგორი სისულელე წამოროშა.
- კაი, მაპატიე - ახლა დამნაშავე ღიმილი აიკრა სახეზე და მხარზე მეგობრულად დაარტყა ხელი - კაი არ ინერვიულო, აი ნახავ, კარგად იქნება ..
- იმედია .. - თავი გააქნია ბექამ და მანქანა დაქოქა.
--
მარია დიდხანს ათვალიერებდა ყურადღებით ფოტოს და ბექას ნერვიულ ქცევებს კულტურულად არ იმჩნევდა.
- დედა გვიშველე რამე რას მოკალი ეს კაცი? - ვეღარ მოითმინა ნიკამ მეგობრის არაადეკვატური ქცევები. ქალმა თავი გადააქნია, ღრმად ამოისუნთქა და ბექას სათვალის ზემოდან გადახედა
- ეს ვისია? - იკითხა გაკვირვებულმა.
- ნიასია.. - ხმა ჩაუწყდა ბექას ისეთი თანარძნობით ამოხედა მარიამ.
- ნიას ხელოვნური გული აქვს? - კიდევ უფრო გაიკვირვა ქალმა და ნიკამ ნათლად იგრძნო ბექას ცივმა ტალღამ როგორ დაუარა სხეულში.
- რა შუაშია ხელოვნური გული ? - ბექას სათქმელი ნიკამ იკითხა.
- მაპატიეთ, სხვა რამ ვიგულისხმე.. ეს პრეპარატი ერთეულებისთვის მზადდება, კანადის ერთერთი უძლიერესი კლინიკის პაციენტებისთვის. როგორ გითხრათ.. ეს ერთადერთი კლინიკაა მსოფლიოში, სადაც მთლიანად ცვლიან გულის სიტემას ხელოვნური მექანიზმებით.. - პროფესიონალურად ალაპარაკდა მარია და ბიჭების მღელვარება მასაც გადაედო .
- მოიცა რა გამოდის, ნიას ხელოვნური გული აქვს? - კიდევ ერთხელ გაიმეორა ბექამ დასარწმუნებლად იმდენად აბსურდული იყო მოსმენილი.. - მარია, ზუსტად იცი?
- არა, ხელოვნური გული არ აქვს, მაგრამ ალბათ მძიმედაა ავად.. ეს პრეპარატი გულისთვის საჭირო რაოდენობის სისხლის მიწოდებას უზრუნველყოფს, ამიტომაა მისი მიღება რეგულარულად საჭირო. ბექა არაფერია სანერვიულო.. ნია ცოცხალია და აქედან დასკვა ისაა რომ ხელოვნური სასულებები და გული სიცოცხლესთან თავსებადია. დამიჯერე ტყუილად ნერვიულობ. 5-6 წლის სიცოცხლე გარანტირებულია, მაგრამ დიდი ყურადღების და ხელშეწყობის შემთხვევაში ეს რიცხვები თავისუფლად შეიძლება გავაორმაგოთ..
მაგრამ ბექა მის დამამშვიდებელ სიტყვებს ვეღარ ისმენდა, 5-6 წელი? რა აბსურდი იყო! მისი გოგონას ბედი რაღაც აბებზე იყო დამოკიდებული, რომელიც არავინ იცოდა როდის შეწყვეტდა სიცოცხლესთან თავსებადობას.. დასკვნები ლოგიკურად გამოჰქონდა და ხმას ვეღარ იღებდა. ''შეიძლება რიცხვები გაორმაგდეს?'' მის სმენას ქალის უკანასკნელი სიტყვები მისწვდა და მომენტალურად გამოფხიზლდა.
- და როგორ ? მარია ყველაფერი მითხარი! - არასდროს ყოფილა ასეთი მკაცრი, არასდროს უნახავთ დედა-შვილს ბექა ასეტი განადგურეული.
- უნდა ეცადო არაფერზე ინერვიულოს, უმნიშვნელო სურვილიც კი უნდა შეუსრულო. ბექა ის ცოცხალია და მისი სიცოცხლე შენს ხელშია. - თბილად გაუღიმა ქალმა და მობილური უკან დაუბრუნა.
ვერ ხვდებოდა რატომ მაინცდამაინც ის! გაუაზრებლად ატრიალებდა საჭეს მხოლოდ მარიას სიტყვებს იმეორებდა გონება..
- ბექა ! - არ ესიამოვნა მეგობრის ზედმეტად ხმამაღალი ტონი რომ შემოიჭრა მის გონებაში და აზრები გაუფანტა.
- რა გაღრიალებს ? - სვლას უკლო ბექამ და მეგობარს დაბღვერილმა შეხედა.
- მანქანა გააჩერე მეთქი ! - არანაკლებ გაღიზიანებული ჩანდა ნიკაც.
- რატომ? - გაკვირვებამ შეცვალა სიბრაზე მის სახეზე..
- მე დავჯდები და იმიტომ! რომელიმე ბოძს თუ ჩაეხუტები იმ გოგოს ვეღარაფერს უშველი - თავისებურად განუმარტა სიტუაცია ნიკამ და ხელით ანიშნა ადგილი გამიცვალეო.
არ შეწინააღმდეგებია.. ადგილი გაუცვალა და თითქოს უფრო მშვიდად
(ნია)
დილით ბედნიერმა გაახილა თვალები და გაღიმებულმა იცვალა გვერდი იმის იმედად, რომ ბექა საწოლის მეორე მხარეს დახვდებოდა მაგრამ.. იმდენად ეწყინა ცარიელი ადგილი და მისი არყოფნა დილის იდეალურ სამყაროში რომ მაშინვე აუცრემიანდა თვალები. ფრთხილად გადაატარა თლილი თითები ბექას ბალიშს და მისმა სიცივემ უფრო მეტად ატკინა გული. მალევე მიხვდა, რომ მხოლოდ ის ეწყინა ბექა ღამით მასთან რომ არ დარჩა..
გაუაზრებლად გაექცა გონება თიკუნასკენ და მასთან ერთად წარმოდგენილმა ბექას სილუეტმა შესამჩნევად გაუხშირა სუნთქვა, გულთან ახლოს ყრუ ტკივილი რომ იგრძნო ღრმად ჩაისუნთქა და მარტივად დაარწმუნა თავი რომ სისულელე, უფრო სიგიჟეც კი იყო წარმოდგენილის სინამდვილე. სწრაფად ამოიცვა თბილი წინდები, ტანზე ნაქსოვი გრძელი სვიტერი გადაიცვა და ასლუკუნებულმა დატოვა ოთახი. მაშინვე იგრძნო ძალიან ნაზი მაგრამ სიგიჟემდე სასიამოვნო სურნლი კიბეს რომ მიუახლოვდა.. კიბეზე სწრაფად დაეშვა და მალევე აღიქვა ქვემოთ მომხდარი საოცრება.. „თეთრი ზღვა“ - მაშინვე უჩვეულო სახელი მოუძებნა მომხდარს გონებამ და კიდევ ერთხელ გადახედა უამრავი თეთრი ვარდით მორთულ პირველ სართულს.. სწრაფად ჩაირბინა კიბე და დანარჩენი ოთახებიც შეამოწმა, ყველგან სითეთრე დახვდა.. საოცრად მიმზიდველი იყო სურნელი და მასთან ერთად ემოციებიც ახვევდა თავბრუს ნიას.. ერთერთი კალათიდან ფრთხილად ამოაძვინა ვარდი და ნაზად დაყნოსა.. მარმარილოს მაგიდას სასწრაფოდ ჩაავლო თითები ბედნიერებისგან მუხლები რომ მოეკვეთა.. ემოციებით ტკბობა ზლიერმა მკლავებმა შეაწყვეტინეს, მოულოდნელად მოწყდა იატაკს და წამებში აღმოჩნდა ბექას მკერდზე მჭიდროდ აკრული..
- შემეშინდა! - უსაყვედურა და გაბუსხულმა შეანათა მაინც საოცრად დამთბარი თვალები.
- კინაღამ წაიქეცი! - მასზე მეტად აღელვებული ჩანდა ბექა..
- დამსვი რა.. - უფრო მეტად გაიბუსხა მისი თხოვნა ასე უცერემონიოდ რომ დააიგნორეს.
- ბექა, კარგად ვარ .. გთხოვ რა - მალევე გადავიდა წუწუნზე, მაგრამ ამანაც არ უშველა
- მიყვარხარ ! - მოულოდნელი იყო გოგონას პროტესტზე ბექას პასუხი...
როგორ ვერ შეეჩვია მის განსხვავებულ, ხშირად არაორდინალურ მაგრამ მაინც ყოველთვის სწორ ქმედებებს. შეეძლო, მაგრამ არაფრით დაუშვა მხოლოდ „მეც მიყვარხარ“ ეთქვა, პირველად გამოიჩინა ინიციატივა, ჯერ თითებით მოეფერა მის სახეს და მერე ძალიან ნაზად თუჩემი მისას..
- მოგეწონა? - გულწრფელად გაუკვირდა როგორ შეძლო შეჩერება, მაგრამ გოგონას უკვე აშკარად ჩვეულებრივზე მეტად გახშრებოდა სუნთქვა..
- სხვანაირად არც შეიძლებოდა! - არაფერი იყო მის ღიმილზე უფრო სასიამოვნო სანახავი..
- ყოველ დღე მოგიტან ხოლმე! - უპრობლემოდ დაპირდა და ისევ ვნებიანად დაწვდა საყვარელ ტუჩებს..



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

როცა ასეთ სიტკბო-სითბოებას ვკითხულობ, თავი მეც ბაუნტის რეკლამის გმირივით წარმომიდგენია. ზღვის ეგზოტიჩნი სანაპიროზე "ვკატაობ" საქანელაზე და ნეტარებას განვიცდი "ბექას" მოლოდინში:)).

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent