შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით(25)


22-09-2015, 15:27
ავტორი lisebeth
ნანახია 2 825

ნინის და ლევანს ლამის იყო ხვევნა კოცნა სხვა რამეში გადასვლოდათ. გოგონა უფლებას აძლევდა თამამად მოქცეულიყვნენ და თავადაც ყვებოდა ალერსში , მაგრამ შეყვარებულის ხელები თეძოზე ,რომ მოხვდა და გააცნობიერა ზედმეტი მოსდიოდათ მაშინვე უკან დაიხია. როგორც კი მათი ტუჩები ერთმანეთს გაშორდა დაბარებულივით ჩაესმა ძმის სიტყვები სანამ ზედმეტი არ მოგივათო. ანერვიულდა და მისთვის თვალის გასწორება ვეღარ შეძლო. თან ნერვიულად ისწორებდა ზედას.
-მაპატიე არ შემიძლია_შიში გამოერია გოგონას ხმაში
-არა შენ მაპატიე მე მომივიდა ზედმეტი
-მოდი პიცა ვჭამოთ და წავიდეთ_თითქოს მხიარულად გაიღიმა გოგონამ და თეფშს დასწვდა.
-ბოდიში_ისევ გაიმეორა ლევანმა. მხარზე ხელი მოხვია და კისერში აკოცა.
-გთხარი არაფერია-მეთქი. არ გავბრაზებულვარ ...მართლა. მე მოგეცი ამის უფლება ლევანი მისგან დისტანციურად დაჯდა და პიცა გემრიელად ჩაკბიჩა. კარგა ხანს ისხდნენ ასე სანამ გარეთ ხმაურმა არ იმატა. მიხვდნენ ,რომ ნასვამები შარს ეძებდნენ და ლევანმა წასვლა შესთავაზა. ქურთუკის ჩაცმაში დაეხმარა და გარეთ გამოიყვანა.
-იქ სიტუაცია იძაბებოდა. სჯობდა წამოვსულიყავით.
-ჰო მეც მივხვდი. ალბათ ბევრი დალიეს და ახლა...
- კიდევ კარგი სასტუმრო შორს არაა. _მიანიშნა ბიჭმა და ჭიშკარი შეაღო. რატიმ ფანჯრიდან დაინახა როგორ მოდიოდა წყვილი ხელჩაკიდებული და თან ბედნიერად იცინოდნენ. კიბეებს ფეხით დაუყვა და შემოსასვლელში დახვდა. ნინიმ ქურთუკი გაიძრო ისე,რომ სიცილი არ შეუწყვეტია. მისაღებში ხალხი უკვე დაცარიელებულიყო. მხოლოდ ვანდა,თამუნა და გია ისხდნენ. ვანდამ ქალიშვილი,რომ დაინახა ამოისუნთქა მაგრამ რატის დანახვისთანავე ფეხზე წამოხტა და ბავშვებთან მიიჭრა.
-ნინი რა კარგია ,რომ მოხვედი_მიეფეთა ქალი და ვაჟს თვალი უქნია დაწყნარდიო რატის ყურადღებაც არ მიუქცევია მისთვის.
-რომელი საათია იცი ?_მეტისმეტად ხმამაღლა იყვირა მან. ნინი ადგილზე შეცბა
-შენ გეკითხები სხვათაშორის. _დას მზერა გაუსწორა მან ისევ არაფერი უპასუხა.
-ორი ხდება ..._თავისივე კითხვას გასცა პასუხი.
-მერე რა მოხდა კომენდანტის საათი გამოაცხადეს? _პასუხი არ დააყოვნა გოგონამ
-ამ შუაღამეს სად გაიპარეთ? მე შენ რა გითხარი ზღვარს არ გადახვიდე მეთქი.
-უბრალოდ პიცა ვჭამეთ აქვე. აი იქ ბუნგალოში ვიყავით გზის გადაღმა. სულ რამდენიმე მეტრში_ განაგრძო ლევანმა
-ჩემი და ამ დროს სახლიდან ,რომ გაგყავს ამის შესახებ არ უნდა ვიცოდეთ?
-არ გვეგონა თუ ეს ასეთი საგანგაშო იყო. აქვეა ორი წუთის სავალზე.
-ჩვენ უბრალოდ პიცა ვჭამეთ და წამოვედით_არ დანებდა ნინი
-პიცის მეტი რა ეწყო გოგო მაგიდაზე_ არც რატი ჩამორჩა.
-ჩვენ მარტო გვინდოდა გასეირნება ახალი წლის ღამეა. გინდა ყველაფერი ჩაგვაშხამო ? რატომ ხარ ასეთი? _მიაყვირა ნინიმ. ვანდამ ხელზე მოქაჩა ქალიშვილს გაჩუმდიო. –არ გავჩუმდები დედა. ხომ კარგად უყვარს პარალელების გავლება თავის საყვარელ ამერიკასთან? დარწმუნებული ვარ იქ შეყვარებულები პიცის ჭამაზე მეტს აკეთებენ. ჩვენ არაფერი დაგვიშავებია იმის ფასი ასე მიყვიროდეს. პატარა ბავშვი არ ვარ ასე მომექცეს.
-დაწყყნდარდი ნინი_ისევ მოქაჩა ქალმა
-ბავშვი ხარ გოგო აბა რა ხარ_ სიტყვა არ შეაწია დას.
- ჰო… მე ვარ ბავშვი არა? სხვათაშორის ჩემი კლასელი და დაქალი გყავს შეყვარებულად,რომელიც სხვათაშორის მისი მშობლების მოტყუებით წაიყვანე მწვანე კონცხზე და იქედან პირდაპირ საოპერაციოში გააქანეს.
-შენ მარტო დაგვტოვე და ეს უკანასკნელი იყოს ,როცა ჩემი და უკითხავად მიგყავს. _ლევანს მიუბრუნდა რატი.
-ჩვენს წასვლაში მეც დამნაშავე ვარ და სულაც არ ვაპირებ ნინიზე გადატყდეს ჯოხი. ცუდი არაფერი გაგვიკეთებია _განაცხადა მან
-გასაგებია ,მაგრამ ახლა დაგვტოვე
ლევანი წავიდა. რამდენჯერმე მოუხედა შეყვარებულს ,მაგრამ წავიდა.
-როგორ მექცევი. შენი საკუთრება ხომ არ გგონივარ და სხვათაშორის არც მამაჩემი ხარ.
-არ გაბედო და მეორედ ჩემი შცდომები არ წამომაძახო , თორემ გაგაცნობ შენს ძმას კარგად
-გეყოფათ ბოლოს და ბოლოს _შუაში ჩაუდგა ვანდა. ნუ ქმნით ტრაგედიას არაფრისგან. ვინ არ გაპარულა შეყვარებულთან ერთად და ვის არ უჭამია პიცა მალულად. თქვენ გგონიათ ამ ქვეყნად ისე მოგავლინეთ მამათქვენთან ერთად არსად გავპარულვარ და ანგარიშს დეტალურად ვაბარებდი ჩემს მშობლებს? კარგით რა ... რატი გეყოფა დარწმუნებული ვარ ნინის არაფერი დაუშავებია ამის ფასი. შენ კიდევ მომდევნო ჯერზე გაგვაფრთხილე _თითი დაუქნია ქალიშვილს.
გია და თამუნა უკვე წამომდგარიყვნენ და დასაწოლად მიდიოდნენ.
-მოიცათ მეც მოვდივარ_ მიაყვირა მეგობრებს და ლიფტში შევიდა. და-ძმამ კიდევ ერთხელ შეუბღვირა ერთმანეთს. ნინი დედას გაჰყვა. ბიჭმა კი ფეხით აუყვა კიბეებს.
რატი თავის ოთახში დააბიჯებდა და ფიქრობდა ელენესთან შევალ გვიანო ,მაგრამ გადაიფიქრა. არ უნდოდა ტყუილად შეექმნა პრობლემები გიასთან და თამუნასთან. საბანში შეწვა და აიპედი ჩართო. თავისი მეგობარი მათე იყო საიტზე. მასთან ერთად სწავლობდა ამერიკაში. უკვე წლები იყო იქ ერთად ცხოვრობდნენ და ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იცოდნენ. მათე გაბადრული სახით მიესალმა ძმაკაცს და მიტოვებისთვის მაგრადაც უსაყვედურა.
-როგორია ბიჭო საქართველოში ახალი წელი ? რამდენი ხანია მანდ არ შევხვედრივარ...
-არის რა. ნეტა მანდ ვიყო ახლა?
-რა ბიჭო ,რომ დაჰკარი ფეხი და გავარდი მოგბეზრდა ეგ გოგო?
-რა დებილი ხარ . ნეტა მასთან ერთად ვიყო მანდ. რომ იცოდე აქ რა ამბები დატრიალდა. ლამის ხელში ჩამაკვდა ელენე.
-რაა? კარგაად ხარ? რა დაგემართათ?
რატიმ მოკლედ უამბო მწვანე კონცხზე მომხდარის შესახებ . მათე გაოცებული იყო .
-ახლა როგორაა? -უკეთესად. იცი რა გავაკეთე? -რა? შენ კაის არაფერს იზამდი.
-ცოლობა ვთხოვე _მათემ გაოგნებული სახით გამოხედა მეგობარს .აშკარად მის ფსიქიკურ მდგომარეობაში ეჭვი ეპარებოდა
-შენ ხომ არ გააფრინე ბიჭო რა დროს ცოლია?
-ხომ გითხარი ბიჭო მიყვარს-მეთქი?
-მე რა ვიცი? აბა იწექი უკვე მაგასთან? ორსულადაა?
-აეეეეეე დაეშვი ბიჭო მიწაზე რაებს ფიქრობ? რა ორსულადაა ჯერ არც კი მივკარებივარ სიახლობეს. როგორ იფიქრე ეგ? გეყოფა სისულელეების როშვა
-რამ გაგაცეცხლა ძმაო. რა მოხდა ბიჭო მერე აქ მაგხელა გოგოებს ასი კაცი ყავთ გამოცვლილი.
-ელენე სხვანაირია. მართალია თავნება და ჭირვეულია ,მაგრამ ძალიან გულუბრყვილოა. არ ვაპირებ მასე მოქცევას. და მით უფრო ძალის დატანებას.
-რა იყო გოგომ უარი გითხრა? დაუჯერებელია რატი ...
-ახლაქ აქ მყავდე თავ-ყბას გაგიერთიანებდი,მაგრამ ეგეც ბედად გქონია.
-ჰო კაი მოვრჩი. შენს პატარა წიწილასთან შეიპარე და ტკბილად დაიძინე. მე გასასვლელი ვარ. ოღონდ არ მიტხრა ახლა ,რომ ეგეც გეკრძალება
-გასართობად მიდიხარ?
-აბა რა. სხვათაშორის იფიქრე იმაზე ,რომ ცოლს თუ შეირთავ შენი გართობები დასრულდება. რა დროს ცოლია ბიჭო ხომ არ გარეკე?
-წადი სადაც მიდიხარ და დამაძინე.
მათემ ხელი დაუქნია და სკაიპი გათიშა. რატი გაბრაზებული გადაწვა ბალიშზე და კარგა ხანს არ დაეძინა.
ვერც ნინი იძინებდა. ელოდებოდა ყველა როდის დაწვებოდა ,რომ ოთახიდან გაპაულიყო. სამამდე მოიცადა და კარებში ფრთხილად გამოძვრა. ნაცნობ კარზე დააკაკუნა და სასურველი ხმის გაგონებაზე შიგნით შევიდა. იმანაც სასურველი ღიმილი დაახვედრა და ცალი ხელით საბანი გადასწია. -მოდი ჩემთან დაწექი. რატომღაც მეგონა ,რომ მოხვიდოი.
-ველოდი ყველა როდის დაიძინებდა. -შენთან ლაპარაკი მინდა ელე
-მეც მინდა. მომენატრე თან იცი როგორ?
-მოდი მარის დავურეკოთ ,რომ მოვიდეს. კარზე ისევ დააკაკუნა ვიღაცამ და ამჯერად მარი შემოძვრა. გოგონებს გაეცინათ და დაიჩურჩულეს ახლა გირეკავდითო.
-ვერ დავიძინე _ამოიოხრა მარიმ და ნინის მოუწვა. ელენე ფეხს ვერ არყევდა ,მაგრამ მაინც მოხერხებულად იყო. ნინი მუცელზე გადაგორდა და აქეთ -იქედან მოქცეულ მეგობრებს სასურველ თემაზე დაუწყო ლაპარაკი. მანამდე მარის რაღაც გაახსენდა :
-დღეს რატი რატომ გეჩხუბებოდა? -საღამოს? მაგის მოყოლას ვაპირებდი ახლა
-რატიმ გეჩხუბა?_გაოცდა ელენე
-შენ რა მაგის ყვირილი არ გაგიგია აქ? ნეტა გენახა რა დღე მაყარა...იდიოტი ...
-რატომ?_შეუბღვირა უსიამოვნოდ ელენემ
-სულელია და იმიტომ. და არ გაბედო მაგის დაცვა თორემ მეორე ფეხსაც მოგამტვრევ
- ლევანთან ერთად გაიპარა ძმის თვალწინ.
-სად გაიპარე გოგო იმ შუაღამეს. წარმომიდგენია რა დღეში ჩავარდა.
-არ უნდა ახლა მაგას შენი დაცვა რა _ ხელით ანიშნა ნინიმ
-არც ვიცავ ,მაგრამ აბა რას იზამდა?
-პიცის საჭმელად წავედით მე და ლევანი. აქვე ვიყავით ბუნგალოში.
-გიჟი ხარ. მეგონა ლევანს ებრდღვნებოდა და გაგლეჯდა._შეშფოთებული სახით განაგრძო მარიმ
-გაგიჟდი გოგო ? შემოაკვდება ..._ სახეზე ხელი აიფარა ელენემ
-არ ჭირდება შენი ხაზგასმა ჩემი ძმის კუნთებს ისედაც ვხედავთ ყველა. ველურივით მოიქცა.
-უფრო სწორად ისე მოიქცა ,როგორც ნებისმიერი ძმა მოიქცეოდა._თავი დააქნია მარიმ და ზურგზე გადაწვა.
-ველურია და მოსწონს როცა კაი-ბიჭობს. შევცდი არ უნდა მეთქვა მაგისთვის ,რომ ლევანთან ვარ. დედაჩემიც საკმარისი იყო. დამიწყებს ახლა კონტროლს ,მაგრამ უფლებას არ მივცემ. გირჩევ არც შენ მისცე თორემ ეგ, რომ აუშვებს აფრებს კი ვერ ‘’დააოკებ’’ და უარესს იზამს თუ როდესმე ცოლად გაყვები. _დაარიგა დაქალი ნინიმ
-გეყოფა. არც მაკონტროლებს და არც მასე მექცევა.
-გაგიჟდებოდა აბა რას იზამდა. ისე გაქრით და გამოჩენას არ დაგადგათ საშველი. ვუყურებდი და მიკვირდა კიდევ როგორ იკავებდა თავს. გეგონა ვერ მიხვდებოდა ,რომ გაიპარე?_ უჯიკა მეგობარს მარიმ
-მართლა გიყვარს ლევანი? ადრე ყურადღებას არ აქცევდი და... _დაეჭვდა ელენე
-მიყვარს ჰო. თავიდან არ მეგონა ,მაგრამ მივხვდი მიყვარს. ეგრე შენც მთელი ცხოვრებაა იცნობ რატის ,მაგრამ ახლა მიხვდი რომ გიყვარს. თან..._ნინი დაყოვნდა. რაღაცის თქმა უნდოდა ,მაგრამ ვერ გაბედა და თავი ბალიშში ჩარგო.
-რა ჯანდაბა გჭირს?_რაღაცას მიხვდა მარი
-მგონი მეც ვხვდები რისი თქმა გინდა...არ მითხრა ,რომ მასთან იწექი
-კარგი რა ელენე ნუ გადაამლაშებ ხოლმე. რათქმაუნდა არა...მაგრამ დღეს კუპეში ,რომ ვიჯექით მივხვდი. კიდევ ერთხელ მივხვდი ,რომ მიყვარს. მეც მინდოდა მასთან ყოფნა ,მაგრამ უფლება არ მივეცი.
-გაგიჟდი გოგო? ჯერ ოთხი თვე ძლივს არის რაც ერთად ხართ. მაგაზე ფიქრობ?
-მარი მართალია_დაეთანხმა ელენე
-ვიცი ,რომ ადრეა ,მაგრამ ვხვდები ,რომ ჩემთან ყოფნა უნდა. იმასაც ვხვდები რომ ვუყვარვარ. თან ეს პირველი შემთხვევა არაა როცა კოცნა სხვა რამეში გადაგვეზარდა. უარი რამდენჯერ უნდა ვუთხრა?
-შენ მგონი სულ გაგიფრენია. უთხარი ,რომ არ ხარ მზდ. როგორ უნდა უთხრა და ჩვეულებრივად. თვითონაც უნდა ხვდებოდეს ,რომ ჯერ მაგის დრო არ არის _ შეუბღვირა ელენემ
-დავინახავ ერთი ჩემს ძმას უარს როდემდე ეტყვი. თუ გგონია ,რომ აქამდე თავის შეყვარებულებთან ერთად მხოლოდ ხელგადახვეული დადიოდა? ჯერჯერობით თავს იკავებს გიას და თამუნას ხათრით ,მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება
-ნინი..._ მხარზე გაჰკრა მარიმ
-რა გგონია ვცდები?
ელენე გაჩუმდა და არაფერი უთქვამს. გაახსენდა როგორ უყურებდა რატი პერანგი, რომ ლამის გასძვრა. გაახსენდა როგორ ჩაავლო ხელი ფეხში რა რამდენ ხანს უყურებდა ვნებამორეული თვალებით. მაშინვე მიხვდა რას ფიქრობდა რატი ,მაგრამ ამას ყურადღება არ მიაქცია.
-ცუდია დარჩენა ,რომ გადაიფიქრეს ჩვენებმა.
-თქვენც მოდიხართ?_გაუკვირდა ელენეს
-ჰო რათქმაუნდა. რატიც მოდის და მერე თბილისიდან გადაფრინდება.
გოგონებმა გვიანობამდე ისაუბრეს და ბოლოს ვერც კი მიხვდნენ ისე ჩაეძინათ. საწოლი საკმარისზე დიდი იყო თავი კომფორტულად ეგრძნოთ. რატი დილაადრიან წამოდგა და პირდაპირ ნინის ოთახისკენ აიღო გეზი. უნდოდა დას დალაპარაკებოდა გასულ ღამეს მომხდარზე, მაგრამ იმედი გაუცრუვდა. საწოლი ხელუხლებელი დაუხვდა. თავად კი ოთახში არ იყო. სიბრაზემ წინა ღამეზე მეტად სძლია. გაიფიქრა ისევ გაპარვა როგორ გაბედაო და დერეფანს დაუყვა სწრაფი ნაბიჯებით. ელენეს კართან ,რომ ჩაიარა თამუნა გამოვიდა იქედან და ბიჭს გაუღიმა.
-რატი რა ადრიანად ამდგარხარ?
-მიჩვეული ვარ. ვარჯიშისთვის ყოველთვის ადრე ვდგები.
-სავარჯიშოდ მიდიხარ? ჩვენ კიდევ ვიფიქრეთ ადრე გავალთთქო.
-ელენე როგორაა?
-ალბათ გვიანობამდე არ ეძინა და გათიშულები არიან. რამდენჯერმე დავუძახე ,მაგრამ ამაოდ ხმა არ გამცეს. ცოტას კიდევ ვადროვებ.
-კიდევ ვინაა იქ?
-ნინი და მარიამი.
რატიმ შვებით ამოისუნთქა და წინანდელმა სიბრაზემ წამიერად გადაუარა. გზის გაგრძელება უნდოდა ,მაგრამ თამუნამ გააჩერა.
-რატი. მოდი ყავა დავლიოთ ერთად.
-კარგი არაა პრობლემა. ქვევით ჩავიდეთ და დავსხდეთ.
რატი მიხვდა ,რომ თამუნა უკვე ფლობდა ინფორმაციას ხელის თხოვნასთან დაკავშირებით. ქალს სკამი ჯენტლმენურად გამოუწია და პირისპირ დაუჯდა.
-უკვე ვხვდები ,რომ ელენემ მოგიყვა ყველაფერი
თამუნამ თავი დაუქნია.
-მერე?
-ვფიქრობ,რომ ჯერ ნაადრევი იყო ამის გაკეთება. ერთმანეთს კარგად არ იცნობთ. გასაგებია ,რომ ახალგაზრდები ხართ და აღტაცებაში მოყავხართ ამ გრძნობას ,მაგრამ ელენეს წელს მძიმე მუშაობა მოუწევს წიგნებთან. ამდენი გამოცდა შენ კი მას თავ-გზა ბოლომდე აურიე. გგონია მობილიზებული იქნება ამ მდგომარეობაში? კიდევ ერთი ნაბიჯით ასცდა რეალობას მისი გონება.
-შენ და გიაც ,ხომ ძალიან ახალგაზრდები იყავით როცა შეუღლდით?
-ჩვენ უკვე სტუდენტები ვიყავით. ჩვენს გზას ვადექით და ვიცოდით რას ვაკეთებდით. შენ უნივერსიტეტს ამთავრებ ის კი ახლა იწყებს ცხოვრებას. ჩემს შვილს უყვარხარ და მე ამას ვხედავ. ვიფიქრე და ვხვდები ,რომ უფლება არ მაქვს ჩვენს ერთადერთ შვილს ცხოვრება დავუნგრიოთ და ავუკრძალოთ საყვარელ ადამიანთან ყოფნა ,მაგრამ ... ჩემი შვილი იმ ასაკში არ არის მეორე მხარეს გადადოს სწავლა-განათლება და მომავალი და სანაცვლოდ ცოლ-ქმრულ უღელზე იდარდოს.
-ის ისწავლის. კიდევაც ,რომ მოისურვოს უფლებას არ მივცემ ამაზე უარი თქვას. თამუნა კარგად იცი ,რომ ასეთი არ ვარ ...
-ვიცი ,მაგრამ სამაგიეროდ ის ვიცი ჩემი შვილი როგორია. მე ვხედავ ,რომ ის მზად არ არის ამისთვის. გრძნობების ეიფორიაშია და მზად არ არის... უბრალოდ არ არის.
-თამუნა...
-მე გაგაფრთხილე და დანარჩენი შენ იცი. ჩემგან მხოლოდ მხარდაჭერას ელოდეთ ,მაგრამ გულწრფელად გირჩევ მოიცადო. ის უნდა გაიზარდოს და დასერიოზულდეს.
-წუხელ იცი რა მითხრა ?
-არა...
-მითხრა შენს გვერდით გავიზარდე და ისეთ რამეებზე ვფიქრობ რაზეც აქამდე არ მიფიქრიაო. ელენე ჭკვიანი გოგოა და მე არ ვაპირებ მის დატერორებას ან დათრგუნვას. თუ ის მეტყვის ,რომ მზადაა ჩავთვლი ,რომ ასეა. თუ არა და მოვიცდი მანამდე სანამ საჭიროა.
-მიხარია ამის მოსმენა. გიას უნდა შენთან დალაპარაკება მანამ სანამ წახვალ. ჯერჯერობით ტავს იკავებს ,მაგრამ ...
-მიკვირს აქამდე ,რომ არ ვისაუბრეთ.
-ელენეს ერიდება. იცის მისი შვილი როგორი ემოციურია და თავს იკავებს. მით უფრო ახლა ,როცა ავადაა.
- ნახეთ აქ ვინები ყოფილან _შემოვიდა მომღიმარი ვანდა.
-დედა?
-ელენეს შესახებ საუბრობდით?
-ჰო...
-ჩემმა ქმარმა დამირეკა იტალიაში ვარ და ჩამოდიო. როგორც ჩანს მოვენატრე.
-როდის მიდიხარ ?_დაინტერესდა თამუნა
-სამში ვაპირებ. რატი შენ?
-მე შაბათს წავალ ,რომ ორშაბათისთვის უნივერსიტეტში მივიდე.
-უკვე იწყება სწავლა?
-გამოცდები მაქვს გადავადებული. თან იქ ერთ თვეს არაფერი არ ისვენებს.
-ჩემთან ერთად წამოდი და მამაც ნახე.
-არ მაქვს მაგის დრო დედა. ზაფხულზე ,რომ ჩამოვალ ყველას გნახავთ.
-რომელზე გავდივართ?_იკითხა ვანდამ
- ბავშვებს ჯერ ისევ სძინავთ და თორმეტისთვის გავიდეთ. ახლა ვეტყვი სუფრა გააწყონ_წამოდგა თამუნა და წავიდა.
-მე ზემოთ ავალ და ელენეს ვნახავ.
რატი ლიფტში გაუჩინარდა და მალევე არმოჩნდა სასურველ სართულზე. დაინახა დერეფნის ფანჯარაზე ნინი და ლევანი შემომსხდარიყვნენ. იქვე ფეზხზე იდგა მარიც და ლუკაც. თვალი გააყოლა ,მაგრამ არაფერი უთქვამს. ელენეს კარზე დააკაკუნა და შევიდა. გოგონამ გაუღიმა და მოეხვია.
-როგორ ხარ?_ჩამოუსვა გრძელ ქერა თმაზე ხელი ,რომელსაც იმ წუთას ივარცხნიდა.
-რავიცი საქმე არ მაქვს და ნერვიულად ვივარცხნი თმას. იქნებ დრო გავიდეს.
-თორმეტზე გავდივართ.
-ღმერთო ,რომ მახსენდება რამხელა გზაა ლამისაა შევიშალო.
-მოდი მე გაგამხიარულებ._ბიჭმა ქურთუკის ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო და გაუწოდა.
-რა არის?_თვალები აენთო გოგონას
-გახსენი...
ელენემ ბრჭყვიალა ქაღალდი შემოახია და ყუთს თავი ააძრო. შიგ თეთრი ქათქათა მაჯის საათი იდო ოქროსფერი კანტებით. აშკარად ძალიან ძვირფასი იყო.
-რა ლამაზია_აღმოხდა გოგონას და ყუთიდან ამოიღო.
-გეგონა ისე ჩამოვიდოდი ამერიკიდან არაფერს ჩამოგიტანდი? მოდი გაგიკეთებ..._გამოართვა და სუსტ მაჯაზე გაუკეთა ,რომელიც წოლისა და ავადმყოფობისგან კიდევ უფრო დათხელებოდა.
-გმადლობ. ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარია რაც მიმიღია_ელენე კისერზე მოეხვია და აკოცა.
კარზე ვიღაცამ დააკაკუნა და არც დაუცდია ისე შემოვიდა.
-ელე უკვე მზად ხარ?_წყვილი ადგილზე გაშეშდა და სწრაფად დასცილდა ერთმანეთს. გიამ სიბრაზისგან ნერწყვი გადაყლაპა ,მაგრამ არაფერი უთქვამს. ელენე მიხვდა და შიშიც გაუქრა.
-მზად ვარ მამიკო. დილით გოგოებმა დამეხმარეს ჩაცმაში.
-კარგია.მოდი ჩაგიყვან. ფეხი ისევ გტკივა?
-არ მტკივაა თუ არ დავდივარ.
-თუ გნებავთ მე ჩავიყვან_შესთავაზა რატიმ და მაშინვე ინანა.
-ჯერ მასე არ დავბერებულვარ ჩემი შვილი ვერ ავიყვანო ხელში. _ელენემ თვალი უქნია შეყვარებულს გაჩუმდიო.

მარიმ ლიფტის ღილაკს მიარტყა ხელი და დაელოდა. ის იყო შიგნით შევიდა დაჩიც რომ შემოხტა.გოგონა გვიან შეამჩნია და მხოლოდ გაუღიმა.
-მარ როგორ ხარ?
-ნორმალურად. შენ?
-მეც არამიშავს.
-გილოცავთ გამარჯვებას.
-გმადლობ. დიდი ხანია აღარ გვისაუბრია. ყველაფერი რიგზეა?
-კარგადაა. შენსკენ რა ხდება?
-ყველაფერი ძველებურად. ელენეს შეურიგდით ხომ? ძალიან მიხარია. წუხელ ლუკამ მიამბო ყველაფერი.
-ჰო რაღაც სისულელეზე ვიჩხუბეთ. აღარ ვაპირებთ
-მინდა აღარც ჩვენ ვიჩხუბოთ. მეგობრები ვართ ბოლოს და ბოლოს. ამდენი წელია დასავით გიყურებ. ძალიან მტკივა გული როცა ასე ხდება. შენთან დაშორება არ მინდა.
-დაივიწყე. უკვე მივხვდი ,რომ მეც სულელურად ვიქცეოდი. უფლება არ მაქვს შენს ცხოვრებაში ცავერიო
ლიფტის კარი გაიღო და ორივე გამოვიდა.
-როგორ არა გაქვს ,მაგრამ არ მინდა ჩემი გადაწყვეტილებების გამო ვიჩხუბოთ. მინდა სულ მეგობრები ვიყოთ როგორც ადრე. ჩვენი მეგობრობა არ იმსახურებს განადგურებას.
-მართალი ხარ. ეგეც არ იყოს ჩვენს შორის დაძაბულობა ხუთივეზე ახდენს გავლენას.
-ჰო ჩვენს ჯაჭვს ერთი რგოლი ,რომ გამოვარდება ყველაფერი ინგრევა. თითქოს ერთი სხეული ვართ.
-თუ დიანასთან კარგად ხარ მე მხოლოდ გამიხარდება. ყველა ჩვენგანის კარგად ყოფნა გამიხარდება. მათ შორის შენიც.
-მარ...როგორ მიყვარხარ იცი ? მოდი ჩაგეხუტები რამდენი ხანია ეს აღარ განმიცდია.
მეგობრები ერთმანეთს მოეხვივნენ და კარგა ხანს იდგნენ ასე. დაჩიმ დაინახა ,რომ წინა დღის ტორტი ისევ იდო მაგიდასთან.
-ნახე ტორტი კიდევ გვქონია. უგემრიელესი იყო. წამო თორემ აღარ შეგვხვდება_გაიქცა მაგიდისკენ დაჩი და ნინას მოუჯდა გვერდით.
-დაჩი რა ველური ხარ.
-ოჰ ტორტს მიირთმევ წითელთავიანო?
-შეეშვი ჩემს თმას თორემ ძილში გადაგღებავ ფოსფორისფრად.
დაცის კისერში რარაც გაეჩხირა. მიხვდა ,რომ გოგონა ამის გამკეთებელი იყო.
-არ გაბედო თორემ აუზში ჩაგახრჩობ.
-ეგ დასწრებაზეა_ დაემანჭა ნინა
მარი ჯერ ისევ იქ იდგა სადაც დაჩიმ დატოვა და ერთი მიმართულებით იყურებოდა. მერე კი ტავადაც სუფრის მხიარულებას შეუერთდა

____
ველი თქვენს სეფასებებს ჩემო კარგებო
<3 <3 <3



№1  offline წევრი kora

აი გინდა მომკალი, მაგრამ რა ვქნა ძალიან მომწონს ეს მარი, ძალიან უბრალო და საყვარელი გოგოა... დაჩი, დასავითო, ეხხ...
რატის ხასიათი ცოტა მაღიზიანებს, თავის დას ისე აკონტროლებს და თვითონ როგორ იქცევა ელენესთან.
--------------------
kira.G

 


№2  offline წევრი mariamii))

არადა როგორ მინდოდა დაჩის და მარის წყვილი :((

 


№3 სტუმარი Ani

Vgijdebi am istoriaze ^^

 


№4  offline წევრი lisebeth

kora
აი გინდა მომკალი, მაგრამ რა ვქნა ძალიან მომწონს ეს მარი, ძალიან უბრალო და საყვარელი გოგოა... დაჩი, დასავითო, ეხხ...
რატის ხასიათი ცოტა მაღიზიანებს, თავის დას ისე აკონტროლებს და თვითონ როგორ იქცევა ელენესთან.

ჰგონია ,რომ რადგან ელენეს ოჯახს ბავსვობიდან იცნობს პრივილეგიები აქვს
mariamii))
არადა როგორ მინდოდა დაჩის და მარის წყვილი :((

ვნახოთ ვნახოთ ჯერ არაფერი გადამიწყვეტია
Ani
Vgijdebi am istoriaze ^^


მადლობა love

 


№5  offline წევრი lisebeth

ენენე
uuh,gamixarda.
dachi da mari ar momwonda me.
kargia,ragac shecdomebs tuar chavtvlit.

მადლობა feel

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent