შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორჩილი გაბრიელი (2)


22-09-2015, 21:13
ავტორი Na Nuka
ნანახია 2 232

საატესტატო გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და მშობლებისგან 63amg coupe დავიმსახურე. ბანკეტი ბანალური რომ არ ყოფილიყო გადავწყვიტეთ წავსულიყავით კახეთში, სიღნაღში. ჩემს მანქანაში ვისხედით მე, დედა, ნია, ჩემი ხვლიკი ნიკი და ლუკა. მაკა თავის შეყვარებულთან, კახასთან იჯდა. გზაში ნიკიტო მოწყენის საშუალებას არ გვაძლევდა, მღეროდა, უფრო სწორონკავებოდნენად ჭიხვინებდა.
ჩვენს წინ მაკა და კახა მიდიოდნენ. გვეგონკავებოდნენ. ძალიან სწრაფად მიდიოდნენ. სიღნაღის კრუგებზე მანქანა ამოტრიალდა... უცბად გავჩერდი. აზრზე ვერ მოვედი რა მოხდა... თითქოს სხეულის რაღაც ნაწილი მომწყდა. მაგრამ ძალა მოვიკრიბე, მანქანასთან მივედი... მაკა მანქანის გარეთ უგონოდ ეგდო. მთელი სხეული დსახიჩრებული ჰქონდა. სასწრაფოს გამოვუძახეთ, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა. მისი უსიცოცხლო სხეული გულში ჩავიკარი. არ მჯეროდა, რომ ის აღარ იყო. ბოლოს მისი სხეული მომაცილეს. ექიმებს გადარჩენას ვთხოვდი, მაგრამ ისინი ერთიდაიგივეს მეუბნეოდნენ: სამწუხაროდ თქვენი მეგობარი დაიღუპა. ხელში მისი ბენდენა შემრჩა(პ.ს. ასეთი მე ნიას დ მაკას გვქონდა მარტო) გულში ჩავიკარი, მუხლებზე დავეცი და ბოლო ხმაზე ვყვიროდი.
ნია მოვიდა, ხმას ვერ იღებდა. ისიც დაეცა, ჩამეხუტა დ ატირდა.
მაკას დასაფლავებაზე უამრავი ადამიანი მოვიდა. კუბოს ბოლოჯერ ახადეს თავსაფარი, ბოლოჯერ შევხედე მაკას სახეზე. ნია უსიცოცხლოდ მიყუდებოდა ნიკის და ძლივს იმაგრებდ თავს, რომ არ დაცემულიყო.
კუბოსთან მუხლებით დავეცი, ჩავეხუტე და კოცნა დავუწყე. ნიაც იგივე მდგომარეობაში იყო. ნიკიმ აგვაყენა და წაგვიყვანა.
ოთახში მარტო ვიჯექი. კახა შემოვიდა, ჩავეხუტე, მაგრამ უცბად მუშტების რტყმა და ყვირილი დავიწყე
-გადი. შენ მე და წამართვი.
--------------------------------------------------------------
ეროვნულების ჩაბარებას აღარ ვაპირებდი, მაგრამ მშობლების დაჟინებული თხოვნით მაინც ჩავაბარე. ბოლოს მე და ნია წავედით კახეთშ, მარტო გვინდოდა ყოფნა. ყოველდღე ეკლესიაში დავდიოდით, მაკასთვის ვლოცულობდით, თან თითქოს სულისთვის თავშესაფარს ვეძებდით.
იესოს ხატის წინ ვიყავი დაჩოქილი. ერთ ხელში სანთელი მეჭირა, მეორეში მაკას სურათი. მხრზე ვიღაცამ ხელი დამადო. მოვტრიალდი და დავინახე ახალგაზრდა ბიჭი გრძელი შეკრული თმით და წვერით. თავიდან ბერი მეგონა, მერე კი მივხვდი რომ უბრალოდ მორჩილი იყო.
მაკას სურათი დამივარდა. ის დაიხარა, მომაწოდა და მკითხა:
-ვინ არის ?
დავიბენი. ცრემლები წამომივიდა.
-ჩემი მეგობარი. ის....
ვეღარ დავამთავრე, ავტირდი. მოულოდნელად ცრემლები მომწმინდა:
-დაწყნარდი. შენი მეგობარი სულიერად სულ შენს გვერდით იქნება...

პ.ს. მადლობას ვუხდი დხმარებისთვის ჩემს მეგობარ თაკო ლათიბაშვილს... ძალიან გთხოვთ შენიშვნებს ნუ დაიშურებთ. თქვენი ყველას აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent