შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშენოდ ცხოვრების მუღამი არ მაქვს!(3)


23-09-2015, 00:03
ავტორი anuki-ano
ნანახია 1 954

მეორე დღეს გარეთ საშინლად ციოდა.მეც ბუხართან მოვიკალათე და თან ცხელ ყავას მივირთმევდი და მოვკარი თვალი იქვე ლაშას..
-შეგიძლია მოხვიდე?
-მოხდა რამე?
-არაფერი,უბრალოდ მინდა უკეთ ვიცნობდე ჩემს პირად მცველს
-კონკრეტულად რა გაინტერესებს?
-არსებობს შენს ცხოვრებაში ქალი?
-სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არა
პასუხმა სრულებით დამაკმაყოფილა და სახეზე სიამოვნების ღიმილი მომეფინა..
-შენ და ალექსი რამდენი ხანია რაც ერთად ხართ?
-ჩვენ ერთად არ ვართ..უბრალოდ მეგობრები ვართ..
მივხვდი,რომ ეს პასუხი მასაც ესიამოვნა..გარეთ თოვდა ოთახში ბუხართან მე და ლაშა წყნარი მუსიკა და ღვინო...სიტკბოთი აღსავსე წუთები გვქონდა თუმცა დიდხანს არ გაგრძელდა,რადგან ბავშვები ჩამოვიდნენ..საღამოს ცოტა დავლიეთ,მერე ალექსანდრემ ხელი მომკიდა და ჩემს ოთახში ავედით...
-გოგოებო ნიტა სადა?(ლაშა)
-არ ვიცით,ალექსისთან ერთად იყო
ალექსანდრემ ხელები დამიკავა და ძალით მაკოცა და ზუსტად ამ დროს შემოვიდა ლაშაც ოთახში..
-უკაცრავად
მხოლოდ ეს თქვა და გავიდა..ქვემოთ,რომ ჩავედით დავინახე როგორ ეკეკლუცებოდა ნუცა ლაშას და ბრაზისგან ავწითლდი,უფრო მეტად იმანაც იმოქმედა,რომ ლაშაც ღიმილით ესაუბრებოდა..ვფიქრობდი რა შეიძლება გამეკეთებინა იმისთვის,რომ ნუცა ჩამომეცილეებინა და მოვიფიქრე
-აუ ბავშვებო ძალიან მინდა აქ იყოთ,მაგრამ მამამ დარეკა ჩამოვდივარ,რომ ვნახო როგორ ხარო და ძალიან გაბრაზდება აქ,რომ დახვდეთ და იქნებ თბილისში დაბრუნდეთ..
-კარფი ნიტა,არ არის პრობლემა გვესმის
ძალიან კმაყოფილი ვიყავი იმით,რომ ესენი თავიდან მოვიცილე..
-ბატონ გიორგის არაფერი უთქვამს,თუ ჩამოდიოდა
-ყველაფერს შენ ხომ არ შეგითანხმებს ირონიულად გავუღიმე და გავეცალე
ღამით გადავწყვიტე ქუჩაში გასეირნება თუმცა არ მინდოდა ვინმესთან ერთად მინდოდა მარტო ვყოფილიყავი ჩემს თავთან და გავიპარე..ბევრი ვისეირნეე და სახლში დაბრუნებისას ხმა ჩამესმა ყურში
-თქვენი მცველი სად არის?არ გეშინიათ ასე გვიან მარტო ყოფნა?
არ გავჩერდი და ისევ სიარული განვაგრძე მაგრამ უცებ ვიგრძენი როგორ მომიჭირა ვიღაცამ ხელი და როგორ ეძახდა მეორეს სწრაფად მოდი ჩვენიაო..ერთმა ხელი მკრა, ძირს დავეცი,თავი ქვას დავარტყი და სისხლი წამომივიდა.პირველად ვიგრძენი რამდენად უმწეო ვყოფილვარ...
-ხელი გაუშვი!!!
-პირადი მცველიც გამოჩნდა..
ლაშამ იარაღი ამოიღო,დაუმიზნა ერთ-ერთს და ამ დროს მეორემ უკნიდან დაარრტყა და ძირს დააგდო.ლაშა ადგა და ურტყამდა ორივეს,მაგრამ მოულოდნელად მეორემ იარაღი ამოიღო და ლაშა დაჭრა...
-რა გაკეთე ბიჭო?ჩქარა ავითესეთ
-ლააშა მიყურე არ დახუჭო თვალები რა..შენ ხომ ძლიერი ხარ.არ მიმატოვო მერე მე ვის უნდა ვეჩხუბო შენს გარდა ჩემზე არავინ ზრუნაავს..თვალებს ნუ ხუჭავ მე მიყურეე მე..ვტიროდი,მაგრამ ვერაფერს ვშველოდი და ვხედავდი როგორ მეცლებოდა ხელიდან და ამასობაში გონებაც დაკარგა..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent