შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით(26)


24-09-2015, 01:25
ავტორი lisebeth
ნანახია 3 173

მარი სუფრასთან მივიდა და მეგობრებთან ერთად განაგრძო ჭამა. ნინა და დაჩი ისევ კინკლაობდნენ.
-რა კარგია ,რომ წელს ამთავრებ სკოლას? დავისვენებთ რა ..._გააჯავრა დაჩიმ
-ვინ გითხრა რომ ვამთავრებ?
-ხომ გითხრა დირექტორმა შეგიძლიაო?
-მეტი საქმე არ მაქვს ახლა მაგის გამო ვათენებ წიგნებზე. ავდგები და მომავალ წელს დავამთავრებ. არ შემივსია გნაცხადი
-ელენემ უკვე შეავსო_თქვამარიმ და მწვადის ნაჭერს დასწვდა
-დიანამაც შეავსო ამას წინათ. _დააზუსტა ბიჭმა.
-ბავშვებო დროზე და მივდივართ._ შემოვიდა ნანა და ბავშვებს წასვლისკენ მოუწოდა. ავტობუსები უკვე მზად იყო. _ ვინც მშობლებთან ერთად ხართ მათ გაჰყევით.
-მე ავტობუსში ავალ. _გადაკოცნა ლევანმა შეყვარებული
-მეც _
ტკბილეული მოხიკა ნინამ მაგიდაზე და თან წაიღო ნინი,ლუკა და რატი ვანდასთან ჩასხდნენ. მარი გიას მანქანაში. გზად ისე გაუჭირდა ელენეს როგორადაც არც კი ელოდა. ფეხიც ასტკივდა და მგზავრობისგან უკვე გული ერეოდა. სახეზე ფერი სულ წაერთვა. თავი თამუნას მკერდზე ედო. მარი კი წინ იჯდა. ბევრი ეცადა მაგრამ რიკოთს იქეთ თავი ვეღარ შეიმაგრა. უკვე იმდენად ცუდად იყო ვეღარ აზროვნებდა.
-ელე ცუდად ხარ?_ დაიყვირა გოგონამ ,როგორც კი უკანა სავარძელზე ფერწასული მეგობარი დაინახა.
-ელე_სახეზე მოუსვა ხელი თამუნამ და გონზე მოსვლისკენ მოუწოდა._გია გააჩერე მანქანა... კაცი გზიდან გადავიდა და ძრავა გამორთო.
-ელე ღვთის გულისთვის შემომხედე_ ხმა ჩაუწყდა თამუნას და იგრძნო როგორ წაერთვა ხელებში ძალა. მარიმ წყლის ბოთლს თავი მოხსნა და სველი ხელი შუბლზე მიადო. გოგონა ოდნავ მოფხიზლდა და თვალშიც უკეთესად გამოიხედა. უან ვანდას მანქანა მოადგათ ,რომელიც ცოტათი ჩამორჩენოდათ.
-რატომ გაჩერდნენ_შეწუხდა ვანდა და მანქანა გიას უკან გააჩერა. რატი მიხვდა ,რომ ელენეს ამბავი იყო და მაშინვე ძირს გადმოხტა. ფანჯარასთან,რომ მივიდა მიხვდა არც შემცარიყო. ფერდაკარგული შეყვარებული ,რომ დაინახა ლამის ჭკუიდან შეიშალა. კარი გააღო და შიგნით შეხტა.
- რა გჭირს ლამაზო შემომხედე..._ნაზად უთხრა და ხელზე ხელი მოუჭირა. გოგონას მის ხმა ბუნდოვნად ჩაესმა ,მაგრამ მიხვდა ვინც იყო და ცოტათი გონს მოეგო. თავიც კი მოაბრუნა მისკენ.
-რა მოხდა?_მოვარდა ვანდაც და ბავშვებიც.
-ცუდად გახდა. -არ უნდა წამოგვეყვანა ჯერ ისევ სუსტადაა. _ისაყვედურა რატიმ
-უკეთ ვარ_ამოიკვნესა ელენემ და როგორც შეეძლო ხელი მოუჭირა ბიჭს.
-წავიდეთ? ცოტაც ჩემო სიხარულო დამალე სახლში იქნები._მოეფერა თამუნა. გოგონამ თავი დაუქნია.
-იქნებ დაძინება შეძლო და უფრო გაგიადვილდება_დაარიგა რატიმ და მანქანიდან გადასვლა დააპირა.
- აქ დარჩი რა გთხოვ. ჩვენი მანქანით წამოდი. _რატიმ თამუნას გადახედა ,რომელმაც თავი დაუქნია და დარჩიო ანიშნა. ვანდამ ცნობისმოყვარე ბავშვები მანქანაში დააბრუნა და გზა განაგრძო. ელენე რატისკენ მობრუნდა და თავი მკერდზე დაადო. რატიმაც მოხვია თავისი უშველებელი მკლავები და დაძინება უფრო გაუადვილდა. ისე ჩავიდნენ თბილისში ელენეს მეტი არაფერი გაუგია. რატიმ საწოლში ჩააწვინა და ისე დატოვა. ცოლ-ქმარმა მადლობა გადაუხადა მზრუნველობისთვის და რატი მძღოლთან ერთად გამოუშვა სახლში. თამუნა შვილის ოთახში შევიდა და გვერდით მოუწვა. ქალმა მთლი ღამე მის ცქერაში გადაათენა. დილით გაღვიძებული გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა. -ჩემო ლამაზო წუხელ როგორ შეგვაშინე. _შუბლზე აკოცა და მოეფერა.
-რატი? -აქ მან ამოგიყვანა და საწოლში დაგტოვა. მთელი გზა მისი ხელი გეჭირა.
-არც ვიცი რა დამემართა. უცებ ვიგრძენი ,რომ ჩემს გარშემო ყველაფერი გაჩერდა.
-მამაშენს ნერვიულობისგან ენა ჩაუარდა ასეთ მდგომარეობაში ,რომ დაგინახა. ისე ვინანე რომ წამოსვლა ვიჩქარეთ.
-სად არის? დაუძახე მისი ნახვა მინდა.
-უკვე გავიდა სიხარულო. მალე მოვა და გნახავს. შენ მაგაზე არიჯავრო. მიდი კიდევ დაისვენე და მერე ექიმთან წაგიყვანთ. შენს ნაკერებს ნახავს და გვეტყის როგორ მოვიქცეთ. გოგონა ისევ ჩაეშვა საწოლში და თავი ძილს მისცა. თამუნა თავთან მოუჯდა და გვერდიდან არ მოსცილებია.
პატარა ღარიბულ სახლთან ,რომელსაც ჭიშკარი იმდენად ახლოს ჰქონდა ლამის პირდაპირ სახლში შედიოდი შავი მერსედესი გაჩერდა. იქედან გადმოსულმა სილუეტმა სწრაფად აირბინა კიბეები და ზარი მისცა. ცოტა ხანში ნაცნობმა სახემ ,რომელიც უკვე საკმაოდ შეცვლილიყო კარი გაუღო და ადგილზე შეცბა. კაცი მიესალმა და დაელოდა სანამ შიგნით შეიპატიჟებდნენ.
-გია? აქ რას აკეთებ?
-გამარჯობა ინგა. მოვედი ,რომ ჩვენს შვილზე ვისაუბროთ
-სალაპარაკო რა გვაქვს?
-თუ შემომიშვებ კარგს იზამ. ქალმა უფრო ფართედ გაარო კარი და ანიშნა შემოდიო.კაცი დივანზე ჩამოჯდა დაგვერდით ოთახში გაუჩინარებულ ქალს დაელოდა,რომელიც ცოტა ხანში ყავით ხელში დაბრუნდა.
-ჩვიდმეტი წელია ერთმანეთი არ გვინახავს. როგორ მოხდა ,რომ მესტუმრე?
-მარის შესახებ უნდა ვისაუბროთ
-შენი აუტანელი ცოლი აღარ ეჭვიანობს?
-არ გაბედო მისი შეურაცხოფა. ის ჩემი შვილის დედაა.
-სხვათაშორის მეც ,მაგრამ ეს ნაკლებად გადარდებს. ყოველთვის ასე იყო.
-შენ ყოველთვის იცოდი ,რომ მე თამუნა მიყვარს. ის ჩემი ცოლია. ის ქალია ,რომელიც ყოველთვის მიყვარდა.
-რომ გყვარებოდა არ უღალატებდი.
-ეს უკვე შენ არ გეხება...
-მეხება რადგან ჩემთან უღალატე და ჩვენ ახლა შვილი გვყავს.
-ჩემს შეცდომებს მე თვითონ მივხედავ. აქ იმაზე სალაპარაკოდ მოვედი ,რომ მარისთვის სიმართლის თქმა გადავწყვიტე.
-ჰო განსაკუთრებით გაახარებს იმის მოსმენა ,რომ ჩემი და შენი შეცდომის შედეგია.
-მე შენ არასდროს არაფერს დაგპირებივარ. ყოველთვის იცოდი ,რომ ჩემი ცოლი მიყვარდა. იმ ერთი დღის შეცდომა ვერ გადაწყვეტს ჩემი ოჯახის ბედს.
-შენ შვილი გყას ,რომელზეც გიჟდები. რომელსაც ეთაყვანები და გყავს შვილი ,რომელიც ტვირთად გაწევს და შეცცდომებს გახსენებს.
-მარი მე ტვირთი არასდროს მგონებია. მე ყოველთვის ვუწევდი მას მამობას. ფარულად ,მაგრამ მაინც...
-შენ დღემდე ვერ შეიგნე ,რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი.
-მე სხვა არაფერი შემიძლია. თამუნას არასდროს მივატოვებ. არავის და არაფრის გამო. სჯობს ეს გააცნობიერო. მარი ჩემი შვილია და ამ პასუხისმგებლობას არასდროს გავქცევივარ. მე მასზე ვზრუნავ და ყურადღებას არ ვაკლებ. ის ,რომ დედამისი არ მიყვარს არაფერს ცვლის.
-ელენე რამდენჯერმე იყო აქ მოსული. თავნება და ჭირვეული გოგოა. საერთოდ არ ჰგავს ნინის. ის წყნარი,მშვიდი და გაწონასწორებულია. ალბათ დღემდე ვერ გაუგია საიდან ხვდა წილად ბედნიერება ემეგობრა ისეთ განებივრებულ თოჯინასთან ,როგორიც შენი ქალიშვილია.
-სულაც არ არის ელენე თავხედი. შეეშვი ჩემს გოგონას. -როგორი თავგამოდებით იცავ შენს პატარა პრინცესას ხედავ? როდესმე მარი ასე დაგიცავს?
-მე მისთვის სიმართლის თქმას ვაპირებ და მხოლოდ ეს მინდოდა შენთვის შემეტყობინებია. სხვა საქმე შენთან არ მაქვს.
-ერთხელაც არ მოსულხარ და არ გინახავს სად და რა პირობებში იზრდებოდა შენი შვილი. ახლა კი მოდიხარ და პრეტენზიებს აცხადებ.
-არ მოვსულვარ ,მაგრამ იმაზე უკეთ ვიცოდი ვიდრე შენ წარმოგიდგენია. აქ მოსვლა არ მჭირდება იმის გასაგებად რაც მაინტერესებს. ახლა შინ უნდა დავბრუნდე ჩემი ქალიშვილი ავადაა.
-საწოლის ტავთან უნდა დაუჯდე ,რომ არ გამოგრჩეს რას ინებებს არა?
-სწორად მიხვდი. როდესაც შესაფერის დროს ვიპოვი მარისთან სალაპარაკოდ შეგატყობინებ _ გიამ კარი გამოიჯახუნა და მანქანაში დაბრუნდა.

ვანდა სუფრას აწყობდა მსახურებთან ერთად. ბავშვები უკვე ამდგარიყვნენ.
-სუფრასთან დასხედით_დაუძახა ყველას._მარი მოდი დროზე და მერე ისაუბრე ტელეფონზე _ გასძახა გოგონას ,რომელიც გარეთ იდგა. ისიც მაშინვე მობრუნდა.
რატი გასასვლელად გამოწყობილიყო და შემოსასვლელში ტელეფონს ეძებდა.
-გადიხარ შვილო?
-ელენე უნდა ვნახო. წუხელ ძაან ცუდად იყო
-თამუნას ველაპარაკე ამ დილით უკეთ იყოო.
-ორ დღეში მივდივარ. ბილეთები უკვე ვიყიდე და იმედია მანამდე გამოჯანმრთელდება.
-დამელოდე მეც წამოვალ_ალი ჩანთის ასაღებად გაიქცა ზედა სართულისკენ._ბავშვებო ჭკვიანად მე გავდივარ. _მიაძახა სუფრასთან მსხდომებს და მანქანაში ჩაუჯდა რატის.
-ალბათ ელენესთან მიდიან_თქვა ნინიმ
-მართლა? ჩვენც წავსულიყავით. ელენეს გამო ძალიან ვნერვიულობ. გუშინ რა ცუდად გახდა.
-სჯობს აქ დავრჩეთ. დღეს ექიმთან მიჰყავთ და ამდენი ხალხის მისვლა არაა საჭირო. _ დარწმუნებით თქვა დაჩიმ
-ჯანდაბა მაგ საბრალოს კიდევ მაგარი ახალი წელი გაუთენდა რა. ჯერ საავადმყოფო, მერე ოპერაცია, ის უბედური შემთხვევა... ცუდი წელი დაებედა...
-ლუკა მოკეტე ნუ ბოდავ სისულელეებს.
-სიმართლეს ვამბობ.
-თქვენი არ ვიცი ,მაგრამ მე სახლში უნდა წავიდე. ვინმე წამიყვანს თუ ფეხით ვცადო?_იკითხა დაჩიმ
-მეც უნდა წავიდე..._თქვა მარიმ
-ჩემთან არ არიან სახლში ასე ,რომ ...
-დედაჩემის მოსვლამდე ვერსად წახვალთ. მერე რაც გინდათ ის ქენით.
-სკოლაში დაბრუნება მინდა. აღარ შემიძლია ასე უაზროდ ყოფნა... ფილმს მაინც ვუყუროთ. რამეს საახალწლოს ..._ აბუზღუნდა ლუკა
-‘’როგორ მოიპარა გრინჩმა შობა’’ თუ რა ქვია? _დაფიქრდა მარი
-კაი რა ზეპირად ვიცი. _არ მოიწონა იდეა დაჩიმ
-ყველამ ვიცით ,მაგრამ ახალი წელია ...
-ჩართეთ რამე თორემ ეს ყოველივე უკვე ახალი წლის გარდა ყველაფერს ჰგავს _მოიწყინა ნინიმ

რატიმ მანქანა ეზოში გააჩერა და ძირს გადმოვიდა. მისი ძრავის ხმა ელენემ და თამუნამაც გაიგონეს ოთახში. დედა-შვილმა სწრაფად აირბინა კიბეები და გოგონას ოთახისკენ აიღო გეზი. რატიმ საერთოდ არ იცოდა სად იყო მისი შეყვარებულის საძინებელი ამიტომ ვანდას მიჰყვა უკან. ქალმა ფრთხილად დააკაკუნა კარზე და შევიდა. როცა დაინახა გოგონას ეღვიძა უფრო თამამად შეაბიჯა.
-ჩემო სიცოცხლე როგორ ხარ? _მოეხვია ვანდა ელენეს და შუბლზე აკოცა. _როგორ შეგვაშინე. ნეტა გენახა რა ფერი გედო.
-არაფერს ჭამს სისხლი გამიშრო. ლამისაა ჭკუიდან გადავიდე _ ხმაში ბზარი გამოერია თამუნას.
-არ მინდა დედა...
-ასე არ შეიძლება შვილო უნდა ჭამო თორემ უფრო მეტად დასუსტდები.
-არ უნდა წამოგვეყვანა ბათუმიდან. გზამ ძალიან დაასუსტა. უნდა დაგვეცადა სანამ უკეთ არ გახდებოდა. _ჩაილაპარაკა რატიმ.
-რატი გეყოფა _შეუბღვირა ვაჟს ვანდამ
-თავი დაანებე ,ეგეც არ იყოს მართალს ამბობს...
-ელე გინდა შენი საყვარელი შოკოლადის ტორტი გამოგიცხოთ? ოღონდ დამპირდი ,რომ შეჭამ. აი ისეტი მე ,რომ ვაკეთებ ხოლმე. _შეაგულიანა ვანდამ
-კარგი..._ძალაუნებურად დასთანხმდა ელენე რადგან მიხვდა ,რომ უკვე მეტისმეტად ჭირვეულობდა. თუმცა სულაც არ წირვეულობდა უბრალოდ ჭამის სურვილი არ ჰქონდა.
-წამოდი მე დაგეხმარები. გია სახლშია რაა და დღეს ამ ოთახიდან არ გამოვსულვარ._წინ წაუძღვა მეგობარს თამუნა
-მაპატიე გუშინ მალევე წავედი. მამაშენი ისედაც მიბღვერდა და...
-არაუშავს. მივხვდი...
-ცოტა ჭამე და ნახავ რა უკეთ იგრძნობ თავს.
-ვერ ვიტან წვნიანებს და იმ ექიმმა მაინც და მაინც ეს გამომიწერა. არ შემიძლია...
-შეგიძლია ჩემო კარგო. ხო გინდა ისევ ისეთი ლამაზი იყო როგორც ადრე?
-ახლა არ ვარ?
-ახლაც ხარ ,მაგრამ დაღლილი და დასუსტებული სახე გაქვს. გთხოვ ცოტა ჭამე ჩემი ხათრით... აი ასე... _რატი საწოლზე ჩამოუჯდა და თავისი ხელით აჭამა.
-მგონი ნაკერები გამეხსნა და ფეხი საშინლად მეწვის. მამა ,რომ მოვა ექიმთან წამიყვანს. ხომ წამყვები ?
-აბა რას ვიზამ საყვარელო.
-როგორ მინდოდა აეროპორტში გამეცილებინე. ახლა კიდევ...
-შენ იყავი კარგად ეგ არის მთავარი. მე ზეგ მივდივარ. ხვალ დედაჩემი მიდის იტალიაში და მგონი ნინიც მიჰყავს. წუხელ რაღაცას ამბობდა ,მაგრამ კარგად ვერ გავიგე.
-ნინი იტალიაში მიდის? არ უთქვამს...
-თვითონაც არ იცის და...
რატიმ ლანგარი მაგიდაზე გადადო და უფრო მოხერხებულად დაჯდა ელენეს გვერდით.
-ხედავ? არც ისე რთული ყოფილა ჭამა.
-შენ ,რომ მაჭმევდი გაცილებით გემრიელი იყო..._თავი მკერდზე მიადო და რატიმაც მოხვია ხელები.

ცოტა ხანში გიაც მოვიდა და სამზარეულოში მოფუსფუსე მეგობრებს ,რომ მიუსწრო გაეცინა. სულ ასე იყო ხოლმე. ვანდა ამზადებდა თამუნა კი ართობდა და კომპანიონობას უწევდა ჭორაობაში.
-ესეიგი ნინიც მიგყავს?
-აბა სად დავტოვო? რატიც მიდის და...
-ჩვენთან დატოვე რა პრობლემაა თუ ღმერთი გწამს?
-მოუნდება წამოსვლა. აგვისტოს მერე მამამისი არ უნახავს. ხომ იცი როგორი გიჟია მამამისის. მე კი არ ვუყვარვარ მასე.
-ნუ ეჭვიანობ გეხვწები.
-ესეიგი იტალიაში მიდიხარ? ჩემი მეგობარი სამშობლოში ჩამოსვლას აღარ აპირებს?_ შემოვიდა გიაც
-ჯერჯერობით არა. სიმართლე გითხრა მეც მომენატრა და მომწყინდა აქ მარტო ყოფნა. შეიძლება დავრჩე კიდევაც. დიდი პაუზა გამოგვივიდა.
-კარგი რა. _ხელი აიქნია გიამ._პაუზა არა ის ...
-გახსოვს ყველაზე დიდხანს ერთმანეთს ,როდის დავშორდით? _დაფიქრდა თამუნა და ქმარს ლოყაზე აკოცა.
-წელიწადი და ორი თვე ვიყავი მივლინებით ჰოლანდიაში_გაიხსენა გიამ._უფრო დიდხანსაც ვაპირებდი ,მაგრამ თამუნამ ისეტი ისტერიკები მომიწყო გადავიფიქრე.
-მაინც ვერ ვხვდები ამას ისტერიკას რატომ ეძახით კაცები. უნდა გიხაროდეთ ,რომ ცოლები ვერ გელევიან_ ლაპარაკობდა ვანდა და თან გასქურასთან საქმეს არ წყვეტდა.
-კარგი ჰო გნებდებით. მოდი წავიდეთ და ბავშვი წავიყვანოთ თორემ უკვე ძალიან ვღელავ.
თამუნა ქმარს გაჰყვა. ოთახში შესულმა შვილის ცარიელი თეფში ,რომ დაინახა თვალები გაუბრწყინდა. მიხვდა ,რომ რატის დამსახურება იყო და ბიჭს გაუღიმა.
-მეც წამოგყვებით ექიმთან. _თქვა რატიმ.
-გია წამოიყვან ელენეს?_სთხოვა ქმარს თამუნამ
-მე წამოვიყვან_ წელზე ხელი მოხვია რატიმ და ბამბის ქულასავით ააფრიალა. გია ამჯერად არ შეწინააღმდეგებია. რატიმ მანქანაში შესვა და გვერდით მოუჯდა. წინ ცოლ-ქმარი ჩასხდნენ.
გიას ნაცნობმა ექიმმა საგულდაგულოდ გასინჯა გოგონა ,რომელსაც ცოტა სიცხეც ჰქონდა.
- რამდენიმე ნაკერი გახსნილია და თავიდან მოგვიწევს გავკეროთ. ანტიბიოტიკებს გამოვუწერ საქმე ,რომ არ გართულდეს.
-რამე საშიშია?_ აღელდა გია
-არამგონია,მაგრამ სჯობს ყურადღება მივაქციოთ. შიგნით შევიყვან და გავკერავ. ხელახლა შევუხვევ. რამდენიმე დღეში ისევ მოიყვანეთ ,რომ სახვევი გამოვუცვალოთ. ეტყობა,რომ ღრმა ჭრილობა იყო
-რაც საჭირო იქნება ყველაფერი გააკეთეთ _თქვა გიამ
ყველა გარეთ გამოვიდა და ელენე ექიმების ხელში დატოვეს. გოგონას აშკარად ეშინოდა ,მაგრმ არ შეუმჩნევია. დაახლოებით ერთ საათში ყველაფერი მორჩა.
-ფეხზე არ იარო მომდევნო ერთი კვირა და ყველაფერი კარგად იქნება. ჭრილობაც შეხორცდება.
რატიმ ისევ ხელშიაყვანილი დააბრუნა უკან გოგონა და საღამომდე მასთან იყო.
-გმადლობ ,რომ ჩემთან ერთად იყავი დღეს.
-სხვა რა შემიძლია... ერთი დღე დამრჩა და მივდივარ.
-არ ვიცი მაისამდე როგორ გავძლებ ,რომ არ გნახო.
-იფიქრე ,რომ როცა ჩამოვალ მერე სულ ერთად ვიქნებით.
-როცა ჩამოხვალ?...ეს რას ნიშნავს?
-იმას ,რომ კარგად იმეცადინე. სკოლა აუცილებლად უნდა დაამთავრო. მერე კი ჩემი ცოლი გახდები .
-მაისში? ასე მალე? _გაოცდა ელენე
- როგორც კი ჩამოვალ. შენ მხოლოდ იმაზე იფიქრე ,რომ სკოლა დაამთავრო. მხოლოდ ესაა მთავარი.
-საყვარელო ჰო ,მაგრამ ...
-რა , არ გინდა ჩემი ცოლი გახდე?
-რათქმაუნდა ,მაგრამ ასე უცებ? ასე მალე? ეს იმას ნიშნავს ,რომ უნდა მოვემზადოთ. ისეთი ქორწილი უნდა მქონდეს ,როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი.
-ზუსტად ისეთი გექნება როგორზეც ოცნებობდი. ნამდვილი პრინცესა იქნები ქორწილში. აი ნახავ ყველაფერი რა მაგრად იქნება.
-ჰო. ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება...
-ახლა დაწექი. დღეიდან უფლება გაქვს იოცნებო ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე.
ელენე საწოლში ჩაცურდა და რატიმ საბანი მიაფარა. მერე ქვემოთ ჩავიდა სადაც დედამისი და ელენეს მშობლები ისხდნენ. ყავას სვამდნენ და საუბრობდნენ.
-დაიძინა?_იკითხა თამუნამ.
-ჰო. ახლა კარგადაა. ბევრად უკეთესად.
-გმადლობ ,რომ ჩემს შვილს დაეხმარე_თქვა გიამ და ხელი ჩამოართვა.
-მე მას ყოველთვის დავეხმარები ,როდესაც დასჭირდება. მთელი ცხოვრება...
-რას გულისხმობ?_ გიას გულმა რეჩხი უყო და მიხვდა რაც ხდებოდა.
-ელენე წელს სკოლას ამთავრებს და ჩვენ გადავწყვიტეთ ,რომ ამ ზაფხულს დავქორწინდეთ.
-რაა? თქვენ გადაწყვიტეთ? ეს რას ნიშნავს?
-მინდოდა ეს უფრო ოფიციალურ გარემოჩი მეთქვა ,მაგრამ როგორც ვხედავ ამის დრო აღარ მრჩება. ზეგ ამერიკაში მივფრინავ. მაისში ჩამოვალ და მინდა ელენე ცოლად შევირთო. არც კი მიფიქრია ამის გაკეთება თქვენი ნებართვის გარეშე. კარგად იცი,როგორ დიდ პატივს ვცემ თქვენს ოჯახს. მთელი ცხოვრება გიცნობთ ,მაგრამ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლით. მინდა უბრალოდ გესმოდეთ ეს...
-მან ჯერ უნდა ისწავლოს.
-ის ისწავლის და აქ არა. ჩემთან ერთად ამერიკაში. საუკეთესო განათლებას მიიღებს. კარგად იცით ,რომ ასეთი არ ვარ. მე მას ყველაფერს საუკეთესოს მივცემ რაც დასჭირდება.
-ელენეს ვესაუბრე გია. ამ წუთას ამის გარდა არაფერი უნდა. მითხრა ,რომ რატის ცოლობა უნდა. ვიცი რომ ადრეა. მეც ასე ვფიქრობ ,მაგრამ ჩემს ერთდადერთ შვილს ცხოვრებას ვერ დავუნგრევ. მას ეს სურს და მე მას მხარს დავუჭერ. გთხოვ შენც ნუ შეეწინააღმდეგები თორემ ხომ იცი როგორია. ყოველთვის განიცდის ,როცა რაღაც ცუდად ხდება მის ცხოვრებასი. როცა შენ არ ეთანხმები. ხომ იცი როგორ უყვარხარ და უწირს შენთვის წინაარმდეგობის გაწევა. გთხოვ...
-ყველაფერი კარგად იქნება. ის ჩემთან ბედნიერი იქნება გპირდებით. მე მხოლოდ თქვენი თანხმობა მჭირდება.
-რატი გეთქვა ,რომ ელენეს ხელის თხოვნა გინდოდა. _ისაყვედურა ვანდამ
-გთხოვთ ბატონო გია მოგვეცით ამის უფლება. ხომ ხედავთ ,რომ თქვენს გარეშე არაფრის გაკეთებას არ ვგეგმავ. მე თქვენთან მოვედი და გულწრფელად გთხოვთ ელენეს ხელს
გია შეყოყმანდა და უკან დაიხია. წამით ჩუმად იდგა და არაფერს ამბობდა. ერთი შეხედვითაც ცხადი იყო ,რომ უჭირდა რამის თქმა. ეს ხომ ელენე იყო მისი ერთადერთი შვილი. არც ახსოვდა როდის გაიპარა დღეები და წლები. როდის გაიზარდა მისი პატარა გოგონა ასე. ახლა უკვე ოჯახის შექმნაზე ფიქრობდა. მალე წავიდოდა მისი სახლიდან და ახალ ცხოვრებას დაიწყებდა.
-თანახმა ვარ_თქვა კაცმა ,მაგრამ სიტყვები სადღაც ყელში გაეჩხირა. არაფერი უთქვამს ისე აუყვა კიბეებს და წავიდა.
-თავი დაანებე. არც იცი ახლა რას გრძნობს_გაამხნევა თამუნამ და ბიჭს მხარზე ხელი დაადო.
-მოდი ჩვენ წავალთ_თქვა ვანდამ და შვილს ანიშნა გავიდეთო.
თამუნა უკან გაჰყვა ქმარს ,რომელიც მძინარე შვილის საწოლზე იჯდა და თმაზე ეფერებოდა. კარგა ხანს იდგა კართან და უყურებდა. მერე თვითონაც შევიდა და გოგონას მეორე მხრიდან მოუჯდა. ქმარს იმ ხელზე შეახო ხელი ,რომელიც კაცს ქალიშვილის თავზე ედო.
-როდის გაიზარდა ჩვენი ელენე ასე?_ ცისფერ თვალებში ჩახედა ცოლს კაცმა.
-ვერ დავიჯერე ,როცა ეს მითხრა ,მაგრამ ის უკვე დიდია.
-ყოველთვის მეშინოდა ამ დღის...დღის როცა ჩვენგან წასვლას გადაწყვეტდა ,მაგრამ მეგონა ეს დღე ცოტა უფრო დიდხანს დაიგვიანებდა. რა უნდა ვქნათ მე და შენ როცა ჩვენი გოგონა ამ ოთახში აღარ დაიძინებს? აღარ მოვა ჩემთან და აღარ მთხოვს რამის ყიდვას, სადმე წაყოლას ...
-ნუ ამლაშებ. ის გათხოვდება ,მაგრამ ყოველთვის მოვა შენთან ისე როგორც ადრე .რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის მამამისი იქნები. კარგი რა გამოფხიზლდი... არ მეგონა ასე მტკივნეულად თუ აღიქვამდი ამ ამბავს.
-არც მე მეგონა,მაგრამ არაუშავს . მთავარია ის იყოს ბედნიერი. მე და შენ ხომ მთელი ცხოვრება ამისთვის ვიბრძოდით ის ყოფილიყო ბედნიერი. ყველაფერს ხომ მისთვის ვქმნიდით და ვაშენებდით. ყველა შეცდომას ხომ მის გამო ვპატიობდით ერთმანეთს. შვილთან მიმართებაში გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის მტკივნეულია,მაგრამ თურმე ასმაგად მტკივნეული ყოფილა ,როცა ერთი გყავს და მასში ხედავ მთელს სამყაროს.
-ჰო მაგრამ შენ ორი გყავს. მარიც ხომ შენი შვილია
-ის ჩემგან შორს იზრდება. მამობას მხოლოდ მასთან ვგრძნობ. მამას მხოლოდ ის მეძახის. ჩემთან მხოლოდ ის გამორბის. მხოლოდ მის საწოლთან გამითენებია როცა ავად იყო,როცა პატარა იყო და ღამით არ იძინებდა. მხოლოდ მას ეძინა ჩემსა და შენს შორის საწოლზე როცა სიბნელის ეშინოდა. მხოლოდ ის დამყავდა ზოოპარკში ხელში აყვანილი. მხოლოდ მასთან ერთად ვაქრობდი ტორტს ყოველ დაბადების დღეზე და უფლებას ვაძლევდი კრემში ამოვეთხვარე.
- გარეგნულად დიდია ,მაგრამ ჯერ ისევ ბავშვია.


-მართალი ყოფილა ,რომ ამბობენ შენს შვილთან ერთად სიხარულს ,რომ გადაწყვეტ ,მაშინ მიდის შენგანო
-ღმერთმა მხოლოდ ერთი შვილი მოგვცა ,მაგრამ ბევრ შვილიშვილს გვაჩუქებს . მე და შენ კი აქ ვიცხოვრებთ ძველებურად და ბედნიერად. შენი თამუნა ხომ გყავს არა?
-ვერაფრით წარმომიდგენია ბებია როგორ უნდა გერქვას. ისეთი ლამაზი ხარ და ისეთი ახალგაზრდა.
-როგორც ჩანს არც ისე ახალგაზრდა. ჩემი გოგო თხოვდება. წამოდი ახლა დავიძინოთ და ელესაც ვაცადოთ. მძიმე დღე გვქონდაყველას.
თამუნამ ქმარს ხელი ჩაჰკიდა და ოთახიდან გაიყვანა.

დაჩიმ ტაქსი გზის პირას გააჩერა და ძირს გადმოხტა. დიდ ჭიშკართან ზარი დარეკა და დაელოდა. ცოტა ხანში ნაცნობმა სახემ მალევე გაუღო.
-მე და შენ მგონი ერთმანეთს ვიცნობთ არა?_თქვა დაჩიმ
-ჰო ბათუმში შევხვდით.
ბიჭმა სახლის კარი გაუღო და მისაღებში შეიპატიჟა
-დიანას ნახვა მინდა. სახლშია?
-დიანას არ სცალია.
-სულ ერთი წუთით . მინდა სასეირნოდ წამოვიდეს. გამარჯვების აღნიშვნას ვაპირებთ
-გითხარია არ სცალია მეთქი
-ვინაა?_გამოვიდა დიანა_დაჩი აქ რას აკეთებ?
-შეიძლება სასეირნოდ წავიდეთ?
-მე...არც კი ვიცი...
-ვერსად ვერ წახვალ. იმ გიჟს მე არ დავიტოვებ.
-შენ არავინ გეკითხება. მამას ვეტყვი ..._შეუბღვირა გოგონამ და სახლში გაუჩინარდა. მალევე გამოჩნდა ქურთუკით და წავიდეთო თქვა. იქვა ჩამოსხდნენ სკვერში.
-დიდხანს ვერ დავრჩები მამა მარტოა.
-ჰო მხოლოდ ის მინდა გავიგო როგორ ხარ? დედაშენი როგორაა?
-ნორმალურად. მამა ამბობს ხუთში პანსიონში დავაბრუნებო. ვერ ვხვდები მის სახლში მოყვანას რა აზრი აქვს. სულ დაზაფრული ვართ.
-შენ?
-რა მე?
-შენ ხომ ხარ კარგად? ვღელავდი მას მერე რაც წამოხვედი.
-ყველაფერი დალაგდება მალე. არ იჯავრო.
დაჩის დიანას ქუდზე გაუშტერდა მზერა ,რომელიც თვალებში ჰქონდა ჩამოფხატული.
-ეს რა არის?_ხელი გადაუსვა დალურჯებაზე ,რომელიც ბნელ მისაღებში ვერ შენიშნა.
-ეს? დედაჩემის ბრალია. ხანდახან უკონტროლო ხდება და. ვცადე გამეკავებინა და ხელი მკრა. არც იცოდა რას აკეთებდა. არაფერია მალე გამივლის.
-დედაშენმა თუ?
-ჰო...პირველი შემთხვევა კი არაა. სულ ასე იქცევა.
დაცი უყურებდა გოგონას ,რომელიც ამაოდ ცდილობდა ამბავი დამაჯერებლად მოეყოლა.


____
დღეს რატომღაც სიახლეების ნაწილი წაიშალა და ეს თავიც მოჰყვა მათ შორის ასე ,რომ თავიდან ავტვირთე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent