შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით (21)


11-09-2015, 20:58
ავტორი lisebeth
ნანახია 3 215

გია შვილის პალატიდან გამოვიდა და დერეფანში მჯდომ ცოლს მიუახლოვდა. ქალი თავჩარუნული იჯდა და მორჩილად იცდიდა. ძალიან ნაღვლიანი იყო რაც ქმარს სულაც არ გამოჰპარვია. მიუახლოვდა და გვერდით მოუჯდა.
-ესაუბრე?_კაცმა თავი დაუქნია
-ვესაუბრე თუმცა რატიზე არა. ჩვენ მარის შესახებ ვისაუბრეთ...
-მერე?
-ელენემ გადაწყვიტა ,რომ სჯობს მას სიმართლე ვუთხრათ.
-გასაგებია...
-არ მინდა ნაღვლიანი იყო. არ მინდა უბედური იყო ამის გამო. შენ კარგად იცი ,რომ ამ ქვეყნად შენსა და ელენეზე ძვირფასი არავინ მყავს. ჩემი ოჯახი ხართ მარი კი ჩემი შვილია. მინდა ამ ტყუილისგან საბოლოოდ გავთავისუფლდე. მე პირობა შევასრულე თამუნა. იმ დრის მერე რაც ელენე დაიბადა ინგა არ მინახავს. მასთან ჩვენს შვილზე არ მისაუბრია. ალბათ ახლა რომც შემხვდეს ვერ ვიცნობდი.
-მასთან შეხვედრა გინდა?
-უნდა დაველაპარაკო და ვუთხრა რასაც ვაპირებ. მას უფლება აქვს იცოდეს რომ მარისთვის სიმართლის თქმას ვგეგმავ. მისთვის მოულოდნელად ვერ გავაკეთებ ამას.
-მესმის ...დამიჯერე მესმისს ,მაგრამ ...
-ვიცი ,რომ შენთვის რთულია ,მაგრამ დმიჯერე ეს შეხვედრა არაფერს ნიშნავს. მე შენ მიყვარხარ. მთელი ცხოვრება მიყვარდი და ვიგებდი შენს გულისტკივილს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ვიცი ,რომ შენი ეს განცდები სრულიად სამართლიანია . წარმოდგენაც არ გაქვს შენი როგორ მესმის.
- მეც მესმის შენი. ყოველ შემთხვევაში გულის სიღრმეში...
-ამას მხოლოდ მარის გამო ვაკეთებ. სხვა მიზეზი არ არსებობს...
-გგონია იმის ,რომ მჯეროდეს მასთან შესახვედრად სხვა მიზეზი გაქვს მე ჯერ ისევ აქ ვიჯდებოდი შენს გვერდით?
-რათქმაუნდა რა ..._ გაუღიმა კაცმა ცოლს და მოეხვია.
-მარის გაუჭირდება ამის გაგება და სავარაუდოდ განზე გადგება თქვენგან ,მაგრამ დროთა განმავლობაში გაუვლის. დრო ყველაფრის მკურნალია ...
-ასე გგონია?
-არ მგონია... ასეა... როცა შენი და ინგას ამბავი გავიგე და მერე ის ,რომ ორსულად იყო მეგონა ამის დავიწყებას ვერასდროს შევძლებდი , მაგრამ დრომ თავისი ქნა. დრომ და კიდევ იმან ,რომ შენ დამარწმუნე იმაში რომ შენში არ შევმცდარვარ. ხანდახან ვფიქრობ იმაზე როგორ ვიცხოვრებდით მე და ელენე დღეს მასინ ,რომ წავსულიყავით.
-ახლა უცხო ქვეყანაში იქნებოდი ვინმე მდიდარი კაცის ცოლი ... ან მეორე ცოლი .. ან ვინ იცის... არავინ იცის რა არის უკეთესი ...
-მგონია ,რომ უკეთესი ის იყო რაც გავაკეთე. გაპატიე და აქ დავრჩი.
-ჩემს გამო იმდენი რამ გადაიტანე თანაც რვა თვის ორსულმა... შეიძლება შენ შეძელი ჩემთვის ამის პატიება ,მაგრამ მე ჯერ ისევ ვერა ... ვიცი ,რომ ვერც ვერასდროს შევძლებ. ყველაზე რთული იმის გაცნობიერებაა ,რომ შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის ტანჯვის მიზეზი ხარ. ამიტომაც შევასრულე შენთვის მოცემული ყველა პირობა. აღარ მინდოდა ისევ განგეცადა ის რაც ერთხელ უკვე გამოიარე.

ნინა ,დაჩი, დიანა და ანანო დაქანცულები მოვიდნენ რეპეტიციიდან. დაჩის ძალიან გაუკვირდა, რომ თავისიანებიდან ახლომახლო არავინ ჩანდა. მათი ძებნა ახლა ოთახებში დაიწყო. მის და გასაკვირად მხოლოდ ლუკა იწვა საწოლში. ოთხივე შიგნით შელაგდნენ.
-ლუკა ხალხი სადაა?
-ჯერ არ იცი?_გაიკვირვა ბიჭმა
-ამწუთას მოვედით რეპეტიციიდან. დაგავიწყდა ხვალ რომ 31_ია?
-რა მოხდა? _კითხვა დასვა ნინამ
-მწვანე კონცხზე უბედური შემთხვევა მოხდა. ელენე დაშავდა დაოპერაცია გაუკეთეს. მე არწამიყვანეს სიცხე მქონდა.
-რაა?_ფეხზე წამოხტა დაჩი და კარისკენ გაიქცა.
-სად მიდიხარ? _მიაყვირა დიანამ
-რათქმაუნდა საავადმყოფოში სად უნდა წავიდე? ელენე ჩემი საუკეთესო მეგობარი რომაა დაგავიწყდა?
-მოიცადე მეც წამოვალ.
-იყავი...
-არა წამოვალ ალბათ ყველა იქაა.
-ჩვენც წამოვალთ _წამოხტა ფეხზე ნინა და ანანოც თან გაჰყვა.
-მოიცადეთ ლუკას თუ სიცხე აქვს აქ მარტო არუნდაიყოს. იქნებ ვინმე დარჩეთ._თქვა დაჩიმ.
-ანანო შენ ელენესარც ისე კარგად იცნობ და იქნებ დარჩენილიყავი._ სთხოვა ნათესავს ნინამ და იმანაც მხრები აიჩეჩა. ეტყობოდა ,რომ წასვლა მაინც და მაინც არც უნდოდა.
დაჩიმ ტაქსი გამოიძახა და ყველა საავადმყოფოსკენ წავიდა. ელენეს კარგა ხანს ეძინა. თვალი ,რომ გაახილა საწოლზე დაჩი დახვდა შემოსკუპული. როგორც კი დაინახა გოგონა მოფხიზლდა მაშინვე მოეხვია თან ისე ,რომ ლამის გასრისა.
-გაგიშდი? მტკივა ისედაც ხელი _შეუბღვირა ბიჭს და მეორე ხელი ნელა უჯიკა.
-კარგი ჰო. მოკლედ სახლიდან ისე არ გახვიდე კისერი ,რომ არ მოიტეხო.
-ისე თუ სწორად მახსოვს მე და შენ ნაჩხუბარი ვიყავით.
-თუ სწორად მახსოვს შერიგებისთვის ხელი შენ არ ჩამომართვი.
-სულელო...
-აქ სხვებიც არიან. მგონი ყველამ გაიგო შენი ამბავი.
-ახალ წელს საავადმყოფოში შევხვდები...
კარზე ვიღაცამ დააკაკუნა
-მობრძანდით_დაუძახა ელენემ
კარში წითურმა თმამ გაიელვა და ცხადი გახდა ვინც იყო
-შეიძლება?
-რათქმაუნდა
-დიდხანს ვიჯექით აქ შენს გაღვიძებამდე და მერე ყვავილების მოსატანად წავედით მე და დიანა .
-დიანა?
-შეიძლება?_თავი ამჯერად დიანამ შემოყო.
მარიმ თავი დააქნია თუმცა არც ისე გახარებული ჩანდა.
-მაპატიე უბრალოდ ყველანი შევწუხდით შენი ამბავი ,რომ გავიგეთ _ თქვა დიანამ და უხერხულად დაიწყო ადგილზე ქანავი.
-გმადლობ ,რომ შეწუხდი.
-საწყენია ,რომ ხვალინდელ გამოსვლას ვერ დაესწრები.
-არაუშავს. ლუკამ მომწერა ჩანაწერს გავაკეთებ თუ წავედიო.
-ჩანაწერი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ოლიმპიადის ოფიციალურ გვერდზე.
-როგორ გგონიათ რამე გამოვა? _ყველას მისამართით იკითხა მან
-ვცდილობტ ,მაგრამ რომ გვცოდნოდა სხვა გუნდებს რა აქვთ მომზადებული კარგი იქნებოდა. _ დანანებით თქვა ნინამ
-ჰო საჭირო ადგილიდან შევუტევდით_დააზუსტა დიანამ
-იცი? უკვე გვიანია და სჯობს წავიდეთ. არც შეიძლებოდა შემოსვლა ჩვენ ,რომ მოვედით ,მაგრამ გია ბიძიამ ყველაფერი მოაგვარა
-ხვალ დილით ვერ გნახავთ და ამიტომ ახლა გეტყვით. წარმატებებს გისურვებთ. ხვალ ახალი წლის ღამეა და იმედი მაქვს სხვა მიზეზიც გვექნება საზეიმოდ.
ბავშვები ელენეს გადაეხვივნენ და გარეთ გავიდნენ. ელენე უფრო ღრმად ჩასრიალდა საწოლში
დერეფანში ერთმანეთის გვერდით ისხდნენ ნინი, ლევანი და მარი. ამათ დანახვაზე მაშინვე წამოდგნენ და მეგობრებს მიესალმნენ. მარიმ და დაჩიმ უხერხულად გადახედეს ერთმანეთს ,მაგრამ არაფერი უთქვამთ. თუმცა ვერც მოასწრეს. ცოტა ხანში ვანდა და რატიც გამოჩნდნენ.
-ბავშვებო ყველანი აქ ხართ? წამოდით სასტუმროში წაგიყვანთ_თქვა ვანდამ
-ჩვენ დარჩენას ვაპირებდით იუარეს ნინიმ და მარიმ
-საჭირო არაა აქ მე ვრჩები_თქვა რატიმ. ვანდამ გოგონების ჩანთებს ხელი მოჰკიდა და ანიშნა წავედითო. უკვე ცხრა ხდებოდა
-რატი თამუნას და გიას უთხარი ,რომ ხვალ მოვალ. ესენი უნდა წავიყვანო.
-კარგი დედა....
სულ რამდენიმე წუთის წასულები იყვნენ თამუნა ,რომ გამოვიდა ელენეს პალატიდან. გოგონას ეძინა ,მაგრამ აბა რა გააჩერებდა შვილისთვის რომ არ დაეხედდა. რატი რომ დაინახა სხვა მიმართულებით წასვლა სცადა ,მაგრამ მერე გადაიფიქრა. ეს ხომ რატი იყო. მისი საუკეთესო მეგობრის შვილი. ბიჭი ,რომელიც მის თვალწინ გაიზარდა. მოტრიალდა და მიუახლოვდა. რატიმ მხოლოდ გაუღიმა თუმცა მიხვდა ,რომ ქალს მასთან საუბარი სურდა.
-დღემდე ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ შენსა და ელენეს შორის რამე იქნებოდა.
-ვერც მე. მანამდე ელენესთან ახლო ურთიერთობა არ მქონია. ზოგადად ჩემი დის დაქალებთან სიტყვაუხვობით არ გამოვირჩეოდი.
-და მაინც რა მოხდა?
-არაფერი იმ დღეს ჩემს თამაშზე იყო და შევატყვე რაღაც სჭირდა. ვცადე დავხმარებოდი და მოკლედ ასე დაიწყო ყველაფერი.
-რატი მე ვიცი , რომ შენ ურთიერთობებში გამოცდილი ბიჭი ხარ. აქამდეც არაერთხელ მსმენია შენი შეყვარებულების ისტორია. ელენე კი სხვანაირია. ის გამოუცდელი,ნაზი, ემოციური და ჭირვეული გოგონაა. ის ვერ გადაიტანს იმედგაცრუებებს. მას ჯერ არ გამოუცდია რას ნიშნავს სიტყვა იმედგაცრუება. თუ არ ხარ დარწმუნებული იმაში რასაც აკეთებ გთხოვ ახლავე შეეშვა. მე ვიცნობ ჩემს შვილს და ვიცი როგოორია. მე ვიცი ჩემი შვილის ხასიათი და ვიცი რას ელის ის შენგან.
-მეც ვიცი...გაგიკვირდება თამუნა და შენს შვილს მეც არაჩვეულებრივად ვიცნობ.
-შენ მასში ქალს ეძებ ის კი ქალი არაა. ის თექვსმეტი წლის მამიკოს ნებიერა გოგონაა რომელიც დღემდე ჭკუიდან გადადის როცა მამიკო სასურველ ნივთს არ ყიდულობს. ან რაიმე სურვილს არ უსრულებს. ის წლების მანძილზე იზრდებოდა სკოლაში სადაც ჩვენგან მშობლებისგან შორს იყო. ჩემი ქმარი გამუდმებით მოგზაურობდა და ჩვენ ვცდილობდით უჩვენობა მისი კაპრიზების დაკმაყოფილებით შეგვევსო. შედეგად კი ის მივიღეთ ,რაც მივიღეთ ... ელენე თბილი და მოსიყვარულე გოგონაა ,მაგრამ ის ჯერ კიდევ უნდა გაიზარდოს. ბევრი რამ აქვს სასწავლი. წლების მანძილზე ჩემს შვილს ჩემს სახლში არ ეძინა. ჩემგან შორს ცხოვრობდა. ახლა სკოლას ამთავრებს და გამოჩნდი შენ ,რომელიც მას ისე უყურებს ,როგორც საცოლეს და გეგმები აქვს ,რომ სახლში მოუსვლელად სტაცოს ხელი და ისევ წამართვას ...ამჯერად უფრო შორს გინდა მისი წაყვანა. ის ჩემი ერთადერთი შვილია გესმის?
-მე არ ვაპირებ მის არსად წაყვანას თამუნა. ყოველ შემთხვევაში წელს. ადრე თუ გვიან ის თქვენგან წავა და ამას უნდა შეეგუოთ. მესმის თქვენი ,მაგრამ ჩემიც გაიგეთ. მე ის მიყვარს და პირობას გაძლევთ ,რომ იმედებს არ გავუცრუებ. მე არც კი მიფიქრია არც მისი და არც თქვენი მოტუება. უბრალოდ მინდოდა როცა ამ ამბავს გაიგებდით მეც აქ ვყოფილიყავი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ,რომ მზად ვარ იქამდე დავიცადო სანამ ის მზად არ იქნება ჩვენი საბოლოოდ ერთად ყოფნისთვის.
თამუნამ ბიჭს გაუღიმა და მხარზე ხელი დაადო.
-მიხარია ,რომ მიუხედავვად ყველაფრისა შენ აღმოჩნდი.
-მართლა?
-მეგონა ვიღაც ნაძირალა ასულელებდა ჩემს გოგოს...
-ესე იგი ნაძირალა არ ვარ? ეს ნამდვილად მანუგეშებს.
-წავალ გიას ვნახავ სად არის. გმადლობ ,რომ აქ ხარ
ქალი წამოდგა და წავიდა.




№1  offline წევრი Lesane

კარგიიყო მაგრამ ცოტა პატარა თავია და მალე დადე ახალი რა( ჰო დაკიდე ძაანმომწონს :3

 


№2  offline წევრი nino(g)

kargiaa..sad iyavi amden xans ..adre ar igvianebdi xolme yoveltvis debdi .. gaagrdze

 


№3  offline წევრი lisebeth

Lesane
კარგიიყო მაგრამ ცოტა პატარა თავია და მალე დადე ახალი რა( ჰო დაკიდე ძაანმომწონს :3

nino(g)
kargiaa..sad iyavi amden xans ..adre ar igvianebdi xolme yoveltvis debdi .. gaagrdze

მადლობა ყველას. ჰო ადრე არ ვიგვიანებდი მაგრამ ეს დღეები ძაან დაკავებული ვარ

 


№4  offline წევრი warsulis menote

აუუუ დაჩი და მარიიი ( დაახლოვე რა და დიანა ვაფშე ამოსალეე :(((( ისტორიას რაც შეეხება ძალიანნ მაგარია მომწონს ელე დაა რატი

 


№5  offline წევრი რუსა

დიანა გააკეთილე რა??? recourse

 


№6  offline წევრი nini :)

კარგი იყო გამიხარდა დიანაც რომ მივიდა მომეწონა ეს თავი ძალიან love და კიდე მალე დადე შემდეგი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent